IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> ღია საუბრები, ჟურნალისტ ირაკლი კიკნაველიძესთან ერთად
ნაინა
პოსტი Dec 30 2009, 02:55 PM
პოსტი #61


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



აზნაური
ციტატა
აწ განსვენებული მართლმადიდებელი ლევან სუთიძე, "კლიჩკით" მნათეუსი . ))))))))))

კიდევ დაწერთ მსგავსს და მიიღებთ ბანს.
არ გეყოთ ეს აგიტაცია-პროპაგანდა?
თუ რამე გაქვთ სათქმელი თქვით ზომიერების ფარგლებში.


Genesis
ზურა, ეხლა მე შენს ბოლო პოსტს წავშლი ისე, თითქოს არც დაგიწერია და არც გვინახავს,
ოღონდ გთხოვ, ოდნავ უფრო ზრდილობიანები ვიყოთ. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Dec 30 2009, 03:56 PM
პოსტი #62


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(ნაინა @ Dec 30 2009, 02:55 PM) *


Genesis
ზურა, ეხლა მე შენს ბოლო პოსტს წავშლი ისე, თითქოს არც დაგიწერია და არც გვინახავს,
ოღონდ გთხოვ, ოდნავ უფრო ზრდილობიანები ვიყოთ. smile.gif

საქართველოში როგორ ყველაფერი ნაცნობითაა dry.gif

ვითომ არც რამე მითქვამს და ვითომ არცრამე გინახავთ laugh.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Dec 30 2009, 05:02 PM
პოსტი #63


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



აზნაური
ციტატა
1) აღარ მახსოვს ვინ აღნიშნა ჩემი დაბალკვალიფიციურობა, მაგრამ მინდა მადლობა ვუთხრა


მე აღვნიშნე a075.gif
ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ ჟურნალისტის პირველი მოვალეობა ობიექტურობაა,
მეორე _ ნორმალურ დონეზე მაინც უნდა მეტყველებდეს ქართულად და კითხვებსაც ასევე ნორმალურად სვამდეს
მესამე _ საუბარი რესპოდენტსა და ე.წ. ჟურნალისტს შორის აშკარად წინასწარ დაგეგმილია, შესაბამისად მე აქ ამ ჟურნალისტის პროფესიონალიზმს ვერსად ვხედავ (დიდი ბოდიში მარა ასეა)

არგუმენტირებული იყო თქვენი დაბალკვალიფიციურობა ბატონო ირაკლი? smile.gif
rolleyes.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Dec 30 2009, 05:08 PM
პოსტი #64


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ვაახ ნდობის ტელეფონი ააქვთ? მითხარით ვინმემ? :-? მაქაური არავინ ხართ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Dec 30 2009, 05:27 PM
პოსტი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(აზნაური @ Dec 30 2009, 03:53 AM) *

ჟურნალისტობას ჟურნალისტიკაზე ჩაბარება არ სჭირდება. მარინა ვაშაყმაძის და ნუგზარ ფოფხაძის სკოლა თუ არა გაქვს გავლილი ისე კითხვებს ვერ დასვამ ? თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულებაზე სწავლას, სულ რომ არსად ისწავლო ის სჯობია!!!


დამიჯერე ჯობია ისწავლო რაც არ იცი და არ გინახავს იმას შენით ნუ შეაფასებ, აბა შენ ეხლა იურიდიულზე ჩააბარო და ჟურნალისტობა დაიბრალო არალოგიკურია. კითხვების დასმას გეთანხმები არ ჭირდება ჟურნალისტობა, მაგრამ შენ იქ კითხვებს არ სვამდი მარტო, არამედ ჟურნალისტის როლში გამოდიოდი ხოდა მაგას გეუბნები დახვეწე ეგ საქმე თქო მაგრამ ჯერ სკოლას არ გასცილებულხარ და მოიფიქრე კარგად შეიძლება დადგეს კარგი ჟურნალისტი შენგან თუ რათქმაუნდა ინგა გრიგოლიებს არ მიბაძავ biggrin.gif მაგ იუთუბზე ბევრი კარგი რამ დევს მაგალითად ლარი კინგის შოუს არაერთი ნაწყვეტი და და მისი მაგალითით დახვეწავ ჟურნალისტის ეთიკას, აბა მარტო კითხვის დასმა არ არის ჟურნალისტობა.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Dec 30 2009, 06:02 PM
პოსტი #66


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ნანინა
არაპროფესიონალურად გაკჟღერებულ სიმართლეს, პროფესიონალურად გაკეთებული ბელფი ჯობია? biggrin.gif


იღადავეთ იღადავეთ... რომ შეიცვლება ყველაფერი, მერე იტყვით ესენი ასდ იყვნენ ჩვენ რომ დემოკრატიის კვალში ვიდექითო biggrin.gif

ციტატა(ბექა @ Dec 30 2009, 05:08 PM) *

ვაახ ნდობის ტელეფონი ააქვთ? მითხარით ვინმემ? :-? მაქაური არავინ ხართ?


896 126000

გინებისთვის არ დარეკოთ და სხვაფრივ რაშიც გინდათ იმაში მენდეთ cool.gif



--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Dec 30 2009, 06:44 PM
პოსტი #67


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



Genesis
ციტატა
არაპროფესიონალურად გაკჟღერებულ სიმართლეს, პროფესიონალურად გაკეთებული ბელფი ჯობია?


შენ და მიშა ერთმანეთს ენაცვლებით? laugh.gif

რა არის ბლეფი ხალხო ნუ გადამრიეთ, ამ ახალგაზრდებს "სისხლი უდუღთ" biggrin.gif

ეგ არაფერი, ახალგაზრდობაში ამბიციები ყველას გვქონდა ( laugh.gif ).

უნდათ რომ რამით გამოჩნდნენ და საპატრიარქოსაგან ჩაგრულის იმიჯი საუკეთესო გამოსავალია biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი Dec 30 2009, 06:53 PM
პოსტი #68


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



რა დაბალი დონეააა.......


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Dec 30 2009, 10:49 PM
პოსტი #69


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ღია საუბარი დეკანოზ კახაბერ კურტანიძესთან, საუბარს წარმართავს ლეონ სუთიძე

ღია საუბარი დეკანოზ კახაბერ კურტანიძესთან 1 ნაწილი

ღია საუბარი დეკანოზ კახაბერ კურტანიძესთან 2 ნაწილი

ღია საუბარი დეკანოზ კახაბერ კურტანიძესთან 3 ნაწილი

ღია საუბარი დეკანოზ კახაბერ კურტანიძესთან 4 ნაწილი

ღია საუბარი დეკანოზ კახაბერ კურტანიძესთან 5 ნაწილი

ღია საუბარი დეკანოზ კახაბერ კურტანიძესთან 6 ნაწილი

რამდენი ისაუბრა. ენერგია ამას ქონია ძმაო.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Dec 30 2009, 11:44 PM
პოსტი #70


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(ნანინა @ Dec 30 2009, 06:44 PM) *

Genesis
შენ და მიშა ერთმანეთს ენაცვლებით? laugh.gif




მეტსაც გეტყვი... მე და მიშა რამ გაგვყო? rolleyes.gif




--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აზნაური
პოსტი Dec 31 2009, 01:52 AM
პოსტი #71


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 19-July 09
წევრი № 7,278



ნანინა

ციტატა
ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ ჟურნალისტის პირველი მოვალეობა ობიექტურობაა,


შენთვის ცნობილი ობიექტურობა, ამ ლოგიკით არის სრული ავადმყოფობა, რადგან თანამედროვე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღ აზრთა ურთიერთცვლა და არა ჭეშმარიტი სუბიექტივიზმით გამოჭყეპილი მუხლდრეკვები და მეტანიები, რომელიც მიმართულია ადამიანთა მახინჯი კულტივიზაციისკენ - როგორც ამას თქვენთვის საძულველი მნათეუსი იტყოდა.

ციტატა
მეორე _ ნორმალურ დონეზე მაინც უნდა მეტყველებდეს ქართულად და კითხვებსაც ასევე ნორმალურად სვამდეს


მე ვსწავლობ მეთორმეტე კლასში და ჩემი ასაკისთვის ვფიქრობ არ მიჭირს აზრის გადმოცემა, ასეც რომ არ იყოს კამერასთან პირველად ვზივარ და ვზივარ არა როგორც პროფესიონალი, არამედ როგორც ერთი თავისუფალი ადამიანი, რომელსაც აღარ შეუძლია საპატრიარქოს მიერ ტაბუირებული მედია საშუალებების ამაზრზენი ფარისევლობის ყურება smile.gif ასე, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე არა როგორც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონემ, არამედ როგორც ჯუნგლებში მყოფმა დანტისტმა, რომელსაც ახლა ხეების ჩეხვა უწევს, რადგან სამწუხაროდ მეტყევეებმა გადაწყვიტეს ძილს მისცენ თავი a075.gif


ციტატა

მესამე _ საუბარი რესპოდენტსა და ე.წ. ჟურნალისტს შორის აშკარად წინასწარ დაგეგმილია, შესაბამისად მე აქ ამ ჟურნალისტის პროფესიონალიზმს ვერსად ვხედავ (დიდი ბოდიში მარა ასეა)


აი ეს უკვე არა ჟურნალისტის, არამედ მსმენელის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს - რადგან არაფერი არ იგეგმება, ჩვენ არც სტუდია გვაქვს, არც მემონტაჟე გვყავს და საბედნიეროდ არც ანდრიაძე გვაზის თავზე, კოლმეურნეობის აგიტაციით a075.gif


ციტატა

არგუმენტირებული იყო თქვენი დაბალკვალიფიციურობა ბატონო ირაკლი?


კვალიფიციურობასა და მადლმოსილებაზე პრეტენზიები თქვენ გაქვთ, ამაზე პასუხს ვერავის მოსთხოვთ საკუთარი თავის გარდა, ამიტომ შეგიძლია მშვიდად განაგრძო ცხოვრება და აიტანო, რომ შენი და მართლმადიდებელი მრევლის უმრავლესობის წყალობით, ახლა ვიღაც მაინც ცდილობს წინ აღუდგეს ამ ანტიმართლმადიდებლურ, ანტიდემოკრატიულ და მონურ ფსიქოლოგიას a075.gif




მას შემდეგ რაც ჩვენ, ანუ ადამიანებმა რომელთაც ქრისტიანობა მხოლოდ სეფისკვერის ჭამა და პატრიარქისადმი მონური მლიქვნელობით გაპოხილი მიმართვები არ გვგონია, გადავწყვიტეთ კულვარულად და თავისუფალი ადამიანებისთვის ჩაგვეწერა ვიდეორგოლები.

გასათვალისწინებელია რომ:

1. არავითარი დაფინანსება არ გვაქვს

2. კამერაც კი არ გვაქვს ნორმალური

3. სამაგიეროდ გვაქვს სიმართლე, რომლისაც "ქრისტეს ადმინისტრაციაში" ძალიან ეშინიათ...


ასე რომ შეგიძლიათ აკრიტიკოთ გადაცემის ფორმატი (რასაც პირველი ჩვენ ვაკეთებთ) შემდეგ კი დადგეთ და კურთხევა აიღოთ მამა გიორგი ხარაზაშვილისგან - ოღონდ სდექ, მაგან ჯიბიდან იცის გასროლა smile.gif

თქვენი დუმილი და ასეთი სერვილისტური დამოკიდებულება, ერთხელაც აღმოგაჩენინებთ რომ ნორმალურმა ხალხმა ეკლესია დატოვა, რადგან აღარ შეეძლო თქვენი უპასუხისმგებლო და უარგუმენტო წინადადებების მოსმენა... ამაში ერთადერთი დამნაშავე თქვენ იქნებით, მერე კი მოგიწევთ წისქვილის ქვის საბადოს მიაგნოთ smile.gif



ციტატა
რა დაბალი დონეააა.......


დაბალი დონე არაფერია ფაშიზმთან, რომელმაც საზოგადოების რიგებიდან მოგვისროლა... ხეპრეობამ, რომელსაც არ შეუძლია განსხვავებულ აზრს მოუსმინოს a075.gif



ციტატა
დამიჯერე ჯობია ისწავლო რაც არ იცი და არ გინახავს იმას შენით ნუ შეაფასებ, აბა შენ ეხლა იურიდიულზე ჩააბარო და ჟურნალისტობა დაიბრალო არალოგიკურია. კითხვების დასმას გეთანხმები არ ჭირდება ჟურნალისტობა, მაგრამ შენ იქ კითხვებს არ სვამდი მარტო, არამედ ჟურნალისტის როლში გამოდიოდი ხოდა მაგას გეუბნები დახვეწე ეგ საქმე თქო მაგრამ ჯერ სკოლას არ გასცილებულხარ და მოიფიქრე კარგად შეიძლება დადგეს კარგი ჟურნალისტი შენგან თუ რათქმაუნდა ინგა გრიგოლიებს არ მიბაძავ მაგ იუთუბზე ბევრი კარგი რამ დევს მაგალითად ლარი კინგის შოუს არაერთი ნაწყვეტი და და მისი მაგალითით დახვეწავ ჟურნალისტის ეთიკას, აბა მარტო კითხვის დასმა არ არის ჟურნალისტობა.


შენ მშვიდად იყავ ამ მარხვაში მეუფეო, მე როგორმე მივხედავ თავს, ისე კი ძალიან მახალისებს, როცა თემაზე საუბარს ფორმის კრიტიკას არჩევთ, როგორ ერთ ქარხანაში დაბეჭდილებს გავხართ smile.gif

Amuza

კარგი კაცი ხარ შენ, ეკლესიის მოყვარული და როგორც ვატყობ მისი აქტიური მრევლიც, დამიჯერე, ეს პირჯვრისჩვევია ხალხი მალე დაიფანტება, დარჩება ის ვისაც რეალურად უნდა ეკლესიას ნამუსი შეუნახოს თანამედროვე სამყაროს წინაშე და არ აქციოს ის ბუდედ, რომელიც ყველას, ვისაც აზრი გაუკრთება თავსი, სიბნელის ბუნაგი ჰგონია... რაც დღევანდელი რეალობაა.

ციტატა

იღადავეთ იღადავეთ... რომ შეიცვლება ყველაფერი, მერე იტყვით ესენი ასდ იყვნენ ჩვენ რომ დემოკრატიის კვალში ვიდექითო


გაუჭირდებათ? პოტენციურად, მაგათმა მამებმა ლენინიც ეგრე არ გაიტანეს პიჯაკის მარცხნიდან და ჯვრით შეცვალეს?

მომავალში ეს მედროვეები მემარცხენე პაციფისტების სიმბოლოებს დაიკიდებენ, ამათ ხომ მარტო ის ადარდებთ რა არის მოდაში და რა არის მომგებიანი... მოიწყეს ბუდე ეკლესიაში, ამათი კაკანის ადგილია კირიონის, ამბროსისა და გრიგოლ ფერაძის ეკლესიაში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Dec 31 2009, 03:10 AM
პოსტი #72


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(აზნაური @ Dec 31 2009, 01:52 AM) *

ნანინა
შენთვის ცნობილი ობიექტურობა, ამ ლოგიკით არის სრული ავადმყოფობა, რადგან თანამედროვე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღ აზრთა ურთიერთცვლა და არა ჭეშმარიტი სუბიექტივიზმით გამოჭყეპილი მუხლდრეკვები და მეტანიები, რომელიც მიმართულია ადამიანთა მახინჯი კულტივიზაციისკენ - როგორც ამას თქვენთვის საძულველი მნათეუსი იტყოდა.


მე ეჭვი მეპარება რომ მნათეუსი ვინმეს აქ სძულდეს a075.gif

ციტატა(აზნაური @ Dec 31 2009, 01:52 AM) *

მე ვსწავლობ მეთორმეტე კლასში და ჩემი ასაკისთვის ვფიქრობ არ მიჭირს აზრის გადმოცემა, ასეც რომ არ იყოს კამერასთან პირველად ვზივარ და ვზივარ არა როგორც პროფესიონალი, არამედ როგორც ერთი თავისუფალი ადამიანი, რომელსაც აღარ შეუძლია საპატრიარქოს მიერ ტაბუირებული მედია საშუალებების ამაზრზენი ფარისევლობის ყურება smile.gif ასე, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე არა როგორც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონემ, არამედ როგორც ჯუნგლებში მყოფმა დანტისტმა, რომელსაც ახლა ხეების ჩეხვა უწევს, რადგან სამწუხაროდ მეტყევეებმა გადაწყვიტეს ძილს მისცენ თავი a075.gif


ნუ გგონია რომ შენს ირგვლივ ჯუნგლებია არავიზე მეტი და მით უფრო არავიზე ნაკლები შენ არ ხარ! smile.gif


ციტატა(აზნაური @ Dec 31 2009, 01:52 AM) *

კვალიფიციურობასა და მადლმოსილებაზე პრეტენზიები თქვენ გაქვთ, ამაზე პასუხს ვერავის მოსთხოვთ საკუთარი თავის გარდა, ამიტომ შეგიძლია მშვიდად განაგრძო ცხოვრება და აიტანო, რომ შენი და მართლმადიდებელი მრევლის უმრავლესობის წყალობით, ახლა ვიღაც მაინც ცდილობს წინ აღუდგეს ამ ანტიმართლმადიდებლურ, ანტიდემოკრატიულ და მონურ ფსიქოლოგიას a075.gif


დამიჯერეთ არცერთი მხარე არც თქვენ ვინც თანამედროვე მართლმადიდებელ მრევლს აკრიტიკებთ და არც ის ეწ. თანამედროვე მართლმადიდებელი მრევლი არ ხართ არაფრით უკეთესები ერთმანეთზე, არცერთი ხართ მონები
და არცერთი ბოლომდე თავისუფლები, მე ვფიქრობ რომ ერთმანეთზე დაბოღმვა და თითის შვერა და ლანძღვა თქვენ კონსესუსამდე ვერ მიგიყვანთ, მითუმეტეს მე ვერ გამიგია თქვენ თქვენ აზრებს რატომ ახვევთ ერთმანეთს თავზე. ამას მარტო თქვენზე არ ვწერ იმ მრევლზეც ვწერ ვინ ერთის მხრივ მარხვას იცავს და ამ მარხვის დროს ბევრ უმსგავსობებს ჩადის და სხვა მაგალითად ჩემნაირებს მოუწოდებს მარხვას რატომ არ იცავო თითქოს მარხვის დაცვა იყოს რაღაც 'ღვთიური გზაი ჭეშმარიტებისა' biggrin.gif



ციტატა(აზნაური @ Dec 31 2009, 01:52 AM) *

ჩვენ გადავწყვიტეთ კულვარულად და თავისუფალი ადამიანებისთვის ჩაგვეწერა ვიდეორგოლები1. არავითარი დაფინანსება არ გვაქვს

2. კამერაც კი არ გვაქვს ნორმალური

3. სამაგიეროდ გვაქვს სიმართლე, რომლისაც "ქრისტეს ადმინისტრაციაში" ძალიან ეშინიათ...
ასე რომ შეგიძლიათ აკრიტიკოთ გადაცემის ფორმატი (რასაც პირველი ჩვენ ვაკეთებთ) შემდეგ კი დადგეთ და კურთხევა აიღოთ მამა გიორგი ხარაზაშვილისგან - ოღონდ სდექ, მაგან ჯიბიდან იცის გასროლა smile.gif



აკეთეთ ბატონო მაგრამ ადამინს შეურაწყოფას ნუ მიაყენებთ არ არის ეგ ქრისტიანული.


ციტატა(აზნაური @ Dec 31 2009, 01:52 AM) *

შენ მშვიდად იყავ ამ მარხვაში მეუფეო, მე როგორმე მივხედავ თავს, ისე კი ძალიან მახალისებს, როცა თემაზე საუბარს ფორმის კრიტიკას არჩევთ, როგორ ერთ ქარხანაში დაბეჭდილებს გავხართ smile.gif


არ ვმარხულობ და არც არასოდეს დამიცავს მარხვა, სიმართლის ალბიონზე მგდომნო biggrin.gif და ძალიანაც მშვიდათ ვარ და ვინც რაიმეს გირჩევს მითუმეტეს კეთილი სურვილებით ნუ მოხარშავ ყველასთან ერთად ერთ ქვაბში. მე რახანაც ვაკრიტიკებ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ერთ ქვაბში გხარშავთ ან ერთ ფაბრიკაში, უფრო მეტიც ვფიქრობ, რომ თქვენ იმით რასაც აკეთებთ მიიღებთ გარკვეულწილად საწინააღმდეგო შედეგს, რაც პრინციპში მე ვფიქრობ რომ ეკლესიის წაადგება, მაგრამ ამით ეკლესია თვითკრიტიკული არ დახდება, მამა კახაბერმა ბევრი რამ სწორედ ისაუბრა, უბრალოდ ხელისმოწერის საბაბი იყო აბსოლიტურად დაუსაბუთებელი და ალოგიკური, ეთქვა მაინც ამით უბრალო თანაგრძნობა გამოვხატეო, მაგრამ ეტყობა თვითონაც ვერ გარკვეულა ამაში (მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა)

ციტატა(აზნაური @ Dec 31 2009, 01:52 AM) *

კარგი კაცი ხარ შენ, ეკლესიის მოყვარული და როგორც ვატყობ მისი აქტიური მრევლიც, დამიჯერე, ეს პირჯვრისჩვევია ხალხი მალე დაიფანტება, დარჩება ის ვისაც რეალურად უნდა ეკლესიას ნამუსი შეუნახოს თანამედროვე სამყაროს წინაშე და არ აქციოს ის ბუდედ, რომელიც ყველას, ვისაც აზრი გაუკრთება თავსი, სიბნელის ბუნაგი ჰგონია... რაც დღევანდელი რეალობაა.
გაუჭირდებათ? პოტენციურად, მაგათმა მამებმა ლენინიც ეგრე არ გაიტანეს პიჯაკის მარცხნიდან და ჯვრით შეცვალეს?


არავინ არ არის ცუდი, კიდევ ერთხელ გიმეორებ რომ არ ღირს ბანაკებად დაყოფა საზოგადოების და იმის ძახილი, რომ აი მე პროგრესული ვარ და ის ჩამორჩენილიო, მაგით შენ მათ ემსგავსები ვისაც აკრიტიკებ.


ციტატა(აზნაური @ Dec 31 2009, 01:52 AM) *

მომავალში ეს მედროვეები მემარცხენე პაციფისტების სიმბოლოებს დაიკიდებენ, ამათ ხომ მარტო ის ადარდებთ რა არის მოდაში და რა არის მომგებიანი... მოიწყეს ბუდე ეკლესიაში, ამათი კაკანის ადგილია კირიონის, ამბროსისა და გრიგოლ ფერაძის ეკლესიაში?


რატომ კირიონის, ამბროსის და გრიგოლ ფერაძის?! რატომ მაინცდამაინც მათ ასახელებ რა გგონია რომ მათ არ ჰქონდათ შეცდომები?! მეტს გეტყვი არცერთი იყო ანგელოზი არც მეორე და არც მესამე ჩვეულებრივი მოკვდავები იყვნენ და ეს ეკელსია, როგორც მათი იყო ისე არის ნებისნიერი ჩვენთაგანის.

და რატომ გგონია რომ შენ გადარდებს ეკლესიის ბედი და არა მათ რითი ხარ მათზე უმეტესი?! ეკლესია ხომ ქრისტეს სიტყვაა ანუ ის ქადაგებს იმას, რაც ქრისტემ გვიანდერძა და რა გვიანდერძა ქრისტენ რაც უფრო მეტ წარმოდგენას შეიქმნი შენ თავზე მით მეტად ამაღლდებიო, თუ რაც უფრო თავს დაინდაბლებ მით მეტად ამაღლდები ღვთის თვალებშიო?!


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აზნაური
პოსტი Dec 31 2009, 04:34 AM
პოსტი #73


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 19-July 09
წევრი № 7,278




ვინ გვილოცავს ახალ წელს ?!
ვასილ კობახიძე - ღია საუბრები

http://www.youtube.com/watch?v=vAnRgC2FgXc I ნაწილი

http://www.youtube.com/watch?v=rV7AhldFCtw II ნაწილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 31 2009, 06:56 AM
პოსტი #74


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



აზნაური
ციტატა
როგორც ამას თქვენთვის საძულველი მნათეუსი იტყოდა.

საიდან მოგაქვს ეგეთი დასკვნები? აქ მნათეს არ განვიხილავთ და მით უმეტეს არავის სძულს. სხვების სიძულვილს თქვენგან უფრო ვხედავ.
ციტატა
მას შემდეგ რაც ჩვენ, ანუ ადამიანებმა რომელთაც ქრისტიანობა მხოლოდ სეფისკვერის ჭამა და პატრიარქისადმი მონური მლიქვნელობით გაპოხილი მიმართვები არ გვგონია, გადავწყვიტეთ კულვარულად და თავისუფალი ადამიანებისთვის ჩაგვეწერა ვიდეორგოლები.

ხალხს, რომელსაც პატრიარქი უყვარს და აფასებს როგორც ჩვენი ეკლესიის წინამძღოლს მონებს უწოდებ?
ყოჩაღ და ამის შემდეგ გინდა რომ დაგეთანხმოთ?
გვლანძღავ და თან ჩვენგან გაგებას მოითხოვ?


ციტატა
დაბალი დონე არაფერია ფაშიზმთან, რომელმაც საზოგადოების რიგებიდან მოგვისროლა... ხეპრეობამ, რომელსაც არ შეუძლია განსხვავებულ აზრს მოუსმინოს

აი კიდევ ერთი, თუ შენ არ გეთანხმები ესე იგი ხეპრე ვარ, მონა და კიდევ რა სახელს დამარქმევ მეც და დანარჩენებსაც?
და შენ გველაპარაკები სიყვარულზე?
ყველას ერთნაირი აზრი ხომ არ გვექნება? შენ შენებურად ფიქრობ, მე ჩემებურად და ესე იგი ამის გამო უნდა გამლანძღო?

ციტატა
მე ვსწავლობ მეთორმეტე კლასში და ჩემი ასაკისთვის ვფიქრობ არ მიჭირს აზრის გადმოცემა, ასეც რომ არ იყოს კამერასთან პირველად ვზივარ და ვზივარ არა როგორც პროფესიონალი, არამედ როგორც ერთი თავისუფალი ადამიანი, რომელსაც აღარ შეუძლია საპატრიარქოს მიერ ტაბუირებული მედია საშუალებების ამაზრზენი ფარისევლობის ყურება

მეთორმეტე კლასელი რომ ხარ ეგ სულაც არ გაძლევს იმის უფლებას რომ სხვები ლანძღო, პირიქით, ცოტა მეტი ზრდილობა და მორიდება უნდა გქონდეს ხალხის მიმართ, თან ლანძღავ იმისთვის რომ შენსავით არ ფიქრობენ.

ციტატა
აი ეს უკვე არა ჟურნალისტის, არამედ მსმენელის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს - რადგან არაფერი არ იგეგმება, ჩვენ არც სტუდია გვაქვს, არც მემონტაჟე გვყავს და საბედნიეროდ არც ანდრიაძე გვაზის თავზე, კოლმეურნეობის აგიტაციით

შეიძლება არც სტუდია გაქვთ და არც მემონტაჟე გყავთ, მაგრამ იმ ჩანაწერებიდან, რომელიც გვაჩვენეთ, ბავშვიც კი მიხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო, წინასწარ კარგად შეჯერებული კითხვა-პასუხებით.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 31 2009, 10:52 AM
პოსტი #75


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



აზნაური
ციტატა
შენთვის ცნობილი ობიექტურობა, ამ ლოგიკით არის სრული ავადმყოფობა, რადგან თანამედროვე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღ აზრთა ურთიერთცვლა და არა ჭეშმარიტი სუბიექტივიზმით გამოჭყეპილი მუხლდრეკვები და მეტანიები, რომელიც მიმართულია ადამიანთა მახინჯი კულტივიზაციისკენ - როგორც ამას თქვენთვის საძულველი მნათეუსი იტყოდა.

როდესაც ჯანსაღი აზრის გამოთქმაზე გვაქვს პრეტენზია, ელემენტარულად უნდა გვესმოდეს მაინც შინაარსი ჯანსაღი აზრის ფენომენისა. მხოლოდ ჩვენგან სანქცირებული ჩვენი სიმართლე შესაძლოა საერთოდ არ იყოს ამ შინაარსის შემცველი და პირიქით უფრო საზიზღრობა იყოს. მაგრამ სიმართლეც რომ იყოს ამ სიმართლის თქმასაც შესაბამისი ცოდნა სჭირდება. ეკლესიურობაზე და სიჯანსაღეზე რომ დებთ თავს ასევე ელემენტარულად სახარების შინაარსი მაინც უნდა იცოდეთ და მისი მთავარი პერსონაჟის ცხოვრებას მცირედით მაინც უნდა ბაძავდეთ. ასე რომ იყოს კარგად გეცოდინებოდათ რომ სიმართლის თქმასაც ცოდნა სჭირდება, რომ ლოზუნგებს და უაზრო გამოხტომებს არასოდეს მოუტანიათ შედეგი და ვერც მოიტანს, რადგან ამ შემთხვევაში თუნდაც სიმართლე არასწორადაა მიწოდებული ადამიანისადმი. პროფესიონალმა კარგად იცის სად და როგორ უნდა თქვას სიმართლე, ვის და რა ფორმით მიაწოდოს ეს სიმართლე, რომ ამ სიმართლის თქმამ უკუჩვენება არ მოიტანოს და სარგებელის ნაცვლად პირიქით ავნოს აუდიტორიას. მაგრამ რა პროფესიონალიზმზე ვლაპარაკობ, როდესაც საერთოდ არ ესმით ამ ადამიანებს რაზე ლაპარაკობენ.

ერთ ტიპიურ მაგალითს მოვიტან. ქალბატონი თეა თუთბერიძე, რომელსაც ასევე აქვს პრეტენზია სიჯანსაღეზე და ჯანსაღი აზრის მიწოდებაზე, facebook -ის თავის გვერდზე დიდი სიამოვნებით აქვეყნებდა და აქვეყნებს მის სალანძღავ წერილებს და ამით მანიპულირებს, რომ აი ეს ხალხი იცავს პატრიარქსო. ამ დროს კი ნეიტრალურ წერილებს, სადაც ის აზრია გამოთქმული, რომ ამ ფორმით დაცვა პირველიერარქისა მიუღებელია, იგნორირებას უკეთებს და საერთოდ არ აძლევს ამ წერილებს გამოქვეყნების საშუალებას (ამის მხილველი და მომსწრე პირადად მე ვარ). იმედია ყველა მიხვდება რატომაც. მიპასუხეთ ეხლა ამ ქმედებაში ჯანსაღი აზრისადმი ლტოლვა იგრძნობა? პირიქით არ უნდა გახარებდეს რომ ვიღაცა სწორად ფიქრობს? მაგრამ არა, რაც მისთვის იმ შემთხვევაში საჭიროა სწორედ იმას იყენებს, ცხადია მიზანმიმართულად და არა ობიექტურად.

არაფერს ვიტყვი ბასილ კობახიძეზე, რომელსაც სურს რომ ლეგენდარული პიროვნება იყოს და ყველა ცნობდეს ქუჩაში, რომლის წარსულიც ყველამ კარგად იცის და ისიც იცის ვინ იყო და რას აკეთებდა. ამ პიროვნების სახე კარგად წარმოჩნდება მის 1997 წელს გამოცემულ ბროშურაში (დაინტერესებულმა პირებმა ეგებ წაიკითხონ კიდეც). იქნებ ვინმემ ის თქვას რომ ამდენი წლის მერე შესაძლოა აზრი შეგეცვალოსო, მაგრამ ადამიანს აზრი ისე არასოდეს ეცვლება, რომ უწინ თეთრად მიჩნეულს დღეს შავი უწოდოს. მე მაინც შევეცდები ციტატები მოვიტანო ამ ბროშურიდან:

"საოცარი ღვთისმეტყველური სიღრმითაა გადმოცემული მართლმადიდებლური სწავლება წმიდა ეკლესიის შესახებ 1989 წლის საშობაო ეპისტოლეში. ეკლესიის სხვა თვისებებთან ერთად მისი უწმინდესობა ეხება მოციქულებრივ მემკვიდრეობას: "მემკვიდრეობითობის ამ მადლს, რა თქმა უნდა, მოკლებულია პროტესტანტული მიმდინარეობანი, ბაფტისტები და სხვა დენომინაციები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდად აფასებს თავის მოციქულებრივ წარმოშობას და მიაჩნია, რომ ჭეშმარიტი ეკლესია მხოლოდ იგია, რომელმაც ურყევად დაიცვა წმიდა წერილი, ქრისტეს მოწაფეთა წმიდა სწავლება, წმიდა მამათა დადგენილებები". "ხშირად პრესით თუ ტელევიზიით გამოდის ამა თუ იმ უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი, მეცნიერი, მწერალი ან ცნობილი ხელოვანი, რომელიც ერთი შეხედვით არ უარყოფს ღმერთს, მაგრამ რელიგიურად ისე მცდარად აზროვნებს, რომ ერთ მნიშვნელობას ანიჭებს იესო ქრისტეს, მუჰამედს, ბუდას... როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ ამ რელიგიების უცოდინრობის მაჩვენებე;ია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა აქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ... მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა... თითოეული ჩვენთაგანის მრწამსი, აღმსარებლობა, ღვთის ჭეშმარიტ გზას უნდა დაეფუძნოს".

აღარ შეგაწყენთ მსგავსი ციტატებით, ამას მოსდევს საეკლესიო სამართალში შემავალი ის კანონები, სადაც ნათქვამია, რომ მღვდელმა არ უნდა შეურაცხყოს თავისი ეპისკოპოსი და პატრიარქის თავგამოდებული დაცვა იმ ხალხისგან, რომლისადმიც დღეს სიმპათიას ამჟღავნებს.

როგორ შეიძლება დაიცვა ქრისტეფორე წამალაიძე და უფრო მეტიც შიო ავალიშვილი და პატრიარქს მათი დევნა დააბრალო. ეს ხომ რბილად რომ ვთქვა საზიზღრობაა და ბინძური წესებით თამაშია. მან კარგად იცის, რომ ეს ასეა, მაგრამ მისი ბოღმისა და შურის დაკმაყოფილებას ეს ყველაფერი უწყოფს ხელს და ცხადია ამაზე უარს არასოდეს არ იტყვის. დიაც სხვებისგან განსხვავებით მან კარგად იცის იმ ფაქტებისა თუ "არგუმენტების" სიბინძურე, რომელიც დღეს პატრიარქის წინააღმდეგ მიუმართავს.

ჩემო კარგო სწორედ ამ ხალხისგან მოწოდებული "სიმართლე" აღიზიანებს ხალხს და არა ზოგადად სიმართლე. საერთოდ არ ესმის ბევრ ადამიანს რა საკითხებზე მიდის საუბარი, მაგრამ რადგან ამას ბასილ კობახიძე და თეა თუთბერიძე უდგანან სათავეში, არ ინტერესდება ამ საკითხებით და მიაჩნია, რომ მათი ნათქვამი ცუდია, თუნდაც რომ სინამდვილეში სიმართლე იყოს. ამას ვგულისხმობდი სწორედ ზემოთ, როდესაც ვამბობდი, რომ სიმართლის თქმას ჯერ პიროვნება, შემდეგ დრო და შემდეგ აუდიტორია ჭირდება.

ლევანმა ერთხელ ასეთი სიტყვები მითხრა, რომ კობახიძემ მაშინ მიატოვა პატრიარქი და ფაქტიურად ხელი კრა, როდესაც ის მას ყველაზე ძალიან ჭირდებოდაო. ეს ლევანის (მნათეს) სიტყვებია, არ ვაზვიადებ და მაშინ დავეთანხმე მე მას.

ასე რომ ტყუილად თავს ნუ შეიწუხებ ჩემო კარგო იმით, რომ ჩვენ დაბნელებულები გვიწოდო და შენს თავს ჯანსაღად მაოზროვნის ტიტული განუკუთვნო. მცირედი დაფიქრდი, გაითვალისწინე ბევრი რამ და მერე დაგვმოძღვრე.

ამასთან პატივი ეცი განყოფილების მოდერატორს და მეტი კორექტულობა გამოიჩინე. აქ არავინ არავის არ უზღუდავს აზრის გამოთქმას, მაგრამ როდესაც აშკარაა რომ რაღაც მიზანმიმართულად კეთდება ამას ცხადია შევეწინააღმდეგებით. სიჯანსარე სრულ ობიექტურობას მოითხოვს, ხოდა პირველ რიგში აჩვენეთ ეს ობიექტურობა და სიამოვნებით მოგისმენთ.

ციტატა
მე ვსწავლობ მეთორმეტე კლასში და ჩემი ასაკისთვის ვფიქრობ არ მიჭირს აზრის გადმოცემა, ასეც რომ არ იყოს კამერასთან პირველად ვზივარ და ვზივარ არა როგორც პროფესიონალი, არამედ როგორც ერთი თავისუფალი ადამიანი, რომელსაც აღარ შეუძლია საპატრიარქოს მიერ ტაბუირებული მედია საშუალებების ამაზრზენი ფარისევლობის ყურება ასე, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე არა როგორც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონემ, არამედ როგორც ჯუნგლებში მყოფმა დანტისტმა, რომელსაც ახლა ხეების ჩეხვა უწევს, რადგან სამწუხაროდ მეტყევეებმა გადაწყვიტეს ძილს მისცენ თავი


როდესაც ამას ამბობ იქნებ პირველ რიგში იმაზე აგემაღლებინათ ხმა, თუ როგორ მოქმედებენ დღევანდელი "იმედი" და "რუსთავი 2", რომ თავისუფლება წართმეული მონებივით ასრულებენ ხელისუფლების ამა თუ იმ დაკვეთას. "იმედმაც" და არც "რუსთავი 2"-მაც არაერთხელ დაადასტურეს ის, რომ საპატრიარქის ლანძღვა მათთვის ტაბუირებული არაა და პირიქით სიამოვნებით ასრულებენ ამ მოვალეობას, ოღონდ დახვეწილი ფორმებით ცხადია და არა ისე არაპროფესიონალურად, როგორც კობახიძე და სხვები აკეთებენ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 31 2009, 11:04 AM
პოსტი #76


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ეს ადამიანი სხვისი სახელით ცდილობს საკუთარის შექმნას, იმიტომ ხან მნათეუსი ამოუჩემებია, ხან ვინ და ხან ვინ, ამას დამატებული ისიც, რომ თავისი ნააზრევი და ნაფიქრი არც აქვს რამე ღირებული, რომ ბრძანოს.

გარდა იმისა, რასაკვირველია, რომ რა შეიძლება მეტი სალანძღავი და საწყენი სიტყვა იხმაროს.

ამ ფორუმზე ყოველთვის ეთმობა ხოლმე ბევრი დრო ისეთ ვინმესთან ურთერთობსი და დიალოგის დარეგულირებას, რომელსაც სხვა ფორუმზე გაქაჩე-გამოქაჩე კომენტარად არასერიოზული პოსტები მიეღო.

თქვენც ისარგებლეთ, წერეთ და აკითხეთ სხვებს, მაგრამ სინამდვილეში ხომ თვითონაც იცით, რამდენ შაურადაც ღირს ეს ყველაფერი.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Dec 31 2009, 03:10 PM
პოსტი #77


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



აზნაური
ციტატა
შენთვის ცნობილი ობიექტურობა, ამ ლოგიკით არის სრული ავადმყოფობა, რადგან თანამედროვე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღ აზრთა ურთიერთცვლა და არა ჭეშმარიტი სუბიექტივიზმით გამოჭყეპილი მუხლდრეკვები და მეტანიები, რომელიც მიმართულია ადამიანთა მახინჯი კულტივიზაციისკენ - როგორც ამას თქვენთვის საძულველი მნათეუსი იტყოდა.

საყვარელო (იმედია ასე მაინც მოვიპოვებ თქვენს კეთილგანწყობას, რადაგნ ყველას ურჩხული გგონივართ biggrin.gif ), მე არ გელაპარაკები კონკრეტულ ფაქტზე. ჟურნალისტი დემოკრატიულ სახელმწიფოში არ უნდა ემხრობოდეს არც ერთ პოზიციას და მისი ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა საუბრობდეს. თუ ემხრობა რომელიმეს, პროფესიონალიზმიც ისაა, რომ ეს მაყურებელს არ ანახოს და რესპოდენტი ალაპარაკოს ისე, როგორც უნდა, მარა მანდ რაზეა საუბარი, თქვენი ე.წ. ინტერვიუ ერთ-ერთი მორიგ "შიდა" საუბარს უფრო გავდა ვიდრე რესპოდენტ-ჟურნალისტისას biggrin.gif
ციტატა
მე ვსწავლობ მეთორმეტე კლასში და ჩემი ასაკისთვის ვფიქრობ არ მიჭირს აზრის გადმოცემა, ასეც რომ არ იყოს კამერასთან პირველად ვზივარ და ვზივარ არა როგორც პროფესიონალი, არამედ როგორც ერთი თავისუფალი ადამიანი, რომელსაც აღარ შეუძლია საპატრიარქოს მიერ ტაბუირებული მედია საშუალებების ამაზრზენი ფარისევლობის ყურება

ხოდა საყვარელო, მაშინ ჟურნალისტობას მაინც ნუ იბრალებ, რადგან ამით ატყუებ საზოგადოებას biggrin.gif ტოჟე მნე ინგა გრიგოლია რა laugh.gif
ციტატა
აი ეს უკვე არა ჟურნალისტის, არამედ მსმენელის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს - რადგან არაფერი არ იგეგმება, ჩვენ არც სტუდია გვაქვს, არც მემონტაჟე გვყავს და საბედნიეროდ არც ანდრიაძე გვაზის თავზე, კოლმეურნეობის აგიტაციით


კაი მე თუ ჟურნალისტი არ ვარ, "პროფესიონალი" მსმენელი მაინც ვარ იმ დონეზე რომ გავარკვიო რა დადგმულია, რა დამონტაჯებული biggrin.gif ჯერ პროფესიონალი მსმენელი რა უბედურებაა და მეორე ის რა უბედურებაა ჟურნალისტი რომ კამერაში იყურება და ე.წ. რესპოდენტს, ანუ თავის ძმაკაცს (ამ შემთხვევაში მნათეს) აჩუმებს და თვალებით ანიშნებს იუთუბზე ვიდეოს დრო იწურებაო
laugh.gif

პ.ს. რაც შეეხება მნათეს, მე ის პირადად ნამდვილად არ მძულს და მგონი აქ არც არავის. თუ შეიძლება ჩემი თხოვნაა იყავით კორექტული, მით უმეტეს რომ არ მინდა სიტუაციის დაძაბვა. კაი ბატონო, თქვენ ხართ სიმართლის მქადაგებლები, ღმერთმა ქნას, რომ გარდატეხის ასაკით და ზედმეტი კითხვით არეული ტვინები მალე დაგილაგდეთ, მე ამას გისურვებდი მხოლოდ, სხვა მხრივ კი შენთან კამათს აღარ ვაპირებ smile.gif ვისაც ჩვენი ფორუმი და ფორუმელები არ მოწონს _ ინტერნეტ სივრცე დიდია, არ არის პრობლემა smile.gif და კიდევ, თქვენ არავინ გდევნით, თქვენვე ქადაგებთ სიტყვის თავისუფლებას და ასე რომ როგორმე მართლმადიდბლურ ფორუმზე მართლმადიდბლებს სიტყვა გვათქმევინეთ რა a075.gif საქართველოს მართლმადიდბელი ეკლესიის წევრებს a075.gif
აფზაზმა ახსენა თეა თუთბერიძე. სულ რომ სიმართლეს ქადაგებდეს, მე მის სიმართლეს აღარ მივიღებ მას შემდგე, რაც მან ჩვენი ქვეყნის რელიგიური ლიდერის ფოტოზე შეურაცხმყოფელი სიტყვები დადო და ამ სახით გამოაქვეყნა საკუთარ გვერდზე. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რასაც თქვენ ქადაგებთ სხვათა შორის და ამავდროულად რელიგიის შეურაცხყოფა. (არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი რელიგიაა ეს და ვინ არის კონკრეტულად ის ადამიანი). ასე რომ, სანამ სიმართლის მქადაგებლებად გამოხვალთ, ჯერ დაფიქრდით და ტონი შეარჩიეთ, ამასაც პროფესიონალიზმი ჭირდება სხვათა შორის როგორც გითხრეს უკვე


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Dec 31 2009, 03:41 PM
პოსტი #78


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



აზნაური

რა სიტყვების რახა-რუხია biggrin.gif
დასაწყისისთვის, თუ ისწავლით განსხვავებული აზრის და კრიტიკის მშვიდად მოსმენას, კარგი იქნება. თუმცა ამისთვის ჯერ უნდა გაიზარდოთ smile.gif


ციტატა
სუბიექტივიზმით გამოჭყეპილი მუხლდრეკვები და მეტანიები, რომელიც მიმართულია ადამიანთა მახინჯი კულტივიზაციისკენ - როგორც ამას თქვენთვის საძულველი მნათეუსი იტყოდა.


აქ სამი ვარიანტია:
1. მნათეუსს დაუთმე შენი ნიკი
2. მნათეუსი გვერდით გეჯდა და გკარნახობდა
3. გადმოაკოპირე მნათეუსის სიტყვები

მე-3 ვარიანტის შემთხვევაში, ჩემი რჩევა იქნება დაანებო სხვის კოპირებას თავი და შენი სტილი იპოვო. მეორე მნათეუსობას მაინც ვერ შეძლებ, მხოლოდ შორეული ლანდი იქნები. ასე რომ ჯობია საკუთარი გქონდეს, თუნდაც ისეთი საინტერესო არ იყოს, როგორც მნათეუსის.

მნათესაც მივმრთავ, იმედი მაქვს კითხულობს smile.gif
ლევან ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ და არ არის ასეთი ტრაგიზმი (და სიძულვილზე ლაპარაკი) საჭირო smile.gif
აბსოლუტურად მართლები ნუ გამოგყავთ ახლა თავი. ისწავლეთ შეცდომებზე და ცოტა გადააფასეთ რაღაც-რაღაცეები. ცოტა ხომ უნდა გაიზარდოთ smile.gif
და კიდევ, ისწავლეთ კამათის და დიალოგის კულტურა. ოპონენტი სათანადოდ უნდა დააფასო, თუნდაც არ ეთანხმებოდე და თუნდაც ბევრად მასზე მეტად მიგაჩნდეს თავი. შეურაცხყოფებით დიალოგი დაუწყებლად მთავრდება. ხოლო მისი დაწყებისთვის ყვირილი კი არა, არამედ კეთილგანწყობა, ღიმილი და კონსტრუქციულობაა საჭირო, რაც არ უნდა მძიმე თემებზე იყოს შემდგომში სალაპარაკო smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Dec 31 2009, 04:04 PM
პოსტი #79


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ზემოთ თქმულს კიდევ ერთს დავამატებ.

ეს საუბრები ნელ-ნელა უფრო და უფრო მოსაბეზრებელი ხდება, იმიტომ რომ უკვე ერთი და იგივეს ატრიალებთ გაფუჭებული გრამაფონივით.

ისედაც მხოლოდ ერთ-ორი ადამიანი თუ იყო საინტერესო მოსაუბრე. უმრავლესობამ საერთოდ ვერ ილაპარაკა და რას პოზირებდნენ კამერის წინ ვერ მივხვდი (ეს ვისაც მოვუსმინე, ვაღიარებ ყველა სუბრისთვის არ მომისმენია, ზოგიერთი იმდენად უინტერესო რესპონდენტი იყო და იმდენად უკვე ვიცოდი რას იტყოდა, დრო აღარ დავკარგე)

ამ თქვენს საუბრებში არავითარი ახალი იდეა არ არის, არის მხოლოდ ნეგატივიზმი, და ზოგადად, რომ იცოდეთ, ადამიანი მალე იღლება ნეგატიური ინფორმაციისგან smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Dec 31 2009, 04:06 PM
პოსტი #80


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



უი, პატარა ყოფილა და წავესიე biggrin.gif
ამბიციური პატარა biggrin.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 05:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი