IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> თეოდორე მოპსუესტიელი, საბედისწერო არჩევანი ჰერმიონასა და ქრისტეს შორის...
Otherguy
პოსტი Feb 12 2011, 03:11 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



თეოდორე იყო მდიდარი ოჯახის შვილი. ქრისტიანობით იგი მისი ძმის(მომავალში აპამეას ეპისკოპოსის) და მისი მეგობრების გამო დაინტერესდა. ის, წმინდა იოანე ოქროპირი და მაქსიმუს სელუციელი ერთად ესწრებოდნენ ცნობილი წარმართი ფილოსოფოს და რიტორიკოს ლიბანიუსის ლექციებს. მათ ერთად მიიღეს გადაწყვეტილება ქრისტესმიერ სრულყოფისკენ სწრაფვისკენ და ქრისტიანობის აქტიურ შესწავლას შეუდგნენ. თეოდორემ 18 წლის ასაკში უარი თქვა ერისკაცულ ცხოვრებაზე, ასკეტური ცხოვრება იწყო, შემდგომ კი დიოდორეს(მომავალი ტარსის ეპისკოპოსის) და კარტერიუსის სკოლაში დაიწყო სწავლა.

აი აქ ხდება მის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი. მას მოეწონა და შეუყვარდა გოგო, სახელად ჰერმიონა, იმდენად, რომ უარი თქვა ასკეტურ ცხოვრებაზე და სურდა მასზე დაქორწინება. დაქორწინდებოდა კიდეც რომ არა წმინდა იოანეს ორი მართლაც ღვთაებრივ ენაზე დაწერილი წერილი მეგობრისადმი, სადაც უხსნის რომ ასკეტური ცხოვრება არის სრულყოფილება, ხოლოდ გარეგნული და ცარიელი სილამაზის გამო ღმერთის ღალატი დიდი ცოდვაა...

თეოდორემ მოინანია და დაუბრუნდა ასკეტურ ცხოვრებას, თან ისეთი შემართებით რომ დაახლოებით 20 წლის იყო როცა უკვე ღვთისმეტყველური ნაშრომების წერა დაიწყო. მისი ზუსტი და ღრმა შემეცნება ტექსტისა უკვე იგრძნობოდა მის პირველ ნაშრომში, რომელიც იყო კომენტარები ფსალმუნებზე. რამოდენიმე წელიწადში იგი მღვდელი გახდა, სავარაუდოდ წმინდა იოანე ოქროპირთან ერთად.

ამის შემდეგ იგი აქტიურად ჩაება თეოლოგიურ დებატებში ორიგენისტთა, არიანელებთა, ევნომიანელთა, აპოლინარიანისთა და სხვათა წინააღმდეგ. მისმა უზადო წიგნიერებამ და ენთუზიაზმმა მას "ერუდიტი"-ს სახელი მოუტანა. 392 წელს იგი გახდა მოფსუესტიის ეპისკოპოსი, რა თანამდებობაზეც იგი სიკვდილამდე, 36 წელი დარჩა.

იყო საუბარი მის სიმპატიებზე პელაგიანიზმის მიმართ, მაგრამ სილიციის კრებაზე ჩანს, რომ მან დაგმო ეს სწავლება.

სიცოცხლეში იგი ყველასთვის პატივსაცემი ეპისკოპოსი იყო, კონფლიქტი არავისთან მოსვლია. პირიქით, ხშირად სხვა ეპისკოპოსები თხოვდნენ მას ზოგიერთ ღვთისმეტყველურ საკითხებში დახმარებას.

მისი სიკვდილის მერე კი ნელნელა დაიწყო მისი ჩაძირვა ყველანაირად. პელაგიანისტებმა და ნესტორიანელებმა მიმართეს მისი ნაშრომების ციტირებას, ხოლო პირველი ვინც იგი ოფიციალურად ნესტორიანელად შერაცხა, იყო იესიკე იერუსალიმელი, დაახლოებით 435 წელს. წმ. კირილე ალექსანდრიელმა მას "ნესტორის ღვთისგმობის ავტორი" უწოდა, თუმცა უარს ამბობდა მის ანათემაზე გადაცემაზე, რადგან იგი ეკლესიასთან ერთობაში გარდაიცვალა.

ქალცედონის კრებამ, მონოფიზიტობის დაგმობის დროს დიდი პატივისცემით მოიხსენია თეოდორე და იბას ედესელები, რომლებიც რეალურად თეოდორე მოფსუესტიელის მოსწავლეები და მისი მოტრფიალეები იყვნენ.

ამის გამო მონოფიზიტებმა თეოდორეს წინააღმდეგ იერიში მიიტანეს. საბოლოოდ მათ თავიანთი გაიტანეს, როცა იმპერატორმა იუსტინიანემ 553 წელს შეადგინა სია 3 წერილისა, რომლიდან ერთ-ერთი თეოდორე მოფსუესტიელს ეკუთვნოდა, და ყველას მოსთხოვა იგი ანათემას გადაეცათ. მიზეზი ამ ყველაფრისა იყო ის, რომ იუსტინიანე დაარწმუნეს იმაში, რომ თეოდორეს დაგმობით მონოფიზიტები ეკლესიას დაუბრუნდებოდნენ... პაპი ვიგილიუსი და კიდევ ზოგიერთი ეპისკოპოსი უარს აცხადებდა ამ ანათემაზე ხელმოწერაზე, თუმცა პაპი საბოლოოდ საიმპერატორო წნეხის ქვეშ მყოფი, დათანხმდა...


საბოლოოდ V მსოფლიო კრების შედეგი იყო ანათემა და საუკუნო წყევლა თეოდორე მოფსუესტიელზე.

მაშ სადაა არჩევანის სისწორე თეოდორესი? წმინდა იოანეს წერილის შემდეგ, მან უარი თქვა საყვარელ ქალზე და დაუბრუნდა ეკლესიას, იმის გამო რომ ცოტა ხანში ანათემას გადაეცათ? იქნებ სჯობდა დარჩენილიყო ერისკაცად და ჰერმიონასთან ერთად მშვიდი, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრება გაეტარებინა?

sad.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari-mari15
პოსტი Feb 12 2011, 09:35 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,149
რეგისტრ.: 11-March 09
წევრი № 6,625



საინტერსოა ძალიან, რომელი ლიტერატურა გამოიყენე?


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 12 2011, 09:37 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



mari-mari15

ეკლესიის ისტორიკოსთა - სოზომენეს, სოკრატე სქოლასტიკოსის და სხვათა ნაშრომები... ამასთან ერთად წმინდა იოანეს 2 წერილი თეოდორეს მიმართ... ასევე V მსოფლიო კრების აქტები და ასე შემდეგ... smile.gif




--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari-mari15
პოსტი Feb 12 2011, 09:39 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,149
რეგისტრ.: 11-March 09
წევრი № 6,625



საინტერესოა, მეც წავიკითხავ მაინტერესებს დაწვრილებით რა მოხდა


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 12 2011, 09:42 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



mari-mari15

კი საინტერესოა, გადახედე... smile.gif

აი აქ ვამატებ:

სხვათაშორის V მსოფლიო კრების ამ განაჩენმა კი არ შეარიგა მონოფიზიტები და მართლმადიდებლები(მართლმადიდ
ბელ-კათოლიკები, ერთად იყვნენ მაშინ), პირიქით - მართლმადიდებლები დაშალა საერთოდ... ბევრი ფიქრობდა, რომ ეს დათმობა, ქალცედონის კრების უარყოფა იყო მონოფიზიტებთან შერიგებისთვის... აფრიკის დელეგაცია წინააღმდეგი იყო ხელმოწერის, თუმცა ისინიც დათანხმდნენ.. მანამდე, პაპი ძალით წაიყვანეს იმპერატორის ჯარებმა კონსტანტინოპოლში რომ ხელი მოეწერა კრედოზე, არადა იცოდა პაპმა რომ ეს სქიზმას გამოიწვევდა... მაგალითად - თითქმის 100 წელი დასჭირდა დასავლეთში იმას, რომ პაპს ზოგიერთი(მილანის, აკილეას და ა.შ.) ეპისკოპოსი შემორიგებინა... ამას ისტორიაში "სამი წერილის სქიზმა " ჰქვია...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 14 2011, 01:27 PM
პოსტი #6


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ვააა, რა საინტერესო ცხოვრების მქონე პიროვნება ყოფილა...

მე აქ ერთი პასუხი მაქვს ჯერ-ჯერობით: განა კაცთაგან პატიჟს დაეძებს ადამიანი? ანათემას ადამიანებმა გადასცეს, ღმერთმა ხომ არა?

გარდა ამისა, შეცნობელია გზანი უფლისანი... არავინ იცის რა შეიძლებოდა მოსვლოდა ჰერმიონესთან.

უფრო ზუსტი ფიქრისთვის, იოანე ოქროპირის წერილები და ჰერმიონეს ბიოგრაფია მინდა biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Feb 14 2011, 02:02 PM
პოსტი #7


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ტენდენციური ხარ biggrin.gif biggrin.gif

თუკი კირილეს არ დაუყენებია თეოდორეს ანათემირების საკითხი კრებაზე, ეს არ ნიშნავს, რომ ის ამას ეწინააღმდეგებოდა. პირიქით, კირილემ იმიტომ შეიკავა თავი ამგვარი კატეგორიულობისაგან, რომ შესაბამისი ნიადაგი არ იყო ამისთვის მზად და თეოდორეს ანათემირებას შესაძოა შეუქცევადი მოვლენები მოყოლოდა. თორემ ნესტორიანიზმი რომ განმარტებული თეოდორეს მოძღვრებაა ეს ფაქტია

მე გირჩევდით წაიკითხოთ ბოლოტოვის ”ეკლესიის ისტორია მსოფლიო კრებთა ეპოქაში”. კარგად არის აქ გადმოცემული მაშჳნდელი მოვლენები.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Feb 14 2011, 06:39 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ქევანა

ინგლისური თუ იცი მოგაწვდი მაგ წერილებს... smile.gif

აი ჰერმიონას ბიოგრაფიას ვერა, წმინდა იოანე წერილში ახსენებს მის სახელს, მაგრამ ბევრს არაფერს ამბობს... smile.gif ორივე წერილი ეხება იმას, რომ დაზაფრულია წმინდა იოანე მისი მეგობრის დაცემით, რომ იგი ღმერთს ღალატობს, რომ იგი ბევრ ცოდვილზე უარესია და ასე შემდეგ...

afxazi

რატომ ვარ ტენდენციური ადამიანო? smile.gif თეოდორე სად გავამართლე? მე მის ტრაგიკულობას გავუსვი ხაზი და მის საბედისწერო არჩევანს, რომელიც წმინდა იოანესგან იყო მოტივირებული... smile.gif

და ნიადაგი რა შუაშია? ეფესოს კრებაზე რომ ნდომებოდა წმინდა კირილეს, ამას გააკეთებდა... წაიკითხე(და მეც მანახე biggrin.gif) მისი 72-ე წერილი, სადაც წერს, რომ "კაცი რომელიც ეკლესიასთან ერთობაში გარდაიცვალა, მისი ანათემა არასწორია..."

თანაც, მონოფიზიტების ბოღმას უარყოფ? ქალცედონმა გაამართლა თეოდორეს აზრების 2 გამზიარებელი, პაპმა ლეო დიდმა ორივე აღადგინა ეპისკოპოსად... smile.gif აი ეს ვერ აიტანეს მონოფიზიტებმა...

ხოლო თეოდორეს დამცველი, თეოდორეტი, ანათემას გადაეცა ე.წ. "მძარცველ სინოდზე", პაპმა ლეო დიდმა ეს ანათემაც მოხსნა თეოდორეტს... smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 09:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი