IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ლოცვა მთავარანგელოზებისადმი
Molen
პოსტი Jan 18 2010, 10:56 PM
პოსტი #1


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



გამარჯობათ მეგობრებო.

შეგიძლიათ მომცეთ ლოცვები, რომელიც მთავარანგელოზთა სახელზე უნდა აღევლინოს?



--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 18 2010, 11:21 PM
პოსტი #2


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ



ორშაბათი:
მთავარანგელოზი მიქაელი
მძლეველი ყველა მტრული ძალისა, მფარველი ყოველგვარი უბედურებისა
და მწუხარებისა და ბოროტებისაგან

წმიდაო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, მაშორე შენი ელვისებრი ხმლით მაცდური ბოროტი სული, ჰოი დიდო არქისტრატო ღვთისაო მიქაელ ბოროტ სულთა მძლეველო, სძლიე და შემუსრე ხილული და უხილავი ყველა ჩემი მტერი და ევედრე ყოვლისამპყრობელ უფალს გვიხსნას და დაგვიფაროს ჩვენ ყოველი ურვისა, ყოველგვარი სენისა, სიკვდილ-შემოსილი წყლულებისა და ამაო სიკვდილისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!




სამშაბათი:
მთავარანგელოზი გაბრიელი
სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღვთის საიდუმლოსი

წმიდაო მთავარანგელოზო გაბრიელ ყოვლად წმიდა ღმრთისმშობლისათვის ციდან გამოუთქმელი სიხარულის მომტანო, სიხარულით და მხიარულებით აღავსე სიამაყით ნატკენი ჩემი გული.

ჰოი, არქისტრატო ღვთისაო გაბრიელ, შენ უწმიდესი ქალწულის ღმრთისმშობლის მახარებელო, შენ მაუწყე მეცა ცოდვილსა დღე საშინელი სიკვდილისა და ევედრე უფალსა ღმერთსა ჩემი ცოდვილი სულისათვის, რათა მომიტევოს ცოდვები ჩემი და ნუ დამაკავებენ მე ეშმაკნი საზვერეში ჩემი ცოდვებისათვის.

ჰოი, დიდო მთავარანგელოზო გაბრიელ დამიცევ მე ყოველი უბედურებისაგან და მძიმე ავადმყოფობისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!




ოთხშაბათი:
მთავარანგელოზი რაფაელი
ავადმყოფობისაგან მკურნალი და გზაზე დამყენებელი

ჰოი, დიდო არქისტრატო ღვთისაო რაფაელ, უფლისაგან ნაბოძები სნეულებათა განკურნების მიმღებელო, განკურნე ჩემი გულის უკურნებელი წყლულებანი და ხორცთა ჩემთა ყველა სნეულებანი.

ჰოი, დიდო არქისტრატო უფლისაო, რაფაელ, შენ ხარ მეგზური ექიმი და მკურნალი, გვიხელმძღვანელე ჩვენ, რათა ვიხსნეთ და განკურნე სულიერი და ხორციელი ყველა სნეულებანი ჩვენნი. მიგვიყვანე უფლის საკურთხეველთან და შევედრე მას, მის სახიერებას ჩემი ცოდვილი სულისათვის, რათა მოგვიტეოს და დაგვიფაროს ჩვენ ცოდვილნი, მტრისა და ბოროტი კაცისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


ხუთშაბათი:
მთავარანგელოზი ურიელი
აღმძვრელი ლოცვების სურვილისა და განმანათლებელი უგუნურთა

წმიდაო მთავარანგელოზო ღვთისაო ურიელ, სიუხვით აღვსილო მხურვალე სიყვარულით, მგზნებარე სულით და ღვთიური ნათლით გაცისკროვნებულო, სტყორცნე მაგ ცეცხლოვანი ალის ნაპერწკალი ჩემს გულქვა, გაციებულ გულს და დაბნელებულ სულს და შენი ნათლით გააცისკროვნე.

ჰოი, დიდო არქისტრატო ღვთისაო ურიელ, შენ ხარ ღვთიური ცეცხლის ნათელი, განმანათლებელი ცოდვილთა, განგვინათლე გონება, გული, სული ჩემი, ნებისყოფაჩემი წმიდა სულით, დამაყენე მე სინანულის გზაზე და ევედრე უფალსა ღმერთსა, რათა გვიხსნას საშინელი ჯოჯოხეთისაგან და ყოველი ხილული და უხილავი მტერისა და ძალისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


პარასკევი:
მთავარანგელოზი სერაფიელი
მკურნალი ამაკანკალებელი ავადმყოფობისა (მალარია და ეპილეფსია)
და ღმერთთან მლოცველი ხალხისათვის

წმიდაო მთავარანგელოზო უფლისაო სერაფიელ, მოგვმადლე და მასწავლე ლოცვა მლოცველი ღრმა გულის ყურით, ლმობიერი, თავმდაბალი, მჭმუნვარე გულით.

ჰოი, დიდო არქისტრატო ღვთისაო სერაფიელ, მორწმუნეთათვის ღვთის წინაშე მეოხო, ევედრე მის სახიერებას,რათა მიხსნას მე ცოდვილი ყოველი უბედურებისაგან, ურვისა სნეულებისა და მუდმივი ტანჯვისაგან და დაგვიმკვიდროს ცათა სასუფეველი ყოველთა წმიდათა შორის, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!




შაბათი:
მთავარანგელოზი ეგუდიელი
მფარველი მგზავრობისა, გაჭირვებულთა დამხმარე

წმიდაო მთავარანგელოზო ღვთისაო ეგუდიელ, ქრისტეს გზაზე მოღვაწეთათვის, მარად მსწრაფლშემწეო. აღმეგზნე მძიმე სიზარმაცის წინააღმდეგ, და კეთილი გმირობით გამაძლიერე მე.

ჰოი, არქისტრატო ღვთისაო ეგუდიელ, შენ უფლის დიდების ერთგულო მლოცველო, ქება დიდების აღმგზნებელო წმიდაო სამებაო, გამიღვიძე სურვილი მე ზარმაცს, ვადიდო მამა, ძე და სული წმიდა, და ევედრე ყოვლისამპყრობელ უფალს დააფუძნოს ჩემში სული წრფელი, აწ განმიახლოს გვამსა ჩემსა სულითა მეუფებისა მისითა და დაამტკიცოს, რათა თაყვანს ვცემდე ჭეშმარიტი სულითა მამასა, ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!




კვირა:
მთავარანგელოზი ვარახიელი
მომცემი და შუამავალი ღვთის სიკეთისა
და მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმიდისა



წმიდაო მთავარანგელოზო ღვთისაო, ვარახიელ, უფლისაგან ლოცვა-კურთხევის მომტანო, მაკურთხე მე, რათა დასაბამი ჩავუყარო სიკეთეს. ჩემი დაუდევარი ცხოვრების გამოსასწორებლად და ყოვლად სათნო ვეყო უფალს ჩემს მსხნელს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!



http://www.orthodoxy.ge/lotsvani/mtavarangelozta.htm


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jan 18 2010, 11:25 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



orthodoxy. ge ნახე. მთავარანგელოზ მიქაელისადმია ლოცვა


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 18 2010, 11:30 PM
პოსტი #4


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



Molen

ლოცვა ზეციურ ძალთა მხედართმთავრის
მთავარანგელოზ მიქაელისადმი

უფალო, ღმერო ძლიერო, მეუფეო დაუსაბამოო, წარმოგზავნე მთავარანგელოზი შენი მიქაელი შეწევნად მონისა შენისა (სახელი), რათა მიხსნას მე ხილულ და უხილავ მტერთაგან.

ჰოი, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, გარდამოავლინე მშვიდობა შენი სახიერი მონასა ამას შენსა ზედა.

ჰოი, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, ეშმაკთა შემმუსვრელო, შეჰკარ ყოველნი მბრძოლნი ჩემნი და აღხოცენ იგინი პირისაგან მიწისა.

ჰოი, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, უპირველეს ექვსფრთოვან დიდებულთა შორის, ზეციურ ძალთა, ქერუბიმთა და ყოველთა წმიდათა ზესთამბრძოლო.

ჰოი, საკვირველო მთავარანგელოზო მიქაელ, იდუმალო მფარველო, მეყავნ მე შემწედ ყოველთა განსაცდელთა, ურვათა, მწუხარებათა შინა, უდაბნოთა, წყალთა და ზღვასა მყოფსა შემქმენ მშვიდ ნავთსაყუდელად.

დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, განმათავისუფლე ეშმაკისა საცდურისაგან და შეისმინე ხმა ცოდვილისა მონისა შენისა (სახელი), რომელი ვღაღადებ და მოვიხმობ სახელსა შენსა წმიდასა, მსწრაფლ შემეწიე და შეიწყნარე ლოცვა ჩემი.

ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, სძლიე ყოველთა წინააღმდგომთა ჩემთა ძალითა პატიოსნისა ცხოველსმყოფელისა ჯვარისა უფლისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა უხრწნელისა ღმრთისმშობელისათა, ყოველთა წმიდათა მთავარანგელოზთა და ანგელოზთა, შუამდგომელობითა წმიდისა წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, წმიდისა მოციქულთასწორისა განმანათლებელისა ჩვენისა ნინოსითა, დიდისა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა, წმიდისა დიდისა ძლევაშემოსილისა გიორგისათა, წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა, დიდთა მოწამეთა ნიკიტასა და ევსტათესი, მეოხებითა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ყოველთა წმიდათა და ყოველთა ზეციურთა ძალთა, ამინ!

ჰოი, დიდო მთავანარგელოზო მიქაელ, შემეწიე მე ცოდვილსა მონასა შენსა (სახელი) და მიხსენ მე, ერი ჩვენი, ეკლესია და სრულიად საქართველო სიყმილისაგან, სრვისა, ძვრისა, ცეცხლისაგან, მახვილისა, შიმშილისა, მოულოდნელი სიკვდილისა, მტრისა მზაკვარისა და ყოველი ბოროტისაგან და დაგვფარენ ჩვენ დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


http://www.orthodoxy.ge/lotsvani/mikael.htm

ეს ნახე დაუჯდომელია :
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/akatisto/miqael.htm

საზოგადო ტროპარ-კონდაკები
წმიდათა მთავარანგელოზთა

ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მთავარ-ანგელოსნო გევედრებით უღირსნი ესე, რათა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ხელ აღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

კონდაკი: მთავარ-ანგელოსნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოსთა-მთავარნო და წინამძღვარნო შეცდომილთანო უმჯობესისა ჩუენცა გვიოხეთ დიდისა მის წყალობისა უხორცოთა ძალთა ერის მთავარნო.

http://www.orthodoxy.ge/lotsvani/troparebi/troparebi.htm


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 19 2010, 06:35 AM
პოსტი #5


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ

კაწია, როგორი ახალქართულადაა არა დაწერილი, ლამის ყველამ გაიგოს biggrin.gif
ციტატა
შენ უწმიდესი ქალწულის ღმრთისმშობლის მახარებელო

ციტატა
, გამიღვიძე სურვილი მე ზარმაცს, ვადიდო

ციტატა
შენ ხარ მეგზური ექიმი და მკურნალი, გვიხელმძღვანელე ჩვენ

ციტატა
მაკურთხე მე, რათა დასაბამი ჩავუყარო სიკეთეს. ჩემი დაუდევარი ცხოვრების გამოსასწორებლად

ან ნათარგმნია ან გაახალქართულებული, გაიგოს ეგ მშკ-მ biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Molen
პოსტი Jan 19 2010, 09:17 AM
პოსტი #6


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



kato_Bato
გაიხარე, უღრმესი მადლობა.

და მადლობა ყველას.


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jan 19 2010, 11:23 AM
პოსტი #7


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



KAIROS
ციტატა
ან ნათარგმნია ან გაახალქართულებული, გაიგოს ეგ მშკ-მ

biggrin.gif
წიგნებშიც ასეა ახლა, ზოგან მოახლო ქართულით შეგხვდება, ზოგან სულ ძველქართული სიტყვათა წყობაა smile.gif

განსაკუთრებით ცალკეული ლოცვები, მგზავრობის, სნეულთა, დედის ...
დილა-საღამოსი იგივე.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tinatini.
პოსტი Apr 27 2011, 04:43 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 22-January 09
წევრი № 6,358



მთათვარანგელოზთა დაუჯდომელს ვეძებ.ვინმემ ინტერნეტში სად შეიძლება რომ ვიპოვო ხომ არ იცის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 27 2011, 04:55 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



tinatini.
ციტატა
მთათვარანგელოზთა დაუჯდომელს ვეძებ.ვინმემ ინტერნეტში სად შეიძლება რომ ვიპოვო ხომ არ იცის?

ინებეთ
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/akatisto/miqael.htm

ეს კიდე პარაკლისი
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/paraklisi/angelozta.htm


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tinatini.
პოსტი Apr 27 2011, 05:02 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 22-January 09
წევრი № 6,358



დიდი მადლობა გიორგი.
თუ იცი არსებობს ყველა მთავარანგელოზისადმი მიძღვნილი საერთო დაუჯდომელი ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 27 2011, 05:55 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



tinatini.
ციტატა
დიდი მადლობა გიორგი.

არაფერს,გაიხარეsmile.gif
ციტატა
თუ იცი არსებობს ყველა მთავარანგელოზისადმი მიძღვნილი საერთო დაუჯდომელი ?

მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელისა ერთად რომ არსებობს ვიცი,მაგრამ ცხრავე მთავარანგელოზისა თუ არის არ ვიცი.
მალე დავაზუსტებ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
menuko
პოსტი Oct 15 2011, 03:10 AM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 14-October 11
წევრი № 11,669



Molen
ციტატა
გამარჯობათ მეგობრებო. შეგიძლიათ მომცეთ ლოცვები, რომელიც მთავარანგელოზთა სახელზე უნდა აღევლინოს?

გაგიმარჯვოს მეგობარო, ლოცვა მთავარანგელოზთა მიმართ მკრეხელობაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Oct 15 2011, 03:15 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



menuko
ციტატა
გაგიმარჯვოს მეგობარო, ლოცვა მთავარანგელოზთა მიმართ მკრეხელობაა


მაშინ ისიც მკრეხელობააა როცა მართლმადიდებელი ქრისტიანი წმინდანებზე ლოცულობს smile.gif

არ არის მრეხელობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
menuko
პოსტი Oct 15 2011, 03:20 AM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 14-October 11
წევრი № 11,669



lasha_k
ციტატა
მაშინ ისიც მკრეხელობააა როცა მართლმადიდებელი ქრისტიანი წმინდანებზე ლოცულობს არ არის მრეხელობა

რა თქმა უნდა ეგეც მკრეხელობაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Oct 15 2011, 01:53 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



menuko

ეგ მართლმადიდებელ სარწმუნოებას ეწინააღმდეგება


თუ საიდუმლო არ არის რომელი რელიგიის მიმდევარი ხართ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
menuko
პოსტი Oct 15 2011, 02:08 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 42
რეგისტრ.: 14-October 11
წევრი № 11,669



lasha_k
ციტატა
ეგ მართლმადიდებელ სარწმუნოებას ეწინააღმდეგება

სამაგიეროდ ღვთის სიტყვას და ნებას არ ეწინააღმდეგება.
ციტატა
თუ საიდუმლო არ არის რომელი რელიგიის მიმდევარი ხართ?

არც ერთის, მე რელიგიებზე მაღლა ვარ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 15 2011, 02:27 PM
პოსტი #17


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



menuko

ციტატა
გაგიმარჯვოს მეგობარო, ლოცვა მთავარანგელოზთა მიმართ მკრეხელობაა.


მერამდენედ მიწევს ერთსა და იმავზე საუბარი. თუ შემოდიხართ ფორუმზე და აქ წერის სურვილი გაქვთ, კეთილი ინებეთ და პატივი ეცით მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მე პირადად არ შევდივარ სხვა აღმსარებლობათა ფორუმებზე და არ ვეუბნები, რომ ისინი მკრეხელობას ჩადიან. ეს არ არის ნორმალური.

ნუ იზავთ იმდენს, რომ ყველა ასეთ გამოვლინებას უვადო ბანით ვუპასუხო.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 15 2011, 02:55 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



menuko
ციტატა
არც ერთის, მე რელიგიებზე მაღლა ვარ.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Oct 15 2011, 04:20 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



GIORGI LELUASHVILI

შენც გაგეცინა არა? biggrin.gif მეც კაი ვიხითხითე მაგ პოსტზე biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Oct 15 2011, 05:29 PM
პოსტი #20


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
მე რელიგიებზე მაღლა ვარ.

რელიგია განმიმარტე აბა რას გულისხმობ biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 09:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი