IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ილუსტრაციები, მხატვრული ლიტერატურისათვის
სოფი
პოსტი Feb 9 2010, 09:03 PM
პოსტი #1


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



პირველად დავიწყებ მამუკა თავაქარაშვილით (თავაქალაშვილი).

“ვეფხისტყაოსნის” დასურათებულ ხელნაწერთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია XVII საუკუნის ქართველი პოეტის, კალიგრაფისა და მხატვარ-მინიატიურისტის მამუკა თავაქარაშვილისეულ ხელნაწერს. იგი მიჩნეულია “ვეფხისტყაოსნის” უძველეს თარიღიან ხელნაწერად.

თავაქარაშვილები ძველი დროიდან მდივნად მოღაწეობდნენ იმერეთის მეფის კარზე. გიორგი ლეონიძე წერს: “XVI – XVII ს.ს. მანძილზე იმერეთის მეფის მდივან-მწიგნობარის სახელს მემკვიდრეობით მამიდან შვილზე ასრულებდნენ აზნაური თავაქალაშვილები (თავაქარაშვილები). ამათგან ალექსანდრე III-ს (1639-1660) კარზე მდივნოდნენ მამუკა (ცნობილი მგოსანი და მხატვარი) და მისი ძმა პაატა; პირველი დატყვევდა 1634 წელს ლევან დადიანის მიერ, ხოლო მეორე 1640 წლიდან საუთებში აღარ მოსჩანს” (1).
მამუკა თავაქარაშვილი სამეგრელოს მთავარს ლევან მეორე დადიანს ტყვედ ჩაუვარდა 1634 წელს, მისი დის, მარიამისა და ქართლის მეფე როსტომის ქორწინებისას ამტყდარი ბრძოლის დროს. მამუკა თავაქარაშვილმა 23 წელიწადი გაატარა ტყვეობაში. ლევან დადიანის კარზე იგი ეწეოდა ლიტერატურულ და კალიგრაფიულ მოღვაწეობას.
სამეგრელოს მთავრის კარზე ფართო ლიტერატურული მუშაობა იყო გაჩაღებული. ლევან დადიანი ცნობილი იყო როგორც კულტურისა და მწერლობის დიდი მეცენატი. იგი მრავალ პოეტსა და მწერალს მფარველობდა.

მამუკა თავაქარაშვილმა 1646 წელს ტყვეობაში ყოფნისას გადაწერა და დაასურათა “ვეფხისტყაოსანი”. ხელნაწერის ბოლოს თავად ავტორის ხელით გაკეთებული მინაწერიდან ვგებულოთ: “დიდება სრული მყოფელსა ღმერთსა, ყოველთა შემწე მფარველს. ვეფხის ტყაოსანი თიბათვესა ცამეტსა, სრულ თვრამეტსა აგვისტოსა, ქორონიკონსა სამოცდა თორმეტ… რამ აკლდეს ნურავინ დამწყევლით. ტყვეობაშიდ ვსწერდი, ოცდა ცხრა რვეული არის, ფურცელი… ორმოცი” (2).

იგი შეიცავს 267 ფურცელს, ნაწერია მხედრულად. ხელნაწერი იწყება ლევან დადიანის პორტრეტით, რაც მოწმობს, რომ პოემის ტექსტი მამუკამ სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის დაკვეთით გადაწერა.

(ზემოთ – ლევან დადიანის პორტრეტი. ქვემოთ – რუსთაველი კარნახობს თავაქარაშვილს)

IPB-ს სურათი


ხელნაწერი 39 მინიატურითაა შემკული. მინიატურებს ეტყობა ქართული ხალხური ხელოვნების გავლენა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების გარდა, აქ მოთავსებულია რუსთაველისა და თვით მხატვრის პორტრეტები.

(თავად მამაუკა თავაქარაშვილი)

IPB-ს სურათი


შოთა რუსთაველი

IPB-ს სურათი


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
qetevani-82
პოსტი Feb 12 2010, 05:12 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 406
რეგისტრ.: 29-March 09
მდებარ.: tibilisi
წევრი № 6,745



tamuna m
ციტატა
ნამდვილად მამუკასია ეგ სცენაც

ახლა ვნახე 1966 წელს გამოცემული წიგნი "ვეფხისტყაოსნის დასურათება. მინიატურები" და ზუსტად ეგ ნადირობის სცენა ნომერ 5006 ხელნაწერშია რომელიც შესრულებულია ორი უცნობი მხატვრის მიერ ვმე-17 - მე-18 საუკუნეებში.

ეს მინიატურები ტექსტისგან დამოუკიდებლად იხატებოდა. შემდეგ მათ კიდეებზე აწებებდნენ არშიას ტექსტიანი ფურცლების ფორმატისათვის შესახამებლად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
სოფი   ილუსტრაციები   Feb 9 2010, 09:03 PM
სოფი   1647 წელს მამუკამ გად...   Feb 9 2010, 09:45 PM
tamuna m   სოფ, როგორ გამახარ...   Feb 9 2010, 10:38 PM
სოფი   tamuna m :) :მპუა: მამუკა ...   Feb 10 2010, 09:13 PM
სოფი   ნახეს მზისა შესაყრ...   Feb 10 2010, 10:02 PM
tamuna m   ჯერ ინფორმაციას და...   Feb 10 2010, 10:21 PM
tamuna m   ეს უცნობი მხატვარი...   Feb 10 2010, 10:48 PM
qetevani-82   სოფიი რა კარგი თემ...   Feb 11 2010, 05:57 PM
სოფი   :unsure: არადა საიდანა...   Feb 11 2010, 09:24 PM
qetevani-82   არ ვიცი, შეიძლება ...   Feb 12 2010, 01:34 AM
tamuna m   ნამდვილად მამუკას...   Feb 12 2010, 02:05 AM
KAIROS   ქალთა ჯგუფში პირვე...   Feb 12 2010, 03:22 AM
tamuna m   ქალთა ჯგუფში პირვ...   Feb 12 2010, 01:51 PM
qetevani-82   tamuna m ახლა ვნახე 1966 წე...   Feb 12 2010, 05:12 PM
tamuna m   qetevani-82 უცნაურია, ინტე...   Feb 12 2010, 05:32 PM
qetevani-82   tamuna m მგონი არც ისე ძ...   Feb 12 2010, 06:09 PM
tamuna m   qetevani-82 კი, მაგას დავა...   Feb 12 2010, 06:13 PM
qetevani-82   ორნამენტები თუ გა...   Feb 12 2010, 06:19 PM
tamuna m   ბავშვებო, აქ ოთხთა...   Feb 19 2010, 05:31 PM
tamuna m   პასუხი არავინ გამც...   Feb 22 2010, 04:52 PM
qetevani-82   tamuna m კარგი გოგო ხარ :*...   Feb 22 2010, 08:55 PM
სოფი   XVIII ს.–ის მინიატურა, ...   Feb 28 2010, 08:07 PM
ქევანა   სოფი სოფ, არ გააგრძ...   May 9 2010, 08:38 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd September 2014 - 10:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი