IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ი.სტალინი:”უფლის განგება დიდია”, სოსო ჯუღაშვილი
samreklo
პოსტი Feb 19 2010, 01:10 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 13-November 08
წევრი № 5,939



ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ღმერთისა და ადამიანის თანაშემოქმედება. რაც ხდება, უფლის ნებით ხდება,მაგრამ ადამიანის ხელით ხორციელდება.
განსაცდელის ჟამს მამაზეციერი ირჩევს პიროვნებას,რომელსაც მესიად მოუვლენს ქვეყნიერებას.
ასე მოუვლინა ხსნა იერუსალიმს უფალმა სპარსეთის მეფე კიროსის სახით,რომელიც თავის ცხებულად ჩათვალა.
მირონცხებული იყო ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში შობილი ი.სტალინიც.
ჯერ კიდევ ყმაწვილი, იგი ღმად მორწმუნე დედის ხელშეწყობით სამღვდლოდ ემზადებოდა.
ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში,მერე თბილისის მართლმადიდებლულ სასულიერო სემინარიაში სოსო ჯუღაშვილი დაეწაფა ღვთისმეტყველებას,შეიყვარა სახარება და იესო ქრისტე.
ცით შთაგონებული,იგი ლექსებსაც წერდა,რომლებმაც თვით ილია ჭავჭავაძეც აღაფრთოვანეს და მას მათი დაბეჭვდა გადააწყვეტინეს.
ეს ლექსები გამსჭვალულია ერთგულებით ღვთის საქმისადმი. ერთ-ერთ მათგანში,მიძღვნილს მთვარისადმი, ხაზგასმულია,რომ “უფლის განგება დიდია”.
ი.სტალინი სანიმუშო მოწაფე იყო. გამოირჩეოდა წმინდა წერილის ღმა ცოდნით. გალობდა სასულიერო სემინარიის გუნდში.
სემინარიაში სწავლის დროს სოსო ჯუღაშვილს გამოეცხადა აფხაზეთის ახალ ათონზე სიმონ კანანელის მონასტრის წინამძღვარი და გაანდო ხილვა,რომ უფლის ნებით მას ეკისრება დიდი მისია მართლმადიდებელი ხალხების გადასარჩენად.
განგებამ ი.სტალინი მღვდლად კურთხევის ნაცვლად რევოლუციურ მოძრაობაში ჩააბა და იგი, ღვთის მორწმუნე ადამიანი, ათეისტური სახელმწიფოს სათავეში მოაქცია.
მანამ, სანამ ი.სტალინი ქვეყნის პირველი პირი გახდებოდა,გარეშე მტრული ძალების დახმარებით ხელისუფლებაში მოსულმა კოსმოპოლიტებმა და ღმერთის მოძულელეებმა ვ.ლენინმა და ლ.ტროცკიმ ამოხოცეს სამღვდელოების დიდი ნაწილი, გაძარცვეს და გაანადგურეს ეკლესია-მონასტრები.
მართლმადიდებელი ხალხები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
მაგრამ მალე ცოდვებმა უწიეს ვ.ლენინს,რომელსაც უკურნებელი სენი შეეყარა და სიცოცხლის ბოლო წლები ტანჯვა-წამებაში გაატარა.
მისი გარდაცვალების შემდეგ ი.სტალინმა შეაჩერა სასულიერო პირების დაპატიმრება და დახვრეტა,ეკლესია-მონასტრების ძარცვა და ნგრევა.
იგი მიზანმიმართულად,ფრთხილად და თანდათანობით ამკვიდრებდა სახელმწიფო აღმშენებლობაში პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის,მათი ერთიანობის იდეას, რითაც ანგრევდა უჯიშო კოსმოპოლიტიზმის საფუძვლებს.
ი.სტალინმა კვლავ აღადგინა ხალხის შეგნებაში მამულის მცნება.მან საყრდენ ძალად გამოაცხადა სამშობლო თავისი შემოღობილი ზეცითა და მიწა-წყლით,გმირული წარსულითა და საამაყო წინაპრებით.
როდესაც ლ.ტროცკი მიუხვდა მას და აუმხედრდა,ი.სტალინმა იგი ქვეყნიდან გააძევა,მისი მომხრეები კი ისევე გაჟლიტა, როგორც ილია წინასწარმეტყველმა ჩახოცა კიშინის ხევში 850 მაცდუნებელი.
მართალია,ქვეყნის დასუსტებისა და ი.სტალინის სახელის გატეხვის მიზნით სახელმწიფო ორგანოებში შემორჩენილმა მტრულმა ძალებმა თავად დაატეხეს რეპრესიები უდანაშაულო ადამიანებს,მაგრამ მათი აღსასრულის ჟამიც დადგა.
დიდი სამამულო ომის წინ ვითარებამ ი.სტალინს სრული შესაძლებლობა მისცა პატრიორიზმისა და მართლმადიდებლობის ერთიანობის დასამკვიდრებლად.
პირველ რიგში მან აღადგინა რუსეთის პატრიარქის ინსტიტუტე,მიაღწია იმას,რომ რუსულმა ეკლესიამ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
ი.სტალინის ხელშეწყობით გაიხსნა ბევრი სასულიერო სემინარია და აკადემია,გამოიცა საპატრიარქოს ჟურნალი,საღვთო წიგნები,აღსდგა უამრავი ეკლესია-მონასტერი.
მის დროს დიდი ზეიმით აღინიშნა რუსეთის მართლადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მე-500 წლისთავი.
ისტორიული ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს: როდესაც ფაშისტური გერმანიის ჯარი მოადგა სანკ-პეტერბურგს სტალინმა ბრძანა, გამოებრძანებინათ ყაზანის ღვთისმშობლის ხატი და ლოცვით შემოეტარებინათ ქალაქის გარშემო.
საკვირველმომქმედი ხატის,ღვთის დედის ლოცვებისაგან აღსრულებული სასწაულითა და მისი თანადგომით გადარჩა მოსკოვიც, რომლის მისადგომებიც პანიკურად დატოვეს გერმანელმა ფაშისტებმა.
მოსკოვის შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ვოლგისპირა ქალაქში (სტალინგრადში) გადაასვენეს, სადაც მის წინაშე განუწყვეტლივ აღესრულებოდა პარაკლისები და პანაშვიდები. ხატი ვოლგის მარჯვენა ნაპირზე ესვენა, საბჭოთა ჯარებს შორის, და გერმანელებმა ვერაფრით ვერ შეძლეს მდინარის გადალახვა.
ცნობილია,რომ ი.სტალინი შვებულებების გატარებას აფხაზეთში არჩევდა,სადაც ის სტუმრობდა axal aTonze simon kananelis მონასტერს,რომლის წინამძღოლმაც თავის დროზე იგი სიყმაწვილეში აკურთხა და აზიარა ღვთის განგებულებას.
მონასტრის ბერებთან საუბრებისას ი.სტალინი ანვითარებდა აზრს,რომ დაუშვებელია ადამიანს წაართვა რწმენა და ლოცვის კანონიერი უფლება.
გარდაცვალებადე ცოტა ხნით ადრე ი.სტალინმა დაწერა ლექსი “მორჩილი”,სადაც აღნიშნავდა,რომ მას ზეციური ძალა ასულდგმულებდა და მთელ მის საქმიანობას იგი წარმართავდა.ეს ლექსი სულ ახლახან აღმოაჩინეს მის არქივში.
ი. სტალინის სიკვდილის შემდეგ კვლავ იმძლავრეს ღმერთის მოძულე ძალებმა და ზესახელმწიფოდ აღზევებულ მართმადიდებლურ ქვეყანას ძირი გამოუთხარეს.
ნ.ხრუშჩოვმა განაახლა ეკლესიისა და მორწმუნეთა დევნა.მის დროს უფრო მეტი ხატი განადგურდა,ვიდრე ვ.ლენინის მმართველობისას. ნ.ხრუშჩოვმა ისიც კი დაიტრაბახა,რომ უკანასკნელ მღვდელს გამოიყვანდა ტელევიზიით.
შემდგომი პერიოდის ხელმძღვანელებიც უღვრთო პოლიტიკის გატარებას აგრძელებდნენ.
უდავოა,რომ ი.სტალინი ღვთივრჩეული იყო.მისი ფენომენი არ არის ჩვეულებრივი.მას ბადალი არ ჰყავს ხელმწიფეთა შორის,ვინც ყველაფერი მოიკლო და ხალხს შესწირა.
მან იესო ქრისტეს დარად დააპურა მშიერ-მაშვრალნი და მუსლი გაავლო ღმერთის მოძულე ძალებს.
ი.სტალინმა მართლმადიდებლობა პატრიოტიზმის სულისკვეთებით გამსჭვალა,რასაც მას დღესაც არ პატიობენ უჯიშო კოსმოპოლიტები.
არც ისე შორსაა ის დრო,როდესაც ი.სტალინს წმინდანად აღავლენენ მართლმადიდებელი ხალხები.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი გურამ მუჩაიძე

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 19 2010, 01:35 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



samreklo
ციტატა
მანამ, სანამ ი.სტალინი ქვეყნის პირველი პირი გახდებოდა,გარეშე მტრული ძალების დახმარებით ხელისუფლებაში მოსულმა კოსმოპოლიტებმა და ღმერთის მოძულელეებმა ვ.ლენინმა და ლ.ტროცკიმ ამოხოცეს სამღვდელოების დიდი ნაწილი, გაძარცვეს და გაანადგურეს ეკლესია-მონასტრები.

დავდო სტალინის რეზოლუციები სამღვდელოების დახვრეტაზე თუ შეწყდება ეს სტალინის მარაზმატიკული განდიდება?

mad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 19 2010, 01:35 PM
პოსტი #3


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



samreklo
ციტატა
არც ისე შორსაა ის დრო,როდესაც ი.სტალინს წმინდანად აღავლენენ მართლმადიდებელი ხალხები.



ohmy.gif ohmy.gif რაღს ელოდებით, აღიარეთ და ილოცეთ, საქართველოსთვის განსაკუთრებულად.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Feb 19 2010, 01:48 PM
პოსტი #4


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ციტატა
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი გურამ მუჩაიძე

kiss1.gif ამ კაცის რეგალიებს, ჭკუის კოლოფიც მიუმატეთ!


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 19 2010, 02:00 PM
პოსტი #5


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



საინტერსოა, მუჩაიძის სიწმინდის კრიტერიუმების გაგება ...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 19 2010, 04:23 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(კანონისტი @ Feb 19 2010, 01:35 PM) *

samreklo

დავდო სტალინის რეზოლუციები სამღვდელოების დახვრეტაზე თუ შეწყდება ეს სტალინის მარაზმატიკული განდიდება?

mad.gif

აუცილებლად დადე, თუ მოგეპოვება.
მე პირადად მაინტერესებს.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 19 2010, 04:38 PM
პოსტი #7


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
დავდო სტალინის რეზოლუციები სამღვდელოების დახვრეტაზე თუ შეწყდება ეს სტალინის მარაზმატიკული განდიდება?



დათო, შენ არ გესმის, სტალინი ხვრეტდა სამღვდელოებას, რადაგნ სურდა მათგან მოწამეები შეექმა biggrin.gif აბა ნახე, რამდენი მოწამე აჩუქა ზეცას და ქვეყანას, ამ ადამიანებს კიდევ ცხონება აჩუქა, არაა ეხლა ეს კაცი წმინდანი ??? biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 19 2010, 05:49 PM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ირკუტსკის NKVD-ს უფროსის თხოვნა სტალინის სახელზე, რომ ტროცკისტების, პან-მონღოლებისა და კულაკ-თეთრგვარდიული ელემენტების წინააღმდეგ ნება დართოს დასახვრეტთა ლიმიტის დამატებით 4 000-მდე გაზრდის შესახებ (!) ზედ ადევს სტალინის რეზოლუცია "თანახმა ვარ" ("ზა").

IPB-ს სურათი


დასახვრეტთა სია. სტალინის რეზოლუცია "თანახმა ვარ"

IPB-ს სურათი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 19 2010, 06:05 PM
პოსტი #9


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ეჭვი მაქვს ეს სამრეკლო დაგვცინის biggrin.gif
თუ ასეა აფერუმ იუმორის გრძნობას, თუ არადა ვჩპ sad.gif

ციტატა
განგებამ ი.სტალინი მღვდლად კურთხევის ნაცვლად რევოლუციურ მოძრაობაში ჩააბა და იგი, ღვთის მორწმუნე ადამიანი, ათეისტური სახელმწიფოს სათავეში მოაქცია.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
აღარ შემიძლია, სამრეკლო, ღვთისმშობლის გურულობის შემდეგ სტალინის მესიანიზმი შესანიშნავი გაგრძელებაა, ველი მესამეს, უკვე ვხვდები რა იქნება smile.gif
პ.ს.
სანამ უნდა აწვალოთ ეს კაცი ამ აბსურდულ ღაღადისებში?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 19 2010, 06:25 PM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მოკლედ, იხურება თემა.



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 09:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი