![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#41
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
მობილურისა და კომპიუტერის მაგალითი ძალიან მომეწონა. ჩემი ცხოვრებიდანაც დავამატებ ერთ მაგალითს.
რა დასამალია თქვენთან ბიძიკოებო და ![]() -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
აბე |
![]()
პოსტი
#42
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
ახლა ეს სიტუაცია განვიხილოთ:
პროდუქტისა თუ მომსახურების გამყიდველები ხშირად არჩევენ იმას, თუ ვინ არის უფრო შეძლებული კლიენტი და მას შედარებით მაღალ ფასს ეუბნებიან. ნუ, თავიდანვე არ მოგვწონს ასეთი რამ და ვამბობთ, ეს არასწორი საქციელია. მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა რეალობის გადმოსახედიდან ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს. მე ამის მხარდამჭერ არგუმენტად მომყავს ასეთი რამ: ამ გამყიდველმა რომ იცხოვროს ნორმალური შემოსავლით და სახლში "ორ კაპიკზე" ოდნავ მეტი შეიტანოს, ამისათვის სულ ისეთ ფასად უნდა ყიდოს, როგორ ფასსაც შედარებით შეძლებულ ადამიანს ეუბნება. ამიტომაც არის, რომ მიუხედავად თავიანთი დისკრიმინაციული პოლიტიკისა (მიყიდვა მდიდრებს ძვირად, ღარიბებს იაფად), მაინც უჭირთ ფინანსურად და უამრავი რამ აკლიათ. რას იტყვით, ვცდები თუ მართალი ვარ? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
neo |
![]()
პოსტი
#43
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ჰო გადავიკითხე პროსტები და ჩემს მოსაძრებებს გეტყვით.
1. ეგრედ წოდებული ,,პრესტიჟი" ძალიან მნიშვნელოვანი აქტივია ბევრი საქმის გასაკეთებლად. ხალხს ის ნამდვილად ჭირდება და მაგაში ფულს იხდიან. და უფრო მეტ ფულს ვიდრე რეალურად საქონელში. ,,როლექსი" უკეთესად არ აჩვენებს დროს, მაგრამ მაინც ყიდულობენ. უფრო მეტსაც გეტყვით, იაფი რომ ღირდეს ზუსტად იგივე პროდუქტი არ იყიდიან. ძალიან ძნელია იაფფასიანი ტელეფონი გედოს ჯიბეში როცა უცხოელ ინვესტორ რამოდენიმე მილიონზე ეჩალიჩები. ეს ნიუანსია, მაგრამ ადამიანები როგორც ჩანს ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ ნიუანსს... რაც შეეხება ვინდოუსის გადაყენებას. ვინდოუსის გადაყენება შეიძლება უფრო მეტად ფსიქოლოგიური სარგებელი იყოს ვიდრე უბრალოდ კომპიუტერის სიჩქარე. მას ურჩევნია ფული გადაიხადოს და დარწმუნდეს რომ ყველაფერი გააკეთა რისი გაკეტებაც შეიძლებოდა ვიდრე თქვენ დაგიჯეროთ. თქვენც ხომ შეიძლება ცდებოდეთ. ეს გამორიცხულია ? რა ტქმა უნდა არა. ჰოდა მანაც იცის რომ ეს არ არის გამორიცხული და რაც არ არის გამორიცხული იმის გამოსარიცხად იხდის ფულს. მეც მეუბნებიან ვისტა რად გინდა იქსპი დააყენეო, ვისტა მძიმეაო და ა.შ. მაგრამ კაცო მე ესთეტიურ სიამოვნებას მანიჭებს და ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. გავაგებინებ ახლა მე ამას ცემს პროგრამისტს ? დავუწყო ახსნა ? არა. ვეუბნები თუ ძმა ხარ ვისტა დამიყენე და თავი დამანებე ნუღა მისხსნი. რაც შეეხება ფასების დისკრიმინაციას მდიდრებსა და ღარიბებზე. ეს ძალიან კარგია. უბრალოდ უნდა გავიგოთ რომ ერთიდაიმავე რაღაცა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა შინაგან ღირებულებას ატარებს. მთელი ხელოვნებაა როგორ უნდა გაყიდო ერთიდაიგივე ნივთი ერთ ადამიანზე იაფად მეორეზე ძვირად. ასე თუ არ გააკეტე ბიზნესის მომგებიანობა მოიკოჭლებს. იაფად გაყიდი და ისინიც იაფს მოგცემენ ვისაც ძვირი უნდა მოეცა, ძვირად გაყიდი და მხოლოდ ისინი იყიდიან ვისაც ბევრი ფული აქვს... მტელი ხელოვნებაა ფასები დისკრიმინაციის უნარი. და ეს ყველას არ გამოდის. -------------------- www.cordesign.ge
|
აბე |
![]()
პოსტი
#44
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
ჰო გადავიკითხე პროსტები და ჩემს მოსაძრებებს გეტყვით. 1. ეგრედ წოდებული ,,პრესტიჟი" ძალიან მნიშვნელოვანი აქტივია ბევრი საქმის გასაკეთებლად. ხალხს ის ნამდვილად ჭირდება და მაგაში ფულს იხდიან. და უფრო მეტ ფულს ვიდრე რეალურად საქონელში. ,,როლექსი" უკეთესად არ აჩვენებს დროს, მაგრამ მაინც ყიდულობენ. უფრო მეტსაც გეტყვით, იაფი რომ ღირდეს ზუსტად იგივე პროდუქტი არ იყიდიან. ძალიან ძნელია იაფფასიანი ტელეფონი გედოს ჯიბეში როცა უცხოელ ინვესტორ რამოდენიმე მილიონზე ეჩალიჩები. ეს ნიუანსია, მაგრამ ადამიანები როგორც ჩანს ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ ნიუანსს... რაც შეეხება ვინდოუსის გადაყენებას. ვინდოუსის გადაყენება შეიძლება უფრო მეტად ფსიქოლოგიური სარგებელი იყოს ვიდრე უბრალოდ კომპიუტერის სიჩქარე. მას ურჩევნია ფული გადაიხადოს და დარწმუნდეს რომ ყველაფერი გააკეთა რისი გაკეტებაც შეიძლებოდა ვიდრე თქვენ დაგიჯეროთ. თქვენც ხომ შეიძლება ცდებოდეთ. ეს გამორიცხულია ? რა ტქმა უნდა არა. ჰოდა მანაც იცის რომ ეს არ არის გამორიცხული და რაც არ არის გამორიცხული იმის გამოსარიცხად იხდის ფულს. მეც მეუბნებიან ვისტა რად გინდა იქსპი დააყენეო, ვისტა მძიმეაო და ა.შ. მაგრამ კაცო მე ესთეტიურ სიამოვნებას მანიჭებს და ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. გავაგებინებ ახლა მე ამას ცემს პროგრამისტს ? დავუწყო ახსნა ? არა. ვეუბნები თუ ძმა ხარ ვისტა დამიყენე და თავი დამანებე ნუღა მისხსნი. აი ამ პასუხმა ნამდვილად გამომიყვანა ლოგიკური ჩიხიდან. გენაცვალე ნეო. რაც შეეხება ფასების დისკრიმინაციას მდიდრებსა და ღარიბებზე. ეს ძალიან კარგია. უბრალოდ უნდა გავიგოთ რომ ერთიდაიმავე რაღაცა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა შინაგან ღირებულებას ატარებს. მთელი ხელოვნებაა როგორ უნდა გაყიდო ერთიდაიგივე ნივთი ერთ ადამიანზე იაფად მეორეზე ძვირად. ასე თუ არ გააკეტე ბიზნესის მომგებიანობა მოიკოჭლებს. იაფად გაყიდი და ისინიც იაფს მოგცემენ ვისაც ძვირი უნდა მოეცა, ძვირად გაყიდი და მხოლოდ ისინი იყიდიან ვისაც ბევრი ფული აქვს... მტელი ხელოვნებაა ფასები დისკრიმინაციის უნარი. და ეს ყველას არ გამოდის. აი ამაში კი ჯერ-ჯერობით ვერ გეთანხმები... ზუსტადაც რომ ფულზე მიჯაჭვულობას გავურბივართ ქრისტიანები. ანუ ფასების დისკრიმინაციით თუ შენ ისედაც შეძლებული (მეტნაკლებად შეძლებული) მოგების მაქსიმიზაციას ცდილობ, მაშინ არ მგონიხარ მართალი, რადგანაც ისედაც გაქვს ცხოვრებისათვის სამყოფი თანხა ყოველთვიურად. მაგრამ შენ თუ საფასო დისკრიმინაციას აკეთებ ამ სამყოფი ფულის მოსაქუჩბლად, მემგონი მართალი იქნები. ანუ შენ თუ მხოლოდ იაფად გაყიდიდი, შენი შემოსავალი ხარჯებს ძლივს გადაფარავს და მოგებაც "კაპიკები" დაგრჩება და ბავშვები ნაახევრად მშიერი გეყოლება. მაგრამ მდიდრების გამორჩევითა და მათთვის უფრო მაღალი ფასის გადახდევინებით, არაფერი არ შავდება, მითუმეტეს რომ: შენ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფით არ ვაჭრობ, არამედ იმ ფასის დაწესების უფლება გაქვს, რაც გსურს. სახარებაშიც, მეათერთმეტე ჟამის მუშაკის იგავში ხომ ესაა ნათქვამი: განა არა მაქვს უფლება ჩემი ქონება ისე განვკარგო როგორც მინდაო... ანუ ჩემი საქმეები ისე ვაწარმოო როგორც მსურსო... მიუხედავად იმისა, რომ იმ იგავში ვენახის პატრონი მყიდველია (მუშების შრომის მყიდველი) და არა გამყიდველი, იგავიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ მოხდება მყიდველსა და გამყიდველს შორის შეთანხმება ფასზე და ამ ფასის სანაცვლოდ გაცემულ პროდუქტზე/მომსახურებაზე, მერე უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს სხვა ყიდვა-გაყიდვის აქტი რა პირობებით შედგება. (ნუ, იგავის დედა აზრი შეიძლება ეს არ არის, მაგრამ ესეც ხომ გამომდინარეობს ამ იგავიდან) მეთანხმებით ამაში თუ არა? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
neo |
![]()
პოსტი
#45
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
გეთანხმები.
ერთი მომენტია კიდევ აქ. ზოგადად მართმადიდებლები მოგებას ცუდი თვალით ვუყურებთ ხოლმე, განსხვავებით კათოლიკური და პროტესტანტული სამყაროებისაგან... ეტყობა კიდევაც ეს ქვეყნებს. ჩემი აზრით, მოგებას არ უნდა განვიხილავდეთ როგორც ვახშს, ან ღორმუცელობას ან რაღაც მაგდაგვარს. მოგება ზოგადად ან გინდაც ადამიანის ხელფასი არის პირობა და აუცილებელი პირობა იმისათვის რომ უფრო მეტი გააკეთო ხახისთვის ხვალ ვიდრე დღეს აკეთებ. მოგება და ფული საკვებივით, სისხლივით, ჰაერივით არის, თუმცა ესენი არ არიან არსებობის მიზანნი... არამედ მხოლოდ საშუალებანი სხვა უფრო ამაღლებული მიზნების მისაღწევად... ჩემი აზრით. შენ თუ მოგების მაქსიმიზაციაზე არ ფიქრობ, ეგ ნიშნავს რომ უფრო ცოტას ქმნი ვიდრე შეგიძლია. (თუმცა არ ვგულისხმობ მონოპოლიების და ამდაგვარი მახინჯი ფორმების შექმნის გზიტ მოგების გაზრდას). უბრალოდ პროდუქტს ის ფასი უნდა ედოს რაც ღირს. და მისი ღირებულება კი განსხვავებულია სხვადასხვა ადმიანისთვის. ოქროს ზოდებით სავზე ტომარა რომ ჩაუგდო სადრაც განუვიტარებელ აფრიკულ ტომებს უდაბნოში, ოქროს ზოდებს გადაყრიან და ტომარას გამოყენებენ. მოკლედ ევროპელისთვის ის 100 ატასიანი ტომარა აფრიკელისთვის 2 ლარი ღირს. ამიტომ იმას 100 ად უნდა მიყიდო ამას კი 2-ად. -------------------- www.cordesign.ge
|
ikanosi |
![]()
პოსტი
#46
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
გეთანხმები. ერთი მომენტია კიდევ აქ. ზოგადად მართმადიდებლები მოგებას ცუდი თვალით ვუყურებთ ხოლმე, განსხვავებით კათოლიკური და პროტესტანტული სამყაროებისაგან... ეტყობა კიდევაც ეს ქვეყნებს. ჩემი აზრით, მოგებას არ უნდა განვიხილავდეთ როგორც ვახშს, ან ღორმუცელობას ან რაღაც მაგდაგვარს. მოგება ზოგადად ან გინდაც ადამიანის ხელფასი არის პირობა და აუცილებელი პირობა იმისათვის რომ უფრო მეტი გააკეთო ხახისთვის ხვალ ვიდრე დღეს აკეთებ. მოგება და ფული საკვებივით, სისხლივით, ჰაერივით არის, თუმცა ესენი არ არიან არსებობის მიზანნი... არამედ მხოლოდ საშუალებანი სხვა უფრო ამაღლებული მიზნების მისაღწევად... ჩემი აზრით. შენ თუ მოგების მაქსიმიზაციაზე არ ფიქრობ, ეგ ნიშნავს რომ უფრო ცოტას ქმნი ვიდრე შეგიძლია. (თუმცა არ ვგულისხმობ მონოპოლიების და ამდაგვარი მახინჯი ფორმების შექმნის გზიტ მოგების გაზრდას). უბრალოდ პროდუქტს ის ფასი უნდა ედოს რაც ღირს. და მისი ღირებულება კი განსხვავებულია სხვადასხვა ადმიანისთვის. ოქროს ზოდებით სავზე ტომარა რომ ჩაუგდო სადრაც განუვიტარებელ აფრიკულ ტომებს უდაბნოში, ოქროს ზოდებს გადაყრიან და ტომარას გამოყენებენ. მოკლედ ევროპელისთვის ის 100 ატასიანი ტომარა აფრიკელისთვის 2 ლარი ღირს. ამიტომ იმას 100 ად უნდა მიყიდო ამას კი 2-ად. მაშინ ბერები რატომე დებენ უპოვრობის პირობას? -------------------- ფარით ან ფარზე
|
neo |
![]()
პოსტი
#47
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა მაშინ ბერები რატომე დებენ უპოვრობის პირობას? იმიტომ რომ ბერის ,,პროფესია" ლოცვა და მარხვაა. ლოცვას და მარხვას კიდე მოგება არ ჭერდება დამატებითი ინვესტიცისს და საქმის გასაკეთებლად. აბსოლიტურად განსხვავებული სიტუაციაა... არ შეიძლება ბერის პრიორიტეტების ერისას შეადარო. სხვადასხვა სამყაროებია. შევეცდები მახინჯი მაგრამ მაინც პარალელი გავავლო: ბერი თავის საზღაურს მადლით იღებს და იღებს სამართლიანი მსაჯულისაგან. რაც შეეხება ადამიანებს ისინი არასოდეს გადაგიხდიან შენი შრომის საფასურს თუ შენ არ დააფასე. მადლობა შეიძლება გითხრან მაგრამ მათი ,,მადლობა" საკმაოდ იშვიათად არის ,,მადლით" გაჟღენთილი და ნაკლებად დაგეხმარება ბენზინი ჩაასხა მანქანაში ან კიდევ ერთი საინტერესო ნაკეტობა შექმნა. -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 03:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი