IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო...
marine
პოსტი Jan 26 2007, 01:10 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,228
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- მიუძღვენი ღმერთს გ უ ლ ი ლმობიერი და დამჯერი, გაუფრთხილდი ამ ხელოვანის მიერ ბოძებულ ხატებას შენში.

- განწმენდილ გ უ ლ ზ ე დაფუძნებული მშვიდობა დაუშრეტელი წყარო და ძალაა ადამიანის მიახლოებისათვის ღმერთთან და მოყვასთან, რის შედეგადაც თითოეული ჩვენგანის შინაგანი მშვიდობა საკაცობრიო მშვიდობად იქცევა.

- დღეს მაცხოვრის შობის დღეა. მაგრამ ვინ პოვებს მას, რომ თაყვანი სცეს და შეუვრდეს?
მხოლოდ წმიდანი გ უ ლ ი თ ა, რადგან მსგავსი მსგავსს შეიცნობს. წმიდა სახარება ბრძანებს: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გ უ ლ ი თ ა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ."
და სად იხილავენ მას?
-საკუთარ გ უ ლ შ ი.
ისევე როგორც სუფთა წყალში მკვეთრად აირეკლება ტყე, მზე, ცა, ასევე სუფთა გ უ ლ შ ი აისახება ღმერთი.
ასეთი გ უ ლ ი სულიერად ბეთლემის გამოქვაბულს ემსაგვსება. ასეთ გ უ ლ შ ი იშვება მაცხოვარი და არა მარტო იშვება, მუდმივად დაივანებს იქ.
ღმერთი არის შემქმნელი ჩვენი გ უ ლ ი ს ა. იგი განსწმენდს და განაახლებს მას, ოღონდ ხელი არ უნდა შევუშალოთ და ჩვენი ნება არ უნდა დავუპირისპიროთ მის მაცხოვნებელ და აღმადგინებელ ძალას. ეს კი გულისხმობს ღვთის მცნებების, ღვთის კანონების აღსრულებას.

- გ უ ლ ი ს სიბრძნე მცნებათა დაცვით მოიპოვება; მაგრამ უთავრესი მათ შორის არის შიში ღვთისა.

- ზოგიერთი ადამიანის გ უ ლ ი ისეა დაკნინებული, რომ არა თუ ღვთისთვის, თავისი ოჯახის წევრებისთვისაც კი არ არის მასში ადგილი. ასეთ პიროვნებას საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი უყვარს.
ზოგის გ უ ლ ი კი საოცრად დიდია; იქ დაუმკვიდრებია დიდსა და პატარას, კეთილსა და ბოროტს, წმინდანსა და ცოდვილს... ასე ხდება იმიტომ, რომ ამგვარი გ უ ლ ი ტაძარია ღმრთისა, უფალია მასში და ეს ხალხი იქ დავანებული ღვთის გარშემო იკრიბება. ასეთ გ უ ლ შ ი კეთილი უფრო კეთილი ხდება, ბოროტი და ცოდვილი კი სულიერად იწმიდება და მაღლდება.

- თუ შენს გ უ ლ შ ი ადგილი აღარ აქვს შურს, რისხვას, ამპარტავნებას, ვერცხლისმოყვარეობასა და სხვა მანკს სულისას და, როგორც ბრძენმა მსყიდველმა, შეიძინა რწმენა და სიყვარული, სიმშივდე, მორჩილება, ლოცვა, მარხვა და სხვა სიკეთენი, ჩათვალე შენი თავი ბედნიერად, რადგანაც შეგძლებია არა მარტო თავის შეცნობა, არამედ დაძლევაც მისი.

- გ უ ლ ი თ წმიდა ქრისტიანი მარილია სოფლისა, ხოლო ცოდვით დამძიმებული - ძალადაკარგული მარილი, რომელზეც მაცხოვარმა ბრძანა: "უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაითამე დაიმარილოს?" (მათე 5,13)

- ... მაგრამ ის, რაც შეუძლებელია კაცთაგან, ღვთის მეოხებით შესაძლებელი ხდება. "ნეტარია, ვინც მუდამ ცდილობს, სუფთა გ უ ლ ი განამზადოს მადლისათვის, რომ მოვიდეს იგი და შეეფრქვიოს კეთილ საქმეთა სურნელება და სულის სიწრფოება და დაივანოს მადლმა მასში უკუნისამდე" (წმ. მაკარი ეგვიპტელი 25, 316 გვ. 14). ასეთ ადამიანს არ დატოვებს უფალი.
დაითმინეთ ღვთისთვის და იგი მოგაგებთ დიდებულს. გაიხსენეთ თუნდაც სოლომონ ბრძენი, რომელმაც წრფელი გ უ ლ ი თ შესთხოვა შემოქმედს: "მიანიჭე შენს მორჩილს გამგები გ უ ლ ი, რათა განაგოს შენი ერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან."

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი
ილია II


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 07:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი