IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> თავფურცელზე წმ. მამის ფრაზა, ან ჩვენი უწმინდესის
თავფურცელზე წმ. მამის ფრაზა
მოგწონთ თუ არა იდეა, თავფურცელზე რომელიმე წმ. მამის, ან ჩვენი უწმინდესის ფრაზის, გამონათქვამის დამატებისა, რელიგიური ცოდნის მიღების მნიშვნელოვნებასთან დაკავშირებით?
დიახ [ 49 ] ** [96.08%]
არა [ 2 ] ** [3.92%]
მისაღებია თუ არა თქვენთვის ზემოაღნიშნულის ნაცვლად არასასულიერო მოღვაწის გამონათქვამის დამატება
დიახ [ 21 ] ** [41.18%]
არა [ 30 ] ** [58.82%]
სულ ხმები:: 102
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
ბადრი
პოსტი Mar 19 2010, 05:43 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



აბე
კარგია


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Mar 19 2010, 05:43 PM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



აბე

კაია.
მე მომწონს.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Mar 19 2010, 06:05 PM
პოსტი #43


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მე მგონია, რომ გადავყევით გარეგნულს, რას როგორ ვიტყვით, რას როგორ ვიცვამთ და ვიხურავთ.

მოჩვენებით ღვაწლში ვართ, რომელიც ჩვენ კმაყოფილებას გვანიჭებს და ჩვენს სულს ამპარტავნებით ამძიმებს.

ერთმანეთისთვის ერთი უსიამოვნო შენიშვნა არ გვიპატიებია და, ცხადია, არც ვაპატიებთ.
რა მნიშვნელობა აქვს, რა ეწერება თავფურცელზე, მართლმადიდებლური რომ აწერია, ეგეც საკმარისია ფორუმის დანიშნულების გადმოსაცემად.
გარეკანზე, სურათხატების და სათაურების კითხვით გართულებს ისედაც კარგად გვაქვს დავიწყებული ჭეშმარიტი.

არ უარვყოფ და არც ვეთანხმებმი, საერთოდ არ დააკომენტაროთ ჩემი პოსტი, მითუმეტეს გადაწყვეტილებაში არ იქონიოს გავლენა.

ასე ვფიქრობ ახლა და აქ ვარ გაჩერებული, შემდეგ საფეხურზე რომ გადავალ, გაგაგებინებთ biggrin.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Mar 19 2010, 06:22 PM
პოსტი #44


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(kato_Bato @ Mar 19 2010, 06:05 PM) *

მე მგონია, რომ გადავყევით გარეგნულს, რას როგორ ვიტყვით, რას როგორ ვიცვამთ და ვიხურავთ.

მოჩვენებით ღვაწლში ვართ, რომელიც ჩვენ კმაყოფილებას გვანიჭებს და ჩვენს სულს ამპარტავნებით ამძიმებს.

ერთმანეთისთვის ერთი უსიამოვნო შენიშვნა არ გვიპატიებია და, ცხადია, არც ვაპატიებთ.
რა მნიშვნელობა აქვს, რა ეწერება თავფურცელზე, მართლმადიდებლური რომ აწერია, ეგეც საკმარისია ფორუმის დანიშნულების გადმოსაცემად.
გარეკანზე, სურათხატების და სათაურების კითხვით გართულებს ისედაც კარგად გვაქვს დავიწყებული ჭეშმარიტი.

არ უარვყოფ და არც ვეთანხმებმი, საერთოდ არ დააკომენტაროთ ჩემი პოსტი, მითუმეტეს გადაწყვეტილებაში არ იქონიოს გავლენა.

ასე ვფიქრობ ახლა და აქ ვარ გაჩერებული, შემდეგ საფეხურზე რომ გადავალ, გაგაგებინებთ biggrin.gif


კი გვთხოვო არ დააკომენტაროთო, მაგრამ ვიცი არ გეწყინება tongue.gif kiss1.gif

მთლათ უსარგებლოც არ უნდა იყოს მგონი... ფორუმის დანიშნულების გამომხატველი მაინც ხომ იქნება - ხალხი, ვინც არ იცის (ან ჰგონია, რომ იცის, მაგრამ სინამდვილეში არ იცის), რომ ფორუმი არის კომუნიკაციის საშუალება, რითაც ადამიანმა რაიმე ინფორმაცია და მ.შ. ცოდნა უნდა მიიღოს/გასცეს, მაგის წაკითხვისას გაიგებს. მერე რას იზამს, ეგ უკვე მის გარდა არავისი საქმე არაა... შეგვიძლია კვლევაც ჩავატაროთ და გამოვკითხოთ ინტერნეტ მომხმარებლები, საინტერესოა რას გვიპასუხებენ კითხვაზე "თქვენი აზრით რა არის ფორუმი?". დარწმუნებული ვარ უდიდესი უმრავლესობა იტყვის, რომ გართობის, დროის მოკვლის, ჭორაობის, თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების საშუალებაა... ნუ შეიძლება ცოტას წამოსცდეს, რომ სიახლეების გაგების, ინფორმაციის გაცვლის საშუალებაა, მაგრამ მათში რამდენი იტყვის, რომ ცოდნის მიღების საშუალებაა?! ვეჭვობ ძალიან ცოტა... ძნელია სარგებელი ნახო ფორუმზე, ან სხვას მოუტანო სარგებელი, თუ არ იცი რატომ ხარ ფორუმზე, რა არის საერთოდ ფორუმი... ამიტომ მაგ ფრაზების განთავსების შედეგად, ვფიქრობ ადამიანებისათვის სწორად იქნება მესიჯი მიწოდებული იმის შესახებ, თუ რა არის ფორუმის ფასეულობები (მ.შ. ცოდნის მიღება)...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Mar 19 2010, 08:13 PM
პოსტი #45


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



იმედია არ გავაღიზიანებ არავის, და ჩემს აზრსაც დავაფიქსირებ

გარკვეულწილად აბეს ინიციატივასაც ვეთანხმები, მაგრამ ასევე ვიზიარებ კატოს შეხედულებასაც;

ვიღაცისთვის ყურწამოსაკრავი და თვალშესაყენებელი ნამდვილად იქნება, მაგრამ ძალიან ილუზიური მგონია რწმენა იმისა რომ ვიღაც ამით განათლდება
რომც დაგვამახსოვრდეს ყველა მათგანი, ასე მშრალ კონტექსტზე ჩაგდებული ფრაზა მაქსიმუმ რიტორულ გამოყენებაში ეწიოს წარმატებას...

მსგავსი ფრაზის არსებობას ვეთანხმები მხოლოდ იმ მოტივით რომ ის შეიძლება იქცეს ფორუმის სლოგანად, ერთგვარ სავიზიტო რეფრენად იქცეს აქაურობისთვის smile.gif

თუმცა კატო ჩემი აზრით მართალია როცა აქცენტს აკეთებს იმაზე რომ ეს მხოლოდ გარეგნულ ისერსახეზე მზრუნველობაა და განათლება და სერიოზული ძვრები აზროვნებასა თუ საქმის კეთებაში აქედან არ იწყება.

აბე რაც შეეხება შენ მიერ მოყვანილ წიტატებს, მე არ მომწონს, ოღონდ არა შინაარსის გამო არამედ ჟღერადობით თუ რაღაც ამდაგვარით...
ვთვლი რომ მსგავსი დატვირთვის ფრაზა უფრო ლაკონური და სხარტი უნდა იყოს smile.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Mar 19 2010, 08:24 PM
პოსტი #46


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



უეჭველია, ძლიერ გონივრად იქცევა ისა, ვინც მუდამ ჟამს კითხულობს საღმრთო წერილსა. იმის წამკითხავი ორნაირად არის სარგებლობაში, პირველად: შეისწავებს ღვთის ვედრებასა და რამდენსაც მომატებულად კითხულობს, იმდენად მკვიდრად დაინერგება იმის გულში სარწმუნოება ქრისტესი; და მეორედ: იქ შეხვდება მრავალ ნამდვილ ქართულ სიტყვასა, რომელნიც ამჟამად ბევრნი მათგანნი აღარ იხმარებიან საერო ლაპარაკში, და მაშინ, როდესაც საღმრთო წერილი გადმოუთარგმნიათ ქართულად ბერძნულიდგან, ხმარებაში ყოფილა. მხოლოდ იქიდგან გამოტანილი სიტყვა უნდა მოიხმარონ ისე, იმ კილოზე, როგორც ამჟამად ლაპარაკობს ხალხი.

წმდა ილია მართალი


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Mar 19 2010, 09:13 PM
პოსტი #47


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(ნონა @ Mar 19 2010, 08:13 PM) *

იმედია არ გავაღიზიანებ არავის, და ჩემს აზრსაც დავაფიქსირებ

გარკვეულწილად აბეს ინიციატივასაც ვეთანხმები, მაგრამ ასევე ვიზიარებ კატოს შეხედულებასაც;

ვიღაცისთვის ყურწამოსაკრავი და თვალშესაყენებელი ნამდვილად იქნება, მაგრამ ძალიან ილუზიური მგონია რწმენა იმისა რომ ვიღაც ამით განათლდება
რომც დაგვამახსოვრდეს ყველა მათგანი, ასე მშრალ კონტექსტზე ჩაგდებული ფრაზა მაქსიმუმ რიტორულ გამოყენებაში ეწიოს წარმატებას...

მსგავსი ფრაზის არსებობას ვეთანხმები მხოლოდ იმ მოტივით რომ ის შეიძლება იქცეს ფორუმის სლოგანად, ერთგვარ სავიზიტო რეფრენად იქცეს აქაურობისთვის smile.gif

თუმცა კატო ჩემი აზრით მართალია როცა აქცენტს აკეთებს იმაზე რომ ეს მხოლოდ გარეგნულ ისერსახეზე მზრუნველობაა და განათლება და სერიოზული ძვრები აზროვნებასა თუ საქმის კეთებაში აქედან არ იწყება.
მართალი ხარ. იმის ილუზია არც მე მაქვს, რომ ეს წარწერა "დაანგრევს" რაღაცას და გვეშველება რამე... biggrin.gif თუმცა ისეთი საშუალებაც, რომ მოვიფიქროთ, რაც ნამდვილად გამოგვასწორებს, გვექნება კი მისი გამოყენების უფლება?! ვერცერთი ადამიანის თავისუფლებაში ვერ შევიჭრებით და თუ რამეს მოვიფიქრებთ საკუთარ თავზე ჩვენ თვითონ უნდა გამოვცადოთ... ასე, რომ ფორუმზე მსგავსი იდეების განხორციელებამ "მოზგანა" biggrin.gif


ციტატა
აბე რაც შეეხება შენ მიერ მოყვანილ წიტატებს, მე არ მომწონს, ოღონდ არა შინაარსის გამო არამედ ჟღერადობით თუ რაღაც ამდაგვარით...
ვთვლი რომ მსგავსი დატვირთვის ფრაზა უფრო ლაკონური და სხარტი უნდა იყოს smile.gif
გეთანხმები, თუ უკეთესს ვიპოვით, ნამდვილად უკეთესი იქნება. smile.gif



--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.SaLoMe.
პოსტი Mar 20 2010, 08:41 PM
პოსტი #48


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 39
რეგისტრ.: 20-March 10
წევრი № 8,451



პირველ შეკითხვაზე კი მეორეზე არა


--------------------
"ვერ დაიმკვიდრებ ზეციურ სასუფეველს, თუ საკუთარი სურვილებისა და აზრების მბრძანებელი არ გახდები..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Mar 20 2010, 08:47 PM
პოსტი #49


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



რა გადაწყვიტეთ საბოლოოდ? და როდის იქნება ეგ?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Apr 7 2010, 04:29 PM
პოსტი #50


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ფრაზა 1:
"ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია... " /წმ. ილია მართალი/

ფრაზა 2:
"თუ შენ არ გესმის ღვთის სიტყვა, სამაგიეროდ ეშმაკებს ესმით რომ შენ კითხულობ მას და ძრწიან." /წმ. იოანე ოქროპირი/

ფრაზა 3:
?????

ხალხო არ დავივიწყოთ ეს თემა რა... იქნებ ერთი ფრაზაც მოვიძიოთ მორბენალი სტრიქონისთვის...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Apr 7 2010, 05:28 PM
პოსტი #51


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



ფრაზებს დავდებ და აირჩიეთ:
თუკი უფლისაგან ლოცვით რაიმეს ითხოვ, ის კი შენს შესმენას აყოვნებს, ნუ დაწუხრდები – ღმერთზე გონიერი როდი ხარ.
ისააკ ასური

ნუ შეწყვეტ ლოცვას, ოდეს მაცდურმა უგრძნობელობა გულისა გამთხვიოს. სულით მშრალი, თუ ლოცვას განაგრძობ, ცრემლით მლოცველზე მაღლა დადგები.
იღუმენი არსენი

თუკი სხვებთან ერთად ცხოვრობთ, მაშინ ემსახურეთ მათ ისე, როგორც თავად ღმერთს, და ნუ მოითხოვთ სიყვარულისთვის სიყვარულს, თავმდაბლობისთვის – შექებას, სამსახურისთვის – მადლიერებას.
ს.ა. ნილუსი


ლოცვა სულის სუნთქვაა.
წმ. იოანე კრონშტადტელი

კართა მიღმა რჩება და არ შეიწყნარება ის ლოცვები, უსიყვარულოდ რომ აღევლინება უფლისადმი. რამეთუ მხოლოდ სიყვარული განუღებს კარს ლოცვებს.
წმ. ეფრემ ასური

ვინც მოყვასს წრფელი სიყვარულით ემსახურება, მისთვის დაღლაც კი დასვენებაა, ხოლო ვისაც მხოლოდ თავისი თავი უყვარს და ზარმაცია, უსაქმურობაც კი ღლის.
სქიმ-მონაზონი პაისი მთაწმინდელი

ნუ იტყვი: „ხვალ“, იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის ვინც ცოდვათა შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალინდელი დღის დადგომას არ დაპირებია.
წმ. გრიგოლ დიოლოღოსი

ვინც თავს იმართლებს, იგი საკუთარ თავს სინანულისაგან განაშორებს.
აბბა ისაია

სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.
წმ. ეფრემ ასური

მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან.
წმ. სერაფიმე საროველი

უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.

ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს, როგორც წყლის დალევის სურვილი არ სპობს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს, ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს.
დეკანოზი აბრაამ ნეკრასოვი

ნებით არ მივეცეთ ცდუნებას, არამედ მადლობით მოვითმინოთ ის, რაც უფლის დაშვებით მოგვევლინება.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

მორჩილება ცეცხლივით სწვავს ვნებებს.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

მორჩილება ესაა ადამიანური განსჯის გვერდზე გადადება მაშინაც კი როცა განსჯის დიდი ნიჭი გაქვს.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)
წმ. იოანე ოქროპირი

ვინც გვკიცხავს, ის გვჩუქნის, ხოლო ვინც გვაქებს, ის გვპარავს.
ოპტელი ბერი ამბორსი

სადაც წმიდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცთუნებას.
წმ. იოანე ოქროპირი

სინდისი ჩვენში დაუდუმებელი მამხილებელია, რომელსაც ვერც მოატყუებ და ვერც აცდუნებ.
წმინდა იოანე ოქროპირი

ვინც გვკიცხავს, ის გვჩუქნის, ხოლო ვინც გვაქებს, ის გვპარავს.
ოპტელი ბერი ამბორსი

სადაც წმიდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცთუნებას.
წმ. იოანე ოქროპირი

სინდისი ჩვენში დაუდუმებელი მამხილებელია, რომელსაც ვერც მოატყუებ და ვერც აცდუნებ.
წმინდა იოანე ოქროპირი

* უტიფარია ადამიანი, ვინც თავის ცოდვებს ვერ ხედავს და თავი მოაქვს. ყოველი ამაყი და ამპარტავანი გულითა, საძაგელი არს უფლის წინაშე.

* მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი.

* თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ იცავ, სული იღუპება. სარწმუნოების გამო თუ მოგკლეს, პირდაპირ შედიხარ სასუფეველში.

* სარწმუნოებასთან ერთად სიმტკიცე თუ არ გაქვს არაფრად ვარგიხარ

* ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე.

* თვალი გულის სარკეა, თუ სულს არ უნდა ცუდისაკენ არ გაიხედავს.

* სიმართლის თქმის უფლება ცოდვილსაც აქვს. ცოდვილმა რომ მისი ცოდვების გამო სიმართლე დამალოს და არ თქვას, მის ცოდვებს ესეც დაემატება და კიდევ უფრო მეტად დაისჯება.

* საჭმელზე მეტად ადამიანების სიყვარული უნდა გშიოდეს და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული უნდა გწყუროდეს.

* ღმერთის წინაშე ყოველი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა, არ არსებობს ცოდვა სინანულს რომ აღემატებოდეს.

* რასაც კეთილი საქმისათვის გასცემ, ღმერთი ასწილ მოგიზღავს !

* როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე??

* ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, მისი სახით ქრისტე შეგიძულებია და სასუფევლისაგან შორსა ხარ..

* სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შესძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს.

* ნუ ზრუნავთ ხორცისათვის, იზრუნეთ სულისათვის, სული გადაირჩინეთ. ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას

* თუ შენ ლოცულობ და ამ დროს მოგადგა ვინმე გაჭირვებული და გთხოვა დახმარება, შენ რომ არ მიეხმარო და უთხრა: ვლოცულობ, დავამთავრებ და მერე მოგხედავო, აი, ასეთი ლოცვა ღმერთს არ სჭირდება, ასეთ ლოცვაზეა ნათქვამი, ლოცვა ცოდვად შეერაცხაო.


* ღვთის სახელის ხსენება უმიზეზოდ არ შეიძლება, ხშირად რომ ახსენებ მესამე მცნება ირღვევა.

* ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს . სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.

მამა გაბრიელი (ურგებაძე)


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Apr 12 2010, 12:14 AM
პოსტი #52


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



lamara

სამწუხაროდ განათლების მიღების საჭიროებაზე არაა არცერთი... sad.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 12 2010, 03:42 AM
პოსტი #53


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სამწუხაროდ განათლების მიღების საჭიროებაზე არაა არცერთი...

აქ ორი გზაა აბე;
ან საერთოდ უნდა დაივიწყო ეს "განათლებაზე" მოთხოვნა და უბრალოდ მამათა გამონათქვამები გავუშვათ
ან მიუხედავად (ჩემთვის სრულიად გაუგებარი) გამოკითხვის შედეგებისა, დავუშვათ არასასულიერო, ბრძენ პირთა გამონათქვამები ზოგადად წმ. წერილის შესწავლის სარგებლიანობის შესახებ.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 12 2010, 04:36 AM
პოსტი #54


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



აჰა, ესეც იყოს:
ოქროპირი:
მისთვის არ გვებოძა წმიდა წერილი, რომ იგი მხოლოდ წიგნად ვიქონიოთ, არამედ რათა აღვიბეჭდოთ გულთა შინა
****
ცხადია, რომ სულიერი საკითხავები განგვწმენდს და ჩვენსკენ სული წმიდის მადლს მოიზიდავს.
****
წმიდა წერილის კითხვა ღმერთთან საუბარია.
****
თუნდაც მთელი ქვეყნიერების უბედურებებმა მოიცვას სული, მოიხვეჭს რა ძალას წმიდა წერილის კითხვით, იგი ადვილად იგერიებს ვნებათა არმურს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Apr 12 2010, 03:40 PM
პოსტი #55


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



KAIROS
ციტატა
დავუშვათ არასასულიერო, ბრძენ პირთა გამონათქვამები

მე ამ გზას ვემხრობი.

წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებიდან პირველის დაწერას რატომღაც არ ვემხრობი, რადგანაც შეიძლება იმ ადამიანების "დასინდისება" გამოიწვიოს, რომლებსაც გადატვირთული გრაფიკის გამო არ შეუძლიათ იკითხონ წმიდა წერილი და ეკლესიაში სიარულსაც გაჭირვებით ახერხებენ თვეში ერთხელ. დანარჩენი სამიდან, ჩემი აზრით, ყველა შეიძლება.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Apr 12 2010, 09:06 PM
პოსტი #56


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



კი


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 13 2010, 06:00 PM
პოსტი #57


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ოქროპირის სიტყვებიდან პირველის დაწერას რატომღაც არ ვემხრობი

ოქროპირს არ უთხრა, ეწყინება biggrin.gif
ჰო, მოკლედ ნახე, როგორც იქნება, ბევრიც არ უნდა იყოს და თვეში ერთხელ მაინც უნდა ახლდებოდეს smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი May 4 2010, 09:04 PM
პოსტი #58


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



მამა პაისი მთაწმინდელი განათლების შესახებ. http://www.orthodoxy.ge/tserilebi/paisi/1-3-1.htm იქნებ აქედან აგვეღო რამე?


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+ვახტანგი+
პოსტი May 4 2010, 10:04 PM
პოსტი #59


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721



მამათა გამონათქვემები სხვადასხვა თემაზე: http://www.orthodoxy.ge/mamebi.htm



მგონი სინანულზეც კარგი იქნება.
http://www.orthodoxy.ge/mamebi/sinanuli.htm

ეს დაკოპირებული
ციტატა
„სიკვდილის წინ შევინანებ“ – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.
ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი.
თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ.
საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.
წმ. ტიხონ ზადონელი

ნუ იტყვი: „ხვალ“, იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის ვინც ცოდვათა შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალინდელი დღის დადგომას არ დაპირებია.
წმ. გრიგოლ დიოლოღოსი

ბედნიერია ის, ვინც სიბერეში მაინც მოასწრებს სინანულის ცრემლის ჩამოგდებას სიყრმის გატაცებების გამო.
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ვინც თავს იმართლებს, იგი საკუთარ თავს სინანულისაგან განაშორებს.
აბბა ისაია

სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.
წმ. ეფრემ ასური

ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.
წმ. ეფრემ ასური

ქრისტეს მთელი ეკლესია არის ეკლესია მონანულთა. იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის.
წმ. ეფრემ ასური

ჩვენმა სინანულმა უნდა შეაღწიოს ჩვენი სულის სიღრმეში, შეძრას და სრულებით შეცვალოს იგი – აზრებით, გრძნობებითა და მისწრაფებებით.

როგორ ვისწავლოთ სულისათვის სასარგებლო გლოვა? – ვისაც თვალწინ ახლობელი მიცვალებული ჰყავს, მას განა დასჭირდება ტირილის სწავლა? შენს წინ ცოდვებით მომკვდარი შენი სული ასვენია, იგი შენთვის მთელს ქვეყანაზე ძვირფასია. ნუთუ არ იტირებ მისთვის?

საკუთარი არარაობის შეცნობა - ამაზე უნდა ვიფიქროთ არა თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ, არამედ ყოვლდღიურად, ყოველწუთიერად, სანამ სინანულის გრძნობა არ შეერწყმება ჩვენს არსებას, არ გაგვიჯდება ძვალსა და რბილში, არ გახდება ჩვენი სულის განუყოფელი ნაწილი; და როდესაც შევიძენთ ამ უხრწნელ საგანძურს, სიცოცხლის ბოლომდე თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ მას.
სქემიღუმენი საბა

რამდენს ვიტირებთ და ვინანებთ იმის გამო, რომ ამქვეყნად არ ვტიროდით და არ ვინანიებდით.
აბბა სტრატილატე

ხედვა თვისთა ცოდვათა და მისგან შობილი სინანული არის საქმე, რომელსაც მიწაზე დასასრული არა აქვს. ცოდვის ხედვით იბადება განმწმედი სინანული; თანდათანობით განწმედილი გონების თვალი იწყებს ადამიანის არსების ისეთი ნაკლოვანებებისა და დაზიანების ხედვას, რომელსაც ადრე თავისი დაბინდული გონებით სრულებით ვერ ამჩნევდა.
ღმერთო! მოგვანიჭე ხედვა თვისთა ცოდვათა, რათა ჩვენმა გონებამ ვეღარ დაინახოს ახლობელთა შეცოდებანი. მოგვანიჭე სინანულის უდიდესი ნიჭი, წინამორბედი და მშობელი საკუთარი ცოდვის ხედვის უნარისა, დაგვიცავი ამ მადლით შენსკენ მომავალ გზაზე და მოგვეც უნარი, მოგეახლოთ შენ...
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

დიდმა წინასწარმეტყველმა და უფლის წინამორბედმა იოანე ნათლისმცემელმა თავისი მოღვაწეობა სინანულისაკენ მოწოდებით დაიწყო. იგი ხალხს სინანულისაკენ მოუწოდებდა, რადგან სადაც სინანულია, იქ ღვთისაგან შენდობა, მისი წყალობა და მადლია. სინანულის ჟამს რაღაც მისტიური პროცესი ხდება, რომელიც სულიერად გვწმენდს. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალით ვერ განვწმენდთ, ესეც უფლის მადლითა და შემწეობით ხდება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ვგრძნობთ, რომ ცოდვილნი ვართ და საკუთარ ცოდვებს განვიცდით. ამიტომ ვევედრებით სულიწმიდას: „მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა“.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

სინანული რომ არ არსებობდეს, არც ცხონება იქნებოდა.
აბბა ისაია

ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა, იგი კეთილ გზას ადგას და შეუძლია, ცოდვათა მიტევების იმედი ჰქონდეს.
ნეტარი ავგუსტინე

ვიყოთ ნინეველნი და არა სოდომელნი, ვუმკურნალოთ ცოდვას, რათა ცოდვით არ აღვესრულოთ.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

არ არსებობს მიუტევებელი ცოდვები, გარდა მოუნანიებელი ცოდვებისა.
წმიდა ისააკ ასური

ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება.
წმიდა ტიხონ ზადონელი

უფალს ისე არ განარისხებს ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები, როგორც ის, რომ არ გვსურს შევიცვალოთ.
წმიდა იოანე ოქროპირი

ნუ გადადებ გამოსწორებას ხვალინდელი დღისათვის, რამეთუ ის შენთვის უცნობია. ყოველთვის ცნობილია სიკვდილი, რომელიც მუდამ თავს დაგტრიალებს და უსათუოდ მოვა, იქნებ ახლაც, ამავე წამს.
წმიდა ეფრემ ასური

გაფრთხილდი, რათა მაშინღა არ გაგახსენდეს სინანული, როცა სასოწარკვეთილებისთვისღა გექნება დარჩენილი დროცა და ადგილიც!
წმიდა ისიდორე პელუსიელი

ზოგჯერ, როცა ტაძარში ვდგავარ, სულს ღვთის ახლომყოფობის შეგრძნება ეუფლება. მაშინ მე ხატების კი არა, თვით წმინდანთა გარემოცვაში ვექცევი, მსახურებაზე ჩამოსულთ რომ აუვსიათ ტაძარი და ყოველი მხრიდან გამომცდელად შემომცქერიან. რისთვის ავარიდო მათ მზერას თვალი, ან ბნელ კუთხეში რისთვის მივიმალო, როცა ღვთის რჩეულნი სახეში კი არა, ჩემს გულში იყურებიან? გული კი სად დაიმალება? და ვდგავარ ასე უმწეო და უღირსი მათი ყოვლისმხედველი მზერის წინაშე.
ჩემი ბოროტი აზრები, დამფრთხალნი წმინდანთა გამოხედვით, სადღაც იმალებიან და ჩემს ტანჯვას თავს ანებებენ. გული, ალმოდებული საკუთარი ბიწიერების შეგრძნებით, შემუსვრილია წუხილით, თავით ფეხებამდე შევიგრძნობ საკუთარ უღირსებასა და ცოდვილობას.
მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე

რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე სიტყვები, რომელთაც გუშინ ვერც კი ვამჩნევდი, დღეს თავიანთი სიღრმითა და სიბრძნით მაოცებენ, ისე რომ, მიჩნდება სურვილი, ზეპირად დავისწავლო და მთელი ცხოვრება სულში ვატარო? ამის მიზეზი ჩემი გულის არამდგრადობაა. გუშინ ის გაყინული იყო და, ამდენად, მხოლოდ მოხდენილობა და სიმკაცრე აღაფრთოვანებდა, დღეს კი ის დნობაშეპარულ თოვლს ჰგავს და სინათლესა და სითბოს შეჰხარის. მაინც, რა ხდება ჩემი გულის სიღრმეში, სადაც ვერც ჩემი მზერა, ვერც ჩემი გონება ვერ წვდება? იქ, ისევე, როგორც კამარაზე ამობრწყინდება და ჩაესვენება მზე, ყოველდღიურად იბადება და კვდება სინანული.
მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე

შევედ საკუთარ (თავში) გულში, მოიკრიბე მაცხოვნებელი გულის სიტყვანი და მით ეცადე განფიცხებული გულის დამსხვრევას... მოიგონე მოწყალება ღვთისა და დაირცხვინე... მოიგონე მართლმსაჯულება მისი და შეძრწუნდი... ნუ გადაიჩეხები სასოწარკვეთილების უფსკრულში... ნუ გაურბიხარ ღმერთს: რამეთუ სად გაექცევი მას? უფალი, რომელიც მზადაა დაგსაჯოს, მიგითითებს თავშესაფარზე - სინანულზე... ხსნის ერთი კარი ჰქონდა წარღვნას - კარი კიდობნისა, ერთი კარი აქვს ცოდვათაგან წარღვნასაც, - სინანულის კარი... შეხედე - ყველამ გაიარა ეს კარი: მონანულმა ავაზაკმა, ზაქემ, მეძავმა დედაკაცმა, ქრისტეს უარმყოფელმა პეტრემ, ქრისტეანეთა მდევნელმა პავლემ... მივედ შენც და დადექ მეზვერესთან, მხმობელი ხმითა მისითა: ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას!

სინანული ის მომენტია, როცა განახლებული ძალით და ხელახლა უნდა დავფიქრდეთ ცხოვრებასა და საკუთარ თავზე. ცხოვრებაზე - როგორი ჩაიფიქრა ის უფალმა ჩვენთვის, და საკუთარ თავზე - როგორი ცხოვრება შევქმენით ჩვენ. სინანული სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ერთგვარად შევაფასოთ განსხვავება უფლის მიერ ჩაფიქრებულსა და ჩვენს მიერ განხორციელებულს შორის; ჩვენთვის მოცემულსა და ჩვენს მიერ გამოყენებულს შორის, შესრულებულსა და შეუსრულებელს შორის.
ეს უნდა გაკეთდეს, და - არა ერთხელ. ხშირად ჩვენ ამ დავალებას სიკვდილის ბოლო საათისათვის, ბოლო ავადმყოფობის დროისათვის ვიტოვებთ ხოლმე, იმ მომენტისათვის, როცა მოულოდნელად აღმოვაჩენთ, რომ უკურნებელი სენი გვჭირს ან სიკვდილის საშიშროება გვემუქრება. და მაშინ შიშის, სიკვდილის საფრთხის წინაშე სერიოზულნი ვხდებით საკუთარი თავის, ადამიანების, ღვთის მიმართ, ვწყვეტთ თამაშს ცხოვრებაში.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი


--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jun 26 2010, 12:00 AM
პოსტი #60


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ამ იდეამ კრახი განიცადა?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th July 2025 - 03:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი