![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
lamara |
![]()
პოსტი
#61
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 ![]() |
იქებ აქედან აირჩიოთ რამე?
![]() მამა პაისი მთაწმინდელი ბუნებრივი ცოდნა სულიერი ცოდნის მოხვეჭას უწყობს ხელს. თუმცა, თუ ბუნებრივ ცოდნას ვერ გასცდა, ადამიანი ბუნებას ვერ გასცდება და ზეცაში ვერ ავა. განათლებული ადამიანი შეიძლება, ღვთისმოსავი არ იყოს, მაგრამ, რადგანაც ადვილად შეუძლია საგნებსა და მოვლენებში გაერკვეს, იგი მცირეოდენი სიმდაბლისა და მცირეოდენი ღვაწლის საშუალებითაც მიაღწევს წარმატებას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას. წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) შეგონებანი ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია... ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, - ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს... რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის... ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა. ღმერთა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას - ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, - იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ - შენია, რაც არა - დაკარგულია“. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ. უეჭველია, ძლიერ გონივრად იქცევა ისა, ვინც მუდამ ჟამს კითხულობს საღმრთო წერილსა. იმის წამკითხავი ორნაირად არის სარგებლობაში, პირველად: შეისწავებს ღვთის ვედრებასა და რამდენსაც მომატებულად კითხულობს, იმდენად მკვიდრად დაინერგება იმის გულში სარწმუნოება ქრისტესი; და მეორედ: იქ შეხვდება მრავალ ნამდვილ ქართულ სიტყვასა, რომელნიც ამჟამად ბევრნი მათგანნი აღარ იხმარებიან საერო ლაპარაკში, და მაშინ, როდესაც საღმრთო წერილი გადმოუთარგმნიათ ქართულად ბერძნულიდგან, ხმარებაში ყოფილა. მხოლოდ იქიდგან გამოტანილი სიტყვა უნდა მოიხმარონ ისე, იმ კილოზე, როგორც ამჟამად ლაპარაკობს ხალხი. წმიდა ტიხონ ზადონელი ვერავის ისე მოხერხებულად ვერ აცდუნებს ეშმაკი, როგორც - უქმადმყოფსა და ზარმაცს. ვინც უსაქმურად ცხოვრობს, ის განუწყვეტლივ სცოდავს. ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი): ამქვეყნად ადამიანის საქმიანობის, მათ შორის, სწავლა-განათლების შეძენის მიზანი არის მიახლება ზნეობრივი წარმატების იმ იდეალთან, რომელიც მაცხოვრის სიტყვებითაა გამოხატული: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს“ (მათ. 5,48). სწავლა-განათლებასაც და სიცოცხლესაც უფალი გვანიჭებს, ამიტომ მხოლოდ ღვთის სიტყვის შესწავლის საფუძველზეა შესაძლებელი მოზარდი თაობის აღზრდა-განათლების სწორი წარმართვა. „სიტყვა „განათლების“ ძირი და არსი ნათელში მდგომარეობს. ეს არის სწორედ ის ნათელი უფლისა, რომელიც ღვთისგან ენიჭება ადამიანს და აძლევს შესაძლებლობას, დაინახოს ირგვლივ მყოფი სამყარო და მასში მიმდინარე მოვლენების ჭეშმარიტი არსი“. -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
ikanosi |
![]()
პოსტი
#62
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
აქაურობა მთლად დაივიწყეთ?
ასეთი ვართ ქართველები, საქმის ბოლომდე მიყვანა გვეზარება ![]() -------------------- ფარით ან ფარზე
|
shavlegi |
![]()
პოსტი
#63
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 117 რეგისტრ.: 7-July 09 წევრი № 7,229 ![]() |
პირადად მე მამა პაისის ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ის ყველა თემასა და პრობლებას ეხება.
|
გუდაგუდა |
![]() ![]()
პოსტი
#64
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 155 რეგისტრ.: 15-October 10 წევრი № 9,642 ![]() |
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს? განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?.." - მამა თეოდორე გიგნაძე
მე ყველაზე ძალიან ეს სიტყვები მომწონს ![]() -------------------- WwW.sarwmunoeba.Ucoz.Ru
---------------------------------------- "გულგრილად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებას, და სულელს ნუღარ ეკამათები!" ---------------------------------------- "ერთმანეთს სიყვარულში უნდა შევეჯიბროთ" -ილია მეორე |
anriko777 |
![]()
პოსტი
#65
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 18-December 10 წევრი № 10,117 ![]() |
გამაგებინეტ მამაო არ შემოდის ააქ?2 დგეა პასუხს ველოდები და არ მწერს
|
afxazi |
![]()
პოსტი
#66
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
anriko777
ციტატა გამაგებინეტ მამაო არ შემოდის ააქ?2 დგეა პასუხს ველოდები და არ მწერს სამწუხაროდ ჯერჯერობით მოძღვრის ფორუმზე ყოფნას ვერ აქვს პერიოდული ხასიათი. თუ რამეში დაგეხმარებით შეგიძლია შესაბამის განყოფილებაში გახსნა თემა და ფორუმელებს შეეძლებათ რჩევის მოცემა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
-Orthodoxy- |
![]()
პოსტი
#67
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 13-May 11 წევრი № 11,038 ![]() |
,,ეძიებდით სიკვდილს ქრისტესთვის“.
წმ.ვახტან გორგასალი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 01:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი