IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

20 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > »   
Reply to this topicStart new topic
> მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება?
marine
პოსტი Feb 16 2016, 11:02 PM
პოსტი #141


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,837
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ უფალს დავუტევებთ ყველა საზრუნავს, ის, როგორც სახიერი მეუფე, ყველაფერს ისე მიხედავს და ისე მოაწყობს, ჩვენ ვერც კი ვიოცნებებდით".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალაჰუ-აქბარ
პოსტი Feb 16 2016, 11:27 PM
პოსტი #142


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 1-February 16
წევრი № 14,329



შეუძლია წმინდა და ნეტარ სამების პირველ იპოსტასს დამწუხრება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 17 2016, 03:30 AM
პოსტი #143


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



„ღმერთი სახიერია, უვნებო და უცვალებელი. თუ ზოგიერთს სრულ ჭეშმარიტებად მიაჩნია ის, რომ ღმერთი უცვალებელია, მაგრამ უკვირს, მაშინ რატომ ხარობს იგი კეთილი ადამიანების გამო, ბოროტებს კი ზურგს აქცევს, ცოდვილებს ურისხდება, მაგრამ როცა ინანიებენ, იწყნარებს, უნდა განვუმარტოთ, რომ ღმერთი არც ხარობს და არც მრისხანებს, რადგან სიხარული და მრისხანება ვნებებია. უაზრობაა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ადამიანთა საქმეების გამო ან კარგად გრძნობს თავს, ან ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ზიანს არავის აყენებს და მარად უცვალებელია.
ჩვენ კი, როცა სახიერნი ვართ, ღმერთს ვეზიარებით მასთან მსგავსების გამო, მაგრამ როცა ვბოროტდებით, ვშორდებით მას იმიტომ, რომ განვსხვავდებით მისგან. როცა კეთილმსახურად ვცხოვრობთ, ღვთისანი ვართ, მაგრამ როცა სიავეს ჩავდივართ, უარყოფილნი ვართ მისგან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთი მრისხანებს ჩვენზე, არამედ იმას, რომ ჩვენი ცოდვები არ აძლევენ მას ჩვენში გაბრწყინების საშუალებას, მტანჯველ დემონებთან კი გვაკავშირებენ. თუ შემდეგ ლოცვა-ვედრებითა და კეთილი საქმეებით ცოდვათა შენდობა მოვიპოვეთ, იმას კი ნუ დავასკვნით, ღმერთს გული მოვულბეთ ან შევცვალეთო. უბრალოდ, ამგვარი მოქმედებით და ღვთისაკენ მიქცევით ვკურნავთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ისევ გვეძლევა იმის უნარი, რომ ვიგემოთ ღვთის სახიერება“. /წმინდა ანტონი დიდი/

„როცა ღმერთთან მიმართებაში გესმის სიტყვები: „მძვინვარება“, „მრისხანება“, მათ მიღმა ნურაფერ ადამიანურს ნუ იგულისხმებ. ეს შემწყნარებლური სიტყვებია. ღმერთს არაფერი მსგავსი არ ახასიათებს, მაგრამ ასე იმიტომ ითქმის, რომ საუბრის საგანი უფრო უხეში ადამიანების შემეცნებამდე იქნეს დაყვანილი“. /წმინდა იოანე ოქროპირი/

„იმ აზრს, რომ მკრეხელობაა ღვთის არსება რომელიმე ვნებისკენ - სიამოვნებისკენ, გულმოწყალებისკენ ან მრისხანებისკენ მიდრეკილად ჩავთვალოთ, ღვთაებრივი ჭეშმარიტების შემეცნებაში ნაკლებწარმატებულნიც ვერ უარყოფენ. მართალია, ნათქვამია: "შევიწყალებ, ვინც შესაწყალებელია, და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია" (გამოსვლათა 33,19), მაგრამ, ვფიქრობ, ყოველ ამგვარ გამონათქვამში ღვთის სიტყვა ცხადად გვასწავლის, რომ ღვთის განგებულება ჩვენი თვისებების მეშვეობით იწყნარებს ჩვენს უძლურებას, რათა ცოდვისაკენ მიდრეკილებმა სასჯელის შიშით თავი შეიკავონ ბოროტებისაგან, ცოდვით დაცემულებს კი სწამდეთ ღვთის გულმოწყალებისა და სინანულის მეშვეობით მასთან მიბრუნების იმედი არ დაკარგონ“. /წმიდა გრიგოლ ნოსელი/

"ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. [იაკ. 1:13-14]



--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალაჰუ-აქბარ
პოსტი Feb 17 2016, 04:00 AM
პოსტი #144


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 1-February 16
წევრი № 14,329



ალექსანდრე

შეუძლია თუ არა დამწუხრება წმინდა სამებას? მარტივათ მიპასუხე კოპი პეისტების გარეშე ხო შეიძლება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2016, 12:04 PM
პოსტი #145


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,837
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ალაჰუ-აქბარ

ერთი შეკითხვა მაქვს, მუსულმანი ხარ?


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 17 2016, 05:05 PM
პოსტი #146


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ალაჰუ-აქბარ

არ მაქვს იმდენი დრო რომ აქ კამათს შევუდგე, დასვი კითხვა? - გიპასუხე. არ დაგაკმაყოფილა პასუხმა? - მაშინ განავრცე.


პ.ს. მარტივა(თ) კიარა მარტივად


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2016, 07:03 PM
პოსტი #147


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,837
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ალექსანდრე @ Feb 17 2016, 04:30 AM) *

„ღმერთი სახიერია, უვნებო და უცვალებელი. თუ ზოგიერთს სრულ ჭეშმარიტებად მიაჩნია ის, რომ ღმერთი უცვალებელია, მაგრამ უკვირს, მაშინ რატომ ხარობს იგი კეთილი ადამიანების გამო, ბოროტებს კი ზურგს აქცევს, ცოდვილებს ურისხდება, მაგრამ როცა ინანიებენ, იწყნარებს, უნდა განვუმარტოთ, რომ ღმერთი არც ხარობს და არც მრისხანებს, რადგან სიხარული და მრისხანება ვნებებია. უაზრობაა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ადამიანთა საქმეების გამო ან კარგად გრძნობს თავს, ან ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ზიანს არავის აყენებს და მარად უცვალებელია.
ჩვენ კი, როცა სახიერნი ვართ, ღმერთს ვეზიარებით მასთან მსგავსების გამო, მაგრამ როცა ვბოროტდებით, ვშორდებით მას იმიტომ, რომ განვსხვავდებით მისგან. როცა კეთილმსახურად ვცხოვრობთ, ღვთისანი ვართ, მაგრამ როცა სიავეს ჩავდივართ, უარყოფილნი ვართ მისგან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთი მრისხანებს ჩვენზე, არამედ იმას, რომ ჩვენი ცოდვები არ აძლევენ მას ჩვენში გაბრწყინების საშუალებას, მტანჯველ დემონებთან კი გვაკავშირებენ. თუ შემდეგ ლოცვა-ვედრებითა და კეთილი საქმეებით ცოდვათა შენდობა მოვიპოვეთ, იმას კი ნუ დავასკვნით, ღმერთს გული მოვულბეთ ან შევცვალეთო. უბრალოდ, ამგვარი მოქმედებით და ღვთისაკენ მიქცევით ვკურნავთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ისევ გვეძლევა იმის უნარი, რომ ვიგემოთ ღვთის სახიერება“. /წმინდა ანტონი დიდი/

„როცა ღმერთთან მიმართებაში გესმის სიტყვები: „მძვინვარება“, „მრისხანება“, მათ მიღმა ნურაფერ ადამიანურს ნუ იგულისხმებ. ეს შემწყნარებლური სიტყვებია. ღმერთს არაფერი მსგავსი არ ახასიათებს, მაგრამ ასე იმიტომ ითქმის, რომ საუბრის საგანი უფრო უხეში ადამიანების შემეცნებამდე იქნეს დაყვანილი“. /წმინდა იოანე ოქროპირი/

„იმ აზრს, რომ მკრეხელობაა ღვთის არსება რომელიმე ვნებისკენ - სიამოვნებისკენ, გულმოწყალებისკენ ან მრისხანებისკენ მიდრეკილად ჩავთვალოთ, ღვთაებრივი ჭეშმარიტების შემეცნებაში ნაკლებწარმატებულნიც ვერ უარყოფენ. მართალია, ნათქვამია: "შევიწყალებ, ვინც შესაწყალებელია, და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია" (გამოსვლათა 33,19), მაგრამ, ვფიქრობ, ყოველ ამგვარ გამონათქვამში ღვთის სიტყვა ცხადად გვასწავლის, რომ ღვთის განგებულება ჩვენი თვისებების მეშვეობით იწყნარებს ჩვენს უძლურებას, რათა ცოდვისაკენ მიდრეკილებმა სასჯელის შიშით თავი შეიკავონ ბოროტებისაგან, ცოდვით დაცემულებს კი სწამდეთ ღვთის გულმოწყალებისა და სინანულის მეშვეობით მასთან მიბრუნების იმედი არ დაკარგონ“. /წმიდა გრიგოლ ნოსელი/

"ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. [იაკ. 1:13-14]


აბსოლუტურად ამომწურავი პასუხია, მადლობა ალექსანდრე a025.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Feb 17 2016, 11:57 PM
პოსტი #148


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(ალაჰუ-აქბარ @ Feb 17 2016, 12:27 AM) *

შეუძლია წმინდა და ნეტარ სამების პირველ იპოსტასს დამწუხრება?

როგორ არ შეუძლია , ის ხომ პიროვნებაა , მასაც აქვს გრძნობები. და ინანა ღმერთმა რომ შექმნა ადამიანი და დამწუხრდა თავის გულში , მაგრამ ერთი კაცის ნოეს მართალი გული არ ასვენებდა უფალს ! ანუ იმდენად კაცთმოყვარეა უფალი რომ ვერ მოისვენა ერთი მართლის გამო გესმის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 18 2016, 04:38 PM
პოსტი #149


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



esre ars cheshmariteba
ციტატა
როგორ არ შეუძლია , ის ხომ პიროვნებაა , მასაც აქვს გრძნობები. და ინანა ღმერთმა რომ შექმნა ადამიანი და დამწუხრდა თავის გულში , მაგრამ ერთი კაცის ნოეს მართალი გული არ ასვენებდა უფალს ! ანუ იმდენად კაცთმოყვარეა უფალი რომ ვერ მოისვენა ერთი მართლის გამო გესმის?


ამის პასუხია
1
ციტატა
ინანიებენ, იწყნარებს, უნდა განვუმარტოთ, რომ ღმერთი არც ხარობს და არც მრისხანებს, რადგან სიხარული და მრისხანება ვნებებია.

2
ციტატა
ღმერთს არაფერი მსგავსი არ ახასიათებს, მაგრამ ასე იმიტომ ითქმის, რომ საუბრის საგანი უფრო უხეში ადამიანების შემეცნებამდე იქნეს დაყვანილი“



--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Feb 18 2016, 09:18 PM
პოსტი #150


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



G_saxva

ღმერთი და ადამიანი არ არის ისე დაცილებული ერთურთისგან როგორც შენ გამოგყავს და ფიქრობ . ადამიანი არის ღვთის ხატი რაც იმას ნიშნავს რომ ზუსტად ისეთი გრძნობები და განცდები აქვს ღმერთს , რაც ადამიანს ; ზუსტად იგივე სიყვარულს ავლენს ღმერთი როგორც ადამიანი , ზუსტად ისევე ავლენს ნების თავისუფლებას ადამიანი , როგორც ღმერთი .

სხვაობა მხოლოდ გამოვლინების ხარისხშია და უფრო მეტადრე ახლა , როცა ადამიანი ცოდვით დაეცა და დაკარგა ღვთის დიდება .

ღმერთი ახლა აქ არის ჩემთან და განიცდის იმას , თუ რამდენად სწორს და მართალს ვწერ ახლა ამ პოსტში და ღმერთი ყველგანაა და ყველას ტკივილს განიცდის .

ნუ განაშორებ უფალს ადამიანისგან რადგან უფალს სურს რომ ადამიანთან იყოს და უყვარდეს ის! მეც მინდა უფალთან , მაგრამ ცოდვილი ვარ sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2016, 12:06 PM
პოსტი #151


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,837
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვუწოდებთ რა ღმერთს მამას, ამით ვადასტურებთ ჩვენს სიყვარულსაც ღვთის მიმართ".

/წმ. ნეტარი ავგუსტინე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალაჰუ-აქბარ
პოსტი Feb 19 2016, 06:29 PM
პოსტი #152


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 1-February 16
წევრი № 14,329



ციტატა(ალექსანდრე @ Feb 17 2016, 03:30 AM) *

„ღმერთი სახიერია, უვნებო და უცვალებელი. თუ ზოგიერთს სრულ ჭეშმარიტებად მიაჩნია ის, რომ ღმერთი უცვალებელია, მაგრამ უკვირს, მაშინ რატომ ხარობს იგი კეთილი ადამიანების გამო, ბოროტებს კი ზურგს აქცევს, ცოდვილებს ურისხდება, მაგრამ როცა ინანიებენ, იწყნარებს, უნდა განვუმარტოთ, რომ ღმერთი არც ხარობს და არც მრისხანებს, რადგან სიხარული და მრისხანება ვნებებია. უაზრობაა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ადამიანთა საქმეების გამო ან კარგად გრძნობს თავს, ან ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ზიანს არავის აყენებს და მარად უცვალებელია. “. /წმინდა ანტონი დიდი/

ალექსანდრე

ბევრი ვიფიქრე ამ ყველაფერზე. ჯერ მადლობა რო მოიძიე პასუხები და გადმოწერე. აქვე იმასაც ვიტყვი რო კამათობებისთვის არ მიკითხია რაც ვიკითხე დამაინტერესდა უბრალოთ. ისლამში სხვანაირად მასწავლეს ეს ყველაფერი.

გკითხავ კიდე ერთსაც. განრისხება ცოდვა არიი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Feb 21 2016, 03:30 PM
პოსტი #153


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



განრისხება არაა ცოდვა. პავლე მოციქული ბრძანებს_ განრისხდით , ოღონდ ნუ შესცოდავთ , მზე ნუ ჩაესვენება თქვენს რისხვაზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალაჰუ-აქბარ
პოსტი Feb 22 2016, 04:28 AM
პოსტი #154


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 1-February 16
წევრი № 14,329



ალექსანდრე

რატო ვერ მპასუხობ კითხვებზე?

გეკითხები:

განრისხება ცოდვა არიი?
ამიხსენი რატო ითვლება მართმადიდებლობაში განრისხება ცოდვათ?
რატო თვლის ეკლესის სიხარულსა და რისხვას ვნებად?


კიდე გიმეორეფ რო კამათისთვის არ გეკითხები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 22 2016, 01:16 PM
პოსტი #155


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



esre ars cheshmariteba
ჯერ ამბობ
ციტატა
რაც იმას ნიშნავს რომ ზუსტად ისეთი გრძნობები და განცდები აქვს ღმერთს

მერე კი
ციტატა
სხვაობა მხოლოდ გამოვლინების ხარისხშია

ეს ერთიმერორეს გამორიცხავს.
ადამაიანს ღმერთთან მიახლოებული სიყვარული აქვს მაგრამ არა ზუსტად ისეთივე. ასევე ღმერთს არ აქვს გრძნობები როგორიცაა შიში სასაოწარკვეთა და ა.შ ასე და ამგვარად ნუ შეადარებ ღვთიურ ბუნებას ადამიანურისას.

ალაჰუ-აქბარ
ციტატა
განრისხება ცოდვა არიი?

რადგან მრისხანება სხვა ცოდვის სათავე ხდება ამის მაგალითად კაენი და აბელი გამოდგება. როდესაც კაენი განრისხდა და აბელი მოკლა. თავად მრისანების სათავე კი ამპარტავნებაა. მრისხხანება ერთ ერთ მომაკვდინებე ცოდვათაგანია.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალაჰუ-აქბარ
პოსტი Feb 22 2016, 07:33 PM
პოსტი #156


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 1-February 16
წევრი № 14,329



G_saxva

ხედავ რო ალექსანდრე ვერ მპასუხოფს. შენ მაინც მიპასუხე თუ შენი რწმენა ბრმად არ გაქვს მიღებული:

არის თუ არა განრისხება ცოდვა?
ამიხსენი რატო ითვლება მართმადიდებლობაში განრისხება ცოდვათ?
რატო თვლის ეკლესია სიხარულსა და რისხვას ვნებად?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 22 2016, 08:44 PM
პოსტი #157


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,837
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



არსებობს საღვთო მრისხანებაც, რომელიც ცოდვად არ ითვლება.


http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/cod...riskhaneba.html

დღე ისე არ დაასრულოთ, რომ სხვაზე განრისხებული იყოთ
"უფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღე ესე, მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმინდასა ნებასა შენსა, ყოვლითურთ მიწინამძღვრე და შემეწიე მე თითოეულსა ჟამსა დღისასა, რაიცა რა ამბავი მესმას დღესა ამას, მასწავე მიღებად მისა სულითა სიმშვიდისათა და რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმინდითა ქმნილ არს. შენ ექმენ მარადის წინამძღვარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცების საქმისა მოწევნისასა. ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. მასწავე მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხოვრება ჩემთანა ყოვლისა სახლობისათა, არა წყენებად, არცა აღშფოთებად ვინმესა. უფალო, მომეც მე ძალა, რათა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისა და ყოვლისა შემთხვევისა განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვა, სასოება, რწმენა, მოთმინება და მიტევება. ამინ".

ასე ლოცულობდნენ წმინდა მამები ყოველ დილით და ღმერთს სიმშვიდის მოპოვებას სთხოვდნენ. სიმშვიდე სწორედ ის სათნოებაა, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად აკლია თანამედროვე საზოგადოებას. მრისხანების სული მძლავრად შემოიჭრა ჩვენში და ვერც კი ვამჩნევთ, ისე იმონებს მთელ კაცობრიობას. ამ თითქოსდა "უწყინარ" ცოდვას ისეთი მძიმე შედეგები მოსდევს, რომელთა აღმოფხვრასაც უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.

როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე? როგორ მოვიქცეთ მრისხანების შემოტევისას? რა ვქნათ, როცა ჩვენ გვირისხდებიან? გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი სხირტლაძე.

- მრისხანებისას ადამიანი არანორმალურ, უჩვეულო მდგომარეობაში ვარდება, სუსტდება, ეკარგება სულიერი ძალები. ამ დროს იღებს არასწორ, ცოდვილ და მრუდე გადაწყვეტილებებს, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვება. მაგრამ თუ ამ ვნებას არ აჰყვება, შეძლებს გადალახოს იმ ენერგიით, რომელიც ღვთის მადლის სახით უხვად გადმოედინება მორწმუნეზე.

- მაშ, მრისხანება ადამიანის სულიერი დაცემის შედეგია და სამყაროში პირველი ცოდვის შემოსვლას მოჰყვა?

- რასაკვირველია, ადამისა და ევას შეცოდებაში მარტო ნაყოფის ჭამა არ იგულისხმება. იქ იყო მთელი კასკადი ცოდვებისა, რომელთა შორის შეიძლება მრისხანებაც დავინახოთ. ადამიანში დაცემამდე ბოროტება არ იყო, მაგრამ დაცემის შემდეგ მასში გამოჩნდა ბოროტი ძალები. ადამიანს, ბუნებრივია, ჰქონდა საშუალება, თავისი თავისუფალი ნება წაღმა გამოეყენებინა, მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ დაეცა მთელი მისი არსება. მასში ცოდვა შევიდა სმენით, გემოვნებით, ხედვით. მთელი მისი ბუნება მოიცვა ცოდვამ. მას აუმხედრდა სამოთხის ბაღი, რომელიც მიბარებული ჰქონდა, ცხოველები და მცენარეები, რომელთაც სახელს არქმევდა, სტიქიები, რომლებიც ემორჩილებოდა, გარემო, სადაც მბრძანებელი იყო. ბუნება გახდა აგრესიული. ეს აგრესია შემოვიდა ადამიანშიც. დაიწყო ცხოველების ხოცვა და ჭამა.Aის გახდა მისაწვდომი უარყოფითი ძალებისთვის. მასში იმძლავრა საკუთარი თავის და სხვათა განადურების ინსტინქტებმა. ამ აგრესიამ წარმოშვა ათასგვარი უარყოფითი გრძნობა, მათ შორის მრისხანება. სწორედ მრისხანების სულის შემოსვლის მიზეზი იყო ის, რომ კაენმა მოკლა აბელი. ადამიანში დაისადგურა უკეთურებამ, მრისხანების ცოდვამ. იგი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე ძნელად დასაძლევი ვნებაა.

- რომელი ცოდვიდან წარმოიშობა მრისხანება?

- მრისხანება, ისევე როგორც ყველა სხვა ცოდვა, პირველ რიგში ამპარტავნებიდან, ეგოცენტრიზმიდან მოდის. როცა ადამიანი მიხვდება, რომ ქვეყნიერება ისე არ არის მოწყობილი, როგორც ეგონა, სამყარო მის გარშემო არ ბრუნავს, ყველაფერი მის კეთილდღეობას არ ემსახურება, მისი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ჭეშმარიტებისაგან, ამ დროს ხდება კონფლიქტი, ჩნდება უფსკრული რეალობასა და ილუზიას, სასურველსა და სინამდვილეს შორის. და ადამიანი უპირისპირდება სამყაროს, ცდილობს მის შეცვლა-გარდაქმნას, მაგრამ ვერ ერევა, რაც იწვევს მასში მრისხანებას. ის უბრაზდება არა საკუთარ თავსა და წარმოდგენებს (რაც რეალურად ყოველივეს მიზეზია), არამედ სამყაროს, გარშემომყოფთ.

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მრისხანების წარმოშობისა არის განკითხვაც. მაგრამ განკითხვა არაა მარტო მიზეზი ამ ვნებისა, არამედ შედეგიცაა - ერთდროულად არის სათავეც და ნაყოფიც. განკითხვა არის სარეველა, ავთვისებიანი უჯრედი ადამიანის სულისა, რომელიც მრავლდება და მოიცავს სხეულსა და სულს. ამას თან ერთვის ათასგვარი ფსიქოლოგიური ზრახვა ცრუ გამარჯვებისა ადამიანზე, არაჯანსაღი ჯიბრი. აქედან იბადება შური. განკითხვის მიზეზი შეიძლება ადამიანის არასწორი საქციელი იყოს, მაგრამ ეს ცოდვა (თან დართული შურით და სხვა ვნებებით) ისე აზიანებს ადამიანს, რომ აძულებს მოყვასს, აკარგვინებს რეალობის შეგრძნებას. კაცს, რომელსაც ადამიანი სძულს, ის უკვე განწირული ჰყავს მოსაკლავად. განმკითხველი, მრისხანე სწორედ სულიერი მკვლელია. ასე რომ, განკითხვა, მრისხანების გარდა, ბადებს უამრავ ვნებას, აგრესიას. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამას ადამიანი ვერ ხვდება და თავს იღუპავს.

არასდროს ისე შეშლილი და გამრუდებული არ ყოფილა საზოგადოება, როგორც დღეს. ამის მიზეზი სწორედ საყოველთაო განკითხვა და აგრესიაა. ტელევიზორიდან დაწყებული, ოჯახური შეკრებებით დამთავრებული, ადამიანთა ყველანაირი ურთიერთობა განკითხვით მთავრდება. ეს, ბუნებრივად, ბადებს მრისხანებას.

- ალბათ ბილწსიტყვაობაც, რომელმაც ასე იმძლავრა, სწორედ მრისხანების შედეგია.

- ბილწსიტყვაობაც, განკითხვის მსგავსად, არის როგორც მიზეზი, ისე შედეგი მრისხანებისა. უკულტურობის, გაუნათლებლობისას, რომელსაც ვაწყდებით საზოგადოებაში, ძნელია, ილაპარაკო ჯანსაღ სიტყვისგებაზე. უინტელექტო გარემოში ადამიანები მხოლოდ ცხოველური ინსტინქტებით ცხოვრობენ. ერთადერთი ადგილი, სადაც კულტურული სიტყვისგება და ქცევა არსებობს, მართლმადიდებლური რელიგიაა. ეკლესია თავისას აკეთებს და ამის გამო ეს უარყოფითი ემოცია ბოლომდე არ შთაგვნთქავს. სამწუხაროდ, დღეს სულიერი აღზრდა, როგორც სკოლაში, ისე ოჯახში, ჭირს. საზოგადოება თავად არის არაჯანსაღი და ბუნებრივია, ის ვერ შეძლებს ჯანსაღი მშობლობა, მასწავლებლობა გაუწიოს მომავალ თაობებს. ამიტომ აუცილებლად უნდა მოხდეს თვითაღზრდაც. ბილწსიტყვაობა ნათლად ასახავს საზოგადოების გადაგვარებას. მინდა აღვნიშნო, რომ სხეულია სულიერი გამრუდების გამოვლინება. როცა ადამიანის სხეული სულიერი გაგებით დაზიანებულია, ე.ი. უპირველესად მისი სული დაზიანდა და მერეღა პოვა ასახვა მის სხეულში. როცა სულში განკითხვის ვნება მძვინვარებს, როცა სხვას მცირე სამსჯავროს ვუწყობთ, სული იბზარება, ნაპრალებში შედის სხვადასხვა სახის ცოდვა, ადამიანი გარეგნულადაც ხდება აგრესიული, მძვინვარეა შინ და გარეთ, საკუთარი თავის მიმართ. დღეს აგრესიის, ბილწსიტყვაობის და სხვა ათასგვარი ძალადობის მომძლავრება უწინარესად სწორედ სულიერი დაცემისა და გადაგვარების ბრალია. და რადგანაც მიზეზი სულშია, გამოსწორებაც სულიდან უნდა დავიწყოთ. სულის უპირველესი წამალი კი უფლის მადლია.

- განრისხება ხშირად უწევთ მშობლებს. რაზე უნდა გავუბრაზდეთ და რაზე არა შვილებს?

- ამის რეცეპტი არ არსებობს. მცნება გვასწავლის, რომ პატივი ვცეთ მშობლებს, რათა დღეგრძელნი ვიყოთ. შვილი ვალდებულია, უყვარდეს და ემორჩილებოდეს დედ-მამას. მაგრამ მშობელმაც არ უნდა გააბრაზოს შვილი. არ შეიძლება შვილს ურისხდებოდე, ასწავლიდე, თავად კი პირველი დამრღვევი იყო. ბავშვი ამას ხედავს და უჩნდება წინააღმდეგობის გრძნობა. მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა მხოლოდ ცალმხრივი არ უნდა იყოს. მშობელი უნდა ეცადოს, მაგალითი გახდეს შვილისთვის და მოიქცეს ისე, რომ ბავშვს თავად მოუნდეს მისი პატივისცემა. იდეალური ოჯახი კარგია, მაგრამ რეალურად იშვიათად თუ შეხვდებით. როცა ხედავ, შვილი გეღუპება, უნდა განურისხდე, რათა გონს მოეგოს. როცა ხედავ, შენი შვილი ცრუ ფასეულობებით ცხოვრობს და ბნელ ოთახში შავ საგანს ეძებს, უნდა უთხრა, რომ ვერ იპოვის. და თუ თბილი საუბრით ეს არ გამოდის, ცხადია, უნდა განურისხდე. მაგრამ გულში სწორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. მრისხანება შვილის გადასარჩენად უნდა გამოვიყენოთ (დავით გურამიშვილი: "ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი"...). სულიერი პედაგოგიკაა საჭირო. დღეს კი, როცა მშობლები არაეკლესიურად, არაქრისტიანული ფასეულობებით ცხოვრობენ, ვერც შთამომავლობას ზრდიან სათანადოდ. ამიტომაც უპირველესად თავი უნდა გამოისწორონ.

- მაგრამ რელიგიურ ოჯახებშიც მრავალი პრობლემა იჩენს თავს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ზოგჯერ სიმკაცრეს, აკრძალვას უარყოფითი შედეგი მოაქვს და ბავშვს უფრო უღვივებს ინტერესს "აკრძალული ხილისადმი", ზოგ შემთხვევაში კი სითბო უფრო ათამამებს. როგორ მივხვდეთ, როგორი მოქცევა სჯობს?

- თუ მშობლები სულიერად ცხოვრობენ, ეს ბავშვებზეც აისახება და უმეტესად სასურველ ნაყოფს გამოიღებს. მაგრამ ცხადია, პრობლემები აქაც არსებობს. ბავშვი რაიმეს თუ დააშავებს, ჯობს, თავიდან სიყვარულით, თბილად მივცეთ შენიშვნა. სადაც ეკლესია უყვართ, სადაც იციან სულიერი ცხოვრება, კაცთმოყვარება, ლმობიერება უფრო მეტია და აგრესია იშვიათად ვლინდება. ეკლესიურმა მშობლებმა კარგად იციან, როგორ მოიქცნენ. სულიერი ინტუიცია, განათლება, მოვლენათა სწორად აღქმის უნარი, სწორი ანალიზი, ჯანსაღი დამოკიდებულება საგნებისადმი ადვილად აგვარებს ამ პრობლემებს.

- ზოგჯერ სიმკაცრეს იჩენს მოძღვარიც. რამდენად აქვს მას უფლება, განურისხდეს სულიერ შვილს და როგორ უნდა აღიქვას ეს მრევლმა?

- მოძღვარი ვალდებულია, ადამიანს ხან მოეფეროს, ხან განურისხდეს კიდეც. მას აქვს ზეციდან მინიჭებული ამის უფლება. მოძღვარი სულ უნდა ფხიზლობდეს იმ სამწყსოზე, რომელიც მას ჩააბარა ღვთის განგებამ, რადგან კაცთა მოდგმის მტერი მუდამ ცდილობს, როგორმე გამოსტაცოს მწყემსს ცხოვარი და სამუდამოდ დაღუპოს იგი. მღვდლის მიზანი მრევლის გადარჩენაა, ამის გამო ის ზოგჯერ უნდა განურისხდეს კიდეც მრევლს. მაგრამ, რა თქმა უნდა, მოძღვრის განრისხება არ უნდა სცილდებოდეს საეკლესიო ეტიკეტს. მოძღვარმა სულიერი შვილი მონად არ უნდა მიიჩნიოს. მორწმუნემაც უნდა გამოიჩინოს გონიერება და მორჩილება. თუ ჩააბარა სული საცხოვნებლად, უნდა დაემორჩილოს კიდეც მას. მათ შორის უნდა არსებობდეს ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულება. სულიერ შვილს უნდა ახსოვდეს, რომ მღვდელი მის საცხოვნებლად არის დადგენილი. მღვდელმაც მაქსიმალურად უნდა გაიაზროს ამ ადამიანის თავისებურება, მოუსმინოს და ამ სულიერი დიალოგის საშუალებით უწინამძღვროს. დიალოგი მოძღვარსა და მრევლს შორის უნდა იყოს ცოცხალი. მღვდელს უნდა შეეძლოს ადამიანის მოსმენა. ფარისევლებს ქრისტე საყვედურობდა, სხვას დაადებთ უმძიმეს ტვირთს, თავად კი იოტისოდენის ტვირთვაც კი არ შეგიძლიათო. ამიტომ მღვდელი, პირველ რიგში, თავად უნდა იყოს მაგალითი, საკუთარი თავის ყველაზე დიდი განმსჯელი და მერე უნდა სჯიდეს და ურისხდებოდეს მრევლს. მოძღვარმა აუცილებლად უნდა გაუგოს ადამიანებს. ზოგიერთი მეტად რთული ბუნების, მძიმე ხასიათისაა, ზოგიც ენერგოვამპირია, მაგრამ ის უნდა შევისწავლოთ, მოვუსმინოთ. მოვუსმინოთ მის ლოცვას, რა სურს, რას ფიქრობს, რატომ წვალობს, რა ადარდებს, რა ახარებს და ა.შ. ეს მეტად რთულია, მაგრამ უამისოდ შეუძლებელია მღვდლობა. ეს არის მოძღვრის ჯვარი, მისი უპირველესი მოვალეობა. მოძღვარს აუცილებლად უნდა უყვარდეს თავისი მრევლი, რათა გადაარჩინოს და ამით გადაირჩინოს საკუთარი თავიც. სიყვარული კი შეუძლებელია მაშინ, თუ არ ეცოდინება, ვინ არის ის.

- კიდევ როდის არის დასაშვები მრისხანება?

- როცა ადამიანი განსაკუთრებით აღგვაშფოთებს უზრდელობით, გაუგონარი ამპარტავნებით, სხვათა უფლებების შელახვითა და უგულებელყოფით, ძალადობით, მრისხანებით, სხვათა დამონებით, სხვაზე ბატონობის სურვილით. ეს დამოკიდებულებაAმხილებითა და ზოგჯერ მრისხანებით უნდა გამოვასწოროთ. ასეთ დროს რისხვის გამოხატვა შესაძლებელია გარკვეული თვითკონტროლით. ჩვენს საქციელს ცოდვილის სწორ გზაზე დაყენების სურვილი უნდა ამოძრავებდეს - ამიტომაა წმინდა მრისხანება, საღვთო რისხვა მისაღები და ზოგჯერ საჭიროც. სიყვარულით უნდა ვამხილოთ ადამიანი, საჭირო დროს უნდა განვურისხდეთ კიდეც, მაგრამ არ უნდა მივეცეთ ცოდვას. ჩვენში სიძულვილმა არ უნდა დაისადგუროს.

- სახარებაში არის აღწერილი შემთხვევა, როცა უფალი მეტად განრისხდა და ტაძრიდან ვაჭრები გამოყარა. რა უნდა ვისწავლოთ უფლის ამ საქციელით?

- ეს არის სწორედ ის საღვთო რისხვა, რომელზეც ვსაუბრობდით. პირადი მტრები უნდა გვიყვარდეს, ერის მტრებს ვებრძოდეთ, ხოლო ეკლესიის მტრები უნდა გვძულდეს. ოღონდ უნდა გვძულდეს არა გაბოროტებით, არა მათი განადგურების სურვილით. უნდა ვებრძოდეთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათი გვეშინია ან გვძულს, არამედ ისევ და ისევ მათთვის. როცა შენს რწმენას შეურაცხყოფენ, გილახავენ ყველაზე მნიშვნელოვანს, არ შეიძლება გაჩუმდე და არ დაიცვა ის. ამის მაგალითი მოგვცა ქრისტემ. ნახეთ, როცა უფალს დევნიდნენ, აფურთხებდნენ, ტანჯავდნენ, ცილს სწამებდნენ, ის არაფერს ამბობდა, მაგრამ როცა ეკლესია შეურაცხყვეს, ისე განრისხდა, რომ ხალხი ტაძრიდან გამოყარა. გახსოვთ ალბათ, წმინდა ნიკოლოზმა არიოზს უფლის შეურაცხყოფისთვის სილა რომ გააწნა. წმინდანთა ცხოვრებაში ბევრი მაგალითია სარწმუნოების ამგვარად დაცვისა. არ შეიძლება ქრისტიანობა ძალით იქნეს გავრცელებული. არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ რელიგია ვინმეს ძალით მიეტანოს ადამიანებამდე და მას კეთილი ნაყოფი გამოეღოს. თავდასხმა დაუშვებელია, მაგრამ როცა თავად გესხმიან თავს, თავდაცვა არათუ დაშვებული, არამედ აუცილებელია. სხვამ ვინ უნდა დაიცვას ჩვენი რელიგია, ჩვენი სჯული, თუ არა ჩვენ? წმინდა ნიკოლოზის შემთხვევა ამის ნათელი დასტურია.

ასევე იყო წმინდა გიორგიც, რომელიც დაუპირისპირდა მთელ წარმართულ სამყაროს. დაუკვირდით, დაუპირისპირდა, მაგრამ სიძულვილით კი არ მოეპყრო მათ, არამედ თავი დადო და ეწამა. როცა მას პირადად შეურაცხყოფდნენ, გაწირა საკუთარი სხეული, მაგრამ სადაც საქმე ქრისტეს ეხებოდა, ის იყო ხმალამოღებული დამცველი.

გვახსოვდეს ისიც, რომ წმინდა ნიკოლოზმა პირადი ინტერესების დასაცავად ან ბოღმის ამოსაღებად კი არ გაარტყა არიოზს, არამედ იმისთვის, რომ დაეცვა თავისი სჯული, თავისი რელიგია და თავად ეს ადამიანი. რადგან უყვარდა არიოზი, ამიტომაც მოექცა მრისხანედ - ამით მისი გონს მოგება სურდა. ანუ საფუძველი აქაც სიყვარული იყო, რადგან ქრისტიანობა არის სიყვარულის რელიგია. ყველაფერი ქრისტიანმა სიყვარულის პრინციპიდან გამომდინარე უნდა აკეთოს. ისევ სიყვარულია ძალა, რომელიც გვაძლევს თუნდაც წინააღმდეგობის გაწევის უნარს. უფალი ამბობს, დაიმდაბლე თავიო, მაგრამ თავმდაბლობა სულმდაბლობას არ ნიშნავს, სიგლახაკე სულითა სხვა არის და უთავმოყვარეობა - სხვა. ქრისტიანობის საფუძვლები, მოძღვრის რჩევით, ჯანმრთელად უნდა იქნეს გაგებული.

სხვათა შორის, ამ წინააღმდეგობამ, თავდაცვამ, წმინდანთა, მოწამეთა მიერ დაღვრილმა სისხლმა, მათმა ბრძოლამ მოგვიტანა ქრისტიანობა აქამდე და ვალდებული ვართ, ასევე დავუტოვოთ ის ჩვენ შვილებს.

- როგორ ვძლიოთ მრისხანების ვნებას?

- დილის ლოცვები, თუ მათ გულდასმით ვიტყვით, თავიდანვე გვიცავს უარყოფითი ემოციისაგან. შინიდან გამოსვლისას ერთი დიდი შენდობის გრძნობით უნდა შევიარაღდეთ. როგორც მოციქული წერს, დავიფაროთ ჩაფხუტი სასოებისა, ავიღოთ ხმალი ლოცვისა, ფარი სარწმუნოებისა, ჩავიცვათ ქალამნები მშვიდობისა და ასე გამოვიდეთ სახლიდან. გავემზადოთ, რათა არა შევძრწუნდეთ. როცა ადამიანი ასეთი განწყობით გამოდის, ალბათობა იმისა, რომ რაღაც მიზეზით განრისხდება და შემდეგ მთელი დღე ამაზე ფიქრით ჩაუშხამდება, ნაკლებია.Mმრისხანება შემოვა და ადვილადვე გავა. ადამიანი უფრო დაცული იქნება. ღვთისადმი ვედრება, თხოვნაა საჭირო, რომ გაგვათავისუფლოს ამ ცოდვისგან. სიკვდილის ხსოვნა არის სათნოება, რომელიც საუკეთესოდ დაგვიცავს, გვაიძულებს ცოდვაზე უარის თქმას.

- თუ მაინც განვრისხდით მოყვასზე, ჯობს ვუთხრათ თუ გავჩუმდეთ? ზოგჯერ ადამიანი ჩუმდება და ბოღმას გულში იდებს, ამას კი საბოლოოდ უფრო მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე.

- თუკი ვფიქრობთ, რომ გაგვიგებს და მხილება უფრო დიდ აგრესიას არ გამოიწვევს, ჯობს ვუთხრათ. გარკვეული დოზით, ჭურჭლისაებრ მისისა მივცეთ გაფრთხილება, რჩევა, ოღონდ სიყვარულით, ამის გარეშე არაფერი გამოვა. ადამიანი არ უნდა საუბრობდეს "მაღალი გადმოსახედიდან", რომ თავად ყველაფრის დამცველია, სხვები კი ამას არ აკეთებენ. მრისხანება ქვენა გრძნობებით არ უნდა იმართებოდეს და არ უნდა იყოს მიმართული სხვათა ცუდის ხარჯზე საკუთარი კარგის წარმოჩენისაკენ. სხვისი წაგების ხარჯზე მოგების, ქულების დაწერისკენ. შენ ადამიანს კი არ უნდა ეომო, არამედ მასში ჩაბუდებულ ცოდვას, თუმცაღა ზოგჯერ ცოდვა ისე დაიპყრობს ადამიანის არსებას, რომ მისი და ცოდვის გამიჯვნა ერთმანეთისგან ჭირს ხოლმე. ამიტომ უნდა მოვიქცეთ დიდი სიფრთხილით. ადამიანმა შეიძლება ვერ გაიგოს ჩვენი შენიშვნა, ჩვენი მოწოდება და ისევ და ისევ ჩვენს საპირისპიროდ შემობრუნდეს ყველაფერი. როცა ვამხელთ ადამიანს, უნდა გავითვალისწინოთ მისი ბუნება, შესაძლებლობა მიიღოს შენიშვნა და ისე ვიმოქმედოთ. ყველას ერთნაირად ვერ მივუდგებით, ერთი საზომით ვერ გავზომავთ. ისე მოვიქცეთ, რომ არც ჩვენ დავზიანდეთ და არც ის დავაზიანოთ. უფალი ამბობს, ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტსო. ჩვენ კი ვაძლევთ ადამიანს წამალს, მაგრამ შეიძლება ვერ გაიგოს, ვერ მიხვდეს, ჩვენც დაგვაზიანოს და თავიც დაიზიანოს. ამიტომაც დიდი სიბრძნეა საჭირო. უჭკუოდ გაკეთებული სიკეთე შეიძლება ბოროტებად გარდაიქმნას და ეშმაკმა ჩვენსავე საპირისპიროდ გამოიყენოს.

დღე ისე არ დაასრულოთ, რომ სხვაზე განრისხებული იყოთო, გვასწავლიან მამები. მრისხანება მეორე დღემდე არ უნდა გაჰყვეს ადამიანს. ეს ვნება მალევე უნდა მოვიშოროთ. გვახსოვდეს, რომ არ ვიცით, როდის აღმოვჩნდებით უფლის წინაშე. და რა პასუხს გავცემთ მას, თუ მოყვასზე განრისხებული წარვუდგებით? აკი გვითხრა, - სწორედ ერთმანეთის სიყვარულმა უნდა გამოგარჩიოთ სხვებისგანო. თუ ადამიანს მუდამ თან აქვს სიკვდილის ხსოვნა, ის ადვილად შეძლებს მრისხანების დაძლევას.

- როგორ მოვიქცეთ, როცა გვირისხდებიან?

- ამას ქრისტიანულად უნდა მივუდგეთ. ჯერ გავიგოთ, თუ რას გვეუბნება ეს ადამიანი, რატომ მრისხანებს, ეგებ ამის მიზეზი აქვს. აგრესიას აგრესიით არ უნდა ვუპასუხოთ. შეიძლება კულტურულად ვუპასუხოთ კიდეც, ავუხსნათ მდგომარეობა. მის მიმართ გულში ბოღმა არ უნდა ჩავიდოთ - ეს არ იქნება სწორი.

- ზოგჯერ ასეც ხდება: მორწმუნე მარხვაში ზედმეტად მოინდომებს მოღვაწეობას, მარტო პურსა და წყალს იხმევს. ამისთვის კი სულიერი ძალები არ ჰყოფნის და მერე ისე განრისხდება, რომ "ადამიანების ჭამას" იწყებს...

- მართალი ბრძანდებით. ეს იმიტომ ხდება, რომ არასწორად მართული ასკეზა ადამიანს არასწორ მდგომარეობაში აგდებს, უმრუდებს რეალობისადმი სწორ დამოკიდებულებას და მისი სურვილები, წარმოდგენები, ძალები რეალობას უპირისპირდებიან. ადამიანი ფიქრობს, ჯვარი ავიღეო. სინამდვილეში ეს ჯვარი კი არ არა, მისი გადაგვარებაა, რომელიც არათუ აცხოვნებს, დაღუპავს, გაანადგურებს. ის თავმდაბლობით ქრისტეს კი არ შედგომია, არამედ ზურგზე მძიმე ლოდი მოიკიდა და სურს, თავის თავზე დაყრდნობით, თავისი ძალებით მოიპოვოს გამარჯვება, ზიდოს ეს სიმძიმე. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ენდობა და თავის თავს სასოებს, ცდილობს, ამგვარად გაიტანოს მარხვა, ცრუ მოღვაწეობით განვლოს ის, აკეთოს იმაზე გაცილებით მეტი, რაც მის სულიერ ძალებს შეესაბამება, ჭამოს მარტო პური ან მდუმარებაში იყოს, თვითგვემას ეწიოს, მხოლოდ 1 საათი იძინოს, უზომო ლოცვითი კანონი დაიდოს და ა.შ., ამის შედეგად ადრე თუ გვიან ხიბლში ჩავარდება. ამიტომაც ყველანაირი სულიერი საქმე მოძღვართან უნდა შევათანხმოთ. მან უკეთ იცის, რა შეესაბამება ჩვენს სულიერებას.

- ცოდვილ ადამიანებზე ღვთის რისხვა მოიწევა ხოლმე. რას გვასწავლის უფალი თავისი რისხვით?

- ლოცვებში ნათქვამია, ღვთის რისხვას წინ წყალობა უძღვისო. ანუ ღმერთი მანამ, სანამ განრისხდება, წყალობს ადამიანს და სურს, ასე მოიყვანოს გონს. რადგან "არა ნებავს ცოდვილისა წარწყმედა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი". ცდილობს, დაუყვავოს, ღვთაებრივ სწავლებას დაუმორჩილოს. მაგრამ როცა ადამიანი წყალობას არ იღებს ყურად, ღმერთი მასზე რისხვას უშვებს. ოღონდ ეს რისხვაც წყალობის გამოვლინებაა. ისიც იმიტომ არის დაშვებული, რომ ადამიანი გამოფხიზლდეს და სამუდამოდ არ დაიღუპოს. ის მწარე წამალივითაა, რომელიც ავადმყოფის გამოჯანმრთელებას ემსახურება, ის იარაღია, რომლითაც ადამიანის არსება სწორი კალაპოტისკენ მიემართება. ასეთი სახით გამოვლენილი ღვთაებრივი სწავლება და სიყვარული აღიქმება როგორც მტკივნეული, აუტანელი და მძიმე. ეს შეიძლება მართლაც ასეა, მაგრამ გვახსოვდეს, რომ უფალს ამგვარად სურს სამუდამო სატანჯველს აგვარიდოს. დროზე მოვეგოთ გონს და სანამ დრო გვაქვს, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება.

მინდა დაგლოცოთ. ღმერთმა მოგცეთ სიმშვიდე, ეს უდიდესი სათნოება, რამეთუ "მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა". ამინ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალაჰუ-აქბარ
პოსტი Feb 22 2016, 11:32 PM
პოსტი #158


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 1-February 16
წევრი № 14,329



G_saxva

ველოდები შენ პაწუხა გვაღირსე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 24 2016, 03:22 AM
პოსტი #159


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ალაჰუ-აქბარ
ციტატა
ბევრი ვიფიქრე ამ ყველაფერზე. ჯერ მადლობა რო მოიძიე პასუხები და გადმოწერე. აქვე იმასაც ვიტყვი რო კამათობებისთვის არ მიკითხია რაც ვიკითხე დამაინტერესდა უბრალოთ. ისლამში სხვანაირად მასწავლეს ეს ყველაფერი.

ისლამში როგორ გასწავლეს იქნებ გაგვიზიარო


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 24 2016, 05:42 AM
პოსტი #160


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა
გკითხავ კიდე ერთსაც. განრისხება ცოდვა არიი?
ამიხსენი რატო ითვლება მართმადიდებლობაში განრისხება ცოდვათ?

ზემოთ ჩვენმა მეგობარმა მოიყვანა შესანიშნავი ციტატა პავლეს ეპისტოლიდან, რისთვისაც მადლობა მას, ციტატა კი ასე ჯღერს: განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ, მზე ნუ ჩაესვენება თქვენს რისხვაზე [ეფეს. 4:26]. პავლე მოციქულამდე დიდი ხნით ადრე ეს სიტყვები დავით წინასწარმეტყველმა ბრძანა თავის ფსალმუნში "მრისხანებდეთ და ნუ სცოდავთ [ფს. 4:5], ასევე, მაცხოვარი ბრძანებს: მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება [მათ. 5:22] - როგორც ვხედავთ, შესაძლებელია, რომ მრისხანებით შეცოდო და ასევე შესაძლებელი ყოფილა ისიც, რომ განრისხდე მაგრამ არ შეცოდო. მაშ რა შემთხვევაშია მრისხანება ცოდვა და რა შემთხვევაში არა? მართლმადიდებლური პოზიცია ასეთია - უნდა გძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი ადამიანი, მრისხანება უნდა მივმართოთ ვნებათა და უკეთურ გულისზრახვათა წინააღმდეგ და არა მოყვასის მიმართ. მრისხანება უნდა მიაქციო სიცრუის მამის - ეშმაკის წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში, როცა მრისხანება მიმართულია მოყვასის მიმართ, როცა შენს გულისწყომას და გაღიზიანებას მოყვასზე ანთხევ - ეს რათქმაუნდა ცოდვაა.
განრისხება შეიძლება იყო პედაგოგიურიც და უნდა ემსახურებოდეს ადამიანის გამოსწორებას, მიმართული უნდა იყოს სასიკეთოდ, ისევე როგორც, მაგალითად, მოყვარული მშობელი განურისხდება თავის შვილს მისდა სასიკეთოდ და არამც და არამც არ უნდა იყოს სიბრაზის დასაცხრომად ან შურისძიებისათვის. მოციქულიც ამავეს ამბობს: ამხილე, შერისხე და ანუგეშე [2ტიმ. 4:2] კი არ მოკალიო, არამედ მერე ანუგეშეო smile.gif , ასევე თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას, თუ მოინანიოს, მიუტევე [ლკ. 17:3]

მოკლედ, როცა მრისხანება მიმართულია არათუ ცოდვის მიმართ, არამედ მოყვასის მიმართ, როგორი დაცემულიც არ უნდა იყოს ის, და მის მიმართ შურისძიება და ზიანის მიყენების სურვილი გვამოძრავებს ესაა სწორედ ცოდვა. ამაზე ამბობს მოციქულიც ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია [1 იოან. 4:15] სწორედ ეს აღნიშნა ჩვენმა ფორუმელმა მეგობარმაც ზემოთ, როცა აბელისა და კაენის მაგალითი მოიყვანა. მართლაც, სახარებისეული სწავლება სწორედ ცოდვათა ძირების მოკვეთას გვამცნობს, რომ მოკვეთა მოხდეს ნაყოფისაც, რადგან როდესაც მრისხანების ძირი ამოიკვეთება გულიდან, აღარც მძულვარება, აღარც მოშურნეობა იქცევა საქმედ. ამიტომ გვარიგებს წმინდა წერილი ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა აღნოიფხვრას თქვენგან ყველა ბოროტებითურთ [ეფეს. 4:31], რადგან კაცის მრისხანება ღვთის სიმართლეს არ მოქმედებს [იაკ. 1:20] და არც მშვენიერი არ არის მრისხანე ადამიანი [იგავ. 11:25]


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

20 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd July 2025 - 04:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი