![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ალაჰუ-აქბარ |
![]()
პოსტი
#161
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 1-February 16 წევრი № 14,329 ![]() |
ზემოთ ჩვენმა მეგობარმა მოიყვანა შესანიშნავი ციტატა პავლეს ეპისტოლიდან, რისთვისაც მადლობა მას, ციტატა კი ასე ჯღერს: განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ, მზე ნუ ჩაესვენება თქვენს რისხვაზე [ეფეს. 4:26]. პავლე მოციქულამდე დიდი ხნით ადრე ეს სიტყვები დავით წინასწარმეტყველმა ბრძანა თავის ფსალმუნში "მრისხანებდეთ და ნუ სცოდავთ [ფს. 4:5], ასევე, მაცხოვარი ბრძანებს: მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება [მათ. 5:22] - როგორც ვხედავთ, შესაძლებელია, რომ მრისხანებით შეცოდო და ასევე შესაძლებელი ყოფილა ისიც, რომ განრისხდე მაგრამ არ შეცოდო. ალექსანდრე შენი პოსტიდან ისეთი დასკვნა შეიძლება გაკეთოს ადამიანმა რო განრისხება ცოდვა არაა თუ არავის აყენებს ზიანს. ვიცით რო ღმერთი არავის აყენებს ზიანს. მაშინ ასეთი კითხვები იბადება: რატო მიიჩნევენ მართმადიდებელი წმინდა მამები განრისხებას ცოდვათ? რატო ჰგონიათ რო ღმერთი არ რისხდება და არ ხარობს? და რატო ჰგონიათ, რომ ღმერთს გრძნობები არ აქვს? ის წმინდა მამები რომლებსაც ღმერთი გრძნობების არმქონედ მიაჩნიათ, მწარედ ხომ არ ცდებიან? გთხოვ მიპასუხო და ამიხსნა. ციტატა ღმერთი არც ხარობს და არც მრისხანებს, რადგან სიხარული და მრისხანება ვნებებია.-ანტონი დიდი. ციტატა „როცა ღმერთთან მიმართებაში გესმის სიტყვები: „მძვინვარება“, „მრისხანება“, მათ მიღმა ნურაფერ ადამიანურს ნუ იგულისხმებ. ეს შემწყნარებლური სიტყვებია. ღმერთს არაფერი მსგავსი არ ახასიათებს,“. /წმინდა იოანე ოქროპირი. ციტატა „იმ აზრს, რომ მკრეხელობაა ღვთის არსება ... გულმოწყალებისკენ ან მრისხანებისკენ მიდრეკილად ჩავთვალოთ, ღვთაებრივი ჭეშმარიტების შემეცნებაში ნაკლებწარმატებულნიც ვერ უარყოფენ".-წმიდა გრიგოლ ნოსელი. |
G_saxva |
![]()
პოსტი
#162
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
ალაჰუ-აქბარ
ციტატა და რატო ჰგონიათ, რომ ღმერთს გრძნობები არ აქვს? ამ კითხვაზე გაგცემ მხოლოდ პასუხს ![]() ცუდია როდესაც ადმაინი თავის სოფმხედველობიდან ცდილობს გაიგოს ღვთიური გრძნობების და არსის შესახებ. მისი მიხვედრა ბოლომდე წარმოუდგენელია თვით ანგელოზების მიერ. ცნობილია ქერუბიმ სერაფიმნი სახეს ფრთებით იფარავენ ღვთიური ბუნების წინაშე არადგან არ ძალუძთ მისი გაგება და მისი ბოლომდე დატევა, ჩვენ კი ადმიანებს გვინდა გავიგოთ ღმერთს რატომ არ აქვს გრძნობები. საქმე იმაშია ჩემო მეგობარო რომ ნებისმიერი ფრაზა მრისხანება სიყვარული აFშფოთება თუ სხვ რამ რაც ბიბლიაში წერია ღმერთთანმიმართებაში ადამიანური გაგებას სრულად არ შეესაბამება. თუნდაც ის რად ღირს "რამეთუ დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროის ყოველთა" ამ ციტატაში მოყვანილი სიტყვები საშინელ დავით მეფსალმუნე რომ ბრძანებს, უნდა გავიგოთ როგორც ადამიანური საშინელება? არა ეს იმ ძალის და დიდების აღწერაა ადამიანურ ენაზე, რასაც სრულად ვერ გადმოსცემ. ზუსტად ასეა სიყვარულ იაღშფოთება თუ მრისხანება. ამით იმის თქმა მინდა როგორც იოანე ოქროპირი ამბობს ციტატა „როცა ღმერთთან მიმართებაში გესმის სიტყვები: „მძვინვარება“, „მრისხანება“, მათ მიღმა ნურაფერ ადამიანურს ნუ იგულისხმებ. ეს შემწყნარებლური სიტყვებია. ღმერთს არაფერი მსგავსი არ ახასიათებს,“. /წმინდა იოანე ოქროპირი. ღვთიური ბუნება და ამიანური ბუნება განსხვავდება ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ ის ისიდიდე და სიძლიერე რასაც ღმერთი და ღვთიური ბუნება ქვია, ამიტომსიტყყვები რომლებიც ღვთის "გრძნობას" გადმოსცემს არასწორია. უბრალოდ ადამიანამდე მოსატანად დაარქვეს სიყვარული და მრისხანება ღვთის, სინამდვილეში არცერთი სიტყვა არ აღწერს იმას რასაც ადამინურად გრძნობებს ვუწოდებთ. ასევე დავსძენ მრისხანების საწყისი ამპარტავნება და პატივმოყვარეობაა ამიტომაა ეს ცოდვა. თუ რამდენად შეესაბამება ამპარტავენბა და პატივმოყვარეობა ღვთიურ ბუნებას თავად განსაჯე. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
ალაჰუ-აქბარ |
![]()
პოსტი
#163
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 1-February 16 წევრი № 14,329 ![]() |
ციტატა რატო ჰგონიათ, რომ ღმერთს გრძნობები არ აქვს? ალაჰუ-აქბარ ამ კითხვაზე გაგცემ მხოლოდ პასუხს ![]() G_saxva კარგს იზამ თუ გამცემ მაგ კითხვაზე პასუხს. ციტატა ჩვენ კი ადმიანებს გვინდა გავიგოთ ღმერთს რატომ არ აქვს გრძნობები. ჩემი შეკითხვა ეგ არ ყოფილა. მე არ მიკითხია მითხარი რატო არ აქვს. მე ეკლესიის წმინდა მამების შესახებ გკითხე: რატო ჰგონიათ, რომ ღმერთს გრძნობები არ აქვს? აბა აკი გიპასუხებო? ეკლესიის წმინდა მამებმა ვერ ახსნეს დამაჯერებელი არგუმენტებით, თუ რატო ჰგონიათ ღმერთი გრძნონების არმქონე, მაშინ როცა ბიბლიაში უამრავი ადგილია, რომელშიც აღწერილია მოსიყვარულე მამას რა გრძნობები აქვს და როგორ მოქმედებს მასზე ადამიანების საქციელი. |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#164
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ალაჰუ-აქბარ
ციტატა შენი პოსტიდან ისეთი დასკვნა შეიძლება გაკეთოს ადამიანმა რო განრისხება ცოდვა არაა თუ არავის აყენებს ზიანს რადგან ისევ იგივეს კითხულობ მეც კვლავ გავიმეორებ. თუ მრისხანება მიმართულია ღვთის ქმნილების მიმართ ესაა ცოდვა, ხოლო თუ მრისხანებას მივმართავთ ცოდვისა და ვნებების წინააღმდეგ ეს არათუ ცოდვა, არამედ, პირიქით, აუცილებელიცაა. მეტი სიცხადისთვის შევეცდები თემა ცოტა უფრო გავშალო, ამიტომ მომიწევს უფრო შორიდან დაწყება. დავიწყოთ იმით რომ მრისხანების თვისება, ისევე როგორც სიყვარულის ან რაიმეს სურვილისა, ყველა ადამიანშია ჩადებული. თვითონ მრისხანების უნარი კი არაა ცოდვა, არამედ ის, რომ მრისხანებას არათუ ცოდვის წინააღმდეგ მივმართავთ, არამედ ღვთის ქმნილების მიმართ. სიყვარული კი არაა ცოდვა, არამედ სიყვარულის დამახინჯება, როცა ყოველგვარ გაუკუღმართებულ მდგომარეობას სიყვარულს ვუწოდებთ. რაიმეს სურვილი (მაგალითად ჭამისა) კი არაა ცოდვა, არამედ როცა, უკაცრავად გამოთქმაზე, ღორივით რომ გამოსკდები ისაა ცოდვა. ანუ ცოდვაა ყოველივე ის, რაც ადამიანის სახეს გვაკარგვინებს. საერთოდ რატომ მოგვეცა მრისხანების უნარი? სწორედ იმიტომ რომ მივმართოთ ცოდვის წინააღმდეგ, რადგან როცა რაიმეს ურისხდები ესეიგი მას განეშორები კიდეც. მრისხანების უნარი რომ არ გვქონდეს ვერც ცოდვას მოვიძულებით და ვერც გავემიჯნებოდით მას. ცოდვას თუ არ გაურისხდი და არ შეიძულე ვერ განეშორები მას. ციტატა რატო მიიჩნევენ მართმადიდებელი წმინდა მამები განრისხებას ცოდვათ? ახლა ისიც ვთქვათ როგორი მრისხანებაა ცოდვა და ზოგადად რა არის მრისხანება. ზოგჯერ მრისხანებაა, აგრეთვე, სანაცვლო შურისძიების სურვილი, რადგან როდესაც შეურაცხგვყოფენ ან მიგვაჩნია, რომ შეურაცხგვყვეს, ვმრისხანებთ და მაშინ ეს განცდა ხდება ნაზავი ნდომისა და რისხვისა. არსებობს რისხვის სამი სახე: წყრომა, გაავება და გაბოროტება. დასაწყისი და აღძრულობა რისხვისა იწოდება წყრომად. გაავება არის გახანგრძლივებული მრისხანება, იგივე ავმეხსიერება. გაბოროტება არის იმგვარი წყრომა, რომლის მქონეც ეძებს დროს შურისძიებისთვის. /წმინდა იოანე დამასკელი/ როგორც წმინდა იოანე სინელი ამბობს " რისხვა დაფარული სიძულვილისა და უხილავი ღვარძლის ამოძრავებაა. გულისწყრომა განმანაწყენებლის მიმართ ბოროტების ჩადენის სურვილია" ციტატა რატო ჰგონიათ რო ღმერთი არ რისხდება და არ ხარობს? არ ვიცი იმაზე უკეთ როგორღა ავხსნა როგორც ეს ზემოთ მოყვანილ წმინდა მამათა ციტატებშია გადმოცემული. ღმერთი არის შეუქმნელი, უვნებო, და უცვალებელი. ღმერთი არის აბსოლუტური სიკეთე, მისთვის ყოვლად უცხოა ბოროტება, ღმერთი არის აბსოლუტური სიყვარული, მისთვის ყოვლად უცხოა სიძულვილი. ღმერთი არ ექვემდებარება არც შურს და არც სხვა რამ ვნებას რადგან არის მხოლოდ სიკეთე, მხოლოდ სიყვარული. ღმერთი არ უნდა წარმოვიდგინოთ თეთრწვერა მოხუცად, რომელიც ღრუბლებზე ზის და იქიდან იყურება. ღმერთი არის უვნებო და უცვლელი, ამიტომ შეუძლებელია რომ ხან კარგ ხასიათზე იყოს, ხანაც ცუდზე, ხან უხაროდეს ხან ბრაზდებოდეს, ხან ტიროდეს და ხანაც იცინოდეს. ცვალებადობა მხოლოდ ქმნილებისთვისაა დამახასიათებელი და არა უქმნელი, მარადიული, უვნებო და უცვალებელი ღმერთისთვის. უკეთ აღქმისთვის მოვიყვან მაგალითს: სიცივეში ადამიანი ცეცხლს თუ მიუახლოვდება - გათბება, ხოლო თუ მოშორდება - გაიყინება. მივუახლოვდებით თუ მოვშორდებით - ამით ცეცხლს არც არაფერი აკლდება და არც არაფერი ემატება, ჩვენთვის კი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კიდევ შეიძლება მსგავსი მაგალითის მოყვანა - მზე ყველას თანაბრად ანათებს და ეფინება, მაგრამ ზოგი ჩრდილში დგას, ზოგი მზეს ეფიცხება. ამიტომ, არათუ ღმერთი გვირისხდება და გვშორდება, არამედ ჩვენივე ცოდვებია ის, რაც გვაშორებს ღმერთისგან. ციტატა ეკლესიის წმინდა მამებმა ვერ ახსნეს დამაჯერებელი არგუმენტებით, თუ რატო ჰგონიათ ღმერთი გრძნონების არმქონე, მაშინ როცა ბიბლიაში უამრავი ადგილია, რომელშიც აღწერილია მოსიყვარულე მამას რა გრძნობები აქვს და როგორ მოქმედებს მასზე ადამიანების საქციელი. თუ რატომ არ შეიძლება რომ ღმერთს მივაწეროთ ადამიანური გრძნობები ეს უკვე დავწერეთ, ახლა შემდეგ საკითხს შევეხოთ. ზოგადად ბიბლიაში არის იგავურად, მეტაფორულად, ალეგორიულად გადმოცემული სწავლება, რომელიც იტევს იმ ზენა სწავლებას, რომელიც გადმოცემულია ჩვენთვის. ბიბლიაში სახეობრივად, სიმბოლურად არის გადმოცემული სწავლება. თვით უფალიც იგავებით ესაუბრებოდა მოწაფეებს. არსებობს ძველი აღთქმისეული ანუ წინასწარმეტყველებითი ენა, არსებობს ახალი აღთქმისეული ანუ სამოციქულო, მახარებლობითი ენა და არსებობს განმარტებითი ენა იგივე წმინდა მამათა სწავლება და მთელი საეკლესიო ლიტერატურა. სწორედ საეკლესიო ლიტერატურის რაობაა ბიბლიაში არსებული გადატანითი, სახისმეტყველებითად თქმულის განცხადება. ჩვენც ამიტომ ვიშველიებთ ხშირად წმინდა მამათა ნაშრომებს. როგორც ვთქვით, ბიბლიის ენა არის ალეგორიული, სიმბოლური ენა, ამიტომ, ის რაც ღმერთის შესახებ ადამიანურად, ან სხეულებრივად არის თქმული პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. მაგალითად ბიბლიაში ვკითხულობთ: გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან... ან კიდევ და დაისვენა (ღმერთმა) მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა... ან კიდევ მოესმათ (ადამსა და ევას) ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა... - როგორ ფიქრობ, ღმერთი მართლა თეთრწვერა მოხუცია, რომელიც საღამო ხანს ბაღში დასეირნობს? ან კიდევ, მართლა იდგა ღმერთი მკლავებ აკაპიწებული და თიხას ზელდა ადამის შესაქმნელად? ან დაღლილი იყო როცა დაისვენა? მართლა აქვს ღმერთს ფეხები, ხელები, თვალები ან ყურები? ხომ წერია ბიბლიაში "შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ყველაფერთან ერთად [იობ. 10:8] ან "მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი" [ფს. 85:1], ან "იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა.. [დაბ.8:21] ან "დაე, შენი ყური სმენად იყოს და შენი თვალნი გახელილი იყოს, რათა შეიწყნარო შენი მორჩილის ლოცვა.. [ნეემ.1:6] და ასე შემდეგ, ყველა ციტატას ნამდვილად ვერ მოვიყვან. ამიტომ გვმართებს ვიცოდეთ, რომ ჩვენ, როგორც ადამიანებს არ ძალგვიძს შევიმეცნოთ ან გამოვთქვათ ღმრთეების საღვთო, მაღალი და უნივთო მოქმედებანი, თუ არ ვისარგებლებთ ჩვენეული სახეებითა და სიმბოლოებით. ამიტომ, რაც კი ღვთის შესახებ უფრო სხეულებრივად ითქმის, სიმბოლურად არის ნათქვამი. - / წმინდა იოანე დამასკელი/ ესეიგი ბიბლიაში ჩვენეული გონებისთვის აღსაქმელი სიმბოლოებით არის გადმოცემული, ანუ ჩვენეული გრძნობების და ორგანოების აღწერით, თორემ ღმერთს არც ყური აქვს და არც ცხვირი, არც თვალი და არც ფეხი, არც ძინავს და არც ღვიძავს, არც მრისხანებს და არც ხარობს. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ალაჰუ-აქბარ |
![]()
პოსტი
#165
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 1-February 16 წევრი № 14,329 ![]() |
ალექსანდრე
შენ ისევ იგივეს წერ და მე რაც მაინტერესებს იმის პასუხი ვერ მოგაქ. წაიკითხე ხელახლათ რა გკითხე: ციტატა რატო მიიჩნევენ მართმადიდებელი წმინდა მამები განრისხებას ცოდვათ? რატო ჰგონიათ რო ღმერთი არ რისხდება და არ ხარობს? და რატო ჰგონიათ, რომ ღმერთს გრძნობები არ აქვს? ის წმინდა მამები რომლებსაც ღმერთი გრძნობების არმქონედ მიაჩნიათ, მწარედ ხომ არ ცდებიან? შენ მწერ ეკლესიის მამების ვარაუდებს. მაგრამ რატო ვარაუდობენ მასე? რატო? რის საფუძველზე მივიდნენ მასეთ ვარაუდებზე? როცა ბლომათაა ბიბლიაში ისეთი მუხლები რომელშიც ღმერთი მგრძნობების მქონე პიროვნებათაა აღწერილი. გასაგებია რო ეკლესიის მამები ფიქრობენ ბიბლიაში ჩაწერილის საპირისპიროთ და ამბობენ რო ღმერთი გრძნობების არმქონეა. იმას ვერ ხსნიან რატო ფიქრობენ მასე. ღმერთი გეუბნება, დავმწუხრდი, განვრისხდი, დავნაღვლიანდი, შემიყარდა, მიყვარს, მძულს, მახარებს, გულს მიხარებს და აშ. ეს ლიტონი სიტყვები არაა. მის ამ სიტყვების უარყოფა ღმერთის უარყოფაა. |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#166
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ალაჰუ-აქბარ
დამცინი თუ როგორაა საქმე? შენ ან ნაწერს არ კითხულობ ან ტექსტიდან აზრის გამოტანა გიჭირს, ეს უკვე შენი პრობლემაა. შენი შეკითხვა მუხლობრივად დავყავი და გავეცი პასუხი, არცერთი არ გამომიტოვებია. მოგიყვანე შესაბამისი მაგალითებიც წმინდა წერილიდან, რაც ადასტურებს იმას, რომ არ შეიძლება ღმერთს მიაწერო ის თვისებები რაც ადამიანს აქვს, იმიტომ რომ საღვთო ბუნება სხვაა და ადამიანის ბუნება სხვა. ღმერთს რომ ადამიანური თვისებები ჰქონდეს იქნებოდა ადამიანი და პირიქით - ადამიანს რომ საღმრთო ბუნების თვისებები ჰქონდეს იქნებოდა ღმერთი. შენ რა გინდა თქვა რომ შენი ბუნება და ღმერთის ბუნება ერთია? შენ და ღმერთი ერთნი ხართ? და მაინც, შენ კვლავ იგივეს იმეორებ ციტატა როცა ბლომათაა ბიბლიაში ისეთი მუხლები რომელშიც ღმერთი მგრძნობების მქონე პიროვნებათაა აღწერილი. ამაზე უკვე გავეცი პასუხი და აღარ ვაპირებ ერთიდაიმავეს გამეორებას მილიონჯერ, მითუმეტეს როცა ნორმალურად არც კი კითხულობ ნაწერს და შენსას აწვები. ბიბლიაში ღმერთი თვალების, ცხვირის, პირისა და ხელების მქონედაც არის წარმოჩენილი (ციტატებიც მოვიყვანე) და მართლა ფიქრობ რომ აქვს? ღმერთი ბაღში დასეირნობს? ჯერ ჩამოყალიბდი, საერთოდ რომელ ღმერთზე საუბრობ, ბერძნულ-რომაულ წარმართულ ღვთაებებზე თუ ბიბლიურ ღმერთზე? ციტატა გასაგებია რო ეკლესიის მამები ფიქრობენ ბიბლიაში ჩაწერილის საპირისპიროთ და ამბობენ რო ღმერთი გრძნობების არმქონეა. იმას ვერ ხსნიან რატო ფიქრობენ მასე. ზემოთ დაგისვი შეკითხვა და მიპასუხე - შეიძლება ჰქონდეს ბიბლიურ ღმერთს სხეულის ნაწილები? სულ არ ჭირდება ამას წმინდა მამები, აქ ელემენტარული ლოგიკაა საჭირო. წმინდა მამები კი ხსნიან მშვენივრად, მაგრამ რომ გაიგო ამისთვის ჯერ სურვილი უნდა გქონდეს, გულდასმით კითხულობდე დაწერილს და წაკითხულის ლოგიკური ანალიზიც უნდა შეგეძლოს. მაგრამ თუ არ გინდა გაგება და მარტო კამათს კამათისთვის აპირებ, მე ნამდვილად არ მაქვს გასართობად დასაკარგი დრო. პ.ს. დაყავი მუხლობრივად ჩემი ნაწერი, როგორც მე გავაკეთე, და კონკრეტულად რას არ ეთანხმები ან რა არის გაუგებარი დაწერე, და შესაბამისი საწინააღმდეგო არგუმენტებიც მოიყვანე. ციტატა ღმერთი გეუბნება, დავმწუხრდი, განვრისხდი, დავნაღვლიანდი, შემიყარდა, მიყვარს, მძულს, მახარებს, გულს მიხარებს და აშ. ეს ლიტონი სიტყვები არაა. მის ამ სიტყვების უარყოფა ღმერთის უარყოფაა. კაი კაცო ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ალაჰუ-აქბარ |
![]()
პოსტი
#167
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 1-February 16 წევრი № 14,329 ![]() |
ალექსანდრე
ციტატა ბიბლიაში ღმერთი თვალების, ცხვირის, პირისა და ხელების მქონედაც არის წარმოჩენილი (ციტატებიც მოვიყვანე) და მართლა ფიქრობ რომ აქვს? როცა ადამიანის სხეულის ნაწილები ღმერთს მიეწერება, თავისთავათ ის პირდაპირ არ უნდა გაიგო, მაგრამ როცა ღმერთი აღწერილია ისეთი თვისებებით რომლის მსგავსსაც ადამიანი ავლენს (მაგ: რისხვა, სიკეთე, სიყვარული, სიხარული და აშ.) მაშინ ის პირდაპირ გაიგება. მიხვდი ეხლა რო ეკლესიის მამებს არ აქვთ საფუძველი ღმერთზე თქვან რო ის გრძნობების მქონეა? ციტატა მსჯელობისას შესაბამისი მუხლიც და ადგილიც უნდა მიუთითო ხოლმე და არა ისე, ამას ამბობს - იმას ამბობს. ველი შესაბამის მუხლებს ბიბლიიდან და საწინააღმდეგო არგუმენტებს. ესეგი ბიბლიაც კი არ იცი წესიერათ მუხლებს რო ითხოვ. ბიბლია ერთხელ მაინც თუ წაგიკითხია უნდა გახსოვდეს როცა ღმერთი გეუბნება გული გამიხარეო. მართლა არ იცი? ![]() ერთს მოგიყვან მაგალითისთვის: "შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე". - http://holybible.ge/bible/georgian/book-1-...-2-geo-4-geo--0 |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#168
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ალაჰუ-აქბარ
ციტატა როცა ადამიანის სხეულის ნაწილები ღმერთს მიეწერება, თავისთავათ ის პირდაპირ არ უნდა გაიგო, მაგრამ როცა ღმერთი აღწერილია ისეთი თვისებებით რომლის მსგავსსაც ადამიანი ავლენს (მაგ: რისხვა, სიკეთე, სიყვარული, სიხარული და აშ.) მაშინ ის პირდაპირ გაიგება. და რის საფუძველზე ამტკიცებ, რომ როცა ადამიანური სხეულის ნაწილებზე ვსაუბრობთ პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, ხოლო როცა ადამიანურ გრძნობებს მივაწერთ ღმერთს - ეს კი პირდაპირაა გასაგები?? სიტყვაზე გენდო? ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ალაჰუ-აქბარ |
![]()
პოსტი
#169
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 1-February 16 წევრი № 14,329 ![]() |
აჰაა კიდე ერთსაც დაგიწერ, იქნებ ამის მერე დაიმახსოვრო
![]() "უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გხსნის. სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო". - http://holybible.ge/bible/georgian/book-1-...-2-geo-3-geo--0 |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#170
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ალაჰუ-აქბარ
ციტატა ესეგი ბიბლიაც კი არ იცი წესიერათ მუხლებს რო ითხოვ. ბიბლია ერთხელ მაინც თუ წაგიკითხია უნდა გახსოვდეს როცა ღმერთი გეუბნება გული გამიხარეო. მართლა არ იცი? ერთს მოგიყვან მაგალითისთვის: "შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე" იცი რა, შენმა სისულელეებმა უკვე დამღალა. საკუთარ თავს რომ ეწინააღმდეგები თუ ატყობ. გული არის ადამიანის ორგანო, შეიძლება ღმერთს გული ჰქონდეს? -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ალაჰუ-აქბარ |
![]()
პოსტი
#171
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 1-February 16 წევრი № 14,329 ![]() |
ალაჰუ-აქბარ და რის საფუძველზე ამტკიცებ, რომ როცა ადამიანური სხეულის ნაწილებზე ვსაუბრობთ პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, ხოლო როცა ადამიანურ გრძნობებს მივაწერთ ღმერთს - ეს კი პირდაპირაა გასაგები?? სიტყვაზე გენდო? ![]() ალექსანდრე სიტყვაზე არ უნდა მენდო არც მე და არ იმ ეკლესიის მამებს რომელსაც სიტყვაზე ენდე. არცერთ წმინდა მამას ლოღიკურათ არ აუხსნია ის რასაც ასე გამალებით აკოპირეფ ხოლმე. ბიბლიაში გიწერია, რო ღმერთი სულია და არა ხორცი. აქედან გამომდინარე უნდა მიხვდე რო როცა ადამიანური სხეულის ნაწილებით აღიწერება არამატერიალური ღმერთი, პირდაპირ არ უნდა გაიგო. მეთანხმებიი? ალაჰუ-აქბარ შეიძლება ღმერთს გული ჰქონდეს? გული არა, მაგრამ გახარება შეგიძლია. მოგიყვანე ზევითა პოსტში სხვა მუხლი სადაც გულის გარეშე წერია რო გაიხარებს. თვალს ნუღარ დახუჭავ ფაქტებზე თორე შენ არაობიექტურობას ყველა დაინახავს. გადმომაქვს ზედა პოსტი: ციტატა აჰაა კიდე ერთსაც დაგიწერ, იქნებ ამის მერე დაიმახსოვრო ![]() "უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გხსნის. სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო". - http://holybible.ge/bible/georgian/book-1-...-2-geo-3-geo--0 |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#172
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ალაჰუ-აქბარ
ციტატა აჰაა კიდე ერთსაც დაგიწერ, იქნებ ამის მერე დაიმახსოვრო კარგი, ვეცდები დავიმახსოვრო ![]() ![]() ციტატა "უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გხსნის. სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო". როდესაც წინასწარმეტყველებიდან მოგაქვს მსგავსი ციტატა ის მაინც უნდა იცოდე, რომ ზოგადად წინასწარმეტყველები სიმბოლური და სახეობრივი მინიშნებებით საუბრობენ და მითუმეტეს, პირდაპირ არ უნდა გაიგო. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ალაჰუ-აქბარ |
![]()
პოსტი
#173
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 1-February 16 წევრი № 14,329 ![]() |
ალაჰუ-აქბარ წინასწარმეტყველები სიმბოლური და სახეობრივი მინიშნებებით საუბრობენ და მითუმეტეს, პირდაპირ არ უნდა გაიგო. არანაირი სიმბოლური. ღმერთი გაიხარებსო წერია ბიბლიაში. ამაზე პირდაპირ როგორღა უნდა ეწეროს რო შენ მიიღო ღმერთის სიტყვა? ![]() გეუბნება გული გამიხარე, გეუბნება გავიხარებ. შენ კი ეჯიუტები. ღმერთი რომელსაც გრძნობები აქვს და ადამიანის საქციელი ახარებს, მასზე ამბობ გრძნობები არ აქვსო. ![]() აზრი არ აქ კამათს. შენ ისე ენდე ეკლესიის მამებს რო ღმერთის სიტყვასაც კი არ უგდებ ყურს. |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#174
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ალაჰუ-აქბარ
ციტატა აზრი არ აქ კამათს. შენ ისე ენდე ეკლესიის მამებს რო ღმერთის სიტყვასაც კი არ უგდებ ყურს. გაიქეცი, გაიქეცი, არგუმენტები შემოგაკლდა ხომ ხედავ ![]() ![]() ალაჰუ-აქბარ ციტატა მიხვდი ეხლა რო ეკლესიის მამებს არ აქვთ საფუძველი ღმერთზე თქვან რო ის გრძნობების მქონეა? ვერ გავიგეე?? ![]() ხომ ხედავ, ისე დაიბენი, რას წერ თვითონაც ვეღარ ხვდები ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ალაჰუ-აქბარ |
![]()
პოსტი
#175
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 1-February 16 წევრი № 14,329 ![]() |
|
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#176
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ალაჰუ-აქბარ
ციტატა ბიბლიაში გიწერია ღმერთზე "სიხარულით გაიხარებს". მინიმუმ სამი ციტატა უნდა მომიყვანო ბიბლიიდან, ერთი არაა საკმარისი ჩემთვის ![]() ![]() -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ალაჰუ-აქბარ |
![]()
პოსტი
#177
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 1-February 16 წევრი № 14,329 ![]() |
ალაჰუ-აქბარ მინიმუმ სამი ციტატა უნდა მომიყვანო ბიბლიიდან, ერთი არაა საკმარისი ჩემთვის ![]() ![]() ალექსანდრე ორი მუხლი უკვე მოგიყვანე სადაც ღვთის გრძნობებზეა საუბარი გადმოვიტან და მესამესაც მივამატეფ: ციტატა "შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე". - http://holybible.ge/bible/georgian/book-1-...-2-geo-4-geo--0 ციტატა "უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გხსნის. სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო". - http://holybible.ge/bible/georgian/book-1-...-2-geo-3-geo--0 ეს მესამე სადაც ღმერთის გრძნობაზეა საუბარი: ციტატა "ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმიდა სულს". გრძნობების მქონე ღმერთის დანაღვლიანებაზე საუბრობს წმინდა მოციქული ამ მუხლში. მოგიყვანე 3 მაგალითი. ეხლა მითხარი, თუ ღმერთი გრძნობების არ მქონეა რატო აღწერს ღმერთის სიტყვა მას გრძნობების მქონე პიროვნებათ? რატო გეუბნება რომ არ დაანაღვლიანო არამედ გაახარო?! დაფიქრდი და გადადე უკანა პლანზე პირადი ამბიციები. მიიღე ბიბლიის არგუმენტები. ეს სამი ბიბლიური მაგალითი იკმარე ამ ღამეს. ეხლა დაგემშვიდობები და სხვა დროს გავაგრძელოთ. ძილინებისა. |
G_saxva |
![]()
პოსტი
#178
|
![]() I n t e r n e t ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 ![]() |
ალაჰუ-აქბარ
მართლა გვემასხარავები თუ რა ხდება? ამხელა ახსნა განმარტება დაწერა კაცმა და შენ ისევ შენსას ამტკიცებ და ამბობ ჩემ კითხვაზე პასუხი ვერ გამეცითო, მერე მუხლები მოგყავს რომელიც საბოოლო ჯამში შენივე სიტყვებს გამორიცხავს და ამბობ ესაა სიმართლეო. თუ ამბობ ამ ციტატის მიხედვით ბიბლიაში წერია მეტი რაღა უნდა დაგიწერონო ციტატა "შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე" მე გეკითხები ღმერთს გული აქვს? ამ ციტატაში წერია "გული გამიხარეო" ანუ გული აქვს შენი ლოგიკის მიხედვით. თუ გამორიცხავ მაშIნ რის საფუძველზე გამორიცხავ საიდან რა დასკვნის ან მსჯელობის საფუძველზე ეგეც დაწერე ბარემ. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
ალაჰუ-აქბარ |
![]()
პოსტი
#179
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 1-February 16 წევრი № 14,329 ![]() |
G_saxva
ზემოთ წერია შენი კითხვის პასუხი. პოსტები წაიკითხე სანამ რამეს დაწერ რო იგივე არ ვწერო ყველა პოსტში. |
marine |
![]()
პოსტი
#180
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,837 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ყოვლადუხვი ღმერთი"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd July 2025 - 04:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი