სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Mar 7 2026, 07:26 PM
პოსტი
#301
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"... იქვე მაგიდასთან მაქვს უწმინდესის სურათი, ყოველდღე ვთხოვ შეწევნას. ახლაც მას მივაჩერდი და გულმა თავად დაიწყო ლოცვა: "ღმერთო, რა იქნება ქართულ აღდგომას დამასწრო, საქართველოში დამასწარი ამ სასწაულ დღეს, აქ ქართული კვერცხიც არ მაქვს რომ შევღებო. ღმერთო, ქართულ აღდგომას დამასწარი", - ვიმეორებ ასე.
მართლაც მოულოდნელად და დაუგეგმავად, სულ რაღაც ერთ თვეში გავემგზავრე საქართველოში. პატრიარქთანაც აღმოვჩნდი და მისგან სანატრელი დალოცვაც მივიღე. კიდევ ერთხელ თქვა "ჩვენ, ადამიანები ერთმანეთს ვუყურებთ, უფალი კი ჩვენ გულებს უყურებსო"... აი, ვიგალობე უწმინდესის წინაშე, სააღდგომო მიღებაა, მე და დედა ზოილე აივანზე გამოვედით. უცებ, გამოდის სამზარეულოდან ქალბატონი ზემა შიოლაშვილი - დიდი მორწმუნე, დიდი პიროვნება და მაწვდის ხელში აღდგომის კვერცხებს. საოცარ ქართულ ფერზე შეღებილებს. არასოდეს არავის არ მოურთმევია ჩემთვის სააღდგომო კვერცხები. ასეთი დამთხვევა? სწორედ ის აღდგომის კვერცხი მომართვა,რისმა ნატვრამაც გერმანიაში ცრემლებამდე სევდა მომგვარა და რამაც ბავშვური გულით და მიამიტურად მანატრებინა ქართული სააღდგომო კვერცხი მქონოდა." /დალი ანთიძე-ციმერმანი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 3 2026, 01:21 PM
პოსტი
#302
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა ყველა ადამიანი თანააღდგინა"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 11 2026, 03:20 PM
პოსტი
#303
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოვიდა!!!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უთვალავჯერ გაგთენებოდეთ!!! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 25 2026, 08:53 PM
პოსტი
#304
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აი, დღეს ჩვენ ვხარობთ, რომ მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მკვდრეთით აღსდგა; აღტაცებით ერთი მეორეს შესძახით: ქრისტე აღსდგა! და ერთი მეორეს აღფრთოვანებით ვუპასუხებთ: ჭეშმარიტად აღსდგა! და ამ სულის ზეამყვანებელ და დამატკბობელ სიტყვების წარმოთქმით ჩვენ ვუერთდებით წარსულ შორეულ საუკუნეთა ქრისტიანებს, თვით ღვთით შემოსილ მოციქულთა; და ჩვენ წინაშე იშლება ასეთი დიდებული სურათი: მაღლიდან სიყვარულით იხდება ე.ი. ქრისტე, და ქვემოდან მას შეჰყურებს მხიარული კაცთა ნათესავი; დაწყებული ქრისტიანობის პირველ დღეთაგან ვიდრე აქამომდე"
/მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 08:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი