IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

39 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Closed TopicStart new topic
> არა კლა!, და არ ჭამო მოკლული!
Atman
პოსტი Apr 6 2010, 07:11 AM
პოსტი #21


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



abo

ციტატა
ძროხა გასაგებია, მაგრამ ხარი?


ხარი ვედებში თავად რელიგიის სიმბოლოა. ქართულ ასომთავრულშიც არის ასო "ხარი" (კჰარი, ასო რომელიც ამოღებულია ანბანიდან, აქ ვერ ვწერ, შესაბამისი შრიფტი არ მაქვს) და ჰარი ღმერთის ერთ ერთი მთავარი სახელია. შეიძლება ამ ასოზეა ნათქვამი (ჩემი პირადი აზრით), რომ ღმერთის სახელი ქართულსა ენასა შინა არს დამარხული და აღდგება ოდესმე! სი-ხარული, ხარება, ... შესაბამისად ხარიც წმინდა ცხოველია. ასევე ხარს უკავშირდება თუ არ ვცდები კოპალას სალოცავი მთაში (შეიძლება ვცდები). შეიძლება აქაც კავშირია, გოპალაც ღმერთის სახელია ვედებში, ერთ-ერთი მისი სახე (ობრაზი) არის ძროხების მწყემსი ფლეიტით (და არა სალამურით biggrin.gif ) ხელში. მარცვალი "გო" სანსკრიტზე ძროხასაც ნიშნავს და გრძნობებსაც. ღმერთს კი ძროხების მწყემსსაც ეძახიან და გრძნობების მწყემსსაც (თუ რა თქმა უნდა ჩვენს გონებაში შემოვუშვებთ მის წმინდა სახელს მაშინ მართავს გრძნობებს. ხოლო თუ გრძნობებს მწყემსი არა ყავთ, მიგვაქანებენ ქალის და ქათმის ბარკლებისკენ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

terra


ციტატა
აწი მოძღვარს სახლს აღარ ვაკურთხებინებ. მოვიტან ვედროებით ნაკელს და წავუსვამ კედლებზე.ძრწოდეთ დემონნო!!ხო, სახლს აღარ გავანიავებ მერე და ვენტილატორსაც სანაგვეზე მოვისვრი.


შენ იცინი და მოდი აბა სცადე. ნახე რამე ქოხი სოფელში სადაც მყრალი სუნია, მოასუფთავე ნაკელიანი წყლით და რომ გაშრება დააკვირდი smile.gif საერთოდ ვედებში წერია, რომ იქ სადაც მყრალი სუნია, სხვადასხვა ავი სულები ბინადრობენ, რადგან ამ სიმყრალით იკვებებიან.

აიურვედაში (ვედურ მედიცინაში, რომელსაც ახლა ვსწავლობ) არსებობს მეთოდები, რომლითაც მხოლოდ ძროხის პროდუქტებით (რძის პროდუქტით, ნაკელით და შარდით) თითქმის ყველა მწვავე და ქრონიკული დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. მზის დაკვრის დროს (რაც ინდოეთში ხშირია) ნაკელს უსვამენ შუბლზე და მაჯებზე და სიმპტომები მაშინვე ქრება. იმიტომ რომ ნაკელი ძალიან აგრილებს (მთვარის ენერგია), ერბო პირიქით, ძალიან აცხელებს (მზის ენერგია) და ამათი სწორი პროპორციებით, რონმელიც ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, შეიძლება ადამიანში ყველა გონებრივი თუ ფიზიკური ტოქსინის გაუვნებელყოფა.

ან რატო არავის გაგიჩნდათ კითხვა, რატო არ ასდის მყრალი სუნი მხოლოდ ძროხის ნაკელს? სანამ გამოშრება უბრალოდ მძაფრი სუნი აქვს (და არა მყრალი), მაგრამ გამოშრობის შემდეგ ძალიან გრილ, ბალახის სუნს ტოვებს. მაგრამ არცერთი სხვა ბალახისმჭამელი ცხოველის ნაკელი არაა ეგეთი და ყველა მყრალია.

ვედებში ასევე უწმინდურად და ბინძურად ითვლება ყველანაირი ძვალი გარდა ნიჟარისა (ნიჟარაც თავისებურად ძვალია). ნიჟარაში შენახული წყალი არ ფუჭდება!

ეს არის ცოდნა და მეცნიერება, და არა ცრურწმენა. ამის ექსპერიმენტულად გამოცდა შეიძლება. უძველესი ექიმები ფლობდნენ ამ ცოდნას. ავიცენაც და საერთოდ სუფიური მედიცინა აქედან იღებს დასაბამს. ასევე ტიბეტურიც. აიურვედის სპეციალისტთან თუ მიხვალთ ინდოეთში შეიძლება სულაც არ იყოს მორწმუნე, მაგრამ პირველ რიგში ხორცის ჭამას აგიკრძალავთ.

ციტატა
ატმან ცხვარზე და ქათამზე რას გვირჩევ?


ქათამის რა გითხრათ და ცხვარს ერთი თვისება აქვს. ცხოველებს შორის ყველაზე მორჩილად ხვდება სიკვდილს. ანუ მორჩილების განსახიერებაა. ნაკლებად იტანჯება, ამიტომ ცხვრის ხორცის ჭამით აგრესია სხვა ცხოველებთან შედარებით ნაკლები შემოდის ჩვენს გონებაში მაგრამ რა ვიცი არ გეცოდებათ? მე პირადად მეცოდება ცხვარი.

ქათამი მაგრად არ მიყვარს დებილი ფრინველია, მაგრამ მაგას "ჩისტა" ჯანმრთელობის გამო არ ვჭამ biggrin.gif

ხო, კიდევ ვედებში ნათქვამია, რომ ნაცია, რომელიც უპირატესად ჭამს რაღაც ცხოველს, ამ ცხოველის გარკვეულ გარეგნულ ნიშნებს იღებს biggrin.gif ებრაელები ფრინველის ხორცით იკვებებიან ძირითადად და არის რაღაც მათ პროფილში ფრინველისებური biggrin.gif (ეს ხუმრობით)


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 07:27 AM
პოსტი #22


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518




KAIROS

ციტატა
ესეც შემდეგი თემა, რომელიც "აპოლოგეტიკაში" უნდა იყოს...რათქმაუნდა საინტერესოა და მეგობრებს შეუძლიათ ისაუბრონ რამდენიც უნდათ, ოღონდ... რადგან მართლმადიდებლური (და აქ ქრისტიანული) რწმენის მიდგომა აქ მეტნაკლებად კრიტიკის ქვეშაა და მისი დაცვა (აპოლოგია) გვიწევს, ამიტომ მსგავსი თემები აპოლოგეტიკაში უნდა იყოს..


გაიტანეთ რა ეს სურათი! უკვე ნერვებს მიშლის! biggrin.gif


ციტატა
ასე პასუხობს წმიდა წერილი ამ აბსურდს:"აღხდა პეტრე ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა, 10. რამეთუ შეემშია და უნდა პირისა ხსნაი და ვიდრე იგინი უმზადებდეს მას, იყო მის ზედა განკვირვებაი, 11. და ხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასე, ვითარცა ტილოსა დიდსა ოთხთაგან კიდეთა ზე-დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად, 12. რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერხი და ქუეწარმავალი და მხეცი ქუეყანისაი და მფრინველნი ცისანი. 13. და იყო ხმაი მისა მიმართ: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე. 14. მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაი შესრულ არს პირსა ჩემსა. 15. და მერმე კუალად მეორედ ხმაი იყო მისი მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს. 16. ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად. "(საქმე 10:9-16)


"14. მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაი შესრულ არს პირსა ჩემსა."

ეს სიტყვები მოწმობს რომ მანამდე პეტრე ხორცს არ ჭამდა და ქრისტესთან ურთიერთობის დროს ექნებოდა ეს ნასწავლი.

ხოლო შენი ციტატის ახსნა ბევრნაირად შეიძლება. პირველი ის რომ სხვა საჭმელი არ ქონდა პეტრეს და უკიდურეს შიმშილობას ისევ ხორცის ჭამა ჯობია თუ სხვა არაფერი მოიპოვება.

მეორე უფრო საფუძვლიანი (ჩემი აზრით) ახსნა ისაა, რომ საერთოდ ის ადამიანები, რომლებიც ხორცზე უარს ამბობენ, საკუთარ თავს წმინდად თვლიან და ხორცისმჭამელებს ბინძურებად. ეს ტენდენცია ხშირია ვედების მიმდევრებში. ამით ამაყები ხდებიან და სხვებზე მაღლა აყენებენ თავს. აგრესია აქვთ ხორცისმჭამელი ადამიანების მიმართ, და რაც უფრო სულიერად ამაღლებულია ადამიანი, მით უფრო დამღუპველია მისთვის აგრესია და სიამაყე. ამის გამო ბევრი მოძღვარი აიძულებდა კიდეც თავის მოსწავლეებს რომ ხორცი ეჭამათ, რათა დამდაბლებულიყვნენ (მაგრამ არა ძროხის ხორცი!).

არა მგონია, ჩვენ ისეთ დონეზე ვიყოთ, რომ ხორცის ჭამამ მოგვიხსნას "სულიერი სიამაყე".

მე პირადად არავისზე სუფთად არ ვთვლი თავს იმით რომ ხორცს არ ვჭამ, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს მსხვერპლი გავიღე ღმერთისადმი, ცოდნაც მეტი გამეხსნა და ხედვაც. და ბევრი მწიგნობარივით ცალსახად, ბრმად და გაუცნობიერებლად არ ვკითხულობ ბიბლიურ ციტატებს!

არავის არ გშიათ აქ ისე, რომ ხორცზე უარი ვერ თქვათ! პირველ რიგში ღმერთისადმი მსხვერპლი უნდა იყოს ეს თვითაკრძალვა, თორე ბევრი ოკულტისტი და ეზოთერიკი სულიერი ძალების განვითარებისთვის ხდება ვეგეტარიანელი.

თავად გამოსცადეთ, რაღაც დიდი პერიოდი უარი თქვით ხორცზე და თუ განსხვავებას ვერ იგრძნობთ თავი მომჭერით აგერ და მე შემჭამეთ laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 6 2010, 07:57 AM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



Atman
ხორცს რომ ჭამდი იმ წლებს ავად იხსენებ? biggrin.gif ანდა ამას წინ ნასვამი რო ეპატიჟებოდი ხალხს თან ჩაიზე (თუ თავს იპატიჟებდი), მარტო პრასზე აპირებდი ღვინის სმას? a075.gif შენ დავიწყებული გენქება კაი ხინკლის გემო, აფსუს.

"ადამიანს ბილწავს არა ის რაც მის პირში შედის, არამედ ის რაც მისი პირიდან გამოდის" მათე 15-11

მართალია სხვა კონტექსტში იყო ნათქვამი, მაგრამ მე მგონი ხორცის ჭამაზეც წავა.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 08:35 AM
პოსტი #24


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



guest1

ციტატა
ხორცს რომ ჭამდი იმ წლებს ავად იხსენებ? ანდა ამას წინ ნასვამი რო ეპატიჟებოდი ხალხს თან ჩაიზე (თუ თავს იპატიჟებდი), მარტო პრასზე აპირებდი ღვინის სმას? შენ დავიწყებული გენქება კაი ხინკლის გემო, აფსუს.


ლობიოზეც კარგად მიდის და კაი ყველზე და მჭადზეც a075.gif

ციტატა
"ადამიანს ბილწავს არა ის რაც მის პირში შედის, არამედ ის რაც მისი პირიდან გამოდის" მათე 15-11


აქ აქცენტი იმაზეა რაც პირიდან გამოდის და ესეც ცალმხრივად არ უნდა იქნეს გაგებული. ისევ ხორცის ჭამის გამართლებაა ეს სიტყვები.

არ მიკვირს თავად იესომ რატომ არ დაწერა არაფერი. ხშირად ბიბლიურ ციტატებს ისე ვატრიალებთ როგორც გვაწყობს.

თუ გონებას არ ბილწავს ის, რაც პირში ჩადის, რატომ გვაქვს განსხვავებული განწყობა, როცა ვსვამთ კაი ღვინოს და როცა ვსვამთ არაყს? ეგ კი არა ნებისმიერ საკვებ პროდუქტს და გემოს სხვადასხვა გავლენა აქვს გონებაზე. არ ვართ იმ დონის "იოგები" რომ საკვებმა გავლენა არ მოახდინოს ჩვენზე a075.gif

და ციტატებით ნუ მელაპარაკებით თუ შეიძლება რა, თორე იმდენ ციტატას გადმოგილაგებთ ბიბლიიდან რო... biggrin.gif არადა მაგრად მეზარება ბიბლიაში ქექვა და ნუ მაიძულებთ biggrin.gif

ციტატა
ხორცს რომ ჭამდი იმ წლებს ავად იხსენებ?


იმ წლებში გაცილებით ნაკლებს ვფიქრობდი ღმერთზე. გონება ახლა გაცილებით მშვიდი მაქვს. ყოველ სეზონზე გრიპი და სურდოები და ჯანდაბები მქონდა, ახლა კი იმუნიტეტი ჩასაფრებული ვეფხვივით მაქვს biggrin.gif გაცილებით მეტი გამძლეობა მაქვს... კიდევ ჩამოვთვალო? smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 10:45 AM
პოსტი #25


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



კიდევ ერთი ფილმი ცხოველებზე ძალადობაზე:


ph34r.gif
Земляне / Earthlings

http://www.earthlingsfilm.ru/files/video/earthlings.avi


IPB-ს სურათი


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 6 2010, 11:08 AM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Apr 6 2010, 07:27 AM) *

მე პირადად არავისზე სუფთად არ ვთვლი თავს იმით რომ ხორცს არ ვჭამ, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს მსხვერპლი გავიღე ღმერთისადმი, ცოდნაც მეტი გამეხსნა და ხედვაც. და ბევრი მწიგნობარივით ცალსახად, ბრმად და გაუცნობიერებლად არ ვკითხულობ ბიბლიურ ციტატებს!

რა ცოდნა და ხედვა, ჩემო კარგო, ნაგავი ვერ გაგვიტანია საკუთარი გულებიდან და ძროხა, მანტრა და ნაკელი გვიშველის ჩვენ? mad.gif
და ბიბლიის ''გაცნობიერებულად'' და ''ნათლად'' კითხვას რაც შეეხება, სწორედ ასე წარმოიშვა ამ ქვეყნად სექტების კასკადი.
საკუთარი ''ხედვით'', ''ცოდნით'' და შეხედულებებით.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 6 2010, 11:22 AM
პოსტი #27


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ეგ აღმოსავლური რელიგიების ბოდვა რად გვინდა? სულს ცოდვა აბინძურებს და არა ღორის ან გველის ხორცი.ეს ხომ გვესმის?
ცხოველი, რაგინდ მაღალორგანიზებული და ადამიანის მსგავსი ინსტინქტების მქონე იყოს, ადამიანის სახმარად და საკვებადაც შექმნა ღმერთმა, მხოლოდ 1 ფაქტი გასათვალისწინებელია, რომ თუ საჭიროება სასიცოცხლო არ არის არ უნდა ხოცო.
არ ხოცო, არ ჭრა , არ კაფო,მხოლოდ იმიტომ რომ ხარ ყველაზე გაუმაძღარი არსება სამყაროში-
ადამიანი.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 11:28 AM
პოსტი #28


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra
ციტატა
რა ცოდნა და ხედვა, ჩემო კარგო, ნაგავი ვერ გაგვიტანია საკუთარი გულებიდან და ძროხა, მანტრა და ნაკელი გვიშველის ჩვენ?


ჰოდა თან გაიტანე ნაგავი, თან ახალს ნუ შეუშვებ.

ციტატა
და ბიბლიის ''გაცნობიერებულად'' და ''ნათლად'' კითხვას რაც შეეხება, სწორედ ასე წარმოიშვა ამ ქვეყნად სექტების კასკადი.საკუთარი ''ხედვით'', ''ცოდნით'' და შეხედულებებით.


საკუთარი შეხედულებები კი არა ავტორიტეტული და გამოცდილი შეხედულებების სწორად დანახვის და აღქმის უნარი გამიუმჯობესდა თორე მე ჩემსას არაფერს არ ვიგონებ.

უსამართლო ხარ ტერრა ჩემს მიმართ. თან ისეთ რაღაცეებზე მეკამათები რაც არ გესმის. შენი რწმენა გაქვს და მიყევი ბოლომდე, მაგრამ რატომ ეწინააღმდეგები ჩემ სიტყვებს გაუცნობიერებლად და ბრმად, როცა არ გამოგიცდია და არ გამოგიკვლევია?

მე ძალიან პრაქტიკულ და "მიწიერ" რაღაცეებს გთავაზობთ. ანა ბანას, საიდანაც იწყება სულიერი ცხოვრება. თუ არ მოგწონს შენი ნებაა, მაგრამ დაუსაბუთებლად და მხოლოდ სხვების ასევე დაუსაბუთებელ ნათქვამზე დაყრდნობით კამათს აზრი არა აქვს.

მართლმადიდებლური ფორუმი რომაა და წესით ღმერთის სიყვარულისკენ რომ უნდა მიდიოდეს ამ ფორუმის წევრი, იმიტომაც ვარ აქ, თორე ფორუმ.გე-ზე სასაცილოდაც არ ეყოფოდათ ეს ყველაფერი. ვფიქრობ არც აქაა დიდად განსხვავებული სიტუაცია.

მანტრაზე და ლოცვაზე არაფერს ვამბობ ამ თემაში. ელემენტარულზე ვლაპარაკობ. ის ვინც ხორცს ჭამს საკუთარი სიამოვნების გულისთვის, ვერასოდეს ვერ შეიყვარებს ღმერთს მთელი გულით. თუ არ გინდათ შეყვარება ეს უკვე თქვენი არჩევანია და თქვენი გადასაწყვეტი. ისევ ვიმეორებ. ბიბლიური ციტატების მოყვანა თავის გამართლებას უფრო გავს ამ შემთხვევაში.

ეწინააღმდეგება ქრისტიანობას ხორცის არ ჭამა?!

დანარჩენს, რასაც ძროხაზე და ვედებზე ვლაპარაკობ, მხოლოდ ის მიზანი აქვს რომ შეძლებისდაგვარად დაგისაბუთოთ ხორცის ჭამის მავნეობა.

მე ჩემ ვალს ვიხდი ღმერთის წინაშე და ინფორმაციას გაწვდით. თქვენც მერე სათქმელი არ გექნებათ არ ვიცოდითო.

კი ბატონო, თუ გაიღებთ დიდ ღვაწლს ღმერთის წინაშე, მაშინ ხორცის ჭამაც ისეთი ცოდვა აღარ იქნება, მაგრამ რომელი ჩვენგანია ისეთი სუფთა, რომ ეს ცოდვა ნაკლებადმნიშვნელოვანი იყოს და არ ამძიმებდეს? ცოტა რეალურად იაზროვნეთ რა! არაა ეს თემა სახუმარო-თქო ვიმეორებ! და არც სენტიმენტების დროა: ხინკალზე უარს რაფერ ვიტყვი, იფ იფ რა ჯობია კაი მწვადს და ა.შ. ეს ყველაფერი ბავშვობიდან ჩადებული თითქოს უწყინარი პროგრამებია ჩვენს გონებაში და დროა გავიღვიძოთ! ყველა ტრადიცია არაა კარგი და შესანარჩუნებელი. გინდათ მიწიერად ცხოვრება? კი ბატონო, ოღონდ მერე ღმერთთან პრეტენზიები ნაკლებად...

ბოდიშს ვიხდი აღელვებისთვის... smile.gif

ლეონტი
ციტატა
გასათვალისწინებელია, რომ თუ საჭიროება სასიცოცხლო არ არის არ უნდა ხოცო.


აბა მე სხვა რამე ვთქვი? სასიცოცხლო აუცილებლობაა ხორცის ჭამა საქართველოში? სხვა საჭმელი დაილია?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 12:01 PM
პოსტი #29


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ვაჟა-ფშაველა

"გველისმჭამელი"

(ნაწყვეტი)

...როცა კი გაზაფხულდება,
გამოიღვიძებს ქვეყანა:
სილაღე, სიმხიარულე
დასეირნობენ ყველგანა,
გაჩნდება ჩირთი, ყვავილნი
ეკონებიან მწვანესა,
მინდია გაფაციცებით
სულ მიმოივლის მთა-ველსა.
ყველა მცენარეს და მღილსა
ის ეგებება სალმითა,
ბუნებაც "ვაშას" უძახის
მდიდრულად მორთულს ალმითა.
ყვავილნი ყელგადაგდებით,
დახატულები კალმითა,
"- მინდიას გაუმარჯოსო", -
ერთხმად ასტეხენ ჟიჟინსა,
ხეები ფოთლებს არხევენ,
ბუნება იწყებს ბიბინსა.
და მერე სათითაოდა
ყველა მოჰყვება ტიტინსა:
" - მე ვარო ამის წამალი"; -
სხვა გაიძახის - "იმისა"; -
მინდიაც მოსწყვეტს, თან მიაქვს
ჯერ ზედ ნამი აქვს დილისა.
თურმე ზნედა სჭირთ ყვავილთა:
ოღონდ ეწამლონ სნეულთა,
სიცოცხლით გაფუფუნებულს
არად აგდებენ სხეულთა;
სალხინოდ ჰსახვენმ კაცთ სარგოდ,
ძვალ-ხორცთა ჩამორღვეულთა.
ყვავილთ ეს ზნე სჭირთ და ხეებს
თურმე მოუვათ ტირილი;
მარტოკა მინდიას ესმის
მათი კვნესა და ჩივილი.
ამისგან მისი ცხოვრება
ძალიან დაცარულია:
მივიდა ხესთან ცულითა,
სთქვა: "უნდა მოვჭრა ესაო!" -
შემოჰკრავს ცულსა და ამ დროს
ხის შემოესმა კვნესაო:
"ნუ მომკლავ ჩემო მინდიავ,
ნუ დამიბნელებ მზესაო,
უიარაღო რომა ვარ,
მიტომ მიბრიყვებ ხესაო?!"
დაუდუნდება მკლავები,
შტერად გაჰხედნებს ზეცასა.
სხვა ხეს მიჰმართავს, ის უფრო
მეტად დაიწყებს კვნესასა.
ხელცარიელი წამოვა,
ვერ მოიყოლებს შეშასა,
და რომ ღველფზედა არ გაჰქრეს
ცეცხლი, აანთებს თივასა
ან ჩალას, გამხმარ ჯოყრებსა:
თან მიაშველებს წივასა:
თუ სად ხმელ წიწკრებს იპოვნის,
არც დაიწუნებს იმასა.
მაინც ღმერთს ჰმადლობს, მაინცა,
საღამოსა და დილასა.
სხვებსაც მას ურჩევს: - "კაცებო,
მოდით, ნუ ჰშვრებით ცოდვასა;
ნუ მასჭრით ხესა, დავჯერდეთ
ჯოყრებს, ხმელს წიწკრებს ცოტასა." -
არავინ უსმენს, არქმევენ
ამგვარ მის რჩევას ბოდვასა.
"- ღმერთს ჩვენთვის გაუჩენია
სარგოდა, მოსახმარადა!" -

და დღესაც არავინ ჰზოგავს
ვერხვ-წიფელს მოსაკლავადა...

...ხევსურთ შეჰხედეს ერთმანეთს
გაოცებულის თვალითა:
ნუთუ ასეთი ცოდნაო
იქნება კაცის ძალითა?
დარწმუნდნენ იმის ცოდნაში,
საქმე წინ ედვა ყველასა,
მაგრამნ ნაგრძნობსა გულითა
გონებით ჰშველენ ვერასა:
ბალახსა სთიბენ, ნადირს ჰკვლენ,
შეშით ანთებენ კერასა.
ქათმის ხორცს რა შეაძულებს,
თქვენვე მითხარით, მელასა?!
ვინ ჩამოჯდება ღველფზედა,
თუ ზედ არ ჰხედავს ძელასა?!"



ესეც აღმოსავლური ბოდვაა?! თუ ესეც სექტანტური აზროვნებაა?! თუ მხოლოდ ლამაზი სიტყვები და დრამატურგიაა, ვაჟას ფანტაზიაა, რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო?!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 6 2010, 12:08 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Apr 6 2010, 11:28 AM) *

ბოდიშს ვიხდი აღელვებისთვის... smile.gif

smile.gif) მშვიდობით ვიყოთ.

უკვე გითხარი, რომ კეთილგანწყობა მაქვს შენს მიმართ და მეც მომიტევე, თუ გადავამლაშე smile.gif

უბრალოდ, სხვა და სხვა ენებზე ვსაუბრობთ cool.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 12:24 PM
პოსტი #31


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra
ციტატა
უბრალოდ, სხვა და სხვა ენებზე ვსაუბრობთ


იმედია ვაჟას ენა იქნება ავტორიტეტული შენთვის.

გაგრძელება...


"...და მეც დღეს-ხვალეობითა,
ცოტ-ცოტად, ნელაობითა
დავიწყე თავის რწმენასთან
მოქცევა მელაობითა:
დღეს მოვჭერ ერთი ჭანდარი,
თუმც მემუდარა ბევრია:
"- რად სჩადი მაგას მინდიავ,
ვითომ არ იყავ მტერია?!"
ხვალ ორი მოვჭერ, და ასე
გული ჩავიდევ ქვისაო,
რომ სულ აღარა მეგრძნო რა,
ძალაც ვითხოვე ღვთისაო.
შენ ჯიხვის ხორცსა ჰნატრობდი,
თუ ვის მოკლული გსმენია.
რამდენჯერ ჩემი გულ-მკერდი
ამ ჩივილს გაუსენია:
"ყმაწვილნ უხორცოდ დაზრდილნი
რა ვაჟკაცობას იზამენ?
არსად არ გამიგონია
ასრე გაზრდილი სხვისა მენ".
ახ, რატომ ამის თქმამდინა
არ დაგეყარა მიწა შენ!..
მეც მივყევ - ვხოცე ნადირი,
გასუქ-გალაღეთ ლეშითა,
თავის ბალღებით ჰხარობდი,
მე დავრჩი თავის ტეხითა.
სჯობდა კი ასე გახდომას
გავთაულიყავ მეხითა;
დაკარგულს ვეღარ მოვხელავ
ვერა რომელის ხერხითა"...

ცოლი

"ან შენ რა გიჭირს ისეთი,
თავს რად იტკიებ ძალადა;
შეშის ჭრას, ნადირთ ხოცვასა
სხვან რად არ სთვლიან ბრალადა?"

ქმარი

" - არ იცი, არა ჭკვათხელო,
ყბედო, ზეზერა მგრძნობარევ,
თავისა სასიამოვნოდ
წუთისოფლისა მცნობარევ!
არა ღირს იმად - ვიგლოვო
თვისი ცოდნა და ძალია,
რომ ჩემთან ერთიც მათგანი,
ბრიყვო აღარსად არია?!
არ უღირს მკვდარმა იცოდეს
თავის სიკვდილი, - მკვდარია,
იგლოვოს თავისი თავი,
თვის ყოფნა შესაზარია?
სხვა ყოფნა ამაზე მწარე,
მიპოვნე შესადარია!
ამგვარი მკვდარი დღეს მე ვარ,
სხვა მკვდრებს რა უჭირთ მკვდრობითა!
არიან მოსვენებულნი,
არაფერს გრძნობენ გრძნობითა.
რითიღა ვარგო ქვეყანას,
დავცარიელდი ცოდნითა:
ყვავილნი არას მეტყვიან,
აღარც ცნობა მაქვს იმათი;
განა მეტიღა იქნება,
კაცმა თავს უგდოს ხიფათი?
აღარა მესმის ფრინველთი,
აღარა მესმის ყანისა,
აღარ მსმენია მას შემდეგ
ტკბილი სალამი მწვანისა.
ეს არაფერი, სხვაფრივაც
აღარ ვვარგივარ არადა;
გინდა აქ ვეგდო მთაშია,
გინდა ჩავიდე ბარადა,
ჩემფერას უკეთურებსა
არვინ იყიდის ჩალადა..."


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 6 2010, 12:28 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Apr 6 2010, 12:10 PM) *

terra
იმედია ვაჟას ენა იქნება ავტორიტეტული შენთვის.


მოდი ჩამოვყალიბდეთ.

ვეთანხმები აზრს, რომ ხორცის ჭამა მაინც და მაინც სასარგებლო არ არის, მით უმეტეს, თუ მოზარდობის ასაკიდან გამოსულები ვართ.
ასევე, ვეთანხმები აზრს, რომ ხორცი ადამიანში ბადებს აგრესიას, ამძიმებს გონებას და პოზიტიურად არ აისახება
სულიერ სტატუსზე.
ასევე, რომ ხილ-ბოსტნეულით კვების შემთხვევაში, გაცილებით ნათელი გონება გვაქვს და ნერვები - მშვიდად.
ეს საკუთარ თავზე გამომიცდია და საკმაოდ ბევრჯერ.

უბრალოდ, კატეგორიულად არ ვეთანხმები ვეგანობას - რელიგიური კუთხით, ანუ : ,,ძროხა ჩვენი დედაა, რადგან მის რძეს ვსვამთ და ტეხს დედის ხორცის ჭამა'', ,, ძროხა წმინდა ცხოველია'', ,,ძროხა შეიძლება ჩემი ბებიის რეინკარნაცია იყოს'' და ა.შ.
ეს, მიუღებელია ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის.
მართლმადიდებლობაშიც არის ვეგეტარიანელობა, კერძოდ სამონაზვნო წესში და არანაირად ეწინააღმდეგება ქრისტიანობას.
ეს ცალკე თემაა.
ასევე, ერისკაცსაც შეუძლია თავი მოიზღუდოს ხორცისგან, მაგრამ, წმინდად სამედიცინო მოტივაციით და
არა ზემოხსენებულით.
კიდევ ვიმეორებ - ზომიერად ყველაფრის მიღება შეიძლება!!


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Apr 6 2010, 12:38 PM
პოსტი #33



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



Atman

გეთანხმები!

მიუხედავად იმისა, რომ ვეგეტარიანელი არ ვარ ვაღიარებ, რომ ცხოველის მოკვლა/ დაკვლა არის საშინელება და ძალიან განვიცდი.

მინახავს ღორს მცირეკალიბრიან ტყვიას რომ დაახლიან შუბლში და ღორი წაიქცევა, მაგრამ ცოცხალია მერე ერთი მოზვერივით კაცი მივარდება და ყელს გამოჭრის. ამ სცენის შემდეგ ხორც კი არა საერთოდ საჭმელს ვერ ვჭამ რამდენიმე დღე.

ანდა ახალდაბადებულ ხბოს რომ ყელში დანას ჩაარტყამენ და სისხლი ჩანჩქერივით წამოვა.

ასევე მიუღებელია ნადირობა. მითუმეტეს რომ სპორტული ინტერესისთვის დადიან და არა საკვების საშოვრად.

გეთანხმები იმაშიც, რომ ხორცი ყველაზე მყრალი საკვებია. გაიხსენეთ უმი ხორცის სუნი.

მე არასდროს გამისინჯავს

1. ღორის ქონი (პირდაპირ საწამლავია და ალერგია მაქვს სუნზეც)
2. ე.წ. ხალადეცი, რომელიც ღორის კბილების ფესვების და თავის ქალის ძვლების ჟელატინისგან მზადდება და გულს მირევს ეს კანიბალიზმი
3. ხაში, რომელიც საქონლის ფეხების(ჩლიქების) და ფარშის ნახარშია
5. კუპატი - ყველამ ვიცით ნაწლავში ჩაწყობილი გულ-ღვიძლია. ნუთუ ადამიანები ნაწლავებს ვჭამთ? ონკანზე მიუერთებენ და ასე რეცხავენ მილივით - საზიზღრობაა

როგორც ზემოთ ავღნიშნე სამწუხაროდ ვეგეტარიანელი არ ვარ, მაგრამ თვეში მაქსიმუმ ორჯერ მიწევს ხორცის ჭამა, თუმცა სახლში არასდროს ვაკეთებინებ

მწვადს მხოლოდ იმიტომ ვჭამ, რომ ცეცხლი ხორცის მყრალ სუნს აქრობს

და ხინკალს რაც შეეხება ამ ბოლო დროს დავუკვირდი რომ ფარში ნარჩენი, გადასაყრელი ხორცის და ხრტილებისგან მზადდება და თუ კიდევ მომიწევს ხინკლის ჭამა აუცილებლად გამახსენდება და იქნებ საერთოდ შევეშვა


ისე, ჯამეთ ხორცი 1 კვირა ყოველდღე და ნახავთ როგორ გამოგაყრით სახეზე, როგორ დამძიმდება სხეული და რა საშინელი გემო გექნებათ პირში დილით

რაც შეეხება თევზს, არასდროს მოვითხოვ სახლში ვინმემ გამოშიგნოს და სამზარეულო ააყროლოს.

ასე რომ მალე ვეგეტარიანელები გავხდეთ ყველა, მეც დიდი იმედი მაქვს რომ ეს სადიზმი გამახსენდება და აღარ გავეკარები ხორცს

რელიგია კარგად გვაქვს მორგებული, ცოდვა არ ყოფილა და ვხოცოთ ცხოველები, ან დავასაჭურისოთ, ტკივილგამაყუჩებელი რა ადამიანი ხომ არ არის? sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 12:49 PM
პოსტი #34


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
კიდევ ვიმეორებ - ზომიერად ყველაფრის მიღება შეიძლება!


ციტატა
"...და მეც დღეს-ხვალეობითა,ცოტ-ცოტად, ნელაობითადავიწყე თავის რწმენასთანმოქცევა მელაობითა:დღეს მოვჭერ ერთი ჭანდარი,თუმც მემუდარა ბევრია:"- რად სჩადი მაგას მინდიავ,ვითომ არ იყავ მტერია?!"ხვალ ორი მოვჭერ, და ასეგული ჩავიდევ ქვისაო,რომ სულ აღარა მეგრძნო რა,ძალაც ვითხოვე ღვთისაო.



ციტატა
უბრალოდ, კატეგორიულად არ ვეთანხმები ვეგანობას - რელიგიური კუთხით, ანუ : ,,ძროხა ჩვენი დედაა, რადგან მის რძეს ვსვამთ და ტეხს დედის ხორცის ჭამა'', ,, ძროხა წმინდა ცხოველია'', ,,ძროხა შეიძლება ჩემი ბებიის რეინკარნაცია იყოს'' და ა.შ.


არავინ გეუბნება ძროხას დედა დაუძახეო. უბრალოდ ნუ შეჭამ საკუთარი სიამოვნებისთვის (დაკვლა და შეჭმა კი ერთმანეთისგან არ განსხვავდება).

ციტატა
მართლმადიდებლობაშიც არის ვეგეტარიანელობა, კერძოდ სამონაზვნო წესში და არანაირად ეწინააღმდეგება ქრისტიანობას.


ვეგეტარიანელობა ასკეტიზმი არაა, რომ ეს მძიმე და რთულ წესებად ვაღიაროთ. ეს არის ცხოვრების ჯანმრთელი წესი და არა ბერ-მონაზვნული. ბერი რომ ვიყო ვეგეტარიანელობა კი არა საერთოდ არ შევჭამდი საჭმელს biggrin.gif

მგონი ისევ ვერ მიხვდით ჩემს მიზანს:

მე მინდა გააცნობიეროთ, რომ ხორცის ჭამა და ცხოველის კვლა, იდენტური პროცესებია და არაა სასარგებლო სულისთვის. და აქ ზომიერება არაფერ შუაშია. ეს ცოდვაა და როგორც "არა იპაროზე" ვერ ვიტყვით რომ ეს ცნება ზომიერად უნდა დავიცვათ, ასევე ვერ ვიტყვით ხორცის ჭამაზე. ეს გავაცნობიეროთ და ილუზიაში ნუ ვყოფთ თავს სირაქლემასავით თორე არჩევანი ყველას თავისუფალი გვაქვს!

Giorgi-

გაიხარე! ძლივს საღად მოაზროვნე კაცი ვნახე!

თუმცა შენ შემთხვევაში ერთს ავღნიშნავ:

მართალია თანდაყოლილად გაქვს ხორცის ჭამაზე ზიზღი და შესაბამისად სინდისი და გულიც უფრო გაწმენდილი გაქვს, მაგრამ როგორც თავად აღნიშნე:

ციტატა
მწვადს მხოლოდ იმიტომ ვჭამ, რომ ცეცხლი ხორცის მყრალ სუნს აქრობს


ანუ მაინც ილუზიაში იგდებ თავს და ჭამ იმ ხორცს რომელსაც სუნი არ ასდის.

იმაზე მაღლა უნდა დავდგეთ, ვიდრე ხორცისადმი გონებრივი, სენტიმენტალური ზიზღია. მორალურად და რაციონალურად უნდა შევხედოთ ამ საკითხს, თორე ხორცს ისე ლამაზად და გემრიელად შეგვიფუთავენ და მოგვართმევენ, სულ დაგვავიწყდება სუნიც და ისიც რომ ეს ხორცი ლეშია და მოკლულია.

მე პირადად მიყვარდა ხორცი, სუნითაც და გემოთიც (არა ნაწლავები და ღორის ქონი რა თქმა უნდა), მაგრამ რაც თავი დავანებე, საერთოდ შემეცვალა გემოვნება. როცა მომდის მოხარშული ხორცის სუნი, რომელზეც ადრე ნერწყვი მადგებოდა, ახლა უკვე ზიზღის გრძნობა მიჩნდება. თუმცა ისევ მსიამოვნებს შამფურზე შემწვარი მწვადის სუნი და იშვიათად შეჭმაც კი მომინდება ხოლმე, მაგრამ ჭკუაზე მაღლა გონება უნდა იდგეს და თუ ვიცი რომ ეს არაა სწორი არ შევჭამ.

ამოიგდეთ თავიდან აბსოლუტურად ცრუ და ყალბი "მეცნიერული მტკიცებულება", რომ ხორცის გარეშე ადამიანის ორგანიზმი დაავადდება (თუნდაც მოზარდის ან თოთო ბავშვის). ეს არის ძალიან დიდი და ძალიან "მეცნიერულად" დასაბუთებული ტყუილი და უმეცრება!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Apr 6 2010, 12:50 PM
პოსტი #35



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



ძროხას რაც შეეხება ნამდვილად არ მგონია რომ რძე, რომელიც თავისი შვილის გამოსაკვებად მისცა ბუნებამ ადამიანისთვის იყოს განკუთვნილი, ადამიანს ადამიანის რძე მიეცა და სანამ სხვა საკვებზე გადავა შეუცვლელია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Apr 6 2010, 12:50 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Atman @ Apr 6 2010, 12:40 PM) *

მე მინდა გააცნობიეროთ, რომ ხორცის ჭამა და ცხოველის კვლა, იდენტური პროცესებია
ეს ცოდვაა

არც ამაში გეთანხმები.
ცხოველის დაკვლა, რომელიც არც მე მეხატება გულზე და შემზარავია, ვერანაირად იქნება იდენტური ხორცის ჭამისა.
ვერც იმაში დაგეთანხმები, რომ ეს ცოდვაა (გარდა შემთხვევისა, როცა გართობის მიზნით და სპორტული ინტერესით ხდება ეს პროცესი)
ჩემო კარგო, ქრისტიანებს გვაქვს სულიწმიდის მიერ მოცემული სისტემა, რომელსაც სჯულის კანონი ჰქვია.
მასში ასეთი რამ ნახსენებიც კი არაა ერისკაცებთან მიმართებაში.
მღვდლებს კი ნამდვილად აქვთ აკრძალული ცხოველის დაკვლა (ფრინველისაც), მაგრამ ჩვენ ხომ სასულიერო პირები არ ვართ..


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Apr 6 2010, 12:56 PM
პოსტი #37



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



Atman
[quote]თუმცა შენ შემთხვევაში ერთს ავღნიშნავ:

[quote]ანუ მაინც ილუზიაში იგდებ თავს და ჭამ იმ ხორცს რომელსაც სუნი არ ასდის. [/quote]

კი, უბრალოდ როცა ვყიდულობ მწვადს, (და არა სამწვადეს, რომელსაც სისხლის ლაქები აქვს ჯერ კიდევ) ხშირად არ ვფიქრობ იმაზე (მავიწყდება, ვივიწყებ), თუ როგორ სადისტურად დაკლეს ცხოველი. მაგრამ თუ დაკვლის პროცესს კიდევ ერთხელ ვუყურე ალბათ აღარც შევჭამ საბოლოოდ.

ბავშვებს რაც შეეხება, ამბობენ რომ აუცილებელია, თუმცა ზოგი პირიქით ამბობს. მე ძალიან მიხარია, რომ ჩემი შვილი მანდამაინც არ გიჟდება ხორცზე და რომ გაიზრდება ალბათ მთელი ოჯახი ვეგეტარიანელები ვიქნებით და ცხოვრებაც მშვენიერი იქნება smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 01:01 PM
პოსტი #38


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



Giorgi-
ციტატა
ძროხას რაც შეეხება ნამდვილად არ მგონია რომ რძე, რომელიც თავისი შვილის გამოსაკვებად მისცა ბუნებამ ადამიანისთვის იყოს განკუთვნილი, ადამიანს ადამიანის რძე მიეცა და სანამ სხვა საკვებზე გადავა შეუცვლელია


ხო, ეს სადავო საკითხია, მაგრამ ვედებში ბევრგანაა მითითებული, რომ ძროხის რძე როგორც ხბოსთვისაა განკუთვნილი, ასევე ადამიანისთვისაა და ამით იხდის ძროხა თავის მოვალეობას პირველ რიგში. (ანუ ესაა მისი დჰარმა).

ამის დამტკიცება იმითაც შეიძლება, რომ ძროხა გაცილებით მეტ რძეს იწველება, ვიდრე ეს ხბოსთვისაა საჭიორო. არც ერთ სხვა ცხოველში არაა მსგავსი თვისება.


ციტატა
ცხოველის დაკვლა, რომელიც არც მე მეხატება გულზე და შემზარავია, ვერანაირად იქნება იდენტური ხორცის ჭამისა.


რისთვის კლავენ ხორცს? იმისთვის რომ შენ იყიდო და შეჭამო. რაც ნაკლები იქნება მოთხოვნილება, მით უფრო ნაკლები იქნება კვლაც. მთავარი არაა ვინ დაკლავს ცხოველს. მთავარია რომ ამ ცოდვას ყველანი ვიზიარებთ. რაც უფრო მეტი იქნება ვეგეტარიანელი, მით უფრო ნაკლები ცხოველი დაიკვლება. აბსოლუტურად ნათელია ეს და ახსნას არც საჭიროებს. მკვლელი მარტო ის არაა, ვინც კლავს, მკვლელი ისიცაა, ვინც "ქილერს" ფულს უხდის.

ციტატა
ჩემო კარგო, ქრისტიანებს გვაქვს სულიწმიდის მიერ მოცემული სისტემა, რომელსაც სჯულის კანონი ჰქვია.


ჰოდა ეს სჯულის კანონი გვიწესებს შეზღუდვებს მარხვის სახით. მაგრამ დრო იცვლება და ახლა გაცილებით უფრო ადვილია ვეგეტარიანელად ყოფნა, ვიდრე ძველ დროში და მითუმეტეს გადახრიოკებულ იერუსალიმში!

ისევ ვიმეორებ ხორცის არ ჭამა არაა ისეთი რთული ასკეზა, რომ მხოლოდ ბერებს მოეთხოვებოდეთ და არა ერისკაცებს. პირიქით, თავიდანაა ცოტა რთული, თორე მერე ისეთი ჩვეულებრივი ხდება რომ ამის გარეშე წარმოუდგენელიც კი გვგონია ცხოვრება!

Giorgi-

ციტატა
ბავშვებს რაც შეეხება, ამბობენ რომ აუცილებელია, თუმცა ზოგი პირიქით ამბობს. მე ძალიან მიხარია, რომ ჩემი შვილი მანდამაინც არ გიჟდება ხორცზე და რომ გაიზრდება ალბათ მთელი ოჯახი ვეგეტარიანელები ვიქნებით და ცხოვრებაც მშვენიერი იქნება


არიან ბავშვები რომლებსაც უყვართ ხორცი. ზოგი პირიქით, საერთოდ არ ჭამს. ჩემი ნათესავი მაგალითად ტიროდა როცა ბავშვობაში აჭმევდნენ, მერე ცოტა რომ წამოიზარდა კატეგორიულად განაცხადა უარი და ვეღარც აძალებენ, მაგრამ რატომღაც მაინც სულ გონიათ რომ ავადმყოფი გაიზრდება biggrin.gif არადა სრულიად ჯანმრთელი და ენერგიული ბავშვია.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Apr 6 2010, 01:04 PM
პოსტი #39



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



ისე ხორცის მჭამელები მაინც უნდა განვასხვაოთ დონეების მიხედვით. ფეხზე დამდგარ ციკანს რომ შემოიტანენ და ხალხი ხორცს აგლეჯს, ანდა დაუჭრელ გოჭს, პირში ბოლოკი რომ უდევს და მწვანილები - ეს ნამდვილად კანიბალიზმია

თუ მუცელი აგტკივდათ გული გინდათ არიოთ წარმოიდგინეთ "ხალადეცი", კუპატი, ლანგარზე წამოწოლილი გოჭი ღია პირით biggrin.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 6 2010, 01:06 PM
პოსტი #40


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



პირადად ჩემი მოწოდებაა:

თუ ვერ ძლებთ, ჭამეთ ზომიერად, ან თუ სტუმრად ხართ და უხერხულ სიტუაციაში ჩავარდებით რომ არ ჭამოთ... ოღონდ ძროხის ხორცს არ გაეკაროთ! არსად და არასოდეს! მე გაძლევთ პირობას რომ ეს ძალიან წაგადგებათ სულიერ ცხოვრებაშიც და ჯანმრთელობაშიც! რაც გინდათ ის დაარქვით, გინდა ცრურწმენა, გინდა ფანატიზმი, გინდა სიგიჟე, მაგრამ დამიჯერეთ და არ ინანებთ, თან ამით არაფერს კარგავთ, მოგებით კი ბევრი შეგიძლიათ მოიგოთ a075.gif

პატივისცემით თქვენი ატმანი madlioba.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

39 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 08:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი