IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არა კლა!, და არ ჭამო მოკლული!
Atman
პოსტი Apr 5 2010, 10:34 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ჯერ ამას უყურეთ და მერე მიირთვით გემრიელად ხინკალი! smile.gif

Земляне / Earthlings

http://www.earthlingsfilm.ru/files/video/earthlings.avi

IPB-ს სურათი


ამასაც!

http://www.youtube.com/watch?v=9JYhlhw7zxw

ნებისმიერი პატარა ბავშვი, როცა დაინახავს ცხოველს როგორ კლავენ, არ შეჭამს მას, თუ არ მოატყუეს და არ დააძალეს. ჰოდა საკუთარი თავის მოტყებაა, როცა გვგონია რომ ამ სასაკლაოების არსებობაში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას.

ხორცი ადამიანის საკვებად არაა განკუთვნილი ღმერთის მიერ. ვინც ვერ ძლებს და მაინც ჭამს, მათ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, მაგრამ თუ სულიერი განვითარება და ღმერთის სიყვარული გვინდა, ცხოველი არ უნდა მოვკლათ!

როცა რელიგია არ გიკრძალავს, ეს არ ნიშნავს რომ აუცილებელია ჭამო! მითუმეტეს მსხვერპლშეწირვაც კი აკრძალულია ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიერ. ჩვენი ქართული ტრადიციებიდან კარგი უნდა დავიტოვოთ, ცუდი კი გადავაგდოთ. ყველა ტრადიცია რომ კარგი იყოს, არც ქრისტეს მოსვლა იქნებოდა საჭირო და არც წმინდანები! მარტო ტრადიციებს გავყვებოდით და მიგვიყვანდა ეს სამოთხემდე!

თავს იმით ვიმართლებთ, რომ "ცხოველს სული არა აქვს" ეს ცალკე თემაა და ამაზე აქ არ ვიკამათებ. ნახეთ როგორ ტირის ძროხა როცა დასაკლავად მიჰყავთ. "საკუთარი ხელით გამოჭერი ყელი და მერე ჭამე თუ სინდისი არ შეგაწუხებსო" პითაგორა ამბობდა. ბუდას მთავარი მისიაც ცხოველთა კვლის შეჩერება იყო და არა ღმერთის სიყვარულის სწავლება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ცხოველს საკუთარი სიამოვნებისთვის კლავს ღმერთს ვერ შეიყვარებს! მითუმეტეს უანგაროდ!

რად უნდა ამას ბუდიზმი და ვედები! ან ფრანცისკო ასიზელი, ან ბევრი სხვა? ვაჟა წაიკითხეთ! ვაჟას ლექსები და მოთხრობები მარტო მხატვრულობისთვის და სილამაზისთვის კი არაა დაწერილი. სწავლებაა ეს პირველ რიგში! გაიღვიძეთ!

როცა ცხოველებს კლავენ, შლაკები, რომლებიც ბუნებრივად გამოიყოფიან სისხლის მიმოქცევის საშუალებით, რჩებიან მასში. ის ვინც ჭამს ხორცს, ღებულობს თავის ორგანიზმში ტოქსინებს, რომლებიც უნდა გამოყოფილიყო ცხოველის ორგანიზმიდან შარდთან ერთად. ტექნიკურ განვითარებას მოჰყვა ისიც, რომ დღეს ცხოველის ხორცი შეიცავს ისეთ ქიმიკატებს, როგორიცაა დდტ (რომელიც ყველაზე ძნელად 20-21 დღის შიმშილის შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან), ნატრიუმის სულფატი - იგი წარმოადგენს ერთ-ერთ კანცეროგენს, სინთეტიკური ჰორმონი (დეს), რომელიც აგრეთვე ითვლება კანცეროგენულ ნივთიერებად. საერთოდ ხორცის შემცველი პროდუქტები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადაბლებენ იმუნიტეტს და იწვევენ კიბოსა და მეტასტაზების განვითარებას.

ხორცისმჭამელობა პირდაპირ კავშირშია გულის დაავადებებთან. ხორცში არსებული ქოლესტერინი გროვდება გულის კუნთების მკვებავ მთავარ სისხლძარღვებში და აჩენს ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რომელიც წინაპირობაა ინფარქტისა. ხორცი შეიცავს 14-ჯერ უფრო ბევრ პესტიციდებს, ვიდრე მცენარეული პროდუქტი. ცხოველის ცილა ითვლება ერთ-ერთ ტოქსიურ პროდუქტად კვებისათვის.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიტყვა ვეგეტარიანელობა ბერძნული სიტყვიდან ვეგეტას-გან მოდის, რაც ნიშნავს "მთლიან სუნთქვას და სიცოცხლეს".

ბიბლიის დასაწყისში საკვების შესახებ ღმერთის ნება ასე გამოიხატება: "და თქვა ღმერთმა: და მოგეცით თქვენ ყოველგვარი ბალახი თესლის მქონე, რომელიც არის მთელს მიწაზე და ყოველგვარი ხე ნაყოფის მომცემი. ეს იქნება თქვენი საკვები..."

წმინდა ბონავენტურა წერდა წმინდა ფრანჩესკო ასიზელზე: "როცა ის ფიქრობდა ყველა სულიერის შემოქმედზე, ის როგორც არასდროს ივსებოდა მადლიერებით და ის უწოდებდა ღმერთის ყოველ შექმნილს, ყველაზე პატარასაც კი ძმას და დას, რამეთუ იცოდა რომ იგი შექმნა იგივემ, რომელმაც შექმნა იგი თვითონ".


"და როცა თქვენ გაამრავლებთ თქვენს ლოცვებს მე გეტყვით არ მესმის: თქვენი ხელები სავსეა სისხლით". (ისაია 1:15_

"საკუთარი დედა გვაჭმევს რძეს ერთი-ორი წელი და ელოდება როდის მოვემსახურებით მას როცა გავიზრდებით. დედა ძროხა არ ელოდება ჩვენგან არაფერს მარცვლეულისა და ბალახის გარდა." (მაჰატმა განდი)

"მანამდე სანამ ადამიანი ხოცავს ცხოველებს, მას შეუძლია მოკლას ადამიანიც. ჭეშმარიტად ის ვინც ჭამს დახოცილის თესლს და ტკივილს, ვერ შეიცნობს სიხარულს და სიყვარულს." (პითაგორა)

"ჩვენ მოსიარულე სასაფლაო ვართ! მე ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში უარი ვთქვი ხორციან საჭმელზე". (ლეონარდო და ვინჩი)

17. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი.

18. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ.

19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა.

20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა.

21. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ?

(ეკლესიასტე. თავი მესამე)


ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!

რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!

(ესაია 1.10-11)


ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!

(ესაია 1.15)



ვისაუბროთ ამ თემაზე, ოღონდ სერიოზულად და ხუმრობის გარეშე. ეს თემა არაა სახუმარო!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Atman   არა კლა!   Apr 5 2010, 10:34 AM
Iona   ერთ ერთ ქადაგებაშ...   Apr 13 2010, 04:23 PM
Atman   Iona აზრი არა აქვს, მე...   Apr 13 2010, 04:35 PM
Giorgi-   ისე ადამიანმა მხოლ...   Apr 13 2010, 04:42 PM
Atman   ისე ადამიანმა მხო...   Apr 13 2010, 04:54 PM
მხევალი ნინო   Giorgi- :D :D ვაიმე, ცდად გ...   Apr 13 2010, 04:46 PM
Giorgi-   მხევალი ნინო არად...   Apr 13 2010, 04:53 PM
Ismail   ნუ აოფებთ! ნუ აოფე...   Apr 15 2010, 05:24 PM
Elisa_Day   ვეთანხმები ისმაილ...   Apr 17 2010, 12:43 AM
Fee   აბსოლუტურად ყველა ...   Apr 18 2010, 11:26 PM
terra   აბსოლუტურად ყველა...   Apr 18 2010, 11:30 PM
newbie   კი ადნაზნაჩნა ,:მპუ...   Apr 19 2010, 12:31 AM
Fee   კი ადნაზნაჩნა ,:მპუ...   Apr 19 2010, 12:57 AM
kinoteli   პითაგორა?..................იმ...   Apr 18 2010, 11:29 PM
newbie   fee არ წაგიკითხავს ი...   Apr 19 2010, 01:16 AM
Fee   fee არ წაგიკითხავს ი...   Apr 19 2010, 06:22 PM
terra   როგორ შეუძლია ადა...   Apr 19 2010, 08:48 PM
Atman   newbie ვითომ ვერ გაიგე...   Apr 19 2010, 12:03 PM
Atman   ჩვენი ძველი ფორუმე...   Apr 19 2010, 05:30 PM
ქევანა   Atman ეგ ვიდეო მე ხორც...   Apr 19 2010, 05:55 PM
Atman   ესეც კარგი ფილმი პ...   Apr 19 2010, 06:00 PM
ქევანა   Atman :D ადამიანი ცხოვე...   Apr 19 2010, 06:05 PM
terra   მასე, იქნებ გოჭსაც ...   Apr 19 2010, 08:54 PM
Atman   ქევანა ხორცით კვე...   Apr 19 2010, 06:15 PM
Atman   terra მე პირადად მირჩ...   Apr 19 2010, 08:50 PM
newbie   atman http://s16.rimg.info/31d89627e2f2fdcb19d310...   Apr 19 2010, 10:25 PM
Fee   დედამიწაზე 1მილიარ...   Apr 20 2010, 12:25 AM
terra   Fee ვეთანხმები გგდმ -...   Apr 20 2010, 12:29 AM
Fee   რაც შეეხება ჩემს დ...   Apr 20 2010, 12:36 AM
A.v.B   ამ წელში 365 დღეა თუ ...   Apr 20 2010, 12:52 AM
Fee   B)-->
ციტატა(A.v....   Apr 20 2010, 02:42 PM
Atman   newbie ძალიან არალოგი...   Apr 20 2010, 06:33 AM
terra   ისევ ვიმეორებ: ამო...   Apr 20 2010, 10:26 AM
Atman   terra აქ არ ვიცი თქვა თ...   Apr 20 2010, 11:52 AM
terra   terra აქ არ ვიცი თქვა ...   Apr 20 2010, 12:04 PM
Atman   terra არც ისე დიდად წა...   Apr 20 2010, 12:06 PM
Fee   terra შენ თქვი რომ მე ს...   Apr 20 2010, 02:56 PM
terra   რა ახსნა ამას უნდა...   Apr 20 2010, 03:46 PM
Atman   terra ვერ დაგეთანხმე...   Apr 20 2010, 04:49 PM
terra   [b]terra ვერ დაგეთანხმე...   Apr 20 2010, 05:47 PM
Abdulzanzari   Atman ვერ დაგეთანხმებ...   May 2 2010, 09:01 PM
Atman   terra თემის ხაზს გავც...   Apr 20 2010, 06:06 PM
ქევანა   იცი რას ვერ ვხვდებ...   Apr 20 2010, 08:27 PM
Fee   terra ჩვენ სხვადასხვა ...   Apr 20 2010, 08:37 PM
Atman   ქევანა ვინ გიკრძა...   Apr 20 2010, 08:38 PM
ქევანა   izi-bartki :* ჰკითხე მასწა...   Apr 20 2010, 08:46 PM
Fee   ეგ მომავალიც არა...   Apr 20 2010, 11:53 PM
Ismail   ოფების ბუდედ იქცა ...   Apr 21 2010, 11:55 AM
Atman   დიდი მადლობა თემის...   Apr 29 2010, 08:44 AM
elusia   Atman შენ თავად ჭამ ხო...   Apr 29 2010, 06:41 PM
Atman   elusia აბა გეკაიფებით?...   Apr 29 2010, 07:14 PM
izi-bartki   WELCOME BACK ! ;) :*   Apr 29 2010, 08:09 PM
Atman   http://s001.radikal.ru/i193/1005/5f/e2db4537f54f.j...   May 2 2010, 07:27 PM
izi-bartki   ეს რა უბედურებაა?? :o ...   May 2 2010, 07:50 PM
terra   http://i080.radikal.ru/1005/ad/b07a7a0dc29d.jpg   May 2 2010, 08:46 PM
ქევანა   ბალახს რომ გლეჯავთ...   May 2 2010, 08:48 PM
terra   მართლა მძიმე სანახ...   May 2 2010, 08:51 PM
izi-bartki   კარგით ხალხნო რა უ...   May 2 2010, 08:59 PM
Atman   Abdulzanzari არა მარტო თქვ...   May 3 2010, 12:56 PM
ნონა   Atman terra რა გჭირთ უარყო...   May 3 2010, 01:05 PM
Atman   ნონა ლამაზად შეფუ...   May 3 2010, 01:08 PM
ქევანა   არა კლა [img]http://s50.radikal.ru/i...   May 3 2010, 03:13 PM
Atman   ქევანა უსამართლ...   May 3 2010, 03:25 PM
ქევანა   Atman რა უსამართლო? :( ხ...   May 3 2010, 03:27 PM
Atman   ქევანა ეგეთი ლოგი...   May 3 2010, 03:30 PM
ქევანა   Atman და შენ აპირებ მო...   May 3 2010, 03:36 PM
Atman   ქევანა არაა, მე სხ...   May 3 2010, 03:42 PM
izi-bartki   ქევანა შეაჯამეთ ა...   May 3 2010, 05:11 PM
ქევანა   izi-bartki ტყეების გაჩეხ...   May 3 2010, 05:15 PM
izi-bartki   izi-bartki ტყეების გაჩეხ...   May 3 2010, 05:21 PM
Giorgi-   ვაშლის მოწყვეტასა ...   May 3 2010, 05:22 PM
izi-bartki   ვაშლის მოწყვეტასა...   May 3 2010, 05:33 PM
ქევანა   Giorgi- ვერ გაგიგია :D კა...   May 3 2010, 05:44 PM
Fee   მე ვაღიარებ რომ ვჭ...   May 16 2010, 10:02 PM
Atman   ქევანა არ არის მოთ...   May 3 2010, 05:45 PM
ქევანა   ხე მეცოდება ყვავი...   May 16 2010, 10:11 PM
Fee   ძალიან კარგია რომ ...   May 18 2010, 03:38 PM
Atman   ადამიანის ერთ-ერთი...   May 18 2010, 03:41 PM
Otherguy   Atman სიამოვნებით ვიქ...   May 19 2010, 11:15 PM
Fee   რკინის შემადგენლო...   May 20 2010, 12:03 AM
A.v.B   აუფ ეხლა კაი გამხ...   May 20 2010, 12:05 AM
Otherguy   Fee ჭინჭარს(ამას უფრ...   May 20 2010, 12:07 AM
Fee   Fee ჭინჭარს(ამას უფრ...   May 20 2010, 02:24 PM
ikanosi   Otherguy შენ მოკალი ძერა...   May 20 2010, 12:11 AM
Otherguy   არა ისე რაც მართალ...   May 20 2010, 12:21 AM
ქევანა   Otherguy რას ამბობ, ჭინჭ...   May 20 2010, 12:22 AM
afxazi   ნუ აოფებთ.   May 20 2010, 12:23 AM
Otherguy   afxazi აუ შენ ის არ იცი, ...   May 20 2010, 12:32 AM
ქევანა   ეგ ადვილია :user: და შე...   May 20 2010, 12:37 AM
terra   უბრალოდ რაღაც რაღ...   May 20 2010, 12:46 AM
Atman   Otherguy სწორად თუ იკვე...   May 20 2010, 06:39 AM
Atman   პ.ს. თუ ხორცზე უარი ...   May 20 2010, 10:09 AM
terra   პირველ ეტაპზე უარ...   May 20 2010, 11:00 AM
lingvo   კი მარა წმიდა წერი...   May 20 2010, 11:34 AM
terra   კი მარა წმიდა წერი...   May 20 2010, 11:49 AM
ნონა   Atman ისევ უხორცობას ქ...   May 20 2010, 11:48 AM
ნონა   მთავარია მოტივი ა...   May 20 2010, 12:03 PM
Otherguy   ერთი საკითხია ნება...   May 20 2010, 02:00 PM
self   არ ვემხრობი იმ აზრ...   May 20 2010, 02:16 PM
Fee   არ ვემხრობი იმ აზრ...   May 20 2010, 02:37 PM
Atman   lingvo არ გიკრძალავს ი...   May 20 2010, 02:49 PM
8 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th February 2026 - 10:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი