IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არა კლა!, და არ ჭამო მოკლული!
Atman
პოსტი Apr 5 2010, 10:34 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ჯერ ამას უყურეთ და მერე მიირთვით გემრიელად ხინკალი! smile.gif

Земляне / Earthlings

http://www.earthlingsfilm.ru/files/video/earthlings.avi

IPB-ს სურათი


ამასაც!

http://www.youtube.com/watch?v=9JYhlhw7zxw

ნებისმიერი პატარა ბავშვი, როცა დაინახავს ცხოველს როგორ კლავენ, არ შეჭამს მას, თუ არ მოატყუეს და არ დააძალეს. ჰოდა საკუთარი თავის მოტყებაა, როცა გვგონია რომ ამ სასაკლაოების არსებობაში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას.

ხორცი ადამიანის საკვებად არაა განკუთვნილი ღმერთის მიერ. ვინც ვერ ძლებს და მაინც ჭამს, მათ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, მაგრამ თუ სულიერი განვითარება და ღმერთის სიყვარული გვინდა, ცხოველი არ უნდა მოვკლათ!

როცა რელიგია არ გიკრძალავს, ეს არ ნიშნავს რომ აუცილებელია ჭამო! მითუმეტეს მსხვერპლშეწირვაც კი აკრძალულია ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიერ. ჩვენი ქართული ტრადიციებიდან კარგი უნდა დავიტოვოთ, ცუდი კი გადავაგდოთ. ყველა ტრადიცია რომ კარგი იყოს, არც ქრისტეს მოსვლა იქნებოდა საჭირო და არც წმინდანები! მარტო ტრადიციებს გავყვებოდით და მიგვიყვანდა ეს სამოთხემდე!

თავს იმით ვიმართლებთ, რომ "ცხოველს სული არა აქვს" ეს ცალკე თემაა და ამაზე აქ არ ვიკამათებ. ნახეთ როგორ ტირის ძროხა როცა დასაკლავად მიჰყავთ. "საკუთარი ხელით გამოჭერი ყელი და მერე ჭამე თუ სინდისი არ შეგაწუხებსო" პითაგორა ამბობდა. ბუდას მთავარი მისიაც ცხოველთა კვლის შეჩერება იყო და არა ღმერთის სიყვარულის სწავლება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ცხოველს საკუთარი სიამოვნებისთვის კლავს ღმერთს ვერ შეიყვარებს! მითუმეტეს უანგაროდ!

რად უნდა ამას ბუდიზმი და ვედები! ან ფრანცისკო ასიზელი, ან ბევრი სხვა? ვაჟა წაიკითხეთ! ვაჟას ლექსები და მოთხრობები მარტო მხატვრულობისთვის და სილამაზისთვის კი არაა დაწერილი. სწავლებაა ეს პირველ რიგში! გაიღვიძეთ!

როცა ცხოველებს კლავენ, შლაკები, რომლებიც ბუნებრივად გამოიყოფიან სისხლის მიმოქცევის საშუალებით, რჩებიან მასში. ის ვინც ჭამს ხორცს, ღებულობს თავის ორგანიზმში ტოქსინებს, რომლებიც უნდა გამოყოფილიყო ცხოველის ორგანიზმიდან შარდთან ერთად. ტექნიკურ განვითარებას მოჰყვა ისიც, რომ დღეს ცხოველის ხორცი შეიცავს ისეთ ქიმიკატებს, როგორიცაა დდტ (რომელიც ყველაზე ძნელად 20-21 დღის შიმშილის შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან), ნატრიუმის სულფატი - იგი წარმოადგენს ერთ-ერთ კანცეროგენს, სინთეტიკური ჰორმონი (დეს), რომელიც აგრეთვე ითვლება კანცეროგენულ ნივთიერებად. საერთოდ ხორცის შემცველი პროდუქტები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადაბლებენ იმუნიტეტს და იწვევენ კიბოსა და მეტასტაზების განვითარებას.

ხორცისმჭამელობა პირდაპირ კავშირშია გულის დაავადებებთან. ხორცში არსებული ქოლესტერინი გროვდება გულის კუნთების მკვებავ მთავარ სისხლძარღვებში და აჩენს ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რომელიც წინაპირობაა ინფარქტისა. ხორცი შეიცავს 14-ჯერ უფრო ბევრ პესტიციდებს, ვიდრე მცენარეული პროდუქტი. ცხოველის ცილა ითვლება ერთ-ერთ ტოქსიურ პროდუქტად კვებისათვის.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიტყვა ვეგეტარიანელობა ბერძნული სიტყვიდან ვეგეტას-გან მოდის, რაც ნიშნავს "მთლიან სუნთქვას და სიცოცხლეს".

ბიბლიის დასაწყისში საკვების შესახებ ღმერთის ნება ასე გამოიხატება: "და თქვა ღმერთმა: და მოგეცით თქვენ ყოველგვარი ბალახი თესლის მქონე, რომელიც არის მთელს მიწაზე და ყოველგვარი ხე ნაყოფის მომცემი. ეს იქნება თქვენი საკვები..."

წმინდა ბონავენტურა წერდა წმინდა ფრანჩესკო ასიზელზე: "როცა ის ფიქრობდა ყველა სულიერის შემოქმედზე, ის როგორც არასდროს ივსებოდა მადლიერებით და ის უწოდებდა ღმერთის ყოველ შექმნილს, ყველაზე პატარასაც კი ძმას და დას, რამეთუ იცოდა რომ იგი შექმნა იგივემ, რომელმაც შექმნა იგი თვითონ".


"და როცა თქვენ გაამრავლებთ თქვენს ლოცვებს მე გეტყვით არ მესმის: თქვენი ხელები სავსეა სისხლით". (ისაია 1:15_

"საკუთარი დედა გვაჭმევს რძეს ერთი-ორი წელი და ელოდება როდის მოვემსახურებით მას როცა გავიზრდებით. დედა ძროხა არ ელოდება ჩვენგან არაფერს მარცვლეულისა და ბალახის გარდა." (მაჰატმა განდი)

"მანამდე სანამ ადამიანი ხოცავს ცხოველებს, მას შეუძლია მოკლას ადამიანიც. ჭეშმარიტად ის ვინც ჭამს დახოცილის თესლს და ტკივილს, ვერ შეიცნობს სიხარულს და სიყვარულს." (პითაგორა)

"ჩვენ მოსიარულე სასაფლაო ვართ! მე ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში უარი ვთქვი ხორციან საჭმელზე". (ლეონარდო და ვინჩი)

17. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი.

18. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ.

19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა.

20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა.

21. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ?

(ეკლესიასტე. თავი მესამე)


ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!

რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!

(ესაია 1.10-11)


ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!

(ესაია 1.15)



ვისაუბროთ ამ თემაზე, ოღონდ სერიოზულად და ხუმრობის გარეშე. ეს თემა არაა სახუმარო!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Atman   არა კლა!   Apr 5 2010, 10:34 AM
Atman   karpaki ნუ ბოდიალობ ერთ...   Aug 28 2010, 12:40 PM
karpaki   karpaki ნუ ბოდიალობ ერ...   Aug 28 2010, 12:54 PM
Atman   karpaki ხაჭაპური გამომ...   Aug 28 2010, 01:00 PM
karpaki   Atman ძაან არ მიხვდე ...   Aug 28 2010, 01:11 PM
აკაკი   აუ რა კარგი ქათამი ...   Aug 28 2010, 01:22 PM
starscream   karpaki ვინ დადის? ის სა...   Aug 28 2010, 01:25 PM
karpaki   starscream ჩასასტავდნენ ...   Aug 28 2010, 01:29 PM
Atman   ხშირად დადიხარ და ...   Aug 28 2010, 01:33 PM
karpaki   ხო ოლმეკის სკოლის ...   Aug 28 2010, 01:36 PM
Atman   karpaki ენა კი გაქვს მწ...   Aug 28 2010, 01:42 PM
starscream   karpaki ჩასატავდნენ ეხ...   Aug 28 2010, 01:43 PM
karpaki   karpaki ჩასატავდნენ ეხ...   Aug 28 2010, 02:12 PM
Atman   starscream შენ მუშაობა ო...   Aug 28 2010, 01:48 PM
starscream   ჩVენს წინაპრებს რო...   Aug 28 2010, 01:48 PM
Atman   starscream ქადაგების ყვე...   Aug 28 2010, 01:50 PM
starscream   Atman ვინც წაიკითხავს...   Aug 28 2010, 01:52 PM
ikanosi   სადაა ამ თემის მოდ...   Aug 28 2010, 01:54 PM
starscream   Atman ჰო მერე რა განსხ...   Aug 28 2010, 01:55 PM
Atman   starscream მე კრიშნაიტად...   Aug 28 2010, 01:58 PM
starscream   ikanosi მოდერებო მიხედ...   Aug 28 2010, 02:00 PM
ikanosi   :lol: :lol: ეს თქვენი იუ...   Aug 28 2010, 02:02 PM
Atman   ikanosi ხო რა გაგიკვირდ...   Aug 28 2010, 02:04 PM
starscream   Atman ღმერთის დიდებაა...   Aug 28 2010, 02:07 PM
ikanosi   Atman http://smiles.ge/2d1/11014-dull.gifhttp://sm...   Aug 28 2010, 02:08 PM
Atman   starscream ამ წუთას არ მა...   Aug 28 2010, 02:15 PM
karpaki   Atman karpaki მასწავლებე...   Aug 28 2010, 02:18 PM
starscream   karpaki ჰო რა.. ვახ ვეღარ...   Aug 28 2010, 02:15 PM
Atman   მაგ შიშს მოყვება ზ...   Aug 28 2010, 02:18 PM
starscream   აწი არ იქნება შენი ...   Aug 28 2010, 02:21 PM
karpaki   აწი არ იქნება შენი ...   Aug 28 2010, 02:23 PM
Atman   karpaki კარგი მოგაწვდი...   Aug 28 2010, 02:22 PM
karpaki   karpaki კარგი მოგაწვდი:...   Aug 28 2010, 02:27 PM
Atman   starscream ყველაზე დიდი ...   Aug 28 2010, 02:25 PM
karpaki   karpaki სულ დაკარგე ინ...   Aug 28 2010, 02:30 PM
starscream   Atman შენი ცოდნა არაფ...   Aug 28 2010, 02:30 PM
karpaki   karpaki მქონდა მაგის მ...   Aug 28 2010, 02:33 PM
Atman   karpaki შენთან ყველანა...   Aug 28 2010, 02:32 PM
karpaki   karpaki შენთან ყველანა...   Aug 28 2010, 02:36 PM
Atman   starscream რა იცი, წაგიკი...   Aug 28 2010, 02:34 PM
ikanosi   კვლავ ეს მახსენდებ...   Aug 28 2010, 02:37 PM
starscream   Atman ტყუილა კითXულობ ...   Aug 28 2010, 02:43 PM
Atman   starscream რასაც შენ ამბო...   Aug 28 2010, 02:53 PM
starscream   Atman რატო უნდა გიპას...   Aug 28 2010, 03:07 PM
Atman   starscream თუ გინდა რომ ე...   Aug 28 2010, 03:10 PM
karpaki   starscream თუ გინდა რომ ე...   Aug 28 2010, 04:35 PM
.zakaria.   Atman ერთი შეკითხვა მ...   Aug 28 2010, 04:44 PM
Atman   .zakaria. რომ შევხვდები ...   Aug 28 2010, 04:49 PM
.zakaria.   .zakaria. რომ შევხვდები ...   Aug 28 2010, 04:54 PM
ნაინა   karpaki უნდა ვაღიარო რო...   Aug 28 2010, 04:56 PM
Atman   .zakaria. რაც შემეხება მ...   Aug 28 2010, 05:34 PM
.zakaria.   .zakaria. რაც შემეხება მ...   Aug 28 2010, 06:11 PM
Atman   .zakaria. მთავარი ნაცნო...   Aug 28 2010, 06:24 PM
ნაინა   Atman კი, როგორ არა, ეტ...   Aug 28 2010, 06:46 PM
Atman   ნაინა უი შენც იყავ...   Aug 28 2010, 06:50 PM
.zakaria.   ნაინა ესე იგი მე ...   Aug 28 2010, 07:00 PM
karpaki   ნაინა უი შენც იყავ...   Aug 28 2010, 07:24 PM
.zakaria.   კიდე 2 უნდა იყოს.მს...   Aug 28 2010, 07:26 PM
ნაინა   Atman ახ, ნუთუ შენ არ ი...   Aug 28 2010, 06:52 PM
Atman   ნეტაი თქვენ რა :D   Aug 28 2010, 07:06 PM
ნაინა   Atman :)   Aug 28 2010, 07:08 PM
ikanosi   მაგ საიტის მისამარ...   Aug 28 2010, 07:43 PM
ikanosi   ნაინა მაიტა მისამა...   Aug 28 2010, 07:48 PM
ნაინა   ikanosi აღარ მაქვს საიტ...   Aug 28 2010, 07:51 PM
ikanosi   ვნახე უკვე არ მინდ...   Aug 28 2010, 07:56 PM
Crazy Soul   მეც მითხარით რა სა...   Aug 28 2010, 08:48 PM
აკაკი   ძალიან საშიშია :) _____...   Aug 28 2010, 10:53 PM
afxazi   თემა იხურება. ვფიქ...   Aug 31 2010, 10:31 AM
8 გვერდი V « < 6 7 8


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th February 2026 - 08:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი