![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#121
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
Atman
ადამ და ევა-ს მითი ყველა ხალხის წარმოდგენაშია, არ გამიკვირდება თუ ვედებში წარღვნაზეც იპოვი რამეს ![]() ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Atman |
![]()
პოსტი
#122
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ქევანა
ციტატა Atmanადამ და ევა-ს მითი ყველა ხალხის წარმოდგენაშია, არ გამიკვირდება თუ ვედებში წარღვნაზეც იპოვი რამეს ნოეს ისტორია იგივე მანუს ისტორიაა ვედებში ![]() ბიბლიური ადამ და ევას ისტორიისგან ეს საკმაოდ განსხვავდებოდა მგონი. მე რატომღაც ეს უფრო რეალური მგონია... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ქევანა |
![]()
პოსტი
#123
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ციტატა მოკლედ მლეჩიხებმა გადაწყვიტეს განთავისუფლებულიყვნენ თავისი მეფეების ცოდვებისაგან და ჩაატარეს მსხვერპლშეწირვა (ცეცხლით), და რადგანაც ხორცისმჭამელობის გამო მათ დაკარგული ქონდათ სიწმინდე, მანტრების კითხვის დროს შეცდომები დაუშვეს და სხვა შედეგი მიიღეს. კერძოდ მსხვერპლშეწირვის დროს ცეცხლისგან გამოვიდა ქალი. და რადგანაც ის ცეცხლისგან დაიბადა, დაარქვეს “ავ-ევატი” (სანსკრიტზე ნიშნავს ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვით დაბადებულს). ციტატა ავ-ევატი კი მლეჩიხების მსხვერპლშეწირვით იყო დაბადებული და ადამასგან განსხვავებით ჰქონდა სენტიმენტალურობის ასპექტი) ჰაჰა, ამას ახლა დავაკვირდი ![]() მაშ ქალი უფროა მიდრეკილია ხორცისმჭამელობისკენ და ცოდვისკენ? ![]() ქალების ჩაგვრა! გადაშენდით კაცები! ![]() არ მინდა ეგ ვედები თუ მანდაც ქალია დამანაშავე, ![]() ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Atman |
![]()
პოსტი
#124
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ქევანა
არა დამნაშავე არაა, სენტიმენტალურია ![]() მანდ როგორც ხედავ "დამნაშავე" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არც არავინ იყო. ეს ჩვენ გვაქვს ყველაფრის "ეშმაკზე" გადაბრალების მიდრეკილება, რომ გვაცდუნებს და ა.შ. მანდ ეშმაკი სულ არაა, კალი თავის მისიას ასრულებს... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#125
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
დავდო კიდევ ვედური ტექსტები თუ ამოვედი ყელში?
![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
izi-bartki |
![]()
პოსტი
#126
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
ქევანა არა დამნაშავე არაა, სენტიმენტალურია ![]() რას გადაგვეკიდეთ ამ სენტიმენტალისტკა ქალებს ვაახხხ ეს რა დავაშავეთ კაცო ამფერი მთელი კაცობრიობა თურმე ჩვენი სენტიმენტების დაღუპული ყოფილა რააა ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
ქევანა |
![]()
პოსტი
#127
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
izi-bartki
ერთი მინდა ვკითხო შენს მასწავლებელს, რომანტიზმსა და სენტიმენტებს თუ ასხვავებს? ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
izi-bartki |
![]()
პოსტი
#128
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
izi-bartki ერთი მინდა ვკითხო შენს მასწავლებელს, რომანტიზმსა და სენტიმენტებს თუ ასხვავებს? ![]() coolll question ![]() ![]() რა ვიცი აბა ჰკითხე ,მეც მაინეტერსებს ეგ ერთი ვედური შეხედულება სენტიმენტებზე გასაგებია უკვე და აი რომანტიზმზე მდაასსს ინტერესნო ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
Atman |
![]()
პოსტი
#129
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ქევანა
izi-bartki ციტატა ერთი მინდა ვკითხო შენს მასწავლებელს, რომანტიზმსა და სენტიმენტებს თუ ასხვავებს? მე კი ვანსხვავებ მაგრამ თქვენ გერევათ ერთმანეთში ხშირად და ეგაა უბედურება ![]() ![]() ![]() ისე რომანტიზმის თქვენეულ ახსნას თუ მეტყვით უფრო სერიოზულ პასუხსაც გაგცემთ ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ქევანა |
![]()
პოსტი
#130
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
Atman
ჩვენ რომანტიზმის შენეული გაგება გვინდა, მერე ჩვენთვის ჩვენს თავში შევადარებთ და ოოპლა, იქნებ რამე ახალიც გავიგოთ ![]() ![]() სტანდარტულ ახსნას შეადარე და ისე გვითხარი შენი აზრი ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Atman |
![]()
პოსტი
#131
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ქევანა
ნუ აოფებთ! ![]() მე იზმები არ მიყვარს და არც განვმარტავ! ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
izi-bartki |
![]()
პოსტი
#132
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
ქევანა izi-bartki მე კი ვანსხვავებ მაგრამ თქვენ გერევათ ერთმანეთში ხშირად და ეგაა უბედურება ![]() ![]() ![]() ისე რომანტიზმის თქვენეულ ახსნას თუ მეტყვით უფრო სერიოზულ პასუხსაც გაგცემთ ![]() ![]() ![]() ![]() შეკითხვებს ნუ მიტრიალებ კიდევ ინგა გრიგოლიასავით ![]() ![]() აღარ ჭრის ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
Atman |
![]()
პოსტი
#133
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
izi-bartki
ნუ აოფებ! ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
izi-bartki |
![]()
პოსტი
#134
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
Atman
![]() ![]() ![]() ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
ქევანა |
![]()
პოსტი
#135
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
Atman
დადე ვედური ტექსტები სადაც სენტიმენტებზეა საუბარი ![]() ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Atman |
![]()
პოსტი
#136
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ბგერა და ბგერის მნიშვნელობა ვედებში
ვედებში წერია რომ არსებობს ბრაჰმანის (ყოვლისმომცველი სულის) 2 ფორმა. ერთი ფორმა ჩვენი აღქმის მიღმა იმყოფება და მიუწვდომელია ჩვენთვის. მას ეწოდება პარაბრაჰმანი, ანუ ტრანსცენდენტული რეალობის ის უდიდესი ნაწილი, რომელსაც ჩვენი გრძნობათა ორგანოებით და ჭკუით ვერ აღვიქვამთ. ბრაჰმანის მეორე ფორმას ეწოდება შაბდა ბრაჰმანი (შაბდა – “ბგერა”). ვედები ამტკიცებენ, რომ ბრაჰმანი შესაძლებელია მისაწვდომი გახდეს ჩვენთვის ბგერის საშუალებით. ბგერა არა მარტო ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებაა, არამედ ხიდია ჩვენსა და უმაღლეს რეალობას შორის. მას ყველა რელიგიაში, ყველა იდეოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა უკავია. ბგერა არის საშუალება, რომლითაც ჩვენი ვიწრო ცნობიერება შეიძლება დაუკავშირდეს უზენაეს ცნობიერებას. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენები და თეორიები ბგერის მნიშვნელობის და ფუნქციის შესახებ ყველგანაა, ისე სისტემატურად და სრულყოფილად ჩამოყალიბებული, როგორც ვედებშია, არც ერთ იდეოლოგიაში არაა. თავად ვედებს შაბდა ბრაჰმანსაც უწოდებენ. თავად ვედები ამტკიცებენ რომ ბრაჰმანი ჩვენამდე მოდის ვედური ცოდნის, მანტრების საშუალებით და ამ მანტრების გამეორებისას ადამიანს შეუძლია ეს უმაღლესი ცოდნა თავის ცნობიერებაში “შეუშვას”. ვედები ამბობენ რომ არსებობს ორი რეალობა. ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ხასიათდება განსხვავებით სიტყვასა და იმ ობიექტს შორის, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს. ყველა ობიექტს თავისი ბგერითი დასახელება აქვს და აღმნიშვნელი სიტყვის გარეშე ობიექტს არსებობა არ შეუძლია. ბავშვი რომ იბადება, სახელს ვარქმევთ, იმიტომ რომ სხვაგვარად გაგვიჭირდება მასთან ურთიერთობა. თუ შევქმნით რაიმე ახალ ნივთს, სახელი უნდა დავარქვათ იმისათვის რომ ღირებულება ქონდეს... მაგრამ მატერიალურ სამყაროში ობიექტსა და ობიექტის სახელს შორის განსხვავებაცაა და ეს ამ სამყაროს ფუნდამენტალური მახასიათებელი თვისებაა. ეს სამყარო დუალისტურია. აქ ყველაფერი დაყოფილია და არსსა და დასახელებას შორის არის განსხვავება. (უფრო მარტივად რომ ავხსნა, ავიღოთ კონკრეტული ობიექტი, მაგალითად მსხალი. იმისთვის რომ ეს ობიექტი გამოვხატოთ, მას რაღაც დასახელება უნდა მივცეთ. ჩვენ ვეძახით მსხალს, მაგრამ თუ პატარა ბავშვს ვეტყვით რომ ამ ობიექტს ჰქვია “ზღმარტლი” მისთვის ეს მსხალი მთელი ცხოვრება ზღმარტლი იქნება (თუ არავინ შეუსწორა რა თქმა უნდა)). მაგრამ არსებობს მეორე რეალობა. ის რეალობა, სადაც არ არის განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის. ამ სამყაროში სიტყვა “წყალი” მხოლოდ წყლის აღმნიშვნელი სიტყვა კი არაა, არამედ თავად წყალია. “დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.” აქ სულიერი სამყაროს სწორედ ეს დამახასიათებელი თვისებაა გამოხატული. ანუ სიტყვა ღმერთი თავად ღმერთისგან ცალკე არსებობს და ამავე დროს სიტყვა ღმერთი თავად ღმერთია. ანუ აბსოლუტურ რეალობაში არაა განსხვავება სიტყვასა და ობიექტს შორის. ბგერა არის ობიექტი და ობიექტი არის ბგერა. სამყარო შეიქმნა ბგერებით. ღმერთმა თქვა: “იყოს სინათლე!” და იქმნა სინათლე. დავუბრუნდეთ 2 რეალობას, რომელთაგანაც ერთი სულიერია და აბსოლუტურია, მეორე კი უხეში და მატერიალურია. მივყვეთ თანმიმდევრულად, თუ როგორ ხდება ბგერის “გაუხეშება”: ბგერა გაუხეშებას განიცდის 4 სტადიის გავლის შედეგად. ნატიფი სულიერი სამყარო, რომელიც ბგერით (ტალღურ) ბუნებას ატარებს, გაუხეშებისას, ანუ მატერიალურ სამყაროდ გარდაქმნისას, არსით ინარჩუნებს ამ ბუნებას (კვანტური ფიზიკაც ამტკიცებს რომ ყველაფერი ტალღური ბუნებისაა). ფაქტიურად მთელი ეს სამყარო გამყარებული, გაყინული ბგერითი ტალღაა (მიაქციეთ ყურადღება თავად ქართულ სიტყვას – “სა-მყარო”) სულიერი ბუნება ძალიან ნატიფი და დინამიურია. ამ სამყაროში კი იმის გამო მოვხვდით რომ ჩვენი თავის “რეალიზაცია” მოგვინდა, როგორც ღმერთებისა, ჰოდა ღმერთმა შეგვიქმნა მატერიალური სამყარო, სადაც ვართ იმის ილუზიაში, რომ ჩვენ ვმართავთ მოვლენებს და ჩვენ ვართ ღმერთები. იმ 4 სტადიის შესახებ, რომლებსაც გადის ბგერა გაუხეშებისას, ბიბლიაში უკვე სისტემატიზებურად და ცოდნის სახით არ წერია. ვეცდები ეს ინფორმაცია წარმოვადგინო ვედური შეხედულებებიდან გამომდინარე: ბგერას აქვს 4 ფაზა (დონე). ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ბგერას, და რაც ყურით გვესმის, მისი მხოლოდ ერთი ასპექტია. ამ ბგერას ეწოდება “ვაიკარია” (უხეში ბგერა). მეორე, უფრო ნატიფი დონეა ფიქრები, რომლებიც ასევე გვესმის, მაგრამ შედარებით ცუდად და მხოლოდ ჩვენს ჭკუაში (თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც სხვისი ფიქრებიც ესმით). ამ ვიბრაციას ეწოდება “მადჰიამა” (ფიქრები) არის მესამე დონე, რომლის აღქმაც კიდევ უფრო რთულია. ეს არის იდეის ვიბრაცია. სანსკრიტულად ეწოდება “პაშიანტი” (ანუ ის რაც ჩანს). ამ ვიბრაციის აღწერისას ვედები ამბობენ რომ “პაშიანტის” დონეზე ბგერას გააჩნია ფერი. სხვაგვარად რომ ვთქვათ თუ გულისყურით მოვუსმენთ ჩვენს სიღრმეში ამ ვიბრაციას, შევძლებთ მის “დანახვას”. პირველი ეს სამი დონე ადამიანისთვის მისაწვდომია გარკვეული პრაქტიკის შედეგად. მესამე დონე, ყველაზე მაღლა დგას ამ სამს შორის და მას იდეის, თესლის, “ობრაზის” ფორმა აქვს. ვედების მიხედვით ყველანაირი ქმნილების პროცესი ხდება ნატიფიდან უხეშის მიმართულებით. შეუძლებელია უხეში მატერიიდან წაროიქმნას ნატიფი მატერია (რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ოკეანის “ბულიონში” ცილების შეკავშირების და ევოლუციის შედეგად მივიღეთ ადამიანი). ანუ ჯერ არის იდეა და შემდეგ იდეის გან-ხორციელება. ნატიფი იდეის ვიბრაციის დონეზე, მასში უკვე არსებობს სურვილის ენერგია. და ყველა იდეა, რომელიც ჩვენ მოგვდის თავში, სურვილის ენერგიითაა განმსჭვალული. ანუ უყველაფრის სათავე, რასაც ვაკეთებთ, ეს ფონია იდეის ვიბრაციისა, რომელსაც სურვილიც შეგვიძლია რომ ვუწოდოთ. მაგალითად გაჩნდა სურვილი რომ ავაშენო ცათამბჯენი. მესამე ნატიფ დონეზე ეს სურვილი იღებს “ობრაზის” ანუ იდეის ფორმას. მეორე ანუ ჭკუის დონეზე ეს იდეა იშლება სქემებად, გეგმებად, ნახატებად, ვიზუალიზაციებად. ვედები ამბობენ რომ თუ პაშიანტის დონეზე სურვილის ენერგია დევს, მადჰიამას (აზრების) დონეზე კი უკვე ცოდნის ენერგიაა ჩადებული (გიანას, ანუ გაგების, ჩაწვდომის ენერგია). მესამე ეტაპზე კი ამ აზრების და იდეების განხორციელება ხდება ბეტონად, კარკასებად და ა.შ. რაც უფრო ნათლად წარმოვიდგენ დასაწყისში რაიმეს ანუ რაც უფრო ძლიერი იქნება იდეის თესლი, მით უფრო მეტი ალბათობაა იმისა რომ ეს იდეა განხორციელდება. ბგერის ეს სამი დონე მისაწვდომია ადამიანისთვის და განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო ნატიფია ეს დონე. მეოთხე ანუ ყველაზე უხეშ დონეს ეწოდება “ვაიკარია” და მასში ჩადებულია შემოქმედების, რეალიზაციის ენერგია. ჩვენი ცხოვრება ბგერების ამ სამი დონის თამაში და ტრანსმუტაციაა. ანუ თავიდან ბგერა იდეის და სურვილის დონეზეა, მერე გეგმის და სქემის დონეზე, შემდეგ კი ცხოვრებაში რეალიზაციის დონეზე. შემდეგ ჩნდება ახალი სურვილი და ა.შ. და რამდენად გვჭირდებოდა სინამდვილეში ის რაც ვინატრეთ და შემდეგ განვახორციელეთ ეს სხვა თემაა... ახლა კი იწყება მთავარი: ვედები ამბობენ, რომ არსებობენ ბგერები, რომლებსაც პრინციპულად განსხვავებული ბუნება აქვთ მატერიალური ობიექტების აღმნიშვნელი ბგერებისგან. ეს არის ბგერები, რომლებსაც ჩვენი ცნობიერების ამაღლება შეუძლიათ მაღალ საფეხურებამდე. ამ ბგერებს სანსკრიტულად ეწოდება მანტრები. ანუ მანტრები არის განსაკუთრებული ბგერები და ვიბრაციები, რომლებშიც განსაკუთრებული ძალაა ჩადებული. მანტრას შეუძლია ჩვენი ცნობიერების ჰარმონიზაცია მოახდინოს. ჩვენ ვიმყოფებით მატერიალური ბგერების ოკეანეში და ყველა მხრიდან გვბომბავენ ამ ბგერებით, რეკლამებით, რომლებიც ცდილობენ ჩვენში ჩადონ სურვილები მესამე ნატიფ დონეზე. რაც მეტია ასეთი ბგერა, მით უფრო ქაოტური ხდება ჩვენი გონება და ცნობიერება. სტრესები, სხვადასხვა ავადმყოფობა და ა.შ. დაუბალანსებელი და არაჰარმონიული ცნობიერებიდან მოდის, რადგანაც ცნობიერება “დაავადებულია” ამ მატერიალური ბგერებით. ყველა ბგერა ატარებს რაღაც ენერგიას. ეს ენერგიები ჩვენს ცნობიერებაში ბგერასთან ერთად ხვდება და აბინძურებს მას ბევრი მავნე და არასაჭირო ინფორმაციით. თავში განუწყვეტელი “შიშინი” და “ხარვეზებია” როგორც გაფუჭებულ რადიოში და ამაში ყველა დარწმუნდება თუ თავის ფიქრებს ყურს დაუგდებს. მაგრამ ღმერთის წყალობით არსებობს განსაკუთრებული ბგერები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ცნობიერების ჰარმონიულ მდგომარეობაში მოყვანა. თუ ჩვენს ცნობიერებას რადიომიმღებს შევადარებთ, მანტრებს შეუძლიათ გარკვეულ ტალღაზე მომართონ ჩვენი რადიომიმღები, იმისთვის რომ საჭირო ინფორმაცია მივიღოთ სულიერი სამყაროდან. თუ ამ ბგერებს სისტემატიურად ვიმეორებთ, ცნობიერება თანდათან იწმინდება და შედის რეზონანსში (ჰარმონიაში) ყოფიერების მაღალ სფეროებთან. იოგები ყველა ჩაკრას ხედავენ როგორც ვიბრირებად კვანძებს, რომლებსც თავისი ფერი და თავისი ბგერა (ვიბრაციის სიხშირე) აქვთ. ყველა ჩაკრას თავისი ფუნქცია და თავისი გავლენა აქვს ნატიფ და უხეშ სხეულზე. მაგალითად თუ ვიმეორებთ ბგერას “ლამ”, იგი შეესაბამება “მულადჰარა” ჩაკრას (ყველაზე ქვემოთა ჩაკრას). ეს ჩაკრა რეზონანსშია მიწის ელემენტთან და თუ ადამიანი ხშირად იმეორებს ამ ბგერას, ადამიანს გაუჩნდება შინაგანი საყრდენი (სიმტკიცე) გონებაში. გახდება უფრო სტაბილური და მყარი. შემდეგ (სექსუალურ) ჩაკრას აქვს ვიბრაცია – “ვამ” (გარდა ამისა ჩაკრის თვითოეულ ფოთოლს შესაბამისი მანტრებიც გააჩნია). მზის წნულის ჩაკრას შეესაბამება “რამ” და ამ ბგერაში არის ცეცხლის ენერგია (მზის წნული კი უპირატესად ცეცხლის ელემენტს უკავშირდება). გულის ჩაკრის (ანაჰატა ჩაკრის) ვიბრაციაა “იამ” (სული სწორედ გულის მიდამოშია მოთავსებული) ყელის ჩაკრას შეესაბამება “ჰამ”, მესამე თვალის ჩაკრას – “ომ” და ა.შ. ეს მაგალითები მოვიყვანე მექანიზმის ასახსნელად. შედარებისთვის ავიღოთ მაგნიტი. ეს იგივე რკინაა, ოღონდ ჩვეულებრივი რკინისგან განსხვავებით მას გარკვეული სახით “ჰარმონიზირებული” ტალღური სტრუქტურა აქვს. და თუ ამ მოწესრიგებულ სტრუქტურას ჩვეულებრივ რკინას მივუახლოვებთ, ისიც იძენს მაგნიტის თვისებას. სწორედ ასეთი მექანიზმით მოქმედებენ მანტრები. ხდება ჩვენი ცნობიერების ჰარმონიზაცია და ზედმეტი სურვილები, სხვადასხვა არასაჭირო ვიბრაცია ტოვებს ჩვენს ცნობიერებას. ყველა ვედა და საერთოდ ყველა ბგერა მოდის პირველსაწყისი მარცვლიდან “ომ” (აუმ). იმისათვის რომ მანტრის (ლოცვის) გამეორება ეფექტური იყოს, ადამიანმა ბგერის სამივე საწყის დონეზე სისტემატურად უნდა გაიმეოროს იგი. ზოგიერთ მანტრას ყველა შემთხვევაში აქვს ეფექტი, როგორც არ უნდა გავიმეოროთ იგი, მაგრამ ეფექტი მით უფრო ძლიერი და სუფთა იქნება, რაც უფრო ყურადღებით და კონცენტრაციით გავიმეორებთ მათ. იმ ადამიანის ბგერას, რომელმაც ცნობიერება გაიწმინდა, გულმართალია და არამოძალადე, გაცილებით უფრო დიდი ძალა ექნება, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისას. თუ ადამიანს არასოდეს არ უთქვამს ტყუილი, მისი ნებისმიერი სიტყვა რეალობა ხდება. ამაზეა დაფუძნებული დიდი ბრძენების და წმინდანების კურთხევის ან წყევლის ძალა. ვედებში მოწოდებულია ყველა მანტრისა და ლოცვის გამეორება, რომელშიც ღმერთის სახელებია და ღმერთთან გვაკავშირებს. ყველა რელიგიაშია ასეთი მანტრები და მათ გააჩნიათ ტრანსცენდენტული, არამატერიალური ბუნება. ეფექტი ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში უეჭველია. (ყველა რელიგიაში მოწოდებულია მანტრების გამეორება სულიერი მოძღვრის მითითების ქვეშ და თვითნებურად მხოლოდ საწყის სტადიაზე და თანაც ზოგიერთი მანტრის გამეორება შეიძლება). ქრისტიანობაში მე პირადად ყველაზე ძლიერ ლოცვად იესოს ლოცვა მიმაჩნია, მაგრამ მისი ძალიან ხანგრძლივი გამეორებასაც კი არ გირჩევთ სულიერი მოძღვრის გარეშე. ღმერთის სახელი და ღმერთი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და როცა მანტრას ან ლოცვას ვამბობთ ღმერთს ვუხმობთ ჩვენს ცნობიერებაში! არ იფიქროთ რომ ეს ტექსტი იმის გამო დავწერე რომ ვედები ბიბლიაზე ამაღლებული მგონია (თუმცა ვაღიარებ რომ ცოდნის და ინფორმაციის თვალსაზრისით მართლა ასე მგონია). უბრალოდ დავდე ვედური შეხედულება ბგერის სტრუქტურაზე და მის არსზე. ვეცადე ძალიან მოკლედ და მარტივად გადმომეცა მთავარი არსი. რეზიუმე: რაც შეიძლება ხშირად და ხმამაღლა იმეორეთ ქრისტეს წმინდა სახელი! არ არსებობს სხვა ღირებული საფიქრალი, გარდა ღმერთზე ფიქრისა. გონებაში ყოველთვის მიმართეთ მას და ისიც მალე შემოვა თქვენს ცნობიერებაში! შედეგი გარანტირებულია! ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#137
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ტაააკს ამ თავში არის უდიდესი წმინდანის და ბრძენის ნარადა მუნის ისტორია, თუ როგორ იპოვა უფალი, როგორ მიიღო სიკვდილის მერე სულიერი სხეული და ა.შ. ერთ-ერთი საუკეთესო თავი ამოვარჩიე შრიმად ბჰაგავატამიდან და ვისაც აინტერესებს წაიკითხოს.
შრიმად ბჰაგავატამი თავი მეექვსე ნარადასა და ვიასადევას საუბარი ![]() 1. სუტამ თქვა: ო ბრაჰმანებო, შრი ნარადას დაბადებისა და საქმიანობების შესახებ მოსმენის შემდეგ ვიასადევამ, ღმერთის ინკარნაციამ და სატიავატის შვილმა, შემდეგი რამ იკითხა. 2. შრი ვიასადევამ თქვა: როგორ მოიქეცი შენ [ნარადა] იმის შემდეგ, რაც წავიდნენ დიადი ბრძენები, რომელთაც მეცნიერული ტრანსცენდენტული ცოდნა შენს ახლანდელ დაბადებამდე მოგცეს? 3. ო ბრაჰმას შვილო, როგორ იცხოვრე ინიციაციის მერე და როგორ მიიღე ეს სხეული დროთა ვითარებაში ძველი სხეულის მიტოვების შემდეგ? 4. ო დიდო ბრძენო, დრო ყველაფერს შთანთქავს. მაშ, როგორ გახსოვს ბრაჰმას წინა დღეში მომხდარი ამბები ისე, რომ დრო არც შეგხებია? ![]() 5. შრი ნარადამ თქვა: დიდი ბრძენები, რომელთაც ტრანსცენდენციის შესახებ სულიერი ცოდნა მომცეს, სხვაგან გაემგზავრნენ, მე კი ასე მომიხდა ცხოვრება. 6. დედაჩემს ერთადერთი შვილი ვყავდი და იგი არა მხოლოდ უბრალო ქალი, არამედ მოსამსახურეც იყო. რადგან მე მისი ერთადერთი ნაშიერი ვიყავი, მას მზრუნველობის სხვა საგანი არ ჰყავდა: მან სიყვარულის ჯაჭვით დამაბა. 7. მას ჩემზე ზრუნვა სურდა, მაგრამ რადგან დამოუკიდებელი არ იყო, ვერაფერს მიკეთებდა. სამყაროს უზენაესი უფლის სრული განმგებლობის ქვეშ იმყოფება; ამიტომ ყველა ხის თოჯინას ჰგავს თოჯინების ოსტატის ხელში. 8. ხუთი წლის ბავშვი ბრაჰმანთა სკოლაში ვცხოვრობდი. დედის სიყვარულზე ვიყავი დამოკიდებული და სხვა ქვეყნები არ მენახა. 9. ერთ ღამეს, როცა საბრალო დედა ძროხის მოსაწველად გარეთ გავიდა, უზენაესი დროის გავლენით გველმა უკბინა ფეხზე. 10. მე ეს უფლის განსაკუთრებულ წყალობად მივიჩნიე, რომელსაც მუდამ თავის ერთგულთა დალოცვა სურს და ამ ფიქრებით მოცული ჩრდილოეთის გზას დავადექი. 11. წასვლის შემდეგ ჩავუარე მრავალ აყვავებულ დედაქალაქს, ქალაქს, სოფელს, ცხოველთა სადგომს, საბადოს, ყანას, მინდორს, სანერგესა და ხელუხლებელ ტყეს. 12. მე გავიარე გორები და მთები, რომლებიც ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მსგავსი ათასგვარი ლითონებით იყო სავეს; ადგილები, სადაც გაბრუებული ფუტკრებითა და მგალობელი ჩიტებით მორთული, წარმტაცი ლოტოსის ყვავილებით დამშვენებული წყალსაცავები იყო, რომლებიც ზეცის მობინადრეთათვის არის შესაფერისი. 13. შემდეგ მარტომ გავიარე ლერწმის, ბამბუკის, ლელქაშის, წვეტიანი ბალახისა და სარეველების ჭალები, გამოქვაბულები, რომელთა გავლაც მარტო კაცს უჭირს. მე მოვიარე უღრანი, ბნელი და საშიში ტყეები, რომლებიც გველების, ბუებისა და ტურების სათამაშო ადგილებია. 14. მოგზაურობისას წყურვილი და შიმშილი მომერია და ვიგრძენი, რომ სხეული და ჭკუა დამღლოდა. მეც განვიბანე მდინარის ნაპირას მდორე დინებაში და წყალიც დავლიე. წყალმა დაღლილობა გამიქრო. 15. ამის შემდეგ უკაცრიელ ტყეში ბანიანის ხის ჩრდილში გონების დახმარებით დავიწყე ჩემში მყოფ ზესულზე მედიტაცია, როგორც ეს განთავისუფლებული სულებისგან მქონდა ნასწავლი. 16. როგორც კი დავიწყე ღმრთეების პიროვნების ლოტოსის ტერფებზე მედიტაცია, მოვიკრიბე რა ტრანსცენდენტული სიყვარულით გარდაქმნილი ჭკუა, თვალთაგან ცრემლები წამომივიდა და ჩემი გულის ლოტოსზე დაუყოვნებლივ გამოჩნდა ღმრთეების პიროვნება შრი კრშნა. 17. ო ვიასადევა, მაშინ, უსაზღვრო ბედნიერებით შეპყრობილს, სხეულის ყოველი ნაწილი გამომიცოცხლდა. ექსტაზის ოკეანეში ჩაძირული ვერც საკუთარ თავს ვხედავდი და ვერც უფალს. 18. უფლის ტრანსცენდენტული ფორმა თავისთავად აკმაყოფილებს ჭკუის სურვილს და უმალვე განაქარვებს საწინააღმდეგო აზრებს. ამ ფორმის გაუჩინარების შემდეგ შეშფოთებული უეცრად წამოვხტი, როგორც ადამიანი, რომელიც რაიმე სანატრელს კარგავს. 19. მე მსურდა კვლავ დამენახა უფლის ეს ფორმა, მაგრამ მისი ხილვის ძლიერი სურვილისა და გულზე ყურადღების მიპყრობის მცდელობის მიუხედავად, ვეღარ ვიხილე იგი და გულგატეხილი მეტად დავღონდი. 20. განმარტოებულ ადგილას ჩემს მიერ გაწეულ მცდელობათა შემხედვარე ღმრთეების პიროვნებამ, რომელიც ტრანსცენდენტულია ყოველგვარი მიწიერი აღწერილობის მიმართ, უბრალოდ ჩემი დარდის გასაქარვებლად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო სიტყვები მითხრა. 21. ო ნარადა, [თქვა უფალმა], ვწუხვარ, რომ ამ სიცოცხლეში ვეღარ მიხილავ. მსახურებაში არასრულყოფილებს და მატერიალური სიბილწისგან არასრულად განწმენდილებს უჭირთ ჩემი დანახვა. 22. ო ღვთისმოსავო, შენ მხოლოდ ერთხელ იხილე ჩემი პიროვნება და ეს მხოლოდ ჩემდამი შენი ლტოლვის გასაღვივებლად მოხდა, რადგან რაც მეტს ისწრაფვი ჩემსკენ, მით უფრო განიწმინდები ყოველგვარი მატერიალური სურვილისაგან. 23. ერთგული რამოდენიმე დღის მანძილზეც კი რომ ემსახუროს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, მისი გონება მტკიცდება და ჩემზე ხდება მომართული. მერე, ახლანდელი მწუხარებით აღსავსე მატერიალური სამყაროების მიტოვების შემდეგ იგი ტრანსცენდენტალ სამყაროში ჩემი თანამგზავრი ხდება. 24. ჩემს ერთგულებაში დასაქმებული გონება არასოდეს ირღვევა. ჩემი წყალობით მეხსიერება შექმნისა და განადგურების დროსაც კი გექნება. 25. შემდეგ ამ უმაღლესმა მეუფემ. ბგერით გამოვლენილმა და თვალისთვის უხილავმა, მაგრამ ყველაზე საოცარმა, საუბარი შეწყვიტა. მადლიერების გრძნობით შეპყრობილმა მოწიწებით ვეცი მას თაყვანი. 26. ამრიგად განუწყვეტელი განმეორებით უფლის წმინდა სახელისა და დიდების გალობა დავიწყე, არ ვაქცევდი რა ყურადღებას მატერიალური სამყაროს პირობითობებს. უფლის ტრანსცენდენტული გართობების შესახებ ასეთ გალობასა და მათ გახსენებას ყოველგვარი მადლი მოაქვს. ასე შემოვიარე მთელი დედამიწის ზურგი, სრულიად კმაყოფილმა, მორჩილმა და მტრობისგან თავისუფალმა. 27. ამგვარად დროთა ვითარებაში, ო ბრაჰმანო ვიასადევა, მე, რომელიც ბოლომდე კრშნაზე ფიქრში ვიყავი ჩაფლული, ამიტომაც მიჯაჭვულობები არ მქონდა, ყოველგვარი მატერიალური უწმინდურებისგან თავისუფალს, სიკვდილი მეწია, როგორც ელვა, რომელსაც მუდამ განათება სდევს თან. 28. ღმრთეების პიროვნებასთან ურთიერთობისთვის შესაფერისი ტრანსცენდენტული სხეულის მიღების შემდეგ მე დავტოვე ხუთი მატერიალური ელემენტისგან შემდგარი სხეული და ამით შეწყდა შრომის [კარმის] ყოველი შედეგი. 29. ეპოქის ბოლოს, როდესაც ღმრთეების პიროვნება უფალი ნარაიანა გაჩანაგების წყალზე დაწვა, ბრაჰმა შევიდა მასში ქმნილების ყოველ ელემენტთან ერთად და მეც შევედი მასში მისი სუნთქვის საშუალებით. 30. 4 300 000 მზის წელიწადის შემდეგ, როდესაც, უფლის ნებით, ბრაჰმამ გაიღვიძა, უფლის ტრანსცენდენტული სხეულიდან შეიქმნენ მარიჩი, ანგირა, ატრი და სხვ. მსგავსი რშები და მათთან ერთად მეც მოვევლინე. 31. ამის შემდეგ, ყოვლისშემძლე ვიშნუს წყალობით, მე შეუზღუდავად ვმოგზაურობ ყველგან, ტრანსცენდენტალ სამყაროშიც და მატერიალური სამყაროს სამივე ნაწილშიც. ამის მიზეზი ის არის, რომ განუწყვეტლივ ერთგულად ვემსახურები უფალს. 32. ასე ვმოგზაურობ, განუწყვეტლივ უფლის დიდების ტრანსცენდენტალ ეპისტოლეს ვმღერი, ვუკრავ ვიანდ წოდებულ ამ საკრავზე, რომელიც ტრანსცენდენტული ბგერით არის სავეს და რომელიც უფალმა კრშნამ მომცა. 33. უზენაესი უფალი შრი კრშნა, ვისი დიდებაც და საქმიანობებიც საამური მოსასმენია, თითქოს მოუხმესო, უმალვე მოდის ჩემი გულის ტახტზე, როგორც კი მისი წმინდა საქმიანობების შესახებ ვიწყებ გალობას. 34. პირადად გამომიცდია, რომ მათ, ვინც გრძნობების გრძნობათა ობიექტებთან დაკავშირების სურვილის გამო ყოველთვის ზრუნვითა და მღელვარებით არიან სავეს, უმეცრების ოკეანის გადალახვა ყველაზე საიმედო ნავით – ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტული საქმიანობების შესახებ განუწყვეტელი გალობით შეუძლიათ. 35. ჭეშმარიტებაა, რომ იოგას სისტემის მიხედვით გრძნობათა მოთოკვის გზით სურვილებისა და ვნების შფოთვისაგან განთავისუფლება შეიძლება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის სულის დასაკმაყოფილებლად, რადგან ეს [კმაყოფილება] ღმრთეების პიროვნების ერთგული სამსახურით მიიღწევა. 36. ო ვიასადევა, შენ ყოველი ცოდვისგან თავისუფალი ხარ. შენი თხოვნით ასე აგიხსენი ჩემი დაბადება და თვითშემეცნების საქმენი. ყოველივე ეს შენს დაკმაყოფილებასაც შეუწყობს ხელს. 37. სუტა გოსვამიმ თქვა: ასე მიმართა რა ვიასადევას, შრილა ნარადა მუნიმ დატოვა იქაურობა. თავის საკრავ ვინაზე დაკვრით, საკუთარი ნებით შეუდგა სამყაროში მოგზაურობას. 38. დიდება და გამარჯვება შრილა ნარადა მუნის, რამეთუ იგი ხოტბას ასხამს ღმრთეების პიროვნების საქმეებს, ამით თავად ტკბება და თანაც სიცოცხლეს მატებს სამყაროს ტანჯულ სულებს. ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ქევანა |
![]()
პოსტი
#138
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
რამხელა ტექსტია
![]() ნელ-ნელა დავაკომენტარებ საინტერესო აბზაცებზე ![]() ციტატა მაგრამ მატერიალურ სამყაროში ობიექტსა და ობიექტის სახელს შორის განსხვავებაცაა და ეს ამ სამყაროს ფუნდამენტალური მახასიათებელი თვისებაა. ეს სამყარო დუალისტურია. აქ ყველაფერი დაყოფილია და არსსა და დასახელებას შორის არის განსხვავება. (უფრო მარტივად რომ ავხსნა, ავიღოთ კონკრეტული ობიექტი, მაგალითად მსხალი. იმისთვის რომ ეს ობიექტი გამოვხატოთ, მას რაღაც დასახელება უნდა მივცეთ. ჩვენ ვეძახით მსხალს, მაგრამ თუ პატარა ბავშვს ვეტყვით რომ ამ ობიექტს ჰქვია “ზღმარტლი” მისთვის ეს მსხალი მთელი ცხოვრება ზღმარტლი იქნება (თუ არავინ შეუსწორა რა თქმა უნდა)). ეს საინტერესოა, ენათმეცნიერებს აქვთ თეორიები იმასთან დაკავშირებით თუ რა დამოკიდებულებაა სიტყვასა და მის სახელს შორის ![]() მაგრამ შენ ენათმეცნიერება ჩამორჩენილი გგონია მგონი ![]() ფილოსოფიაშიც შესაბამისად სინტერესო აზრებია გამოთქმული, მე რაც შემეხება, ჩემი პირადი აზრი ჯერ მოიცდის ![]() მოდი შევთანხმდეთ (სანამ ვიკამათებდეთ) რომ ყოველ სიტყვას აქვს სახელი, მნიშვნელობა და საკუთრივ ობიექტი. ანუ ეს სამი გამოვაცალკევოთ ![]() გამოვაცალკევოთ ანუ ცალკე აღვიქვათ სიტყვა როგორდ დამწერლობა და სიტყვა როგორც ბგერითი წარმოთქმა : ) და ამის მერე ვიკამათოთ ციტატა მაგრამ არსებობს მეორე რეალობა. ის რეალობა, სადაც არ არის განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის. ამ სამყაროში სიტყვა “წყალი” მხოლოდ წყლის აღმნიშვნელი სიტყვა კი არაა, არამედ თავად წყალია. ეს გამიშიფრე, ვერ გავიგე ერთი შეხედვით, თავად წყალი ანუ ხელშესახები, სტიქია თავად, ხო? აუ მეტის თავი არ მაქ ამ საღამოს... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
murzaqan |
![]()
პოსტი
#139
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 20-March 10 წევრი № 8,446 ![]() |
ბგერაზე კარგი ტექსტი იყო.
|
Atman |
![]()
პოსტი
#140
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ქევანა
ციტატა მოდი შევთანხმდეთ (სანამ ვიკამათებდეთ) რომ ყოველ სიტყვას აქვს სახელი, მნიშვნელობა და საკუთრივ ობიექტი. ანუ ეს სამი გამოვაცალკევოთ გამოვაცალკევოთ ანუ ცალკე აღვიქვათ სიტყვა როგორდ დამწერლობა და სიტყვა როგორც ბგერითი წარმოთქმა : )და ამის მერე ვიკამათოთ მაგაზე კამათი მეზარება. არსი მგონი გასაგებად ვთქვი. ბავშვს რომ მოვატყუო და მგელზე ვასწავლო ირემი ქვიათქო, მთელი ცხოვრება ირემს დაარქმევს და მგელს წარმოიდგენს მაგ დროს. სულიერ სამყაროში კი თუ იტყვის სიტყვა ირემს, გაჩნდება ირემი, იტყვის მგელს, გაჩნდება მგელი. იქ პირობითობა არ არსებობს, იქ მხოლოდ აბსოლუტური რეალობაა. რთული გასაგებია რა თქმა უნდა მაგრამ ეგრეა. მე მჯერა რატომღაც. ენათმეცნიერების პირობითობები და ჩიხლიფორთობები მითუმეტეს არ მაინტერესებს. ენათმეცნიერების 99%-ს აგერ რაულ მამალაძე ჯობია. ყველა ენათმეცნიერების კანონი დაარღვია და მერე მიხვდა რაცხას ![]() ან რატო უნდა ვენდო ვედებზე მეტად მეცნიერებას, როცა 5000 წლის წინ ეწერა ვედებში სინათლის და ბგერის სიჩქარე და სხვა ზუსტი მეცნიერული ფაქტები, 19-20 საუკუნეში რომ აღმოაჩინეს. "მე თვითონის" პრინციპი აქვთ მეცნიერებს თორე რომ მოინდომონ ყველა კითხვაზე იპოვიან პასუხებს ვედებში. ციტატა ეს გამიშიფრე, ვერ გავიგე ერთი შეხედვით, თავად წყალი ანუ ხელშესახები, სტიქია თავად, ხო? იმ რეალობაში რომ გადავალ მერე გაგიშიფრავ ![]() მთავარი აქცენტი მაგ ტექსტში მაინც ღმერთის სახელების ხშირად გამეორებაზე გავაკეთე. ერთადერთი ხსნა ეგაა! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 12:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი