IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > »   
Closed TopicStart new topic
> ვედები
Atman
პოსტი Apr 27 2010, 10:57 AM
პოსტი #161


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo

რატომ არ უნდა მჯეროდეს?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Apr 27 2010, 11:55 AM
პოსტი #162


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



Atman
წმიდა წერილიც გექნება წაკითხული, რომელიც ამხელს ყველა სხვა სწავლებას როგორც ცრუს. ატიმტომ არ უნდა გჯეროდეს.

ციტატა
ვაგრძელებ კრშნას დაბადების ისტორიას შრილა პრაპჰუპადას წიგნიდან...
უფალი კრშნას დაბადება


პირველი მცნება კი გვასწავლის:
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

განმარტება:

მორწმუნემ უნდა იცოდეს, რომ არის ერთი ღმერთი, რომ მისი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთია და იგი არის ერთადერთი ღმერთი. იქვე იმიტომ არის განმარტება და „არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე“. უფლის გარეშე სხვა ღმერთის ღმერთად აღიარება პირველი მცნების დარღვევაა. ბუნებრივია, რომ სამყარო, ყოველივე ხილული თუ უხილავი, ერთი უფლის მიერ არის შექმნილი. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ უფალი არის ერთადერთი ღმერთი. ხშირად ადამიანები ივიწყებდნენ და დღესაც ივიწყებენ ამას და ქადაგებდნენ (ზოგიერთები დღესაც ქადაგებენ) მრავალღმერთიანობას. მათ თითქოს არ ჰყოფნიდათ ერთი ღმერთი და მრავალღმერთიანობისაკენ მიიდრიკებოდნენ. ეს ცდომილება მით უფრო აქტუალური იყო მოსეს თანამედროვე ისრაელისათვის, რომელიც ხშირად ვარდებოდა კერპთაყვანისმცემლობაში, უცხო ღმერთებისადმი თაყვანისცემაში და ამით ჭეშმარიტ ღმერთს ღალატობდა. ფსალმუნში გვიწერია: „ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან“ - რაც პირდაპირ მიგვითითებს, რომ სხვა, უცხო ღმერთები, გარდა ერთადერთი ჭეშარიტი ღმერთისა, ბოროტისგანაა.

როგორ გაჩნდა მრავალღმერთიანობა? თავიდან, პირველი ადამიანები, იგულისხმება ადამ და ევა, ასევე მათი შთამომავლები, მონოთეისტები იყვნენ და ბუნებრივია, მათ იცოდნენ ჭეშმარიტი ღმერთი. იცოდნენ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ერთია და იგია ყოვლის გამგებელი ამქვეყნად. მაგრამ თანდათანობით, რაც უფრო მრავლდებოდა კაცობრიობა და რაც უფრო სუსტდებოდა მასში სულიერი ძალა, იგი ივიწყებდა ჭეშმარიტ ღმერთს, ყოველ შემთხვევაში, მათი ნაწილი მაინც. ასე ხდებოდა მათი ცნობიერების გაუკუღმართება. რა თქმა უნდა, ასეთი რამ ეშმაკის ზემოქმედების გარეშე არ ხდება, ვინაიდან იგია ყოველი ბოროტების წყარო სამყაროში. ბუნებრივია, ადამიანებს თანდათანობით ავიწყდებოდათ ცოდნა, შემეცნება ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისა და ისინი ახალ ღმერთებს, ახალ კერპებს იგონებდნენ, თუმცა ჭეშმარიტი სარწმუნოების, უფლის ხსოვნის სრული აღხოცვა მაინც არ ხდებოდა. ჭეშმარიტი რწმენის რაღაც მცირე ნაწილი მაინც შემონახული იყო მათში, ოღონდ გაუკუღმართებილი სახით. სწორედ ამიტომაა, რომ ხშირად უცხო რელიგიებში შესაძლებელია ჭეშმარიტების მარცვალი დავინახოთ, რამაც შეიძლება ადამიანები დააბნიოს და აფიქრებინოს, რომ სხვადასხვა რელიგიებს შორის არსებული საერთო მორალური ნორმები, გარეგნული თუ შინაგანი მსგავსება, თითქოსდა მათ თანასწორობაზე მეტყველებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის ჭეშმარიტი მარცვალი, ის ნაწილობრივი სიმართლე, რაც შეიძლება იყოს კიდეც სხვა სარწმუნოებაში, არის ანარეკლი იმ სამოთხისეული მეხსიერებისა, იმ პირველცოდნისა, რაც პირველ ადამიანებს ჰქონდათ, ანუ ყველა იმ ერის პირველ წინაპრებს, რომლებიც დღესაც არსებობენ. ჩვენ, ბუნებრივია, ყველას საერთო წინაპარი გვყავდა და ამ წინაპართაგან წამოსული ცოდნა შერყვნილი და გაუკუღმართებული სახით დღესაც არსებობს ყველა ხალხში და სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობაში. აი, ეს არის სწორედ მიზეზი იმისა, რომ სხვადასხვა, ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებულ რელიგიებს, რაღაც საერთო მაინც აქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სარწმუნოება იყოს ჭეშმარიტი, რომ ადამიანი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლად იწოდოს. თუ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი ხარ, მისი მოძღვრება მთელი სისავსით უნდა აღიქვა და დაემორჩილო, ვინაიდან რელიგიაში არ შეიძლება რაღაც ნაწილის მიღება და დანარჩენის უკუგდება. არ შეიძლება, მხოლოდ ნაწილი მივიღოთ, დანარჩენი კი უარვყოთ, როგორც ზოგიერთი არაეკლესიური ადამიანი აკეთებს. ისინი თითქოსდა სხვადასხვა რელიგიებიდან, ფილოსოფიური მიმდინარეობებიდან ამოკრებენ მათთვის მისაღებ მორალურ ნორმებს, ინტელექტუალურ თეორიებს, სხვადასხვა აზრებს და ქმნიან თავის პირად სარწმუნოებას, მსოფლმხედველობას, რომელიც მხოლოდ მისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის არის დამახასიათებელი. ეს არ გახლავთ ჭეშმარიტების, ღვთის ერთგულება. ასეთი ადამიანებისაგან ხშირად გაიგონებთ - „მე ჩემი თვალით ვუყურებ სახარებას“, „ჩემი თვალით ვუყურებ სარწმუნოებას“, „მე ჩემი შეხედულება მაქვს“. ეს „ჩემი“ და „მე“ მათთვის იმდენად ძვირფასია, რომ ღვთაებრივზე აღმატებული ხდება, მაშინ როცა ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა გამოცხადებითი რელიგიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც ჩვენ ვიცით ღმერთის შესახებ (რა თქმა უნდა, უფლის სრული შეცნობა შეუძლებელია, მაგრამ ის მცირედიც, რაც ვიცით), არის შედეგი იმისა, რომ ეს ცოდნა გამოცხადებით, ღვთის დაშვებით მოგვეცა. ოღონდ ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენგანს კი არ ჰქონია გამოცხადება, არამედ ღვთის რჩეულ ადამიანებს, წინასწარმეტყველებს, წმიდანებს უფალი თავისი თავის შესახებ უცხადებდა იმ მცირედს, რისი დატევნაც ადამიანებს შეეძლოთ, თუნდაც ყველაზე გამორჩეულებსა და წმიდანებს. სწორედ მათგან ვიცით უფლის შესახებ. სხვაგვარად უფლის შეცნობა აბსოლუტურად შეუძლებელია. მაგალითად, როგორ შეიძლება, ჭიანჭველამ შეიმეცნოს ყველაზე აღმატებული, რთული ფილოსოფია. ყველამ იცის, რომ მისთვის შეუძლებელია პლატონისა და არსტოტელეს ფილოსოფიის გაგება. ასევე ადამიანს, რომელიც შეზღუდული არსებაა, არ შეუძლია გონებით შეიმეცნოს უფალი, მას მხოლოდ შეუძლია უფლისგან დაშვებით შეიმეცნოს, ანუ ეკლესიისთვის მიცემული ცოდნა გაითავისოს, მხოლოდ მასზე იფიქროს და არა საკუთარ მიწიერ ლოგიკაზე დაყრდნობით შორსმიმავალი დასკვნები გამოიტანოს.

ასე რომ, პირველი მცნება, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა სხვა მცნებები, მარადიულია და დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ, როცა მოსე წინასწარმეტყველს მიეცა. სწორედ ჩვენი უფალია ჭეშმარიტი ღმერთი, სწორედ იგია ერთადერთი უფალი და არა უცხო სხვა ღმერთები, რომლებსაც არც უნდა ვემონებოდეთ და არც ვუჯერებდეთ, რადგან სხვაგვარად არ ვიქნებოდით არც ჭეშმარიტი ქრისტიანები და არც ჭეშმარიტი მორწმუნეები.

ზურაბ ცხოვრებაძე
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი

http://www.orthodoxy.ge/sakhli/10mtsneba_1.htm


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი Apr 27 2010, 11:57 AM
პოსტი #163


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ციტატა(lingvo @ Apr 27 2010, 11:55 AM) *

Atman
წმიდა წერილიც გექნება წაკითხული, რომელიც ამხელს ყველა სხვა სწავლებას როგორც ცრუს. ატიმტომ არ უნდა გჯეროდეს.

არ უთქვამს მჯერაო....


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 27 2010, 11:59 AM
პოსტი #164


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo
ციტატა
წმიდა წერილიც გექნება წაკითხული, რომელიც ამხელს ყველა სხვა სწავლებას როგორც ცრუს. ატიმტომ არ უნდა გჯეროდეს.


მე მაპატიე ბრმადმორწმუნე რომ ვერ ვარ smile.gif

პ.ს. ეს სწავლება ქრისტიანობაზე გაცილებით ძველია და რატომღაც ძველს უფრო ვენდობი ვიდრე ახალს, მითუმეტეს როცა ახალი ძველს უარყოფს დაუსაბუთებლად...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Apr 27 2010, 12:01 PM
პოსტი #165


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა
ქრისტიანობაზე გაცილებით ძველია

მეც ძველი აღთქმის ათი მცნებიდან მოგიყვანე პირველი მცნება, რომელსაც არღვევს ეს ცრუ სწავლება.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 27 2010, 12:12 PM
პოსტი #166


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo
ციტატა
მეც ძველი აღთქმის ათი მცნებიდან მოგიყვანე პირველი მცნება, რომელსაც არღვევს ეს ცრუ სწავლება.


მე კი პირიქით, ყველაზე კარგად ამ "ცრუსწავლებამ" ამიხსნა პირველი და უმთავრესი მცნების არსი.

kinoteli
ციტატა
არ უთქვამს მჯერაო....


კი მჯერა a075.gif

lingvo

წაიკითხე საერთოდ ის ტექსტები რაც დავდე? თუ ცოდვად ჩაგეთვლება და ვერ ეკარები? გასაგებია რომ ქრისტიანობა გმობს ამ ყველაფერს და ამის ბევრჯერ გამეორება არაა საჭირო. თუ მართლა გაინტერესებს წაიკითხე და მერე მეკამათე, თუ არადა აპოგელეტიკაა და ისეცაც ცხადია რომ "არაქრისტიანული" სწავლებაა. არ გვინა ბევრჯერ ამის გახსენება smile.gif

ციტატა(Atman @ Apr 14 2010, 01:35 PM) *

"ბჰავიშტია პურანაში" მოყვანილია წინასწარმეტყველება, რომელიც ეხება იესოს:

აღწერილია მაჰარაჯა (ანუ დიდი მეფე) "შალვაჰანა" რომელიც მოგზაურობს ჰიმალაებში და მაღლა მთებში ის ხვდება თეთრებში გამოწყობილ "სადჰუს" (სადჰუ ნიშნავს წმინდანს, ღმერთის ერთგულს). მეფე ეკითხება ვინაობას, და ის პასუხობს (სანსკრიტზე):
"იშა პუტრა ჩან მან ვიდჰი, კუმარი გარბჰი სანბჰავამ, აჰამ ისამ ასიჰი ნამაჰა" (ზუსტი სანსკრიტის დადება გამიჭირდება, მაგრამ ქართული ასოებით ასე ჟღერს.

თარგმანი ასეთია: "მე ვარ ძე ღვთისა, შობილი ქალწულისგან და შენ უნდა იცოდე ეს. ადამიანები მიწოდებენ მე "იესო მესიას".

ვედებში ასევე რამდენიმე ადგილას არის მოხსენიებული იესოს (იშას, იეშუას) მისიის შესახებ. ასევე მას უწოდებენ "კრშტოშას" ("კრშ" ნიშნავს ყოვლისმიმზიდველს (ღმერთის ერთ-ერთი სახელი სანსკრიტზე, ხოლო "ტოშა" ნიშნავს დაკმაყოფილებას, ანუ ის ვინც აკმაყოფილებს (ემსახურება) ღმერთს, ასევე ნიშნავს ღმერთის მიერ მირონცხებულს).




+ ამას დავამატებ რომ ვედების მიხედვითაც მამა და ძე განუყოფელნი არიან! ძე ასრულებს მამის ნებას!



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Apr 27 2010, 12:15 PM
პოსტი #167


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



Atman
როგორც ზემოთ მოგწერე ეს სწავლება წინააღმდეგობაში მოდის ძველ აღთქმასთან. ეს იმიტომ დავწერე, რომ სხვებმა წაიკითხონ და გაიგონ რა წინააღმდეგობაში მოდის ვედები პირველ მცნებასთან და თავად გააკეთონ არჩევანი. მაგ ყველაფერზე პასუხი განმარტებაშია პირველი მცნების (რაც წითლადაა).


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 27 2010, 12:21 PM
პოსტი #168


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo

ვედები რელიგია არაა. ეს ცოდნაა. რომელიც მხოლოდ იმას ეხსნება ვინც გულწრფელად ეძებს.

არჩევანს რა თქმა უნდა ყველა თავისი რწმენის მიხედვით გააკეთებს...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Apr 27 2010, 12:22 PM
პოსტი #169


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



Atman
ხო არჩევანი უნდა გააკეთოს პიროვნებამ. მაგრამ უნდა იცოდეს, რომ წმიდა წერილი არ ცნობს ამ ცოდნას. რაშიც თავადვე მეთანხმები.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 27 2010, 12:25 PM
პოსტი #170


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ქრისტიანობაში მცირეა ცოდნა მამა ღმერთის შესახებ, ვედებში კი მამა ღმერთი მთავარი თემაა.

(არ ვგულისხმობ მთლიან ვედებს, ვგულისხმობ მის იმ ნაწილს რომელიც ღმერთს და ცის კანონებს ეძღვნება და არა მიწის კაკნონებს, რაც გაცილებით მეტია ვედებში, მაგრამ ნაკლებად საინტერესო (პირადად ჩემთვის).



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
:_მარიამი_:
პოსტი May 1 2010, 03:47 AM
პოსტი #171


gvirila_mari
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 441
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 8



ციტატა(.zakaria. @ Apr 15 2010, 03:17 PM) *

კი უფლება შეიძლება ბევრი რამის გაქ მარა ხოხედავ არავისარაინტერესებს ეს ვედები არც აქ და არც სხვა ფორუმებზეც, რაარი რა ოლმეკივით გახდი შენც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კაი არგეწყინოს მეგობარო ,უბრალოდ ხოხედავ არავისარუნდა აქ კრიშნა


არ გეწყინოს მაგრამ ჩემი სახელით ნუ ილაპარაკებ.მე პირადად ძაან დავინტერესდი.ამიტომ შეგიძლია თავად დატ
ოვო ეს თემა .შენი უფლებები იქ მთავრდება სადაც ჩემი იწყება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
:_მარიამი_:
პოსტი May 2 2010, 01:14 AM
პოსტი #172


gvirila_mari
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 441
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 8



რა იყო, თემაში შაბათი კვირაა თუ აღარ ვაგრძელებთ?ძაან დამაინტერესე ატმან?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 2 2010, 01:29 AM
პოსტი #173


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



საკითხის გაცნობა ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს. ვგულისხმობ რწმენაში მყარად მდგარ ხალხს. მე ხანდახან იეღოველების რამეებსაც ვათვალიერებ მაგრამ მაგენისიანი კი არა ვარbiggrin.gif
მარიამს ვეთანხმები.
აბო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 2 2010, 07:04 PM
პოსტი #174


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



გასული ვიყავი მომსახურეობის ზონიდან tongue.gif

თქვენის ნებართვით შრიმად ბჰაგავატამიდან დავდებ ისევ ერთ-ერთ თავს:

დედოფალ კუნტის ლოცვები და
პარიკშიტის ხსნა


1. სუტა გოსვამიმ თქვა: ამის შემდეგ პანდავები და დრაუპადი განგის ნაპირას გაეშურნენ, რათა წყალი მიეცათ მოწყურებული დახოცილი ნათესავებისთვის. ქალები წინ მიდიოდნენ.

2. მათი დატირებისა და განგის წყლის საკმარისად შეთავაზების შემდეგ მათ განიბანეს განგაში, რომლის წყალიც წმინდაა, რადგან უფლის ლოტოსის ტერფთა მტვერს არის შერეული.

3. იქ თავის დამწუხრებულ უმცროს ძმებთან, დჰრტარაშტრასთან, განდჰარისთან, კუნტისთან, და დრაუპადისთან ერთად იჯდა კურუთა მეფე, მაჰარაჯა იუდჰიშთჰირა. უფალი კრშნაც იქ იყო.

4. უფალმა შრი კრშნამ და მუნებმა ყოვლისშემძლე ღმერთის გარდაუვალი კანონებისა და ცოცხალ არსებებზე მათი ზემოქმედების შესახებ დაიწყეს საუბარი და ამით შეძრწუნებულთა და დამწუხრებულთა დაწყნარებას შეეცადნენ.

5. ჭკვიანმა დურიოდჰანამ და მისმა მომხრეებმა ცბიერებით მოიტაცეს იუდჰიშთჰირას სამეფო, რომელსახ მტერი არ ჰყავდა. უფლის წყალობით სამართლიანობა აღდგენილ იქნა და უფალმა მოკლა უსინდისო მეფეები, რომლებმაც დურიოდჰანას მხარე დაიჭირეს. დაიხოცნენ ისინიც, ვინც უხესჰად მოექცნენ დედოფალ დრაუპადის თმებს, რითაც სიცოცხლე მოისწრაფეს.

6. უფალმა შრი კრშნამ ჯეროვნად შეასრულებინა მაჰარაჯა იუდჰიშთჰირას სამი აშვამედჰა-იაჯნა [ცხენის შეწირვა], რითაც მთელ ქვეყანას მოედო მისი კეთილი სახელი, მსგავსად ინდრასი, რომელმაც ასი ასეთი მსხვერპლშეწირვა ჩაატარა.

7. მაშინ უფალი კრშნა გასამგზავრებლად მოემზადა. მან მოიწვია პანდუს შვილები, მას შემდეგ რაც მას თაყვანი სცეს ბრაჰმანებმა, რომელთაც სათავეში შრილა ვიასადევა ედგათ. უფალმაც უპასუხა მათ მისალმებებს.

8. როგორც კი უფალი დვარაკაში გასამგზავრებლად ეტლში ჩაჯდა, დაინახა უტტარა, რომელიც შეშინებული მორბოდა მისკენ.

9. უტტარამ თქვა: ო უფალო, სამყაროს მეუფევ! შენ უდიადესი მისტიკოსი ხარ. გთხოვ, დამიცავი, რადგან ორმაგობის ამ სამყაროში სხვას არავის შეუძლია სიკვდილის ხელიდან ჩემი დახსნა.

10. ო ჩემო უფალო, შენ ყოვლისშემძლე ხარ. ცეცხლოვანი რკინის ისარი სწრაფად მიახლოვდება. ჩემო უფალო, თუკი გსურს, დაე ისარმა მე დამწვას, მაგრამ გთხოვ, არ დააწვევინო და არ მოაწყვეტინო ჩემი ნაყოფი. მოიღეé სიკეთე, ო უფალო..

11. სუტა გოსვამიმ თქვა: მისი სიტყვების მოთმინებით მოსმენის შემდეგ უფალი შრი კრშნა, რომელსაც ყოველთვის ძლიერ უყვარს თავისი ერთგულები, უმალვე მიხვდა, რომ აშვათჰამამ, დრონაჩარიას შვილმა, ბრაჰმასტრა გამოუშვა პანდავების ოჯახის უკანასკნელი შთამომავლის მოსასპობად.

12. ო მთავარო დიად მოაზროვნეებს [მუნებს] შორის [შაუნაკა], დაინახეს რა მათკენ მომავალი მოელვარე ბრაჰმასტრა, პანდავებმა თავიანთ იარაღს სტაცეს ხელი.

13. როდესაც ღმრთეების ყოვლისშემძლე პიროვნება შრი კრშნამ იხილა, რომ დიდი საფრთხე ემუქრებოდა მის წმინდა ერთგულებს, რომლებიც მისადმი მინდობილი სულები იყვნენ, მათ დასაცავად უმალვე აიღო თავისი დისკო სუდარშანა.

14. უმაღლესი მისტიციზმის უფალი, შრი კრშნა ყველას გულში იმყოფება პარამატმას სახით. ამიტომ, უბრალოდ კურუს დინასტიის დასაცავად, თავისი ენერგიით დაფარა უტტარას ჩანასახი.

15. ო შაუნაკა, თუმცა შეუძლებელი იყო აშვათჰამას მიერ გამოშვებული უმაღლესი იარაღის შეჩერება ან განეიტრალება, იგი განეიტრალებული და მოგერიებული იქნა ვიშნუს [უფალი კრშნას] ძალასთან შეჯახებისას.

16. ო ბრაჰმანებო, არ გეგონოთ, რომ ეს განსაკუთრებული სასწაულია იდუმალებით მოცული და შეუცდომელი ღმრთეების პიროვნებისათვის. ყოველივე მატერიალურს იგი თავისი ტრანსცენდენტული ენერგიებით ასულდგმულებს და ანადგურებს, თუმცა თავად არშობილია.

17. ამრიგად, ბრაჰმასტრას გამოსხივებისგან გადარჩენილმა უფლის უბიწო ერთგულმა კუნტიმ, მისმა ხუთმა შვილმა და დრაუპადიმ მიმართეს უფალ კრშნას, როდესაც იგი სახლში გასამგზავრებლად მოემზადა.

18. შრიმატი კუნტიმ თქვა: ო კრშნა, მე მოწიწებით გეთაყვანები, რადგან შენ ხარ თავდაპირველი პიროვნება და არ გეხება მატერიალური სამყაროს თვისებები. შენ ყოვლის შიგნით და გარეთ იმყოფები, მაგრამ მაინც უხილავი ხარ ყველასთვის.

19. გრძნობათა შეზღუდული აღქმისათვის მიუწვდომელი, შენ შეცდომაში შემყვანი ენერგიეს ფარდით დაფარული მარადიული უნაკლო ძალა ხარ. შენ უხილავი რჩები სულელებისთვის, ისევე როგორც უცნობი რჩება გადაცმული მსახიობი.

20. შენ თავად ეშვები, რათა ერთგული სამსახურის ტრანსცენდენტული მეცნიერება გაავრცელო წინწასული ტრანსცენდენტალისტებისა და სპეკულაციური მოაზროვნეების გულებში, რომლებიც განწმენდილნი არიან, რამეთუ მატერიის სულისაგან გამორჩევა ძალუძთ. მაშ, როგორ შეგვწევს ჩვენ, ქალებს, შენი სრულყოფილად შეცნობის უნარი?

21. ამიტომ, დაე მოწიწებით ვცე თაყვანი უფალს, რომელიც ვასუდევას შვილი, დევაკის სიხარული, ნანდასა და ვრნდავანის სხვა მენახირეთა ბიჭი და ძროხებისა და გრძნობების მაცოცხლებელი გახდა.

22. მოწიწებით გცემ თაყვანს, ო უფალო, ვის მუცელზეც ლოტოსის ყვავილის მსგავსი ჩაღრმავებაა, ვინც ყოველთვის მორთული ხარ ყვავილწნულებითა და ლოტოსის ყვავილებით, ვისი გამოხედვაც ლოტოსივით გამაგრილებელია დ ავის ტერფებზეც ლოტოსებია ამოტვიფრული.

23. ო ჰრშიკეშა, გრძნობათა მბრძანებელო და უფალთა უფალო, შენ გაანთავისუფლე დედაშენი, დევაკი, რომელიც დიდი ხნით დაატყვევა და ტანჯა ბოროტმა მეფე კამსამ. შენ გვიხსენი მე და ჩემი შვილები ხიფათისგან.

24. ჩემო ძვირფასო კრშნა, ო მეუფეო, შენ გვიხსენი მოწამლული კვერისგან, დიდი ხანძრისგან, კაციჭამიებისგან, ბიწიერთა თავყრილობისგან, ტყეში განდევნის დროს ტანჯვებისა დამ ბრძოლისგან, რომელშიც დიდი მხედართმთავრები მონაწილეობდნენ. ახლა კი აშვათჰამას იარაღისგან გადაგვარჩინე.

25. დაე კვლავ და კვლავ განმეორდეს ეს უბედურებები, რათა კვლავ და კვლავ გიხილოთ, რადგან შენი ხილვა ნიშნავს იმას, რომ აღარ ვნახავთ განმეორებად დაბადებასა და სიკვდილს.

26. ჩემო უფალო, ადვილია შენს მეუფებასთან მიახლოება, მაგრამ ეს ძალუძთ მხოლოდ მათ, ვისაც არაფერი მატერიალური არ გააჩნიათ. ის, ვინც [მატერიალური] პროგრესის გზას ადგას და მდგომარეობის გაუმჯობესებას წარჩინებული წარმოშობით, დიდძალი სიმდიდრით, მაღალი განათლებითა და სხეულის სილამაზით ცდილობს, ვერ მოგმართავს გულწრფელი გრძნობით.

27. თაყვანს გცემ შენ, მატერიალურად გაღატაკებულთა საკუთრებას. შენ არაფერი გაკავშირებს ბუნების მატერიალური მოდუსების ქმედებებსა და უკუქმედებებთან. შენ კმაყოფილი ხარ საკუთარ თავში, ამიტომაც ყველაზე მშვიდი და მონისტთა მეუფე ბრძანდები.

28. ჩემო უფალო, მე ვთვლი, რომ შენი უზენაესობა არის მარადიული დრო, უზენაესი განმგებელი, ყოვლისგამჭოლი, საწყისისა და სასრულის გარეშე. შენ ყველას თანაბრად ჰფენ წყალობას. ცოცხალ არსებათა შორის განხეთქილებები საზოგადოებრივი ურთიერთობის შედეგად იქმნება.

29. ო უფალო, ვერავინ მიხვდება შენს ტრანსცენდენტალ გართობებს, რომლებიც ადამიანურს ჰგავს და ამიტომ შეცდომაში შეჰყავს სხვები. შენ არც წყალობის განსაკუთრებული ობიექტი გაგაჩნია და არც შურისა. ხალხს მხოლოდ ჰგონია, რომ ვინმეზე მიკერძოებული ხარ.

30. ეს მართლაც დამაბნეველია, ო სამყაროს სულო, რომ შენ მოქმედებ, თუმცა უმოქმედო ხარ და იბადები, თუმცა საციცოცხლო ძალა და არშობილი ხარ. შენ თავად ეშვები ცხოველებს, ადამიანებს, ბრძენებსა და წყლის ბინადართა შორის. ეს მართლაც დამაბნეველია.

31. ჩემო ძვირფასო კრშნა, იაშოდამ თოკით დაგაბა, როცა დანაშაული ჩაიდინე და შენი შეშფოთებული თვალები ცრემლებით აივსო, რამაც წამწამებიდან საღებავი ჩამოგირეცხა. და შენ შეშინდი, თუმცა თავად გაპიროვნებულ შიშსაც კი ეშინია შენი. ეს სანახაობა საგონებელში მაგდებს.

32. ზოგი ამბობს, რომ არშობილი ღვთისმოსავი მეფეების სადიდებლად იშვა, სხვების აზრით კი იგი იშვა იმისათვის, რომ მეფე იადუსთვის, შენი ერთ-ერთი უძვირფასესი ერთგულისთვის სიამოვნება მოენიჭებინა. შენ ისევე ევლინები მის ოჯახში, როგორც სანდალის ხე იზრდება მალაიას მთებზე.

33. სხვები ამბობენ, რომ რადგან ვასუდევა და დევაკი გევედრებოდნენ, შენ მათ შვილად დაიბადე. ეჭვი არ არის, რომ შენ არშობილი ხარ, მაგრამ მაინც იბადები მათ სასიკეთოდ და ნახევარღმერთთა მოშურნეების მოსაკლავად.

34. სხვები ამბობენ, რომ ზღვაში ნავივით გადატვირთული მსოფლიო მეტად დამწუხრებულია და ბრაჰმა, შენი შვილი გევედრებოდა და შენც მოევლინე უბედურების შასამცირებლად.

35. სხვებმა კი თქვეს, რომ შენ მოევლინე ერთგული სამსახურის ასაღორძინებლად, რომელიც მოიცავს მოსმენას, მოგონებას, თაყვანისცემასა და სხვ., რათა მატერიალური გაჭირვებებით ტანჯულ განპირობებულ სულებს ესარგებლათ ამით და განთავისუფლებულიყვნენ.

36. ო კრშნა, ისინი, ვინც გამუდმებით ისმენენ, გალობენ და იმეორებენ შენი ტრანსცენდენტული საქმიანობების შესახებ, ან ტკბებიან სხვათა მიერ ამის შესრულებისას, უდავოდ ხედავენ შენს ლოტოსის ტერფებს – მხოლოდ მათ შეუძლიათ განმეორებადი დაბადება-სიკვდილის შეწყვეტა.

37. ო ჩემო უფალო, შენ თავად მოიხადე ყოველი მოვალეობა. ნუთუ დაგვტოვებ დღეს, როდესაც ყველა მეფე გვემტერება, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად შენს წყალობაზე ვართ დამოკიდებულნი და მფარველი არავინ გვყავს?

38. როგორც სხეულის სახელი და დიდება კვდება ცოცხალი სულის წასვლისას, ასევე, თუკი მზერას მოგვაკლებ, ჩვენს დიდებასა და საქმიანობებსაც, იმავე პანდავებთან და იადუებთან ერთად, უმალვე მოეღება ბოლო.

39. ო გადადჰარა [კრშნა], ახლა ჩვენი სამეფო შენი ტერფების ანაბეჭდებით არის მორთული, ამიტომაც მშვენიერია. მაგრამ როდესაც შენ წახვალ, იგი დაკარგავს სილამაზეს.

40. ქალაქები და სოფლები ყოველმხრივ აყვავებულია, რადგან უხვად იზრდება ბალახი და მარცვლეული, ხეები ხილით არის დახუნძლული, მდინარეები მოჩქეფს, მთები მინერალებითაა სავეს, ოკეანე კი – სიმდიდრით. და ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ შენი მზერა ეცემა.

41. ო სამყაროს უფალო, სამყაროს სულო, ო სამყაროს ფორმის პიროვნებავ, ამიტომ გთხოვ, გადამიჭერი ოჯახის წევრების – პანდავებისა და ვრშნის დინასტიისადმი მიჯაჭვულობის კვანძი.

42. ო მადჰუს უფალო, როგორც განგა მუდამ, დაუბრკოლებლად მიედინება ზღვისკენ, დაემ ჩემი ყურადღებაც გამუდმებით შენსკენ იყოს მომართული, სხვაზე გადატანის გარეშე.

43. ო კრშნა, ო არჯუნას მეგობარო, ო მთავარო ვრშნის შთამომავალთა შორის, შენ ანადგურებ იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც არეულობას იწვევენ დედამიწაზე. შენი ძალა არასოდეს იკლებს. შენმ ტრანსცენდენტული სავანე გაქვს და ძროხების, ბრაჰმანებისა და ერთგულების ტანჯვათა შესამსუბუქებლად ეშვები. შენ ფლობ მთელ მისტიკურ ძალებს და მთელი სამყაროს მოძღვარი ხარ. შენ ხარ ყოვლისშემძლე ღმერთი და მე მოწიწებით გცემ თაყვანს.

44. სუტა გოსვამიმ თქვა: კუნტიდევის რჩეული ლოცვების მოსმენის შემდეგ უფალს ალერსიანად გაეღიმა. ეს ღიმილი ისევე მომხიბვლელი იყო, როგორც მისი მისტიკური ძალა.

45. ამრიგად, მოისმინა რა შრიმატი კუნტიდევის ლოცვანი, უფალმა ჰასტინაპურის სასახლეში შესვლისას ამცნო დანარჩენ ქალებს თავისი გამგზავრების შესახებ. მაგრამ გამგზავრების წინ იგი მეფე იუდჰიშთჰირამ შეაჩერა და სიყვარულით შეეხვეწა.

46. ვერაფერმა დაარწმუნა მეტად დამწუხრებული მეფე იუდჰიშთჰირა: ვერც დიადი ბრძენების დარიგებებმა, რომელთაც სათავეში ვიასა ედგათ, ვერც თავად უფალმა კრშნამ, ზეადამიანური საქმეების ჩამდენმა და ვერც მრავალმა ისტორიულმა მოწმობამ.

47. თავისი მეგობრების სიკვდილით დამწუხრებული მეფე იუდჰიშთჰირა, დჰარმას შვილი, უბრალო მატერიალისტივით დარდობდა. ო ბრძენებო, მიჯაჭვულობით გაოგნებულმა, მან ასეთი რამ წარმოთქვა.

48. მეფე იუდჰიშთჰირამ თქვა: ო ჩემო ხვედრო! მე ყველაზე ცოდვილი ვარ! შეხედეთ ჩემს გულს, რომელიც უმეცრებით არის სავეს! ამ სხეულმა, რომელიც საბოლოო ჯამში სხვებისთვის არის განკუთვნილი, მრავალი ფალანგა ამოხოცა.

49. მე მოვკალი მრავალი ყმაწვილი, ბრაჰმანი, კეთილმოსურნე, მეგობარი, მშობელი, მასწავლებელი და ძმა. მილიონობით წელიც რომ ვიცოცხლო, ვერ დავაღწევ თავს ჯოჯოხეთს, რომელიც ამ ცოდვების გამო მელის.

50. არ ცოდავს ის მეფე, რომელიც მოქალაქეებს იცავს და მართალი საქმისთვის კლავს. მაგრამ ეს დანაწესი მე არ მეხება.

51. მე მოვკალი უამრავი ქალის მეგობარი და ამით ისეთ მტრობას მივეცი დასაბამი, რომ მატერიალური ქველმოქმედებით მისი გამოსწორება შეუძლებელია.

52. როგორც ტალახი ვერ გაწმენდს ტალახიან წყალს ან ღვინოს – ღვინით მოსვრილ ქოთანს, ასევე შეუძლებელია ცხოველების შეწირვით კაცის მოკვლის შედეგების გაბათილება.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
:_მარიამი_:
პოსტი May 2 2010, 11:41 PM
პოსტი #175


gvirila_mari
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 441
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 8



იცი ზოგიერთი რაღაცეები ალაზნისპირელს მაგონებს.თუ წაგიკითხია?
ადამიანის ფანტაზიას რომ ამის შეთხზვა შესძლებოდა მეეჭვება.რეინკარნაციაზე შეგეკითხები:როგორც მივხვდი მხოლოდ სასუფეველში მოხვედრილი სულები არ განიცდიან განმეორებას მატერიალურ სამყაროში,დანარჩენი ყველა(სამოთხეში მოხვედრილნიც კი)ასეა თუ რაღაც ვერ გავიგე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
:_მარიამი_:
პოსტი May 2 2010, 11:59 PM
პოსტი #176


gvirila_mari
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 441
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 8



კიდე რა მაინტერესებს:იმდენი სახელებია ცოტა დამახსოვრება მიჭირს.კრშნა თავად უზენაესი უფლის გამოვლინებაა მატერიალურ სამყაროში ასეა არა?თუ მისი შვილი?იესო მისი ძის ერთ-ერთი გამოვლინებაა თუ ერთადერთი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 3 2010, 11:49 AM
პოსტი #177


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



:_მარიამი_:
ციტატა
იცი ზოგიერთი რაღაცეები ალაზნისპირელს მაგონებს.თუ წაგიკითხია?ადამიანის ფანტაზიას რომ ამის შეთხზვა შესძლებოდა მეეჭვება.რეინკარნაციაზე შეგეკითხები:როგორც მივხვდი მხოლოდ სასუფეველში მოხვედრილი სულები არ განიცდიან განმეორებას მატერიალურ სამყაროში,დანარჩენი ყველა(სამოთხეში მოხვედრილნიც კი)ასეა თუ რაღაც ვერ გავიგე?



ამაზე პასუხად შრილა პრაპჰუპადას ერთ-ერთ კომენტარს მოვიყვან შრიმად ბჰაგავატამზე:

"ცოცხალი არსებები უფლის განუყოფელ ნაწილაკებს წარმოადგენენ. არსებობს მათი ორი სახეობა - ნიტია-მუკტა და ნიტია-ბადდჰა. ნიტია-მუკტები არიან მარადიულად განთავისუფლებული სულები. ისინი გამოვლენილი მატერიალური ქმნილების მიღმა არსებულ უფლის მარადიულ სავანეში მისი გამუდმებული ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახურით არიან დაკავებული. მაგრამ ნიტია-ბადდჰა, ანუ მარადიულად განპირობებუილი სულები უფლის გარეგან ენერგიაზე, მაიაზე არიან მიბარებული, რათა უზენაეს მამის წინააღმდეგ აჯანყებული ბუნება გამოისწორონ. ნიტია-ბადდჰებს სამუდამოდ დავიწყებიათ, რომ როგორც მის განუყოფელ ნაწილაკებს, კავშირი აქვთ უფალთან. ილუზორული ენერგია ატყუებთ მათ, თითქოს მატერიის ნაწილები იყვნენ და ამდენად, მატერიალურ სამყაროში ბედნიერების მოსაპოვებლად ძალზე მოუცლელნი არიან. ისინი მხიარულად ადგენენ გეგმებს, მაგრამ უფლის ნებით, გეგმის შემდგენელებიცა და გეგმებიც გარკვეული დროის შემდეგ ნადგურდება.

"ბჰაგავად-გიტაში" ეს ასეა დამტკიცებული: "ო კუნტის ვაჟო, ამ ეპოქის ბოლოს ყველა ცოცხალი არსება ჩემს ბუნებას ერწყმის და როცა კვლავ შექმნის დრო დგება, ჩემი გარეგანი ენერგიის საშუალებით მე ისევ შექმნას ვიწყებ" (ბ.გ 9.7)

სიტყვა ბჰუიაჰ ნიშნავს "კვლავ და კვლავ", ე.ს. იმას, რომ უფლის გარეგანი ენერგიით შექმნის, შენარჩუნებისა და განადგურების პროცესი განუწყვეტლივ გრძელდება. უფალია ყოველივეს მიზეზი. მაგრამ ცოცხალ არსებებს, რომლებიც თავიანთი არსით უფლის განუყოფელ ნაწილებს წარმოადგენენ და ავიწყდებათ ეს ტკბილი ურთიერთობა, კვლავ ეძლევათ გარეგანი ენერგიის კლანჭებიდან თავის დაღწევის საშუალება და მათი (ცოცხალი არსებების) ცნობიერების გამოსაღვიძებლად უფალი განდობილ წერილებსაც ქმნის. განპირობებული სულებისთვის ვედური ლიტერატურა არის მეგზური, რომელიც მათ მატერიალური სამყაროსა და მატერიალური სხეულის გამუდმებული შექმნისა და განადგურებისაგან თავის დახსნაში ეხმარება.

"ბჰაგავად-გიტაში" უფალი ამბობს: "ეს შექმნილი სამყარო და მატერიალური ენერგია ჩემს განმგებლობას ემორჩილება. პრაკრტის გავლენით ისინი კვლავ და კვლავ თავისთავად იქმნება და ამას ჩემი ენერგიის საშუალებით ვასრულებ."

სინამდვილეში, სულიერ ნაპერწკლებს, ცოცხალ არსებებს, არავითარი მატერიალური სახელები და ფორმები არ გააჩნიათ. მაგრამ მატერიალური ფორმებისა და სახელების მატერიალურ ენერგიაზე ბატონობის სურვილის შესასრულებლად მათ ამგვარი მოჩვენებითი სიამოვნების საშუალება ეძლევათ და ამავე დროს განდობილი წმინდა წერილების გზით ჭეშმარიტი მდგომარეობის გაგებაც შეუძლიათ. სულელი და გულმავიწყი ცოცხალი არსება გამუდმებით ყალბი ფორმებითა და ყალბი სახელებითაა დაკავებული. თანამედროვე ნაციონალიზმი ამგვარი ყალბი სახელებისა და ყალბი ფორმების კულმინაციას წარმოადგენს. ადამიანებს გაგიჟებით სწადიათ მოჩვენებითი სახელი და ფორმა. გარკვეულ პირობებში მიღებული სხეული რეალობადაა მიჩნეული და მიღებული სახელიც განპირობებულ სულს უამრავი "იზმით" ენერგიის არასწორი გამოყენებისაკენ იტყუებს.

წმინდა წერილები ჭეშმარიტი მდგომარეობის შეცნობის გასაღებს წარმოადგენს, მაგრამ ადამიანებს ეზარებათ უფლის მიერ სხვადასხვა ადგილისა და დროისთვის შექმნილი წმინდა წერილებიდან გაკვეთილების მიღება. მაგალითად "ბჰაგავად-გიტას" საფუძველზე სიცოცხლის მიზანი განახორციელონ. "შრიმად ბჰაგავატამი" შემეცნების "ასპირანტურის" დონეს შეესაბამება მათთვის, ვისაც "ბჰაგავად-გიტას" პრინციპები გულდასმით აქვთ შესწავლილი. საუბედუროდ, ხალხმა მათი გემო არ იცის და, განმეორებადი დაბადებისა და სიკვდილისათვის განწირული, მაიას კლანჭებში იმყოფება."


მე აქვე დავამატებ რომ მე პირადად არ გამოვყოფ ვედებს სხვა წმინდა წერილებისგან. ყველა წმინდა წერილი, მიუხედავად რელიგიისა ვედაა (ანუ ცოდნაა), ოღონდ განსხვავებული სულიერი განვითარების და აღქმის ხალხისთვის...

უფრო მეტიც. ვედაა ვეფხისტყაოსანიც, ვაჟა-ფშაველას პოემებიც (თუმცა იგავური და არა ისტორიული სახის)... ხოლო მაჰაბჰარატა და რამაიანა ისტორიული ამბებია და არა მხატვრულად შეთხზული მეტაფორები...

კითხვაზე უფრო მოკლედაც გიპასუხებ და გეტყვი რომ სამოთხეც არაა მარადიული და სანამ სულიერ სამყაროში არ მოხვდება, სული კვლავ განაგრძობს დაბადება-სიკვდილის ჯაჭვში ყოფნას...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 3 2010, 12:03 PM
პოსტი #178


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518






ციტატა
კიდე რა მაინტერესებს:იმდენი სახელებია ცოტა დამახსოვრება მიჭირს.კრშნა თავად უზენაესი უფლის გამოვლინებაა მატერიალურ სამყაროში ასეა არა?თუ მისი შვილი?იესო მისი ძის ერთ-ერთი გამოვლინებაა თუ ერთადერთი?



კრშნა, იგივე კრშტა ღმრთეების უზენაესი პიროვნებაა, როგორც მატერიალურ, ისევე სულიერ სამყაროში. მატერიალურ სამყაროში თავისი პირვანდელი ფორმით დვაპარა იუგაში მოდის ხოლმე როგორც წესი (თუმცა არა ყოველთვის). მას გააჩნია უამრავი ავატარი და ექსპანსია, სხვადასხვა სახელებითა და ფორმებით...

ქრისტე, იგივე კრშტოშა კალი იუგაში როგორც მე ვიცი ერთადერთი "ძეა" ანუ "შაკტი-ავეშა" ავატარია... თუმცა ძე მხოლოდ ერთი არ ეყოლება რა თქმა უნდა და სხვა ეპოქებში სხვა ძეებიც გვხვდებიან. ეს ცოტა რთული თემაა და ავატარების შესახებ ვრცელ ინფორმაციას მოგვიანებით შევეცდები რომ დავდო.

ვედებში წერია რომ კალი იუგაში კრშნა მოვა ფარული ავატარის ("გუპტა ავატარის") სახით არა როგორც ღმერთი, არამედ როგორც ღმერთის უერთგულესი მსახური... ეს ავატარი უკვე იყო მოსული და სწორედ მისგან მოდის მოწაფეობრივი ხაზი, რომლის ერთ-ერთი ბოლო რგოლიც შრილა პრაპჰუპადაა... თუმცა ეს ყველაფერი შედარებით ცივილიზებულ ვედური კულტურის მიმდევარ ხალხს ერგო და მერე გავრცელდა პრაპჰუპადას და სხვა მოწაფეთა წყალობით...

ქრისტემ კი უმძიმესი მისია იტვირთა და მოვიდა განსაკუთრებულად ცოდვილ ხალხში, სადაც იმდენიც კი არ ესმით რომ ცხოველის მოკვლა და განსაკუთრებით ძროხის მოკვლა დიდი უგუნურება და უმეცრებაა.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 3 2010, 03:00 PM
პოსტი #179


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
და განსაკუთრებით ძროხის მოკვლა დიდი უგუნურება და უმეცრებაა.

ლოოოოლ, biggrin.gif


მოიცათ თქვენ კალის შესახებ თუ იცით რამე? biggrin.gif biggrin.gif ქალია და თან როგორი ქალი biggrin.gif

Ка́ли (санскр. काली, Kālī?, «чёрная») — тёмная и яростная ипостась Парвати, темная Шакти и разрушительный аспект Шивы. Богиня-мать, символ разрушения. Кали разрушает невежество, поддерживает мировой порядок, благословляет и освобождает тех, кто стремится познать Бога. В Ведах ее имя связано с Агни, богом огня.


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 3 2010, 03:08 PM
პოსტი #180


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ქევანა

ხოოო კალის ბევრი ფანი ყავს, განსაკუთრებით ისინი ვინც ტამა-გუნაში (უმეცრების გუნაში) არიან a075.gif

ჩვენ ეპოქას სწორედ კალი აკონტროლებს.

ბოროტი და ცუდი სულაც არაა, დავალება აქვს უბრალოდ ეგეთი smile.gif



შენ კიდე სანამ ხორცის ჭამას თავს არ დაანებებ სულ ეგრე ჩხირივით იქნები tongue.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 7 8 9 10 11 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2025 - 06:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი