![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#201
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
რა გინდათ,ბევრი პარალელის გაკეთება შეიძლება ქრისტიანობასთან.
- --ატმან,კალი ბუნებით ბოროტი (უარყოფითი)ძალაა თუ მას ესეთი როლი ერგო?და კიდე:რა იგულისხმება წმ.წერილთა მცნებებში?ანუ თავად წმ .წერილები რას ეწოდება? თავად ვედებს ეძახიან ასე თუ რაიმე სხვა,როგორ ვთქვა,"ნაწარმოებია"? |
abo |
![]()
პოსტი
#202
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
Atman
ციტატა კი, ყველაფერი ციკლურად მეორდება, მაგრამ ზუსტად ერთნაირად არა. წინა ციკლში მაგალითად 2010 წელს სავარაუდოდ გაცულებით უფრო "ბნელი და უკუნი" იქნებოდა საზოგადოების სულიერი განვითარების თვალსაზრისით. smile.gif ამ ციკლში ასე ვთქვათ "გაგვიმართლა"... ეს როგორ მტკიცდება. თუ წერია და გინდა დაიჯერე გინდა არა, ან რომ გაგვიმართლა რა ვიცი? და თუ ვიცი ისიც უნდა ვიცოდე როდის არ გამიმართლა ან როდის გამიმართლებს ყველაზე მეტად. ეს ხომ უკვე წინასწარმეტყველებაა და ალბათ მათთვისაც მიუღებელი რადგან მასში კალი-ს აზრი დევს უკვე? აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
Atman |
![]()
პოსტი
#203
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
:_მარიამი_:
ციტატა - --ატმან,კალი ბუნებით ბოროტი (უარყოფითი)ძალაა თუ მას ესეთი როლი ერგო? "შრიმად-ბჰაგავატამში" კალი ამბობს, რომ იგი დიდი დროის ("მაჰა კალას") ანუ იგივე უფლის ერთ-ერთი გამოვლინების ბრძანებით მოვიდა, რათა თავისი მისია შეასრულოს. თუ ღმერთს ზურგს აქცევს ადამიანი, შესაბამისად მოუწევს კალის გავლენის ქვეშ ყოფნა (იგულისხმება ისევ ღმერთის გავლენის ქვეშ, ოღონდ უკვე არანებაყოფლობით და როგორც მონა და არა მსახური). ანუ ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს, ვიყოთ საკუთარი გრძნობების და სურვილების მონები, ან უფლის მსახურები... უბრალოდ როცა უფლის მსახურება არ გვსურს, იგი ზედამხედველად კალის და სხვა ნახევარღმერთებს დაგვაყენებს თავზე ![]() abo ციტატა ეს როგორ მტკიცდება. თუ წერია და გინდა დაიჯერე გინდა არა, ან რომ გაგვიმართლა რა ვიცი? და თუ ვიცი ისიც უნდა ვიცოდე როდის არ გამიმართლა ან როდის გამიმართლებს ყველაზე მეტად. ეს ხომ უკვე წინასწარმეტყველებაა და ალბათ მათთვისაც მიუღებელი რადგან მასში კალი-ს აზრი დევს უკვე? ამის მიხვედრა ადვილია როცა ვედებს კარგად გაეცნობი... ვედებში აღწერილია სხვადასხვა კალპას (ციკლის) მოვლენები ხანდახან გაუგებრადაც კია დაწერილი და ვერ გაიგებ რაღაც მოვლენა ამ კალპაში მოხდა თუ სხვაში. მაგალითად ნარადა მუნის ისტორია წინა კალპიდანაა. ანუ მისი მატერიალური სხეულიდან განთავისუფლება წინა ციკლში მოხდა, ხოლო როგორც სულიერი მასწავლებელი ამ კალპაში მოქმედებს სატია იუგის დასაბამიდან. რაც შეეხება გამართლებას, ვედებში წერია, რომ ძალიან იშვიათად ხდება ისე, რომ კალი იუგის დროს ე.წ. ოქროს ხანა შემოვიდეს, ანუ 10 000 წელი, რომლის დროსაც კალის გავლენა მცირდება და დედამიწაზე სინათლე შემოდის (პირველ რიგში ცოდნის სახით). მაგრამ მერე ისევ სიბნელე ისადგურებს და კალი იუგა მთელი ძალებს იკრებს (ის საშინელებები თუ რა იქნება ამ დროს ჯობია არ აღვწერო). ამაზე დაახლოებითი მინიშნება "აპოკალიფსშიც" წერია (ოქროს ხანაზე). მოკლედ ინფორმაციის მხრივ ამ ეპოქაში ნამდვილად გაგვიმართლა. დრო მოვა და ვედური ცოდნა სხვადასხვა ტრანსფორმირებული სახით ყველასთვის მისაწვდომი იქნება. თუმცა ისევ ვიმეორებ, ვედების ცოდნა ღმერთის სიყვარულს არ ნიშნავს. შეიძლება ზეპირად ვიცოდე ვედების უდიდესი ნაწილი მაგრამ ამას მხოლოდ ჩემთვის ან ჩემი ახლობლებისთვის ვიყენებდე და არა ღმერთის სამსახურისთვის და მისი სიყვარულის გამო. სხვა თუ არაფერი ვედების მკვლევარი ჰიტლერიც იყო. ეს არის ცოდნა და ძალა, რომელიც შენი სულიერი განვითარების მიხედვით გეხსნება და ასე ვთქვათ ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც ისე უნდა მოეპყრო როგორც პიროვნებას (განსაკუთრებით მის ყველაზე საკრალურ ნაწილებს). :_მარიამი_: ციტატა რა იგულისხმება წმ.წერილთა მცნებებში?ანუ თავად წმ .წერილები რას ეწოდება? თავად ვედებს ეძახიან ასე თუ რაიმე სხვა,როგორ ვთქვა,"ნაწარმოებია"? თემის დასაწყისში ავღწერე უკვე ვედების მორფოლოგია. წმინდა წერილები ვედების ის ნაწილებია, რომლებიც უშუალოდ ღმერთს, ან მის ერთგულებს (იგივე წმინდანებს) ეხება. თუმცა არის ვედებში ისეთი ნაწილები, რომლებიც უფრო ინფორმაციულ და ტექნიკურ ხასიათს ატარებს. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#204
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
ატმან,წაკითხული გაქვს "წერილები ბიძას ჭადრაკზე"(ბერი ნიკოლოზის ჩანაწერები)არ ვიცი რატომ,მაგრამ ვედებმა რატომღაც ეს წიგნი გამახსენა.რაც შეეხება წმ .წერილთა მცნებების დარღვევას,ქრისტიანობაშიც რაღაც ამდაგვარია.ჩვენ გვაქვს დოგმები და კანონები მაგრამ ზოგიერთი წმ მამა სრულიად განსხვავებულად საუბრობს ან მოქმედებს,რაც წინააღმდეგოპბაში მოდის ამ დოგმებთან და კანონებთან.რაც შემდეგ იწვევს კამათს .ხოდა აქაც ესე გამოდის :საჭირო სიტუაციაში წმ .მამებს უფლება ეძლევათ (ღვთის დაშვებით)დაარღვიონ ის მცნებები,რაც დოგმებით და კანონებით გვაქვს მოცემული.როგორ ფიქრობ ეს სულელური აზრია თუ არის აქ რაიმე სიმართლის მარცვალი?
|
Atman |
![]()
პოსტი
#205
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
:_მარიამი_:
ციტატა ატმან,წაკითხული გაქვს "წერილები ბიძას ჭადრაკზე"(ბერი ნიკოლოზის ჩანაწერები) კი წაკითხული მაქვს და ძალიან კარგი წიგნია ![]() ციტატა რაც შეეხება წმ .წერილთა მცნებების დარღვევას,ქრისტიანობაშიც რაღაც ამდაგვარია.ჩვენ გვაქვს დოგმები და კანონები მაგრამ ზოგიერთი წმ მამა სრულიად განსხვავებულად საუბრობს ან მოქმედებს,რაც წინააღმდეგოპბაში მოდის ამ დოგმებთან და კანონებთან.რაც შემდეგ იწვევს კამათს .ხოდა აქაც ესე გამოდის :საჭირო სიტუაციაში წმ .მამებს უფლება ეძლევათ (ღვთის დაშვებით)დაარღვიონ ის მცნებები,რაც დოგმებით და კანონებით გვაქვს მოცემული.როგორ ფიქრობ ეს სულელური აზრია თუ არის აქ რაიმე სიმართლის მარცვალი? მცნებები და დოგმები იმისთვისაა საჭირო რომ ღმერთამდე მიგვიყვანუს და გული გაგვისუფთაოს, მაგრამ ეს მთავარ თვითმიზნად არ უნდა იქცეს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ჭეშმარიტება ამ დოგმებს მიღმა დგას... თანაც ყველა რელიგიის დოგმები ასე თუ ისე განსხვავდება და ეს იმ ხალხის გეოგრაფიულ, ტრადიციულ თუ მენტალურ თვისებებს შეესაბამება. ბჰაგავად გიტაში კრშნა ამბობს: "მიატოვე ყველა სახის რელიგია (დჰარმა) და მომენდე მე!" მაგრამ ბევრს ეს სიტყვები აწყობს და ამ სიტყვებით იწყებს, რაც სრული აბსურდია. მითუმეტეს გიტაში კრშნა უამრავ საშუალებას და დჰარმის კანონებს იძლევა და მხოლოდ ბოლოს ამბობს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ საჭიროა სრული მინდობა. სინამდვილეში იმ დჰარმაში, რაზეც კრშნა გველაპარაკება, იგულისხმება ის რელიგიური, მორალური, მოქალაქეობრივი, ოჯახური და ა.შ. მოვალეობები და ვალდებულებები, რომლებიც ადამიანს აკისრია მისი განპირობებულობის შესაბამისად. აქ მთავარია პრიორიტეტთა იერარქია. ანუ პიროველ რიგში ღმერთი, მერე რელიგია, მერე სამშობლო, მერე ოჯახი და ა.შ. სულის პირვანდელი და ბუნებრივი დჰარმა ღმერთის სიყვარული და მისი ერთგული სამსახურია, მაგრამ მატერიალურ სამყაროში ეს დჰარმა სხვა მოვალეობებითაა ჩანაცვლებული. უნდა შევასრულოდ ყველა დჰარმა, რაც გვევალება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს მთავარი და უმაღლესი... წმინდანებს აქვთ უფლება რომ დაარღვიონ დოგმები, ოღონდ აუცილებელ შემთხვევებში. სხვა შემთხვევებში კი მაგალითი უნდა იყონ ხალხისთვის. თუმცა ისევ ვიმეორებ დოგმები და მოვალეობები, ფარდობითია და იერარქიული. უმთავრეს დჰარმას კი წმინდანი არასოდეს არ დაარღვევს. უმეცრებს კი არასოდეს არ გამოელევათ მიზეზი წმინდანთა განკითხვისათვის... ეს არის აუდიოლექცია კალი იუგის სიმპტომების შესახებ (მანამდე შესავალია დროის ციკლურ ბუნებასთან დაკავშირებით): http://allshares.ge/download.php?id=DF102AF49 ლექცია რუსულ ენაზეა -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#206
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
გავაკეთებ ერთგვარ შეჯამებას და დავდებ ყველა იმ ტექსტს, რისი ქართული ვერსიებიც მაქვს.
"ბჰაგავად გიტა" "შრიმად ბჰაგავატამი" (1 სიმღერის 1 და 2 ნაწილები) კრშნას დაბადება კრშნა და ქრისტე შრი იშა-უპანიშადი შრი შიკშაშტაკა ვედების მორფოლოგია ვედური კოსმოგრაფია დრო ბგერის მნიშვნელობა ვედებში "ადამი და ევა" უფლის სამსახური http://allshares.ge/download.php?id=737E413145 http://www.bin.ge/file/146895/veda.rar.html ველოდები წინადადებებს და შეკითხვებს... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#207
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
კარმა იოგას ჩათვლით წავიკითხე.ნელა ვკითხულობ.კომპიუტერში კითხვა,განსაკუთრებით ლათინური შრიფტით ,მიჭირს.თან გააზრებაც ხო უნდე და ვიღლები.ისე ძაან საინტერესო დიალოგია.-----
ღვთისმეტყველებაში "დიონისე არეოპაგელის"თემაში შეგიხედია?შეიჭყიტე--საინტერესოა. ----------------------ისე ეს რა კარგი თემა გახსენი.ერთადერთია მემგონი ამ ფორუმზე სადაც ხოცვა-ჟლეტა არაა.არც არავის აინტერესებს და კი ხარ კაცი მოსვენებული : ![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#208
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
:_მარიამი_:
ციტატა ღვთისმეტყველებაში "დიონისე არეოპაგელის"თემაში შეგიხედია?შეიჭყიტე--საინტერესოა. ვერ ვიპოვე. თუ დამილინკებ კარგი იქნება ![]() ციტატა ისე ეს რა კარგი თემა გახსენი.ერთადერთია მემგონი ამ ფორუმზე სადაც ხოცვა-ჟლეტა არაა.არც არავის აინტერესებს და კი ხარ კაცი მოსვენებული : სავანეა უდაბნოსა შინა! ![]() ციტატა კომპიუტერში კითხვა,განსაკუთრებით ლათინური შრიფტით ,მიჭირს. ლათინურით რატო? ქართული არა გაქვს? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#209
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
"ბჰაგავად-გიტა, როგორც ასეთი" მიღებულია ამ მოწაფეობრივი თანმიმდევრობით (ანუ ის მოწაფეობრივი ხაზი, რომელსაც გაურა სამპრადაი ეწოდება, ასე გამოიყურება):
1. კრშნა 2. ბრაჰმა 3. ნარადა 4. ვიასა 5. მადჰვა 6. პადმანაბჰა 7. ნრჰარი 8. მადჰავა 9. აკშობჰია 10. ჯაია ტირთჰა 11. ჯნანასინდჰუ 12. დაიანიდჰი 13. ვიდიანიდჰი 14. რაჯენდრა 15. ჯაიადჰარმა 16. პურუშოტტამა 17. ბრაჰმანია ტირთჰა 18. ვიასა ტირთჰა 19. ლაკშმიპატი 20. მადჰავენდრა პური 21. იშვარა პური, (ნიტიანანდა ადვაიტა) 22. უფალი ჩაიტანია 23. რუპა, (სვარუპა, სანატანა) 24. რაგჰუნათჰა, ჯივა 25. კრშნადასა 26. ნაროტტამა 27. ვიშვანათჰა 28. (ბალადევა), ჯაგანნათჰა 29. ბჰაკტივინოდა 30. გაურაკიშორა 31. ბჰაკტისიდდჰანტა სარასვატი 32. ბჰაკტივედანტა სვამი პრაპჰუპადა -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#210
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
ლათინურით რატო? ქართული არა გაქვს?
[/quote] კი მაქვს,მაგრამ შენი დადებული ტექსტი ლათინური შრიფტითაა აკრეფილი.ასე რომ ცოტა მეტი დრო დამჭირდება გასაცნობად. ---ზედა პოსტი ამიხსენი.რას ნიშნავს მოწაფეობრივი ხაზი? |
Atman |
![]()
პოსტი
#211
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ახლა კი დავდებ "ბჰაგავად-გიტას" ბოლო თავის ყველაზე საკრალურ მონაკვეთს, ოღონდ დავდებ პრაპჰუპადას კომენტარებით, იმიტომ რომ ეს არის თითქოს მარტივი, მაგრამ ურთულესი ცოდნა, რომელსაც ჩნენი გონება ისე იღებს როგორც აწყობს (თუ მიიღო საერთოდ) და არა ისე როგორც სინამდვილეშია. ამიტომაც ვუსმინოთ შრილა პრაპჰუპადას განმარტებებს
![]() თხოვნა იქნება მხოლოდ "საკრიტიკოდ" ნუ წაიკითხავთ და შეურაცმყოფელ კომენტარებს ნუ დაწერთ. 18.61 უზენაესი უფალი ყველას გულში იმყოფება, ო არჯუნა, და წარმართავს ყოველი ცოცხალი არსების ხეტიალს, რომლებიც თითქოსდა მატერიალური ენერგიისგან შექმნილ მანქანაში სხედან. განმარტება: არჯუნა უმაღლესი მცოდნე არ გახლდათ და მისი გადაწყვეტილება, ებრძოლა თუ არ ებრძოლა, მისი მოქმედების შეზღუდული თავისუფლებით იყო შემოფარგლული. უფალი კრშნა ასწავლიდა მას, რომ ინდივიდუალური არსება ყველაფერი არ არის. ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ანუ თავად კრშნა, როგორც ლოკალიზებული ზესული, გულში ზის, რათა წარუძღვეს ცოცხალ არსებას. სხეულების გამოცვლის შემდეგ ცოცხალ არსებას ავიწყდება წარსული საქმეები, მაგრამ ზესული, როგორც წარსულის, აწმყოსა და მომავლის მცოდნე, ყოველი მისი საქმიანობის მოწმეა, ამიტომ ცოცხალი არსებების ყოველ საქმიანობას ზესული წარმართავს. ცოცხალი არსება ღებულობს იმას, რასაც იმსახურებს დამ ას მატერიალური სხეული დაატარებს, რომელიც ზესულის ხელმძღვანელობით იქმნება მატერიალურ ენერგიაში. როგორც კი ცოცხალი არსება გარკვეული სახის სხეულში თავსდება, იძულებულია იშრომოს ამ სხეულის პირობების თანახმად. მაღალი სისწრაფის მქონე ავტომობილში მჯდომი ადამიანი უფრო ჩქარა მოძრაობს, ვიდრე ის, ვინც ნელ ავტომობილში ზის, თუმცაღა ცოცხალი არსებები, მძღოლები, ერთნაირები არიან. სწორედ ასევე, უზენაესი სულის ბრძანებით მატერიალური ბუნება ქმნის გარკვეული სახის სხეულს გარკვეული სახის ცოცხალი არსებებისთვის, რათა მან საკუთარი წარსული სურვილების თანახმად შრომა შეძლოს. ცოცხალი არსება დამოუკიდებელი არ არის. ადამიანმა არ უნდა იფიქროს, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნებისგან დამოუკიდებელია. ინდივიდუალურ არსებას მუდამ უფალი განაგებს, ამიტომ ადამიანის ვალია მიენდოს მას, რისკენაც მომდევნო ლექსი მოგვიწოდებს. 18.62 ო ბჰარატას შთამომავალო, ბოლომდე მიენდე მას. მისი წყალობით შენ ტრანსცენდენტულ სიმშვიდეს და უმაღლეს და მარადიულ სავანეს მოიპოვებ. განმარტება: ამიტომ ცოცხალი არსება უნდა მიენდოს ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, რომელიც ყველას გულში იმყოფება და მატერიალური ყოფიერების ყოველგვარი ტანჯვისაგან შვებას ანიჭებს მს. ასეთი მინდობით იგი არა მხოლოდ განთავისუფლდება ცხოვრების ყოველი ტანჯვისგან, არამედ ბოლოს უზენაეს ღმერთს მიაღწევს. ვედურ ლიტერატურაში (რიგ ვედა 1.22.20) ტრანსცენდენტული სამყარო აღწერილია, როგორც “ტად ვიშნოჰ პარამამ პადამ. ვინაიდან მთელი სამყარო ღმერთის სასუფეველია, ყოველი მატერიალური სინამდვილეში სულიერია, მაგრამ პარამამ პადამ განსაკუთრებით ეხება მარადიულ სავანეს, რომელსაც სულიერი ზეცა, ანუ ვაიკუნთჰა ეწოდება. ბჰაგავად-გიტას მეთხუთმეტე თავში ნათქვამია, სარვასია ჩაჰამ ჰრდი სანნვიშთჰაჰ: უფალი ყველას გულში იმყოფება. ამრიგად, რჩევა, რომ ცოცხალი არსება გულში მყოფ ზესულს უნდა მიენდოს, ნიშნავს იმას, რომ იგი უნდა მიენდოს ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, კრშნას. არჯუნამ კრშნა უკვე მიიღო უზენაესად. მან ის მეათე თავში აღიარა, როგორც პარამ ბრაჰმა პარამ დჰამა. არჯუნამ კრშნა ღმრთეების უზენაეს პიროვნებად და ყოველი ცოცხალი არსების უმაღლეს სავანედ სცნო, არა მხოლოდ პირადი გამოცდილების საფუძველზე, არამედ ისეთი დიადი ავტორიტეტების მტკიცებით, როგორებიც არიან ნარადა, ასიტა, დევალა და ვიასა. 18.63 ამრიგად მე კიდევ უფრო საკრალური ცოდნა გადმოგეცი. ბოლომდე აწონ-დაწონე და შემდეგ გააკეთე, რაც გსურს. განმარტება: უფალმა უკვე განუმარტა არჯუნას ბრაჰმა-ბჰუტას ცოდნა. ის, ვინც ბრაჰმა-ბჰუტას მდგომარეობაშია, სიხარულით არის აღსავსე; არასოდეს გლოვობს და არც არაფერი სურს. ამის მიზეზი საკრალური ცოდნაა. გარდა ამისა, კრშნამ ზესულზე ცოდნაც ახსნა. ესეც ბრაჰმანის ცოდნა, ანუ ცოდნაა ბრაჰმანზე, მაგრამ იგი უფრო მაღალია. აქ სიტყვები იათჰეჩჩჰასი ტათჰა კურუ – “შეგიძლია იმოქმედო ისე, როგორც გსურს” – მიუთითებს იმაზე, რომ ღმერთი არ ერევა ცოცხალი არსების მცირე დამოუკიდებლობაში. ბჰაგავად-გიტაში უფალი ყოველმხრივ განმარტავს, როგორ შეუძლია ცოცხალ არსებას ცხოვრების მდგომარეობის ამაღლება. საუკეთესო რჩევა, რომელიც არჯუნას მიეცა, ისაა, რომ იგი უნდა მიენდოს გულში მყოფ ზესულს. სწორი განსჯის შედეგად ცოცხალი არსება ზესულის ბრძანების თანახმად მოქმედებაზე უნდა დათანხმდეს. ეს დაეხმარება მას მუდამ კრშნას ცნობიერებაში, ადამიანის სიცოცხლის უმაღლესი სრულქმნის საფეხურზე ყოფნაში. არჯუნას უშუალოდ ღმრთეების პიროვნება უბრძანებს ბრძოლას. ღმრთეების უზენაესი პიროვნებისადმი მინდობა ცოცხალი არსებების უმაღლესი კეთილდღეობისთვის არის განკუთვნილი, და არა უზენაესის კეთილდღეობისთვის. მინდობამდე ცოცხალ არსებას უფლება აქვს, იფიქროს ამ საკითხზე იმდენად, რამდენის საშუალებასაც მისი გონება აძლევს; ეს ღმრთეების უზენაესი პიროვნების დარიგებების მიღების საუკეთესო გზაა. გარდა ამისა, ასეთი დარიგებები გვეძლევა სულიერი მოძღვრის, კრშნას ჭეშმარიტი წარმომადგენლის მიერ. 18.64 ვინაიდან შენ ჩემი ძვირფასი მეგობარი ხარ, მე ჩემს უმაღლეს დარიგებას გაძლევ, ყველაზე საკრალურ ცოდნას მთელ ცოდნათა შორის. მისმინე, ვინაიდან ამას შენი სიკეთისთვის ვლაპარაკობ. განმარტება: უფალმა მისცა არჯუნას საკრალური ცოდნა (ცოდნა ბრაჰმანზე), კიდევ უფრო საკრალური ცოდნა (ყველას გულში მყოფ ზესულზე), ახლა კი ცოდნის ყველაზე საკრალურ ნაწილს აძლევს მას: უბრალოდ მიენდოს ღმრთეების უზენაეს პიროვნებას. მეცხრე თავის ბოლოს მან თქვა, მან-მანაჰ “უბრალოდ ყოველთვის ჩემზე იფიქრე”. აქ განმეორებულია იგივე დარიგება, რათა ხაზი გაესვას ბჰაგავად-გიტას მოძღვრების არსს. ეს არსი არ ესმის უბრალო ადამიანს, მაგრამ ესმის მას, ვინც მართლაც მეტად ძვირფასია კრშნასთვის, კრშნას წმინდა ერთგულს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დარიგებაა მთელ ვედურ ლიტერატურაში. რასაც კრშნა ამასთან დაკავშირებით ამბობს, ცოდნის ყველაზე არსებით ნაწილს წარმოადგენს და ეს უნდა შეასრულოს არა მხოლოდ არჯუნამ, არამედ ყოველმა ცოცხალმა არსებამ. 18.65 მუდამ იფიქრე ჩემზე, გახდი ჩემი ერთგული, თაყვანი მეცი და ემთხვიე მიწას ჩემს წინაშე. ასე უცილობლად მოხვალ ჩემთან. მე გპირდები ამას, ვინაიდან შენ ჩემი მეტად ძვირფასი მეგობარი ხარ. განმარტება: ცოდნის ყველაზე საკრალური ნაწილი ისაა, რომ ცოცხალი არსება კრშნას წმინდა ერთგული გახდეს, მუდამ მასზე იფიქროს და მისთვის იმოქმედოს. იგი ფორმალური მედიტაციით არ უნდა იყოს დაკავებული. სიცოცხლე ისე უნდა მოაწყოს, რომ ყოველთვის შეძლოს კრშნაზე ფიქრი. მუდამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ მთელი მისი ყოველდღიური საქმიანობები კრშნასთან იყოს დაკავშირებული. ისე უნდა მოიწყოს ცხოვრება, რომ ოცდაოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ კრშნაზე იფიქროს და უფალი გვპირდება, რომ ის, ვინც კრშნას ასეთ წმინდა ცნობიერებაში იქნება, აუცილებლად დაუბრუნდება კრშნას სავანეს, სადაც კრშნასთან უშუალო ურთიერთობაში მოქმედებს. კრშნამ არჯუნას უამბო ცოდნის ეს ყველაზე საკრალური ნაწილი, ვინაიდან იგი კრშნას ძვირფასი მეგობარია. ის, ვინც არჯუნას გზას გაჰყვება, გახდება კრშნას ძვირფასი მეგობარი და არჯუნას სრულქმნას მიაღწევს. ეს სიტყვები ხაზს უსვამს იმას, რომ ცოცხალმა არსებამ ჭკუა კრშნას უნდა მიაპყროს. სწორე დიმ ფორმას, რომელიც ორი ხელით ფლეიტას ატარებს, მშვენიერი სახის მქონე მოლურჯო ფერის ბიჭს, ფარშევანგის ბუმბული რომ აქვს თმებში. კრშნა აღწერილია ბრაჰმა სამჰიტაში და სხვა ნაწარმოებებში. ცოცხალმა არსებამ ჭკუა ღმრთეების ამ თავდაპირველ სახეს, კრშნას უნდა მიაპყროს. უფლის სხვა სახეებზეც არ უნდა გაექცეს ყურადღება. უფალს უამრავი სახე აქვს, როგორიცაა ვიშნუ, ნარაიანა, რამა, ვარაჰა და სხვ., მაგრამ ერთგულმა ჭკუა უნდა მიაპყროს იმ ფორმას, რომელიც არჯუნას წინაშე იმყოფებოდა. კრშნას ფორმაზე ჭკუის მიპყრობა ცოდნის ყველაზე საკრალურ ნაწილს შეადგენს და ეს კრშნამ გაუნდო არჯუნას, ვინაიდან არჯუნა კრშნას უძვირფასესი მეგობარია. 18.66 მიატოვე ყველა სახის რელიგია და უბრალოდ მე მომენდე. მე გიხსნი ყოველგვარი ცოდვითი რეაქციებისგან. ნუ გეშინია. განმარტება: უფალმა განმარტა მრავალი სახის ცოდნა და რელიგიის პროცესები: ცოდნა უზენაეს ბრაჰმანზე, ზესულზე, ცოდნა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა საფეხურებსა და მდგომარეობებზე, ცოდნა განდეგილის ცხოვრების წესზე, განჯაჭვულობაზე, გრძნობებისა და ჭკუის კონტროლზე, მედიტაციაზე და ა.შ. მან სხვადასხვა სახით დაახასიათა სხვადასხვა სახის რელიგიები. ახლა კი ბჰაგავად-გიტის დასკვნად უფალი ამბობს, რომ არჯუნამ აქამდე მისთვის აღწერილი ყოველი გზა უნდა მიატოვოს; იგი უბრალოდ უნდა მიენდოს კრშნას. ასეთი მინდობა იხსნის მას ყოველგვარი ცოდვითი რეაქციებისაგან, ვინაიდან უფალი პირადად პირდება მას მფარველობას. მეშვიდე თავში ნათქვამი იყო, რომ მხოლოდ ის, ვინც ყოველგვარი ცოდვითი რეაქციისგან განთავისუფლდა, შეძლებს უფალი კრშნას თაყვანისცემას. ამრიგად, კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ თუკი იგი განწმენდილი არ არის ყოველგვარი ცოდვითი რეაქციისგან, კრშნას ვერ მიენდობა. ასეთი ეჭვების შესახებ ნათქვამია, რომ ისიც კი, ვინც ყოველგვარი ცოდვითი რეაქციისგან განწმენდილი არ არის, თუკი უბრალოდ მიენდობა შრი კრშნას, თავისთავად განიწმინდება. ცოდვითი რეაქციებისაგან თავის განწმენდისათვის თავგადმოდებული ძალისხმევა საჭირო არ არის. ცოცხალმა არსებამ უყოყმანოდ უნდა სცნოს კრშნა ყოველი ცოცხალი არსების უმაღლეს მხსნელად. იგი რწმენითა და სიყვარულით უნდა მიენდოს მას. კრშნასადმი მინდობის გზა აღწერილია ჰარი-ბჰაკტი-ვილასაში (11.676). ერთგული სამსახურის შესასრულებლად უნდა მივიღოთ უბრალოდ ის რელიგიური პრინციპები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, უფლის ერთგულ სამსახურამდე მიგვიყვანს. ადამიანმა შეიძლება შეასრულოს მასზე დაწესებული კონკრეტული მოვალეობა, საზოგადოებრივ წყობაში მისი მდგომარეობის თანახმად, მაგრამ თუკი თავისი მოვალეობის შესრულების შედეგად ვერ მიაღწევს კრშნას ცნობიერების საფეხურს, ყოველი მისი მოქმედება ფუჭი ყოფილა. უნდა ვერიდოთ ყველაფერს, რასაც კრშნას ცნობიერების სრულქმნის საფეხურამდე არ მივყავართ. ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ნებისმიერ პირობებში კრშნა ყოველგვარი სირთულეებისგან დაიცავს მას. მას არ სჭირდება იმაზე ფიქრი, თუ როგორ გაიტანოს სხეული და სული ერთად. კრშნა ამაზეც იზრუნებს. ადამიანმა ყოველთვის უმწეოდ უნდა იგრძნოს თავი და კრშნა ცხოვრებაში წინსვლის ერთადერთ წყაროდ ჩათვალოს. როგორც კი ცოცხალი არსება კრშნას სრული ცნობიერებით სერიოზულად დაიწყებს უფლის ერთგულ სამსახურს, უმალვე განიწმინდება მატერიალური ბუნების ყოველგვარი უწმინდურობისაგან. არსებობს რელიგიის სხვადასხვა პროცესები და განმწმენდი პროცესები ცოდნის დაგროვების, მისტიური იოგას სისტემაში მედიტაციის და სხვათა საშუალებით, მაგრამ მას, ვინც კრშნას მიენდობა, ამდენი მეთოდის შესრულება არ დასჭირდება. კრშნასადმი უბრალო მინდობა იხსნის მას დროის ფუჭი კარგვისაგან. ამრიგად უმალ მიაღწევს სრულ პროგრესს და განიწმინდება ყოველგვარი ცოდვითი რეაქციისგან. ცოცხალ არსებას უნდა იზიდავდეს კრშნას მშვენიერი გარეგნობა. მისი სახელია კრშნა, ვინაიდან ყოვლისმიმზიდველია. იღბლიანია ის, ვისაც კრშნას მშვენიერი, ყოვლადძლიერი და ყოვლისშემძლე გარეგნობა იზიდავს. არსებობს სხვადასხვა სახის ტრანსცენდენტალისტები – ზოგიერთი იმპერსონალური ბრაჰმანის ხედვასაა მიჯაჭვული, ზოგიერთს ნიშან-თვისება ზესული იზიდავს და ა.შ. მაგრამ ის, ვისაც ღმრთეების უზენაესი პიროვნების პიროვნული ნიშან-თვისება, და ყველაფერს გარდა, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, თავად კრშნა იზიდავს, ყველაზე სრულყოფილი ტრანსცენდენტალისტია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სრული ცნობიერებით კრშნას ერთგული სამსახური ცოდნის ყველაზე საკრალური ნაწილია, რაც მთელ ბჰაგავად-გიტას არსს წარმოადგენს. კარმა-იოგებს, ემპირიულ ფილოსოფოსებს, მისტიკოსებს და ერთგულებს – ყველას ტრანსცენდენტალისტები ეწოდებათ, მაგრამ წმინდა ერთგული საუკეთესოა მათ შორის. უაღრესად მნიშვნელოვანია აქ ნახმარი განსაკუთრებული სიტყვები მა შუჩაჰ “ნუ გეშინია, ნუ ყოყმანობ, ნუ ღელავ.” ადამიანი შეიძლება შეაშფოთოს იმან, თუ როგორ უნდა მიატოვოს დანარჩენი რელიგიები და უბრალოდ მიენდოს კრშნას, მაგრამ ასეთი მღელვარება ამაოა. 18.67 ეს საკრალური ცოდნა არასოდეს უნდა აუხსნა მათ, ვინც არ არიან ასკეტურნი, ერთგულნი, ვინც ერთგულ სამსახურს არ ასრულებენ ან მათ, ვისაც ჩემი შურთ. განმარტება: მათთვის, ვისაც რელიგიურ პროცესთა ასკეზები არ გაუვლიათ, ვისაც არასოდეს უცდიათ კრშნას ცნობიერებაში ერთგული სამსახური, ვისაც წმინდა ერთგულის მიმართ მზრუნველობა არასოდეს გამოუჩენიათ, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც კრშნა ისტორიულ პიროვნებად მიაჩნიათ ან შურთ კრშნას სიდიადის, არ შეიძლება ცოდნის ამ ყველაზე საკრალური ნაწილის მოყოლა. მაგრამ ზოგჯერ დემონური ხალხიც კი, რომელთაც შურთ კრშნასი და სხვა მიზნით სცემენ კრშნას თაყვანს, ბიზნესის სახით ბჰაგავად-გიტას ინტერპრეტაციის პროფესიას ჰკიდებენ ხელს. მაგრამ ის, ვისაც სინამდვილეში სურს კრშნას შეცნობა, უნდა ერიდოს ბჰაგავად-გიტას ასეთ კომენტარებს. სინამდვილეში ავხორც ხალხს ბჰაგავად გიტას მიზნის გაგება არ შეუძლია. შეიძლება ადამიანი ავხორციც არ იყოს და მკაცრად ასრულებდეს ვედურ წმინდა წერილებში დაწესებულ ეპითიმიებს, მაგრამ თუკი ერთგული არ არის, კრშნას გაგება მას არ შეუძლია. მაშინაც კი, როდესაც ადამიანს თავი კრშნას ერთგულად მოაქვს, მაგრამ არ ასრულებს კრშნას ცნობიერების საქმიანობას, კრშნას შეცნობა მასაც არ ძალუძს. მრავალ ხალხს შურს კრშნასი, ვინაიდან ბჰაგავად-გიტაში მან განმარტა, რომ იგია უზენაესი და არავინ არის მასზე მაღალი ან მისი თანასწორი. არსებობს მრავალი ადამიანი, რომელთაც შურს კრშნასი. არ შეიძლება მათთვის ბჰაგავად-გიტას მოყოლა, ვინაიდან ისინი ამას ვერ გაიგებენ. ურწმუნო ადამიანს არ შეუძლია ბჰაგავად-გიტას და კრშნას გაგება. თუკი ადამიანი არ შეიცნობს კრშნას ავტორიტეტული წმინდა ერთგულისგან, ბჰაგავად-გიტას კომენტირება არ უნდა სცადოს. 18.68 მას, ვინც ამ უმაღლეს საიდუმლოს უხსნის ერთგულებს, განაღდებული აქვს წმინდა ერთგული სამსახური და საბოლოოდ იგი ჩემთან ბრუნდება. განმარტება: საზოგადოდ რეკომენდებულია, რომ ბჰაგავად-გიტაზე მსჯელობა მხოლოდ ერთგულთა წრეში არის საჭირო, ვინაიდან არაერთგულებს არ ესმით არც კრშნა და არც ბჰაგავად-გიტა. ისინი, ვინც არ აღიარებენ კრშნას, როგორც ასეთს და ბჰაგავად გიტას, როგორც ასეთს, არ უნდა ცდილობდნენ ბჰაგავად-გიტას თვითნებურად განმარტებასა და მკრეხელობას. ბჰაგავად-გიტა უნდა ავუხსნათ მათ, ვინც მზად არიან კრშნა ღმრთეების უზენაეს პიროვნებად სცნონ. ეს საკითხი მხოლოდ ერთგულებისთვის არის და არა სპეკულაციური ფილოსოფოსებისთვის. მაგრამ ის, ვინც გულწრფელად ცდილობს ბჰაგავად-გიტას ჭეშმარიტი სახით წარმოდგენას, წარმატებას მიაღწევს ერთგულ სამსახურში და წმინდა ერთგულების მდგომარეობამდე ამაღლდება. ასეთი წმინდა ერთგულების შედეგად იგი აუცილებლად დაბრუნდება შინ, ღმრთეებასთან. 18.69 ამ სამყაროში ჩემთვის მასზე ძვირფასი მსახური არ არსებობს და ვერც ვერავინ იქნება ოდესმე მასზე ძვირფასი. 18.70 და მე ვაცხადებ, რომ ის, ვინც ამ ჩვენს საკრალურ საუბარს სწავლობს, გონებით თაყვანს მცემს მე. 18.71. ის კი, ვინც რწმენითა და შურის გარეშე ისმენს, იწმინდება ცოდვითი რეაქციებისაგან და აღწევს სასიკეთო პლანეტებს, სადაც ღვთისმოსავნი ცხოვრობენ. განმარტება: ამ თავის სამოცდამეშვიდე ლექსში უფალი გარკვევით გვიკრძალავს არ მოვუყვეთ გიტა მათ, ვისაც უფლის შურთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბჰაგავად-გიტა მხოლოდ ერთგულებისთვის არის განკუთვნილი. მაგრამ ზოგჯერ უფლის ერთგული ღია გაკვეთილებს ატარებს, დამსწრეთა შორის კი შეიძლება ყველა ერთგული არ იყოს. რატომ ატარებენ ისინი ღია გაკვეთილებს? აქ განმარტებულია, რომ თუმცა ყველა ერთგული არ არის, მაინც არსებობს მრავალი ადამიანი, რომელთაც არ შურთ კრშნასი. მათ სჯერათ, რომ იგი ღმრთეების უზენაესი პიროვნებაა. თუკი ასეთი ხალხი უფლის ჭეშმარიტი ერთგულისგან მოისმენს, ამის შედეგად უმალ განიწმინდება ყოველგვარი ცოდვითი რეაქციებისაგან და შემდეგ კი მიაღწევს პლანეტარულ სისტემას, სადაც ყველა ღვთისმოსავია. ამიტომ ის, ვინც არც ცდილობს წმინდა ერთგული გახდეს, უბრალოდ ბჰაგავად-გიტას მოსმენით ღვთაებრივ საქმიანობათა შედეგს ღებულობს. ამრიგად, უფლის წმინდა ერთგული ყველას აძლევს საშუალებას, განიწმინდოს ყოველგვარი ცოდვითი რეაქციებისგან და უფლის ერთგულები გახდნენ. როგორც წესი, ისინი ვინც ცოდვითი რეაქციებისაგან განწმენდილნი არიან, ღვთისმოსავნი, ძალიან ადვილად ღებულობენ კრშნას ცნობიერებას. აქ მეტად მნიშვნელოვანია სიტყვა პუნია-კარმანამ. იგი ეხება ვედურ ლიტერატურაში ნახსენები დიდი მსხვერპლშეწირვების შესრულებას, როგორიცაა აშვამედჰა-იაჯნა. ვინც ერთგულ სამსახურში ღვთისმოსავნი არიან, მაგრამ არ არიან განწმენდილნი, შეუძლიათ ჩრდილოეთის ვარსკვლავის, ანუ დჰრუვალოკას პლანეტარული სისტემის მიღწევა, სადაც დჰრუვა მაჰარაჯა ცხოვრობს. იგი უფლის დიადი ერთგულია და საგანგებო პლანეტა აქვს, რომელსაც ჩრდილოეთის ვარსკვლავი ეწოდება. 18.72 ო პრთჰას შვილო, ო სიმდიდრის მომპოვებელო, ყურადღებით მოისმინე? უკვე გაქარწყლდა შენი უგუნურება და ილუზიები? განმარტება: უფალი არჯუნას სულიერი მოძღვრის სახით მოქმედებდა. ამიტომ ვალდებული იყო ეკითხა არჯუნასთვის, სწორად გაიგო თუ არა მთელი ბჰაგავად-გიტა. თუ არადა მზად იყო თავიდან განემარტა ნებისმიერი საკითხი ან, თუ საჭირო იქნებოდა – მთელი ბჰაგავად-გიტაც. მართლაც, ვინც ისმენს ბჰაგავად-გიტას ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრისაგან, როგორიცაა კრშნა ან მისი წარმომადგენელი, ნახავს, რომ მთელი მისი უგუნურება გაქარწყლებულია. ბჰაგავად-გიტა პოეტისა თუ მწერლის მიერ დაწერილი ჩვეულებრივი წიგნი არ არის; იგი ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ მოყვა. ვინც იმდენად იღბლიანია, რომ ამ მოძღვრებას კრშნასგან ან მისი ჭეშმარიტი სულიერი წარმომადგენლისგან მოისმენს, აუცილებლად განთავისუფლდება და თავს დააღწევს უგუნურების წყვდიადს. :_მარიამი_: ციტატა კი მაქვს,მაგრამ შენი დადებული ტექსტი ლათინური შრიფტითაა აკრეფილი.ასე რომ ცოტა მეტი დრო დამჭირდება გასაცნობად. "აკად ნუსხურით" მაქვს აკრეფილი. მონიშნე ტექსტი, გადაიყვანე სხვა რომელიმე ქართულ შრიფტზე და ეგაა... ციტატა ზედა პოსტი ამიხსენი.რას ნიშნავს მოწაფეობრივი ხაზი? არსებობს ვაიშნავიზმის 4 ძირითადი მოწაფეობრივი ხაზი (სამპრადაი). ერთ-ერთია გაურა სამპრადაი, რომლის ერთ-ერთი ბოლო რგოლი შრილა პრაპჰუპადაა და სწორედ მისი ხაზია აქ მოყვანილი, ანუ პრაპჰუპადას მასწავლებელი, მისი მასწავლებელი და ა.შ. კრშნამდე. ამ ჯაჭვის ზედა რგოლებს სხვა მოსწავლეებიც ყავდათ და მოკლედ ძირითადი ხაზი 4-ია, და მათი არსი ერთია. ერთ-ერთი ხაზია მაგალითად რამანუჯა აჩარიას ხაზი, ერთი შივადან მოდის, მეოთხე არ მახსოვს... რაც მთავარია ყველა ხაზის პირველი რგოლი კრშნაა. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#212
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
[quote name='Atman' date='May 11 2010, 01:36 AM' post='608611']
:_მარიამი_: ვერ ვიპოვე. თუ დამილინკებ კარგი იქნება ![]() დალინკება არ ვიცი.ღვთისმეტყველებაში როგორც კი შეხვალ,პირველივე გვერდზე,ქვემოდან მე-9 თემაა"წმ.დიონისე არეოპაგელი" http://allshares.ge/download.php?id=737E413145 http://www.bin.ge/file/146895/veda.rar.html ეს ორი ვერ გავხსენი.არ იწერება. |
Atman |
![]()
პოსტი
#213
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ეს ზემოთ მოცემული პოსტის ელ ვერსიაა:
http://www.bin.ge/file/147043/B-G--18-61-72.doc.html :_მარიამი_: გმადლობ, ვიპოვი ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
abo |
![]()
პოსტი
#214
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ბუდა და მისი ნოწაფეები მდინარესთან ისხდნენ და მენავეს ელოდნენ. გამოჩნდა იოგინი, რომელიც წყალზე ფეხით გადიოდა და ბუდას პათოსით მიმართა:-აბა, სწავლულო შენ ამას შეძლებ? ბუდამ ჰკითხა:-შენ რამდენ ხანში შეძელი?-დიდხანს, ასკეტურად ვიცხოვრე და თითქმის მთელი სიცოცხლე ამის სწავლას შევალიე. ამასობაში მენავეც მოვიდა და ბუდამ ჰკითხ...ა:-რა ღირს ნავით გადაყვანა?-სამი გროში - უპასუხა მენავემ.-გაიგონე? ნუთუ ეს ღირს მთელი შენი ცხოვრება?
უცნაურია. აბო -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#215
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
იცი ორი რამ ვერ გავიგე:1."უზენაესი სულის ბრძანებით მატერიალური ბუნება ქმნის გარკვეული სახის სხეულს გარკვეული სახის ცოცხალი არსებისათვის,რათა მან საკუთარი წარსული სურვილების თანახმად შრომა შეძლოს"-----რას ნიშნავს "საკუთარი წარსულ ისურვილების თანახმად"?ანუ ჩვენ წარსულში (სულიერ ყოფაში,მატერიაში მოვლენამდე) ვირჩევთ ჩვენს მომავალს(თუ რა გვინდა ვიყოთ მომავალში,როცა მატერიაში მოვალთ).სწორად გავიგე თუ აქ სხვა აზრი დევს?------------------2.ცოცხალმა არსებამ ჭკუა კრშნას უნდა მიანდოს,სწორედ იმ ფორმას......ღმრთეების ამ თავდაპირველ სახეს,რომელიც არჯუნას წინაშე იმყოფებოდა...უფლის სხვა სახეებზეც (ვიშნუ,რამა..)არ უნდა გაექცეს ყურადღება.."რატომ ააქვს კრშნას უპირატესობა?იმიტომ რომ ის პირველი(და ამის გამო უფრო სრულყოფილი)გამოვლინებაა (თუ სახე,როგორ ვთქვა არ ვიცი)უფლისა?რატომ სწორედ ამ ფორმას.თავდაპირველიაო კი წერია,მაგრამ სხვა ფორმები რითი ჩამოუვარდება მას.-----------------დანარჩენი ყველაფერი გასაგებია და მისაღებია პირადად ჩემთვის.რა გასაოცარია როცა ღმერთზე სრული მინდობა საკრალური ცოდნის უმთავრეს ნაწილადაა მიჩნეული.თითქოს იოლი საქმეა ,მაგრამ თუ ბიჭი ხარ მიდი და მიენდე ერთი თვალდახუჭული,ყოველგვარი კითხვების გარეშე.ეს რომ შეძლო ძაან დიდი რწმენა უნდა გქონდეს,რაც მემგონი მხოლოდ წმინდანებს ხელეწიფებათ.და ეს ყოველივე არაა დამოკიდებული ფორმალურ მსახურებაზე ღვთისადმი და სწავლა -განათლებაზე.ჩვენ უბრალოდ უნდა ვიპოვოთ ღმერთი ჩვენს გულში ,რომელიც იქ ყოველთვის მყოფობს,მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მას იმდენად დაკავებული ვართ ამაო საქმეებით .მისი პოვნა შეიძლება მასზე სისტემატიური ფიქრით.და როცა მასზე სულ ვფიქრობთ იგი მისაწვდომი ხდება ჩვენთვის,გვეხსნება და განგვიცხადებს თუ რა არის მისი ნება ჩვენზედ.ჩვენ კი უნდა დავთანხმდეთ"ზესულის ბრძანების თანახმად მოქმედებაზე",რაც ჩვენთვისვეა აუცილებელი,რომ უმაღლესი სრულქმნის საფეხურზე ავიდეთ და დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი.ასე ვიქცევით კრშნას-უფლის ერთგულ მსახურებად.მემგონი სწორად მესმის.არა?
|
Atman |
![]()
პოსტი
#216
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
:_მარიამი_:
ციტატა იცი ორი რამ ვერ გავიგე:1."უზენაესი სულის ბრძანებით მატერიალური ბუნება ქმნის გარკვეული სახის სხეულს გარკვეული სახის ცოცხალი არსებისათვის,რათა მან საკუთარი წარსული სურვილების თანახმად შრომა შეძლოს"-----რას ნიშნავს "საკუთარი წარსულ ისურვილების თანახმად"?ანუ ჩვენ წარსულში (სულიერ ყოფაში,მატერიაში მოვლენამდე) ვირჩევთ ჩვენს მომავალს(თუ რა გვინდა ვიყოთ მომავალში,როცა მატერიაში მოვალთ).სწორად გავიგე თუ აქ სხვა აზრი დევს? განპირობებული სულებისთვის ეს დაახლოებით ასეა: მაგალითად ამ ცხოვრებაში ნატრობ რომ იყო ექიმი, თანაც ცხოვრობ წესიაერად და ასე თუ ისე იცავ დჰარმას. მომავალ ცხოვრებაში (თუ ამაში არა) ღმერთი მოგცემს დიდ შანსს რომ იყო ექიმი, იმიტომ რომ შენს გონებაში დევს ეს სურვილი და იგი სიკვდილის შემდეგაც არ იკარგება. ანუ ჩვენი დაბადება წინა ცხოვრების მისწრაფებებზეა დამოკიდებული., ეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი ეს ცხოვრება წინა ცხოვრების ცოდვითი რეაქციებია და კარმული "სასჯელია". თუმცა როგორც ავღნიშნე შედარებით წინ წასულ სულებს არჩევანის თავისუფლებაც აქვთ დაბადების წინ და შეუძლიათ აირჩიონ რამდენიმე ვარიანტიდან. ერთი პრინციპი მოქმედებს სამყაროში: ის რაც ძალიან გვინდა და გულით გვინდა აუცილებლად აგვისრულდება ადრე თუ გვიან, მიუხედავად იმისა იმ მომენტში გვენდომება თუ არა ეს და კარგ შედეგს მოიტანს თუ არა. ანუ ღმერთი ყველა სურვილს გვისრულებს (ამის უშუალოდ თხოვნაც კი არაა საჭირო). და საერთოდ ადამიანის ჭკუა სურვილების და შთაბეჭდილებების ერთი დიდი გროვაა. ლოცვა კი სწორედ ამ სურვილების თესლებს და აღმონაცენებს წვავს და ჭკუაში მთავარ და ყველაზე საჭირო სურვილს, ღმერთის უანგარო სიყვარულს და მისადმი სამსახურის სურვილს გვინერგავს... ციტატა 2.ცოცხალმა არსებამ ჭკუა კრშნას უნდა მიანდოს,სწორედ იმ ფორმას......ღმრთეების ამ თავდაპირველ სახეს,რომელიც არჯუნას წინაშე იმყოფებოდა...უფლის სხვა სახეებზეც (ვიშნუ,რამა..)არ უნდა გაექცეს ყურადღება.."რატომ ააქვს კრშნას უპირატესობა?იმიტომ რომ ის პირველი(და ამის გამო უფრო სრულყოფილი)გამოვლინებაა (თუ სახე,როგორ ვთქვა არ ვიცი)უფლისა?რატომ სწორედ ამ ფორმას.თავდაპირველიაო კი წერია,მაგრამ სხვა ფორმები რითი ჩამოუვარდება მას. რთული თემაა, მაგრამ ვეცდები ავხსნა: კრშნას ფორმა პირველადია, რადგან ის ყოვლისმიმზიდველია და ყველა სიდიადე ახასიათებს ერთდროულად. მაგალითად რამა, იდეალური მეფის სახედ მოევლინა დედამიწას. ეს იგივე კრშნაა, მაგრამ როგორც ფორმა, მასზე დაბლა დგას, თუნდაც იმიტომ რომ მას ჰყავს მხოლოდ ერთი ცოლი (სიტა) და მისადმი მინდობილ სხვა ქალებს ცოლობაზე უარით ისტუმრებს, ხოლო კრშნასადმი ბოლომდე მინდობილი, სურვილის შემთხვევაში შეიძლება კრშნას ცოლი გახდეს (მის სულიერ თამაშებში) და მას უამრავი ცოლი ყავს (გაიხსენეთ ქრისტეს სასძლოები). ანუ კრშნას ფორმა ყველაზე მოწყალეა და მასთან ურთიერთობის უამრავი ფორმა არსებობს, მას შეგიძლიათ ეურთიერთოდ როგორც მსახური, როგორც მეგობარი, როგორც მშობელი, როგორც სატრფო (ანუ არსებობს რასათა (გემოვნებათა) უსასრულო დიაპაზონი მასთან ურთიერთობაში, როდესაც მაგალითად ნარაიანასთან (მის ერთ-ერთ ფორმასთან) ურთიერთობაში ყოველთვის ეტიკეტია საჭირო და მასთან ბავშვურად მეგობრულ ურთიერთობას ვერ დავიჭერთ, კრშნა კი უბრალო მწყემსის ფორმაა და მასთან ისე მეგობრობენ სხვა მწყემსი ბავშვები, როგორც სოფელში, შეუძლიათ გაეხუმრონ, "გაეღადაონ" კიდეც ![]() ჩვენთვის გასაგები ყველაზე მაღალი დონე არის ღმრთისადმი მშობლიური სიყვარულის დონე (ღვთისმშობელი და ყრმა იესო), უფრო საკრალურ ურთიერთობას (სასიყვარულო ტრფობას) ჩვენ ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ მატერიალურ (ვნებიან სიყვარულში) ავურევთ, ამიტომ ამის შესახებ პრაპჰუპადაც კი ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და ყველას მოუწოდებდა თავი შეეკავებინათ ამ "რასას" ჭვრეტისაგან. ანუ ყველაზე ამაღლებული სასიყვარულო ურთიერთობა კრშნასა და რადჰას (გოპებს შორის ყველაზე მთავარს) შორის ურთიერთობაა. და მათ შორის განსხვავება არაა. რადჰა იგივე კრშნას ენერგიაა (ქალური) და როცა მივმართავთ ჰარე კრშნა, ჰარეთი რადჰას მივმართავთ, რომ მიიღოს მოწყალება და დაგვაკავშიროს კრშნასთან, და საერთოდ მოწყალების და თანაგრძნობის ყველა გამოხატულება რადჰასგან მოდის (ისევე როგორც ქრისტიანები ვთხოვთ ღვთისმშობელს იესოსთან შუამდგომლობას). ღმრთეების ყველა ფორმას ყავს მეორე ნახევარი: რამას-სიტა, ნარაიანას - ლაქშმი (ბედის ქალღმერთი) და ა.შ. და საერთოდ ენერგიას ქალური (უფრო სწორედ მდედრული) ბუნება აქვს და ჩვენც ატმები (ანუ სულები) სინამდვილეში სასძლოები ვართ, რადგან კაცი (მამრობითი საწყისი) მხოლოდ ერთია და ეს ღმერთია, დანარჩენი ყველაფერი მისი ენერგიაა (ანუ მდედრობითი საწყისია). ეს ყველაფერი დაფარულად ქრისტიანობაშიც დევს. ყველაზე იდეალური კაცის და ქალის ფორმა კი კრშნა და რადჰაა, და ეს ერთი მთლიანია, ანუ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ. ამბობენ ღმერთი დაუმარცხებელიაო, მაგრამ იმასაც ამბობენ, მას მხოლოდ მისდამი სიყვარული და მორჩილება (ბჰაკტი) ანუ რადჰა "ამარცხებსო" ![]() ციტატა რა გასაოცარია როცა ღმერთზე სრული მინდობა საკრალური ცოდნის უმთავრეს ნაწილადაა მიჩნეული.თითქოს იოლი საქმეა ,მაგრამ თუ ბიჭი ხარ მიდი და მიენდე ერთი თვალდახუჭული,ყოველგვარი კითხვების გარეშე.ეს რომ შეძლო ძაან დიდი რწმენა უნდა გქონდეს,რაც მემგონი მხოლოდ წმინდანებს ხელეწიფებათ.და ეს ყოველივე არაა დამოკიდებული ფორმალურ მსახურებაზე ღვთისადმი და სწავლა -განათლებაზე.ჩვენ უბრალოდ უნდა ვიპოვოთ ღმერთი ჩვენს გულში ,რომელიც იქ ყოველთვის მყოფობს,მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მას იმდენად დაკავებული ვართ ამაო საქმეებით .მისი პოვნა შეიძლება მასზე სისტემატიური ფიქრით.და როცა მასზე სულ ვფიქრობთ იგი მისაწვდომი ხდება ჩვენთვის,გვეხსნება და განგვიცხადებს თუ რა არის მისი ნება ჩვენზედ.ჩვენ კი უნდა დავთანხმდეთ"ზესულის ბრძანების თანახმად მოქმედებაზე",რაც ჩვენთვისვეა აუცილებელი,რომ უმაღლესი სრულქმნის საფეხურზე ავიდეთ და დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი.ასე ვიქცევით კრშნას-უფლის ერთგულ მსახურებად.მემგონი სწორად მესმის.არა? თეორიულად სწორად გაიგე, მთავარია გააცნობიერო და რეალიზაცია მოახდინო ![]() ხოლო ვიდრე შენს გულში მყოფ ზესულის (სულიწმინდის) ხმას გაიგებ, მანამდე უნდა უსმინო ზესულის გარეგან გამოხატულებებს: სულიერ მოძღვრებს და წმინდა წერილებს. იმიტომ რომ ჩვენ ისეთი დაბინძურებული გვაქვს ჭკუა, რომ ხშირად ჭკუის და სენტიმენტების და ემოციების კარნახი, ზესულის ხმა გვგონია და შეიძლება ადვილად შევცდეთ. ![]() :_მარიამი_: ციტატა http://allshares.ge/download.php?id=737E41....rar.htmlეს ორი ვერ გავხსენი.არ იწერება. ჩემთან იხსნება ჩვეულებრივ, რა ინტერნეტი გიყენია ეგეთი? მანდ ქვემოთ 3 ციფრიანი კოდები უნდა ჩაწერო და "ენტერს" დააჭირო... ან თუ გინდა პმ-ში შენი მეილი მომწერე და იქ გამოგიგზავნი. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#217
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
ტელეკომი მაქვს.ციფრები კი შემყავს მაგრამ თავიდან აკრიფეთო და ჭედავსავით,არ იწერს.განმარტებისთვის მადლობა.სრულიად გასაგებ ენაზეა.რაც შეეხება ზესულის მოძიებას გულში ,სრულიად ვეთანხმები,ძაან ძნელია.დღევანდელ დღეს (კალი იუგაში)განსაკუთრებით,როცა სრულიად დახშული აქვს ადამიანს გონების თვალი,სულიერი სმენა,გულის თვალი.მთლიანად დანთქმული ვართ მატერიაში.ისე , იმას რომ წარმოვიდგენ, რომ მატერიაში შეიძლება ისევ განვხორციელდე,როგორი კარგი ხვედრიც არ უნდა მერგოს , ტანში მზრინავს.რა გაათრევს ამ ცხოვრებას ხელახლა.
|
Atman |
![]()
პოსტი
#218
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
:_მარიამი_:
ციტატა ტელეკომი მაქვს.ციფრები კი შემყავს მაგრამ თავიდან აკრიფეთო და ჭედავსანით,არ იწერს.განმარტებისთვის მადლობა.სრულიად გასაგებ ენაზეა.რაც შეეხება ზესულის მოძიებას გულში ,სრულიად ვეთანხმები,ძაან ძნელია.დღევანდელ დღეს (კალი იუგაში)განსაკუთრებით,როცა სრულიად დახშული აქვს ადამიანს გონების თვალი,სულიერი სმენა,გულის თვალი.მთლიანად დანთქმული ვართ მატერიაში.ისე , იმას რომ წარმოვიდგენ რომ მატერიაში შეიძლება ისევ განვხორციელდე,როგორი კარგი ხვედრიც არ უნდა მერგოს , ტანში მზრინავს.რა გაათრევს ამ ცხოვრებას ხელახლა. ამ თემაში საინტერესო სემინარის დადება დავიწყე. გირჩევ წაიკითხო: http://church.ge/index.php?showtopic=6823&hl= ცხოვრებას გათრევა არ დაჭირდება თუ სწორ მიზანს იპოვი ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#219
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
http://church.ge/index.php?showtopic=6823&hl= ცხოვრებას გათრევა არ დაჭირდება თუ სწორ მიზანს იპოვი -------------მიზანს თუ დანიშნულებას?მიზანი შეიძლება მე სხვა მქონდეს,დანიშნულება(ანუ ღვთის ნება ჩემზე )კი სულ სხვა. |
Atman |
![]()
პოსტი
#220
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
:_მარიამი_:
ციტატა მიზანს თუ დანიშნულებას?მიზანი შეიძლება მე სხვა მქონდეს,დანიშნულება(ანუ ღვთის ნება ჩემზე )კი სულ სხვა. ჰოდა სწორი მიზანი დანიშნულებაა ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 11:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი