![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Fee |
![]()
პოსტი
#241
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 59 რეგისტრ.: 18-April 10 წევრი № 8,647 ![]() |
ატმან კიდევ მინდაა
![]() ლეონტი შენ თუ არ გაინტერესებს სხვას მაინც აცადე ![]() |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#242
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
ციტატა აცადე ![]() დრო არაა , ვერ დავაცდი. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
Atman |
![]()
პოსტი
#243
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ლეონტი
ციტატა დრო არაა , ვერ დავაცდი. ნუ ღელავ, დიდხანს არ ვაპირებ "ქადაგებას". რამდენიმე საბაზისო საკითხს განვიხილავ მათთვის ვინც ამ ყველაფერს კითხულობს და მერე მშვიდად დაგტოვებთ ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#244
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
ესე მშვიდად და უდავიდარაბოდ ნამდვილად ვერ გაგიშვებთ.
ცოტა დაიცა. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
ქევანა |
![]()
პოსტი
#245
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ციტატა უპანიშადები ამტკიცებენ, რომ ერთი მესამედი იმისა, რასაც ვჭამთ, სხეულის შენებაზე მიდის, მესამედი ნაწილი მოუნელებელი სახით და ტოქსინების სახით გარეთ გამოიყოფა შარდი რომელ მესამედში გადის? აიურვედაში ძროხის შარდის დალევაზე წერდი და მაგიტომ გეკითხები : D ლეონტი ციტატა ვააა რა საინტერესოდ მისდევს. ნახატია ეგა ![]() პ.ს. ციტატა ალბათ გინახავთ დოკუმენტური ფილმი წყლის შესახებ: წყალს რომ უთხრა – “მიყვარხარ”, იგი რეაგირებს და სტრუქტურას იცვლის. მისი კრისტალები ძალიან ლამაზ ფორმას იღებენ. ამაზე წლების წინ ფორუმზე დიდი დავა იყო ![]() პ.პ.ს. რაღაც რაღაც სიმართლეს წერ, მაგრამ 100% არა ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Atman |
![]()
პოსტი
#246
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ქევანა
ციტატა შარდი რომელ მესამედში გადის?აიურვედაში ძროხის შარდის დალევაზე წერდი და მაგიტომ გეკითხები : D ძროხა განსაკუთრებული ცხოველია და მისი შარდიც კი სასარგებლოა ![]() ციტატა რაღაც რაღაც სიმართლეს წერ, მაგრამ 100% არა რასაც ხედავ სიმართლეს ის გამოიყენე და დანარჩენი გაატარე თუ არ გჯერა ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#247
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
სემინარის მეორე დღე
უკვე ავღნიშნეთ, რომ ვედური ცივილიზაციის მიზანი მაქსიმალურად ჰარმონიული და ჯანმრთელი ადამიანის შექმნა იყო. ყველა წესი და კანონი ამას ემსახურებოდა, რომ ესწავლებინა ადამიანისთვის ბუნებასთან და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნას. მინიმუმამდე დაეყვანა ყველა ტანჯვა და ხარვეზი, რაც ადამიანის ჭკუაში იყო, რათა შეძლებოდა სწორად ევოლუცია. ჩვენი თანამედროვე ცივილიზაცია ამაში ვერ გვიწყობს ხელს, მაგრამ მიუხედავად ამისა არავის შეუცვლია ჩვენი არსებობის მთავარი მიზანი და ამ ცოდნის სულ მცირე ნაწილაკებსაც კი შეუძლიათ ხარისხობრივად შეცვალონ ჩვენი ცხოვრება. დავუბრუნდეთ ისევ შიშს, მის ბუნებას. უკვე ვთქვით, რომ ქვეცნობიერში უამრავი შიში დევს და შიში ჩვენი ყველაზე დიდი მტერია. შიში გვიშლის ხელს ამ სამყაროს სწორად აღქმაში, სხვებთან სწორად ურთიერთობაში, სიყვარულში და ა.შ. იმიტომ რომ შიში და სიყვარული, ეს ორი შეუთავსებელი ცნებაა. იქ სადაც სიყვარულია, შიში არ არსებობს, ხოლო სადაც შიშია სიყვარული არაა. და შიშის ბუნება კარგად უნდა გვსმოდეს. იმ მოდელთან შესაბამისად, რაც გუშინ განვიხილეთ, შიშის ბუნება ძალიან მარტივია. ვედები ხსნიან, თუ როგორ ჩნდება იგი. ადამიანი კონცენტრაციას აკეთებს რაღაც მეორადზე (მატერიაზე). ეს დასაწყისია. ამის შედეგად ის ზურგს აქცევს ღმერთს და ამის რეზულტატად ადამიანის გონება მახინჯდება. გონება იღებს შეცვლილ და დამახინჯებულ ფორმას, რომელსაც ჰქვია შიში. ეს ხდება შემდეგნაირად: არის სული, ცნობიერების ცენტრი და არის ჩიტა, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ, ანუ ცნობიერების მატერიალური იმიტაცია. გუშინ ავხსენი, რომ ცნობიერების მატერიალური იმიტაცია, იგივე მატერიალური სუბსტრატი, მატერიალური გარემო, რომელშიც ცნობიერება ფუნქციონირებს, ძალიან მოძრავია (ლაბილურია). ჩვენი სული ირეკლავს ცნობიერებას ჩიტაში და ჩიტა ცოცხლდება. ეს მატერია იძენს თითქოს ცნობიერების თვისებებს. როგორც ღრუბლები, რომლებიც მთვარეს ფარავენ და ამ დროს თავად არიან განათებულნი მთვარის შუქისგან. ეს შუქი მთვარისგან მოდის, მაგრამ ისე ჩანს, თითქოს ის ღრუბლებიდან მოდის. და ეს მატერია, რომელშიც სულმა აირეკლა თავისი ცნობიერება, ატარებს რხევად (ლაბილურ) ბუნებას. სული იყურება ჩიტას ამ “რხევებში” და ფიქრობს: “ეს მე ვარ!” ისევე როგორც სარკეში ყურებისას ჩვენს ანარეკლს საკუთარ თავთან ვაიგივებთ. და ჩვენ გვიჩნდება შიში, რადგანაც ანარეკლი, რომელიც ჩიტაში ჩნდება, მუდმივად იცვლება. ძალიან უბრალო ანალოგია: მთვარე, რომელიც ირეკლება ტბის ზედაპირზე. თუ ტბა დამშვიდებულია, მთვარეს ისეთს ვხედავთ როგორიც არის, მაგრამ თუ ტბა ღელავს და ტალღებია, მთვარე “ტყდება” და უფორმო ხდება. მთვარე უყურებს თავის თავს და ვეღარ სცნობს. ფიქრობს: “რა დამემართა? ნაწილებად გავიხლიჩე?” დაახლოებით იგივე ემართება ჩვენს ეგოს. სული მთლიანია, მაგრამ იმდენად, რამდენადაც მატერიაში აირეკლა თავი და რამდენიმე ნაწილად გაიხლიჩა, იგი განუწყვეტლივ შფოთავს და ღელავს. ვედების მიხედვით სულს სამი ფუნდამენტური ნიშან-თვისება გააჩნია: სატ – მარადიულობა, ყოფიერება. ანუ სული არის (მარად). და შემიძლია ჩემს შიგნით აღმოვაჩინო სიცოცხლის წყურვილი, რომელიც ჩემი ცნობიერების ცენტრიდან მოდის. ცნობიერების ცენტრია: “მე ვარ!” “მე ვარსებობ!” ჩიტ – ცოდნა, ანუ გაგება იმისა, რომ “მე ვარ”. ანანდა – ნეტარება. მაგრამ როცა სული მატერიაში ირეკლება და საკუთარ თავს მატერიასთან აიგივებს, შიში იპყრობს. რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის? იმიტომ რომ სიკვდილი არაბუნებრივია. სული მარადიულია, მაგრამ იგი არეკლილია მატერიაში და გრძნობს რომ აქ ყველაფერი მარადიულად ცვალებადია, გრძნობს, რომ ყველაფერი ხელიდან ეცლება. სულს უნდა მარადიულობა, უნდა ცოდნა და უნდა ნეტარება, მაგრამ სად ეძებს მათ? მატერიაში!.. და შეუძლია იპოვოს მარადიულობა მატერიაში? არ შეუძლია! ყველა ფსიქოლოგიური კრიზისი, მოზარდობის ასაკის კრიზისი სწორედ ამასთანაა დაკავშირებული საფუძველში. სულს ვერ გაუგია – სხეული რატომ შეიცვალა? საშუალო ასაკის და სიბერის კრიზისი – ეს ყველაფერი გარდატეხის წერტილებია. სულს მარადიულობა და სტაბილურობა უნდა და როცა დროებითობას ეჯახება, ეშინია. რატომ ვიშენებთ სახლებს? რა არის სახლი? სიმყარის და სტაბილურობის სიმბოლო. გვჭირდება, რომ მოვიწყოთ ჩვენი არსებობა ისე, თითქოს არასოდეს მოვკვდებით. ფულისადმი სწრაფვაც იგივე ფსიქოლოგიური ტენდენციაა. ვცდილობთ თავი დავიცვათ ამის საშუალებით, რადგანაც მარადიულობა გვინდა, ჩვენი სულის ბუნებრივი თვისება! ადამიანები ასევე ეძებენ ცოდნას (ჩიტ), მაგრამ ეძებენ სად? მატერიაში!.. ამის მაგალითია ინტერნეტი, რომლის საშუალებითაც ვიღებთ ჩვენთვის ხელსაყრელ “ცოდნას”. და სულის მესამე ყველაზე მაღალი მოთხოვნილებაა ნეტარება (ანანდა). და სად ვეძებთ ნეტარებას? ისევ მატერიაში!.. პრობლემა კი იმაშია, რომ სულს არ შეუძლია მატერიაში იპოვოს არც მარადიულობა, არც ცოდნა და არც ნეტარება. ამიტომ იგი ყოველთვის დაუკმაყოფილებელია და ყველა ფსიქოლოგიური პრობლემა ჩნდება სულის მატერიასთან თვითგაიგივების გამო. ნებისმიერი სულიერი პრაქტიკის მიზანი ტანჯვისგან განთავისუფლებაა. იოგა ამბობს, რომ არსებობს ტანჯვის 5 მიზეზი, რომლებიც ჩადებულია ჩვენს ფსიქიკაში. ყველა ტანჯვის საფუძველი “ავიდია” ანუ უმეცრებაა. ავიდია არ ნიშნავს ცოდნის არ არსებობას. ავიდია ნიშნავს არასწორ ცოდნას ანუ სულის არასწორ გაიგივებას მატერიასთან. სული უყურებს თავის დამახინჯებულ ანარეკლს და ფიქრობს, რომ ეს “მე ვარ!”. სწორედ ესაა უმეცრება. ამის გაგება ადვილია. ჩვენ გვაქვს თვისება გავაიგივოთ თავი იმასთან, რაც არ ვართ. ადამიანის რომელი გამოგონება იყენებს ამ თვისებას? კინო!.. რა ხდება კინოში? ადამიანი ზის ბნელ დარბაზში, უყურებს ეკრანს და ძალიან მალე ივიწყებს სად ზის, უკვე შიგნითაა, ეკრანს მიღმა, იგი ხდება მთავარი გმირი, ის კოცნის ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ყველაფერს განიცდის... ზუსტად იგივე ემართება სულს, როცა იგი იყურება თავის ანარეკლში, თავისი ჭკუის ეკრანზე და შედეგად ჩნდება ავიდია, ანუ უმეცრება. ეს ავიდია ჩადებულია ჩვენს ჩიტაში, ანუ ჩვენი მატერიალური ცნობიერების “მყარ დისკში”. ტანჯვის მეორე მიზეზი ავიდიის შემდეგ არის ასმიტა – ანუ ეგო. ასმიტა და აჰანკარა თითქმის სინონიმებია. ასმიტა ნიშნავს – “მე ვარ!”, ხოლო აჰანკარა ნიშნავს – “მე ვმოქმედებ!” შემდეგი მიზეზებია “რაგა” და “დვეშა” – ანუ მიყვარს და მძულს. ორმაგობითი სისტემა, რომლითაც მუშაობს ჩვენი ჭკუა. მეხუთე პრობლემაა – “აბჰინივეშა” – სიცოცხლის წყურვილი, არსებობის წყურვილი, სიამოვნების წყრუვილი, რაიმე ცხოვრებისეული გამოცდილების წყურვილი და შესაბამისად სიკვდილის შიში. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, თუ როგორ გამოვლინდება უკვდავი მარადიული სულის თვითგაიგივება დროებით მატერიასთან ჩვენი ცნობიერი ჭკუის დონეზე, ჩვენი მოქმედებების დონეზე, რამეთუ სიცოცხლის წყურვილით გონებადაბინდული ადამიანი საბოლოოდ საკუთარ თავს ღუპავს. ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სწყურიათ სიცოცხლე, როგორც წესი ყველაზე მალე კვდებიან. ჩვენს გონებაში (ბუდჰი) ეს გამოვლინდება, როგორც გადარჩენის ინსტინქტი და მცდელობა რომ ცხოვრებისგან ბოლომდე “გამოვწუროთ” რაც შეგვიძლია. საბოლოოდ კი ამ ყველაფერს ტანჯვამდე მივყავართ. სულიერი პრაქტიკა უნდა დაგვეხმაროს, რომ ამ 5 ტანჯვისგან განვთავისუფლდეთ. ახლა მე დავხატავ კარმის ციკლს. ყველაფერი, რაც აქამდე ვილაპარაკეთ, კარმის ფილოსოფიის აღწერა იყო. თუ როგორ იღებს კარმა ჩვენს ჭკუაში ფორმას. რა არის კარმა თავისი არსით. კარმა ეს არის ჩვენს მიერვე დაგროვებული და მოუნელებელი (გადაუმუშავებელი) გამოცდილება. თუ ჩვენბ გვაქვს ავიდია, იგი გვაიძულებს მოქმედებას და სწორედ ასეთ მოქმედებას (ავიდიით გამოწვეულს) ეწოდება კარმა. რისგანაა გამოწვეული მოქმედება, რომელიც ბადებს შედეგს (კარმას)? სიამოვნების სურვილით და ტანჯვისგან განთავისუფლების სურვილით. ესაა კარმის განსაზღვრება. ყველა ჩვენი კარმული ქმედება ამ ორი მიზეზითაა გამოწვეული: ან მინდა სიამოვნება, ან მინდა ტანჯვისგან გაქცევა და ყველაფერ იმას, რასაც ამ ორი მიზეზით ვაკეთებთ, კარმა ეწოდება. მე ვმოქმედებ ამ ორი სურვილის ბიძგით და შედეგად ჩიტაში ჩნდება კვალი, შთაბეჭდილება (სამსკარა). უკვე ვთქვით, რომ რაღაც ნაწილი ამ სამსკარებისა განსაკუთრებულად ძლიერი და მკაფიოა. რაღაც კარმული ქმედებები ძლიარ კვალს ტოვებენ და ეს ძლიერი სამსკარები გვაიძულებენ ცხოვრებაში შემდგომ მოქმედებას. როცა ადამიანი კვდება მას უჩნდება არარეალიზებულობის შეგრძნება. ფიქრობს ამ დროს, თუ რისი გაკეთება ვერ მოასწრო რა დარჩა აღსასრულებელი... ეს შეგრძნებები სწორედ სამსკარებიდან მოდიან და ითხოვენ რეალიზაციას. და ყველა ეს არარეალიზებული სამსკარა შეადგენს შემდეგი ცხოვრების პროგრამას. სანსკრიტულად ამ პროგრამას ეწოდება “ვასანა” ან კარმა-ვასანა. ვინც ვედურ ასტროლოგიაში ერკვევა, იცის რომ არსებობს უხილავი (ფარული) პლანეტა რახუ. ჩვენს ჰოროსკოპში რახუ არის ძალიან ძლიერი, არარეალიზებული სურვილების სიმბოლო, რომლებიც წინა ცხოვრებებიდან თან მოვიტანეთ. იქ, სადაც რახუ ზის (ჰოროსკოპში), რაღაც მომენტში გაგვიჩნდება დაუძლეველი სურვილები საკუთარი თავის სწორედ ამ სფეროში რეალიზაციისა. თუ რახუ მეათე სახლშია, მაშინ გვექნება ძლიერი მიდრეკილება კარიერული რეალიზაციისკენ. თუ იგი მეოთხე სახლშია, გვექნება დაუძლეველი სურვილი ოჯახური ბედნიერებისა და ოჯახური მყუდროებისა. თუ რახუ მეხუთე სახლშია, გვექნება დიდი სურვილი საკუთარი თავის შემოქმედებითად რეალიზაციისა. კარმა-ვასანა, ეს ჩვენი კარმული პროგრამაა, რომელიც თან მოვიტანეთ წინა ცხოვრებიდან და კარგი ასტროლოგი გვაჩვენებს, თუ რა მომენტებში რა სურვილებს განვახორციელებთ. ყველა პლანეტა სიმბოლოა შინაგანი ნატიფი ძალისა. იოგა სუტრა ხსნის თუ რა არის ვასანა: ესაა რაღაც ქსოვილის მაგვარი, კვანძების უამრავი რაოდენობით, ჩვენ ვიბადებით გარკვეული პროგრამით, ეს პროგრამა იმყოფება ჩვენში და რაღაც მომენტებში ეს კვანძები აქტივაციას განიცდიან და ამოქმედდებიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვასანა ეს პროგრამაა, რომელიც ჩვენს ტენდენციებს, მიდრეკილებებს, სურვილებს და შესაბამისად ხასიათს განაპირობებს. ხშირად ამბობენ, რომ პატარა ბავშვი, ეს თეთრი (დაუწერელი) ფურცელია. ეს შეცდომაა. ბავშვის არაცნობიერში უამრავი სამსკარა დევს, რომლებიც რეალიზაციას ითხოვენ ადრე თუ გვიან. მიუხედავად ამისა, კარმა-ვასანა ბოლომდე ვერ განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. შესაძლებელია ყველაფერი ამის გამოსწორება. ადამიანი იბადება ამ ტენდენციებით, მაგრამ ის, თუ როგორ განვითარდებიან ისინი, დამოკიდებულია აღზრდაზე, ურთიერთობებზე და ა.შ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Fee |
![]()
პოსტი
#248
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 59 რეგისტრ.: 18-April 10 წევრი № 8,647 ![]() |
კარმის ყველაზე კარგი და გასაგები განმარტებაა რაც კი ოდესმე ქართულად წამიკითხვას
![]() ![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#249
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
Fee
გაიხარეეე! მიხარია რომ მოგწონს! ![]() წაიკითხეთ ვედები და ცხოვრებაში ეს იქნება თქვენი ღვედები! http://www.youtube.com/watch?v=h-8PBx7isoM ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
lingvo |
![]()
პოსტი
#250
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
Atman
დაგვეხსენ ვედებით, არ გვინდა ღვედები! შენც გირჩევ გათავისუფლებას ვედების ღვედებისგან. როდემდე გელოდოთ როდემდე? ![]() -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
Atman |
![]()
პოსტი
#251
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
lingvo
ციტატა დაგვეხსენ ვედებით, არ გვინდა ღვედები! შენც გირჩევ გათავისუფლებას ვედების ღვედებისგან. როდემდე გელოდოთ როდემდე? რას ხედავ ცუდს ვედებში შენ მაინც მითხარი ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#252
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
გაგრძელება...
თუ ჭკუაში რაღაც პროგრამა გაქვთ, შესაბამისად ვისახავთ გეგმებს და მიზნებს ამ პროგრამის განხორციელებისთვის. ცნობიერების ზედაპირულ დონეზე (ტბის ზედაპირზე) ეს გეგმები და ფიქრები გამოვლინდება ტალღებად. მათ ჰქვიათ “ვრიტი” (ტალღა). და კარმა, რომელმაც რაღაც სამსკარები ჩადო ჩიტაში, გამოდის ზემოთ, ქვეცნობიერში სურვილების სახით, ხოლო ცნობიერ დონეზე იგი იქცევიან აზრებად (ფიქრებად). ამ აზრებს კი საბოლოოდ ქმედებებამდე მივყავართ. მე რაღაც გავაკეთე, ამის შედეგად გამიჩნდა გამოცდილება, ამ გამოცდილებამ გამოიწვია რომ შემდეგ ცხოვრებაში დავიბადე გარკვეული პროგრამით, ამ პროგრამამ განაპირობა გარემოს განსაზღვრული აღქმა და ეს აღქმა იწვევს იმას, რომ მე ისევ ვიწყებ კარმულ მოქმედებას. და რა მხრივაა ეს წრე ჩაკეტილი? ის მთლად ბოლომდე ჩაკეტილი არაა, რადგან აქ შესაძლებელია ცვლილებებიც მოხდეს, მაგრამ სტანდარტულ შემთხვევებში ეს წრე ჩაკეტილია. შედეგად ჩნდება ავადმყოფობები, რომლებთან ერთადაც ვიბადებით, ან რომლებიც გვიან გვიჩნდება, ჩნდება ტანჯვები, რომლებსაც ვებრძვით, ფორმირდება ჩვენი გარეგნობა და ა.შ. ვედებში ნათქვამია, რომ კარმა განსაზღვრავს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას, გამოცდილებას, რომელსაც გავივლით ამ ცხოვრებაში, ჩვენს გარეგნობას, დაბადების ადგილს და ატმოსფეროს, იმას თუ როგორი მშობლები გვეყოლება და ა.შ. და მე მაქვს ერთი შეკითხვა, რომელსაც თუ გამოიცნობთ, ძალიან მარტივი გახდება ყველაფერი: სად შეიძლება ამ ჩაკეტილი წრის გაწყვეტა? სადაა ამ ჯაჭვის სუსტი რგოლი? კარმა ინახება არაცნობიერში, მაგრამ ცნობიერის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს არაცნობიერი. შეგვიძლია გავიღვიძოთ. საბოლოოდ ჩვენ ცნობიერებაზე უნდა ვიმოშაოთ. როცა ვსაუბრობთ ჩვენი კარმის შეცვლაზე, ვსაუბრობთ ჩვენი აზრობრივი სურათის აზრობრივი ცნობიერების შეცვლაზე. თუ ამას შევცვლით, შევცვლით ცნობიერებასაც. შევძლებთ კარმის დაწვას, სამსკარების და ვასანების შეცვლას და ა.შ. ვედების თანახმად ჭკუას ტალღური ბუნება აქვს და აზრებს, რომლებიც ტბის ზედაპირზეა, “ვრიტი” ანუ ტალღები ეწოდება, და როდესაც ადამიანი ბედნიერია, ეს ტალღები თანდათან მშვიდდება, ხოლო როცა ადამიანი ნერვიულობს, შფოთავს და ღელავს, მისი ჭკუის ზედაპირზე მაღალი სიხშირის ტალღები ჩნდებიან. სადამდე მივყავართ შიშს სუფთა ფიზიოლოგიურ დონეზე? რას აკეთებს ადამიანი, როცა ეშინია? იგი იძაბება (ხანდახან ძლიერ სპაზმებამდეც კი). ეს რეალურად ისაა, რაც ჩვენს ცნობიერებას ემართება. ჩვენი ცნობიერებაც იწყებს კანკალს და იკუმშება. და პირიქით, როცა ადამიანი კარგად გრძნობს თავს, როცა მოდუნებულია და სასიამოვნოდ გრძნობს თავს, ცნობიერებაც ფართოვდება. და ტალღები ასეთი ცნობიერების ზედაპირზე ფართო, მშვიდი და სასიამოვნო ხდება. ორი სიტყვით გრაფიკული გამოხატულება იმისა, რაზეც უნდა ვიმუშაოთ, ესაა აღწერა იმისა, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ჭკუა ახლა. ყველანაირი შფოთვები, ნერვიულობა, მღელვარება, სტრესი... და ადამიანები ისე მივეჩვიეთ ამას, რომ ამის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმოგვიდგენია. რატომ უყვარს ბევრს როკ მუსიკა? რა არის როკ მუსიკა? რა არის საერთოდ მუსიკა? მუსიკა ესაა საშუალება მოვიყვვანოთ ჩვენი ცნობიერება ან ჩვენი ჭკუა გარკვეულ რიტმში. და ადამიანები ისე ეჩვევიან ამ დაბალ რიტმებს, რომ მძიმე როკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ნებისმიერი სულიერი პრაქტიკის მიზანი არის ის, რომ შევცვალოთ ჩვენი ცნობიერების მუშაობის რეჟიმი, რომ დავაწყნაროთ იგი. გავხადოთ უფრო ნათელი და მკაფიო. და ბოლოს და ბოლოს გავაფართოვოთ იგი. შეკუმშული, შეჭმუხნული ცნობიერება, შეშინებული ადამიანის ცნობიერება – ეს ყველაზე დიდი საფრთხეა. ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემაა. ასეთი ადამიანი თვითონ განიცდის უსიამოვნებებს და სხვებსაც გადასცემს, თავის გარშემო ავრცელებს მათ. შიშის, პანიკის, საფრთხის ეპიდემია გამოდის ამ დროს ჩვენი ჭკუიდან. და პირიქით, თუ ადამიანი ბედნიერია, იგი სხვებსაც გადასცემს ამ ბედნიერებას. ახლა მე მინდა გადმოგცეთ, თუ როგორ გვეხმარება სხვადასხვა სულიერი პრაქტიკის ფორმები, როგორც ვედური, ასევე სხვა ტრადიციების, რომ მიზანს მივაღწიოთ. ხანდახან ადამიანები ავადმყოფურად არიან განწყობილნი ტრადიციის და იდეოლოგიის (რელიგიის) სხვა ფორმებთან და მხოლოდ საკუთარს თვლიან ჭეშმარიტად. ამბობენ: ჩემი ღმერთი ჯობია შენსას, ჩემი რელიგია ჯობია და ა.შ. ღმერთი ერთია და სულიერი პრაქტიკის მეთოდებიც უნივერსალურია. რაც არ უნდა ავიღოთ: ლოცვა, მედიტაცია, პრანაიამა, ასკეზები, საბოლოოდ, თუკი ადამიანი სწორად აკეთებს ამას, იგი განაწყობს საკუთარ ცნობიერებას სხვა რიტმზე. და თუ მიუკერძოებლად, მეცნიერული კუთხით შევხედავთ და სხვადასხვა სულიერი პრაქიკის მიმოხილვას გავაკეთებთ, ჩვენ დავინახავთ რომ მათ სწორედ აქამდე მივყავართ. ისინი ანთავისუფლებენ ადამიანს კარმისადმი მონობისაგან. ისინი ეხმარებიან ადამიანს, რომ გაიღვიძონ, გახდნენ გაცნობიერებულნი და უფრო მაღლა წავიდნენ სულიერ განვითარებაში. მინდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრო. მინდა რომ პასუხი გავცეთ კითხვაზე: როგორ უნდა იმოქმედოს ადამიანმა, რომ ახალი კარმა არ შეიქმნას? ხანდახან ადამიანები ამბობენ, რომ კარმა უნდა გავაუმჯობესოთ. არსებობს წიგნების მთელი სერია “კარმის დიაგნოსტიკაზე”, “კარმის გაწმენდაზე”, “კარმის გაუმჯობესებაზე” და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში კლასიკური მიდგომაა, რომ კარგი კარმა არ არსებობს. კარმა ყოველთვის პრობლემატურია. პატანჯალი იოგა სუტრებში ამბობს, რომ ავიდია ეს მიწაა და ამ მიწაზე ჩვენ ვთესავთ კარმის თესლებს. ეს თესლები სამსკარების, ჩვენი შთაბეჭდილებების სახით ადრე თუ გვიან გაიზრდებიან. როდესაც იზრდებიან, გვაბრუნებენ ახალ წრეზე და ასე ვტრიალებთ როგორც ციყვი რგოლში. ერთ ადგილს ვტკეპნით და არსობრივად ერთი და იგივე პრობლემებს ვწყვეტთ მრავალი ცხოვრების განმავლობაში. მაშასადამე რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ კარმა აღარ შევქმნათ და სულიერად განვვითარდეთ? იმისთვის რომ ჩემმა ქმედებებმა ევოლუცია გამოიწვიოს სულიერების გზაზე და პრობლემები არ შეგვიქმნან? გუშინ ვახსენე, რომ არსებობს ძალიან საშიში ელემენტი ჩვენს ცნობიერებაში, რომელსაც ეწოდება აჰანკარა ანუ ცრუ ეგო და რომელიც გვიბიძგებს ქმედებებისაკენ. აჰანკარას აქვს ორი ასპექტი: ერთი კარგი, ერთი ცუდი. არსებობს აჰანკარას ფუნქციონალური ასპექტი. ეს ნიშნავს: იმისათვის რომ მე ვიმოქმედო, უნდა გავიგო (მესმოდეს) თუ ვინ ვარ. უნდა მქონდეს ჩემი “მე”. წარმოვიდგინოთ რომ დავივიწყე ამ წუთას, თუ ვინ ვარ. თუ დავივიწყებ, რისთვის მოვედი აქ (სემინარზე) ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდები... სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქმედებისთვის ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი “მე”, საკუთარი თავის ნათლად შეგრძნება. ჩემი “მე”-ს შეგრძნება განსაზღვრავს ჩემს ქმედითუნარიანობას. თუ არ ვიცი ვინ ვარ, ვერ ვიმოქმედებ. ეს “მეს” ფუნქციონალური ნაწილია. ადმიანებს, რომლებიც აღწევენ მწვერვალებს მატერიალურ ან სულიერ პრაქტიკაში, ყოველთვის ძლიერი აჰანკარა აქვთ. მათ საკუთარი თავის ღირსების დიდი შეგრძნება აქვთ. მაგრამ არსებობს აჰანკარას მეორე ასპექტი: რეპრეზენტატიული ფუნქცია. ანუ ჩემი თავის გარე პროეცირებას ვახდენ. ჩემთვის ცოტაა, რომ ვარ ისეთი როგორიც ვარ. მე კიდევ მჭირდება, რომ სხვა ადამიანებმაც იცოდნენ, როგორი ვარ. მინდა რომ აღფრთოვანებულნი იყვნენ ჩემით. აუცილებლად უნდა გავაგებინო სხვებსაც, როგორი ვარ. შთაბეჭდილება უნდა მოვახდინო ყველაზე. სწორედ ესაა ჩვენი “მე”-ს შხამიანი ნაწილი. არსებობს ნორმალური, ანუ რეალური ნაწილი და არსებობს ნაწილი რომელიც ტკბება იმის წყალობით, რომ აფართოებს თავის “მე”-ს. ყველანაირად ვცდილობ, რომ სხვებსაც ის ვაფიქრებინო საკუთარ თავზე, რასაც მე ვფიქრობ. სწორედ ამას ჰქვია სიამაყე. და ჩვეულებრივ რით ამაყობს ადამიანი? როგორ მუშაობს ეს მექანიზმი? ეს მუშაობს ამგვარად: რომ ჩემ თავს მივაწერ ყველა ჩემს მიღწევას. როცა ადამიანს კითხავთ, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს, ის მოყვება თავის მიღწევებზე, წარმატებებზე... რატომ უხარია ადამიანს ასე ძლიერ წარმატებები და რატომ განიცდის წარუმატებლობების დროს? იმიტომ რომ მანამ, სანამ რამე საქმიანობას დავიწყებთ, ჩვენ გვინდა მივიღოთ გარკვეული შედეგი (ნაყოფი) ამ საქმიანობის შედეგად. სანამ ჩვენ მივიღებდით ამ ნაყოფს, უკვე მივითვისეთ იგი. ეს შედეგი საკუთარი “მე”-ს ნაწილი გავხადეთ. ჩვენ წინასწარ გვინდა ვიყოთ ის, რაც ჯერ არ ვართ. მოვიყვან ერთ მაგალითს ჩემი ცხოვრების პრაქტიკიდან. ერთ ადამიანს იმდენად უნდოდა, რომ აკადემიკოსი ყოფილიყო, რომ როდესაც არჩევნები ტარდებოდა (ფარული კენჭისყრით), ის წინასწარი ნერვიულობისგან უბრალოდ მოკვდა. ეს კარმის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია: ჩვენ მივაწერთ საკუთარ თავს ჩვენი შრომის ნაყოფებს აჰანკარას ამ რეპრეზენტატიული ფუნქციის საშუალებით. ადამიანი ხდება ამაყი თავისი წარსული მიღწევების გამო. ხანდახან, როცა არაფერი აქვს საამაყო, რაღაც სასაცილოთი იწყებს ტრაბახს. როცა რაღაცას მივაღწიე, მიჩნდება შეგრძნება, რომ მე უფრო დიდი გავხდი. ჩემი “მე” გაფართოვდა. საკუთარი მნიშვნელოვანობის შეგრძნებით ვივსები და უფრო სრულფასოვნად შევიგრძნობ რომ “მე ვარსებობს”. მგონია რომ შრომის ნაყოფებით რეალიზაციის გარეშე ნამდვილი არსებობა არ შემიძლია. და პირიქით, როცა წარუმატებლობას განვიცდი, ეს დარტყმაა აჰანკარაზე. მე უფრო “ცოტა” გავხდი. დავპატარავდი. სინამდვილეში ეს ილუზიაა და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ მე მენგრევა ჩემი წარმოდგენები ჩემი თავის შესახებ, რომელიც თავადვე შევთითხნე. ზოგი თავის მოკვლას წყვეტს იმის გამო რომ დიდი ვალები აქვს, ან ცოლი გაექცა და ა.შ... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#253
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
კარმის ყველაზე კარგი და გასაგები განმარტებაა რაც კი ოდესმე ქართულად წამიკითხვას ![]() ![]() ![]() --სრულიად ვეთანხმები ამ პოსტის ავტორს. --ატმან,ტყუილად არ შრომობ ამდენს .თუნდაც ორი ადამიანის დაინტერესება რომ შესძელი ეგეც დიდი საქმეა.რასაც აკეთებ -სიყვარულით აკეთებ.ამ თემაში საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ,რასაც სამწუხაროდ სხვა თემებზე ვერ იტყვი.იმდენი საინტერესო თემებია ღვთისმეტყველებაში,მაგრამ საოცარი აგრესია მოდის.ერთმანეთის სრული უპატივცემულობა და ხოცვა ჟლეტაა.შენი ლექციები ძაან მეხმარება .ყველას ვურჩევდი თუნდაც თვალის გადავლებას.ეს ისეთი უნივერსალური ცოდნაა რომ ყველა ადამიანს შეუძლია თავის რელიგიას მიუსადაგოს.ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის ქრისტიანად დარჩენაში ხელი არ შეუშლია. --რაც შეეხება აგრესორებს,რომლებსაც არ მოსწონთ ეს თემა,მიბრძანდით აქედან ბატონო.ვინ გიჭერთ ძალად.ნუ იქნებით ეგოისტები და ნუ იფიქრებთ მხოლოდ საკუთარ თავზე,ჩვენც გვაცალეთ.ფორუმი დიდია-გზა ხსნილია,ბედნიერი მგზავრობა. |
Otherguy |
![]()
პოსტი
#254
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Otherguy ქორწინება ღვთისგან კურთხეული უნდა იყოს, ანუ ისეთი რიტუალებია როგორც დაახლოებით ჯვრისწერის დროს. თან ისეთი ცნება, როგორიცაა ვერ შევეწყვე და გავეყრები არ არსებობს. ეს ცალკე თემაა და სიმართლე გითხრა დიდად არ დავინტერესებულვარ. რაც შეეხება სექსს, ვედური ტრადიციით სექსი მხოლოდ ბავშვის ჩასახვის მიზნით შეიძლება და მხოლოდ ქორწინების შემდეგ. სექსი, როგორც სიამოვნების ფორმა ადამიანისთვის არ არის განკუთვნილი. Otherguy ოშო არის ათეისტი და მაგარი ოხერი ჭკუის პატრონი ალბათ კამა სუტრას გულისხმობ. კამა სუტრას ის ნაწილი, რომელიც ცნობილია, სიყვარულის ყველაზე მიწიერ სახეს აღწერს. მთავარი, ანუ ფსიქოლოგიურ ესთეტიური ასპექტები კამა სუტრიდან არ უთარგმნიათ. ვედებში ყველაფერი ხელოვნების დონეზეა აყვანილი. ვედურ ცივილიზაციაში მეძავებიც კი იყვნენ, რადგან გაუსაძლისობის პირობებში ჯობდა მამაკაცი მასთან წასულიყო, ვიდრე ვინმე პატიოსანი ქალი შეეცდინა ოღონდ მაშინდელი მეძავები ჩვენებს ნამდვილად არ ჰგავდნენ ![]() ოშომ ისე შეაკოწიწა თავისი ფილოსოფია, ზოგი ვედებიდან აიღო, ზოგი ბუდიზმიდან, ზოგი ქრისტიანობიდან, ზოგი თვითონ დაამატა და გამოუვიდა ის, რაც აწყობდა და რაც ვითომ ავტორიტეტული იყო. ძალიან დიდი ძალა კი აქვს ისე მაგის ფილოსოფიას, მეც შემიტყუა ადრე დიდი ხნით აჰაა მადლობა პასუხისთვის... ![]() ანუ ქორწილამდე სექსი არ მოსულა, მაგრამ კაცებისთვის ზოგჯერ მოსულა(ზოგჯერ-ო რომ გიწერია)? ![]() ![]() ატმან შენ ცოლი გყავს? ![]() პ.ს. დიდი ძალა აქვს ერთია, მაგრამ "შემიტყუა"-ო რომ წერ ესეგი არ ეთანხმები... ![]() ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
Atman |
![]()
პოსტი
#255
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
Otherguy
ციტატა ანუ ქორწილამდე სექსი არ მოსულა, მაგრამ კაცებისთვის ზოგჯერ მოსულა(ზოგჯერ-ო რომ გიწერია)? მაინც ურევდნენ რა... მე ვამბობ რომ წესი იყო ასეთი და არევით მაშინაც ურევდნენ რა თქმა უნდა. აბსოლუტური წესრიგი სატია იუგაში (ოქროსეპოქაში) იყო მარტო, ჩვენს წინა ეპოქაში უკვე საკმაოდ ირღვეოდა კანონები, მაგრამ იქ ცოდნა მაინც ჰქონდათ იმის შესახებ რა იყო სწორი და რა იყო არასწორი. ახლა კიდევ მრავალი უკანონობა "ნორმაა". ![]() ციტატა ატმან შენ ცოლი გყავს? არა. ციტატა პ.ს. დიდი ძალა აქვს ერთია, მაგრამ "შემიტყუა"-ო რომ წერ ესეგი არ ეთანხმები... მეც არ ვეთანხმები რაღაცეებში, მაგრამ ჩემი თავი მაპოვნინა და უკიდურესობებმა ნამდვილად გამარკვია ბევრ რამეში უფრო ღრმად... ბევრი რაღაც მეც გამაცნობიერებინა და ძალიანაც დამეხმარა, მაგრამ ძირითადად იმის გამო რომ რაც კარგი იყო იმას ვიღებდი და რასაც მორალთან შეუსაბამოს ქადაგებდა ვცდილობდი გამეტარებინა. მოკლედ სწრაფად გამატარა ოშომ ის პროცესი, რასაც საკუთარი სურვილების აყოლა ეწოდება და ერთ მომენტში მივხვდი რომ ეს კარგს არაფერს მომიტანდა. ანუ ოშოს დიდი მადლობა ჩემში ამ პროცესების დაჩქარებისთვის. ეგაა სულ ![]() პ.ს. არაფერი არაა ისეთი, რაზეც ვედები ვერ გიპასუხებს და ოშო გიპასუხებს, ასე რომ საბოლოოდ მაინც არჩევანის საკითხია. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Otherguy |
![]()
პოსტი
#256
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Atman
და მართალია ის თუ რასაც ოშო ამბობს, რომ აღმოსავლეთში უსიყვარულოდ ქორწინება უფრო მოსული პონტი იყო? ან რამდენად შეეძლოთ მხოლოდ 1 ადამიანთან ყოფნა მთელი ცხოვრება? და ისა, "ცოლი გყავს" თქო, არ მიგულისხმია ხელმოწერილი თუ ხარ ვინმესთან თქო... ![]() ![]() ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
Atman |
![]()
პოსტი
#257
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
Otherguy
ციტატა და მართალია ის თუ რასაც ოშო ამბობს, რომ აღმოსავლეთში უსიყვარულოდ ქორწინება უფრო მოსული პონტი იყო? მართალია ის, რომ ძალიან ხშირად მშობლები განსაზღვრავდნენ ქალ-ვაჟის ქორწინებას, მაგრამ მაშინ ცოლ-ქმრობა მოვალეობა იყო ღვთის წინაშე და არა ვნებით ტკბობის საშუალება. თანამედროვე ადამიანის ცნობიერებით ეს გაუგებარია, მაგრამ მაშინ ძალიან გასაგები და მისაღები იყო. ბიჭს სწავლის პერიოდში ეკრძალებოდა ქალთან ურთიერთობა და მხოლოდ მას შემდეგ რაც სწავლას დაასრულებდა (მინიმუმ 25 წლის ასაკში), ჰქონდა უფლება რომ ცოლი მოეყვანა. ან თუ ცოლის მოყვანა არ უნდოდა სანიასი უნდა გამხდარიყო და საბოლოოდ უარი ეთქვა ქალზე. და მაშინ მშობლებისადმი პატივისცემა უზომო იყო. მათი სიტყვა ძალიან ფასობდა, რადგანაც მშობლებს მაშინ ცოდნაც გაცილებით მეტი ჰქონდათ და გამოცდილებაც, ახლა მშობლის სიტყვას უყოყმანოდ რომ დაემორჩილო, შეიძლება უფსკრულში გადაიჩეხო, იმიტომ რომ ყველა ეგოისტია, შვილიც და მშობელიც. თუმცა რაც არ უნდა იყოს მშობლისადმი დიდი პატივისცემა ვედური კულტურის ქვაკუთხედიც იყო და ახლაც ძალიან საჭიროა. მოხუცებულთა თავშესაფარში მშობლების გაშვებას ვედურ ცივილიზაციაში ვერც კი წარმოიდგენდნენ. ეს უზომო აბსურდია. მოკლედ კალი იუგაა რა ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Otherguy |
![]()
პოსტი
#258
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Atman
დიდი მადლობა ვრცელი პასუხისთვის... ![]() ჰო გასაგებია, მაგრამ არ მეგონა ინდურ კულტურაში თუ სექსი სიამოვნებისთვის არ იქნებოდა... ![]() -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
Atman |
![]()
პოსტი
#259
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
Otherguy
ციტატა ჰო გასაგებია, მაგრამ არ მეგონა ინდურ კულტურაში თუ სექსი სიამოვნებისთვის არ იქნებოდა... ხომ გითხარი, ვედებში ყველაფერია, ყველა გემოვნების ადამიანისთვის და ყველა სფერო ხელოვნების დონეზეა აყვანილი. გააჩნია რას აირჩევ. ინდური კულტურის სექსთან ასოცირება ისევ კალი იუგის ნიშანია. რაც თავად მოწონდათ ის დაინახეს ამ კულტურაში და ის გამოარჩიეს ![]() პ.ს. ვედური კულტურა და ინდური კულტურა განსხვავებული ცნებებია. ინდოელებმა შედარებით შეინარჩუნეს ვედური კულტურა, თორე ვედური ცივილიზაცია მთელს მსოფლიოში იყო და ეროვნული დაყოფა არ არსებობდა. არ არსებობდა ინდოელი, ქართველი, ფრანგი და ჩეჩენი. იყო ერთი დიდი ცივილიზაცია, რომელსაც მართავდა ერთი მეფე, და მას მორჩილებდნენ სხვადასხვა ქალაქების თუ სოფლების მეფეები. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
![]()
პოსტი
#260
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
გაგრძელება...
რატომ ვტკბები კარმული ნაყოფებით და წარმატებებით? სწორედ იმიტომ, რომ ჩემი ცრუ ეგო ტკბება. თავისთავად მატერიალური ნაყოფები, სიამოვნების წყარო არაა, რადგან სულს არ შეუძლია მატერიით ტკბობა. ნებისმიერი ჩვენი მიღწევა მხოლოდ რამდენიმე დღის ან ცოტა მეტი ხნის განმავლობაში გვახარებს. ტკბობას განვიცდით რაღაცის მითვისების დროს, აჰანკარას ზრდის დროს. კარმული ქმედება, ესაა ქმედება, რომელიც მიმართულია იმაზე, რომ მივიღოთ ამ ქმედების ნაყოფები. და როცა ვიღებ ამ ნაყოფს ან პირიქით, არ ვიღებ, და ვტკბები ცრუ ეგოს საშუალებით, რა ხდება ამის შემდეგ? რჩება ძალიან ღრმა სამსკარა, კვალი – ან ძალიან ძლიერი ტანჯვა წარუმატებლობისგან, ან ძალიან ძლიერი სიხარული წარმატების გამო და იმის შეგრძნების გამო, რომ “მივაღწიე” ამას. ამიტომ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ კარმა არ შევქმნათ? უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი შრომის ნაყოფებთან მიჯაჭვულობების გარეშე. “ბჰაგავად-გიტაში” კრიშნა სწორედ ამ საიდუმლოს უხსნის არჯუნას. ეს ძალიან მარტივი საიდუმლოა, რომელსაც რატომღაც თითქმის ვერავინ ვერ მიყვება რეალურად. “იმოქმედე, მაგრამ იმოქმედე არა ნაყოფებისთვის, არამედ თავად მოქმედებისთვის!” იმოქმედე ისე, რომ თავად მოქმედება იყოს შენი რეალიზაცია! შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ, არის ის, რომ შრომის ნაყოფებში ვეძებთ რეალიზაციას. ეს უანგარო მოქმედება მოვალეობის გამო, შედეგებზე მიჯაჭვულობის გარეშე რა თქმა უნდა ნაყოფებსაც განაპირობებს, შედეგები აუცილებლად მოვა და თანაც გაცილებით მეტი, მაგრამ როცა შედეგზე ვართ კონცენტრირებული, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ თავად მოქმედებას და გაცილებით უფრო უხარისხოდ ვმოქმედებთ. თუ ვაკეთებ ჩემს გასაკეთებელს და შედეგებზე არ ვზრუნავ, ეს შედეგები საუკეთესოა. Lეონარდო დავინჩი რომ საბოლოო შედეგზე ყოფილიყო კონცენტრირებული, შეძლებდა “მონალიზას” დახატვას? უკვე ავღნიშნეთ, რომ გონების მეშვეობით შემიძლია დავწვა კარმა და გავარღვიო ჩაკეტილი წრე. როცა ბუდჰი აქტივაციას განიცდის, როცა გონების ცეცხლი ინთება, პირველ რიგში ვაცნობიერებ, რომ მარადიული და უკვდავი ვარ. უნდა გავაცნობიერო, რომ არაფრის არ უნდა მეშინოდეს და ასევე უნდა მივხვდე, რომ ჩემი მოქმედებების ნაყოფები მე არ მეკუთვნის. ალექსანდრე მაკედონელმა მოითხოვა, რომ სიკვდილის სარეცელზე გაშლილი ხელებით წაეყვანათ, რატომო? რომ კითხეს, უპასუხა: “ხალხმა დაინახოს, რომ თან არაფერი მიმაქვს იმ ქვეყნად და ხელცარიელი მივდივარო...” გონიერი ადამიანი აცნობიერებს, რომ მისი ცხოვრების დანიშნულება მოქმედებაა და ამ მოქმედებაში თავისი გულის, სიყვარულის, თავისი ცნობიერების ჩადებაა და მონურად არ უნდა იყოს დამოკიდებული თავისი შრომის ნაყოფებზე. გონების მეშვეობით უნდა მივხვდე, რომ წარმატებაც და წარუმატებლობაც არ უნდა მაღელვებდეს. კრიშნა იძლევა იოგის არაჩვეულებრივ განსაზღვრებას, იოგა არაა ფეხებით მაღლა დოგმა და ლოტოსის პოზაში ჯდომა. კრიშნა ამბობს, რომ ერთნაირი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს წარმატებისადმი და წარუმატებლობისადმი. არ უნდა მივეჯაჭვოთ საკუთარი შრომის ნაყოფებს. უნდა ვიყოთ აუღელვებელნი, მაშინაც როცა გვაქებენ და მაშინაც როცა გვაძაგებენ. უნდა ვაკეთოთ ყველაფერი სიყვარულით და არ ვინერვიულოთ მომავალზე. ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა ვიმოქმედოთ და ამით ვთქვათ უარი ნაყოფებზე. მოქმედება საჭიროა და აუცილებელია! ბჰაგავად-გიტა, ეს მოქმედების ფილოსოფიაა და არა უმოქმედობის! კრიშნა ამბობს: “თუ ასე იქნები განწყობილი ცხოვრებისადმი, მუდამ ჩემთან იქნები დაკავშირებული. შენ დააკავშირებ შენს პატარა ცნობიერებას უზენაეს ცნობიერებასთან. და შენი პატარა ცნობიერება აბსოლუტურად ბედნიერი იქნება.” (ეს ციტატა არაა, შინაარსი და დასკვნაა “ბჰაგავად-გიტას” ციტატიდან). სამადჰის, ანუ ღმერთთან დაკავშირების დროს, ჭკუა აბსოლუტურად მშვიდი ხდება. მშვიდი ჭკუა გვჭირდება იმისთვის, რომ უმაღლესი ჭეშმარიტება გავაცნობიეროთ. იოგები ამბობენ, რომ ჩვენი ცნობიერების ტბის სიღრმეში განძია, რომელსაც ვერ ვხედავთ, რადგანაც ტბა დაბინძურებულია და ღელავს. თუ რომელიმე სულიერი პრაქტიკის შედეგად ადამიანმა შეძლო ცნობიერების ტბის დაწყნარება, იგი ხედავს ამ განძს. ხედავს საკუთარ თავს და აბსოლუტურად ბედნიერი ხდება. იგი საკუთარ თავს უბრუნდება. ყველა ჩვენი პრობლემა დისჰარმონიის შედეგია, რომელსაც თავად ვიქმნით. ღმერთმა მოგვცა გონება და ეს გონება მისი შეცნობისთვისაა საჭირო, ჩვენ კი რას ვაკეთებთ? არასაჭირო რაღაცეებისთვის ვიყენებთ მას. აიურვედა ამბობს, რომ ჩვენი ყველა ავადმყოფობის მიზეზი გონების არასწორად გამოყენებაა. მაგალითად ჩვენ ვჭამთ იმას რაც არაა სასარგებლო, ვჭამთ იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა, გვაქვს სექსი იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე საჭიროა... მთელი თანამედროვე ცივილიზაცია გონების არასწორი გამოყენების შედეგია. ადამიანები გამუდმებით ცდილობენ, აღიგზნონ თავი. ცხოველები არასწორად არ იყენებენ გონებას, რადგან მათ გონება არც გააჩნიათ თითქმის. მათ იმდენად აქვთ გონება, რამდენადაც თავისი კარმის გასტუმრებისთვის ჭირდებათ. ლომს რომ ანახო ეროტიული ფილმი ლომების მონაწილეობით, ის არ აღიგზნება. მას წელიწადში ერთხელ აქვს სექსი და რამდენი ეროტიული ფილმიც არ უნდა ანახო, ამას ვერ შეუცვლი. ის ჰარმონიაშია ბუნებასთან. ადამიანი კი განუწყვეტლივ ცდილობს, რომ გამოვიდეს ჰარმონიული მდგომარეობიდან.შეუძლებელია მარწყვი ჭამო ზამთარში და ის სასარგებლო იყოს. ასეთი მარწყვი არღვევს ჩვენს ჰარმონიას, ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობას. ახლა დავუბრუნდეთ ასტროლოგიას. ორი სიტყვით ასტროლოგია ესაა ინსტრუმენტი სულიერი განვითარებისათვის. იგი ეხმარება ადამიანს, რომ გააცნობიეროს, თუ როგორ იცხოვროს ბუნებასთან ჰარმონიაში. მიკროკოსმოსი და მაკროკოსმოსიერთ ნიმუშზეა აგებული. ვედური ასტროლოგიის 7 პლანეტა შეესაბამება ჩვენი სხეულის 7 ჩაკრას (9 პლანეტაა, მაგრამ ჩაკრებს 7 შეესაბამება). ჩვენი სხეული ეს მიკრო სამყაროა. ვედები ამბობენ, რომ სამყაროში მოქმედებენ ნატიფი ძალები და თუ ჩვენ მათთან ჰარმონიაში მოვიყვანთ თავს, ისინი ხელს შეგვიწყობენ, რომ ჩვენი არსებობა ბედნიერი გავხადოთ. ასტროლოგია ხსნის, თუ როგორ მოვახდინოთ ეს ჰარმონიზირება. აგია ჩაკრას (მესამე თვალი) შეესაბამება მზე და მთვარე და აქ, ამ ჩაკრაში იმყოფება ჩვენი გონება (ბუდჰი). სწორედ ეს ჩაკრა მართავს ჩვენს ცნობიერ “მე”-ს. ამიტომ იოგები ძირითადად გალობენ მანტრას – “ომ”. ეს მანტრა სწორედ აგია ჩაკრას შეესაბამება. თუ ადამიანს მზე და მთვარე კარგ მდგომარეობაში აქვს ჰოროსკოპში, შესაბამისად მას კარგად ექნება განვითარებული ეს ჩაკრა. შემდეგ მოდის ვიშუთჰა (ყელის) ჩაკრა. ამ ასტროლოგიურ სახლს აკონტროლებს მერკური. შემდეგია ანაჰატა (გულის) ჩაკრა, შემდეგ მანიპურა ჩაკრა (მზის წნული), სვასთისთჰანა ჩაკრა (გამრავლების ორგანოები, რომლებსაც მართავს იუპიტერი) და ბოლო მულადჰარა ჩაკრა (მართავს სატურნი). ხოლო რახუ და კეტუ (ფარული პლანეტები) არის “იდა” და “პინგალა”, ის ორი არხი, რომლებიც წარმოადგენენ სიმპათიკურ (პინგალა) და პარასიმპათიკურ (იდა) ნერვულ სისტემას. ასტროლოგია გვაძლევს საშიალებას, რომ დავინახოთ რომელი ცენტრებია დასუსტებული და ვიმუშაოთ მათზე. გვეხმარება შევიცნოთ, რა სახით ვარ დაკავშირებული ამ სამყაროსთან ნატიფ დონეზე. და ბოლოს და ბოლოს როგორ ვარ დაკავშირებული ღმერთთან მთელი ამ სისტემის მეშვეობით. მაგალითად თუ მიდიხართ ასტროლოგთან და ხედავს, რომ რაღაც პრობლემები გაქვთ სატურნთან, იგი გეტყვით, რომ გექნებათ უძილობა, აგზნებული გონება, დეპრესიები, და გაძლევთ მოულოდნელ რჩევას. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ყველაფრისგან განვთავისუფლდეთ... არსებობს ჰომოლოგიური რიგები ამ სამყაროში. მე სამყაროს ნაწილი ვარ და რაღაც რიტმში (რეზონანსში) ვიმყოფები ამ სამყაროსთან. და პრობლემები, რომლებიც ახლა მაქვს, შედეგია ამ ჰარმონიის დარღვევისა. რაღაც სუსტი პლანეტა, რომლითაც დავიბადე, შედეგია იმისა, რომ წინა ცხოვრებაში ვაკეთებდი იმ ქმედებებს, რომლებიც ამცირებდნენ და ზიანს აყენებდნენ ბუნების იმ ნაწილს, რაზეც პასუხს აგებს ესა თუ ის პლანეტა. არსი იმაშია, რომ თუ სწორად გამოვიყენებთ ასტროლოგიას, ის დაგვეხმარება, რომ უფრო ჰარმონიულნი ვიყოთ ბუნებასთან და გავიგოთ ჩვენი დანიშნულება. მოქმედება ნაყოფებზე მიჯაჭვულობის გარეშე ყველაზე ეფექტური მაშინაა, როცა ვიცი თუ რა არის ჩემი შესაძლებლობები და ჩემი საქმიანობის სფერო. ასტროლოგია კი მეხმარება გავიგო, თუ რომელი სფეროა საჩემო. ასევე მეხმარება იმ შეცდომების გამოსწორებაში, რომლებიც დავუშვი. ამაზე ძალიან ბევრი ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ აქ შევჩერდები. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 06:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი