IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 15 16 17 18 >  
Closed TopicStart new topic
> ვედები
Atman
პოსტი Jun 15 2010, 12:02 PM
პოსტი #321


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



:_მარიამი_:
ციტატა
იცი რა მაინტერესებს,ვედების მიხედვით თუ შეუძლია ერთ ადამიანს მეორე ადამიანის კარმა შეცვალოს.როგორც ქრისტიანობაშია:შენ შეგიძლია ილოცო სხვისი სულისათვის ,რაც არ უნდა ცოდვილი იყვეს,და ღმერტი გადმოხედავს მას.ანუ ძლიერი მლოცველი თუ გყავს მას შეუძლია მოალბოს ღმერთის გული შენზე და თუ ღმერთს შენი დასჯა ჰქონდა გადაწყვეტილი -შეცვლის ამ გადაწყვეტილებას და კიდევ მოგცემს შანსს.ანუ სხვისტვის ლოცვის პრაქტიკა თუ არი ვედებში.ყველა იოგა მიმართულია ძირითადად საკუთარი თავის შემეცნებისკენ,და მერე მოდის მე და ღმერთი,მე და ჩემი დანიშნულება,მე და ჩემი მსხვერპლშეცირვები.(ეს ჩემი აზრია).ესეთი მოდელი თუა დასაშვები:მე ,მოყვასი(არა პირდაპირი გაგებით.ესე ვთქვათ საზოგადოება),და ღმერთი.


რა თქმა უნდა შეიძლება ვედების მიხედვით სხვაზე ლოცვაც და სხვისი კარმის ტვირთად აღებაც. მაგრამ ეს რაღაც საფეხურზეა. ვედების უმაღლესი საფეხური კი ამბობს:

იყავი თავად ის ცვლილება, რომელიც სხვაში გინდა რომ დაინახო. წყალი ფესვებს უნდა დაუსხა, რომ ყველა ტოტამდე მივიდეს. ჩვენ არ ვიცით თუ რატომ უკეთებს ღმერთი ამა თუ იმ ადამიანს განსაცდელს და გაჭირვებას, უმჯობესია ღმერთი ვადიდოთ და ვემსახუროთ მას და თუ ამას ვაკეთებთ, ღმერთი არასოდეს ივიწყებს თავისი ერთგულის კეთილ სურვილებს და თუ სასიკეთოდ თვლის ყოველთვის უსრულებს მას.

როდესაც მინდა ჩემ თავზე ავიღო ვინმეს კარმა, ეს გარკვეულწილად ცრუ ეგოს დამსახურებაა, იმიტომ რომ თუ მე განვიწმინდები და ღმერთის ერთგული ვიქნები, თავისთავად გავრცელდება ღმერთის წყალობა იმ ადამიანებზე, რომელიც მე მიყვარს. და რაც მთავარია ეს წყალობა შეიძლება კონკრეტულად ისიც კი იყოს, რისი აცილებაც მე მინდა, ანუ თუ ადამიანი ავადაა, შეიძლება მისი გამოჯანმრთელება კარმულად საზიანოც კი იყოს მისთვის. არიან და იყვნენ ისეთი წმინდანები, რომლებიც მიუხედავად ამ რჩევისა, მაინც იღებენ თავის თავზე სხვის კარმას, მაგრამ ჩვეულებრივმა მოკვდავებმა ეს არ უნდა გავაკეთოთ.

ბევრი მომხვდება ალბათ ფორუმელებისგან, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ სხვისთვის ლოცვა არასწორია, თუ ამ ლოცვის დროს კონკრეტულ რაღაცეებს ვთხოვთ ღმერთს (მაგალითად გამოჯანმრთელება, კეთილდღეობა, გაჭირვებისგან განთავისუფლება და ა.შ.) თუკი ღმერთს მისი სულის გადარჩენას ვთხოვთ და სხვას არაფერს, მაშინ კი ბატონო, ილოცეთ. ამით მეტ სარგებლობას მოუტანთ მასაც და საკუთარ თავსაც.

ხშირად რაც ჩვენ უბედურება გვგონია ადამიანისთვის, ის სინამდვლიეში მადლია, ან პირიქით, რაც კარგი გვგონია, ცუდი შეიძლება გამოდგეს, ასე რომ ნუ ჩავერევით ღმერთის ნებაში და ყველაფერი მას მივანდოთ. სამყაროს და სხვების შეცვლა კი საკუთარი თავით დავიწყოთ.

ბჰაკტი იოგა ეგოისტური არაა და საკუთარ თავზე არაა გათვლილი. პირიქით, უდიდესი მსხვერპლია, ოღონდ სწორი მსხვერპლი, არა ისეთი როგორიც ჩემს ჭკუა-გონებას უნდა, არამედ ისეთი, რაც ღმერთს უნდა. ხოლო იმისთვის, რომ გაიგო რა უნდა ღმერთს, ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი უნდა გყავდეს და მან გითხრას.

პ.ს. თუ ადამიანის კონკრეტული დახმარება გვინდა ყოველთვის კონკრეტული მოქმედებები უნდა ვაკეთოთ, ოღონდ შედეგები მაინც ღმერთს მივანდოთ. ხოლო თუ ვერ ვეხმარებით, მაშინ უნდა ვილოცოთ მისი სულის გადარჩენისთვის და არა კონკრეტული მიზნისთვის. ანუ მთავარი მინდობაა.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 23 2010, 07:19 PM
პოსტი #322


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518







აქაც დავდებ. აქ უფროა ამის ადგილი.

ესაა ვედური წინასწარმეტყველებები კალი იუგის შესახებ:


შრიმად-ბჰაგავატამი
მეთორმეტე სიმღერა

დეგრადაციის საუკუნე

მეორე თავი: კალი-იუგის ნიშნები


1. შუკადევა გოსვამიმ თქვა: შემდეგ, მეფეო, რელიგია, გულმართლობა, სისუფთავე, მოთმინება, მოწყალეობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ფიზიკური ძალა და მეხსიერება – ყველაფერი ეს დღითიდღე დაიკლებს კალის ეპოქის ძლევამოსილი გავლენის წყალობით.

2. კალი იუგაში მხოლოდ ერთი სიმდიდრეც კი ადამიანის კარგი დაბადების, ქცევის და ხასიათის თვისებების ნიშნად ჩაითვლება. კანონიც და სამართალიც მხოლოდ ძალაუფლების პოზიციიდან იქნება გამოყენებული.

3. მამაკაცები და ქალები ერთად იცხოვრებენ ზედაპირული გატაცების საფუძველზე. წარმატება საქმეში დაფუძნებული იქნება ტყუილზე. ქალურობა და მამაკაცურობა შეფასებული იქნება მხოლოდ სექსუალური ხელოვნების ფლობის საფუძველზე, და ადამიანის სიბრძნის ნიშანი მხოლოდ მისი წმინდა (ბრაჰმანული) თოკი იქნება.

4. პიროვნების სულიერი მდგომარეობა მხოლოდ გარეგნული ნიშნების საფუძველზე დადგინდება, და ამ საფუძველზევე გადავა ხალხი ერთი რელიგიური წესდებიდან მეორეში. ადამიანის ღირსება ეჭვის ქვეშ დადგება, თუკი იგი საარსებოდ კარგ საშუალებებს არ მოიპოვებს. და ის, ვინც ძალიან მარჯვეა სიტყვებით “ჟონგლიორობაში”, გამოჩენილ და კარგ მეცნიერად ჩაითვლება.

5. ადამიანი აღიქმება ბინძურად, თუ მას ფული არ ექნება. მლიქვნელობა აღიქმება როგორც ღირსება. ქორწინება შედგება მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე. და ადამიანი იფიქრებს, რომ ის საზოგადოების წინაშე წარდგომის ღირსია, თუკი იგი უბრალოდ განიბანა და კარგი ტანსაცმლით გამოეწყო.

6. წმინდა ადგილი აღქმული იქნება როგორც წყაროს წყალთან მდებარე მოშორებული ადგილი. სილამაზე ვარცხნილობაზე იქნება დამოკიდებული. მუცლის ავსება ცხოვრების მიზანი გახდება, და ის, ვინც თავხედია, მართლის მთქმელად და ალალად ჩაითვლება. ის, ვისაც ოჯახის რჩენა შეუძლია, გამოცდილ ადამიანად ჩაითვლება და რელიგიის პრინციპები მხოლოდ რეპუტაციის გამო იქნება დაცული.

7. როცა ამგვარად დედამიწა დეგრადირებული მოსახლეობით დასახლდება, მაშინ ვინც კი აჩვენებს თავს ძლიერად – ბრაჰმანი, კშატრია, ვაიშია თუ შუდრა – ის მიაღწევს ძალაუფლების ტახტს.

8. ძუნწი და სასტიკი მმართველების ხელში, რომლებიც ქურდებზე უარესად მოიქცევიან, ხალხი მთებში და ტყეებში დაიწყებს გაქცევას.

9. მაღალი გადასახადებით და შიმშილობით შეწუხებული მოსახლეობა ფოთლების ფესვების, ხორცის, ველური თაფლის, ნაყოფების, ყვავილების და თესლების ჭამას დაიწყებს. გვალვის გამო ისინი მთლიანად გაკოტრდებიან.

10. ხალხი ძალიან იქნება შეწუხებული სიცივის, ქარის, სიცხის, წვიმის და თოვლისგან. შემდეგ ისინი გასავათდებიან უთანხმოებებით, შიმშილობით, წყურვილით, ავადმყოფობებით და უკიდურესი შფოთვით.

11. სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა კალი იუგაში მხოლოდ ორმოცდაათ წელლს შეადგენს.

12-16. დროთა განმავლობაში, როცა კალი იუგა დასასრულს მიუახლოვდება, სხეულის ზომა ძალიან შემცირდება ზომებში, ვარნაშრამა-დჰარმას რელიგიური პრინციპებისაბოლოოდ მოისპობა. ვედური ცოდნიოს გზა სმთლიანად დავიწყებული იქნება და ე.წ. რელიგია ათეისტური იქნება. მეფეები უმეტესწილად ქურდები იქნებიან. ხალხის მთავარი პროფესია ქურდობა, ტყუილი და თავხედობა იქნება, და ყველა საზოგადოებრივი კლასი ყველაზე დაბალ – შუდრას დონემდე დაეშვება. ძროხები თხებს დაემგვანებიან, სულიერი სახლების (ტაძრები) ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლებისგან არ იქნებიან განსხვავებულნი. ოჯახური კავშირები იმაზე მეტ ხანს არ გაგრძელდება, ვიდრე მოკლევადიანი საქორწინო შეთანხმება. მცენარეების უმეტესობა მცირე ზომის იქნება, და ყველა ხე ისეთი იქნება, როგორც “შამის” ჯუჯა ხეები. ღრუბლები დუმილით იქნებიან სავსე, სახლები – სათნოებას მოკლებულნი, და ყველა ადამიანი ვირს დაემგვანება. ამ დროს დედამიწაზე მოვა ბჰაგავანი. იმოქმედებს რა წმინდა სულიერი სათნოების ძალით, იგი გადაარჩენს მარადიულ რელიგიას.

17. უფალი ვიშნუ – უზენაესი მეუფე, ყველა მოძრავი და უძრავი არსების სულიერი მასწავლებელი და ყველაფრის უზენაესი სული – დაიბადება, რათა დაიცვას რელიგიის პრინციპები და გადაარჩინოს თავისი ერთგულები მატერიალურ საქმიანობათა შედეგებისგან.

18. უფალი კალკი დაიბადება ყველაზე საუკეთესო ბრაჰმანის – უდიადესი სულის - ვიშნუიასას ოჯახში, სოფელ შამბჰალაში.

19-20. ღმერთის პიროვნება, სამყაროს უფალი, შეჯდება ცხენ – დევადატიზე, ხმლით ხელში ივლის დედამიწაზე და მოახდენს რვა მისტიკური სრულყოფის და რვა განსაკუთრებული თვისების გამოვლენას. აჩვენებს რა თავის თვალისმომჭრელ ელვარებას და იქროლებს რა უდიდესი სიჩქარით, ის მოკლავს მრავალ მილლიონ იმ ქურდს, რომლებიც გაკადნიერდნენ ისე ჩაეცვათ, თითქოს მეფეები ყოფილიყვნენ.

21. საბოლოოდ ყველა თვითმარქვია დამარცხებულ იქნება, ქალაქების და დასახლებების მაცხოვრებლები ნიავის ქროლვას შეიგრძნობენ, რომელიც სანდალის პასტის ღვთაებრივ სუნს და უფალი ვასუდევის სხვა მორთულობების სუნს მოიტანს, ამის გამო მათი ჭკუა ტრანსცენდენტალურად სუფთა გახდება.

22. როცა უფალი ვასუდევა, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, მათ გულში გაჩნდება თავისი სათნო ტრანსცენდენტული ფორმით, დარჩენილი მაცხოვრებლები კვლავ დაასახლებენ დედამიწას.

23. როცა უზენაესი უფალი რელიგიის დამცველის, უფალი კალკის სახით გაჩნდება დედამიწაზე,დაიწყება სატია იუგა და ადამიანთა საზოგადოება შობს შთამომავლობას სათნოების გუნაში...

29. უზენაესი უფალი, ვიშნუ, ბრწყინვალე და მანათობელი როგორც მზე და ცნობილი, როგორც კრშნა, როცა იგი დაბრუნდა სულიერ სამყაროში, ამ სამყაროში შემოვიდა კალი, და შემდეგ ხალხმა დაიწყო სიამოვნებების ძებნა ცოდვილ საქმიანობებში.

30. სანამ რამაპატი, ბედის ქალღმერთის ქმარი, დედამიწას ეხებოდა თავისი ლოტოსის ტერფებით, კალი უძლური იყო ამ პლანეტის დასაპყრობად.

31. როცა ბრძენთა თანავარსკვლავედი მაგჰის მთვარის მხარეს გაივლის, იწყება კალის ეპოქა. იგი მოიცავს ნახევარღმერთების თორმეტ ასწლეულს [432 000 მზიური წელიწადი].

32. როცა მაჰარიშების თანავარსკვლავედის უდიადესი ბრძენები მაგჰიდან პურვაშადჰიმდე მიაღწევენ, კალი თავისი მთელი ძალით შემოვა, დაწყებული მეფე ნანდათი და მისი დინასტიით.

33. ისინი, ვისაც მეცნიერულად ესმით წარსული, ამტკიცებენ, რომ იმავე დღეს, როცა უფალი კრშნა სულიერ ზეცაში წავიდა, დაიწყო კალის ეპოქის მოქმედება.

34. კალი-იუგის ათასი ზეციური წელიწადის შემდეგ ისევ დაიწყება კრიტა-იუგა. ამ დროს ყველა ადამიანის ჭკუა თვითმანათობელი იქნება.

35. ამგვარად მე ავღწერე მანუს სამეფო დინასტია, როგორც იგი დედამიწაზეა ცნობილი. მსგავსად შეიძლება მივყვეთ ვაიშიების, შუდრების და ბრაჰმანების ისტორიას, რომლებიც სხვადასხვა საუკუნეებში ცხოვრობდნენ.

36. ეს პიროვნებები, რომლებიც დიადი სულები იყვნენ, ახლა ცნობილნი არიან მხოლოდ თავიანთი სახელებით. ისინი მხოლოდ ამბებში და გადმოცემებში არსებობენ, რომელთაც ძველი დროიდან ჩვენამდე მოაღწიეს, და დედამიწაზე მათი მხოლოდ სახელი და დიდება რჩება.

37. დევაპი, მაჰარაჯა შანტანუს ძმა და მარუ, იკშვარუს შთამომავალი, - ორივე უდიდეს მისტიკურ ძალას ფლობს და დღესდღეობით სოფელ კალაპაში ცხოვრობენ.

38. კალის ეპოქის ბოლოს ეს ორი მეფე, მიიღებენ რა მითითებებს უშუალოდ ვასუდევასგან, დაბრუნდებიან ადამიანთა საზოგადოებაში და აღადგენენ მარადიულ რელიგიას, რომელიც ხასიათდება ვარნების და აშრამების დაყოფით, ისევე, როგორც ეს ადრე იყო.

39.ოთხი იუგის ციკლი – კრიტა (სატია), ტრეატ, დვაპარა და კალი – მუდამ გრძელდება დედამიწაზე და იმეორებს მოვლენათა ერთი და იმავე ძირითად ჯაჭვს...




მესამე თავი: ბჰუმი-გიტა (დედამიწის სიმღერა)

24. კალის ეპოქაში რელიგიური პრინციპების მხოლოდ მეოთხედი ნაწილი რჩება. ეს დარჩენილი ნაწილი თანდათან შემცირდება უღმერთობის პრინციპების ზრდის პარალელურად და თანდათა საბოლოოდ გაქრება.

25. კალის ეპოქაში ხალხი მიდრეკილია სიხარბისკენ. ერთმანეთს ებრძვიან ყოველგვარი მიზეზის გარეშე. უიღბლონი და მატერიალური სურვილებისგან დევნილნი თითქმის ყველანი შუდრები და ბარბაროსები არიან.

26. მატერიალური გუნები (მოდუსები) – სათნოება, ვნება და უმეცრება – რომელთა შერეული არსებობა ყოველი ადამიანის ჭკუაში შეიმჩნევა, დროის ძალით მოიყვანება მოქმედებაში....

30. როდესაც ჭარმობს ქურდობა, ტყუილი, სიზარმაცე, ძილიანობა, ძალადობა, სასოწარკვეთილება, ჭმუნვა, უგუნურება, შიში და სიღარიბე, - ეს ეპოქა კალის ეპოქად იწოდება, რომელიც უმეცრების გუნის გავლენის ქვეშაა.

უმეცრების გავლენის შედეგად ადამიანები იქნებიან უკმაყოფილონი, უიღბლონი, ხარბები, სიღარიბით დამარცხებულები. ქალები, რომლებიც დაკარგავენ უბიწოებას, თავისუფლად ივლიან ერთი კაციდან მეორესთან.

32. ქალაქებში ქურდები იბატონებენ. ვედები შეიბილწება ათეისტების სპეკულაციური ინტერპრეტაციებით, პოლიტიკური ლიდერები ფაქტიურად ამოწყვეტენ მოსახლეობას, და ე.წ. სულიერი პირები და ინტელექტუალები თავისი მუცლის და გენიტალიების მონები იქნებიან.

33. ბრაჰმაჩარიები ვერ შეასრულებენ თავის აღქმებს და დაკარგავენ სისუფთავეს. მეოჯახეები მათხოვრებად და მაწანწალებად იქცევიან, ვანაპრასთჰები იოცხოვრებენ სოფლებში და სანიასები იქნებიან სიმდიდრეზე დახარბებულები.

34. ქალები პატარები გახდებიან და ძალიან ბევრის ჭამას დაიწყებენ. გააჩენენ იმდენ ბავშვს, რომ ვერ მოუვლიან მათ და დაკარგავენ სირცხვილს. ისინი მუდამ უხეშად ილაპარაკებენ და დაეშვებიან ბარბაროსობამდე, ტყუილამდე და შეუკავებელ თავხედობამდე.

35. საქმიანი ადამიანები წვრილმანი საქმეებით დაკავდებიან და ტყუილით მოიპოვებენ ფულს. ნებისმიერი პროფესია მისაღებად და კარგად აღიქმება.

36. მსახურები მიატოვებენ ბატონებს, რომლებმაც დაკარგეს თავისი სიმდიდრე, მაშინაც კი, თუ ისინი წმინდა და მისაბაძ ხასიათს და თვისებებს ფლობენ. ასევე ბატონებიც მიატოვებენ უძლურ მსახურებს, მაშინაც კი, თუ მრავალი წელი ემსახურა მას. ძროხებს გააგდებენ, ან ხორცისთვის დაკლავენ, მას შემდეგ რაც რძე გაუთავდებათ.

37. კალი იუგაში ადამიანები ყოვლად გამოუსადეგარნი იქნებიან და მართულნი იქნებიან ქალების მიერ. ისინი მიატოვებენ თავის მამებს, ძმებს, სხვა ნათესავებსა და მეგობრებს და ამის ნაცვლად ურთიერთობა ექნებათ თავისი ცოლების ძმებთან და დებთან. ამგვარად მეგობრობის კონცეფცია ძირითადად სექსუალურ საფუძველზე იქნება დამყარებული.

38. უკულტურო ადამიანები მოწყალებას ითხოვენ ღმერთის წარმომადგენლის სახელით და საარსებო წყაროდ ასკეტიზმს და ბერულ ტანისამოსს გამოიყენებენ. ისინი, ვისაც რელიგიის არაფერი გაეგება, მაღალ პოსტებს დაიკავებენ და რელიგიური პრინციპების შესახებ ლაყბობის უფლებას მისცემენ თავს.

39-40. ადამიანის ჭკუა მუდამ აგზნებული იქნება, ისინი გამოიფიტებიან შიმშილისგან და გადასახადებისგან, მუდამ გვალვის შიშში იქნებიან. არ ექნებათ საკმარისი ტანსაცმელი, საჭმელი და სასმელი, ვერ შეძლებენ სრულფასოვან დასვენებას, სექსს და განბანვას, არ ექნებათ მორთულობები, რათა სხეული მოიკაზმონ. ფაქტიურად კალი-იუგის ადამიანები თანდათან სულების და მოჩვენებების მიერ დევნილ არსებებს დაემგვანებიან.

41. ადამიანები ერთმანეთს შეიძულებენ რამდენიმე მონეტის გულისთვისაც კი. მზად იქნებიან მოკლან საკუთარი ნათესავებიც.

42. ადამიანები აღარ დაიცავენ თავის მოხუცებულ მშობლებს, თავის შვილებს ან თავის ცოლებს. მთლიანად დაცარიელებულები, მხოლოდ საკუთარ მუცელზე და გენიტალიებზე იზრუნებენ.

43. ო მეფეო, კალის ეპოქაში ადამიანთა გონება ათეიზმით იქნება გარყვნილი. ისინი თითქმის არასოდეს არ მოაწყობენ მსხვერპლშეწირვას სამივე სამყაროს უზენაესი სულიერი მასწავლებლისადმი. მიუხედავად იმისა, რომ დიადი პიროვნებები, რომლებიც მართავენ სამყაროს, უკლებლივ ყველანი ეთაყვანებიან აჩიუტას – უზენაესი ღმერთის, ლოტოსის ტერფებს, არაფრისმაქნისი და საწყალობელი ადამიენური არსებები არ მიბაძავენ მათ.

44. სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი საწოლში იტანჯება. და მიუხედავად იმისა, რომ ხმა უკანკალებს, და უჭირს იმის გაცნობიერება, თუ რას ლაპარაკობს, თუ იგი წარმოდთქვამს უზენაესი უფლის წმინდა სახელს, შეუძლია განთავისუფლდეს თავისი კარმული შედეგებისაგან და სრულქმნას მიაღწიოს. მაგრამ მიუხედავად ამისა კალის ეპოქაში ადამიანები არ სცემენ თაყვანს უზენაეს უფალს.

45. კალი იუგაში ობიექტები, ადგილები და ცალკეული ადამიანები – ყველაფერი ეს შერყვნილი და დაბინძურებული იქნება. ყოვლისშემძლე უფალს კი შეუძლია ყველა მსგავსი სიბინძურე მოაშოროს იმის ცხოვრებიდან, ვინც უფალს თავის ჭკუა-გონებაში მოათავსებს.

46. თუ ადამიანი ისმენს უზენაესი უფლის შესახებ, ადიდებს მას, მედიტირებს მასზე, ეთაყვანება ან დიდ პატივისცემას გამოხატავს მისადმი, ვინც მის გულში იმყოფება (ღმერთისადმი), უფალი მოაშორებს მისი ჭკუიდან სიბინძურეს, რომელიც მრავალი ათასი ცხოვრების შედეგად დაუგროვდა.

47. ზუსტად ისე, როგორც ცეცხლი აცილებს ოქროს ზედმეტ მინარევებს, ასევე უფალი ვიშნუ, რომელიც ყველას გულში იმყოფება, წმენდს მინდობილი იოგების გულებს.

48. ნახევარღმერთებისადმი თაყვანისცემის, ასკეზების, სუნთქვის კონტროლის, თანაგრძნობის, წმინდა ადგილებში განბანვის, მკაცრი აღქმების, მოწყალების და სხვადასხვა მანტრის გამეორების პროცესებში ჭკუა ვერ მიაღწევს იმ აბსოლუტურ განწმენდას, რომელიც მიიღწევა მაშინ, როცა ღმერთის უსაზღვრო პიროვნება მის გულში ჩნდება.

49. ამიტომ, ო მეფეო, ეცადე რადაც არ უნდა დაგიჯდეს კონცენტრაცია მოახდინო უზენაეს უფალ კეშავაზე, რომელიც გულშია. მუდამ კონცენტრაციის მდგომარეობაში იყავი, და სიკვდილის შემდეგ შენ აუცილებლად მიაღწევ მიზანს. (აქვე ვიტყვი რომ ის მეფე (პარიკშიტი), რომელსაც შუკადევა გოსვამი ელაპარაკებოდა, წყევლის გამო რამდენიმე დღეში უნდა მომკვდარიყო).

50. ჩემო ძვირფასო მეფეო, ღმრთეების პიროვნება უმაღლესი განმგებელია. ის უზენაესი სულია და უმაღლესი თავშესაფარია ყველა ცოცხალი არსებისთვის. როცა მასზე მედიტირებს ის, ვინც სიკვდილის პირასაა, ღმერთი უხსნის მას თავის საწყის სულიერ მდგომარეობას.

51. ძვირფასო მეფეო, თუმცა კალი-იუგა სიბინძურის ოკეანეა, ამ ეპოქას მაინც აქვს ერთი კარგი თვისება: მხოლოდ უფალი კრიშნას დიდებით, ყველას შეუძლია განთავისუფლდეს მატერიალური მონობისგან და წავიდეს სულიერ სამყაროში.

52. როგორი შედეგებიც არ უნდა მივიღოთ კრიტა-იუგაში უფალ ვიშნუზე მედიტაციით, ტრეტა-იუგაში – მსხვერპლშეწირვებით, დვაპარა-იუგაში – უფლის ლოტოსის ტერფების მსახურებით, ისინი კალი-იუგაში უფალ ჰარისადმი დიდების გალობით მიიღწევა.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jun 23 2010, 10:45 PM
პოსტი #323


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ალურობა და მამაკაცურობა შეფასებული იქნება მხოლოდ სექსუალური ხელოვნების ფლობის საფუძველზე, და ადამიანის სიბრძნის ნიშანი მხოლოდ მისი წმინდა (ბრაჰმანული) თოკი იქნება.

წმინდა თოკი რას ნიშნავს ატმან?

ციტატა
39.ოთხი იუგის ციკლი – კრიტა (სატია), ტრეატ, დვაპარა და კალი – მუდამ გრძელდება დედამიწაზე და იმეორებს მოვლენათა ერთი და იმავე ძირითად ჯაჭვს...

ეს რა საინტერესო რამ წავიკითხე smile.gif
ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 24 2010, 04:24 AM
პოსტი #324


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ქევანა
ციტატა
წმინდა თოკი რას ნიშნავს ატმან?


ძველად ბრაჰმანული ინიციაციის დროს თოკს გადასცემდნენ ბრაჰმანებს, რომელსაც მკლავზე იხვევდნენ და მასზე ხანდახან გაიატრი მანტრას ამბობდნენ.

დღეს სიმბოლურად ეს დიპლომმა შეცვალა. იმიტომ რომ განსწავლულობის სიმბოლო დიპლომია.

ციტატა
ეს რა საინტერესო რამ წავიკითხე ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო


ძირითადი ჯაჭვი (ანუ ფაბულები) იგივეა დედამიწაზე ყოველთვის. იცვლება სიუჟეტები და მოქმედი პირები (ანუ ახალ როლებს სხვა სულები თამაშობენ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jun 24 2010, 06:41 AM
პოსტი #325


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



არა რა მე კალი-იუგა მევასება მაგრად,მაგარი "ბეზბოჟნია" რა)),შესანიშნავად ვგრძნობ თავს მის ეპოქაში))
უბრალოდ ამბოლოდროს ისევ რაჯა-გუნამ შემომიტია)) და თან მგონი "ასურა-ბჰავამ"-გავხდი,


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 24 2010, 06:52 AM
პოსტი #326


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



.zakaria.


სხვათა შორის ასურები, რომლებიც ღმერთის სამსახურში დგებიან, ბოლოს აუცილებლად თავისუფლდებიან მატერიალური ტყვეობისგან და ილუზიისგან smile.gif

შენ კიდე ასურა კი არა ქრისტეს ერთგული ხარ ბოლოს და ბოლოს, ასე რომ რაჯა გუნდა და ტამა გუნა ნელ-ნელა გაივლის biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jun 24 2010, 06:55 AM
პოსტი #327


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



და "აბსარა" რომ მომადგა უკვე? ეეეხ მომიწევს მე ალბათ პლანეტა "პიტალაზე" ან "ვიტალაზე"))
ისე ატმან ჩვენ ფორუმზე რაღაც აბსარები არჩანან და რისი ბრალია? მე შემთხვევით გადავეყარე ნასვამი ან გადამეყარა და რაჯა -გუნაში მექაჩება)))
თქვი ბიჭო რავქნა მეშველება რამე?
ისე ამ ღადაობა ღადაობაში ვედები მაგარი გავიზუთხე და ძმაკაცებს უკვე ნახევარღმერთების სახელებს ვეძახი მოფერებით)))))))))))))))))))))))


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 24 2010, 07:10 AM
პოსტი #328


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



.zakaria.
ციტატა
ისე ამ ღადაობა ღადაობაში ვედები მაგარი გავიზუთხე და ძმაკაცებს უკვე ნახევარღმერთების სახელებს ვეძახი მოფერებით)))))))))))))))))))))))


ჯერ სადა ხარ, სანსკრიტი უნდა გასწავლო კარგად biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jun 24 2010, 07:18 AM
პოსტი #329


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(Atman @ Jun 24 2010, 07:10 AM) *

.zakaria.
ჯერ სადა ხარ, სანსკრიტი უნდა გასწავლო კარგად biggrin.gif

ეგ ხო ვიცი და თან კაი ხანია კატმანდუში და გოაში შევისწავლე biggrin.gif
ეეხ ერთი ჯიგარი შიანა მომცა შევაჯდებოდი ზურგზე და ხო ვიპრენდი მთელ კოსმოსში,ან იატუჰანი მომცა ერთიიი რეებს გავაკეთებინებდიი)))


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 24 2010, 07:49 AM
პოსტი #330


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ახლა დავდებ "ბჰაგავად-გიტას" შესავალიდან ნაწყვეტს (შრილა პრაპჰუპადას სიტყვებს), რომელშიც ახსნილია სულის პირვანდელი დანიშნულება, ანუ სანატანა დჰარმა და მისი შედარება რელიგიებთან:




ვედური ცოდნა კვლევა ძიების საკითხი არ არის. ჩვენი კვლევითი საქმიანობა არასრულყოფილია, ვინაიდან მას არასრულყოფილი გრძნობებით ვაწარმოებთ. ჩვენ უნდა მივიღოთ ჭეშმარიტი ცოდნა, რომელიც ბჰაგავად-გიტას თანახმად, პარამპარას (მოწაფეობრივი თანმიმდევრობის) გზით ეშვება. უნდა მივიღოთ ცოდნა იმ მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჭეშმარიტი წყაროდან, რომელიც უმაღლესი სულიერი მოძღვრით, თავად უფლით იწყება და შემდეგ სულიერ მოძღვართა თანმიმდევრობას გადაეცემა. არჯუნა, მოწაფე, რომელიც უფალი შრი კრშნასგან სწავლობდა, უსიტყვოდ იღებს კრშნას ყოველ ნათქვამს. არ შეიძლება ვაღიაროთ ბჰაგავად-გიტას ნაწილი და ნაწილი – არა. ბჰაგავად-გიტა უნდა მივიღოთ ინტერპრეტაციის, ნაწილის ამოშლისა და შინაარსში თვითნებური ჩარევის გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ გიტა არის ნაწარმოები, რომელშიც ყველაზე სრულყოფილადაა წარმოდგენილი ვედური ცოდნა. იგი მიღებულია ტრანსცენდენტული წყაროებიდან და პირველი სიტყვები თავად უფალს ეკუთვნის. უფლის მიერ ნათქვამ სიტყვებს აპაურუშეია ჰქვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი განსხვავდება ოთხი ნაკლოვანებით დაავადებული ამქვეყნიური კაცის მიერ წარმოთქმული სიტყვებისგან. ამქვეყნიური კაცი:
1) აუცილებლად უშვებს შეცდომებს,
2)მუდამ ილუზიაშია,
3)სხვისი მოტყუების მიდრეკილება აქვს და
4) შეზღუდულია არასრულყოფილი გრძნობებით.

ამ ოთხი ნაკლოვანების მქონე პიროვნება ვერ მოგვცემს სრულყოფილ ცნობებს ყოვლისმომცველ ცოდნაზე...

არსებობს მრავალი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ის, რაც უფალმა გამოგვიყო. ბჰაგავად-გიტაში ეს საკითხიც განმარტებულია. თYავიდან არჯუნამ გადაწყვიტა არ მიეღო მონაწილეობა კურუკშეტრას ბრძოლაში. ეს მისი საკუთარი გადაწყვეტილება იყო. არჯუნამ უთხრა კრშნას, რომ თავის სამეფოში საკუთარი ნათესავების მოკვლის შემდეგ ბედნიერი ვერ იქნებოდა. ასეთი გადაწყვეტილება სხეულზე იყო დამყარებული, ვინაიდან საკუთარი თავი სხეული ეგონა და სხეულის ნათესავები, ანუ ექსპანსიები მიაჩნდა ძმებად, ბიძაშვილებად, ბაბუებად და ა.შ. ამიტომ სხეულის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სურდა. უფალმაც ბჰაგავად-გიტა სწორედ იმიტომ მოუთხრო, რომ შეეცვალა არჯუნას შეხედულება. ბოლოს არჯუნამ გადაწყვიტა ებრძოლა უფლის ხელმძღვანელობით, როდესაც თქვა, კარიშიე ვაჩანამ ტავა: “გავაკეთებ იმას, რასაც მეტყვი.”

ამქვეყნად ადამიანები განკუთვნილნი არ არიან იმისთვის, რომ ძაღლებივითა და კატებივით იჩხუბონ. ადამიანებმა გონიერება უნდა გამოიჩინონ, რათა შეიგნონ ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობა და უარი თქვან უბრალო ცხოველებივით მოქმედებაზე. კაცმა უნდა გაიგოს საკუთარი სიცოცხლის მიზანი. ამაზე მიგვითითებს მთელი ვედური ლიტერატურე, რომლის კვინტესენციაც არის ბჰაგავად-გიტა. ვედური ლიტერატურე განკუთვნილია ადამიანებისთვის და არა ცხოველებისთვის. ცხოველი მოკლავს სხვა ცხოველებს და მისი მხრიდან ეს ცოდვა არ იქნება, მაგრამ თუკი ადამიანი მოკლავს ცხოველს თავისი დაუოკებელი ენის დასაკმაყოფილებლად, პასუხიც უნდა აგოს ბუნების კანონების დარღვევისათვის. ბჰაგავად-გიტაში ნათლად არის განმარტებული, რომ ბუნების სხვადასხვა მოდუსთა შესაბამისად, არსებობს სამი სახის საქმიანობა: საქმიანობა სათნოებაში, ვნებასა და უგუნურებაში. ყველაფერი ეს გარკვევით არის აღწერილი და თუკი სწორად ვსარგებლობთ ბჰაგავად-გიტას დარიგებებით, ჩვენი არსებობა მთლიანად განიწმინდება და საბოლოოდ მივაღწევთ დანიშნულების ადგილს, რომელიც ამ მატერიალური ცის მიღმა იმყოფება.

დანიშნულების ამ ადგილს სანატანა ზეცა, მარადიული, სულიერი ზეცა ეწოდება. ჩვენ ვხედავთ, რომ მატერიალურ სამყაროში ყველაფერი წარმავალია. რაიმე ჩნდება, ერთ ხანს არსებობს, იძლევა თანაპროდუქტებს, ილევა და ქრება. ასეთია მატერიალური სამყაროს კანონი, რომელიც სხეულის, ნაყოფის ან ნებისმიერ სხვა მაგალითზე ჩანს. მაგრამ ამ წარმავალ სამყაროს მიღმა არსებობს სხვა სამყაროც, რომლის შესახებაც არ გვეძლევა ცნობები. იგი შედგება სხვა ბუნებისგან, რომელიც სანატანა, მარადიულია. მეთერტმეტე Aტავში ნათქვამია, რომ ჯივა სანატანა, ანუ მარადიულია და უფალიც სანატანაა. ჩვენ უფალთან ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს და ვინაიდან სანატანა-დჰამა, ანუ ზეცა, უზენაესი სანატანა პიროვნება და სანატანა ცოცხალი არსებები თვისობრივად ერთნი ვართ, ბჰაგავად-გიტას მიზანიც ამაში მდგომარეობს, რომ განაახლოს ჩვენი სანატანა საქმიანობა, ანუ სანატანა-დჰარმა, რომელიც ყოველი ცოცხალი არსების მარადიულ საქმიანობას წარმოადგენს. ჩვენ დროებით ათასგვარი საქმიანობით ვართ დაკავებული, მაგრამ ჩვენი ყოველი საქმიანობა განიწმინდება, როდესაც თავს მივანებებთ ამ დროებით საქმიანობაებს და ხელს მოვკიდებთ საქმიანობას, რომელიც უზენაესმა უფალმა დაგვიწესა. ამას ეწოდება ჩვენი წმინდა სიცოცხლე.

უზენაესი უფალიც და მისი ტრანსცენდენტული სავანეც სანატანა არიან, ისევე როგორც ცოცხალი არსებები, და სანატანა სავანეში უზენაეს უფალსა და ცოცხალ არსებებს შორის ურთიერთობის მიღწევა ადამიანის სიცოცხლის სრულქმნას წარმოადგენს. უფალი უაღრესად კეთილია ცოცხალი არსებების მიმართ, ვინაიდან ისინი მისი შვილები არიან. უფალი აცხადებს ბჰაგავად-გიტაში, სარვა-იონიშუ... აჰამ ბიჯაპრადაჰ პიტა: „მე ვარ მამა ყოვლისა.“ ცხადია, არსებობს სხვადასხვა სახეობის ცოცხალი არსებები მათი კარმის შესაბამისად, მაგრამ უფალი აქ აცხადებს, რომ იგი ყოველი მათგანის მამაა. ამიტომ უფალი ეშვება, რათა გამოასწოროს დაცემული, განპირობებული სულები, მარადიულ სანატანა ზეცაში დასაბრუნებლად მოუხმოს, რათა სანატანა ცოცხალმა არსებებმა აღიდგინონ თავიანთი სანატანა მდგომარეობა უფალკთან მარადიულ ურთიერთობაში. უფალი თავად მოდის სხვადასხვა ინკარნაციის სახით, ან თავის სანდო მსახურებს შვილების, თანამგზავრების ან აჩარიების სახით აგზავნის განპირობებული სულების გამოსასწორებლად.

ამიტომ სანატანა-დჰარმა რაიმე სექტანტურ რელიგიურ პროცესს არ წარმოადგენს. იგი მარადიულ ცოცხალ არსებათა მარადიული დანიშნულებაა მარადიულ უზენაეს უფალთან ურთიერთობაში. როგორც ითქვა, სანატანა-დჰარმა ცოცხალი არსების მარადიულ საქმიანობებს ეხება. შრიპადა რამანუჯაჩარიამ განმარტა, რომ სიტყვა სანატანა ნიშნავს იმას, რასაც „არა აქვს დასაწყისი ან დასასრული“, ამიტომ როდესაც სანატანა დჰარმაზე ვსაუბრობთ, შრიპადა რამანუჯაჩარიას ავტორიტეტზე დაყრდნობით თავისთავად უნდა ვიგულისხმოთ, რომ მას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული.

ინგლისური სიტყვა რელიგია რამდენადმე განსხვავდება სანატანა-დჰარმისგან. რელიგია რწმენის იდეას გამოხატავს, რწმენა კი შწეიძლება შეიცვალოს. ადამიანს შეიძლება სწამდეს გარკვეული პროცესისა, შემდეგ რწმენა შეიცვალოს და სხვა რწმენა აღიაროს, მაგრამ სანატანა დჰარმა ნიშნავს იმ საქმიანობას, რომლის შეცვლაც შეუძლებელია. მაგალითად წყალს ვერ წავართმევთ თხევადობას, ვერც ცეცხლს ჩამოვაშორებთ სითბოს. მსგავსად ამისა, შეუძლებელია მარადიული ცოცხალი არსებებისაგან მისი მარადიული დანიშნულების ჩამოშორება. სანატანა მარად განუყოფელია ცოცხალი არსებისგან, ამიტომ როდესაც სანატანა დჰარმაზე ვსაუბრობთ, შრიპადა რამანუჯაჩარიას ავტორიტეტზე დაყრდნობით, თავისთავად უნდა ვიგულისხმოთ, რომ მას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ის, რასაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, არ უნდა იყოს სექტანტური, ვინაიდან შეუძლებელია მისი რაიმე საზღვრებით შეზღუდვა. მათ, ვინც გარკვეულ სექტანტურ სარწმუნოებებს მიეკუთვნებიან, შეიძლება სანატანა-დჰარმაც სექტანტური ეჩვენოთ, მაგრამ თუკი ამ საკითხს ჩავუღრმავდებით და თანამედროვე მეცნიერების შუქზე განვიხილავთ, დავინახავთ, რომ სანატანა-დჰარმა სამყაროს ყოველი ადამიანის მოვალეობაა, და არა მარტო ყოველი ადამიანისა, არამედ სამყაროს ყოველი ცოცხალი არსებისაც.

არა-სანატანა რელიგიურ სარწმუნოებას შეიძლება კაცობრიობის ისტორიის მატიანეში საწყისი გააჩნდეს, მაგრამ არ არსებობს სანატანა-დჰარმის ისტორიული საწყისი, ვინაიდან იგი მუდამ თან ახლავს ცოცხალ არსსებას. რაც შეეხება ცოცხალ არსებებს, ავტორიტეტულ შასტრებში ნათქვამია, რომ მათ არც დაბადების და არც სიკვდილის თარიღი არ გააჩნიათ. გიტაში ნათქვამია, რომ ცოცხალი არსება არასოდეს იბადება და არასოდეს კვდება. მარადიულია და ურღვევი და ცოცხლობს წარმავალი მატერიალური სხეულის მოსპობის შემდეგაც. სანატანა-დჰარმას ცნების დამოწმებით, სანსკრიტული სიტყვის ფუძის მნიშვნელობიდან ვცადოთ რელიგიის ცნების გაგება. დჰარმა ნიშნავს იმას, რაც მარადიულად ახლავს რაიმე გარკვეულ საგანს. ჩვენ დავასკვენით, რომ ცეცხლს სინათლე და სითბო ახლავს თან. სითბოსა და სინათლის გარეშე მას მნიშვნელობა ეკარგება. სწორედ ასევე, უნდა აღმოვაჩინოთ ცოცხალი არსების ძირითადი ნაწილი, რომელიც მისი მუდმივი თანამგზავრია. ეს მუდმივი თანამგზავრია მისი მარადიული თვისება, რომელიც მისი მარადიული რელიგია გახლავთ.

როდესაც სანატანა გოსვამიმ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს ჰკითხა ყოველი ცოცხალი არსების სვარუპას შესახებ, უფალმა უპასუხა, რომ ცოცხალი არსების სვარუპა, ანუ კონსტიტუციური მდგომარეობა არის ღმრთეების უზენაესი პიროვნების მსახურება. თუკი უფალ ჩაიტანიას ამ ნათქვამს გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ ყოველი ცოცხალი არსება მუდამ მრავალნაირად ემსახურება სხვა ცოცხალ არსებებს. ერთი ცოცხალი არსება დანარჩენ ცოცხალ არსებებს მრავალნაირად ემსახურება. სწორედ ეს ანიჭებს მას სიცოცხლით ტკბობას. დაბალი ცხოველები ისევე ემსახურებიან ადამიანებს, როგორც მსახურები – ბატონს. ერთი ერთ ბატონს ემსახურება, ეს უკანასკნელი სხვა ბატონს, რომელიც თავის მხრივ კიდევ სხვა ბატონის მსახურია და ა.შ. ამრიგად, ვხედავთ, რომ მეგობარი ემსახურება მეგობარს, დედა-შვილს, ცოლი-ქმარს, ქმარი-ცოლს და ა.შ. თუკი ასეთ კვლევას გავაგრძელებთ, ვნახავთ, რომ ცოცხალ არსებათა საზოგადოებაში არ არსებობს გამონაკლისი, რომ ვინმე სხვას არ ემსახურებოდეს. პოლიტიკური მოღვაწე აცნობს ხალხს თავის მანიფესტს, რათა დაარწმუნოს რაოდენ დიდი მსახურია. ამიტომაც ამომრჩევლები თავიანთ ძვირფას ხმებს აძლევენ, რადგან თვლიან, რომ იგი ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს საზოგადოებას. მარადიული ცოცხალი არსების ამ მარადიული უნარის გამო, გამყიდველი ემსახურება მყიდველს, მუშა – კაპიტალისტს, კაპიტალისტი – ოჯახს და ოჯახი კი – სახელმწიფოს. ამრიგად ვხედავთ, რომ არც ერთი ცოცხალი არსება არ არის სხვა ცოცხალი არსებების სამსახურისგან თავისუფალი. ამიტომაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სამსახური ცოცხალი არსების მარადიული თანამგზავრია და რომ მსახურება ცოცხალი არსების მარადიულ მოვალეობას წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა კონკრეტული დროისა და ვითარების გამო, ადამიანი გარკვეული სარწმუნოების მიმდევრად აღიარებს თავს, ამიტომ წარმოგვიდგება ინდუსად, მუსულმანად, ქრისტიანად, ბუდისტად ან სხვა რელიგიისა თუ სექტის წარმომადგენლად. ასეთი დასახელებები არა-სანატანა-დჰარმაა. ინდუსმა შეიძლება სარწმუნოება გამოიცვალოს და მუსულმანი გახდეს, ან მუსულმანმა შეიცვალოს სარწმუნოება და გახდეს ინდუსი, ან ქრისტიანმა იცვალოს სარწმუნოება და ა.შ. მაგრამ რელიგიური სარწმუნოების შეცვლა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ახდენს გავლენას სხვების მსახურების მარადიულ მოვალეობაზე. ინდუსი, მუსულმანი თუ ქრისტიანი ნებისმიერ შემთხვევაში ვიღაცის მსახურია. ამრიგად გარკვეული სახის სარწმუნოების აღიარება სანატანა-დჰარმის აღიარებას არ გულისხმობს. სანატანა-დჰარმა მსახურებას ნიშნავს.

ფაქტიურად ჩვენ უზენაეს უფალთან სამსახური გვაკავშირებს. უზენაესი უფალი უმაღლესი განმცხრომელია, ჩვენ კი, ცოცხალი არსებები, მისი მსახურები ვართ. ჩვენ მისი სიამოვნებისთვის ვართ შექმნილი და თუკი მონაწილეობას მივიღებთ ღმრთეების უზენაეს პიროვნებასთან მარადიულ სიამოვნებაში, ბედნიერები ვიქნებით. სხვაგვარად ბედნიერებას ვერ მივაღწევთ. დამოუკიდებლად ბედნიერება შეუძლებელია, ისევე, როგორც სხეულის ვერც ერთი ნაწილი ვერ იქნება ბედნიერი კუჭთან თანამშრომლობის გარეშე. ცოცხალი არსება ვერ გახდება ბედნიერი, თუკი ტრანსცენდენტულ სასიყვარულო სამსახურს არ მიუზღავს უზენაეს უფალს.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 25 2010, 01:08 PM
პოსტი #331


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ახალ სემინარს ვთარგმნი. ვედური ფსიქოლოგიის გაგრძელებაა დაახლოებით. მერე რომ არ იყოს პრეტენზიები გეკითხებით: დავდო თუ არა?

5 ხმა თუ მოგროვდება დავდებ, თუ არადა მხოლოდ ფორუმ.გე-ზე დავდებ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 25 2010, 09:08 PM
პოსტი #332


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



გავბანძდი? user.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
self
პოსტი Jun 25 2010, 09:43 PM
პოსტი #333


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 17-April 10
წევრი № 8,639



ციტატა(Atman @ Jun 25 2010, 09:08 PM) *

გავბანძდი? user.gif


Atman
ეგ ნაადრევი იყო... biggrin.gif
ყოველშემთხვევაში მიხარია, რომ პირველი ხმის პატივი მერგო a075.gif

ისე მაგ სემინარს კრიშნას ისტორიებსაც თუ მოაყოლებ არ იქნება ურიგო, რაღაც დავინტერესდი... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თიბეა
პოსტი Jun 25 2010, 10:59 PM
პოსტი #334


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 21-January 10
წევრი № 8,014



უკვე ორი ხმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sicher
პოსტი Jun 26 2010, 04:58 AM
პოსტი #335


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 117
რეგისტრ.: 3-August 09
წევრი № 7,337



...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 26 2010, 10:11 AM
პოსტი #336


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



2 ხმა მჭირდება კიდე smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Fee
პოსტი Jun 26 2010, 12:49 PM
პოსტი #337


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 18-April 10
წევრი № 8,647



დადე ატმან! smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 26 2010, 01:19 PM
პოსტი #338


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



კიდევ ერთი ხმა და დავდეეებ rolleyes.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Fee
პოსტი Jun 26 2010, 02:06 PM
პოსტი #339


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 18-April 10
წევრი № 8,647



კიდევ ერთი ხმა ჩემგან biggrin.gif და დადე რა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 26 2010, 02:22 PM
პოსტი #340


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
კიდევ ერთი ხმა ჩემგან და დადე რა


შენგან მეორე აღარ ითვლება. სხვისგანაც უნდა იყოს biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 15 16 17 18 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 07:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი