IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ქრისტიანის ღირსება
kinoteli
პოსტი Apr 27 2010, 03:26 PM
პოსტი #1


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



რა არის შენი,როგორც ქრიტიანის ღირსება?
ამავედროს რა არის შენთვის ღირსების დაცვა?


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 27 2010, 03:43 PM
პოსტი #2


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ღირსებაა ჩემი რწმენა, ჩემი ნათესავები და ახლობლები, ჩემი სამშობლო...
ღირსების დაცვაში კი გააჩნია რა ფორმით გიტევს ადამიანი...


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+ვახტანგი+
პოსტი Apr 27 2010, 03:55 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721



ამ თემის შესახებ იხილეთ ეს წერილები. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის და სხვა წმიდა მამათა სწავებიდან.


"რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი..." „ფარისეველი და მეზვერე“

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის "გამოკრებილნი სწავლანი"


--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
uxucesi
პოსტი Apr 27 2010, 03:57 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 58
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,712



ციტატა(ikanosi @ Apr 27 2010, 03:43 PM) *

ღირსებაა ჩემი რწმენა, ჩემი ნათესავები და ახლობლები, ჩემი სამშობლო...
ღირსების დაცვაში კი გააჩნია რა ფორმით გიტევს ადამიანი...

ვეთანხმები....ღირსება ადამიანის ის ღირებულებაა რომელსაც უნდა იცავდეს...(ბევრს არასწორედ ესმის ღირსება და მისი დაცვა)ადამიანის ღირსებაა რწმენა,ეკლესია,სამშობლო,ოჯახ
,ენა,კულტურა და სწორედ ამის დაცვაა ღირსების დაცვა....ჩვენ კი საკუთარი ეგოიზმი,პატივმოყვარება გაგვიხდია ღირსებად,ამიტომაცაა მათ დამცველთ ადვილად გვწყინს,ვღიზიანდებით,და როცა ჩვენს "მეს" შეურაცხყოფენ,გვგონია ღირსებას გვილახავენ და ჩვენც კბილებით ვცდილობთ საკუთარი ამპარტავნების,სიამაყის დაცვას..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+ვახტანგი+
პოსტი Apr 27 2010, 04:03 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721



ციტატა
ღირსება ქრისტიანისა

„ფარისევლისა და მეზვერის“ იგავის უფლისმიერი სათქმელი, როგორც დავრწმუნდით, თავმდაბლობის სათნოებას ასაჩინოებს. მლოცველი მეზვერე სწორედ თავისი თავმდაბლობით ამაღლდა ღვთის წინაშე, ეს ცოდვილი საკუთარი უღირსების აღიარებით შეუდგა ზეციური სასუფევლისაკენ აღმყვანებელ გზას. მეზვერეობა, ფარისევლობისაგან განსხვავებით, ამიტომაც განიხილება ამ იგავში, ვითარცა ცოდვილის განმართლების ყველაზე ღირსეული გზა. ყოველივე ამას კი ბუნებრივად მივყავართ ქრისტიანის ღირსებამდე.

თავმდაბლობა ქრისტიანის ღირსების უმშვენიერესი სამკაულია. ქრისტიანი საკუთარი ღირსების დაცვას თავმდაბლობის გარეშე ვერ შეძლებს. მაგრამ რა არის ქრისტიანისათვის ღირსება? რომელი საზომით იზომება ღირსება ქრისტიანისა? ამ შეკითხვებზე მართებული პასუხის გაცემა მეტად მნიშვნელოვანია არათუ ქრისტიანისათვის, არამედ ყოველი კეთილგონიერი ადამიანისათვისაც.

მე ვარ ადამიანი - ასე შეიძლება გაიშიფროს ფორმულა ადამიანური ღირსებისა. თუმცა ჭეშმარიტი შეცნობა იმისა, რომ ადამიანი ხარ, მაშინ იწყება, როცა არც ზედმეტს მიაწერ საკუთარ თავს და არც იმას შეურაცხყოფ, რაც ღვთისაგან გაქვს მონიჭებული. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ადამიანის ღირსების საკითხს სულიერი სიწმინდის გათვალისწინებით განიხილავს და ბრძანებს: „პირადი ღირსების, პირადი პასუხისმგებლობისა და სრულყოფის იდეა რელიგიური წესრიგის იდეაა. „აჰა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს“ (ლუკა 17,21) - ბრძანებს წმიდა ლუკა მახარებელი. აქ პირდაპირაა გაცხადებული პიროვნებისაგან სულიერი სიწმიდის მოთხოვნის აუცილებლობა“.

თავმდაბლობის, სინანულის, სიმშვიდისა და მორჩილების საუფლოში დამკვიდრებულს მუდამ ახსოვს, რომ იგი - ადამიანია. ამიტომ აუცილებელი ხდება იმის ნათელყოფა, თუ რა საღვთისმეტყველო და ქრისტიანულ-ზნეობრივ შინაარსს იტევს ქრისტიანისათვის ცნება „ადამიანი“. ქრისტიანმა უნდა იცოდეს, მასში არსებულიდან რა არის ადამიანური და რა - ღვთიური. ადამიანური ღირსება იზომება მასშივე არსებული (თუ ზეგარდამო მონიჭებული) ღვთიურობით, იმით, რაც ღვთისაგან მიეცა და მიებოძა. ღმერთმა ადამიანს თავისი ხატება და მსგავსება მიანიჭა, თავისი მსგავსისა და ხატის ღირსად გახადა. განა ეს ღვთის უდიდესი წყალობა არ არის?!

პატიოსნება, პატივი და ღირსება

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი თავის ერთ-ერთ დიდებულ ქადაგებაში (პატივსა და პატიოსნებასთან დაკავშირებით) საგანგებოდ განგვიმარტავს პატიოსნების ფესვებისა და წყაროს რაობას. „თუ გახსოვს შენ, ძმაო, რა ღირსება აქვს კაცის ბუნებასა, მაშინ შეგრცხვება ყოვლისა სიცრუისა, მოტყუებისა და პირობის გატეხისა“ - ასე მოგვმართავს იგი ქადაგების დასაწყისში. წმიდა ეპისკოპოსის თქმით, პატიოსნების გარეშე ვერც ერთი ადამიანი ვერ გახდება კარგი ქრისტიანი, რადგან ქრისტიანობა, არსებითად, სწორად იმ პირობის (აღთქმის) პატიოსნად შესრულებაა (აღსრულებაა), რომელიც უფალმა დაგვიდო, და რომელსაც ქრისტიანი ღვთის წინაშე დებს ნათლისღებით.

წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი გვეკითხება: რა საფუძველი აქეს პატიოსნებას? რა არის ის, რაც კაცს დააცვევინებს თავის პატიოსნებას, და რითაც ყდველგვარ დადებულ პირობას აღასრულებინებს?

პასუხი ერთია - ეს არის პატივი, თავისი თავის პატივის-ცემა, წმინდა, ჯანსაღი ქრისტიანული თავის-მოყვარეობა. მაგრამ საკუთარი თავისადმი პატივის მიგება და პატივისცემა მხოლოდ ღირსებიდან შეიძლება ამოიზარდოს. მარტო იმ ადამიანს შეუძლია იყოს საკუთარი თავის პატივისმცემელი (და ჯანსაღად, ქრისტიანულად მოყვარული თავისი თავისა), ვინც იცის და ვისაც ახსოვს საკუთარი ღირსება.

წმიდა ეპისკოპოსი გვასწავლის, რომ ქრისტიანის ღირსება არის მისი ბუნების სიმაღლე, რაც ღმერთმა მიანიჭა მას. წმიდა მამის თქმით, კაცის ბუნებას დაუფასებელი ღირსება აქვს. აბა, დაუკვირდი, - გვეუბნება იგი, - მართლაც რაოდენ დიდი ფასი აქვს კაცის ბუნებას, რადგან ცისა და ქვეყნის შემოქმედმა ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე არ დაზოგა, კაცთა ცხონებისათვის, გადარჩენისათვის დაამდაბლა - კაცობრივი ბუნება მისცა, და ხორციელად მოავლინა აქ, ჩვენთან. როგორ შეიძლება, არ დავინახოთ დიდი ღირსება კაცის ბუნებისა - უფალმა ღმერთმა ხომ ამ ბუნებას შეუერთა თავისი ღვთაებრივი ბუნება!

ამით აღტაცებული წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი გვმოძღვრავს და გვევედრება, რომ სიმრუდითა და სიცრუით, მოტყუებითა და მზაკვრობით, პირობის გატეხითა და აღთქმის დარღვევით ნუ შევბილწავთ ჩვენს ამ ღირსებას - ღვთისაგან ესოდენ დაფასებულ სიმაღლესა და დიდებას ჩვენი ბუნებისა, ნუ შევირცხვენთ თავს კაცთა წინაშე და ნუ გავმტყუნდებით ღვთის წინაშე! წმიდა პავლე მოციქულის სავედრებელიც ხომ ეს არის: „და ვიწამებდით, რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ თჳსსა მის სასუფეველსა და დიდებასა“ (1 თესალონიკელთა მიმართ 2, 12).

აი, საფუძველი და წყარო პატიოსნებისა, შინაგანი გრძნობა ჩვენი საკუთარი ღირსებისა. ამ გრძნობის მქონე კაცი საკუთარი თავის პატივისმცემელია და, ესე იგი, პატიოსანია სიტყვითაც და საქმითაც. საკუთარი ღირსების მქონე ადამიანის ამ შინაგან გრძნობას პასუხისმგებლობასაც ვეძახით.

საგულისხმოდ ემთხვევა ერთმანეთს ძველი ქართული „ღირსებისა“ და „პატივის“ მნიშვნელობანი: „ღირსება“, პატივთან ერთად, ასევე ნიშნავდა სიწმინდესა და სათნოებას. მაშასადამე, ღირსეული კაცი ძველი ქართველისათვის წმინდა, სათნო და პატიოსანი იყო.



ვრცლად იხილეთ
http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/mezvere3.htm


--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+ვახტანგი+
პოსტი Apr 27 2010, 04:19 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721



ჩვენთვის ყველაზე აუცილებელი და საჭირო - სიმდაბლე, უღირსობის განცდა და ღვთისაკენ სწრაფვა. smile.gif



--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი Apr 27 2010, 04:21 PM
პოსტი #7


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



მე მაინტერესებს პირადად თქვენ როგორ აყალიბებთ ამას


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+ვახტანგი+
პოსტი Apr 27 2010, 04:34 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721



წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი. (უხილავი ბრძოლა; თავი 2)

"შეიცანი საკუთარი არარაობა და მუდამჟამს გახსოვდეს, რომ თავად არ ძალგიძს კეთება რაიმე სიკეთისა, რის გამოც ცათა სასუფევლის ღირსი იქნებოდი, უსმინე, რას ამბობენ ღვთივგანბრძნობილი მამები: პეტრე დამასკელი გვარწმუნებს: არაფერია საკუთარი უძლურებისა და უმეცრების შეცნობაზე უკეთესი და არაფერია უარესი, ვიდრე ამის არშეცნობა (ფილოკალია; გვ.611). წმიდა მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის, რომ ნებისმიერი სათნოების საფუძველს ადამიანური უძლურების შეცნობა წარმოადგენს (ფილოკალია; გვ.403). წმიდა იოანე ოქროპირი ირწმუნება, რომ მხოლოდ მან იცის საკუთარი თავი ყველაზე უკეთ, ვინც ფიქრობს, რომ არარაა"




ვფიქრობ, აჯობს მამათა ნაწერებში ამოვიკითხოთ ხოლმე სწავლებანი. როგორც დეკ.ანდრია კემულარია ბრძანებს "სათქმელი უკვე თქვეს წმიდა მამებმა"



smile.gif


--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი Apr 27 2010, 04:38 PM
პოსტი #9


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ციტატა(+ვახტანგი+ @ Apr 27 2010, 04:34 PM) *

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი. (უხილავი ბრძოლა; თავი 2)

"შეიცანი საკუთარი არარაობა და მუდამჟამს გახსოვდეს, რომ თავად არ ძალგიძს კეთება რაიმე სიკეთისა, რის გამოც ცათა სასუფევლის ღირსი იქნებოდი, უსმინე, რას ამბობენ ღვთივგანბრძნობილი მამები: პეტრე დამასკელი გვარწმუნებს: არაფერია საკუთარი უძლურებისა და უმეცრების შეცნობაზე უკეთესი და არაფერია უარესი, ვიდრე ამის არშეცნობა (ფილოკალია; გვ.611). წმიდა მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის, რომ ნებისმიერი სათნოების საფუძველს ადამიანური უძლურების შეცნობა წარმოადგენს (ფილოკალია; გვ.403). წმიდა იოანე ოქროპირი ირწმუნება, რომ მხოლოდ მან იცის საკუთარი თავი ყველაზე უკეთ, ვინც ფიქრობს, რომ არარაა"
ვფიქრობ, აჯობს მამათა ნაწერებში ამოვიკითხოთ ხოლმე სწავლებანი. როგორც დეკ.ანდრია კემულარია ბრძანებს "სათქმელი უკვე თქვეს წმიდა მამებმა" smile.gif

გასაგებია მეგობარო......შენ ეგრე გესმის როგორც მამები წერენ?ქუჩაში რომ გკითხოს ვინმემ შეგიძლია ზემოთმოყვანილი ზეპირად თქვა?


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+ვახტანგი+
პოსტი Apr 27 2010, 04:54 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721



kinoteli
თუ მეცოდინება წმიდა მამის ნააზრევს ვეტყვი(თუ ციტატას ვერ გავიხსენებ აზრი მემახსოვრება), რადგან წმიდა მამები ღმერთშემოსილნი იყვნენ და ღვთისას ქადაგებდნენ . მე კი რადგან დაცემული ბუნება მაქვს, ჩემი მსოფმხედველობად უნდა გავიხადო წმინდანთა სწავლებანი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის რომ ჩვენ "ჩვენი სიმართლე და ჭეშმარიტება" გაგვაჩნია. ამაზე დეკ.თეოდორე გიგნაძეს მახსოვს ქადაგებდა, რომ ჩვენ ჩვენი სიმართლით არ უნდა ვცხოვრობდეთო, რადგან ჭეშმარიტება ქრისტე არისო. კიდევ სხვა არის, რომ ადამიანმა არასოდეს არ უნდა ენდოს საკუთარ თავს. ამას წმინდა ნიკოდიმოსიც გვასწავლის. ანუ ისე უნდა ვიცხორო (თუნდაც ისე უნდა ვლაპარაკობდე), როგორც წმიდა მამები მასწავლიან ანუ წმიდა ამმათა აზრს უდნა ემყარებოდეს) და არა ისე როგორც ჩემს დაცემულ ბუნებას სურს.

მე წმინდა მამათა ციტატები დავწერე. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით ვისაც დააინტეერსებს წაიკითხავს.
ჩემი აზრიც დავწერე ცალკე, რომელიც წმიდა მამათა სწავლებას ემყარება.

იხარე smile.gif


--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი Apr 27 2010, 04:56 PM
პოსტი #11


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



აი საღოლ.......... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 27 2010, 05:19 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



ენა , მამული , სარწმუნოება


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 27 2010, 05:21 PM
პოსტი #13


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



kinoteli

ჩემი როგორც ქრისტიანის ღირსება... ჰმ, ზუსტად თქმა გამიჭირდება.. ბევრი თვისება შედის, უმთავრესი კი სიყვარულია. მაქედან წამოვა სხვა დანარჩენიც smile.gif

მაგრამ რამდენად ხშირად ვატარებ ამ ღირსებას, ეგ არ მკითხო.. ადამიანი უცოდველი არ არსებობს : |


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი Apr 27 2010, 05:22 PM
პოსტი #14


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ციტატა(elusia @ Apr 27 2010, 05:19 PM) *

ენა , მამული , სარწმუნოება

აი მოკლედ ნათქვამი....გაიხარე


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+ვახტანგი+
პოსტი Apr 27 2010, 05:26 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721



დეკ.თეოდორე ბრძანებდა, რომ სიმდაბლე და ღვთისადმი სწრაფვა აცხოვნებს ადამიანს.

მე ასე ვიტყოდი მოკლედ:

სიმდაბლე, უღირსობის განცდა, მოჩილება, ღვთისაკენ სწრაფვა და ღვთის ერთგულება. smile.gif smile.gif smile.gif


--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი Apr 27 2010, 05:30 PM
პოსტი #16


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ციტატა(+ვახტანგი+ @ Apr 27 2010, 05:26 PM) *

დეკ.თეოდორე ბრძანებდა, რომ სიმდაბლე და ღვთისადმი სწრაფვა აცხოვნებს ადამიანს.

მე ასე ვიტყოდი მოკლედ:

სიმდაბლე, მოჩილება, ღვთისაკენ სწრაფვა და ღვთის ერთგულება.

ეგრე მეგობარო..სხხვა კი არაფერი ვიკითხე....
ვიცით რომ სახარებიდან და წმიდა მამებიდან უნდა გამოვდიოდეთ....მაგრამ ჩვენ როგორ გვესმის,როგორ გადმოვცემთ,და ბოლოს როგორ ვახორციელებთ ცხოვრებაში ისაა საინტერესო


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 27 2010, 05:33 PM
პოსტი #17


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ვითხოვ აღადგინონ თემა "არა კლა"!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი Apr 27 2010, 05:34 PM
პოსტი #18


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



მე ვითხოვ არ აღდგეს .და საერთოდ შენი თემები დასახურია


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი Apr 27 2010, 06:10 PM
პოსტი #19


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ციტატა(Atman @ Apr 27 2010, 05:33 PM) *

ვითხოვ აღადგინონ თემა "არა კლა"!

აი უღირსების მაგალითი


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Apr 27 2010, 06:15 PM
პოსტი #20


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



kinoteli

მეგობარ, ძაან შეხვედი როლში მგონი ჰა?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 10:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი