![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
abo |
![]()
პოსტი
#81
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
bekas
ფსევდოლიბერალები გავარდნენ გარეთ, კი გამიკვირდა ნეტავ რატომთქო. თურმე ასე ყოფილა საჭირო. ეს ავრორას ზალპი იყო. თუ ჩაჩეჩქვაზე იქნებოდა საქმე მაგ მინდიაშვილის შპანა უნდა ჩაეჩეჩქვათ იმ გიჟ "ჯვაროსნებს" მაგრამ რატომღაც ორივე მხარე სტუდიის დარბევაზე გადავიდა. განსაკუთრებით მმკ თუ ვინც არიან. პატრული კი მოვიდა და კარგა ხანს საეჭვოდ აცალა მათ დებოში. ჯანგირაშვილი გახარებული იძახდა პროვოკატორების გადაღებული ფირი აგერ აქვს გადამღებსო, სადაც ყველაფერია აღწერილიო. იმის მაგივრად რომ ფირი ჩაეგდოთ ხელში და დაეკოპირებიათ როგორც მტკიცებულება, პოლოციამ წაიღო. აწი კარგად ბრძანდებოდეთ იქედან სიმართლის გარკვევის იმედის მქონენო. პოლიციაც ორივეს პოზიციას იჭერდა. დასკვნა: მთავრობა საარჩევნოდ ერთადერთი თავისუფალი ტვ-ს დახურვას აპირებს. ტექნიკური ხერხებით არ გაგიკვირდათ გია ჭანტურიას პროტესტი? ამდენ ხანს სად იყო? ახლა გამომივიდა თავისუფალი სიტყვის დამცველი ჩვენი მთავრობა ერთი ამბავი რომ არის ატეხილი. მაესტრო რომ ააფეთქეს მაშინ ხომ კარგად გაატარეს? აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
Believer |
![]()
პოსტი
#82
|
![]() კეთილმორწმუნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 ![]() |
abo
ციტატა სასწავლო დაწესებულებაში მისი ჩატარება პროვოკაცია და და დანაშაულია. სკოლა ხომ არ იყო? სასწავლო დაწესებულებაში რაზეც თქვენ საუბრობთ სწავლობენ ზრდასრული ადამიანები, წიგნის პრეზენტაცია მოხდა ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფე "ლიგამუსი"-ში და არა რომელიმე აუდიტორიაში, გასაგებია რომ მდარე ხარისხის წიგნია მაგრამ განსხვავებული საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს. მე არ მომწონს ეგ წიგნი და არც ვამართლებ, მაგრამ პროვოკაციული და დანაშაული ფაქტი წიგნის პრეზენტაციის დროს და ადგილას არაფერი მინახავს... ციტატა ჩაეტარებიათ სადმე კლუბში ან კაფეში ლიტერატურულ კაფეში ჩაატარეს ბატონო... http://www.youtube.com/watch?v=2-WMRt2qVNY...layer_embedded#! -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
abo |
![]()
პოსტი
#83
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
Believer
ციტატა ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფე "ლიგამუსი"-ში და არა რომელიმე აუდიტორიაში, უნივერსიტეტში არც კაფეში და არც ბუფეტში არ შეიძლება, იმიტომ რომ სასწავლო დაწესებულებაა. ციტატა სასწავლო დაწესებულებაში რაზეც თქვენ საუბრობთ სწავლობენ ზრდასრული ადამიანები, ზრდასრული ადამიანები ისინი სიგრძეში არიან და არა ფიზიოლოგიურად ამიტომ მათ ყმაწვილები ქვია და არა კაცები. მათი გონებრივი მომწიფება ჯერ დამთავრებული არაა, იმიტომ სწავლობენ ისინი იქ რომ პროფესიას დაეფლონ და სიბრძნეს. არა უნაირო დისპუტებში მიიღონ მონაწილეობა. მე ძმისშვილო სწორს რომ გელაპარაკები ეს შედეგით ჩანს და დამიჯერე. არადა ნება შენია. აბო -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
Believer |
![]()
პოსტი
#84
|
![]() კეთილმორწმუნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 ![]() |
abo
ციტატა უნივერსიტეტში არც კაფეში და არც ბუფეტში არ შეიძლება, იმიტომ რომ სასწავლო დაწესებულებაა. ბატონო აბო, სასწავლო დაწესებულებაში სამლოცველო ოთახის გახსნის მოთხოვნა შეიძლება? -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
abo |
![]()
პოსტი
#85
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
Believer
ციტატა ბატონო აბო, სასწავლო დაწესებულებაში სამლოცველო ოთახის გახსნის მოთხოვნა შეიძლება? სასწავლო დაწესებულებაში რა თქმა უნდა შეიძლება(თუ ამის მოთხოვნაა) კი არა აუცილებელიცაა. მე ხაზს არ უსვამ ქრისტიანულს. თუმცა პრიორიტეტი აქვს. აქვე მინდა გითხრა რომ ასეთი ოთახები საავადმყოფოებშიცაა და და სხვა დიდ დაწესებულებებშიც, მათ შორის ციხეშიც. აბო -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
Believer |
![]()
პოსტი
#86
|
![]() კეთილმორწმუნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 ![]() |
abo
ციტატა სასწავლო დაწესებულებაში რა თქმა უნდა შეიძლება(თუ ამის მოთხოვნაა) კი არა აუცილებელიცაა თუ სასწავლო დაწესებულებაში სამლოცველოს გახსნა აუცილებელიცაა და შესაძლებელიცაა, რატომ არ შეიძლება სასწავლო დაწესებულების ლიტერატურულ კაფეში კონკრეტული წიგნის პრეზენტაცია, თუნდაც ის მიუღებელი იყოს საზოგადოების სხვა წევრებისთვის? -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
abo |
![]()
პოსტი
#87
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
Believer
ციტატა თუ სასწავლო დაწესებულებაში სამლოცველოს გახსნა აუცილებელიცაა და შესაძლებელიცაა, რატომ არ შეიძლება სასწავლო დაწესებულების ლიტერატურულ კაფეში კონკრეტული წიგნის პრეზენტაცია, თუნდაც ის მიუღებელი იყოს საზოგადოების სხვა წევრებისთვის? სამლოცველოს გახსნა იმიტომ არის საჭირო, რომ არა თუ სწავლის, არამედ ჭამის წინაც ვიწერთ პირჯვარს ქრისტიანები. ამის შეზღუდვა უფლებების შეზღუდვაა, ისევე თუ მუსულმანს არ მიცემ მისი აუცილებელი რიტუალის ჩატარების უფლებას. (აქ საუბარი არაა წირვის ჩატარების ან მინარეთის მიშენებაზე.) რაც შეეხება წიგნის პეზენტაციის ჩატარებას სასწავლო დაწესებულებაში, ასევე შეიძლება, მხოლოდ ასეთი სახის წიგნებზე, კი არაა საუბარი, რომლის პრეზენტაციის ჩატარებაა თვითონ დანაშაული, პროვოკაციულობის გამო. რამაც შეიძლება ერში განხეთქილება შემოიტანოს, ის ყველგან აკრძალულია თუ ქვეყანა დალაგებულია და სოდომ-გომორის გზას არ მიყვება. შენ გინდა ძმა ხარ თუ დაო? (შენ არ გეუნნებიBeliever) წადი შენთვის და შენ დაუბანელ ტანსა და აზრებს მე ნუ მაყურებიებ. საზოგადოების თავშეყრის ადგილზე არ გაგაკეთებიებ. იმიტომ რომ ჩემ უფლებებს არღვევ. მაინც გააკეთებ? მაშინ დავარღვევ შენ უფლებებს ხერხსაც მოვიფიქრებ როგორ, ძალადობით თუ ფსიქოლოგიური ზეწოლით. ვინც მეტი ვიქნებით ის მოვერევით. მიხვედი სამოქალაქო ომამდე? ხოდა იმიტომ არ შეიძლება. ამაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს და არ დაუშვას. ვერ იზამს? მაშინ მას მოუწევს ეს ომი ხალხთან. ასეთი ხელისუფალი იმ ქვეყნის მტერია და ხალხმა უნდა მოიცილოს. მოკლეთ თუ ვცდები ან რამეს ვამეტებ შემისწორე. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
ႲႭႡႰႠႬ |
![]()
პოსტი
#88
|
![]() ტყეების მეფე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 ![]() |
bekas
ციტატა ღმერთის მოვალეობას არ ითავსებენ, ღმერთმა თუ გახსოვს სოდომიც და გომორაც ცეცხლით გაანადგურა დედაბუდიანად ხო, ღმერთმა გაანადგურა და არა ლოტმა და აბრაამმა! ციტატა ამათი მაშტაბები ღმერთთან შედარებიც უფრო მოკრძალებულია წარმოდგენაც არ მინდა რას იზავდნენ ღმერთის შესაძლებლობები რომ ჰქონდეთ! ციტატა იფარგლებიან აქციებით, პიკეტებით და ხანდახან ჩხუბით, რას იზამ ქართველები ფიცხი ხალხი ვართ და ხანდახან ნერვებს ვერ თოკავენ. თვალებში ნაცარს გვაყრი? -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
Believer |
![]()
პოსტი
#89
|
![]() კეთილმორწმუნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 ![]() |
abo
ციტატა სამლოცველოს გახსნა იმიტომ არის საჭირო, რომ არა თუ სწავლის, არამედ ჭამის წინაც ვიწერთ პირჯვარს ქრისტიანები. ამის შეზღუდვა უფლებების შეზღუდვაა, ისევე თუ მუსულმანს არ მიცემ მისი აუცილებელი რიტუალის ჩატარების უფლებას. ილიას უნივერსიტეტი საჯარო უნივერსიტეტია, იქ შესაძლოა სწავლობენ სხვადასხვა რელიგიის აღმსარებლები, თუ გაიხსნება მართლმადიდებლური სამლოცველო, სხვა კონფესიის თუ რელიგიის მორწმუნეებიც მოითხოვენ სამლოცველოებს, აქვს კი ამის შესაძლებლობები უნივერსიტეტს? ფაქტია რომ წირვა-ლოცვის ადგილი და საეკლესიო რიტუალების ჩატარება ვერ მოხერხდება უნივერსიტეტში, და სწავლის დაწყების წინ სათქმელი ლოცვა თუ ადამიანს სურს გულშიც ილოცებს და "მამაო ჩვენოს" ლოცვის გულისთვის არ არის აუცილებელი საგანგებოდ აქციების გამართვა და ოთახების გახსნა... (იმედი მაქვს სწორად გამიგებთ) მათეს სახარება თავი მეექვსე 5.ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 6.შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. 7.ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან. ციტატა რაც შეეხება წიგნის პეზენტაციის ჩატარებას სასწავლო დაწესებულებაში, ასევე შეიძლება, მხოლოდ ასეთი სახის წიგნებზე, კი არაა საუბარი, რომლის პრეზენტაციის ჩატარებაა თვითონ დანაშაული, პროვოკაციულობის გამო. ნებისმიერი განსხვავებული აზრი შეიძლება ზოგისთვის პროვოკაციული იყოს, და რა ქნას ვისაც განსხვავებული ხედვა აქვს, აღარ გამოხატოს თავისი აზრი? ციტატა მიხვედი სამოქალაქო ომამდე? ხოდა იმიტომ არ შეიძლება. ამაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს და არ დაუშვას. ვერ იზამს? მაშინ მას მოუწევს ეს ომი ხალხთან. ეს უკვე აღიკვეთა მთავრობისგან, ვინც ეცადა დაპირისპირების გაღვივებას დაისაჯნენ (მმკ). ეს წიგნი "საიდუმლო სირობა" წაკითხული გაქვთ? -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
კობა |
![]()
პოსტი
#90
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 63 რეგისტრ.: 10-July 09 წევრი № 7,246 ![]() |
ეს რაც ხდება არის ერის და ეკლესიის სირცხვილი!!! რაც კავკასიის ეთერში მოხდა არის დანაშაული და ეს მორწმუნეებმა გააკეთეს! რატომ დუმს საპატრიარქო აქამდე?????????????????????? http://www.youtube.com/watch?v=vmm-EXivfsw...layer_embedded#! http://www.youtube.com/watch?v=W7Oq0980YR4...layer_embedded#! იმიტომ სდუმს საპატრიარქო ჩემო ძმაო რო გიჟებთან ხმის ამოგებას აზრი არ აქვს ![]() მაგარი სირცხვილია უყურებენ ამას თუთბერიძე და თავისნაირები და დარწმუნებული ვარ დაგვცინიან. რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რო ანტი რეკლამა ყველაზე დიდი რეკლამაა, შეეშვნენ რა მასე მაინც ვერაფერს მიახწევენ |
Otherguy |
![]()
პოსტი
#91
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
5.ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 6.შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. 7.ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან. [/b] ამ ფრაზებს ყველა თავისთვის ციტირებს რა... სიტყვამრავლობა და იგივეების თქმა ლოცვების წიგნითაა შესაძლებელი... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
abo |
![]()
პოსტი
#92
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
Believer
ციტატა ილიას უნივერსიტეტი საჯარო უნივერსიტეტია, იქ შესაძლოა სწავლობენ სხვადასხვა რელიგიის აღმსარებლები, თუ გაიხსნება მართლმადიდებლური სამლოცველო, სხვა კონფესიის თუ რელიგიის მორწმუნეებიც მოითხოვენ სამლოცველოებს, აქვს კი ამის შესაძლებლობები უნივერსიტეტს? ნუ გაყიდიან და აქვს. ციტატა ფაქტია რომ წირვა-ლოცვის ადგილი და საეკლესიო რიტუალების ჩატარება ვერ მოხერხდება უნივერსიტეტში, და სწავლის დაწყების წინ სათქმელი ლოცვა თუ ადამიანს სურს გულშიც ილოცებს და "მამაო ჩვენოს" ლოცვის გულისთვის არ არის აუცილებელი საგანგებოდ აქციების გამართვა და ოთახების გახსნა... (იმედი მაქვს სწორად გამიგებთ) რა თქმა უნდა სწორად გაგიგებ, და გეტყვი რომ კი მოხერხდება. იმიტომ რომ ვინც მოითხოვს ის ილოცებს იქ კუთხეში სადაც გახსნის თავისი რჯულის სამლოცველოს. იაღოვას მოწმეებმაც დაემოწმონ ღმერთს, მარა არა აქვთ არც ლოცვა და არც სიკეთე,თუმცა ეს მათი საქმეა და არ გავაგრძელებ. ციტატა 5.ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. 6.შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. 7.ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან. კი ბატონო გეთანხმები მაგ აზრში მაგრამ ისეც თუ მინდა ლოცვა და მუსულმანი ვარ... მოკლედ ასეა რა... ციტატა ნებისმიერი განსხვავებული აზრი შეიძლება ზოგისთვის პროვოკაციული იყოს, და რა ქნას ვისაც განსხვავებული ხედვა აქვს, აღარ გამოხატოს თავისი აზრი? გამოხატოს კი ბატონო , მაგრამ ეს აზრი სირული არ უნდა იყოს. დავჯდები ავტობუსში შენს უკან და შენ რომ გოგოს სიყვარულს ეფიცები სირობებზე დავიწყებ პრეზენტაციას. ხომ მეტყვი აბა დაახვიე აქედანო? შენ თუ არა ის დანარჩენი მეტყვის. და თუ ყველა მასეთი ვიქენით რაღას მალაპარაკებ... აგვიწყვია საქმე და ეგაა. ციტატა ეს წიგნი "საიდუმლო სირობა" წაკითხული გაქვთ? სიმართლე გითხრა არა(არადა მაინტერესებს) მაგრამ სათაურია თითონ სირობა. წარმომიდგენია რა მასტი იქნება მწერალი. ცუდი რაა იცი მეგობარო? სამეცნიერო და ღირებული მხატვრული ნაარმოებები ვერ იცემა უსახსრობის გამო. და იმ ვაიმწერალს, ვაისირები რომ არ ედგას გვერდით მფარველის სახით, რაც აშკარად იკვეთება. ასეთი აღელვებული და გაუბედურებული არ იქნებოდა საზოგადოება. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
Believer |
![]()
პოსტი
#93
|
![]() კეთილმორწმუნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 ![]() |
abo
ციტატა გამოხატოს კი ბატონო , მაგრამ ეს აზრი სირული არ უნდა იყოს. თუნდაც "სირული" იყოს, აქვს გამოხატვის უფლება, ჩვენ გვაქვს უფლება გავაკრიტიკოთ თუ არ მოგვწონს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის წავიკითხეთ და გავეცანით ![]() abo ციტატა სიმართლე გითხრა არა(არადა მაინტერესებს) მაგრამ სათაურია თითონ სირობა სიმართლე გითხრა მეცინება ეხლა ![]() ![]() იქნებ წაგეკითხათ და ლოგიკური იქნებოდა მერე გაგეკეთებინათ ასეთი კომენტარები.. რავიცი ![]() ციტატა ცუდი რაა იცი მეგობარო? სამეცნიერო და ღირებული მხატვრული ნაარმოებები ვერ იცემა უსახსრობის გამო. და იმ ვაიმწერალს, ვაისირები რომ არ ედგას გვერდით მფარველის სახით, რაც აშკარად იკვეთება. ასეთი აღელვებული და გაუბედურებული არ იქნებოდა საზოგადოება. აბო. გეთანხმებით -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
abo |
![]()
პოსტი
#94
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
Believer
ციტატა წაკითხული არ გაქვთ და სასტიკად გმობთ, რატომ? იმიტომ რომ გარკვეულმა კატეგორიამ გააპროტესტა? biggrin.gif არა მაგიტომ არამედ ის ქვეყანაში გამეფებული, კერძოდ ჩემს რელიგიას ეწინააღმდეგება თვით სათაურითაც. ასე რომ წაკითხვამდე მექმნება აზრი. და კიდევ გამპროტესტებელი გარკვეული კატეგორია კი არაა, არამედ მოქალაქეთა მკვეთრად უმრავლესობა. და აქ მართლა გარკვეული კატეგორიის აზრზე ვერ ვივლით. ისე მიშა ხომ არა ხარ შენ? იმან იცის მასე ლაპარაკი.. გარკვეული კატეგორიაა ჩემი უკმაყოფილო თუ არა მთელი ხალხი ჩემსკენააო. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
Amuza |
![]()
პოსტი
#95
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
abo
კარგია აბო ძია, რომ ამბობთ არ უნდა ჩაეტარებინათო, მაგრამ სკოლის შენობაში სტრიპტიზ კლუბი, რომაა გახსნილი, იმაზე რას ვიტყვით, ის უფრო დიდი დანაშაული არაა? ეს კიდევ ლიტერატურულუ კაფეა, სადაც სუფთა მარკეტინგული კუთხით უყურებენ საკითხს, გადაიხდი ფულს წიგნის პრეზენტაციასაც მოაწყობ, ვიღაცა მ ფული გადაიხადაა და ბევრმაგადაც მოიგო, ბიზნესის კუთხით, თორე აგერ დედაჩემმა გამოუშვა კრებული , მაგრამ რად გინდახრჯები თუ გაანახევრა, კაი საქმე იქნება. არ ვამბობ ხარჯების გასწორებაზე, არამედ განახევრებაზე. ამას არ აქვს, მნიშვნელობა. მე უნივერსიტეტის კედლებში მინახავს, ჩემს სტუდენტობისას პოეზიის საღამო სადაც სატანისტურ ლექსებს კითხულობდნენ, ბევრი მაშინდელი სტუდენტებისთვის ცნობილი პიროვნება და მკრეხელური ლექსები ქონდათ და ასე ვთქვათ "პახაბნი". სუფთა სატანური ლექსები წაიკითხა ზოგიერთმა, იყო ძალიან აუგაი მოხსენიებაც, მაგრამ, რო მივხვდი, ეს მე არ მაინტერესებდა ავდექი და წამოვედი, არც არაფერი მითქვამს ფუი, ეშმაკს მეთქი გუნებაში და გავერიდე. ასე გააკეთა რამოდენიმე პიროვნებამ, მაგრამ ბევრი ნაწილი დარჩა და მოისმინა, კრებულიც შეიძინეს, მაგრამ ვინმეს ახსოვს ეს, არავის, არც მაშინ ქონია გამოხმაურება, რადგან ინტერესი არ იყო, ტორე, მასეთი უმსგავსო წიგნების პრეზენტაცია ყოველთვის იმართებოდა. მიუხედავად ბასილ მკალავიშვილის ზეობის ეპოქაში მოხდა ეს პრეზენტაცია, არავის დაურბევია, არც არავის მიუყენებია შეურაცხყოფა იქ გამომსვლელებისათვის და არც გადატრიალება მოუწყვიათ პოეზიაში, იბჯუტურეს, ასაკი იყო ისეთი თვით დამკვიდრების და მოეშვნენ მერე. ხოდა ეს წიგნიც ასევე უნდა ჩაეტარებინათ უხმაუროთ. მმკ და სმმ დამნაშავეა ამის N1 პრობლემად გადაქცევისთვის. შეგახსენებთ კიდევ ერთი მწერალია ვითომ ვაი მწერალი რამაზ ბურჭულაძე, თუ არ ვცდები, მაგიც საშინელ რაღაცეებს და უმსგავსოებს წერს, მარა იცნობთ ვინმე, მგონი ბევრი არა? მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორში, პირდაპირ ეთერში, უწმაწურ სიტყვებს იძახდა. ასევე კოტე ყუბანეიშვილი, რომელიც, ლამის სახალხო პოეტად ვაქციეთ ![]() საზოგადოებას გვაქვს პრობლემა. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
Molen |
![]()
პოსტი
#96
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 ![]() |
ხალხო, ქრისტემ დაგვიბარა იყვარებდეთ ერთმანეთს და ნუ განიკითხავთ ურთიერთსო. მანვე დასძინა თავისუფალი ნების შესახებ. იესოს სიტყვები გაიხსენეთ ძალადობაზე: ვინც მახვილს აიღებს მახვილითვე განიგმირებაო.
სად არის აბა მმკ-ში ქრისტეს სიტყვებისა და მცნებების შესრულება? მეორე მხარეს თუნდ სოდომი და გომორი იყოს, ღმერთმა რა ადამიანებს კი არ გაანადგურებინა ეს ორი ქალაქი, არამედ თვითონ გაანადგურა და საერთოდაც, ყველას თვითონ მიუგებს, ადამიანები კი რატომ ძალადობენ?! ქრისტეს სახელის უკან ამოფარება და ქრისტეს სახელით ხალხის ცემა სადაური ქრისტიანობაა?! ნუთუ ეს არ არის მწვალებლობა?! -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
Misha Songulashvili |
![]()
პოსტი
#97
|
![]() ეკუმენისტი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 ![]() |
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საპატრიარქს და მის საჭეთმპყრობელს...
ზოგი ამბობს: საპატრიარქო მიტომ სდუმს, რომ გიჟებთან საქმის დაჭერა არ ღირსო... როდესაც ეს გიჟი (ვგულისხმობ მართლმადიდებლურ ფორმირებებს) შენ გეკუთვნის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ დაჯგუფებათა მესვეურნი სასულიერო პირები არიან, და როდესაც პატრიარქის ერთ ერთი "უმნიშვნელო" ფუნქცია, სწორედაც რომ სასულიერო პირების წინწაძღოლაა, დუმილი დანაშაულად მიმაჩნია. და ეს დუმილი სწორედაც რომ მწვანე შუქია ანთებული მშკ-სავის რათა გამოავლინოს ქრისტეს მიერი სიყვარულით ნაკარნახევი აგრესია... საზოგადოების გახლეჩვაზე რომ აკეთებს წმ. სინოდი ბუნდოვან განცხადებას, ხომ არ გამოდის რომ ისაკაძის და ლასურაშვილისთანა სასულიერო ტერორისტთა შეწყნარებითა და ხელშეწყობით, სწორედ რომ საპატრიარქოს მიზანს წარმოადგენს ხალხის ტერორი? -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
Amuza |
![]()
პოსტი
#98
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
მეც არ მომეწონა ეს გაუგებარი განცხადება, ორაზროვანი და შეფარული.
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
death |
![]()
პოსტი
#99
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
არადა მე პირადად უკვე მკიდია
![]() არჩიბალდ მეკეშმა არ იცოდა თავისი წარმომავლობა... (from "გველის პერანგი") არ ვიცით რა გვინდა, რა მივიღოთ და დავეხეტებით ასე იდენტობა, ღირებულება გაუპატიურებული სამოსით ![]() მაგრამ ამ აპატიური პათოსის მიუხედავად იმედი მაინც მაქვს, რომ ჩვენთანაც მოუსმენენ ადამიანები ერთმანეთს და დადგება მშვიდი მზიანი დილა ![]() დილა გაგვითენდა მეგობრებო!!! გაიღვიძე ერო, გაიღვიძე საქართველოვ!!! დილა გაგვითენდააააააააააააა საქართველო! საქართველო ისმის ჩემი ხმა? SOS! საქართველოოოოოოოოოოოო............ ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#100
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
არ შეიძლება არა
![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 01:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი