სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| აკაკი |
May 16 2010, 04:32 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესაგან!
მოძრაობა "ჰარი კრიშნა" თავისი ზანგრძლივი ისტორიის მანძილზე ინდუიზმმა არაერთხელ განიცადა სახეცვლილება. იგი იყოფოდა ცალკეულ განშტოებებად და მიმდინარეობებად და ამგვარად სასაბამს აძლვდა ახალ რელიგიებს. ინდუზმის საკმაოდ მნიშვნელოვანი განშტოებებია "შივაიზმი" და "ვიშნუიზმი" პირველის მომხრეები თაყვანს სცემენ შივას, როგორც უმაღლეს ღვთაებას, მეორენი კი უმთავრეს ღმერთად ვბიშნუსა და მის განსახიერებებს მიიჩნევენ. რამოდენიმე ასეული წლის წინ ინდუისტთა რიგებში კვლავ მოხდა გაყოფა, და ვიშნუიტების ნაწილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მთავარი ღმერთი არის კრიშნა, ხოლო ვიშნუ, პირიქით, არის კრიშნას განსახიერების ერთ-ერთი გამოვლინება. კრიშნაიზმის, როგორც ახალი მოძრაობის, დაფუძნებელი და იდეოლოგი იყო კატანა მახაპრაბუ (1486-1534); მან ააღორძინა ეს მოძრაობა ბენგალიაში. ინდუისტების წმ. ტექსტებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტით - "ბჰაგავატ-გიტა"-თი შთაგონებულმა კაიტანამ გამოაცხადა, რომ განთავისუფლება მიიღწევა დიდი (უსაძღვრო) სიყვარულისა და სამსახურის ფასად, რომელსაც ადამიანი მიუძღვნის კრიშნას, როგორც უმაღლეს პიროვნულ ღმერთს. ეს სწავლება ცნობილია "ბჰაკტი-იოგა"-ს სახელით. კატანიამ ასევე დააწესა თაყვანისცემის განსაკუთრებული წესები - სიმღერები და ექსტაზური ცეკვები - რასაც აგრძელებენ კიდევ დღევანდელი კრიშნაიტები. როგორც მკითხვეილი მიხვდა, კრიშნაიზმის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ინდუზმში არსებულ სექტანტურ მოძრაობასთან. ეს სექტა ამჟამად თავის ძირითად საქმიანობას აწარმოებს ევროპასა და ამრეიკაში. დასავლურ კულტურაში კრიშნაიტული კულტის "ბჰაკტის"-ს შეღწევა დაკავშირებულია ბჰაკტივედანტა სვამი პრაბხუპდას სახელთან (1896-1978) 1922 წელს იგი გახდა შრი შრიმადა ბჰაკტისიდდნატა სარსავატი გოსვამი მაჰარაჯის მოწაფე. ეს უკანასკნელი იყო იმ ხანად ამ სექტის ხელმძღვანელი. მან სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაავალა თავის მოწაფეს "კრიშნას შეგნების" პრინციპების გავრცელება ინგლისურენოვან ხალხებში. 1965 წელს ბჰკტივენდანტა სვამი პრაბხუპადა გადადის საცხოვრებლად ნიუ-იორკში. მანჰეტენის ცენტრში გამოჩნდა სამოცდაათI წლის მოხუცი ინდოეთიდან; ზაფრანისფერ მანტიაშI შემოსილი იგი მათხოვრობდა და ცდიილობდა ხალხის ყურადღება მიეპყრო. თანდათანობით მას უჩნდება იქ მოწაფეები და 1966 წელს აარსებს იქ "კიშნას შეგნების საერთაშორისო საზოგადოებას". 1968 წლიდან ბჰკტივედანტა იწყებს მრავალრიცხოვანი იტერატური გამოცემას - ძირითადად ეს არის ინდუისტური "წმინდა ტექსტების" თარგმანები და მათი კომენტარები. დღეისათვის 30-ზე მეტი დასახელების წიგნია გამოცემული "კრიშნას საზოგადოების" მიერ კრიშნაიტები აარსევენ ახალ-ახალ ტაძრებს მსოფლიოს მასშტაბით (სადაც კი ხელი მიუწვდებათ). აღარ კმაყოფილდებიან მხოლოდ ინგლისურენოვანი ხლახებით და ეს გასაგებიცაა; რაც არ უნდა იქადაგონ, ცხადია, რომ ყველა სექტის, საზოგადოებისა თუ ორგანიზაციის მსგავსად, სურთ თავიანთი გავლენის სფეროების გაფართოება. ისინი ავრცელებენ მსოფლიოშI თავიანთ ლიტერატურას, ამასთან ერთად, ავრცელებენ "ბითლზ"-ის ტოფილი წვრის - ჯორჯ ჰარისონის სიმღერების ჩანაწერებს, რომლებიც შეიცავს მანტრებს (ლოცვებს) "ჰარი-კრიშნა" და კრიშნას ჰიმნებს. ცდილობენ ამცნონ სამყაროს კრიშნას სახელი. 1978 წელს გარდაიცვალა ბჰაკტივედანტა, მაგრამ მის ნაწერებს კრიშნაიტები მიიჩნევენ "კრიშნას შემეცნების ჭეშმარიტ ტრანსცენდენტულ მეცნიერებად". დღევანდელ პერიოდში ამ სექტის მუშაობას ხელმძღვანელობს 11 გურუ (მსწავლებელი). თვითოეული მათგანი აკონტროლებს მისთვის განსაზღვრულ გეოგრაფიულ ტერიტორიას. ბჰაკტივედიდენტას სიკვდილის შემდეგ ფულადი სახსრების შეგროვების მეთოდი საკმაოდ შეიცვალა. ამ სექტის ახალი ხელმძღვანელები ამბობე: "კრიშნაიტებისათვის ნებადართულია ნებისმიერი მეთოდი, რადგან ყველაფერი ამ სამყაროში, ასე თუ ისე, კრიშნას ეკუთვნის"-ო. კრიშნაიტების პროპაგანდა ყველახზე ადვილად გამოძახილს პოულობს "ნარკომანული კულტურისაგან" გულგატეხილ სტუნდეტებსა და ახალგაზრდობაში. ზოგიერთებს სექტისკენ უბიძგებს მაროობის (იზოლაციის) გრძნობა, საკუთარი პრიოვნული ღირსებების დაკარგვის განცდა. ასეთ ადამიანებს სექტა სთავაზობს ორგანიზებულ, მოწესრიგებულ თემს: საკმაოდ გაჯერებულ განრიგს და მკაცრ წესებს. ყველა გადაწყვეტილებას ღებულობს ხელმძღვანელი, წევრები კი ასრულებენ კოლექტიურად. ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია. ყოველგვარი პირადი საკუთრევა გადადის სექტის მფლობელობაში. ყველამ უნდა ატაროს ერთნაირი ტანსაცმელი, ჰქონდეთ ერთნაირი ვარცხნილობა. მამაკაცები თავს სრულიად იპარსავენ, მხოლოდ თავის უკანა ნაწილში - კეფასთან (ქოჩორს რომ ვუწოდებთ) იტოვებენ მცირე რაოდენობის თმას (სიქჰა), ატარევენ ყვითელ ან ზაფრანისფერ მანტიას. დედაკაცები თმას გადაჭიმულად იკრავენ თავის უკან ზედა ნაწილშI და როგორც წესი - შუაზეა თმა გაყოფილი; ეკრძალებად საუბრები, რომლების არ არის დაკავშირებული "კრიშნას შეგნება"-სთან, უარჰყოფენ ყველაფერს, რაცკი რამ არის დაკავშირებული მეცნიერებასთან, განათლებასთან. მათთვის აკგრძალულია ნარკოტიკი, ალკოჰოლიანი სასმელი, თამბაქო, ყავა, ჩაი და თავისუფალი სექსუალური კავშირები. კრიშნაიტები არ ჭამენ ხორცს, თევზს კვერცხს. ბჰაკტივედანტას სიკვდილის შემდეგ მოხდა მათი მოძრაობის ლიბერალიზაცია. თავისი წევრებისაგან აღარ მოითხოვენ პირადი ქონების დათმობასა და აუცილებლად ტაძარში ცხოვრებას, მაგრამ ხალდებულნი არიან დარჩნენ ვეგეტარიანელებად და თვითოეულ მათგანს სახლში ჰქონდეს კრიშნას სამსხვერპლო. ჰიმნების საყოველთაოდ გალობა შესცვალა ქიმიური სასუქის გარეშე გაზრდილი ბოსტნეულითა და ხილით ვაჭრობამ. ხმაროვენ სანკრიტულ სიტყვებს. სანკრიტი არის ინდუისტების წმ. ენა. ლოცვებს და საკითხავებს ასრულებენ სანკრიტზე. "კრიშნას შვილებმა" მთელი თავისი აზრები უნდა მიაპყრონ მხოლოდ კრიშნას, ყველა მოქმედებით ემსახურონ მას, უნდა დაკარგოს საკუთარი პიროვნების შეგრძნებადობა და კრიშნას შეუერთდეს. თაყვანისცემის რთული და მარტივი მეთოდები არსებობს ყველაზე "უბრალო" მათს შორის ამგვარია: ახლად მოქცეული კრიშნას ქანდაკების წინ წარმოსთქვამს "ლოცვას" "ჰარი კრიშნა"... იგი 16 სიტყვისაგან შედგება. სხვა, უფრო რთული წესია სანკირტანა, რომლის დროსაც კრიშნაიტები ერთმანეთს უყვებიან განცხრომათა შესახებ, რომელთაც კრიშნა ეძლეოდა დედამიწაზე ყოფნის ჩამს, მღერიან მანტრებს ("ლოცვებს") და ცეკვავენ. ბევრი მათგანი ამ დროს ექსტაზის ან დრანსის მდგომარეობაში ვარდება. ბჰაგტი-იოგას ტექნიკა მოიცავს კრიშნას მსახურების სხვადასხვა სახის რიტუალებს. მათ შორის: განსაკუთრებული საკვების მომზადება და მსხვერპლად შეწირვა ტაძრის ღმერთებისადმი (კრიშნას ქანდაკებები); დღეში ორჯერ-ექვსჯერ- შეასრულოს არატრიკი ("კრიშნას თაყვანისცემა") წმ. მცენარი - ტულასი დევი-ს თაყვანისცემა. იგი ყველა ტაძარშია და კრიშნაიტების რწმენით ეს მცენარე "განსწმენდს" თავის თაყვანისმცემელებს ცოდვებისა და ავადმყოფობათაგან; ღმერთების მსახურება, ყველა ტაძარში არის სათავსო კრიშნასი და მისი ხარჭის ქადაკებებით. ეს ქანდაკებები (სიმაღლით 0,5 მეტრი) მოთავსებულია სამსხვერპლოზე სამი (მცირე ზომის ღვთაების გამოსახულებებთან. აქვე კაიტანიასი და ბჰაკტივედანტას გამოსახულებები. მათ "აჭმევენ", მათ წინაშე ლოცულობენ, მათ ეფერებიან, უცვლიან ტანსაცმელს, "აძინებენ". კრიშნაიტები ამ ქანდეკებებს არ თვლიან კერპებადნ არამედ კრიშნას განსაკუთრებულ განსახიერებად. წყალს, რომელშიც "ღმერთებს" აბანავებენ, კრიშნაიტები სვამენ. მარხულობენ და აქვთ დღესასწაულები: კრიშნას, რადხასა და ბჰაკტივედანტას "მოვლენის დღეები". ქორწინება კრიშნაიტებს შორის ხდება მხოლოდ მათი მასწავლებლის ნებართვით. ცოლი უსიტყვოდ ემორჩილება ქმარს, რომელსაც აქვს უფლება სცემოს დაუჯერებელი ცოლი. ქორწინებას მიიჩნევენ მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელების საშუალებად. კრიშნაიტების ბავშვები 5 წლის ასაკიდან იზრდებიან სპეციალურ სკოლებში. მათ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათი შვილები სიცოცხლეშI მიაღწევენ სრულყოფას და აღარ დასჭირდებათ გარდასახვა. კრიშნაიტების ძირითადი და საყვარელი ტექსტია "ბჰაგავატ-გიტა". ისინი თვლიან, რომ იგი დაიწერა 5 ათასი წლის წინ, ბიბლიაზე ბევრად ადრე, რაც არავითარ მოწმობით დასტურდება. სერიოზულ მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, "ბჰაგავატ-გიტა" დაწერის თარიღად მიიჩნევენ პერიოდს ქრისტეს შობამდე IV საუკუნესა და ქრისტეს შობითგან I საუკუნეს შორის. ხელმძღვანელობენ ასევე "წმიდა წიგნები" - "შრიმად ბჰაგავატამი" ("ბჰაგავატ-პურანი"-III-IX საუკ. ქრისტეს შობითგან). ამ წიგნი მოთხრობილია კრიშნას სასიყვარული ამბები, რომელთაც ეძლეოდათ მიწაზე ყოფნისას, მას ახლავს ფერწერული მინიატურები. აქ ხშირად არის გამოსახული ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი - მწყემსი (მუქიფერის კანით. კრიშნა ნიშნავს - "შავს"). აქ მყოყოლილია ლეგენდები, თუ როგორ იპარავდა კრიშნა სხვის კარაქს, უკრავდა ფლეიტაზე და მოუწოდებდა გოგონებს, რომელთაც სთავაზობდა დაეტოვებინათ ქმრები და მთელი ღმაე მთვარის შუქზე მასთან (კრიშნასთან) ეცეკვათ. მოდიოდნენ გოგონები მასთან ატარევდნენ დროს. ყველა მათგან ეგონა, რომ მხოლოდ ის უყვარს კრიშნას. კრიშნას საყვარელი მწყემსი გოგო იყო რადხი. კრიშნაიტები თვლიამ, რომ კრიშნას გარყვნილი საქმეების არის ღვთაებრივი სიყვარული ხორცშესმა და იგი აღემთება ყოველგვარ ადამიანურ წარმოდგენებ, ლეგენდის თანახმად კრიშნა მოკვდა 125 წლის ასაკში შემთხვევით - ფეხში მოხვედრილი ისრით. კრიშნაიტების რწმენით ყოველ საუკუნეში ჩნდებალი ახალი "ავატარი" - კრიშნა ახალი ადამიანის სახით. რომ უკანასკნელი გამოჩენა კრიშნასი ყიო "ოქროს ავატარი" - კაიტანია. ბჰაგტივეტანტა ასწავლის, რომ ჩვენს საუკუნეში გადარჩენა შეიძლება მხოლოდ მანტრა - ჰარიკრიშნა"-ს გამეორებით. კრიშნაიტები კრიშნას მიიჩნევენ უმაღლეს პიროვნულ ღმერთად, უამრავ, წყაროთა შემქმნელად. მან შექმნა (თითქოს ასევე "სულიერი ცანი", "სულიერი პლანეტები", მატერიალური პლანეტები. ეს სექტა დაფუძნებულია ორ უმთავრეს ინდუისტურ კონფეციაზე - "კარმა" და "სამსარი" (გარდასახვა). თვლიან, რომ ადამიანის სული (ჟივა) არ კვდება, არამედ ხდება გარდასახვა სიკვდილის შემდეგ და სხვა სხეულით მოდის ხელახლა ადამიანად და ელოდება გარდასახვას, რომ ხელახლა გაიაროს ცხოვრება ისე, რომ აღარ ჩაიდინოს ცოდვები და როცა უცოდველად გაივლის ცხოვრებას, მხოლოდ მაშინ დასრულდება გარდასახვების პროცესი. ასევე ამბობენ: ადამიანთა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათი რეალური "მე" ვერ განუსხვავებიათ მატერიალური სხეულისაგან და იმყოფებიან მატერიალური არსებობის ილუზიაში და აქედან ცოვაში. "დაბნეულობის" ამ სახეს ეძახიან "კარმა"-ს. ის, ვინც მიაღწევს "კარმისაგან" განთავისუფლებას - მიიღებს მარადიულ სულიერ სხეულს და იცხოვრებს კრიშნას სამყოფელში, ე.ი. დაბრუნდება ღვთაებასთა. გადარჩენის ერთად-ერთი საშუალებად მიიჩნევენ კრიშნას ერთგულ მსახურებას. ისინი თვლიან, რომ სხვა რელიგიები მცდარი და არა სწორია. კრიშნაიტების შეფასება ბიბლიური პოზიციებიდან 1. კრიშნაიტებს მიაჩნიათ, რომ ადამიანმა უნდა დაიმსახუროს გადარჩენა მხოლოდ პირადი მოღვაწეობის ხარჯზე. ეს გაგება საკმაოდ არის დაცილებული გადარჩენის შესახებ ქრისტიანულ სწავლებასთან: ადამიანის გადარჩენა შეუძლებელია მხოლო მისი ღვაწლით, ღმრთის მოწყალების გარეშე, რადგან ადამიანი უცოდველი ვერ იქნება. 2. ის, ვინც ვერ გადარჩება ამ ცხოვრებაში, საშუალება ეძლება ხელახლა დაიბადოს, უკვე სხვა, შედარებით უკეთეს გარემოში და ეს მოხდება მანამდე, ვიდრე არ დასრულდება "კარმისაგან განთავისუფლების პროცესი". ყველამ თვითონ უნდა გამოისყიდოს თავისი ცოდვები და განთავისუფლდეს "კარმისაგან", თუნდაც ამას მილიონობით წლები დასჭირდესო, ამბობს მათეული სწავლება. შესაძლებელი რომ ყოფილიყო კიდეც გარდასახვა, ყოველი მომდევნო ცხოვრება განამრავლებდა ცოდვათა რაოდენობას, რადგან უცოდველი არავინ არის გარდა ღმერთისა (3 მეფ. 8,46; იგავ. 20, 9; რომ. 3,23; 1 ინ. 1,8;). 3. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ღMერთმა "ადამიანებს დაუწესა ერთხელ სიკვდილი და ერთხელ გასამართლება" (ებრ. 9,27). 4. ცოდვა არის არა ილუზიის შედეგი, არამედ ადამიანში ღმრთისადმი ხატების დამახინჯებისა, რაც მას (ადამიანს) ზნეობრივ დამნაშავედ წარმოადგენს ღმერთისა და მისი წმინდანების წინაშე. 5. კრიშნას ცხოვრება დედამიწაზე, როგორც ამას მისი მიმდევრები წარმოიდგენენ, საკმაოდ დაცილებულია სიწმინდესა და სიმართლეს: ბავშვობაში კრიშნა გართობის მიზნით იპარავდა ნივთებს, ახალგაზრდობაში ორგიებს მართავდა ქალების სიმრავლესთან ერთდროულად, მათშორის გათხოვილებთანაც. საკმაოდ დიდი ცოდვა და დანაშაული იქნებოდა კრიშნასი და ქრისტეს შედარება. მით უფრო რომ განკაცებული ძე ღვთისა იესო ქრისტე ზნეობისა და პატიოსანი, მართალი ცხოვრების მაგალითს იძლეოდა პირადი ცხოვრებით< და მოყვასისადმი თავდადების მაგალითI მოგვცა, როცა მან, განკაცებულმა ღმერთმა, უდანაშაულომ თვითონ ინება ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი კრიშნასაგან განსხვავებით, რომელიც შემთხვევით დაიჭრა ფეხში ისრით და მოკვდა. კრიშნაიტების ღვთისმსახურება ეს არის ტიპიური კერპთმსახურება ციტატა 4. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. 5. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში. (გამოსვლ. 20, 4-5). საზოგადოდ უნდა ითქვას რომ კრიშნაიტები უარჰყოფენ წმ. სამებას, იესო ქრისტეს, ბიბლიურ ისტორიას და აქედან გამომდინარე ყოველგვარს ქრისტიანულს და თავისთავად ყოველგვარს ქართულს (ეროვნულს). ცხადია, რომ ამ სექტაში გაერთიანებული ადამიანი ფაქტიურად ახალი წესით, ახალი ტრადიციით ახალი შეხედულებებით ახალი შესამოსლით, არის არის ახალი ტიპი ქართველი ინდოელისა. მართალია მაისურად არ არის საქართველოში გავრცელებული, მაგრამ გავრცელების ფაქტები არის და ეს პირველ რიგში იმ ვაკუუმის ბრალია, რაც შეიქმნა ქართველი კაცის სულში. ამას საკმაოდ აქტიურად უწყობს ხელს რელიგიის სწავლების საკითხების არასწორი, არაკომპეტენტური ორგანიზება სასწავლო დაწესებულებებში, რაც საკმაოდ სერიოზული ხარვეზია და უფრო მეტიც, საშიში ნაღმია, რომელიც სახვალისოდ მზადდება - ნებსით თუ უნებლიეთ. სხვადასხვა სექტებისაგან განსხვავებით, ეს სექტა არ არის შენიღბული, შეფარული ქრისტეს სახელ და ეს უფრო გვანუგეშებს: ვისაც სურს გახდეს კრიშნას მიმდევარი უნდა უარჰყოს ქრისტე და ყველაფერი ქრისტიანული (სწავლება, თუ ცხოვრების წესი), უნდა უარჰყოს ქართველობა. ალბათ ეს არის ერთად-ერთი შემაფერხებელი კრიშნაიზმის პოპულარიზაციის გზაზე საქართველოში. კრიშნაიზმის მიმდევრობით დაინტერესებულთ ვეტყვით: კრიშნაიზმისა და ქრისტიანობის შეჯერება წარმოუდგენელია, ან ერთი უნდა აღიარო, ან ამეორე, მესამე გზა არ არსებოს. მესამე გზა ერთია - დაფიქრებისა. თუ მაძიებელი ადამიანი ხარ, შეადარე კრიშნას ცხოვრება და ქრისტესი, გიახსენე ამავე დროს შენი ქვეყნის ისტორია და მხოლოდ შემდე გადაწყვიტე. ერთი რამ კი უნდა გვახსოვდეს ყველას, დიდსა და პატარას: რუისურბნისის კრების ძეგლისწეიდან, რომელსაც ხელს აწერენ წმ. დავით აღმაშენებელი, მამები საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, არაორაზროვნად გამოაჩნდა საქართველოს კეთილდღეობის საფუძველი. ფაქტიურად დაწყევლილი და შეჩვენებულია ყველა ადამიანი, ჩინოსანი თუ უჩინონი, რომელნიც გადაუხვევენ მართალი სარწმუნოების გზას. დღეს ამ ძეგლისწერის წამკითხველთა დიდ ნაწილს აძრწუნებ ის, თუ რა მკაცრია განაჩენი სჯულისა დამრღვეველთა და განდგომილთა მიმართ, მაგრამ მოდით, სხვანაირად ვთქვათ: რა საშIნელია ალბათ შედეგი მართალი სარწმუნოებიდან გადახვევის შემთხვევაში, რომლის თავიდან ასაცილებლადაც საჭირო შეიქმნა იმგვარი მკაცრი მოწოდება, რომელთაც თავდება რუის-ურბნისის ძეგლის წერა . მასალა მოამზადა :მამა გურამმა წიგნიტან გადმოტანილია მე-ს მიერ |
![]() ![]() |
| ქევანა |
Mar 28 2011, 03:25 PM
პოსტი
#121
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
davithet
ციტატა რომ ცოდნოდათ მაგ კრიშნაიდებ რა უწერიათ - უმალთვე მიატოვებდნენ ჰარე კრიშნას. მგონი ვხვდები რასაც გულისხმობ... ტრანსში ჩაგდებას? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
| davithet |
Mar 28 2011, 03:31 PM
პოსტი
#122
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 |
davithet კრიშნა ბუდაში ხო არ გეშლება?ბუდა ნიშნავს გასხივოსნებულს,სხივფენილს.კიშნა კი ყოვლადმიმზიდველს ნიშნავს. რატო ,ძაან ბევრი კარგის აღება შეიძლება,თან ისთის მართლმადიდებლობაც რო არ უარყოფს.რათქმაუბდა განსხვავებებიც არის,მაგრამ მსგავსებები უფრო მეტია.ყველა განსხვავება კი თითქმის რეინკანაციიდან მოდის და ნუ ავიღებთ მაინცდამაინც ამ რეინკარნაციას. ამაში გეთანხმები,რო მართლმადიდებელი რომელიც მყარად არაა საკუთარ რელიგიაში,უნდა იფრთხილოს. ხო ამერია მართალი ხარ - ბუდაზე. -------------------- [b]止まれ[/b]
|
| George Leluashvili |
Mar 28 2011, 03:48 PM
პოსტი
#123
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
გიტარაზეც კარგად ეწყობა ხო იცი...
http://www.youtube.com/watch?v=9MoooK8IOLo -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
| davithet |
Mar 28 2011, 03:57 PM
პოსტი
#124
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 |
ისე კი კარგი სასიამოვნო მოსასმენია -------------------- [b]止まれ[/b]
|
| George Leluashvili |
Mar 28 2011, 06:16 PM
პოსტი
#125
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
თქვენ ეს იცით?
http://www.youtube.com/watch?v=ldttVOgZ7hY http://www.youtube.com/watch?v=NrvgReumaQE http://www.youtube.com/watch?v=9YcX6q7sXR4&feature=related -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
| George Leluashvili |
Apr 4 2011, 08:53 AM
პოსტი
#126
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ნახეთ რა ლამაზია
http://www.youtube.com/watch?v=_E_a_I9-1H4 -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
| davithet |
Apr 4 2011, 08:46 PM
პოსტი
#127
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 |
ძალიან დავინტერესდი კრიშნაიზმის , ისე კი გადაკითხული მაქვს წიგნები. ენა არ ვიცი და წერა კითხვა კარგად ვიცი . სად არის საქართველოში ეს კრიშნაიზმი ?
-------------------- [b]止まれ[/b]
|
| George Leluashvili |
Apr 4 2011, 09:24 PM
პოსტი
#128
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
davithet
ციტატა სად არის საქართველოში ეს კრიშნაიზმი ? თბილისი,ავჭალა,კაჭარავას 16 -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
| davithet |
Apr 4 2011, 10:30 PM
პოსტი
#129
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 |
davithet თბილისი,ავჭალა,კაჭარავას 16 საინტერესოა და რა დროს იკრიბებიან ისინი ? -------------------- [b]止まれ[/b]
|
| George Leluashvili |
Apr 4 2011, 10:43 PM
პოსტი
#130
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
davithet
ციტატა საინტერესოა და რა დროს იკრიბებიან ისინი ? ლოცვა ყოველ დღეა და განსაკუთრებით კვირას არის შეკრებები.4 საათზე ლექცია იკითხება,რომელიც დაახლოებით 1საათს გრძელდება,შემდეგ არის "პრასადი",ანუ მართლმადიდებლური ენით რო ვთქვათ ტრაპეზი და ამის შემდეგ სადღაც 2 საათს გრძელდება ლოცვა. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
| ქევანა |
Apr 5 2011, 06:20 PM
პოსტი
#131
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
leluashvili.giorgi
აი აი აი ყმაწვილო, ეს პოსტები რომ ნახონ, ბანს მოგარტყამენ.... აქედან ხალხში არამართლმადიდებელებთან, სხვა რელიგიურ ორგანიზაციაში მიყავს? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
| George Leluashvili |
Apr 5 2011, 06:44 PM
პოსტი
#132
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ქევანა
ციტატა აი აი აი ყმაწვილო, ეს პოსტები რომ ნახონ, ბანს მოგარტყამენ.... აქედან ხალხში არამართლმადიდებელებთან, სხვა რელიგიურ ორგანიზაციაში მიყავს? მე არავინ არსად არ მიმყავს,რაც მკითხა იმაზე ვუპასუხე და რჩევები კი PM-ში მივწერე. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
| George Leluashvili |
Apr 5 2011, 06:44 PM
პოსტი
#133
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
............................
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
| afxazi |
Apr 5 2011, 06:49 PM
პოსტი
#134
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
leluashvili.giorgi
შენიშვნა მართალია და აქ სხვა რელიგიური ორგანიზაციების პოპულარიზაციას შეეშვი. საერთოდ რა აღმსარებლობის ხარ თავად? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
| George Leluashvili |
Apr 5 2011, 07:08 PM
პოსტი
#135
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
afxazi
ციტატა შენიშვნა მართალია და აქ სხვა რელიგიური ორგანიზაციების პოპულარიზაციას შეეშვი. პოპულარიზაციისა რა ნახეთ?ადამიანმა რაღაც მკითხა და მეც ვუპასუხე! -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
| George Leluashvili |
Apr 23 2011, 07:24 PM
პოსტი
#136
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
| .zakaria. |
Apr 27 2011, 09:36 PM
პოსტი
#137
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
"შრი რავი შანკარი "აპირებსო საქართველოში ჩამოსვლასო და ვინმემ ხომ არ იცის როდის ჩამოდის?
ხო და კიდევ "საი ბაბა" გარდაცვლილა გუშინწინ -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
| George Leluashvili |
Apr 27 2011, 10:53 PM
პოსტი
#138
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
.zakaria.
ციტატა "შრი რავი შანკარი "აპირებსო საქართველოში ჩამოსვლასო და ვინმემ ხომ არ იცის როდის ჩამოდის? ხვალ მოგცემ მაგის პასუხს. ციტატა ხო და კიდევ "საი ბაბა" გარდაცვლილა გუშინწინ აუუუუუუ საწყალი,მაგრად შემეცოდა. კი სატანისტად მივიჩნევდი,მაგრამ არ მეგონა ასე თუ შემეცოდებოდა.ეუუF შენ საიდან გაიგე? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
| .zakaria. |
Apr 28 2011, 01:32 AM
პოსტი
#139
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
აუუუუუუ საწყალი,მაგრად შემეცოდა. კი სატანისტად მივიჩნევდი,მაგრამ არ მეგონა ასე თუ შემეცოდებოდა.ეუუF შენ საიდან გაიგე? ერთი ანდრეია, ტორსუნოვი რომაა იმის ასისტენტიაა და იმან მომწერა მაილზე მე თაღლითად მივიჩნევდი საი ბაბას "შრი რავი შანკარი " მომწონს. ეხა ჩამოვა და "ისკუსტვა ჟიზნი"-ს გაგვიზიარებს) "შრი ბხაგავანზე" რა აზრის ხარ? -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
| George Leluashvili |
Apr 28 2011, 08:46 AM
პოსტი
#140
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
.zakaria.
ვააჰ ძლივს ჩემი ჭკუის კაცი არ ვნახეეე-გაიხარე შეენ ციტატა მე თაღლითად მივიჩნევდი საი ბაბას ჰო,გასაგებია რატომაც.ხალხს აოგნებდა თავისი ოინებით(მართლა საოცარ სასწაულებს ახდენდა)და მერე აცხადებდა კრიშნა მე ვარო-ეს თაღლითობაა აბა რა არი. http://www.youtube.com/watch?v=oahdsgm_QCA http://www.youtube.com/watch?v=1fs1OBY82b0 შენ შრილა პრაბჰუპადა უნდა ნახო რეებს უწოდებს საიბაბას მსგავს თაღლითებს მასეც უნდა იყოს.საი ბაბა იმპერსონალისტია. ისე ძაან მაგარი სწავლებები აქვს,მართლა სერიოზული.საქართველოში მის შესახებ წიგნებს ვაჟა ნარიმანიძე ავრცელებს.რუსეთში ცხოვრობს და ყოველ წელს ჩამოდის ახალი წიგნების დასაბეჭდად.წაკითხული მაქვს ეგ წიგნები. ციტატა "შრი რავი შანკარი " მომწონს. ეხა ჩამოვა და "ისკუსტვა ჟიზნი"-ს გაგვიზიარებს) სად ჩამოვა,კონკრეტულ ადგილას,ხო არ იცი?თუ ჩამოვა,მაშინ წესით თბილისის აშრამში უნდა დარჩეს. ციტატა "შრი ბხაგავანზე" რა აზრის ხარ? მისი სახე,გამომეტყველება მომწონს.მშვიდი პიროვნება ჩანს.მარა რადგან ინგლისური არ მესმის,ვერ ვიგებ რას ამბობს ხოლმე მე ყველაზე მაგრად შივარამა სვამი მიყვარს.ძაან მაგარი ხმა აქვს. აი,მართლა მომკვდარა. ეეჰ,მაინც მაგრად შემეცოდა http://www.youtube.com/watch?v=RRwwkt9-kYw -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th December 2025 - 08:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი