სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| აკაკი |
May 16 2010, 04:32 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესაგან!
მოძრაობა "ჰარი კრიშნა" თავისი ზანგრძლივი ისტორიის მანძილზე ინდუიზმმა არაერთხელ განიცადა სახეცვლილება. იგი იყოფოდა ცალკეულ განშტოებებად და მიმდინარეობებად და ამგვარად სასაბამს აძლვდა ახალ რელიგიებს. ინდუზმის საკმაოდ მნიშვნელოვანი განშტოებებია "შივაიზმი" და "ვიშნუიზმი" პირველის მომხრეები თაყვანს სცემენ შივას, როგორც უმაღლეს ღვთაებას, მეორენი კი უმთავრეს ღმერთად ვბიშნუსა და მის განსახიერებებს მიიჩნევენ. რამოდენიმე ასეული წლის წინ ინდუისტთა რიგებში კვლავ მოხდა გაყოფა, და ვიშნუიტების ნაწილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მთავარი ღმერთი არის კრიშნა, ხოლო ვიშნუ, პირიქით, არის კრიშნას განსახიერების ერთ-ერთი გამოვლინება. კრიშნაიზმის, როგორც ახალი მოძრაობის, დაფუძნებელი და იდეოლოგი იყო კატანა მახაპრაბუ (1486-1534); მან ააღორძინა ეს მოძრაობა ბენგალიაში. ინდუისტების წმ. ტექსტებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტით - "ბჰაგავატ-გიტა"-თი შთაგონებულმა კაიტანამ გამოაცხადა, რომ განთავისუფლება მიიღწევა დიდი (უსაძღვრო) სიყვარულისა და სამსახურის ფასად, რომელსაც ადამიანი მიუძღვნის კრიშნას, როგორც უმაღლეს პიროვნულ ღმერთს. ეს სწავლება ცნობილია "ბჰაკტი-იოგა"-ს სახელით. კატანიამ ასევე დააწესა თაყვანისცემის განსაკუთრებული წესები - სიმღერები და ექსტაზური ცეკვები - რასაც აგრძელებენ კიდევ დღევანდელი კრიშნაიტები. როგორც მკითხვეილი მიხვდა, კრიშნაიზმის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ინდუზმში არსებულ სექტანტურ მოძრაობასთან. ეს სექტა ამჟამად თავის ძირითად საქმიანობას აწარმოებს ევროპასა და ამრეიკაში. დასავლურ კულტურაში კრიშნაიტული კულტის "ბჰაკტის"-ს შეღწევა დაკავშირებულია ბჰაკტივედანტა სვამი პრაბხუპდას სახელთან (1896-1978) 1922 წელს იგი გახდა შრი შრიმადა ბჰაკტისიდდნატა სარსავატი გოსვამი მაჰარაჯის მოწაფე. ეს უკანასკნელი იყო იმ ხანად ამ სექტის ხელმძღვანელი. მან სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაავალა თავის მოწაფეს "კრიშნას შეგნების" პრინციპების გავრცელება ინგლისურენოვან ხალხებში. 1965 წელს ბჰკტივენდანტა სვამი პრაბხუპადა გადადის საცხოვრებლად ნიუ-იორკში. მანჰეტენის ცენტრში გამოჩნდა სამოცდაათI წლის მოხუცი ინდოეთიდან; ზაფრანისფერ მანტიაშI შემოსილი იგი მათხოვრობდა და ცდიილობდა ხალხის ყურადღება მიეპყრო. თანდათანობით მას უჩნდება იქ მოწაფეები და 1966 წელს აარსებს იქ "კიშნას შეგნების საერთაშორისო საზოგადოებას". 1968 წლიდან ბჰკტივედანტა იწყებს მრავალრიცხოვანი იტერატური გამოცემას - ძირითადად ეს არის ინდუისტური "წმინდა ტექსტების" თარგმანები და მათი კომენტარები. დღეისათვის 30-ზე მეტი დასახელების წიგნია გამოცემული "კრიშნას საზოგადოების" მიერ კრიშნაიტები აარსევენ ახალ-ახალ ტაძრებს მსოფლიოს მასშტაბით (სადაც კი ხელი მიუწვდებათ). აღარ კმაყოფილდებიან მხოლოდ ინგლისურენოვანი ხლახებით და ეს გასაგებიცაა; რაც არ უნდა იქადაგონ, ცხადია, რომ ყველა სექტის, საზოგადოებისა თუ ორგანიზაციის მსგავსად, სურთ თავიანთი გავლენის სფეროების გაფართოება. ისინი ავრცელებენ მსოფლიოშI თავიანთ ლიტერატურას, ამასთან ერთად, ავრცელებენ "ბითლზ"-ის ტოფილი წვრის - ჯორჯ ჰარისონის სიმღერების ჩანაწერებს, რომლებიც შეიცავს მანტრებს (ლოცვებს) "ჰარი-კრიშნა" და კრიშნას ჰიმნებს. ცდილობენ ამცნონ სამყაროს კრიშნას სახელი. 1978 წელს გარდაიცვალა ბჰაკტივედანტა, მაგრამ მის ნაწერებს კრიშნაიტები მიიჩნევენ "კრიშნას შემეცნების ჭეშმარიტ ტრანსცენდენტულ მეცნიერებად". დღევანდელ პერიოდში ამ სექტის მუშაობას ხელმძღვანელობს 11 გურუ (მსწავლებელი). თვითოეული მათგანი აკონტროლებს მისთვის განსაზღვრულ გეოგრაფიულ ტერიტორიას. ბჰაკტივედიდენტას სიკვდილის შემდეგ ფულადი სახსრების შეგროვების მეთოდი საკმაოდ შეიცვალა. ამ სექტის ახალი ხელმძღვანელები ამბობე: "კრიშნაიტებისათვის ნებადართულია ნებისმიერი მეთოდი, რადგან ყველაფერი ამ სამყაროში, ასე თუ ისე, კრიშნას ეკუთვნის"-ო. კრიშნაიტების პროპაგანდა ყველახზე ადვილად გამოძახილს პოულობს "ნარკომანული კულტურისაგან" გულგატეხილ სტუნდეტებსა და ახალგაზრდობაში. ზოგიერთებს სექტისკენ უბიძგებს მაროობის (იზოლაციის) გრძნობა, საკუთარი პრიოვნული ღირსებების დაკარგვის განცდა. ასეთ ადამიანებს სექტა სთავაზობს ორგანიზებულ, მოწესრიგებულ თემს: საკმაოდ გაჯერებულ განრიგს და მკაცრ წესებს. ყველა გადაწყვეტილებას ღებულობს ხელმძღვანელი, წევრები კი ასრულებენ კოლექტიურად. ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია. ყოველგვარი პირადი საკუთრევა გადადის სექტის მფლობელობაში. ყველამ უნდა ატაროს ერთნაირი ტანსაცმელი, ჰქონდეთ ერთნაირი ვარცხნილობა. მამაკაცები თავს სრულიად იპარსავენ, მხოლოდ თავის უკანა ნაწილში - კეფასთან (ქოჩორს რომ ვუწოდებთ) იტოვებენ მცირე რაოდენობის თმას (სიქჰა), ატარევენ ყვითელ ან ზაფრანისფერ მანტიას. დედაკაცები თმას გადაჭიმულად იკრავენ თავის უკან ზედა ნაწილშI და როგორც წესი - შუაზეა თმა გაყოფილი; ეკრძალებად საუბრები, რომლების არ არის დაკავშირებული "კრიშნას შეგნება"-სთან, უარჰყოფენ ყველაფერს, რაცკი რამ არის დაკავშირებული მეცნიერებასთან, განათლებასთან. მათთვის აკგრძალულია ნარკოტიკი, ალკოჰოლიანი სასმელი, თამბაქო, ყავა, ჩაი და თავისუფალი სექსუალური კავშირები. კრიშნაიტები არ ჭამენ ხორცს, თევზს კვერცხს. ბჰაკტივედანტას სიკვდილის შემდეგ მოხდა მათი მოძრაობის ლიბერალიზაცია. თავისი წევრებისაგან აღარ მოითხოვენ პირადი ქონების დათმობასა და აუცილებლად ტაძარში ცხოვრებას, მაგრამ ხალდებულნი არიან დარჩნენ ვეგეტარიანელებად და თვითოეულ მათგანს სახლში ჰქონდეს კრიშნას სამსხვერპლო. ჰიმნების საყოველთაოდ გალობა შესცვალა ქიმიური სასუქის გარეშე გაზრდილი ბოსტნეულითა და ხილით ვაჭრობამ. ხმაროვენ სანკრიტულ სიტყვებს. სანკრიტი არის ინდუისტების წმ. ენა. ლოცვებს და საკითხავებს ასრულებენ სანკრიტზე. "კრიშნას შვილებმა" მთელი თავისი აზრები უნდა მიაპყრონ მხოლოდ კრიშნას, ყველა მოქმედებით ემსახურონ მას, უნდა დაკარგოს საკუთარი პიროვნების შეგრძნებადობა და კრიშნას შეუერთდეს. თაყვანისცემის რთული და მარტივი მეთოდები არსებობს ყველაზე "უბრალო" მათს შორის ამგვარია: ახლად მოქცეული კრიშნას ქანდაკების წინ წარმოსთქვამს "ლოცვას" "ჰარი კრიშნა"... იგი 16 სიტყვისაგან შედგება. სხვა, უფრო რთული წესია სანკირტანა, რომლის დროსაც კრიშნაიტები ერთმანეთს უყვებიან განცხრომათა შესახებ, რომელთაც კრიშნა ეძლეოდა დედამიწაზე ყოფნის ჩამს, მღერიან მანტრებს ("ლოცვებს") და ცეკვავენ. ბევრი მათგანი ამ დროს ექსტაზის ან დრანსის მდგომარეობაში ვარდება. ბჰაგტი-იოგას ტექნიკა მოიცავს კრიშნას მსახურების სხვადასხვა სახის რიტუალებს. მათ შორის: განსაკუთრებული საკვების მომზადება და მსხვერპლად შეწირვა ტაძრის ღმერთებისადმი (კრიშნას ქანდაკებები); დღეში ორჯერ-ექვსჯერ- შეასრულოს არატრიკი ("კრიშნას თაყვანისცემა") წმ. მცენარი - ტულასი დევი-ს თაყვანისცემა. იგი ყველა ტაძარშია და კრიშნაიტების რწმენით ეს მცენარე "განსწმენდს" თავის თაყვანისმცემელებს ცოდვებისა და ავადმყოფობათაგან; ღმერთების მსახურება, ყველა ტაძარში არის სათავსო კრიშნასი და მისი ხარჭის ქადაკებებით. ეს ქანდაკებები (სიმაღლით 0,5 მეტრი) მოთავსებულია სამსხვერპლოზე სამი (მცირე ზომის ღვთაების გამოსახულებებთან. აქვე კაიტანიასი და ბჰაკტივედანტას გამოსახულებები. მათ "აჭმევენ", მათ წინაშე ლოცულობენ, მათ ეფერებიან, უცვლიან ტანსაცმელს, "აძინებენ". კრიშნაიტები ამ ქანდეკებებს არ თვლიან კერპებადნ არამედ კრიშნას განსაკუთრებულ განსახიერებად. წყალს, რომელშიც "ღმერთებს" აბანავებენ, კრიშნაიტები სვამენ. მარხულობენ და აქვთ დღესასწაულები: კრიშნას, რადხასა და ბჰაკტივედანტას "მოვლენის დღეები". ქორწინება კრიშნაიტებს შორის ხდება მხოლოდ მათი მასწავლებლის ნებართვით. ცოლი უსიტყვოდ ემორჩილება ქმარს, რომელსაც აქვს უფლება სცემოს დაუჯერებელი ცოლი. ქორწინებას მიიჩნევენ მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელების საშუალებად. კრიშნაიტების ბავშვები 5 წლის ასაკიდან იზრდებიან სპეციალურ სკოლებში. მათ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათი შვილები სიცოცხლეშI მიაღწევენ სრულყოფას და აღარ დასჭირდებათ გარდასახვა. კრიშნაიტების ძირითადი და საყვარელი ტექსტია "ბჰაგავატ-გიტა". ისინი თვლიან, რომ იგი დაიწერა 5 ათასი წლის წინ, ბიბლიაზე ბევრად ადრე, რაც არავითარ მოწმობით დასტურდება. სერიოზულ მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, "ბჰაგავატ-გიტა" დაწერის თარიღად მიიჩნევენ პერიოდს ქრისტეს შობამდე IV საუკუნესა და ქრისტეს შობითგან I საუკუნეს შორის. ხელმძღვანელობენ ასევე "წმიდა წიგნები" - "შრიმად ბჰაგავატამი" ("ბჰაგავატ-პურანი"-III-IX საუკ. ქრისტეს შობითგან). ამ წიგნი მოთხრობილია კრიშნას სასიყვარული ამბები, რომელთაც ეძლეოდათ მიწაზე ყოფნისას, მას ახლავს ფერწერული მინიატურები. აქ ხშირად არის გამოსახული ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი - მწყემსი (მუქიფერის კანით. კრიშნა ნიშნავს - "შავს"). აქ მყოყოლილია ლეგენდები, თუ როგორ იპარავდა კრიშნა სხვის კარაქს, უკრავდა ფლეიტაზე და მოუწოდებდა გოგონებს, რომელთაც სთავაზობდა დაეტოვებინათ ქმრები და მთელი ღმაე მთვარის შუქზე მასთან (კრიშნასთან) ეცეკვათ. მოდიოდნენ გოგონები მასთან ატარევდნენ დროს. ყველა მათგან ეგონა, რომ მხოლოდ ის უყვარს კრიშნას. კრიშნას საყვარელი მწყემსი გოგო იყო რადხი. კრიშნაიტები თვლიამ, რომ კრიშნას გარყვნილი საქმეების არის ღვთაებრივი სიყვარული ხორცშესმა და იგი აღემთება ყოველგვარ ადამიანურ წარმოდგენებ, ლეგენდის თანახმად კრიშნა მოკვდა 125 წლის ასაკში შემთხვევით - ფეხში მოხვედრილი ისრით. კრიშნაიტების რწმენით ყოველ საუკუნეში ჩნდებალი ახალი "ავატარი" - კრიშნა ახალი ადამიანის სახით. რომ უკანასკნელი გამოჩენა კრიშნასი ყიო "ოქროს ავატარი" - კაიტანია. ბჰაგტივეტანტა ასწავლის, რომ ჩვენს საუკუნეში გადარჩენა შეიძლება მხოლოდ მანტრა - ჰარიკრიშნა"-ს გამეორებით. კრიშნაიტები კრიშნას მიიჩნევენ უმაღლეს პიროვნულ ღმერთად, უამრავ, წყაროთა შემქმნელად. მან შექმნა (თითქოს ასევე "სულიერი ცანი", "სულიერი პლანეტები", მატერიალური პლანეტები. ეს სექტა დაფუძნებულია ორ უმთავრეს ინდუისტურ კონფეციაზე - "კარმა" და "სამსარი" (გარდასახვა). თვლიან, რომ ადამიანის სული (ჟივა) არ კვდება, არამედ ხდება გარდასახვა სიკვდილის შემდეგ და სხვა სხეულით მოდის ხელახლა ადამიანად და ელოდება გარდასახვას, რომ ხელახლა გაიაროს ცხოვრება ისე, რომ აღარ ჩაიდინოს ცოდვები და როცა უცოდველად გაივლის ცხოვრებას, მხოლოდ მაშინ დასრულდება გარდასახვების პროცესი. ასევე ამბობენ: ადამიანთა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათი რეალური "მე" ვერ განუსხვავებიათ მატერიალური სხეულისაგან და იმყოფებიან მატერიალური არსებობის ილუზიაში და აქედან ცოვაში. "დაბნეულობის" ამ სახეს ეძახიან "კარმა"-ს. ის, ვინც მიაღწევს "კარმისაგან" განთავისუფლებას - მიიღებს მარადიულ სულიერ სხეულს და იცხოვრებს კრიშნას სამყოფელში, ე.ი. დაბრუნდება ღვთაებასთა. გადარჩენის ერთად-ერთი საშუალებად მიიჩნევენ კრიშნას ერთგულ მსახურებას. ისინი თვლიან, რომ სხვა რელიგიები მცდარი და არა სწორია. კრიშნაიტების შეფასება ბიბლიური პოზიციებიდან 1. კრიშნაიტებს მიაჩნიათ, რომ ადამიანმა უნდა დაიმსახუროს გადარჩენა მხოლოდ პირადი მოღვაწეობის ხარჯზე. ეს გაგება საკმაოდ არის დაცილებული გადარჩენის შესახებ ქრისტიანულ სწავლებასთან: ადამიანის გადარჩენა შეუძლებელია მხოლო მისი ღვაწლით, ღმრთის მოწყალების გარეშე, რადგან ადამიანი უცოდველი ვერ იქნება. 2. ის, ვინც ვერ გადარჩება ამ ცხოვრებაში, საშუალება ეძლება ხელახლა დაიბადოს, უკვე სხვა, შედარებით უკეთეს გარემოში და ეს მოხდება მანამდე, ვიდრე არ დასრულდება "კარმისაგან განთავისუფლების პროცესი". ყველამ თვითონ უნდა გამოისყიდოს თავისი ცოდვები და განთავისუფლდეს "კარმისაგან", თუნდაც ამას მილიონობით წლები დასჭირდესო, ამბობს მათეული სწავლება. შესაძლებელი რომ ყოფილიყო კიდეც გარდასახვა, ყოველი მომდევნო ცხოვრება განამრავლებდა ცოდვათა რაოდენობას, რადგან უცოდველი არავინ არის გარდა ღმერთისა (3 მეფ. 8,46; იგავ. 20, 9; რომ. 3,23; 1 ინ. 1,8;). 3. პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ღMერთმა "ადამიანებს დაუწესა ერთხელ სიკვდილი და ერთხელ გასამართლება" (ებრ. 9,27). 4. ცოდვა არის არა ილუზიის შედეგი, არამედ ადამიანში ღმრთისადმი ხატების დამახინჯებისა, რაც მას (ადამიანს) ზნეობრივ დამნაშავედ წარმოადგენს ღმერთისა და მისი წმინდანების წინაშე. 5. კრიშნას ცხოვრება დედამიწაზე, როგორც ამას მისი მიმდევრები წარმოიდგენენ, საკმაოდ დაცილებულია სიწმინდესა და სიმართლეს: ბავშვობაში კრიშნა გართობის მიზნით იპარავდა ნივთებს, ახალგაზრდობაში ორგიებს მართავდა ქალების სიმრავლესთან ერთდროულად, მათშორის გათხოვილებთანაც. საკმაოდ დიდი ცოდვა და დანაშაული იქნებოდა კრიშნასი და ქრისტეს შედარება. მით უფრო რომ განკაცებული ძე ღვთისა იესო ქრისტე ზნეობისა და პატიოსანი, მართალი ცხოვრების მაგალითს იძლეოდა პირადი ცხოვრებით< და მოყვასისადმი თავდადების მაგალითI მოგვცა, როცა მან, განკაცებულმა ღმერთმა, უდანაშაულომ თვითონ ინება ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი კრიშნასაგან განსხვავებით, რომელიც შემთხვევით დაიჭრა ფეხში ისრით და მოკვდა. კრიშნაიტების ღვთისმსახურება ეს არის ტიპიური კერპთმსახურება ციტატა 4. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. 5. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში. (გამოსვლ. 20, 4-5). საზოგადოდ უნდა ითქვას რომ კრიშნაიტები უარჰყოფენ წმ. სამებას, იესო ქრისტეს, ბიბლიურ ისტორიას და აქედან გამომდინარე ყოველგვარს ქრისტიანულს და თავისთავად ყოველგვარს ქართულს (ეროვნულს). ცხადია, რომ ამ სექტაში გაერთიანებული ადამიანი ფაქტიურად ახალი წესით, ახალი ტრადიციით ახალი შეხედულებებით ახალი შესამოსლით, არის არის ახალი ტიპი ქართველი ინდოელისა. მართალია მაისურად არ არის საქართველოში გავრცელებული, მაგრამ გავრცელების ფაქტები არის და ეს პირველ რიგში იმ ვაკუუმის ბრალია, რაც შეიქმნა ქართველი კაცის სულში. ამას საკმაოდ აქტიურად უწყობს ხელს რელიგიის სწავლების საკითხების არასწორი, არაკომპეტენტური ორგანიზება სასწავლო დაწესებულებებში, რაც საკმაოდ სერიოზული ხარვეზია და უფრო მეტიც, საშიში ნაღმია, რომელიც სახვალისოდ მზადდება - ნებსით თუ უნებლიეთ. სხვადასხვა სექტებისაგან განსხვავებით, ეს სექტა არ არის შენიღბული, შეფარული ქრისტეს სახელ და ეს უფრო გვანუგეშებს: ვისაც სურს გახდეს კრიშნას მიმდევარი უნდა უარჰყოს ქრისტე და ყველაფერი ქრისტიანული (სწავლება, თუ ცხოვრების წესი), უნდა უარჰყოს ქართველობა. ალბათ ეს არის ერთად-ერთი შემაფერხებელი კრიშნაიზმის პოპულარიზაციის გზაზე საქართველოში. კრიშნაიზმის მიმდევრობით დაინტერესებულთ ვეტყვით: კრიშნაიზმისა და ქრისტიანობის შეჯერება წარმოუდგენელია, ან ერთი უნდა აღიარო, ან ამეორე, მესამე გზა არ არსებოს. მესამე გზა ერთია - დაფიქრებისა. თუ მაძიებელი ადამიანი ხარ, შეადარე კრიშნას ცხოვრება და ქრისტესი, გიახსენე ამავე დროს შენი ქვეყნის ისტორია და მხოლოდ შემდე გადაწყვიტე. ერთი რამ კი უნდა გვახსოვდეს ყველას, დიდსა და პატარას: რუისურბნისის კრების ძეგლისწეიდან, რომელსაც ხელს აწერენ წმ. დავით აღმაშენებელი, მამები საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, არაორაზროვნად გამოაჩნდა საქართველოს კეთილდღეობის საფუძველი. ფაქტიურად დაწყევლილი და შეჩვენებულია ყველა ადამიანი, ჩინოსანი თუ უჩინონი, რომელნიც გადაუხვევენ მართალი სარწმუნოების გზას. დღეს ამ ძეგლისწერის წამკითხველთა დიდ ნაწილს აძრწუნებ ის, თუ რა მკაცრია განაჩენი სჯულისა დამრღვეველთა და განდგომილთა მიმართ, მაგრამ მოდით, სხვანაირად ვთქვათ: რა საშIნელია ალბათ შედეგი მართალი სარწმუნოებიდან გადახვევის შემთხვევაში, რომლის თავიდან ასაცილებლადაც საჭირო შეიქმნა იმგვარი მკაცრი მოწოდება, რომელთაც თავდება რუის-ურბნისის ძეგლის წერა . მასალა მოამზადა :მამა გურამმა წიგნიტან გადმოტანილია მე-ს მიერ |
![]() ![]() |
| George Leluashvili |
May 5 2011, 10:48 PM
პოსტი
#201
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ეეეეეეჰ!!!
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
| ნაინა |
May 5 2011, 10:49 PM
პოსტი
#202
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა მე არაფერშ არ ვქადაგებ! ეს შენ თუ მოგაჩნია ასე,მასე იყოს! კარგად დააკვირდი პოსტებს.მე ზოგ რამეში ვეთანხმები მათ,ზოგ რამეში-არა.რაშინ ვეთანხმები კი-სახეზეა მეტი ქადაგება რაღა გინდა, ლამის ყველა თემა ინდუისტური რელიგიების საქადაგებლად აქციე. კრიშნა და ბჰაგავატ გიტა ლამის დაგვისვა სალოცავად. GIORGI LELUASHVILI ციტატა და მე რაც ვთქვი რატომ გაიგე არასწორად?მე გითხარი ის,რომ მე შენ გაინტერესებ,ან ჩემ სანახავად ჩამოდი-მეთქი? შენ უბრალოდ (მე როგორი აზრიც გამოვიტანე) თქვი,რომ მე და ატმანი ერთი და იგივე პიროვნება არ ვართ-მეთქი და ეს ქევანამ კარგად იცის,ამიტომ თუ არ გჯერა ამას ქევანა დაგიდასტურებს-მეთქი. გასაგებიააა? რა განსხვავებაა შენსა და ატმანს შორის? თუ არა ხარ ატმანი ახმოვანებ იმას რაც მას უნდა. მისი რუპორი ხარ ესე იგი. ხო კიდევ, ქევანასთან რომ მგზავნი დასამოწმებლად, ეგ როგორაა? მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო თუ......? -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
| beso777 |
May 5 2011, 10:52 PM
პოსტი
#203
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 984 რეგისტრ.: 8-December 10 წევრი № 10,059 |
აბა რა ახდებაო აქ
-------------------- ***დაიფასე თავი იმდენათ,რამდენადაც ღირსი ხარ,თორემ ოდნავადაც რომ გადააჭარბო,სულ მთლათ გაუფასურდები***
|
| George Leluashvili |
May 5 2011, 10:55 PM
პოსტი
#204
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ნაინა
ციტატა მეტი ქადაგება რაღა გინდა, ლამის ყველა თემა ინდუისტური რელიგიების საქადაგებლად აქციე. ყველა არა!სულ ერთი-ორია მხოლოდ მოქმედი ციტატა კრიშნა და ბჰაგავატ გიტა ლამის დაგვისვა სალოცავად. გაცნობა სალოცავად დასმას ნიშნავს? ციტატა თუ არა ხარ ატმანი ახმოვანებ იმას რაც მას უნდა. მისი რუპორი ხარ ესე იგი. მაშინ გამოდის,ყველა მართლმადიდებლები ერთმანეთის"რუპორები"ვართ,ერთნაირი სარწმუნობა და აზრები რომ გვაქვს?(არ მომეწონა ეს"რუპორი".მასე შეიძლება ყველა ერთი რელიგიის წარმომადგენელს ერთმანეთის"რუპორები უწოდო) ციტატა ხო კიდევ, ქევანასთან რომ მგზავნი დასამოწმებლად, ეგ როგორაა?მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო თუ......? ჰო,კაი დაივიწყე რა... beso777 ციტატა აბა რა ახდებაო აქ არამართლმადიდებლებს ჩაგრავენ მართლმადიდებლურ ფორუმზე -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
| ნაინა |
May 5 2011, 10:55 PM
პოსტი
#205
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
Kanishtha-Adhikar
ციტატა თავზე მოხვევა არაფერ შუაშია.აქ ძირითადად განსხვავებული სწავლებები ირჩევა სად ირჩევა განსხვავებული სწავლებები? ეგ თქვენი განსხვავებული სწავლებები გაარჩიეთ საერთო რელიგიურ ფორუმებზე და არა მხოლოდ მართლმადიდებლურზე. ციტატა და თქვენ გაქვთ უფლება(თუნდაც ეკლესიის მიერ)რომ დასცინოთ და შეურაცხყოთ არამართლმადიდებლები? და სად ნახე რომ დავცინი არამართლმადიდებლებს? ეხლა მართლა ზედმეტი ხომ არ მოგდის? აბა მიდი ამომიკოპირე ჩემი დაცინვები. მაჩვენე თუნდაც ერთი. მიდი, გელოდები. ციტატა ანუ მართლმადიდებლურ სწავლებებს ყველა უნდა ეთანხმებოდეს,რახან მართლმადიდებლური ფორუმია? არავინ გავალდებულებს რომ ეთანხ,მებოდე, გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი და არა კრიშნაიდების. ყველა რელიგიას და მათ მიმდევრებს პატივს ვცემ, ეს მათი რწმენაა. ოღონდ მე ნუ მომახვევენ თავზე. მე მუსულმანი მეგიბრებიც მყავს, თან ძალიან კარგი მეგიბრები და ერთხელაც კი არ მახსოვს მათგან ჩემი სარწმუნოების დამცირება და მათი რწმენის წება-დიდება. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
| beso777 |
May 5 2011, 10:57 PM
პოსტი
#206
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 984 რეგისტრ.: 8-December 10 წევრი № 10,059 |
beso777 არამართლმადიდებლებს ჩაგრავენ მართლმადიდებლურ ფორუმზე არამართლმადიდებელს რა უნდა მართლმადიდებლურ ფორუმზე თუ საკაიკაცოთ არიან მაშინ მართლმადიდებლობა მიიღონ -------------------- ***დაიფასე თავი იმდენათ,რამდენადაც ღირსი ხარ,თორემ ოდნავადაც რომ გადააჭარბო,სულ მთლათ გაუფასურდები***
|
| ნაინა |
May 5 2011, 11:00 PM
პოსტი
#207
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ყველა არა!სულ ერთი-ორია მხოლოდ მოქმედი მეტი რაღა გინდა, აამოქმედე და გამოაცოცხლე ათმანის თემები. არადა ადრევე იყო დასახური. ციტატა გაცნობა სალოცავად დასმას ნიშნავს? თუ უკვე საკმარისია რასაც გავეცანი და მეტის სურვილი აღარ მაქვს, მაინც უნდა მიჩხიკინო თვალებში შენი კრიშნა? ციტატა მაშინ გამოდის,ყველა მართლმადიდებლები ერთმანეთის"რუპორები"ვართ,ერთნაირი სარწმუნობა და ზარები რომ გვაქვს?(არ მომეწონა ეს"რუპორი".მასე შეიძლება ყველა ერთი რელიგიის წარმომადგენელს ერთმანეთის"რუპორები უწოდო) ისე, რუპორზე უკეთესიც შეიძლებოდა დამეწერა, მაგრამ მაგდენი ზრდილობა მაქვს შენ რომ საშენოდ ურახუნებ ეხლა თუ ატყობ? მაგრამ დიდად არ გაგივა აქ. ციტატა ჰო,კაი დაივიწყე რა... სიამოვნებით, თუ მორჩები ამ ქადაგებებს -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
| Kanishtha-Adhikar |
May 5 2011, 11:01 PM
პოსტი
#208
|
![]() Govinda das ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 131 რეგისტრ.: 4-May 11 მდებარ.: sukhum წევრი № 10,979 |
ციტატა სად ირჩევა განსხვავებული სწავლებები? თავიდან გადახედე ამ თემას და ნახავ ციტატა ეგ თქვენი განსხვავებული სწავლებები გაარჩიეთ საერთო რელიგიურ ფორუმებზე და არა მხოლოდ მართლმადიდებლურზე. მაშინ მოშალეთ ეს"აპოლოგეტიკა".რიღასთვის არსებობს? ციტატა და სად ნახე რომ დავცინი არამართლმადიდებლებს? პირადად შენ არა,მაგრამ თუ გინდა დავაკოპირებ შესაბამის პოსტებს ციტატა ეხლა მართლა ზედმეტი ხომ არ მოგდის? სრულებითაც არა ციტატა აბა მიდი ამომიკოპირე ჩემი დაცინვები. პირადად შენ არაფერ შუაში ხარ-მეთქი. სხვები რა,მართლმადიდებლები არ არიან? სწავლებების მოხვევაში რას გულისხმობ? -------------------- პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24). |
| George Leluashvili |
May 5 2011, 11:07 PM
პოსტი
#209
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ნაინა
ციტატა მეტი რაღა გინდა, აამოქმედე და გამოაცოცხლე ათმანის თემები.არადა ადრევე იყო დასახური. რა ვუყოთ მისიონერულ საქმიანობასაც ვეწევი ციტატა თუ უკვე საკმარისია რასაც გავეცანი და მეტის სურვილი აღარ მაქვს, მაინც უნდა მიჩხიკინო თვალებში შენი კრიშნა? საერთოდ ხომ იცი ამ თემაში რა ამბავიცაა?ხოდა თუ არ შემოიხედავ-ხოლმე,აღარც თველებში მოგეჩხიკინება ციტატა ისე, რუპორზე უკეთესიც შეიძლებოდა დამეწერა, მაგრამ მაგდენი ზრდილობა მაქვს შენ რომ საშენოდ ურახუნებ ეხლა თუ ატყობ? მაგრამ დიდად არ გაგივა აქ. კაი კაცო ნწნწნწნწ ციტატა სიამოვნებით, თუ მორჩები ამ ქადაგებებს თუ ვინმეს დააინტერესებს კრიშნას შესახებ რამე,მე ხო აქ უნდა ვიყო? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
| ნაინა |
May 5 2011, 11:09 PM
პოსტი
#210
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
Kanishtha-Adhikar
ციტატა თავიდან გადახედე ამ თემას და ნახავ ხოდა თავიდანვე არ უნდა გახსნილიყო ეს თემა, ან უნდა დახურულიყო მალევე. შეიძლება ისაუბრიო სხვა რელიგიაზე, ამის წინააღმდეგი არავინ არაა. მაგრამ გადახედე თემებს, ძირითადად ინდუიზმის ქადაგებაა. კრიშნას თემებით გადაივსო ფორუმი, ათიდან მგონი უკვე 8 კრიშნას და ინდუიზმს ეკუთვნის. ციტატა მაშინ მოშალეთ ეს"აპოლოგეტიკა".რიღასთვის არსებობს? აპოლოგეტიკა მხოლოდ იმისთვის არ არსებობს რომ კრიშნაიზმი ვარჩიოთ გამუდმებით. ციტატა პირადად შენ არა,მაგრამ თუ გინდა დავაკოპირებ შესაბამის პოსტებს შენ მე მომწერე დასცინითო და იმიტომ მივიღე პირადად. ტვინნაღრძობი ადამიანი ყველა რელიგიის წარმომადგენლებში იქნება. არავის არ მოვუწონებ არასოდეს რომ დასცინოს სხვა რელიგიის მიმდევარს. ზემოთაც დავწერე და ახლაც გავიმეორებ. ის მათი რწმენაა, მათია, პირადი და შეურაცხყოფის უფლება არავის აქვს. მაგრამ იყოს მათი და ნუ მომახვევენ მე თავზე ზედმეტად. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
| beso777 |
May 5 2011, 11:09 PM
პოსტი
#211
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 984 რეგისტრ.: 8-December 10 წევრი № 10,059 |
როგორც გადავხედე თემას და მასსი დაწერილ პოსტებს თავში უეცრათ ერტმა აზრმა გამიელვა,დავიჯერო ჩვენ მართლმადიდებლებს უკვე ამოგვეწურა ყოველივე მარტლმადიდებლურ საკითხებზე და იმდენი ცოდნა დავაგროვეთ რომ მზატ ვართ უკვე სხვა რელიგიურ მიმდინარეობებზე ვიმსჯელოთ?
-------------------- ***დაიფასე თავი იმდენათ,რამდენადაც ღირსი ხარ,თორემ ოდნავადაც რომ გადააჭარბო,სულ მთლათ გაუფასურდები***
|
| George Leluashvili |
May 5 2011, 11:09 PM
პოსტი
#212
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ციტატა ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 2 დამალული წევრი) 3 წევრი: beso777, ikanosi ,Kanishtha-Adhikar ნახეთ რა ამბავია? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
| ნაინა |
May 5 2011, 11:12 PM
პოსტი
#213
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა რა ვუყოთ მისიონერულ საქმიანობასაც ვეწევი რაღა გიჭირს, ბედი კარზე მოგდგომია ციტატა საერთოდ ხომ იცი ამ თემაში რა ამბავიცაა?ხოდა თუ არ შემოიხედავ-ხოლმე,აღარც თველებში მოგეჩხიკინება ამ ფორუმზე, რომელ თემაშიც მომინდება იქ შევალ და შენ ჩემი უკაზი არა ხარ და ვერაფერს ამიკრძალავ. ეს ისე, ცნობისთვის GIORGI LELUASHVILI ციტატა კაი კაცო ნწნწნწნწ კი, კი, ნამდვილად, უკეთესი სიტყვა გეკუთვნოდა ციტატა თუ ვინმეს დააინტერესებს კრიშნას შესახებ რამე,მე ხო აქ უნდა ვიყო? ხო აბა, შენ რომ არ ჰყავდე რა ეშველებოდათ საწყლებს. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
| George Leluashvili |
May 5 2011, 11:12 PM
პოსტი
#214
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
beso777
ციტატა როგორც გადავხედე თემას და მასსი დაწერილ პოსტებს თავში უეცრათ ერტმა აზრმა გამიელვა,დავიჯერო ჩვენ მართლმადიდებლებს უკვე ამოგვეწურა ყოველივე მარტლმადიდებლურ საკითხებზე და იმდენი ცოდნა დავაგროვეთ რომ მზატ ვართ უკვე სხვა რელიგიურ მიმდინარეობებზე ვიმსჯელოთ? აი ამის პასუხს ზედა პოსტიდან დაგიკოპირებ: მართლმადიდებლობას საერთოდ ვერ ამოწურავ,მილიონი ცხოვრებაც რომ გქონდეს და მაშინ რაღა ვქნათ?არ შევისწავლოთ სხვა რელიგიები? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
| ნაინა |
May 5 2011, 11:13 PM
პოსტი
#215
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
beso777
ციტატა როგორც გადავხედე თემას და მასსი დაწერილ პოსტებს თავში უეცრათ ერტმა აზრმა გამიელვა,დავიჯერო ჩვენ მართლმადიდებლებს უკვე ამოგვეწურა ყოველივე მარტლმადიდებლურ საკითხებზე და იმდენი ცოდნა დავაგროვეთ რომ მზატ ვართ უკვე სხვა რელიგიურ მიმდინარეობებზე ვიმსჯელოთ? სხვას კი არაფერს ვამბობ მე? უცხოპლანეტელივით რომ მიყურებენ აქ -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
| beso777 |
May 5 2011, 11:14 PM
პოსტი
#216
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 984 რეგისტრ.: 8-December 10 წევრი № 10,059 |
beso777 აი ამის პასუხს ზედა პოსტიდან დაგიკოპირებ: მართლმადიდებლობას საერთოდ ვერ ამოწურავ,მილიონი ცხოვრებაც რომ გქონდეს და მაშინ რაღა ვქნათ?არ შევისწავლოთ სხვა რელიგიები? მაშინ ერთს გკითხავ სანამ მაგაზე გიპასუხებდე,თავათ თვლი თუ არა თავს მართლმადიდებელ ქრისტიანათ? -------------------- ***დაიფასე თავი იმდენათ,რამდენადაც ღირსი ხარ,თორემ ოდნავადაც რომ გადააჭარბო,სულ მთლათ გაუფასურდები***
|
| George Leluashvili |
May 5 2011, 11:16 PM
პოსტი
#217
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ნაინა
ციტატა ამ ფორუმზე, რომელ თემაშიც მომინდება იქ შევალ და შენ ჩემი უკაზი არა ხარ და ვერაფერს ამიკრძალავ. ეს ისე, ცნობისთვის მე ეს არ მითქვამს და ამით მე შეურაცხყოფას მაყენებ! სწორად გაიგე ხოლმე რასაც ვწერ და შენებურ ინტერპრეტაციებს ნუ უკეთებ. მე რაც დავწერე,შენი პოსტიდან გამომდინარე იყო და რატომ იგებ ასე არასწორად? ციტატა კი, კი, ნამდვილად, უკეთესი სიტყვა გეკუთვნოდა მაშინ,მართლმადიდებლებზე რა ვთქვათ? ციტატა ხო აბა, შენ რომ არ ჰყავდე რა ეშველებოდათ საწყლებს. აბა რა. beso777 ციტატა მაშინ ერთს გკითხავ სანამ მაგაზე გიპასუხებდე,თავათ თვლი თუ არა თავს მართლმადიდებელ ქრისტიანათ? რა მნიშვნელობა აქვს? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
| beso777 |
May 5 2011, 11:17 PM
პოსტი
#218
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 984 რეგისტრ.: 8-December 10 წევრი № 10,059 |
beso777 რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი პასუხისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს,ან კი მითხარ ან არა. -------------------- ***დაიფასე თავი იმდენათ,რამდენადაც ღირსი ხარ,თორემ ოდნავადაც რომ გადააჭარბო,სულ მთლათ გაუფასურდები***
|
| ნაინა |
May 5 2011, 11:17 PM
პოსტი
#219
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა მე ეს არ მითქვამს და ამით მე შეურაცხყოფას მაყენებ! სწორად გაიგე ხოლმე რასაც ვწერ და შენებურ ინტერპრეტაციებს ნუ უკეთებ. მე რაც დავწერე,შენი პოსტიდან გამომდინარე იყო და რატომ იგებ ასე არასწორად? ზუსტად ისე ვიგებ როგორც შენ ჩემს პოსტებს. ციტატა მაშინ,მართლმადიდებლებზე რა ვთქვათ? ხოდა იქნებ დაფიქრდე და მიხვდე რუპორი რატომ დაგიწერე და არა სხვა სიტყვა -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
| beso777 |
May 5 2011, 11:19 PM
პოსტი
#220
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 984 რეგისტრ.: 8-December 10 წევრი № 10,059 |
beso777 სხვას კი არაფერს ვამბობ მე? უცხოპლანეტელივით რომ მიყურებენ აქ უცხოპლანეტელის რა გითხრა და პროვინციელი ამერიკელივით ვით კი გიყურებენ -------------------- ***დაიფასე თავი იმდენათ,რამდენადაც ღირსი ხარ,თორემ ოდნავადაც რომ გადააჭარბო,სულ მთლათ გაუფასურდები***
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th December 2025 - 08:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი