IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > »   
Closed TopicStart new topic
> მოძრაობა "ჰარი კრიშნა"
ikanosi
პოსტი Jun 11 2011, 04:53 PM
პოსტი #261


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



Uriel
ციტატა
ქერუბიმი გახლდათ ჩემო ძმაო

არ გახლდათ ძმაო ჩემო
ციტატა
ანგელოზთა სამივე ტრიადას

ანგელოზები მხოლოდ ბოლო დასს ეწოდება
ციტატა
ნებისმიერ მოძღვარს შეეკითხე და იგივეს გეტყვის.

მეც იმავეს გირჩევდი

და დაცემა მე-9 დასიდან მოხდა
GIORGI LELUASHVILI
თავიდან ამით დავიწყეთ biggrin.gif

ძველი აღთქმა
დაბადება
თავი მეექვსე


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Uriel
პოსტი Jun 11 2011, 04:53 PM
პოსტი #262


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 11-June 11
წევრი № 11,172



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
გურუ თურმე ეშმაკისგან ღებულობს მითითებებს

ეჭვი გეპარებათ? აი მათეული ვერსია ადამისა და ევას ცდუნებაზე.
ციტატა
როდესაც ადამა და ავ-ევატი მკვიდრდება ბაღში მასთან მიდის ნაგად ანუ ღვთაებრივ გველად გადაქცეული დედა კალი და აცდენს ავ-ევატს.

დედა კალი ინდუისტური ქალღმერთია, როგორც ვხედავთ მათი ვერსიის მიხედვით გველად გადაქცეულ დედა კალის უცდენია ადამი, ხოლო იმ გველს ქრისტიანები რომ სატანას ვეძახით ეს გეცოდინება. ასე რომ ვინ გამოდის ინდუისტების ღვთაება დედა კალი ქრისტიანებისთვის? სატანა, ჰო და ეხლა შეგიძლია მათ ფსევდოღმერთებსაც შესაბამისი სახელები შეურჩიო. არ მინდოდა ამის დაწერა მაგრამ აუცილებლობამ განაპირობა.


--------------------
აი ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. დიახ, ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 11 2011, 04:59 PM
პოსტი #263


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559




Uriel
ციტატა
როდესაც ადამა და ავ-ევატი მკვიდრდება ბაღში მასთან მიდის ნაგად ანუ ღვთაებრივ გველად გადაქცეული დედა კალი და აცდენს ავ-ევატს.

ნეტა ამას რომელი გურუ ასწავლის ძალიან მაინტერესებს.ასეთი სწავლება არამგონია გააჩნდეს გაუდია ვაიშნავიზმს.
დავაზუსტებ ყოველ შემთხვევაში.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Uriel
პოსტი Jun 11 2011, 05:01 PM
პოსტი #264


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 11-June 11
წევრი № 11,172



ikanosi
ციტატა
არ გახლდათ ძმაო ჩემო

დარჩეს ჩვენი ცნობიერება იმ დონეზე როგორც არის კამათად არ ღირს ძალიან მარტივად შემიძლია დაგიმტკიცო რომ ლუციფერი ყოფილი ქერუბიმია, სხვათაშორის მართლმადიდებლური წყაროებით, ასე რომ არ მინდა თქვენი განაწყენება.
ციტატა
ანგელოზები მხოლოდ ბოლო დასს ეწოდება

კლასიკური თვალსაზრისით მასეა გეთანხმები:
ანგელოზთა იერარქიული კიბე:
იერარქიის მიხედვით თეოლოგები გამოყოფენ 3 დასს ანგელოზთა ესენია;
პირველი ტრიადა: სერაფიმები, ქერუბიმები და საყდარნი
მეორე ტრიადა: უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი.
მესამე ტრიადა: საწყისნი ( იგივე მთავრობანი), მთავარანგელოზნი, და მაცნეები.
ეს ყველაფერი ცნობილია ჩემთვის.
ციტატა
მეც იმავეს გირჩევდი

გმადლობთ არაერთგზის მსმენია პირადად პარტიარქისგან.

GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ნეტა ამას რომელი გურუ ასწავლის ძალიან მაინტერესებს.ასეთი სწავლება არამგონია გააჩნდეს გაუდია ვაიშნავიზმს.დავაზუსტებ ყოველ შემთხვევაში.

გააჩნიათ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ.


--------------------
აი ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. დიახ, ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jun 11 2011, 05:11 PM
პოსტი #265


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



Uriel
ციტატა
დარჩეს ჩვენი ცნობიერება იმ დონეზე როგორც არის კამათად არ ღირს ძალიან მარტივად შემიძლია დაგიმტკიცო რომ ლუციფერი ყოფილი ქერუბიმია, სხვათაშორის მართლმადიდებლური წყაროებით, ასე რომ არ მინდა თქვენი განაწყენება.

რაღაც არ მგონია დამიმტკიცოთ მაგრამ დარჩეს ჩვენი ცნობიერება როგორც თქვით

ისე არ გამოგვივიდეს რომ ამაოზე ვისაუბროთ ღრმად, ხოლო ღრმაზე კი ამაოდ



--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 11 2011, 05:26 PM
პოსტი #266


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ეხლა რაც შეეხება ჩვენი საკამათო მუხლის განმარტებას:

"როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე"...საუბრის კონტექსტი გვიჩვენებს,ომ აქ კაენიტები იწოდებიან ზოგადი მნიშვნელობით,როგოც ადამიანები,რის ანალოგიც არსებობს წმინდა წერილის სხვა ადგილებშიც(იერ.32,20;ფს.LXXII,5 და სხვა)
ის განმარტება,რომ ღვთის შვილებში იგულისხმებიან ანგელოზები,განვითარებული იყო ენოქის წიგნსა და ფილონის თხზულებებში,ქისტიანობის დასაწყისის II საუკუნეებში იმდენად ფართოდ იყო ცნობილი,ომ მას იზიარებდა მართლმადიდებლობაც.
თუმცა მართალია,რომ "ღვთის შვილებში" წმინდა წერილი უფრო მეტად პოეტური მნიშვნელობით ანგელოზებს იხსენიებს,მიუხედავად ამისა მოცემული კონტექსტი და მისი დადებითი ისტორიული ხასიათი,ასევე ფილოსოფიურ-დოგმატური მოთხოვნები არ იძლევიან ამ აზრის გაზიარების საშუალებას.
ყველაზე სწორი განმარტება მაშინ გამოვა,თუ "ღვთის შვილებში"ვიგულისხმებთ ღვთისმოსავ სიფიტებს.ეს დასტურდება მოცემული კონტექსტის ყველა ფილოლოგიური,ტექსტოლოგიური და ისტორიულ-დოგმატური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით.ამ აზრს მხარს უჭერ მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალი წმინდა მამა:იოანე ოქროპირი,ეფრემ ასური,ნეტ.თეოდორიტე,კირილე იერუსალიმელი,ნეტ.ავგუსტინე და სხვა.
ეს მოსაზრება სავსებით მართლდება,რადგან"ღვთის შვილებად"წმინდა წერილში,როგორც ძველ,ისე ახალ აღთქმაში მოიხსენიებიან ღვთისმოსავი ადამიანები.(IIრჯ.14,1;გამოს.LXXII,15;სიბრძ.16,26;ლუკა3,38;რომ.8,19;გალ.3,26 და სხვა მრავალი მუხლი)
იგივე კონტექსტზეა საუბარი წინამდებარე კონტექსტშიც,სადაც სეითის შთამომავლობის ჩამონათალის თვეში მოცემულია ღმერთის სახელი,ამიტომაც ყველა სიფიტი წარმოდგენილია,როგორც ღვთის შვილი.უფრო ხაზგასმულად იგივეზეა საუბარი 4 თავის დასკვნით მუხლში,სადაც ნათქვამია,რომ ენოქის დღეებში სიფიტებმა დაიწყეს ღმერთის საზეიმო რიტუალით მოხმობა,სადაც თავიანთ თავს ღვთის შვილები უწოდეს.



ბოლოს და ბოლოს ასე განმარტავს იოანე ოქროპირი,ეფრემ ასური,ნეტ.თეოდორიტე,კირილე იერუსალიმელი,ნეტ.ავგუსტინე და მათი სიტყვა ჩემთვის კანონია.


განმარტება კიდე ძალიან დიდი იყო,მაგრამ დავიღალე წერითsmile.gif

Uriel
ციტატა
გააჩნიათ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

მე გაუდია ვაიშნავიზმის თვალსაზრისი მაინტერესებს,თორე სხვა მიმდევრობები რასაც ასწავლის სრულიად უაზრობაა.

ეხლა გავიქეცი ლოცვაზე და გვიან შემოგიერთდებითsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Uriel
პოსტი Jun 11 2011, 05:40 PM
პოსტი #267


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 11-June 11
წევრი № 11,172



ikanosi
ციტატა
რაღაც არ მგონია დამიმტკიცოთ მაგრამ დარჩეს ჩვენი ცნობიერება როგორც თქვით

მიუხედავად იმისა რომ შემიძლია დაგიმტკიცოთ უბრალოდ ამის გაკეთების სურვილი ნაკლებად მაქვს ვინაიდან, ვიცი რომ ადამიანის გულში იბადება წყენა როდესაც საპირისპიროს დაუმტკიცებენ ქერუბიმი იყო მეგობარო როგორც ვხედავ ჩემი სიტყვა ნაკლებად სანდოა თქვენთვის ამიტომ მოვძებნი მართლმადიდებელი ავტორიტეტების განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით ეხლავე და გამოვაქვეყნებ, რადგან როგორც თქვით:
ციტატა
ისე არ გამოგვივიდეს რომ ამაოზე ვისაუბროთ ღრმად, ხოლო ღრმაზე კი ამაოდ

ასე რომ არ გამოვიდეს.

ikanosi
საყვარელო მეგობარო ეს ტექსტი:
როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო! მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში. შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა? ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?" (ესაია 14:1-17).

ტრადიციული საეკლესიო განმარტებით, "ისრაელის" ქვეშ აქ იგულისხმება ქრისტეს ეკლესია, ხოლო "ბაბილონის მეფეში" - სატანა, დაცემული ქერუბიმი, რომელიც ოდესღაც ცისკრის ვარსკვლავივით იყო (ამიტომაც იწოდება ის "მთიებად"), ახლა კი თავისი უგუნურებით აუმხედრდა თავის ღმერთსა და ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედს. როგორც ცნობილია, პირამიდა არის ერთ ერთი უმთავრესი მასონური და საერთოდ, ოკულტური სიმბოლო. "ოქროს პირამიდა" არის ოკულტისტების (ექსტრასენსების, არატრადიციული მკურნალების და სხვათა) პრესტიჟული, საერთაშორისო ჯილდო. პირამიდის სიმბოლო, სხვა მასონურ სიმბოლოებთან და ლოზუნგებთან ერთად, გამოსახულია დოლარზე და აშშ-ს სახელმწიფო ბეჭედზე. ხოლო აშშ, როგორც ცნობილია შექმნეს მასონებმა და დღემდე ამ ქვეყანას ისინი ხელმძღვანელობენ (ცხადია, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, მაგალითად, რუსეთს - მთარგმნ.).
ესეც ლინკი საიდანაც ეს ტექსტი დავაკოპირე:
http://apocalypse.ge/ante_atlantida_tu_car...vlizacia_4.html
თუ ეს არასაკმარისია კიდევ უამრავ მართლმადიდებლურ საიტსა თუ წყაროს დავდებ სადაც პირდაპირ არის მითითებული რომ ის ყოფილი ქერუბიმია.
საყვარელო ძმაო გასაგებია თქვენი შეხედულებაც ლუციფერის ვინაობასთან დაკავშირებით, მაგრამ წყაროები რომლებიც თქვენ დადეთ ეკუთვნით კათოლიკე დემონოლოგებს, რომლებსაც არანაირი შეხება არ ქონიათ არაფერ მეცნიერულთან ან საღვთისმეტყველოსთან, საკუთარ ინტერპრეტაციებს ისინი სოლომონის ლეგემეტონზე დაყრდნობით აყალიბებენ, სადაც ბუნდოვნად არის აღწერილი ლუციფერის რაობა და ვინაობა, ისინი მხოლოდ ვარაუდობენ, აი მართლმადიდებელმა ქრისტეს წმინდა ეკლესიის წევრებმა კი ზუსტად იციან ის ყოფილი ქერუბიმია ასე რომ ამ საკითხს იმედია მომავალში გაითვალისწინებ,
გაკურთხოს უფალმა.
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა საიდან იციან მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებმა ზუსტად მისი ვინაობის შესახებ, შემიძლია ამაზეც გაგცეთ პასუხი მაგრამ ძალიან ბევრი გაღიზიანდება.

GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მე გაუდია ვაიშნავიზმის თვალსაზრისი მაინტერესებს,თორე სხვა მიმდევრობები რასაც ასწავლის სრულიად უაზრობაა.

ვაიშნავიზმის მიმდევრებს, თუ იცნობთ შეგიძლიათ კითხოთ და იგივეს გეტყვიან.


--------------------
აი ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. დიახ, ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Uriel
პოსტი Jun 11 2011, 05:51 PM
პოსტი #268


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 11-June 11
წევრი № 11,172



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ეს მოსაზრება სავსებით მართლდება,რადგან"ღვთის შვილებად"წმინდა წერილში,როგორც ძველ,ისე ახალ აღთქმაში მოიხსენიებიან ღვთისმოსავი ადამიანები.(IIრჯ.14,1;გამოს.LXXII,15;სიბრძ.16,26;ლუკა3,38;რომ.8,19;გალ.3,26 და სხვა მრავალი მუხლი)

სამწუხაროდ ვერაფერი არგუმენტი ეს ვერ არის, ადამიანები ბიბლიაში ღმერთებადაც არიან მოხსენიებულნი, მაგრამ ეს არ იძლევა იმის საფუძველს რომ სადაც ღმერთი წერია იქ ადამიანი ვიგულისხმოთ.
ციტატა
როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე"...საუბრის კონტექსტი გვიჩვენებს,ომ აქ კაენიტები იწოდებიან ზოგადი მნიშვნელობით,როგოც ადამიანები,რის ანალოგიც არსებობს წმინდა წერილის სხვა ადგილებშიც(იერ.32,20;ფს.LXXII,5 და სხვა)ის განმარტება,რომ ღვთის შვილებში იგულისხმებიან ანგელოზები,განვითარებული იყო ენოქის წიგნსა და ფილონის თხზულებებში,ქისტიანობის დასაწყისის II საუკუნეებში იმდენად ფართოდ იყო ცნობილი,ომ მას იზიარებდა მართლმადიდებლობაც.

და სხვათაშორის სრულიად მართებულადაც, იმიტომ რომ დაბადების წიგნში სიტყვა "ღვთისშვილები" სწორედ რომ ანგელოზთა აღსანიშნავად ჩაიწერა და არა სეთის შთამომავლების აღსანიშნავად, მაგრამ მოხდა ასეთი რამ, მას შემდეგ რაც I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე "ენუქის გამოცხადება" არ სცნეს კანონიკურ წიგნად ეს შეხედულებაც უარჰყვეს. მე ზემოთ დავდე ფრაგმენტი ენუქის წიგნიდან, რუსულ ენაზე და იმედია მკითხველი ობიექტურად შეაფასებს, იმ ფაქტს, რომ წარღვნის რეალურ მიზეზს წინასწარმეტყველი ენუქი ხსნის, ხოლო ეს წიგნი რომ საეჭვო იყოს მაშინ რაღად მოიყვანდა ციტატას მოციქული იუდა ამ წერილიდან? ან როდესაც ითქვა მოციქულის სიტყვები "მთელი წერილი ღვთივსულიერია" ამ ღვთივსულიერ წერილში ხომ ენუქის წიგნიც შედიოდა I საუკუნეში, ვინაიდან ჯერ არ იყო ის აპოკრიფად ცნობილი.
საქმე იმაშია რომ მამებს არ ქონდათ უფლება საეკლესიო კრებებზე დადგენილი დოგმატებიდან გადახვევისა, რომელიც სხვათაშორის რომის იმპერატორის მკაცრი ცენზურის შემდეგ იღებდა კანონიკურ ხასიათს და ამიტომაც მიეცა საკითხს ასეთი სახის განმარტება.


--------------------
აი ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. დიახ, ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Uriel
პოსტი Jun 11 2011, 06:21 PM
პოსტი #269


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 11-June 11
წევრი № 11,172



ikanosi
აი ეს კი ზოგიერთი მათი მთავრები ანგელოზთა I და II ტრიადიდან:
Gaap
ფორმა:ფრთაშესხმული გოლოიათი რქებიტა და კუდით.
წოდება:Amaymon-ის პრინცი.სულების 66 ლეგიონის მართველი.
მაგია:ასწავლის ფილოსოფიას და ყველა სახალხო მეცნიერებებს,იწვევს სიყვარულსა და სიძულვილს,ხდის ხალხს უჩინრებად
ასოციაცია:ბილეზი
წყარო:იოჰან ვაიერი,“ლემეგეტონი“

Lucifuges
ფორმა:ღამის სული
ელემენტი/ცოდვა:ჰაერი
წოდება:binah-ის არქდემონი.
მაგია:სინათლის შიში,შეუძლია მოკლას შეხებით,ბრძანებით და სლუს შებერვით.მოაქვს ბევრი სიმდიდრე.


Leviathan
ელემენტი/ცოდვა:წყალი.
სახე:უზარმაზარი და დაუმარცხებელი,ვეშაპი შვიდი თავით.
წოდება:მატყუარების პრინცი,ოკეანეების მბრძანებელი,აგრეთვე მხეცების მეფე.ეშინოდა ღმერთის და ქრისტესი.
წარმომავლობა:ქანაანელები,ბაბ
ილონელები,ბერძნული ჰიდრა
მითები:ლევიათანი ოკეანის გველი გაბრაზებული აბობოქრებს ოკეანეებს,ელოდება განკითხვის დღეს,როცა ის ხარბად შთანთქავს წყეულთა სულებს.მეორედ მოსვლის დროს გაბრიელი იომებს ნასთან და დაამარცხებს.
ასოციაცია:ბეჰემოთი,სატანა
წყარო:იონას წიგნი,ენოქი,ისაია 27:1

Zepar
ელემენტი/ცოდვა:ომის ღმერთი
სახე:განრისხებული მეომარი.
წოდება:30 ლეგიონის მართველი
მაგია:იცვლის ხალხის სახეს და აცდუნებს მათ და ტოვებს უნაყოფოდ.

Sallos
ელემენტი/ცოდვა:წყალი
სახე:ლამაზი ჯარისკაცი ჰერცოგის გვირგვინით,უზარმაზარ ნიანგზე მოჯირითე.
წოდება:ჯოჯოხეთის ჰერცოგი,მართავს სულების 30ლეგიონს.
მაგია:ქალსა და კაცის სიყვარულში გამოცდილი
წყარო:გოეთე,“ლემეგეტონი“

Ronwe
ელემენტი/ცოდვა:ცოდნის დემონი
სახე:მონსტრი ხელში კვერთხით.
წოდება:გრაფი,განაგებს 19 ლეგიონს
მაგია:შეუძლია მისცეს ყველაფრის ცოდნა
წყარო:გოეთე,“ლემეგეტონი“.

Oze
სახე:უზარმაზრი ლეოპარდი.
მაგია:ასწავლის ხელოვნებას და მეცნიერებას.იძვლის ადამიანის ნებისმიერ ფორმას.იწვევს სიგიჟესა და ჰალუცინაციებს.
წყარო:იოჰან ვაიერი,“ლემეგეტონი“

Zagan
ელემენტი/ცოდვა:სიყალბის დემონი
სახე:ფრთებიანი ხარი
წოდება:პრეზიდენტი და მეფე ჯოჯოხეთური რეგიონების.
მაგია:წყალს აქცევს ღვინოდ ღვინოს სისხლით.ახალისებს ადამიანებს,ვინც სირარიბით არიან გაწბილებულნი

Volac
Aka : Volac, Valak, Valu, Ualac, and Valac.
სახე:ბავშვი ანგელოზის ფრთებით,ორთავიან დრკონზე მოჯირითე
წოდება:პრეზიდენტი,30 ლეგიონის მართველი
მაგია:ეხმარება დამალული საგანძურის აღმოჩენაში.


Pazuzu
ელემენტი/ცოდვა:ეპიდემიის დემონი.სამხაღმ ცხელი ქარის დემონი
სახე:ლომის თავი,თათები და კაცის სხეული.
წარმომავლობა:არმუს შვილი.
წყარო:პაზუზუ არის დემონი,რომელიც ფლობს გოგოს ფილმ ეგზორციზმში.

Leonard
ელემენტი/ცოდვა:დედამიწა
ფორმა:გოლიათი შავი თხა
წოდება:დიდი ექიმი
წარმომავლობა:რომაული
მაგია:ჯადოქრობის ღმერთი.

Marbas
ფორმა:ძლერი ცეცხლისმფრქვეველი ლომი
წოდება:ჯოჯოხეთის დიდი ჰერცოგი,განაგებს 36 ლეგიონს
მაგია:დაავადებების მკურნალი და მიმნიჭებელი.იცის თუ როგორ შეცვალოს ადამიანის სხეულის ფორმა.
ისტორია:ალბათ ბარაბა რპმელიც ქრისტეს მაგივრად შეიწყალეს.
წყარო:იოჰან ვაიერი.

Paimon
სახელი:Paymon, Baymon
ელემენტი/ცოდვა:ჯოჯოხეთური ცერემონიების მასტერი.
ფორმა:ქალივით ლამაზი კაცი გვირგვინით.
წოდება:დასავლეთის მეფე.დაცემული ანგელოზი.ქერუბიმი.განაგებს 200 ლეგიონს
მაგია:იცის ბუნების საიდუმლოებაზე ყველაფერი.შეუძლია შეაკავშიროს ადამიანების ან მეგობრების სულები ჯადოქრის დასამორჩილებლად.ამ დემონის გამოძახებისათვის ჯადოქარი უნდა იდგეს სახით ჩრდილო დასავლეთისკენ და უნდა იყოს დარწმუნებული რომ კითხვა იქნება სუფთა და გამგები ხმით წარმოთქმული.
წყარო:იოჰან ვაიერი,’ლემეგეტონი“,აგრიპა,პ
პ ჰონორიუსის გრაგნილები.
ასოციაცია:ორი მეფე ჩვეულებრივად მისდევს პაიმონს:Labal (Beball) and Abalim (Abalam).


Uvall
ფორმა:ერთკუზიანი აქლემი ან ძლიერი კაცი,რომელიც საუბრობს ეგვიპტურად.
წოდება:ჯოჯოხეთის დიდი ჰერცოგი.განაგებს 27 ლეგიონს.
მაგია:აგდებს სიყვარულს კაცსა და ქალს შორის.ლაპარაკობს წარსულზე,აწყმყოსა და მომავალზე.აგდებს მეგობრობას მეგობრებსა და მტრებს შორის.
წყარო:გოეთე


Urobach
ფორმა:ცხენი
წოდება:ჯოჯოხეთის პრინცი 20 ლეგიონის მართველი.
მაგია:საუბრობს მომავალზე,აწყმყოსა და წარსულზე.არიგებს მტრებს და მეგობრებს.
წყარო:გოეთე,“ლემეგეტონი“.
Satanachia
ფორმა:ზის ნამგალა მთვარეში.მისი სხეული შეფუთულია ჩენჩოთი.სხვა ვერსიით ნამგალა მთვარე მისი თავის უკანაა.სხვა ფორმით შეიძლება იყოს ყვავილი.
წოდება:ჯოჯოხეთის დიდი გენერალი.
მაგია:ჭეშმარიტი ტანჯვისაგან მოაქვს თავისუფლება.
წყარო:ჭითელი დრაკონი.ბარეტი


Stolas
ელემენტი/ცოდვა:ჰაერი
ფორმა:ღამის ყვავი ან ბუ.
წოდება:ჯოჯოხეთის პრინცი,26ლეგიონის მართველი.
მაგია:ასწავლის ასტრონომიას და ძვირფასი ქვების ცნობას.
წყარო:იოჰან ვაიერი,“ლემეგეტონი“

Sabnac
ფორმა:მეომარი ლომის თავით.ცხენზე მოჯირითე.
წოდება:ჯოჯოხეთის მარკიზი 40 ლეგიონის მართველი.
მაგია:აქვს ციხისიმაგრების აშენების ძალა.თხოვნით შეუძლია მოკლას მთხოვნელის მტრები 30 დღეში.
წყარო:იოჰან ვაიერი,“ლემეგეტონი“.

Orias
ფორმა:ღრიალა ლომი გველის კუდით.ცხენზე მოჯირითე მახვილით ხელში.
წოდება:ჯოჯოხეთის მარკიზი.30ლეგიონის მართველი
მაგია:იძლევა ასტროლოგიის უშუალო ცოდნას.ეხმარება მტრის ძალით დამორჩილებაში.
წყარო:იოჰან ვაიერი,“ლემეგეტონი“

Pursan
ფორმა:კაცი ლომის თავით,დათვზე მოჯირითე ხელში მახვილით.
წოდება:ჯოჯოხეთის მეფე,დაცემული ანგელოზი,რომელიც ეკუთვნოდა Vertues-სა და Thrones ორდენს.აქვს 22 ლეგიონზე კონტროლი.
: მაგიასაუბრობს წარსულზე,აწყმყოზე და მომოავალზე,და იცის შესაქმისის საიდუმლოება.ეხმარება დამალული საგანძურის პოვნაში და საუკეთესო მეგობრების შეძენაში.

Phoenix
ფორმა:მითიური ფენიქსი,ბავშვის ხმით.
წოდება:ჯოჯოხეთის მარკიზი,20 ლეგიონის მართველი
წარმომავლობა:ანტიკურ ხანაში მითიური ჩიტი ფენიქსი,რომელიც არის უკვდავი.მიმსგავსებულია არწივთან,რომელსაც აქვს წითელი და ოქროსფერი ფრთები და ვარსკვლავი მის შუბლზე.ის უტყუარად ეკლესიის მიერ არის დემონად ქცეული.
მაგია:იცის ყველაფერი მეცნიერებასა და პოეზიაზე.სოლომონის 72 დემონიდან ერთერთი.
წყარო:“ლემეგეტონი“,გოეთე,იოჰ
ნ ვაიერი.

Naberus
ფორმა:ვერტიკალურად მდგარი მამალი,მონსტრი სამი ჩიტის თავით.
მაგია:ასწავლის ლოგიკას და რწმენის ხელოვნებას.ჩუქნის დაკარგულ ღირსებას და პრივილეგიებს.
წყარო:იოჰან ვაიერი,“ლემეგეტონი“.
ასოციაცია:Cerberus

Morax
სახელი:Foray
ფორმა:კაცი ხარის თავით.
მაგია:ასწავლის მცენარეულობის საიდუმლოებებს.ეხმარება მეგობარ სულებს.
წყარო:იოჰან ვაიერი,“ლემეგეტონი“.

Scox
ფორმა:მტრედი ან წერო ჩახლეჩილი ხმით.
წოდება:ჯოჯოხეთის დიდი მარკიზი,30 ლეგიონის მართველი.
მაგია:უნდა იყოს გამოძახებული რიტუალურ სამკუდხედში,იპარავს და მიაქვს ჯადოქართან.ლაპარაკობს დამალულ საგნებზე და მოაქვს კარგი მეგობრობა.
წოდება:გოეთე,“ლემეგეტონი“

Sytri
ფორმა:ფრთებიანი ლეოპარდი ან ანგელოზი ლომის თავით.მისი ადამიანირი ფორმის მიღმა არის ლამაზი მამაკაცი.
წოდება:ჯოჯოხეთის პრინცი.ეკუთვნის 70 ლეგიონი.
მაგია:შეუძლია აცდუნოს ან გამოიწვიოს ორმხრივი მიზიდულობა ნებისმიერი კაცისა და ქალისა.შეუძლია გაუჩინოს შიშველი ქალები ჯადოქარს.
წყარო:იოჰან ვაიერი,“ლემეგეტონი“.

Tephros
სახელი:Tuphras, Bultalla, Thallai, Melchal
ელემენტი/ცოდვა:ჰაერი.
წარმომავლობა:ეხმარებოდა სოლომონის ტაძრის მშენებლობაში
მაგია:შეუძლია მოიტანოს სიბნელე და ცეცხლი,ასევე შეუძლია განკურნოს მაღალი სიცხეებისგან.
წყარო:აღთქმა.

Malphas
ფორმა:ის ჩნდება პირველად ყვავის ფორმაში.როცა გამოძახებულია ჯადოქრის მიერ,ის ირებს ადამიანის ფორმას მაგრამ იტოვებსცხოველის ჩახლეჩილ ხმას.
მითი:ეხმარებოდა სოლომონის ტაძრის შენებაში.
მაგია:აშენებს სახლებსა და მაღალ შენობებს.სოლომონის 72 დემონიდან ერთერთი.აქვს ზებუნებრივი ძალა.
წყარო:“ლემეგეტონი“
Marchocias
ფორმა:მგლის ფორმით ან ხარისა.გრიფონის ფრთებით და გველის კუდით.
წოდება;ჯოჯოხეთის დიდი მარკიზი.დაცემული ანგელოზი,რომელიც ეკუთვნოდა მბრძანებლების ორდენს.მეთაურობს სულების 30 ლეგიონს.
მაგია:ძალიან დამხმარე ბრძოლის დროს.
წყარო:ალისტარ ქროული,“ლემეგეტონი“,იოჰან ვაიერი.

Mastema
წარმომავლობა:ებრაული
მითი:მასტემა ეხმარებოდა იმ ათ სულს,რომელსაც ქონდათ ადამიანის ცდუნების დავალება.ნათქვამია,რომ ის ეხმარებოდა ეგვიპტელ ჯადოქრებს ოცნების მიღწევაში და აიძულა დაეწყო დევნა ებრაელი ბავსვების წინააღმდეგ.
წყარო:The Book of Jubilees, Fragments of a Zadokite Work.
ასოციაცია:სატანა.

Moloch
ფორმა:ხარი ან ნიანგი.
ელემენტი/ცოდვა:მზე/ცეცხლი.სატურნი,უხალისო მსხვერპლშეწირვის დემონი.
წოდება:კაბალისტურ ტრადიციაში მოლოქი სატანასტან ერთად არის პირველი ათი ბოროტი Sephiroth-დან.
წარმომავლობა:ამონიტე.მოლოქი ებრაულად ნიშნავს მეფეს.
მითი:ჩანს,რომ ეს ღმერთი საწყის ეტაპზე გამოყვანილი იყო,როგორ ბავშვების ცეცხლით გამწმენდი.დემონიზაცია განიცადა ბიბლიისაგან.მოგვიანებით კართაგენეებმა მოლოქი გააერთიანეს ბაალ-ამონთან.ისინი მათ მსხვერპლებს ცეცხლიში აგდებდნენ.თუ მას პირველშობილ შვილებს შეწირავდენენ ჯეროდათ,რომ ეს მათ თეთს კატასტროფებსა და სიკვდილს აარიდებდა.
წყარო:ძველი აღთქმა.მილტონი.
ასოციაცია:კრონოსი,რომელიც ხარბად ჭამდა თავის შვილებს.ბაალ-ამონი.


Sammael
სახელი:Samaël, Samiel,Satan, Satanael
ელემენტი/ცოდვა:სიკვდილის ანგელოზი,ღმერთის შხამი. სამაელი,მბრალმდებელის,მაცდუნ
ებელის და დამანგრეველის როლს თამაშობს.
ფორმა:გველი,აქლემი ფეხებიტ და ხელებიტ,ბნელეტის ანგელოზი მახვილით.T.B. Abuda Zarah-ში სამაელი დახატულია როგორც,მკვდომიარე კაცი მახვილით ხელში. The point of the sword has a drop of gall on it. When the dying man sees him, he is startled and opens his mouth. The drop of gall then falls into his mouth and the man dies.
წოდება:დემონების პრინცი,დაცემამდე იყო უმაღლესი საყდრის ანგელოზი.T.B. Baba Metzia-იას შესაბამისად სამაელი არ დაცემულა მაგრამ გვხვდება,როგორც ღმერთის ანგელოზი.ის არის სიკვდილის ჯალათი,რომელიც წესრიგს ამყარებს ღმერთით.
წარმოშობა:ებრაული,Samiel or Simoon იყო უდაბნოს ქარის სახელი.
მითი:სამაელმა გველის სახით აცდუნა ევა.სამაელმა ასევე მოსეს სიკვდილი მოუტანა.
ასოციაცია:სამაელსა და ლილიტს ყავთ დემონების დიდი შთამომავლობა.კაბალას მიხედვით სიბნელე,რომელიც მთვარეს აქვს ის არის არქდემნების ექსკრემენტი.ასევე ნათქვამია,რომ სამაელი იყო კაენის მამა.

Mammon
ელემენტი/ცოდვა:სიმდიდრისა და გუმაძღრობის დემონი.
წოდება:ჯოჯოხეთის სამი რინციდან ერთერთი:ორი ბელზებელი და ასმოდეი)
წარმოშობა:ბაბილონური (Mami)ნაყოფიერებისა და რწმენის (Mammitu)ქალღმერთი.ეგვიპტური( Amon)ცხვრისთავიანი ღმერთი სიცოცხლია და რეპროდუქციის ღვთაება.
წყარო:წმინდა ფრანცისკა,მილტონი,დელ რიო,პაპ ჰონორიუსის გრაგნილები.თალმუდი

Mephistopheles
ფორმა:დრაკონი,წარჩინებული ახალგაზრდა აბრეშუმის მოსასხამში ატარებს ხმალს ან მოხუცებული ბერი.
ელემენტი/ცოდვა:იუპიტერი ან მერკური
წყარო:დიდი აბატი Trithemius-ი ფაუსტისადმი მიწერილ წერილში 1507წელს ამბობს,რომ ვიღაც მასხარა და თაღლითი ჯადოქარი გაამათრახა.
მითი:ემსახურებოდა როგორც მეგობარი დემონი მოხეტიალე გერმანელ სქოლასტიკოსს და ჯადოქარ Georgius Sabillicus Faustus (1480-1542)ს.ფაუსტი იყო დიდი სქოლასტიკოსი რომელიც დაირალა ამ ცხოვრების ამაოებისაგან და გადაწყვიტა გადაშვებოდა ჯადოქორბაში რათა აესრულებინა მისი ფიზიკური ლტოლვა სახელისაკენ,სიმდიდრესა და ძალაუფლებისაკენ.


თემას საგრძნობლად გადავუხვიე რისთვისაც ბოდიშს ვუხდი საიტის ადმინისტრაციას და თემის ავტორს.


--------------------
აი ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. დიახ, ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jun 11 2011, 06:31 PM
პოსტი #270


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ტრადიციული საეკლესიო განმარტებით, "ისრაელის" ქვეშ აქ იგულისხმება ქრისტეს ეკლესია, ხოლო "ბაბილონის მეფეში" - სატანა, დაცემული ქერუბიმი, რომელიც ოდესღაც ცისკრის ვარსკვლავივით იყო (ამიტომაც იწოდება ის "მთიებად"), ახლა კი თავისი უგუნურებით აუმხედრდა თავის ღმერთსა და ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედს. როგორც ცნობილია, პირამიდა არის ერთ ერთი უმთავრესი მასონური და საერთოდ, ოკულტური სიმბოლო. "ოქროს პირამიდა" არის ოკულტისტების (ექსტრასენსების, არატრადიციული მკურნალების და სხვათა) პრესტიჟული, საერთაშორისო ჯილდო. პირამიდის სიმბოლო, სხვა მასონურ სიმბოლოებთან და ლოზუნგებთან ერთად, გამოსახულია დოლარზე და აშშ-ს სახელმწიფო ბეჭედზე. ხოლო აშშ, როგორც ცნობილია შექმნეს მასონებმა და დღემდე ამ ქვეყანას ისინი ხელმძღვანელობენ (ცხადია, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, მაგალითად, რუსეთს - მთარგმნ.).
ესეც ლინკი საიდანაც ეს ტექსტი დავაკოპირე:
http://apocalypse.ge/ante_atlantida_tu_car...vlizacia_4.html

ეს არ ამტკიცებს რომ ქერუბიმი იყო, ვისი მოსაზრებაა არცაა მითითებული.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Uriel
პოსტი Jun 11 2011, 06:48 PM
პოსტი #271


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 11-June 11
წევრი № 11,172





--------------------
აი ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. დიახ, ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Uriel
პოსტი Jun 11 2011, 07:15 PM
პოსტი #272


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 11-June 11
წევრი № 11,172



ikanosi
ციტატა
ეს არ ამტკიცებს რომ ქერუბიმი იყო, ვისი მოსაზრებაა არცაა მითითებული.

მიუხედავად იმისა რომ ვიღაც აქტიურად მიშლის პოსტებს გეტყვით რომ მანდ თუ არ არის მითითებული აქ ხოა?
http://asketi.you.ge/load/religiareligion/...9edze/31-1-0-87
მამა თეოდორე გიგნაძე ქადაგებისას აი რას ამბობს:
6 ჩვეულებრივი რიცხვია, მაგრამ სააღრიცხვო, სადოკუმენტაციო, ფულადსაკრედიტო და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებში მისი ასე დაჟინებული გამოყენება მრავალ ეჭვს ბადებს.

ამერიკა და ევროპა ქრისტიანული მენტალიტეტის ქვეყნებია და იქ რიცხვი 666-ით ასე ხშირად მანიპულირება, რბილად რომ ვთქვათ, მისტიკური ხულიგნობაა. ბიბლიაში პირდაპირ გვიწერია, რომ რიცხვი 666 ნიშანია ანტიქრისტესი, ანუ, თანამედროვე, გამალებული გლობალიზაციის შედეგად აღმოცენებული სახელმწიფოს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტისა თუ მონარქისა. ე.ი. ანტიქრისტე იქნება ჩვეულებრივი ადამიანი; ზემოთხსენებული ზესახელმწიფოს პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი, რომელსაც დაცემული ქერუბიმი, ანუ სატანა მთელ ძალაუფლებას გადასცემს.
დაახლოებით 4 მსგავსი ლინკი დაგიდე მაგრამ ვიღაცამ წამიშალა.

ikanosi
http://www.orthodoxy.ge/pasukhebi/3.htm
ესეც მართლმადიდებელი მოძღვრის პასუხი სადაც ჩანს რომ სატანა დაცემული ქერუბიმია, ასე რომ საყვარელო ძმაო აწი იცოდე "ის ყოფილი ქერუბიმია"
უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს.

ikanosi
და ცნობისთვის წყვდიადის მთავრობის 72 მთავარი ყოფილი ქერუბიმია, ალბათ გსმენია მათ შესახებ.
http://www.blackmagicinfo.ru/Page-3.60.htm
აქ შეგიძლიათ მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია მათ შესახებ.


--------------------
აი ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. დიახ, ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 11 2011, 10:00 PM
პოსტი #273


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Uriel
შეიძლება შენ ამაზე სულაც არ გიფიქრია,მაგრამ ფაქტურად შენ უპირისპირდები ეკლესიის ისეთ დიდ მამებსა და ავტორიტეტებს,როგორებიც არიან იოანე ოქროპირი,ეფრემ ასური,ნეტ.თეოდორიტე,კირილე იერუსალიმელი,ნეტ.ავგუსტინე და სხვა მრავალი.
არ გეწყინოს,მაგრამ შენ მათზე კარგად იცი ბიბლია რას ასწავლის?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Jun 11 2011, 10:01 PM
პოსტი #274


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



GIORGI LELUASHVILI
biggrin.gif
ე ვფიქრობ საინტერესო ინფორმაცია დაწერა თუმცა ბევრი რამე წანაკითხი მქონდა.. ერთს ვიტყვი ღერთის სიმართლე და ადამიანების ან ანგელოზების ერთი და იგივე არ არის.. ვერ გაიგო ამ ლუიციფერმა ის როგორც ადამიანი მაინც ისე აზროვნებდა...


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 11 2011, 10:03 PM
პოსტი #275


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



starscream
რა გაცინებს?biggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Jun 12 2011, 06:40 PM
პოსტი #276


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979




მოგესალმებით ყველას,განსაკუთრებით გიორგისsmile.gif
ჩემ არ ყოფნაში რამდენი რამ დაწერილაsmile.gif

GIORGI LELUASHVILI
სად დავიკაგე ჩემო ძმაო და,აგერ ამ ვიდეოში მნახე;მე მე მივუძღვები კირტანს გალობით გარმონით ხელშიsmile.gif ძალიან მაგარი რათჰა იატრა გამოვიდა.ეს 2010 წლის ივნისის ბოლოსაა გადაღებული.

http://www.youtube.com/watch?v=OJLJFxnTau8&feature=related

გარკვეული მიზეზების გამო თავს ვიკავებდი ამის გასავრცელებლად და გასამჟღავნებლად,მაგრამ დასამალი არაფერია და ეგ მე ვარbiggrin.gif
მე კრიშნას მიმდევარი ვარ,დიდი ბოდიში თავიდანვე რომ არ გითხარი და ცოტა სიცრუესავით გამომივიდა,მაგრამ ამის მიზეზი მქონდა.


აბა შენ იცი,საღამოსკენ შემოვალa075.gif


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 12 2011, 10:17 PM
პოსტი #277


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
ციტატა
მოგესალმებით ყველას,განსაკუთრებით გიორგის

გაუმარჯოს!
აბა როგორ ხარ?
ციტატა
ჩემ არ ყოფნაში რამდენი რამ დაწერილა

ჰო,კარგიც და ცუდიცsmile.gif მართლმადიდებლურიც და ვაიშნავურიც
ციტატა
სად დავიკაგე ჩემო ძმაო და,აგერ ამ ვიდეოში მნახე;მე მე მივუძღვები კირტანს გალობით გარმონით ხელში ძალიან მაგარი რათჰა იატრა გამოვიდა.ეს 2010 წლის ივნისის ბოლოსაა გადაღებული.http://www.youtube.com/watch?v=OJLJFxnTau8&feature=related

ეს თუ შენ იყავი მართლა ვერ წარმოვიდგენდიbiggrin.gif
ეს ვიდეო "იუტუბიდან"გადმოწერილი მქონდა და დღეში ათჯერ ვუსმენდი და რას ვიფიქრებდი თუ შენ იქნებოდი.მაგარი ხმა გქონია ძაანsmile.gif მართლა მაგრად მომეწონა.
ციტატა
მე კრიშნას მიმდევარი ვარ,დიდი ბოდიში თავიდანვე რომ არ გითხარი და ცოტა სიცრუესავით გამომივიდა,მაგრამ ამის მიზეზი მქონდა.

არა,რას ამბობ,ჩემთვის ყველაფერი გასაგებიაa075.gif
ესეიგი სრული კრიშნას მიმდევარი ვაიშნავი?ყოჩაღ შენsmile.gif

აქაც შენი ხმა ხო არ არი?
http://www.youtube.com/watch?v=K_6F9OIj6aY
ცოტა არ იყოს მივამგვანე


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Jun 12 2011, 10:25 PM
პოსტი #278


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
აბა როგორ ხარ?

არამიშავს,ეხლა მოვედი ტაძრიდან,მაგარი კირტანი გვქონდაsmile.gif
ციტატა
.მაგარი ხმა გქონია ძაან მართლა მაგრად მომეწონა.

გაიხარე,მადლობა madlioba.gif
ციტატა
ესეიგი სრული კრიშნას მიმდევარი ვაიშნავი?ყოჩაღ შენ

კი,თითქმის 4 წელია.კიდევ კარგი რელიგიამ ჩემ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა,თორე ვინ იცის ეხლა სად ვიქნებოდი და რა სისულელეებს ჩავიდენდი.მადლობა ღმერთს.თან ეხლა სოხუმში იმისთანა ამბები ტრიალეეებს,ნუ იტყვი.
ციტატა
აქაც შენი ხმა ხო არ არი?http://www.youtube.com/watch?v=K_6F9OIj6aYცოტა არ იყოს მივამგვანე

ვააჰ,ესეც იპოვე?biggrin.gif
კი ეგეც მე ვარ 2 წლის წინ.

შენ რას შვრები,როგორ მიდის სულიერებაში საქმე?დადიხარ ეკლესიაში ან აშრამში?

ხო,შენი დამოკიდებულება და აზრი მაინტერესებს ვაიშნავებზე.რატომ ხარ ასე მაგრად დაინტერესებული,თუ აღიარებ კრიშნას ღმერთად?


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 12 2011, 10:47 PM
პოსტი #279


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
ციტატა
მაგარი კირტანი გვქონდა

თქვენი მანტრები და კირტანები მაგრად მომწონს.მუსიკაზე აღარ ვლაპარაკობsmile.gif
ციტატა
კიდევ კარგი რელიგიამ ჩემ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა,თორე ვინ იცის ეხლა სად ვიქნებოდი და რა სისულელეებს ჩავიდენდი.

მეც აბსოლუტურად იგივეს ვიტყოდი.რელიგია რომ არა,წარმოდგენაც არ მინდა რა ცხოვრებით ვიცხოვრებდი.ერთი კი ვიცი-ათეისტის ცხოვრებას აზრი არ აქვს.მისი მიზანია ჭამა,თავდაცვა,გამრავლება, ძილი.ესაა და ეს.ურწმუნო ადამიანი არაფრით განსხვავდება ცხოველისაგან,რომელიც მხოლოდ გრძნობების დასაკმაყოფილებლად ისწრაფვის.ჩვენ არ ვიყენებთ მთავარს-ღმერთის შეცნობის უნარს.
ციტატა
თან ეხლა სოხუმში იმისთანა ამბები ტრიალეეებს,ნუ იტყვი.

ალბათ ცოდვილ და გაუკუღმართებულ ცხოვრებას გულისხმობ?ყველგან ეგ პრობლემაა.მით უმეტეს ბოლო ჟამია და ყოველივე მოციქულთა ნაწინასწარმეტყველების აღსრულება სახეზეა.
ციტატა
ხო,შენი დამოკიდებულება და აზრი მაინტერესებს ვაიშნავებზე.

თვითონ ამ რელიგიურ მოძრაობას მე ყველაზე დიდ პატივს ვცემ და მართლმადიდებლობის შემდეგ მას ვაყენებ პიველ ადგილზე.მიუხედავად იმისა,რომ არსებობს რამდენიმე განსხვავება ჩვენსა და თქვენს სწავლებებს შორის,მაინც მსგავსება მეტია.
მთავარი ისაა,რომ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გაგვაჩნია და ოივეს ერთი მიზანი გვაქვს-ღმერთი.მატერიის უარყოფა და სულიერის წინ წამოწევა.
ციტატა
რატომ ხარ ასე მაგრად დაინტერესებული,თუ აღიარებ კრიშნას ღმერთად?

ჩემი დაინტერესება ამ რელიგიისა ბავშვობიდან მოხდა,როცა ერთ ერთი წიგნი"კრიშნა ღმრთეების უზენაესი პიროვნება"ჩამივარდა ხელში.სოფელში თურმე ბებიაჩემს უყიდია,რადგან ვერ ერკვეოდა სარწმუნოებრივ საკითხებში.ერთი სიტყვით დავათვალიერე სურათები და ძალიან მომეწონა.მაშინ ბავშვი ვიყავი და მაინცდამაინც კითხვა არ დამიწყია მაგ წიგნისა,მაგრამ რატომღაც ჩამრჩა გონებაში.მერე ეს წიგნი სად გაქრა არ ვიცი.
შემდეგ რაღაც დროის განმავლობაში,წლების მერე კვლავ ამოტივტივდა ეს რელიგია ჩემ გონებაში და ინტერნეტში დავიწყე მისი ძებნა,სადაც საინტერესო კირტანებს წავაწყდი,რომელმაც დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.ვისწავლე მაჰა მანტრაც და მთელი დღე ვიმეორებდიsmile.gif
მერე დამაინტერესა თუ სად იყო კრიშნაიტების ტაძარი და ინტერნეტში კარგა ხნის ძებნის შემდეგ ძლივს ვიპოვე.სადღაც ჩვენ ყოფილ ფორუმელ ატმანს დაუდია ამის შესახებ მასალა.მეც ამოვწერე მისამართი და მიუხედავად იმისა,რომ აზრზე არ ვიყავი სად იყო ავჭალა და მით მუეტეს კაჭარავას 16 ,მაინც წავედი რუსთავიდან ტაძრის მისანახულებლად.ერთი სიტყვით გავიკითხე-გამოვიკითხე და მოვაგენი.ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე პირველმა მონახულებამ ამ ტაძრისა,აშრამისა.იქ მერე რამდენიმე პიროვნებას გავესაუბრე და ბოლომდე არც დავსწრებივარ ლექციას და კირტანს.ერთი კვირის მერე კვლავ წავედი და მერე უკვე ბოლომდე დავესწარი კირტანს.ატმანიც მაშინ გავიცანი და დაიწყო და დაიწყოbiggrin.gif
ციტატა
შენ რას შვრები,როგორ მიდის სულიერებაში საქმე?

არ ვიცი ხან წინ მივიწევ,ხან უკან.
ციტატა
დადიხარ ეკლესიაში ან აშრამში?

ორივეგან დავდივარbiggrin.gif
ციტატა
თუ აღიარებ კრიშნას ღმერთად?

ამის პასუხის აქ დაფიქსირება გარვეული მიზეზების გამო არ მსურს.
განა მე არ ვიცი ვაღიარებ თუ არა,მაგრამ აქ არ მინდა დაფიქსირება.PM-ში მოგწერ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Jun 13 2011, 12:08 AM
პოსტი #280


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
თქვენი მანტრები და კირტანები მაგრად მომწონს.მუსიკაზე აღარ ვლაპარაკობ

თვითონ თუ უკრავ ხოლმე კირტანის დროს რაიმე ინსტრუმენტზე?
ციტატა
ალბათ ცოდვილ და გაუკუღმართებულ ცხოვრებას გულისხმობ?ყველგან ეგ პრობლემაა.მით უმეტეს ბოლო ჟამია და ყოველივე მოციქულთა ნაწინასწარმეტყველების აღსრულება სახეზეა.

კი ზუსტად!ჩვენ ამ პერიოდს(ეპოქას) "კალი იუგას"ვუწოდებთ,რომელი ჩხუბის და სარწმუნოების ნაკლებობითაა გამორჩეული და სხვა ეპოქებისგან განსხვავებით მართლა ჩამორჩენილია სულიერ ცხოვრებას.


ისე ძალიან საინტერესო იყო შენი გაცნობა ამ რელიგიისა.შენ ალბათ წინა ცხოვრებაში ვერ მოასწარი ამ მიმდევრობის შესწავლა და კრიშნამ საშუალება მოგცა შემეცნების გაგრძელებისა.
(ეს ჩემებური გადასახედიდანsmile.gif )

ციტატა
ო, უგუნურო, როცა დადგება სიკვდილის ჟამი, გრამატიკის წესი არ მოვა დასახმარებლად. ამიტომ ღმერთის სახელი იგალობე: გოვინდამ, გოვინდამ, გოვინდამ.

სხვათაშორის ძალიან საინტერესო ხელმოწერა გაქვს


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 05:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი