![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#61
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
:_მარიამი_:
არ ვიცი რატო არ არეგისტრირებენ. ეზოთერულ ფორუმზეც იძახიან რამდენიმე დღეში ჩართავენო და რა ვიცი... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
lingvo |
![]()
პოსტი
#62
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
:_მარიამი_: ციტატა რა ბზიკმა გიკბინა ატმან!ისევ ემოციებშ ხარ?რა იყო შე კაცო,"აცდუნე"უკვე ვინმე თუ?ადამიანი მტკიცე უნდა იყვეს თავის რწმენაში,და თუ ცდუნდა ეგ რა შენი ბრალია,ე.ი.არც არასდროსსწამდა.ჩემი შეხე დულება ეგეთია.ღმერთმა ხელი მოგიმართოს,შენი საქმისა შენ იცი!ისე ვაღიარებ-დამაინტერესე.აბა შენ იცი! გაიხარე! Atman და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლის ქვაჲ ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა. (მარკოზი 9, 42) -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
terra |
![]()
პოსტი
#63
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
არ გაახარა მოკლედ რა ![]() ![]() -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
.zakaria. |
![]()
პოსტი
#64
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
:_მარიამი_: არ ვიცი რატო არ არეგისტრირებენ. ეზოთერულ ფორუმზეც იძახიან რამდენიმე დღეში ჩართავენო და რა ვიცი... ეზოთერული ამ ფორუმს გაუჯდა, რეპტილიებივით კეფაში უზის და ჭამს))))) ![]() ![]() ![]() -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
ქევანა |
![]()
პოსტი
#65
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
.zakaria.
ციტატა ეზოთერული ამ ფორუმს გაუჯდა, რეპტილიებივით კეფაში უზის და ჭამს)))) ქრისტიანები შემწყნარებლები ვართ, კი, მაგრამ რეპტილია კეფაში და ჭამა, არასასიამოვნოა და ამას არ ვურჩევ რეპტილიებს ![]() გასაგებია? ![]() პ.ს. ფრაზა არ მომეწონა, სხვა რამეს აფიქრებინებს ადამიანს, ხოდა არაა ეს ნორმალური, "კბილიანი" ხუმრობა :| -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
.zakaria. |
![]()
პოსტი
#66
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
.zakaria. ქრისტიანები შემწყნარებლები ვართ, კი, მაგრამ რეპტილია კეფაში და ჭამა, არასასიამოვნოა და ამას არ ვურჩევ რეპტილიებს ![]() გასაგებია? ![]() ქევანა როცა გნახე მუნჯი მეგონე და რამდენი ლაპარაკი შეგძლებია ვირტ სივრცეში?))))))) ![]() -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
ქევანა |
![]()
პოსტი
#67
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
.zakaria.
მადლობა კომპლიმენტისთვის : ) ხუმრობა კარგია, ვიცით ჩვენც ხუმრობა, მაგრამ ჯინაზე და ჯიბრზე ნათქვამი ხუმრობა, არაა მოსაწონი ქართველი ვაჟკაცისაგან ![]() ახლა თემის შესახებ გააგრძელეთ ![]() მაშ მოძრაობა ჰარე კრიშნა მართლაც მოძრაობა ყოფილა, მე კიდე რელიგია მეგონა ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
.zakaria. |
![]()
პოსტი
#68
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
.zakaria. მადლობა კომპლიმენტისთვის : ) ხუმრობა კარგია, ვიცით ჩვენც ხუმრობა, მაგრამ ჯინაზე და ჯიბრზე ნათქვამი ხუმრობა, არაა მოსაწონი ქართველი ვაჟკაცისაგან ![]() ახლა თემის შესახებ გააგრძელეთ ![]() მაშ მოძრაობა ჰარე კრიშნა მართლაც მოძრაობა ყოფილა, მე კიდე რელიგია მეგონა ![]() "ჩვენც" თქვენც" - ეს განმიმარტე რა დაიკო,ვერგავიგე რისმიხედვიტ ყოფთ ხალხს? ჰარი კრიშნაზე ვერაფერს გეტყვი ,რაც არვიცი არვიცი. -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
Atman |
![]()
პოსტი
#69
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
კრშნა, ნეტარების საუნჯე
კრშნა – ეს ბგერა ტრანსცენდენტულია. კრშნა ნიშნავს უმაღლეს ნეტარებას. ყოველი ჩვენგანი, ყოველი ცოცხალი არსება ნეტარებას ეძებს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ ვეძებოთ იგი. სიცოცხლეზე მატერიალისტური შეხედულების გამო ვერ ვპოულობთ ნეტარებას, ვინაიდან არ გაგვეგება რომელ დონეზე შეიძლება ჭეშმარიტი9 ნეტარების მიღწევა. ჭეშმარიტი ნეტარების განცდისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა იმის გაგება, რომ ჩვენ არა ვართ სხეული, არამედ ვართ ცნობიერება. უფრო სწორად არა თავად ცნობიერება, რადგან ცნობიერება ჩვენი ჭეშმარიტი მეობის ნიშანია: ჩვენ ვართ წმინდა სულები, რომლებიც ამჟამად ამ მატერიალურ სხეულშია ჩაფლული. თანამედროვე მატერიალისტური მეცნიერება არ ამახვილებს ამაზე არავითარ ყურადღებას; ამიტომ მეცნიერებს ზოგჯერ მცდარი შეხედულება აქვთ ნსულზე. მაგრამ სულის არსებობა ფაქტი გახლავთ, რომლის გაგებაც ცნობიერების არსებობის საფუძველზე ყველას შეუძლია. ბავშვსაც კი ესმის, რომ ცნობიერება სულის ნიშანია. მთელი პროცესი, რომლის შესწავლასაც “ბჰაგავად-გიტადან” (ღმერთის სიმღერიდან ვაპირებთ, იმაში მდგომარეობს, რომ ცნობიერების ამ დონემდე აგვამაღლოს. თუკი ცნობიერების დონიდან ვიმოქმედებთ, აღარ ჩამოვეშვებით სხეულის ცნობიერების დონეზე; მაშინ ამ სხეულის სიკვდილთან ერთად განვიწმინდებით მატერიალური სიბინძურისგან, აღვიდგენთ სულიერ სიცოცხლეს და საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ ამ სხეულის დატოვების შემდეგ მომდევნო ცხოვრებაში სრული, მარადიული სულიერი სიცოცხლით ვიცხოვრებთ. როგორც უკვე განვიხილეთ, აღწერილია, რომ სული მარადიულია. სული ამ სხეულის განადგურების შემდეგაც კი არ ისპობა. პირიქით, ცნობიერება სხვა სახის სხეულში გადადის და კვლავ გვიქმნის მატერიალისტურ შეხედულებას სიცოცხლის შესახებ. “ბჰაგავად-გიტაში” ესეც აღწერილია. თუკი სიკვდილის ჟამს წმინდა ცნობიერება გვექნება, ჩვენი მომდევნო ცხოვრება მატერიალური კი არა სულიერი იქნება. თუკი სიკვდილის ჟამს წმინდა ცნობიერება არ გვექნება, სხეულის დატოვების შემდეგ იძულებული ვიქნებით ახალი მატერიალური სხეული მივიღოთ. ასეთია ეს პროცესი. ასეთია ბუნების კანონი. ახლა შეზღუდული სხეული გვაქვს. სხეული, რომელსაც ვხედავთ, უხეშია. იგი ჰგავს პერანგსა და პიჯაკს – პიჯაკის ქვეშ პერანგი გვაცვია, პერანგის ქვეშ კი სხეულია. წმინდა სულიც ამგვარად არის დაფარული პერანგითა და პიჯაკით. სამოსელს შეადგენს ჭკუა, გონება და ცრუ ეგო. ცრუ ეგო ნიშნავს მცდარ შეხედულებას, რომ მე ვარ მატერია, მატერიალური სამყაროს პროდუქტი. ეს გაუგებრობა ლოკალიზებულს მხდის. მაგალითად, რადგან ინდოეთში დავიბადე, ვთვლი, რომ ინდოელი ვარ. ამერიკაში დაბადებული ამერიკელად თვლის თავს. მაგრამ როგორც წმინდა სული, არც ინდოელი ვარ და არც ამერიკელი. მე ვარ წმინდა სული. სხვა ყველაფერი დასახელებაა. ამერიკელი, ინდოელი, გერმანელი, ინგლისელი, ძაღლი, კატა, ფუტკარი, ვირთხა, კაცი, ცოლი – ეს ყველაფერი დასახელებებია. სულიერ ცნობიერებაში ვთავისუფლდებით ამ დასახელებებისგან. ასეთი თავისუფლება მიიღწევა მაშინ, როდესაც განუწყვეტელი ურთიერთობა გვაქვს უზენაეს სულთან, კრშნასთან. კრშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დანიშნულება ისაა, რომ გამუდმებით კრშნასთან კავშირში გვამყოფოს. კრშნას შეუძლია ჩვენთან მუდმივი ურთიერთობა, რადგან ის ყოვლისშემძლეა. ამიტომ შეუძლია სრულყოფილი ურთიერთობა იქონიოს ჩვენთან თავისი სიტყვებით. მისი სიტყვები არ განსხვავდება მისგან. ეს არის ყოვლისშემძლეობა. ყოვლისშემძლეობა ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს, რასაც მასთან აქვს კავშირი, იგივე ძალა გააჩნია. მაგალითად მატერიალურ სამყაროში თუკი გვწყურია და წყალი გვინდა, მხოლოდ გამეორება სიტყვებისა “წყალი, წყალი, წყალი” წყურვილს ვერ მოგვიკლავს, ვინაიდან ამ სიტყვას არ გააჩნია ის ძალა, რომელიც თავად წყალს აქვს. ჩვენ არსებითად წყალი გვჭირდება. მაშინ წყურვილსაც დავიკმაყოფილებთ. მაგრამ ტრანსცენდენტულ, აბსოლუტურ სამყაროში განსხვავება არ არსებობს – კრშნას სახელი, კრშნას თვისება, კრშნას სიტყვა – ყველაფერი კრშნაა და იმავე კმაყოფილებას გვანიჭებს. ზოგი შეიძლება შეგვედაოს, არჯუნა კრშნას იმიტომ ელაპარაკებოდა, რომ კრშნა მის წინაშე იმყოფებოდა, ჩვენს წინაშე კი კრშნა არ არისო. მაშ როგორ მივიღოთ მისგან მითითებები? მაგრამ კრშნა ჩვენთან იმყოფება თავისი სიტყვებით – “ბჰაგავად-გიტათი”. ინდოეთში “ბჰაგავად-გიტას” ან “შრიმად-ბჰაგავატამის” კითხვისას წირვას ვატარებთ ყვავილებით ან თაყვანისცემის სხვა ატრიბუტებით. სიქჰების რელიგიაში თაყვანს სცემენ წიგნს “გრანთჰასაჰიბს”, მიუხედავად იმისა, რომ მათ ღვთაება არა ყავთ. სწორედ ასევე მუსულმანები ეთაყვანებიან “ყურანს”, ქრისტიანულ სამყაროში კი – “ბიბლიას”. ფაქტია, რომ უფალი იესო ქრისტე თავისი სტყვებით იმყოფება ჩვენთან. კრშნაც თავისი სიტყვებით არის აქ. ეს პიროვნებები, ღმერთი თუ ღმერთის შვილი, რომლებიც ტრანსცენდენტული სამყაროდან მოდიან, ინარჩუნებენ თავიანთ ტრანსცენდენტულ სახეს, ისე რომ მათზე მატერიალური სამყაროს სიბინძურე არ მოქმედებს. ამაში მდგომარეობს მათი ყოვლისშემძლეობა. ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა. ეს ნიშნავს იმას, რომ იგიარ განსხვავდება თავისი სახელის, თვისების, გართობების, სწავლებისაგან. ამიტომ “ბჰაგავად-გიტაზე” საუბარი იგივეა, რაც კრშნასთან საუბარი. კრშნა იმყოფება თქვენს გულში და ჩემს გულშიც. იშვარაჰ სარვა-ბჰუტანამ ჰრდ-დეშე ‘რჯუნა ტიშთჰატი. ღმერთი ყველას გულში სუფევს. იგი შორს არ არის ჩვენგან; ჩვენთან არის. იმდენად კეთილია, რომ განმეორებადი დაბადებების მანძილზე თან დაგვყვება. ელოდება, როდის მოვუბრუნდებით. იმდენად კეთილია, რომ თუმცა ჩვენ ვივიწყებთ, თვითონ არასოდეს გვივიწყებს. სწორედ ასევე, ღმერთი, რომელიც ყველაფრის, ყველას, ყოველი ცოცხალი არსების თავდაპირველი მამა, არასოდეს მიგვატოვებს. შეიძლება სხვადასხვა სხეულები გვქონდეს, მაგრამ ეს ჩვენი პერანგები და პიჯაკებია. ამას არაფერი აქვს საერთო ჩვენს ჭეშმარიტ ვინაობასთან. ჩვენი ჭეშმარიტი ვინაობა ისაა, რომ წმინდა სულები ვართ, სული კი უზენაესი უფლის განუყოფელი ნაწილაკია. არსებობს სიცოცხლის 8400 000 სახეობა. ბიოლოგებსაც და ანთროპოლოგებსაც არ შეუძლიათ ამის სწორად გამოთვლა, მაგრამ ჩვენ ავტორიტეტული, განდობილი წმინდა წერილებიდან ვიღებთ ამ ცოდნას. ადამიანები 400 000 სახეობას წარმოადგენენ, დანარჩენი 8 000 000 კი სხვა სახეობებია. მაგრამ კრშნა, უზენაესი უფალი აცხალდებს, რომ ყოველი მათგანი – ცხოველები, ადამიანები, გველები, ღმერთები, ნახევარღმერთები და სხვანი – სინამდვილეში მისი შვილებია. თავისი წარსული კარმის ანუ მოქმედების შესაბამისად, სული ამ სხეულს ღებულობს, რათა ისიამოვნოს ან დაიტანჯოს. ასეთია დაბადება-სიკვდილის პროცესი. ამ სიცოცხლის დასრულების შემდეგ კი კვლავ კვდება და კვლავ რომელიღაც დედის საშვილოსნოში შედის. შემდეგ ახალი სხეული იბადება. ეს არის რეინკარნაცია. დიდად უნდა ვიზრუნოთ განმეორებადი დაბადება-სიკვდილისა და სხეულის გამოცვლის ამ პროცესის შესაჩერებლად. ამაში მდგომარეობს ადამიანის სიცოცხლის უპირატესობა. ჩვენ შეგვიძლია დაბადებისა და სიკვდილის თანმხლები განმეორებადი ცვლილებების შეწყვეტა, შეგვწევს ძალა აღვიდგინოთ ჭეშმარიტი სულიერი ფორმა, ნეტარებით, ცოდნით აღსავსენი ვიყოთ და მარადიულად ვიცოცხლოთ. ეს არის ევოლუციის დანიშნულება. ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. სრული განთავისუფლების პროცესი იწყება იმით, რასაც ახლა ვაკეთებთ – მოსმენითა და გალობით. მინდა გითხრათ, რომ ღმერთის წმინდა სახელთა გალობა (ჰარე კრშნა, ჰარე კრშნა, კრშნა კრშნა, ჰარე ჰარე / ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე) და გიტას ჭეშმარიტებათა მოსმენა იგივე სხეულისეული ურთიერთობაა კრშნასთან. ეს დადასტურებულია “გიტაში”. ამ პროცესს ეწოდება კირტანა. კაცს ენაც რომ არ ესმოდეს, უბრალოდ მოსმენითაც კი ღვთისმოსავ საქმეს სჩადის. ეს ღვთისმოსავ ცხოვრებამდე მიიყვანს მას, თუმცა შეიძლება არც ესმოდეს – ასეთი ძალა აქვს ამას. არსებობს კრშნასთან დაკავშირებული ორი სახის თემა. ერთია „ბჰაგავად-გიტა“. იგი კრშნამ მოყვა. კრშნასთან დაკავშირებული მეორე თემა “შრიმად-ბჰაგავატამი” გახლავთ. ეს კრშნას შესახებაა მოყოლილი. ამრიგად არსებობს ორი სახის კრშნა კათჰა (თემა) და ორივე მათგანს ერთნაირად შესწევს უნარი დაგვაკავშიროს კრშნასთან. ვინაიდან “ბჰაგავად-გიტა” კურუკშეტრას ბრძოლის ველზე იქნა მოყოლილი, ზოგიერთები გვეკითხებოდნენ, თუ რა გვაქვს საერთო ბრძოლის ველთან. მასთან არაფერი გვესაქმება. ჩვენ ვეძებთ ცოდნას სულიერი სამყაროს შესახებ. მაშ რაში გვჭირდება ეს ბრძოლის ველი? იმაშI, რომ კრშნა იმყოფება მასზე, ამიტომაც ყველაფერი კრშნათი იმუხტება. ელექტრული დენი ლითონში გადის და მთელი ლითონი იმუხტება; ამის მსგავსად, როდესაც კრშნა რაიმესადმი ინტერესს იჩენს, იგი კრშნათი იმუხტება. წინააღმდეგ შემთხვევაში კურუკშეტრას ბრძოლის ველზე საუბარი საჭირო არ იქნებოდა. ასეთია კრშნას ყოვლისშემძლეობა. ეს ყოვლისშემძლეობა აღწერილია “შრიმად ბჰაგავატამშიც”. არსებობს მრავალი კრშნა-კათჰა. ვედური ლიტერატურე სავსეა ამით. “ვედები” ნიშნავს კრშნა-კათჰას. წმინდა წერილები, “ვედების” ჩათვლით, განსხვავებული შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ყოველი მათგანის დანიშნულება კრშნა-კათჰაა. რა მოხდება, თუკი უბრალოდ მოვუსმენთ ამ ამბებს? ეს წმინდა ტრანსცენდენტული ვიბრაციაა და შედეგიც სულიერი ცნობიერების განვითარება იქნება. მრავალი, მრავალი სიცოცხლის მანძილზე მატერიალური სიბინძურის გამო გულებში უამრავი არასასიკეთო რამ გვაქვს დაგროვილი. იგულისხმება არა მხოლოდ ეს, არამედ უამრავი წარსული დაბადებაც. ამიტომ, როდესაც გულში კრშნა-კათჰას შევიტანთ, დაგროვილი სიბინძურეც ჩამოირეცხება. ჩვენი გულები გაიწმინდება ყოველგვარი ნაგვისგან. და გაწმენდისთანავე წმინდა ცნობიერებაში აღმოვჩნდებით. ძალიან ძნელია ყოველი ცრუ დასახელებისგან განწმენდა. მაგალითად, მე ინდოელი ვარ. უეცრად იმის გააზრება, რომ მე ინდოელი კი არა წმინდა სული ვარ, ძნელია. აწორედ ასევე, ყველასათვის იოლი არ არის სხეულის დასახელებებთან საკუთარი თავის გაიგივების ჩამოშორება. მაგრამ თუკი გავაგრძელებთ კრშნა-კათჰას მოსმენას, ეს მეტად იოლი გახდება. ჩაატარეთ ცდა რა ადვილია ყოველგვარი დასახელებებისგან განთავისუფლება. ცხადია, ჭკუიდან ჭუჭყის ერთბაშად ჩამორეცხვა შეუძლებელია, მაგრამ მატერიალური ბუნების გავლენის შესუსტებას მაშინვე ვიგრძნობთ. მატერიალური ბუნება მოქმედებს სამ მოდუსში – სათნოებაში, ვნებასა და უგუნურებაში. უგუნურება უიმედო ცხოვრებაა. ვნება მატერიალისტურია. ვნების მოდუსის გავლენის ქვეშ მყოფს მატერიალური ყოფიერების ეს ცრუ სიამოვნება სურს. მას არ ესმის ჭეშმარიტება და ამიტომ ცდილობს სხეულს ენერგია გამოწუროს, რათა მატერიით დატკბეს. ამას ვნების მოდუსი ეწოდება. უგუნურების მოდუსში მყოფთ კი არც ვნება აქვთ და არც სათნოება. ისინი სიცოცხლის უკუნეთ წყვდიადში იმყოფებიან. სათნოების მოდუსში მყოფს თეორიულად მაინც ესმის, ვინა ვარ მე, რა არისე ს სამყარო, ვინ არის ღმერთი და რა ურთიერთობა გვაკავშირებს მასთან. ეს არის სათნოების მოდუსი. კრშნა-კათჰას მოსმენით უგუნურებისა და ვნების მოდუსებისგან ვიწმინდებით და სათნოების მოდუსს მივაღწევთ. უკიდურეს შემთხვევაში, გვექნება ჭეშმარიტი ცოდნა მაინც – ცოდნა იმის შესახებ, თუ ვინა ვართ. უგუნურება ცხოველის არსებობას ჰგავს. ცხოველის სიცოცხლე ტანჯვითაა აღსავსე, მაგრამ მან არ იცის, რატომ იტანჯება. ავიღოთ ღორის მაგალითი. ცხადია, აქ, ნიუ-იორკში ღორს ვერ ნახავთ, მაგრამ ინდოეთის სოფლებში უამრავი ღორია. რა საშინელია მისი სიცოცხლე; ცხოვრპბს ჭუჭყში, ჭამს განავალს და მუდამ ბინძურია. მიუხედავად ამისა ღორი მაინც ბედნიერია იმით, რომ ჭამს განავალს, სქესობრივი ურთიერთობა აქვს დედალ ღორთან და სუქდება. ღორი მეტად სუქდება, ვინაიდან მუდამ სიამოვნებაზე ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს გრძნობათა სიამოვნებას წარმოადგენს. ჩვენ ღორებივით არ უნდა ვიცხოვროთ და არ უნდა გვეგონოს, რომ მეტად ბედნიერები ვართ. ჩვენი აზრით, დღე და ღამე მძიმე შრომა და შემდეგ სექსი ბედნიერებას მოგვიტანს. მაგრამ ამაში ბედნიერება არ არის. „შრიმად-ბჰაგავატამში“ ეს ღორის ბედნიერებას არის შედარებული. კაცი ბედნიერია მაშინ, როდესაც სათნოების მოდუსში იმყოფება. მაშინ გავიგებთ ჭეშმარიტ ბედნიერებას. თუკი ყოველდღე მოვისმენთ კრშნა-კათჰას, ჩვენი გული განიწმინდება ყოველგვარი სიბინძურისგან, რომელიც მრავალი სიცოცხლის მანძილზე დაგვიგროვდა. სინამდვილეში, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ აღარ ვიმყოფებით უგუნურებასა თუ ვნებაში, არამედ სათნოების მოდუსში ვართ. რას ნიშნავს ეს მდგომარეობა? ცხოვრების ნებისმიერ პირობებში ბედნიერები ვიქნებით. არასოდეს მოვიღუშებით. „ბჰაგავად-გიტადან“ ვგებულობთ, რომ ეს არის ჩვენი ბრაჰმა-ბჰუტა (სათნოების უმაღლესი სტადია) მდგომარეობა. „ვედები“ გვასწავლის, რომ ჩვენ ეს მატერია არ ვართ. ჩვენ ვართ ბრაჰმანი. აჰამ ბრაჰმასმი. უფალი შანკარაჩარია მთელ ქვეყანაზე ქადაგებდა ამ სახარებას. ჩვენ არა ვართ ეს მატერია; ვართ ბრაჰმანი, სული. როდესაც ჭეშმარიტად მივაღწევთ სულიერ რეალიზაციას, ჩვენი სიმპტომები შეიცვლება. რა არის ეს სიმპტომები? როდესაც სული თავის სულიერ ცნობიერებაში იმყოფება, იგი არაფერს ელტვის და არაფერზე გლოვობს. ადამიანი მისტირის დანაკარგს დაელტვის მოგებას. მატერიალურ სამყაროს ახასიათებს ორი ავადმყოფობა: რაც არ გაგვაჩნია, იმას ვესწრაფვით. „თუკი ამას მოვიპოვებ, ბედნიერი ვიქნები. მე ფული არა მაქვს, მაგრამ თუკი მილიონი დოლარი მექნება, ბედნიერი ვიქნები.“ და როდესაც მილიონ დოლარს ვღებულობ, რატომღაც დავკარგავ. მაშინ ვიტირებ: „ო ფული დავკარგე.“ როდესაც რაიმეს შეძენას ველტვით, ეს ერთგვარი სნეულებაა და დანაკარგის გამო ტანჯვაც ავადმყოფობაა. მაგრამ თუკი ბრაჰმა-ბჰუტას მივაღწევთ, არც დავიტანჯებით და არც რაიმეს მივესწრაფებით. ყველას და ყველაფერს ერთნაირი თვალით შევხედავთ. უდიდესი განსაცდელის დროსაც კი არაფერი შეგვაწუხებს. ეს გახლავთ სათნოების მოდუსი. „ბჰაგავატამი“ ნიშნავს მეცნიერებას ღმერთზე. თუკი ადამიანი შეუპოვრად შეუდგება ღმერთის მეცნიერებას, იგი ბრაჰმა-ბჰუტას სტადიას მიაღწევს. ბრაჰმა-ბჰუტას სტადიაზე უნდა ვიშრომოთ, ვინაიდან აქ შრომა რეკომენდებულია. სანამ მატერიალური სხეული გვაქვს, უნდა ვიშრომოთ. შრომას ვერ შევაჩერებთ; ეს შეუძლებელია, მაგრამ უნდა მოვიმარჯვოთ იოგას ტაქტიკა და მაშინ ჩვეულებრივ სამუშაოშიც კი, რომლის წარმოებაც ბედის ან არსებული პირობების გამო გვიხდება, ცუდი არაფერი იქნება. ვთქვათ, საკუთარი პროფესიის გამო ადამიანი იძულებულია იცრუოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ბიზნესი შეჩერდება. რადგან სიცრუე კარგი არ არის, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბიზნესი არ ემყარება ზნეობრივ პრინციპებს და ამის გამო მას უნდა შევეშვათ. მაგრამ „ბჰაგავად-გიტა“ სხვანაირად გვასწავლის. ისეთ ცუდ პირობებშიც კი, რომელშიც არასასიამოვნო საქმის გარეშე მოქმედება შეუძლებელია, არ უნდა შევეშვათ ამ საქმეს. მაგრამ მისი განწმენდა უნდა ვცადოთ. როგორ შეიძლება ამის მიღწევა? არ უნდა მივითვისოთ შრომის კარმიული შედეგები. ისინი ღმერთისთვისაა განკუთვნილი. სუკრტა ნიშნავს ღვთისმოსავ საქმიანობებს, დუშკრტა კი – ბიწიერს. მატერიალურ დონეზე ან ღვთისმოსავნი ვართ, ან ბიწიერნი; ან ღვთისმოსავ საქმეს ვეწევით, ან ბიწიერს ვასრულებთ – ან ორივეს ერთად. უფალი კრშნა გვირჩევს, რომ კაცმა ცოდნით ანუ უზენაესისადმი ერთგულებით უნდა იმოქმედოს. რას ნიშნავს ეს ცოდნა? ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვარ უზენაესის განუყოფელი ნაწილაკი ანუ არა ვარ ეს სხეული. თუკი ვთვლი, რომ ვარ ამერიკელი, ინდოელი, და მისთ., მაშინ მატერიალურ დონეზე ვიმყოფები. საკუთარი თავი არა ამერიკელებად, ინდოელებად უნდა ჩავთვალოთ, არამედ წმინდა ცნობიერებად. მე ვარ უზენაეს ცნობიერებაზე დაქვემდებარებული ცნობიერება; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე ვარ ღმერთის მსახური. ღმერთი უზენაესი ცნობიერებაა და მე მისი მსახური ვარ. ამრიგად, ჩვენი ახლანდელი წარმოდგენის თანახმად, სიტყვა დაქვემდებარებული მსახურს ნიშნავს. ჩვენ ღმერთთან უბრალო მსახურება არ გვაკავშირებს. მსახურება არავის არ სურს, ყველას უნდა იყოს ბატონი, ვინაიდან მსახურება სასიამოვნო არ არის. ღმერთის მსახურად გახდომა სულ სხვა რამეა. ზოგჯერ ღმერთის მსახური ღმერთის ბატონი ხდება. ცოცხალი არსების ჭეშმარიტი არსი იმაში მდგომარეობს, რომ იგი ღმერთის მსახურია, „ბჰაგავად-გიტადან“ კი ვგებულობთ, რომ უფალი, კრშნას მსახური გახდა. არჯუნა ეტლში იჯდა, კრშნა კი მართავდა მას. ეტლი არჯუნას არ ეკუთვნის, მაგრამ სულიერი ურთიერთობა მატერიალისტური ურთიერთობის მაგალითით ვერ აიხსნება. თუმცა სულიერ სამყაროში მატერიალურ სამყაროში არსებულ ყოველგვარ ურთიერთობებს ვხვდებით, ეს ურთიერთობები მატერიით არ არის დაბინძურებული. ამიტომ ისინი წმინდაა და ტრანსცენდენტული. მათი ბუნება სულ სხვაა. სიცოცხლეზე სულიერი შეხედულების განვითარებასთან ერთად ჩვენ მივხვდებით სულიერი, ტრანსცენდენტული სამყაროს ჭეშმარიტ არსს. აქ უფალი გვასწავლის ბუდდჰი-იოგას. ბუდდჰი-იოგა ნიშნავს საფეხურს, როდესაც ბოლომდე გვესმის, რომ ეს სხეული არ ვართ; და თუკი ამ გაგებით ვიმოქმედებ, მაშინ სხეული არა ვარ – მე ვარ ცნობიერება. ეს ფაქტია. მაშასადამე, თუკი ცნობიერების დონეზე ვმოქმედებთ, კარგი და ცუდი შრომის კარმიული შედეგების გადალახვას შევძლებთ. ასეთია ტრანსცენდენტული საფეხური. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სხვისი – უზენაესის სახელით ვმოქმედებთ. არ ვაგებთ პასუხს მოგებასა თუ წაგებაზე. როდესაც რაიმეს მოვიგებთ, არ უნდა გავდიდგულდეთ. უნდა ვიფიქროთ, „ეს მოგება უფლისთვისაა“. წაგებისას კი უნდა გვესმოდეს, რომ ამაზე არა ვართ პასუხისმგებელნი. ეს ღმერთისთვის შრომაა. მაშინ ბედნიერები ვიქნებით. ეს უნდა განვახორციელოთ: ყველაფერი უზენაესის სახელით უნდა შევასრულოთ. საჭიროა ასეთი ტრანსცენდენტული თვისებების განვითარება. ეს ახლანდელ პირობებში შრომის ხერხია. როგორც კი სხეულის ცნობიერებით ვმოქმედებთ, მაშინვე ვიბოჭებით ჩვენივე შრომის საპასუხო შედეგებით. მაგრამ როდესაც სულიერი ცნობიერებით ვმოქმედებთ, არ გვატყვევებს არც ღვთისმოსავი და არც ბიწიერი საქმეები. ამაში მდგომარეობს მოქმედების ტექნიკა. მანიშინაჰ – ეს სიტყვა მეტად მნიშვნელოვანია. მანიში ნიშნავს დაფიქრებულს. თუკი კაცი დაუფიქრებელია, ვერ გაიგებს, რომ ეს სხეული არ არის. მაგრამ ოდნავ დაფიქრებული კაციც მიხვდება – „ოჰ, მე ეს სხეული არა ვარ. მე ვარ ცნობიერება“. ზოგჯერ, თავისუფალ დროს ვფიქრობთ: „ო, ეს ჩემი თითია, ეს ჩემი ხელია. ეს ჩემი ყურია, ეს ჩემი ცხვირია. ყველაფერი ჩემია, მაგრამ ვინა ვარ მე, ვინა ვარ მე?“ მე ვგრძნობ იმას, რომ ეს ჩემია და რომ მე ვარსებობ. ოდნავ დაფიქრებაა საჭირო. ყველაფერი ჩემია – ჩემი თვალები, ჩემი თითი, ჩემი ხელი. ჩემი, ჩემი, ჩემი და რა არის ეს მე? „მე“ არის ცნობიერება, რომელიც ფიქრობს – „ეს ჩემია“. თუკი ეს სხეული არ ვარ, რატომ უნდა ვიმოქმედო ამ სხეულისთვის? უნდა ვიმოქმედო საკუთარი თავისთვის. მაგრამ როგორ ვიმოქმედო საკუთარი თავისთვის? როგორია ჩემი მდგომარეობა? მე ვარ ცნობიერება. მაგრამ რა სახის ცნობიერება? დაქვემდებარებული ცნობიერება – მე ვარ უზენაესი უფლის ნაწილი. მაშინ რა იქნება ჩემი საქმიანობა? ჩემი საქმიანობა უნდა შესრულდესუზენაესი ცნობიერების წინამძღოლობით, ისევე როგორც დაწესებულებაში დირექტორი წარმოადგენს უმაღლეს ცნობიერებას. მაგალითად, დაწესებულებაში ყველა დირექტორის ხელმძღვანელობით მოქმედებს; ამიტომ მათ პასუხი არ მოეთხოვებათ. მათი ვალდებულება მხოლოდ თავიანთი მოვალეობების შესრულებაში მდგომარეობს. ღვთისმოსავი იქნება ეს თუ ბიწიერი – მნიშვნელობა არა აქვს. ჯარშიც კაპიტანი ან მეთაური იძლევა ბრძანებებს. ჯარისკაცმა კი ბრძანება უნდა შეასრულოს. იგი არ ფიქრობს იმაზე, კარგია ეს თუ ცუდი. ამას მნიშვნელობა არა აქვს. მან მხოლოდ უნდა იმოქმედოს; მაშინაა ჭეშმარიტი ჯარისკაცი. იგი ამგვარად მოქმედებს და ღებულობს ჯილდოს, წოდებასა და დამსახურებას. მისთვის სულ ერთია. მეთაური ამბობს: “წადი და მოკალი მტერი”. და მას აჯილდოვებენ. როგორ გგონიათ, მკვლელობის გამო დაგაჯილდოვებენ? არა, ჯილდოს მოვალეობის შესრულებისთვის იძლევიან. აქაც კრშნა ასწავლის არჯუნას. კრშნა უზენაესი ცნობიერებაა. მე ცნობიერება ვარ, უზენაესი ცნობიერების განუყოფელი ნაწილაკი. ამიტომ ვალდებული ვარ ამ უზენაესი ცნობიერების თანახმად ვიმოქმედო. მაგალითად, მე ვთვლი, რომ ხელი ჩემი სხეულის ნაწილია. ახლა იგი თავისით მოძრაობს. “ჩემი ხელი ისე მოძრაობდეს, როგორც მსურს. ჩემი ფეხიც ისე მოძრაობდეს. თვალები გამეხილოს და დავინახო.” ამგვარად ბრძანებებს ვიძლევი და ეს ნაწილებიც მოქმედებენ. სწორედ ასევე, ჩვენც უზენაესის განუყოფელი ნაწილაკები ვართ. როდესაც უზენაესი ცნობიერების თანახმად მოქმედებას შევისწავლით, მაშინ ყოველგვარ ღვთისმოსავ და ბიწიერ საქმიანობებზე ავმაღლდებით. ამაში მდგომარეობს ტექნიკა. რა მოჰყვება ასეთ ტექნიკას? ჩვენ განვთავისუფლდებით დაბადება-სიკვდილის ტყვეობიდან. აღარ იქნება დაბადება და სიკვდილი. თანამედროვე მეცნიერები და ფილოსოფოსები არ უფიქრდებიან ამ ოთხ რამეს: დაბადებას, სიკვდილს, ავადმყოფობასა და სიბერეს. ისინი გვერდს უვლიან მათ: “ბედნიერები ვიყოთ. დავტკბეთ სიცოცხლით”. მაგრამ ადამიანის სიცოცხლე განკუთვნილია დაბადების, სიკვდილის, ავადმყოფობისა და სიბერის ტყვეობის ამოცანის ამოხსნისათვის. ნებისმიერი ცივილიზაცია, რომელსაც ამ ოთხი პრობლემის ამოხსნისთვის არ მიუგნია, ადამიანთა ცივილიზაცია არ არის. ადამიანთა ცივილიზაციის დანიშნულება ამ პრობლემათა სრული ამოხსნის მიგნებაა. ამრიგად, “ბჰაგავად-გიტაში” უფალი ამბობს: კარმაჯამ ბუდდჰი-იუკტაჰ. კარმა-ჯამ ნიშნავს, რომ ნებისმიერ მოქმედებას უკუქმედება მოჰყვება. თუკი ადამიანი ცუდ საქმეს ჩადის, რეაქციაც ცუდი იქნება. მაგრამ მაღალი გაგებით, კარგიც და ცუდი რეაქციაც ტანჯვაა. ვთქვათ, კარგი რეაქციების გამო, კარგ დაბადებას მივაღწიე, მაქვს ლამაზი სხეული და კარგი განათლება. შეიძლება ყველაფერი კარგი მქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მატერიალური ტკივილებით არ დავიტანჯები. მატერიალური ტკივილებია დაბადება, სიკვდილი, სიბერე და ავადმყოფობა. რომც ვიყო მდიდარი, ლამაზი მამაკაცი, განათლებული, არისტოკრატიულ ოჯახში შობილი და მისტ., სიკვდილს, სიბერესა და ავადმყოფობას ვერ გავექცევი. ამგვარად, ღვთისმოსავი ან ბიწიერი საქმიანობები არ უნდა გვაინტერესებდეს. ჩვენ უნდა ვასრულებდეთ მხოლოდ ტრანსცენდენტულ საქმიანობებს. ეს გვიხსნის დაბადების, სიკვდილის, სიბერისა და ავადმყოფობის ტყვეობიდან. ამაში უნდა მდგომარეობდეს ჩვენი ცხოვრების მიზანი. არ უნდა ველტვოდეთ კარგ ან ცუდ რამეებს. მაგალითად, კაცი ავადმყოფობით იტანჯება. ლოგინში წევს, ჭამს, უხერხულ მდგომარეობაში უხდება ბუნებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, ღებულობს მწარე წამლებს. მომვლელებმა მუდამ მის სისუფთავეზე უნდა იზრუნონ; წინააღმდეგ შემთხვევაში აუტანელი სუნი დადგება. ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას მასთან მეგობრები მოდიან და ეკითხებიან, როგორ გრძნობს თავს. იგი პასუხობს, გმადლობთ, კარგად ვარო. რომელ კარგად ყოფნაზეა ლაპარაკი? იმაზე, რომ უხერხულად წევს ლოგინში, მწარე წამლებს სვამს და ვერ ინძრევა?! მიუხედავად ამ უხერხულობისა, იგი ამბობს, კარგად ვარო. სწორედ ასევე, თუკი სიცოცხლეზე მატერიალისტური შეხედულების დროს ვიფიქრებთ: “მე ბედნიერი ვარ”, ეს ჩვენი სისულელე იქნება. აქ ბედნიერება არ არსებობს. ამ მდგომარეობაში ჩვენ არ გვესმის, რას ნიშნავს ბედნიერება. ამიტომაც არის ნახმარი ეს სიტყვა – მანიშაჰ – დაფიქრებული. ჩვენ ვეძებთ ბედნიერებას გარეგანი, ხელოვნური ხერხებით, მაგრამ სადამდე გაგრძელდება ასე? ამას დიდი დღე არ უწერია. ჩვენ კვლავ მწუხარება გველის. დავუშვათ, დავთვერით და ბედნიერებას ვგრძნობთ. ეს არ არის ჩვენი ჭეშმარიტი ბედნიერება. ვთქვათ ქლოროფორმის ნარკოზის ქვეშ ვართ და ოპერაციის ტკივილებს ვერ ვგრძნობთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპერაციას არ მიკეთებენ. ეს ხელოვნური ხერხია. არსებობს ჭეშმარიტი ნეტარება, ჭეშმარიტი სიცოცხლე. როგორც “ბჰაგავად-გიტაში” შრი კრშნა გვირჩევს, მოაზროვნე კაცი თავისუფლდება შრომის რეაქციებისგან, რამეთუ წმინდა ცნობიერების დონეზე იმყოფება. ამის ნაყოფი ისაა, რომ იგი თავს აღწევს დაბადებისა და სიკვდილის, ავადმყოფობისა და სიბერის ტყვეობას. ეს ჭეშმარიტ პიროვნებასთან, კრშნასთან, სიამოვნებისა და მარადიული ნეტარების საუნჯესთან ერთიანობაში ხორციელდება. სწორედ ამაშია ჭეშმარიტი ბედნიერება, რომლისთვისაც განკუთვნილნი ვართ. შრილა პრაპჰუპადა -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ქევანა |
![]()
პოსტი
#70
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
Atman
კრიშნას აქვს სახელები? მეტსახელები უფრო სწორად : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Atman |
![]()
პოსტი
#71
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ქევანა
სახელების მეტი რა აქვს ![]() მოკლედ სახელი ერთია, მაგრამ ეს ძალიან დიდი ხნის მერე გამჟღავნდება მასისთვის (ჩვენ ვერ მოვესწრებით ალბათ). იესომ არ გაამჟღავნა მისი წმინდა სახელი, მაგრამ თქვა რომ თავადაა გზა მამისკენ, და თავად ქრისტეა სახელი რომელიც მამასთან მიგვიყვანს. როგორც მამა და ძეა ერთი, ასევე მათი სახელებიც ერთია. მე პირადად სწორედ ამიტომ მიმაჩნია ქრისტიანობა რელიგიის (და არა ცოდნის) უმაღლეს ფორმად დღესდღეობით, რომ კრშნას (კრშტას, კრსნას) სახელი მხოლოდ ქრისტიანობაშია და კრშნა სულიწმინდის სახით სრულად გამოვლინდა იესოში. ოღონდ იმ დროინდელი ცნობიერებისთვის მისაწვდომი ცოდნა დატოვა და მარცვალი ჩააგდო, რომლისგანაც ბევრი ხე გაიზარდა, მაგრამ მხოლოდ ის ხე არ მოიჭრება, რომელიც ნაყოფს გამოიღებს. ნაყოფი კი ბჰაკტია, ანუ უფლისადმი უანგარო ერთგული სასიყვარულო მსახურება. საერთოდ კრიშნა ყველაზე უზენაესი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ფარული ფორმაა ღმერთისა და მხოლოდ ყველაზე გულწრფელებს გაენდობა. მის გარდა კი არსებობს მამა ღმერთის მრავალი ფორმა: ვიშნუ, რამა, ნარაიანა და ა.შ. (ვისაც იისფერი მწყემსის ღმერთობის არ სჯერა, მბრწინავ და ოქროს ტახტზე მჯდომ ფორმას ადვილად იჯერებს ![]() ასევე არსებობს კრიშნას ის სამყოფელები, სადაც იგი სხვა როლებს თამაშობს და არა მწყემსის როლს. მაგალითად დვარაკაში ის მეფეა და 16 108 ცოლი ყავს. ოღონდ ამ ფორმებს ვერ გადაეხვევი, ვერ ეთამაშები, ვერ გაეხუმრები და სრული ეტიკეტი უნდა დაიცვა მათთან. კრიშნასთან კი გახუმრებაც მოსულა, ოღონდ ყველაზე მორჩილი და ღმერთისადმი ყველაზე მინდობილი უნდა იყო იმისთვის, რომ კონკრეტულად კრიშნას ფორმასთან მოხვდე. კრიშნას სამყოფელს სულიერ სამყაროში ვრინდავანი ჰქვია. ვანი ტყეს ნიშნავს. ვრინდა დევი კი იგივე ტულასის ხეა, რომელიც მორჩილების და სათნოების ყველაზე მაღალ გამოხატულებაა. ოდნავი სიამაყეც კი ხელს გიშლის იმაში რომ მანდ მოხვდე. თვით ბრაჰმა და ნახევარღმერთებიც კი ოცნებობენ მაგაზე, მაგრამ არ შეუძლიათ. (და თვით ბრაჰმასაც კი გაუჭირდა იმის დაჯერება რომ კრიშნა (მწყემსის ფორმაში) ღმერთია, თუმცა მერე მიხვდა ამას რა თქმა უნდა. იქ ყოველი ხე, ყოველი ქვა, ყოველი ნივთი სულიერია და როცა კრიშნა ფლეიტაზე დაკვრას იწყებს ყველაფერი ცეკვავს და სიხარულით ივსება. იქ არაფერია მატერიით დაბინძურებული. ურჩხული და მზეთუნახავი ხომ გინახავთ? მანდ როგორცაა ყველა ნივთი ცოცხალი, დაახლოებით ისეა იქაც ![]() მოკლედ ქრისტეს მცნებების დაცვის გარეშე ვერავინ მივა მამასთან. ქრისტეს მცნებებში კი ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი მცნებაა და ეს მცნებები იერარქიულად უნდა დავიცვათ და არა ქვემოდან ზემოთ. თუ სიკვდილის წინ ბოლო სიტყვა და ბოლო ფიქრი შეყვარებულს, მეუღლეს, შვილს, ოჯახს, სამშობლოს ეხება და არა ღმერთს, მაშინ მამასთან ვერ მივალთ, მაგრამ ამის შანსი ისევ გვექნება თუ სწორად ვასრულებთ ჩვენს დჰარმას (მოვალეობას) მეუღლის, ოჯახის, სამშობლოს და რაც მთავარია ღმერთის წინაშე. მთავარი იერარქიაა. ხოლო იმისთვის, რომ სიკვდილის წინ ღმერთზე იფიქრო, მთელი ცხოვრება უნდა ფიქრობდე მასზე, ადიდებდე მას და ემსახურებოდე მას. ხოლო როდესაც მთელი ცხოვრება ოჯახს ემსახურები და არა ღმერთს, მაშინ შესაბამისად სიკვდილის წინ ოჯახზე იფიქრებ, ასევეა სამშობლოც და კიდევ სხვა იდეებიც, რომელსაც ცხოვრება შესწირე. ღმერთია უზენაესი და მთავარი, სხვა დანარჩენი კი ღმერთის მსახურებით და მორჩილებით უნდა ვაკეთოთ. და როცა ვამბობთ "იყავნ ნება შენი" პარალელურად არ უნდა წავუყენოთ ჩვენი პირობები და მოთხოვნები, რომ დაგვიფაროს, ჩვენი ახლობელი დაიხსნას ავადმყოფობისგან და ა.შ. იმიტომ რომ თუ ჩვენ მისი ერთგულები ვართ და მის ნებას ვემსახურებით, იგი ყოველთვის აასრულებს ჩვენს საუკეთესო სურვილებს და არც ჩვენს ახლობლებს დაივიწყებს. ხოლო იმისთვის, რომ გავიგოთ რა არის ღმერთის ნება კონკრეტულად ჩვენთან მიმართებაში (ინდივიდუალურად), გარდა 10 მცნების დაცვისა, უნდა გვყავდეს ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი, რომელსაც თავიდან თუ არა მერე მაინც ბოლომდე დავემორჩილებით და მისი ნების აღსრულება იქნება სწორედ ღმერთის ნების აღსრულება. მაგრამ ის, რომ ნებისმიერი მღვდელი და მოძღვარი უფალთან მიგვიყვანს, მიუხედავად იმისა თვითონ იცავს თუ არა მცნებებს და თვითონ არის თუ არა უფლის ერთგული, არის აბსოლუტური სიცრუე და ყველაზე მთავარი დაბრკოლება სულიერ გზაზე, იმიტომ რომ ვერ გაგანთავისუფლებს ის, ვინც თავად მონობაშია (და აუცილებელი პირობაა, რომ ეს მოძღვარიც ჭეშმარიტი მოძღვარის მოსწავლე იყოს). ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და მაია, თუ ეშმაკი თუ ლუციფერი თუ არიმანი თუ მასონები თუ რაც გინდა დაარქვით, ყველანაირად ცდილობს ცრუ მოძღვარი მოგვახვიოს თავს, ოღონდ ეს ჩვენი ბრალია და არა მათი, იმიტომ, რომ მოძღვარი ჩვენი იმ სურვილების შესაბამისად გამოჩნდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც გულის სიღრმეში გვიდევს. გულწრფელებს კი ღმერთი ყოველთვის გამოუჩენს ნამდვილ მოძღვარს. როცა მოსწავლე მზადაა მოძღვარი ყოველთვის გამოჩნდება. მთავარია მიზანი დაისახოთ სწორი და ყველაზე მთავარი, ეს მიზანი კი ღმერთის ერთგული უანგარო სასიყვარულო მსახურებაა. თავიდან ანგარებაც იქნება, უსიყვარულობაც და სიზარმაცეც, მაგრამ როცა მიზანი სწორია და სურვილი გულწრფელი გზის დასასრულამდე მხოლოდ მანძილი და დრო გვაშორებს. სხვა შემთხვევებში კი თუ სულიერად ვითარდებით და თან ღმერთის რწმენაც გაქვთ და რაღაც დონეზე გიყვართ, მაგრამ ეგოისტური სურვილებიც გაქვთ, დაიბადებით ისევ დედამიწაზე და გააგრძელებთ სულიერ განვითარებას, ან დაიბადებით სამოთხისეულ პლანეტებზე, მაგრამ ბჰაკტის გარეშე სულიერ სამყაროში ვერავინ მოხვდება. იმის გაცნობიერებას კი, რომ სულიერი სამყარო ჯობია სამოთხეს, გონებაც უნდა (და არა ჭკუა) და დროც. დღეს რაღაც ქადაგების ხასიათზე ვარ ![]() ![]() ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ქევანა |
![]()
პოსტი
#72
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
Atman
![]() ვაღიარებ, რომ მესიმპატიურება ![]() ციტატა დღეს რაღაც ქადაგების ხასიათზე ვარ ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
.zakaria. |
![]()
პოსტი
#73
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
ატმან დჰრუვა მაჰარაჯას რა ასკეზები ჰქონდა?
-------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
Atman |
![]()
პოსტი
#74
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
.zakaria.
ციტატა ატმან დჰრუვა მაჰარაჯას რა ასკეზები ჰქონდა? 6 თვე იდგა ცალ ფეხზე მგონი, თავიდან მარტო წყალს სვამდა და ცოტა ხილს ჭამდა, მერე ცოტა წყალზე იყო, მერე სუნთქვასაც და თან მთელი ეს პერიოდი იმეორებდა მანტრას: "ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია" (ეს მანტრა ნარადა მუნიმ მისცა). მაგრად მიყვარს ნარადა, ბრძენებს შორის ყველაზე დიდი ბრძენია ![]() ქევანა ციტატა მომწონს კრიშნა.ვაღიარებ, რომ მესიმპატიურება კაი კაცო ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
.zakaria. |
![]()
პოსტი
#75
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
.zakaria. 6 თვე იდგა ცალ ფეხზე მგონი, თავიდან მარტო წყალს სვამდა და ცოტა ხილს ჭამდა, მერე ცოტა წყალზე იყო, მერე სუნთქვასაც და თან მთელი ეს პერიოდი იმეორებდა მანტრას: და რა ბედი ეწია მას ამის შემდეგ? ![]() -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
Atman |
![]()
პოსტი
#76
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
.zakaria.
ციტატა და რა ბედი ეწია მას ამის შემდეგ? გულში უფალი გამოეცხადა პარამატმას სახით და მისი ხილვის შემდეგ დჰრუვამ თქვა - "შუშის ნატეხს ვეძებდი თურმე და ბრილიანტი ვიპოვეო", უარი თქვა თავის სურვილზე (იმ სურვილზე, რის გამოც ასკეზებს გადიოდა) და კრშნას ერთგული მსახური გახდა. კრშნამ კი იგი პლანეტის - მმართველად დანიშნა, რომელსაც დჰრუვა ლოკა ეწოდა და დიდი ხნის განმავლობაში, სანამ დჰრუვა სულიერ სამყაროში მოხვდება, ეს იქნება მისი მსახურება. დჰრუვა ლოკა იგივე პოლარული ვარსკვლავია. ესაა ვარსკვლავი, რომელიც ადგილს არ იცვლის და მატერიალურ სამყაროში თუ გინდა გაარკვიო ორიენტაცია, საით არიან ზემოთა (სამოთხისეული) პლანეტები, კოორდინატი პოლარული ვარსკვლავია, ანუ ეს ვარსკვლავი ჩვენს ზემოთაა. ზუსტად არ მახსოვს ეს პლანეტა ან სამოთხისეულია, ან კიდევ გარდამავალი ვარსკვლავია სამოთხესა და სულიერ სამყაროს შორის. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
.zakaria. |
![]()
პოსტი
#77
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
.zakaria. გულში უფალი გამოეცხადა პარამატმას სახით და მისი ხილვის შემდეგ დჰრუვამ თქვა - "შუშის ნატეხს ვეძებდი თურმე და ბრილიანტი ვიპოვეო", უარი თქვა თავის სურვილზე (იმ სურვილზე, რის გამოც ასკეზებს გადიოდა) და კრშნას ერთგული მსახური გახდა. კრშნამ კი იგი პლანეტის - მმართველად დანიშნა, რომელსაც დჰრუვა ლოკა ეწოდა და დიდი ხნის განმავლობაში, სანამ დჰრუვა სულიერ სამყაროში მოხვდება, ეს იქნება მისი მსახურება. დჰრუვა ლოკა იგივე პოლარული ვარსკვლავია. ესაა ვარსკვლავი, რომელიც ადგილს არ იცვლის და მატერიალურ სამყაროში თუ გინდა გაარკვიო ორიენტაცია, საით არიან ზემოთა (სამოთხისეული) პლანეტები, კოორდინატი პოლარული ვარსკვლავია, ანუ ეს ვარსკვლავი ჩვენს ზემოთაა. ზუსტად არ მახსოვს ეს პლანეტა ან სამოთხისეულია, ან კიდევ გარდამავალი ვარსკვლავია სამოთხესა და სულიერ სამყაროს შორის. და მანამდე რის გამო აკეთებდა ასკეზებს? რაუნდოდა? -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
Atman |
![]()
პოსტი
#78
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
.zakaria.
გრძელი ისტორიაა. მოკლედ ვიტყვი. მამამისმა (მეფემ) მისი ნახევარძმა დააყენა მაგაზე წინ, რადგან მისი დედა უფრო უყვარდა, ვიდრე დჰრუვას დედა, ჰოდა განაწყენებული წავიდა ტყეში ძლიერი გავხდები და მამას დავუმტკიცებ რომ მისი სიყვარულის ღირსი ვარო. ჰოდა ნარადა მუნი შეხვდა ტყეში, ჯერ ყველანაირად ეცადა გადაეფიქრებინა, ბავშვი ხარ, რა დროს შენი ასკეზებიაო, მაგრამ მტკიცე იყო დჰრუვას გადაწყვეტილება და მაშინ მანტრა და დარიგებები მისცა ნარადა მუნიმ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
.zakaria. |
![]()
პოსტი
#79
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
Atman ვსიო დღეიდან ასკეზებს ვიწყებ, ოღონდ არც ძალაუფლება მინდა და არც კრიშნა, მე აბსარებს დაველოდები როდის მოვლენ))))
-------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
Atman |
![]()
პოსტი
#80
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
.zakaria.
აბა შენ იცი ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი