IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V « < 29 30 31 32 33 >  
Closed TopicStart new topic
> მოძრაობა "ჰარი კრიშნა"
George Leluashvili
პოსტი Oct 9 2011, 11:25 PM
პოსტი #601


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
ეგ მსგავსება, ქალის მოტაცება და შემდეგ დაბრუნება არ ნიშნავს იმას, რომ "ვეფხისტყაოსანი" ვედური კულტურიდან იღებს ფესვებს.

"ფესვებს იღებსო" არავინა ამბობს მაგას;
პროსტა გავს რა...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Oct 9 2011, 11:27 PM
პოსტი #602


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
"ფესვებს იღებსო" არავინა ამბობს მაგას;პროსტა გავს რა...


მხოლოდ "პროსტა" ჰგავს. a075.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 9 2011, 11:31 PM
პოსტი #603


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



"რამაიანა"


თავი პირველი



1.1.აიოდიას კოშკ-სასახლეში

დაბრძანდა ტახტზე დაზარათ დიდი.

შევიდნენ დარბაზს მთავარნი წყნარად,

ხარისხისამებრ, ჩვეული რიდით,

თავიანთ ალაგს დასხდნენ და მზერა

მოაპყრეს მეფეს ჩუმ მოლოდინით.



1.2.მათ მიესალმა მეფე თავაზით,

შემდეგ გაისმა: როგორც დაფდაფის

საზეიმო ხმა, როგორც ქუხილი,

მისი სიტყვები ბრძნული, სადაფის:

„მთავარნო კარგად თქვენ იცით ყველამ

ამ ჩემს ქალაქთა, სოფელ და დაბის



1.3.როგორი იყვნენ მმართველნი წინათ,

როგორ იცავდნენ ხალხს წინაპრები.

მე მივყვებოდი მათ კვალს, ნაღვაწარს,

მქონდა გაშლილი მუდამ აფრები

და დაუღლელად, გულით ვცდილობდი

არ ჩამქრალიყო ქვეყნად ლამპრები.



1.4.მაგრამ ამჟამად, მუდმივი ზრუნვით,

მეფურ ქოლგის ქვეშ თავსა ვგრძნობ ობლად.

მე მოვიქანცე სულით და ხორცით,

პატივი, ძალა დღეს მიღირს ოფლად,

და აღარ ძალმიძს მეფემ დავიცვა

ქვეყნის ბარაქა, სიმართლე სოფლად.



1.5.მწადს დავისვენო. ვეძებ სიმშვიდეს.

ტახტს უნდა ჰყავდეს ჩემმაგიერი.

ასეთად მივის უფროსი ვაჟი,

აწ მან იღვაწოს მეფის იერით.

ამისთვის გიხმეთ ტახტის წინაშე,

მამცნეთ პასუხი, სჯა გულხმიერი.



1.6.გვირგვინი რამას უფრო შეშვენის,

მისი ქველობით ვარ განახარი.

ვით ინდრა სულით ის ზლიერია,

ის სიბრძნის ხეა ტოტებ-ნაყარი.

ჭკუა, სიკეთით უხვად შემკობილს

აქვს სილამაზეც, ცით მონაგარი.



1.7.მას, როგორც რჩეულს მამაცთა შორის,

რომელსაც შესწევს ძალა, უნარი

მართოს და იპყრას სამი სამყარო,

ვისიც სიმხნეა დაუწუნარი,

უნდა გადავცე ხვალვე ტახტი და

ჩემი ხარისხი გაუხუნარი.



1.8.ამ არჩევანით შევძლებ ქვეყანას

ჰქონდეს სიმშვიდის მცველი ლახვარი.

მე კი დრო არის, სიბერეში მყოფს,

შემაშრეს ოფლი შრომით ნაღვარი.

თვით, მეფისწული მოგწონთ თუ არა,

როგორც ხელმწიფე და წინამძღვარი?



1.9.ელით თუ არა, გჯერათ თუ არა,

მისგან გამოვა მხოლოდ კეთილი?

აწონ დაწონეთ იფიქრეთ კარგად,

შემდეგ გახსენით ბაგე კეტილი

და გულახდილად, მთავარნო ჩემნო,

თქვით თქვენი აზრი გამოკვეთილი.



1.10.და თუ არ მოგწონთ, არ ხართ თანახმა

ჩემი ნების და ჩემი სურვილის,

არ აღვუდგები წინ თქვენს განაჩენს“.

ეტყოდა კრებულს მეფე ურვილი.

ვით ფარშავანგებს ხვატში ახარებს

ცა გასაწვიმარ ღრუბლით ბურვილი



1.11.და მას ყივილით ხვდებიან, ისე

ხელმწიფის სიტყვას შეხვდა კრებული.

ერის ყვირილმა მთლად შეარყია

სასახლის ბჭენი გამაგრებული:

„გვიკურთხე მეფედ! ამიერიდან

მეფობდეს ჩვენზე რამა ქებული!“
c


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 9 2011, 11:32 PM
პოსტი #604


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მხოლოდ "პროსტა" ჰგავს

,,ესე ამბავი ქართული სპარსულად ნათარგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი საქმე ვქმენ საჭოჭმანები."

ამ ნაწილს კრიტიკოსები ასე განმარტავენ რომ:რუსთაველმა ეს პოემა სპარსულიდან(ან ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან კი არ გადმოთარგმნა)არამედ მიბაძა მწერლობის იმ ჟანრს რაც მაშინ გავრცელებული იყო აღმოსავლეთში.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 9 2011, 11:34 PM
პოსტი #605


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



აუ ეხლა აქ ვეფხისტყაოსანზე წავა მსჯელობა და თემას მაგრად გავცდებით...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 9 2011, 11:36 PM
პოსტი #606


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
აუ ეხლა აქ ვეფხისტყაოსანზე წავა მსჯელობა და თემას მაგრად გავცდებით...

პასუხი დავწერე მხოლოდ მეტ ნაკლებად არგუმენტირებული...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Oct 9 2011, 11:38 PM
პოსტი #607


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
რამაიანათავი პირველი


როსტევანის მიერ თინათინის გამეფება, გარდა სიმბოლური განმარტებისა, უკავშირდება გიორგი მესამის მიერ თამარის თანამოსაყდრედ დასმას, ისევე როგორც ნესტან-დარეჯანი ერთადერთი შვილია ფარსადანის. აქ რუსთველი მისდევს ისტორიული მოვლენის დაფარვას იგავურად და სიმბოლურ მეტყველებას. მეთორმეტე საუკუნის საქართველოს მოვლენები რამაიანას ამ ნაწილს მხოლოდ გარეგნულად ჰგავს.

A.V.M
ციტატა
,,ესე ამბავი ქართული სპარსულად ნათარგმანები,ვპოვე და ლექსად გარდავთქვი საქმე ვქმენ საჭოჭმანები."ამ ნაწილს კრიტიკოსები ასე განმარტავენ რომ:რუსთაველმა ეს პოემა სპარსულიდან(ან ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან კი არ გადმოთარგმნა)არამედ მიბაძა მწერლობის იმ ჟანრს რაც მაშინ გავრცელებული იყო აღმოსავლეთში.


ეს ერთ-ერთი მოსაზრებაა. მაგრამ თავად სპარსულში ასეთი პოემა ვერ მოიძებნა, ხოლო რუსთველი ამ სტროფითაც და მთელი ნაწარმოებით მიმართავს სიმბოლიკას, დაფარულ საუბარს. ის ჟანრი, რომლითაც გადმოცემულია ვეფხისტყაოსანი, არა მხოლოდ ინდურ კულტურაში, მთელს ახლო აღმოსავლეთში იყო გავრცელებული და ასევე ევროპაშიც.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 9 2011, 11:42 PM
პოსტი #608


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

ეს ერთ-ერთი მოსაზრებაა. მაგრამ თავად სპარსულში ასეთი პოემა ვერ მოიძებნა,

ვისრამიანი სპარსული არაა კაცო?

უბრალოდ გავს თორემ ვეფხისტყაოსანი ერთადერთია...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Oct 9 2011, 11:47 PM
პოსტი #609


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



A.V.M
ციტატა
ვისრამიანი სპარსული არაა კაცო?უბრალოდ გავს თორემ ვეფხისტყაოსანი ერთადერთია...


მერე რა, რომ სპარსულია. არც ვისრამიანია მიჩნეული ვეფხისტყაოსნის ანალოგად. თან ის ქართულად თარგმნა სარგის თმოგველმა, როგორც ლიტერატურული ტრადიციით არის მიჩნეული. მიჯნურობა ყველა ეპოსშია დაფიქსირებული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი კავშირის დასადგენად.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 9 2011, 11:49 PM
პოსტი #610


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



თემა:
ციტატა
 მოძრაობა "ჰარი კრიშნა"



--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Oct 9 2011, 11:51 PM
პოსტი #611


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
 მოძრაობა "ჰარი კრიშნა"


რაღაცაზე ხომ უნდა იყოს კამათი, თან თემას დაუკავშირდა. აბა თითო-ოროლა კინკილა პოსტს თუ დაწერს აქ ვინმე...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Oct 10 2011, 12:12 AM
პოსტი #612


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



GIORGI LELUASHVILI
"რამაიანა" ატვირთე რა თუ შეგიძლია


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevani 7
პოსტი Oct 10 2011, 01:26 AM
პოსტი #613


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 17-February 11
წევრი № 10,500



ზაქარია , აქ ხარ უკვე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Oct 10 2011, 01:30 AM
პოსტი #614


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(qetevani 7 @ Oct 10 2011, 01:26 AM) *

ზაქარია , აქ ხარ უკვე?

ანუ ? ვერ მივხვდი


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 10 2011, 08:37 AM
პოსტი #615


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
რაღაცაზე ხომ უნდა იყოს კამათი, თან თემას დაუკავშირდა. აბა თითო-ოროლა კინკილა პოსტს თუ დაწერს აქ ვინმე...

მერე სად ვეფხისტყაოსანი და სად ჰარე კრიშნა.
.zakaria.
ციტატა
"რამაიანა" ატვირთე რა თუ შეგიძლია

მხოლოდ ათი თავი შემიძლია.
გინდა?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Oct 10 2011, 09:25 AM
პოსტი #616


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(.zakaria. @ Oct 10 2011, 12:12 AM) *

GIORGI LELUASHVILI
"რამაიანა" ატვირთე რა თუ შეგიძლია

laugh.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Oct 10 2011, 11:19 AM
პოსტი #617


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მერე სად ვეფხისტყაოსანი და სად ჰარე კრიშნა.


საუბარი წავიდა რამაიანასა და ვეფხისტყაოსნის კავშირებზე.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 10 2011, 03:38 PM
პოსტი #618


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
საუბარი წავიდა რამაიანასა და ვეფხისტყაოსნის კავშირებზე.

არა, მხოლოდ ვეფხისტყაოსანზეsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Oct 10 2011, 03:54 PM
პოსტი #619


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Oct 10 2011, 08:37 AM) *

georgios



მხოლოდ ათი თავი შემიძლია.
გინდა?

yes.gif


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 10 2011, 04:10 PM
პოსტი #620


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



"რამაიანა"

თავი მეორე



IPB-ს სურათი

2.1.დიდმა ხელმწიფემ, მზეებრ სვიანმა

იხმო სუმანტრა მაშინვე ახლოს,

უთხრა: „წა ჩქარა, მომგვარე რამა’

დაუყოვნებლივ კრებილს ეახლოს!“

„დე, აგრე იყოს“, ჰკადრა სუმანტრამ

და მის წინ მიწას პირი შეახო.



2.2. აღმოსავლეთის, სამხრეთ-დასავლის,

საბრზანებელის ყოველ მიწიდან

მყის ტახტის ირგვლივ მოკრბენ მთავარნი,

ვით ვარსკვლავები, ნაკრები ციდან.

მოკრბენ ველური არიელებიც,

მეფის გარს დადგნენ მტკიცე ფიცითა.



2.3.და მონადირე ტომთა მთავრებსაც

წინ დახვდათ მეფე ლხინის მდომელი.

მას მორჩილებდნენ ისინი ყველა,

და კვლავ სიკეთე მოუწვდომელი

იგი მათ შორის მოჩანდა ისე,

როგორც ღმერთებში ინდრა მჯდომელი.



2.4.ქონგურებიან ბანიდან მეფემ

იხილა შვილი სწორუპოვარი.

თავის სიტურფით წარმტაცი თვალთა,

მბრწყინავი, ღამით როგორც მთოვარი.

რამას იერი მოხიბლა მამა,

ხანდაზმულობით დანათოვარი.



2.5.სპილო-ნაბიჯით, ამაყი, მკვრივი,

ომში-გმირი, და ბრძენი-გონებით,

ის იზიდავდა მოქალაქეებს

ნირით და სუფთა სულის ქონებით.

უჭვრეტდა შვილს და ვერა ძღებოდა

მეფე სიზმარში თავის მგონები.



2.6.ასე, მწყურვალი უცქერის ცაზე

შემჩნეულ ღრუბელს, წვიმის სათავეს...

შეჩერდა ეტლი. სუმანტრამ მსახურთ

თეთრი მერნების მისცა სადავე,

და მეფისწული შევიდა პალატს,

ჰქონდა მზიური მას სისადავე.



2.7.სუმანტრა, გულზე ხელებნაკრები,

რამას თან შეჰყვა რიდით და ყადრით.

ვით კაილაზი ირგვლივ მთათ შორის

მუდამ ელვარებს ყინულის ჩადრით,

ისე ბრწყინავდა დიდებულთ შორის

ტახტზე მემკვიდრე, ტურფა და ბადრი.



2.8.მან მეფეს მდაბლად თავი დაუკრა

და მოახსენა“აქ ვარ, მოველი“.

მეფე მოეჭდო პირმშოს მხურვალედ,

უჩვენა სკამი-ოქროს მთოველი.

დაჯდა რამა და პალატში უფრო

განათდა მისი შუქით ყოველი.



2.9.განათდა ისე, როგორც ანათებს

ღამეს მთოვარი, სხივებ-ფაფუკი.

და უცქეროდა ამაყად პირმშოს

მეფე, მნახველი ბევრი გარბუქის.

თითქოს უმზერდა სარკეში თვის თავს,

კვალად ლამაზი, მხნე და ჭაბუკი.



2.10.და ის ალერსით ეტყოდა პირმშოს:

„ო, ჩემო რამა ქვეყნად პირველად

შენ დამებადე პირველ ცოლოსგან

დიდი ღმერთების მსხვერპლის მწირველად,

თან დაგყვა ჭკუა, კეთილი ნირი

ქვეშევრდომების გასაკვირველად.



2.11.ყველა თავადი მზადაა-გიცნოს

ტახტის მპყრობელად და თვის ხელმწიფედ

ჩემს მაღალ ხარისხს მიიღებ ხვალვე,

და თუმც ხარ ბრძენი, გონებით მწიფე,

მაინც, ვით მშობელს მსურს დაგარიგო,

გაგაცნო შენი უფლება მძიმე.



2.12.აწ, მომავალში, ო, შვილო ჩემო,

ეუფლე ვნებებს, ჰყავ აკრძალული.

ნუ მიეცემი მრისხანებასაც,

მაგრამ ეცადე-გქონდეს მალული,

ხანაც აშკარა ფიქრი: მოიმხრო

მოქალაქენი შენგან კრძალული.

2.13.ვინც იცავს ხალხს და არ ფლანგავს დოვლათს

აქვს მზად მახვილი მტრების ამრიდად,

ასეთ ხელმწიფეს მუდამ არტყია

მეგობრების წრე ირგვლივ სამრიგად

და უხარიათ იმის დანახვა,

როგორც ახარებთ ღმერთებს ამრიტა.



2.14.მაშ ასე, შვილო, ცხოვრების გზაზე

დაიცხრე ჟინი, საჯე გონებით.

ახლა ემზადე ზეიმისათვის

და დაიხსომე განაგონები.“

წავიდა რამა თვის სასახლისკენ,

წინ დაუფინეს ვარდის კონები.





თავი მესამე

IPB-ს სურათი

3.1.ნაზ კეიკეის მონა მანთარამ

უცებ დატოვა თავის ალაგი.

ავიდა ბანზე. გამოჩნდა სრულად

აიოდია უცხოდ ანაგი.

ნახა ანაზდად, რომ უჩვეულოდ

იყო მორთული მთელი ქალაქი.



3.2.ქუჩა ბაღები მოერწყათ ყველა,

გადმოეკიდათ ბაირაღები

და გვირგვინები, ვარდებით წნული.

თან აღემართათ გზებზე თაღები,

და ყველგან იდგნენ, ან დადიოდნენ

მოქალაქენი მხნე და ლაღები.



3.3.ბრწყინავდნენ ვერცხლით სალოცავები;

საამურ ხმებზე უკრავდნენ ჩანგებს.

გაოცებული მონა მანთარა

ყურს არ უგდებდა მომხიბვლელ ჰანგებს.

იქ, ბანზე იდგა რამას გადიაც,

მოსილი თეთრი ქათანით განგებ.



3.4.ჰკითხა მანთარამ:“ახ, რამას დედა

ბედს ხომ არ უხმობს, გადანაბირებს,

და ძუნწი წინათ, დღეს ნეტარებით

ხსნის ხალხისათვის სკივრის ნაპირებს?

თქვი, რა ახარებს ხალხს ასე დიდად,

იქნება მეფე ზეიმს აპირებს?“



3.5.“ხვალ დილით მეფე ტახტზე სვამს პირმშოს“,

ამცნო გადიამ, სახე-მცინარემ.

მხევალი მყის ქვეშ ჩაიჭრა, ღელვით

უთხრა ქალბატონს, ტკბილად მძინარეს:

„ადექი ჩქარა, რა დროს ძილია,

უნდა გდიოდეს ცრემლის მდინარე.



3.6.შენ კი ნებივრობ მაშინ, როდესაც

მტრებს გსურტ დაგღუპონ ფარული ბრძოლით

და ლამის წახდე მათი მზაკვრობით.

გატყუებს ქმარიც, შენს მკლავზე მწოლი,

ვის ალერსითაც თავი მოგქონდა

და გწამდა იყავი რჩეული ცოლი.



3.7.მაგრამ შენდამი მეფის წყალობა

უკვე ამოშრა, როგორც ანკარა

მჩქეფარე წყარო, მზის მცხუნვარებით.“

როს იჭვმა ბწკალი გულს მიაკარა

დედოფალმა თქვა: „რა მოხდა ნეტავ?“

მხვალმა, ვისაც სწვავდა თაკარა



3.8.უთხრა: „ო, ვაგლახ მეფეს სწადია

რამას გადასცეს ტახტი ხვალ დილით.

ამ ამბის მცნობელს მომედვა ცეცხლი,

მოველ, გაშორო უკვდავს სიკვდილი,

მე შენი ხვედრი საკუთრად მიჩანს,

ჭირსა და ლხინში ვარ შენი ჩრდილი.

3.9.მეფის ცოლებში, გვარით შენ უნდა

გქონდეს პირველი ცოლის იერი.

მაგრამ, ცხადია, რომ კავზალიას

დღეს განაცვალებს მეფე ცბიერი.

შენ ვერა ხედავ სხვის ბოროტებას,

თვითონ უმანკო და ცისიერი.



3.10.დაზარათ მხოლოდ სიტყვით გეტკბობა,

ნამდვილად გიხვევს თვალს ცრუ ქადილით.

კავზალიას კი ის საქმით სწყალობს,

მან აასრულა მისი წადილი

შენი ფარატა გაგზავნა სხვაგან,

რომ არ ჩაშლოდა რამას ხადილი.



3.11.

მტერს, გველს შხამიანს, შენ როგორც დედა

ნაზ მზრუნველობით მკერდით ათბობდი.

მერე კი თურმე, ავი მუხთალი,

ვისაც ალერსით მიდამ ატკბობდი,

სენ გიმზადებდა მწარე სატანჯველს

ისე მზაკვრულად შენ ვერ ატყობდი.



3.12.რამა მეფედ სურს, სენ კი, ბედშავო,

თავშერცხვენილმა იწუხე მარად.

მას გულში უდევს შენი ღალატი,

იჩქარე, ვიდრე გაქცევდეს არად,

იხსენ ფარატა განსაცდელისგან,

ძალასთან ზალა იხმარე ფარად.“



3.13.რა გაიგონა ეს კეიკეიმ

დატოვა წამსვა ფარჩის საწოლი,

და მხევალს მისცა ბეწედი უცხო:

„რადგან ამბავი დღეს მოსაწონი

მამცნე, გიბოძებ ამ ბეჭედს, კიდევ

იმდენს გაჩუქებ, ვერც კი აწონი.



3.14.როგორც ფარატა, მე რამა მიყვარს,

მათთვის ეს გული მაქვს თანაბარი.

მახარებს მეტად, რომ ის იქნება

ყვითელი ქოლგით აწ დანაფარი.“

გაოცდა მონა, როს მოისმინა

დედოფლის სიტყვა და დანაბარი.



3.15.მყის შორს ისროლა ოქროს ბეწედი

და თან სესზახა: „ნუთუ შენს ბაგეს

სეშვენის ასეთ სიტყვების როშვა,

ან რა გახარებს ვით სულელ ბალღებს?

დაბრმავებულხარ და ვეღარ ხედავ

შენს ჩასანთქმელად მძვინვარე ტალღებს.



3.16.თუმც სული მიწუხს, მაგრამ მაცინებს

შენი გიჟური ლხინი და ქცევა.

გონი აღარ გაქვს, თორემ აქ ყოფნას

ამჯობინებდი სხვაგან გაქცევას.

ვინ არის რამა? მისი სვე სხვაში

გამოიწვევდა ხშირ ცრემლთა ქცევას.



3.17.შენ კი ზეიმობ! თქვი რა გახარებს,

რამას მეტოქე არის ფარატა,

იმათი გზები ტახტთან ერთდება.

ნუთუ პატივი, ძალა მარადი

რამას ფეხრთა წინ უნდა დააგდო,

ვით დახეული ძველი ბარათი?



3.18.ტანში მაჟრჟოლებს, როდესაც ვფიქრობ,

რომ წინათ შენგან წყალობის მდგომი,

ამიერიდან დაგიწყებს ქირდვას,

მოხერხებული მან იცის ომი.

კადნიერია. უნდა გახსოვდეს,

მსხვერპლს არ დაინდობს მძვინვარე ლომი.



3.19.რამაზე მარჯვე და ფანდიანი

არ არის ჩვენში სხვა მეომარი.

ამასთანავე ის თვალთმაქცია,

გული აქვს შავი, დაუნდობარი,

ამიტომ ვშიშობ, ფარატასათვის

იქნება მუდამ ცუდის მდომარი.



3.20.კავზალია-კი არის ნეტარი

ხვალ მისი პირმშო ბრამანთა ხელით

დაჯდება ტახტზე და უმალ დედას

ნახავს მეფურად თვალგანახელი,

ისიც მიიკრავს საყვარელ სვილს და

დალოცავს უკვდავ ინდრას სახელით.

3.21.მაშინ მის წადილს ვინღა ეურჩოს,

ღაზონიან გულს ვერვინ გაუძლებს.

როგორც მხევალი დადრკები მის წინ,

წყალობის თხოვნას რამას დაუწყებს.

შენს შვილს და შენაც გელით მონობა,

ცხადზე-ცხადია, რასაც გაუწყებ.“



3.22.მაგრამ მანთარას ასეთ სიტყვებზე

თქვა დედობალმა: „ რამა მარადის

იყო ხელმწიფის მორჩილი შვილი,

სათნოა ჰშვენის თან მუზარადი

და მას, ვიტ პირმშოს სამეფო ტახტი

უფრო ეკუთვნის ვიდრე ფარატას.



3.23.იგი იქნება ძმების და მათი

ერთგული ყმების მუდამ დამცველი.

რატომ წინასწარ ეგრე ვშიშობდეთ?

როს დაღლის შრომა და ზრუნვა მწველი,

რამა მეფის ტახტს ჩემს შვილს დაუთმობს,

როგორც წესია მტკიცე და ძველი.



3.24.შვილზე უმეტეს, მე მიყვარს რამა,

მისი დანახვა ჭმუნვა მაცილებს.

ისიც მაფასებს, ვით მშობელ დედას

ახლაც მტერს ჩვენზე არ გააცინებს,

და პატივს, მეფურ ბედნიერებას,

თვის მოყვარულ ძმებს გაუნაწოლებს.“



3.25.ამ ქების შემდეგ მხევალი დიდხანს

მძიმედ ოხრავდა, ბედის მწუნარი.

ბოლოს ქალბატონს უთხრა: „ვრწმუნდები,

რომ დაინახო არ გაქვს უნარი,

როგორ დაღვრილა უბედურება

შენს ირგვლივ, ვით ზღვა, წამით მდუნარი.



3.26.რამადან ტახტი მის შვილს ეკუთვნის,

ძმაზე მემკვიდრე შვილია უფრო.

სხვა შვილთა შორის, აქვს შნო თუ არა,

წესით მეფობას აძლევენ უფროსს,

რომ სამეფოში არ ატყდეს შფოთი,

მოსპონ მიზეზი მტრის სასაუბრო.



2.27.ო, სამუდამოდ შენი ფარატა

ხეს მეფობისას მოწყდა, იცოდე.

მსურდა უბედურს დაგხმარებოდი,

და როცა დარდით უნდა იწოდე,

შენ მხიარულობ გონდაკარგულმა

საჩუქარიც კი გამომიწოდე.



2.28.ო, დაიჯერე, ხელმწიფედ მჯდომელს,

რომ არ შეერყეს ძალა და ბურჯი,

რამა ფარატას სხვაგან გაგზავნის,

ანდა ფარულად მოაშთობს, ურჩი.

მაგრამ შენ თვითონ იგი განდევნე,

მის ვერაგობას რომ გადაურჩე.



3.29.იხსენი სპილო, რომელსაც ტყეში

უკვე გლეჯს ლომი და აჩანაგებს.

იხსენ ფარატა რამასგან მალე...

ერთხელ აშორდი მახეს დანაგებს,

დაჩრდილე ბედით შენ კავზალია,

ახლა კი იგი შენს ბედს განაგებს.“



3.30.მხევლის სიტყვებმა კეიკეის გულს

მოწყვიტეს ოხვრა. მოედვა ალი.

„დე, აგრე იყოს, მე თანახმა ვარ,

რამასთვის ტახტი ვყო ანაკრძალი

და მეფედ დავსვა ჩემი ფარატა,

მაგრამ მითხარი, როგორ, რა ძალით?“



3.31.მან უპასუხა: „ო, დედოფალო,

მზად ვარ, როცა გსურს, სანთლად ამანთე.

დამიგდე ყური, მაგრამ ჯერ მითხარ

აღარ გახსოვს თუ ხმარობ ქამანდებს

და ჩემგან გინდა, რომ მოისმინო

ის, რაც შენ ერთხელ გამანდე?



3.33.ცბიერო, გატყობ, გწადს გაიგონო

შენივე ფიქრი ამ ჩემი პირით.

კარგი. გიამბობ. როს აზურებთან

საომრად შეჰკრეს ღმერთებმა პირი,

შენი მეუღლე მწედ იხმო ინდრამ,

გაგზავნა სამხრეთს, ვით გმირთა-გმირი.



3.34.ამ დროს სამბარა, აზურთა მეფე,

დანდაკას ტყეში, ბნელის მსახური,

იდგა თვის ქალაქ ვაიჯაიანტს,

დოლაბს უგავდა თავზე სახური,

და მის დროშაზე, პირდაღებული,

იყო ვეშაპი გამოსახული.



3.35.და ერთხელ, როცა ბრძოლების შემდეგ

დაღლილ მეომრებს მოედვათ რული,

უცებ დაესხნენ თავზე რაქშასნი,

შეიქმნა ჟლეტა, ომი გმირული.

ამ დროს დაზარათ, შენი მეუღლე,

დაეცა ისრით მკერდგანგმირული.



3.36.მაგრამ ხელმწიფე ბრძოლის ველიდან

შენ გაიყვანე, სისხლში ცურვილი.

როდესაც სიკვდილს გადაარჩინე

და კვლავ სიცოცხლის იგრძნო წყურვილი,

მადლობის ნიშნად მოგცა პირობა,

რომ აგისრულოს ორი სურვილი.



3.37.ამ აღთქმის ძალით ახლა მოსთხოვე

შენი ფარატა მეფედ დასახოს,

რამა კი ხვალვე დანდაკას ტყეში
თოთხმეტ წლის ვადით გადაასახლოს.“

მყის დედოფალმა მანთარას რჩევა

სიამით გულთან ახლოს მიიღო:



3.38.“შენზე ჭკვიანი ჩემო მანთარა,

ქვეყნად არ არის სხვა კუზიანი.

შენი საზრუნი იყო ყოველთვის,

რომ მქონებოდა მე დღე მზიანი

და ბრძნული რჩევით ახლაც, ერგულო,

გსურს ამაშორო მტრისგან ზიანი.



3.39.კუზიანები უშნია ყველა,

გულიც ნასი აქვთ, ავის მდევარებს.

შენ კი ლოტოსის ყვავილსა ჰგევხარ,

ოდეს სიოსგან ნაზად მღელვარებს.

და შენი მრგვალი სახე მაგ მხრებზე,

ვით სავსე მთვარე, ისე ელვარებს.



3.40.შენს მაღალ ფეხებს, კოხტად დათლილებს,

აქვთ სიმსუბუქე გაფრენილ ბუზის.

გიბრწყინავს წელზე ვერცხლის ქამარი

და ჩემს სასთუმალს როცა არ უხი,

თეთრ სამოსელში ყარყატას ჰგევხარ,

როგორც ზებუ-ხარს გიხდება კუზიც.



3.41.მაგ კუზში ბუდობს გამჭრიახობა,

გრძნეულებანი სხვადასხვაგვარი.

იგი სამბარას, აზურთა მეფის,

ცბიერი ჭკუის სალარო არი.

დადგება დრო და კუზს დაგიმშვენებს

გვირგვინი, ოქრო და მინანქარი.



3.42.სახესაც მევე ისე შეგიმკობ

ვერ გჯობდეს მთვარე, ცაზე ნაცური.

მოგრთავ, შეგმოსავ ძვირფასი ფარჩით,

გაპკურონ ტანზე ვარდის ნაწური.

მაშინ ყველა მტერს თვალს დაუბრმავებს

შენი იერი და საგანძური.“



3.43.მონამ თქვა: „დამსრალ წყალის ალაგას

ხიდს არ ააგებს გონზე მყოფელი.

დროზე მოჰკიდო, სჯობს, ხელი საქმეს.“

და დედოფალი, ტახტის მპყრობელი,

ადგა, სევიდა მანთარას ხლებით

წყრომის ოთახში, ბედის მგმობელი.



3.44.იქ მან მოიხსნა ათასი კეცი

თვალ-მარგალიტის უცხო ფარღული

და განძარცულმა, მიწას გართხმულმა

თქვა: „მტკიცედა მაქვს გულს დამარხული:

ან უნდა გახდეს მეფედ ფარატა,

ან ამ ოთახში მოვკვდე მარხული.“


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V « < 29 30 31 32 33 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 08:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი