![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#621
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
"რამაიანა"
თავი მეოთხე ![]() 4.1.როცა დამთავრდა სამეფო ბჭობა და ხალხს აცნობეს ნაფიქრ-ნაწონი, მეფე შევიდა კეიკეისთან, სურდა ნანატრი ენახა ცოლი, მაგრამ არ დახვდა ჩვეულებრივად თვის სარეცელზე ნებივრად მწოლი. 4.2.გაოცდა მეტად დიდი ხელმწიფე, მყისვე დედოფლის იხმო ფარეში. ფარეშმა შიშით ძლივს მოახსენა: „მეფევ მზის დარო ყოველ მხარეში, წყრომის ოთახში ზის დედოფალი, ჭკნება ყვავილი სიმწუხარეში.“ 4.3.მეფე წარვიდა სწრაფად ნორჩ ცოლთან, მწუხარებისგან პირდაღრეჯილი, და ნახა, ეგდო ძირს კეიკეი, ვით ვარდის ნერგი ამოგლეჯილი. როგორც კინარებს, ჰქონდა ცრემლებით მას დასეტყვილი წამწამთ ჯეჯილი. 4.4.შემოეძარცვა მთლად სამოსელი, ოხრავდა მწარედ ცრემლ-მოციმციმე. ვით სპილო ტყეში ხორთუმით თვის ცალს, შხამიან ისრით დაკოდილს მძიმედ, ეალერსება, ისე დედოფალს თავს ევლებოდა დიდი ხელმწიფე. 4.5.თან საყვარელ ცოლს ეტყოდა ზრუნვით: „ო, მშვენიერო, მამცნე, მიტხარი, რატომ მრისხანებ განუკითხავად, ჩემი დანახვა რად არ გიხარის? ძირს ისე წევხარ, ისე ვალალებ, თითქო ეშმაკმა გიქცია მხარი. 4.6.თუ ავადა ხარ, ვიხმობ მკურნალებს მყისვე განგშორდნენ ავი ძალები. გსურს დავსჯი ვინმეს, ან შევივრდომებ, იყავ თამამად, ნუ მეკრძალები. მიბრძანე: მდიდარს ვაქცევ გლახაკად, გლახაკს ავავსებ ოქრო-ლალებით. 4.7.თავისუფლებას მივცემ პატიმარს, არ გავიხარო შენი ორგული. თქვი და სურვილი აგისრულდება, გთხოვ, კეიკეი, გამიღო გული. ვრცელი ქვეყანა ჩემია სრულად ვარდ-ყვავილებით ირგვლივ მორთული. 4.8. შიგ მაქვს საუნჯე აურაცხელი და ვარ მდიდარი, როგორც ზღვა ქვიშით, ირჩიე, რაც გსურს, ოღონდ გამანდე ჭმუნვის მიზეზი, ნუ გიპყრობს შიში. მაშინ ვით თოვლი მზის სუქისაგან გაქრება შენი დარდი და ვიში.“ 4.9.კეიკეიმ თქვა: „ჩემო ხელმწიფევ, ვინ გამიბედავს, ვიყო ურვილი. არც ვისმე ცუდი უკადრებია, მაქვს მხოლოდ გულში ერთი სურვილი. თუ დასტურს მომცემ და ამისრულებ, გეტყვი, რისიც მკლავს ასე სწყურვილი.“ 4.10.როგორც ირემი, თავაღერილი, მირბის და გზაზე ვერ ამჩნევს მახეს, ისე ხელმწიფე ენდო დედოფლის მაცდურ სიტყვებსა და ლამაზ სახეს. მისცა პირობა საბედისწერო და უთხრა ტკბილად გულმოცახცახემ: 4.11.“ჩემს პირმშოს შემდეგ, რომ შენ მიყვარხარ ეს ყველასათვის ცხადზე-ცხადია. და გეფიცები რამას, რომელიც მამაცთა შორის მკლავ-ნაცადია, ვინც რაქუ შტოა, მას გეფიცები, თქვი, აგისრულებ რაცა გწადია.“ 4.12.და კეიკეიმ წარმოსთქვა სწრაფად: „დე, დამიფაროს ჭირში უვიცი, ოცდაცამეტმა ციურმა ღმერთმა. მეფური სიტყვა მათ ესმით, ვიცი. ესმოდეს ცასაც, მზესა და მთვარეს, ვარსკვლავთა ხომლსაც ეგ შენი ფიცი. 4.13.ესმოდეს დღესაც, ღამეს სამყაროს, ისმენდნენ ღმერთნი დარბაზისანი. ისმენდნენ მიწის ავი სულები, ყოველნი არსნი მაღალ ცისანი, იყვნენ განზარვნიც მოწმედ იმისა, რასაც მპირდება მეფე მისანი. 4.14.გახსოვს, ხელმწიფევ, როცა ღმერთები ეომებოდნენ ციურ აზურებს, სენ სხამიანი ისარი გტყორცნეს, დაჭრილს, მომაკვდავს, სისხლში ნაცურებს, გარს გევლებოდი დღისით და ღამით და გამხნვებდი თავმონაძულებს. 4.15.გადაგარჩინე, ნაცვლად აღმითქვი, ამისრილებდი ორ დიდ სათხოვარს, მაგრამ აქამდე არ მსურდა რამე, ახლა გაგონებ სიტყვას სახსოვარს და უფრო ადრე ვარჩევ აქ სიკვდილს, ვიდრე დავთმობდი წადილს სასოვარს. 4.16.პირველი არი: დღესვე ფარატას გადასცე ტახტი თავის ამალით. მეორე-რამა ხუთი და ცხრა წლით დანდაკას ტყეში ჰყო დანამალი.“ ჩავარდა მეფე საგონებელში, და შხამად ექცა ლხენის წამალი. 4.17.იდგა უძრავად. მაცდურ სიზმრებში ეგონა თავი რაქუს მოგვარეს. გზაზე უეცრად ვეფხთან შეყრისას, ვით შველს, მყუდროების მუდამ მოყვარეს, აიტანს თრტოლვა, ისე ხელმწიფეს ქალის სიტყვებმა შიში მოჰქვარეს. 4.18.ბოლოს წარმოთქვა: „შენი გუმანი, როგორც მახვილი, გულზე დამეგო... ეგ რა მითხარი! ალბათ, ფარატა მიყვარს თუ არა, გსურდა გაგეგო. თვითინ მირჩევდი რამას მემკვიდრედ, შრომაზე მოხუცს ხელი ამეღო. 4.19.ნუთუ ცბიერი იყო ეს რჩევა, ჩემს მოსახიბლად საამოდ თქმული? ნუთუ ამიტომ ცდილობდი მუდამ ალერსით ჩემი მოგეგო გული? ვერ დავიჯერებ, მხოლოდ შენ ერთი იყო ბედნიერ რამას ორგული! 4.20.ნუთუ მაცდურ ჟინს გინდა შესწირო, რაც ჩვენს წინაპრებს წესად ჰქონიათ? ო, კეიკეი, სენი სიტყვები გულს არა ჯერა, ტყვილი მგონია! რომ რამა გიყვარს ღვიძლი შვილივით, თვით შენგან ხშირად გამიგონია. 4.21.შენი სურვილის, შენი წადილის მუდამ მორჩილი რამა ყოფილა. ახლა რა მოხდა, რამ გაგარისხა, შენსა გულს ღვარძლი მან რით მოჰფინა და მძულვარებით თავისი ბედი ასე უწყალოდ დაგაგმობინა? 4.22.მას ყველა იცნობს, ვით სულით მაღალს, ქვეყნად მზის შუქის დამფრქვეველია. როგორც მტრებს ომში ხმლით იმორჩილებს, ისე ხალხის გულს, რადგან ქველია. წყალობს ღატაკებს, მშობლებისთვისაც მუდამ ვარამის გამქარველია. 4.23.ვით დავიჯერო ასეთმა ზნისამ მარტო შენ გიყო ცუდი და ავი? მწამს, ხუმრობ, მაგრამ ტუ მე გიყვარვარ, ანებე ამგვარ ხუმრობას თავი.“ კვლავ კეიკეიმ შესძახა: „ვერ დამიჭირავ დღეს მაგ სადავით. 4.24.რა მეხუმრება, ვიღხოვ ხელმწიფევ, რომ ამისრულო მყის დანაპირი. მოვკვდე მირჩევნის, ვიდრე ვნახავდე ხვალ კავზალიას მღიმარი პირით. ნუღა აყოვნებ, თორემ, ხომ ხედავ, მევსება შხამით თასის ნაპირი.“ 4.25.ავ კეიკეის ასეტ სიტყვებზე რისხვით აენთო გული დაზარათს. შესძახა: „ბილწო, მაგას რას ამბობ ჩვენი სამეფო სახლის საზარად. ო,უსირცხვილოვ შენმა სურვილმა ეს ჩემი გული სევდით დაცარა. 4.26.თქვი ვინ გირჩია ვინ ჩაგინერგა ეგ ქვენა აზრი, ჭუჭყში ნაფალი. შენს განზრახვაში, ფლიდო თავხედო, ნათლად ჩანს მხოლოდ სული მდაბალი. აქამდე თურმე ვერ გცნობილობდი, აწ კი მოიცვა ნისლმა მთა-ბარი. 4.27.ოი, ქალებო, ღვთისგან წყეულნო, გული გაქვთ მავნე და ბიწიერი. მაგრამ მათ შორის ყველაზე უფრო შენში ყოფილა შხამი ძლიერი. ჩემს დასაღუპად გველი სემირთავს, მეფის ასულის სათნო იერით. 4.28.რომ დღემდე მკერდზე გველი მყოლია, თვით არ მცოდნია მოსილს ჭაღარით. ვით მონადირე ტყეში ცხოველებს იტყუებს ახლო ტკბილი ნაღარით, ისე მომხიბლე, მაგრამ ამაოდ ვყოფილვარ თურმე გულგანახარი. 4.29.ბედმა მარგუნა მე შენი თავი, ვატყობ, ჩემივე ტახტის მსახვრელად... როცა დევნილი იქნება რამა, ჩემი სასახლე იქცევა ხვრელად; როცა დადგება ჟამი მრისხანე ჩემი დიდების აღმოსაფხვრელად; 4.30.როცა დამღუპავ ლაქშმანთან ერთად, შერცხვება ჩემი ბრწყინვალე გვარი; როდესაც სიტა და კავზალია დაიწვებიან დარდით, ვიტ კვარი; როცა ფარატას აიყვან ტახტზე, მანინ დაცხრები, ალბათ მზაკვარი. 4.31.წაბილწულ ბირში მიკვირს მაგ ენამ ასეტ რამის თქმა როგორ გაბედა. სენს სურვილს მაინც არ სევასრულებ ტუგინდ ახლავე და უცაბედად გაშმაგებულმა ჩემი თვალის წინ მოიკლა თავი, იქცე აბედად.“ 4.32.მეფის სტიტყვებზე კეიკეიმ თქვა: „ამაოდ ანთხევ შხამსა და ნაღველს, ვალად გდევს ფიცი რომ შეასრულო.“ მაშინ უტიფარ ცოლის დამნახველს წაერთვა ენა, ვით განწირული ვეღარ გაექცა ფიქრებს დამდაღველს. 4.33.როს გაახსენდა თავისი აღთქმა, კვლავ უხმა მდგარმა, დიდხანს იწუხა. ბოლოს უეცრა, უჩვეულო ხმით, „ვაი, რამაო“-ერტი იქუხა და ძირს, მიწაზე დაეცა ისე, როგორც ქარისგან მოთხრილი მუხა. 4.34.არავინ არი ქვეყნის მბრძანებელს რამე წამალი რომ მოუგონოს. როგორც მთვრალი და ბანგდალეული, კეიკეის წინ ეგდო უგონოდ. იყო უძრავად, ვით ხვრელში გველი, ვით მომაკვდავი იწვა უღონოდ. 4.35.ხოლო, როდესაც გონზე მოვიდა მიაპყრა მზერა ურჩ ცოლს ყვედრებით. შემდეგ სუსტი ხმით და მძიმე ოხვრით, ვით უსუსურმა, უტხრა ვედრებით: „ო, კეიკეი, გთხოვ შემიბრალო, ჩემს ჩრდილსაც უკვე ვეღარ ვედრები. 4.36.ვდგევარ მოხუცი და გეაჯები მაშორო ცოდვა, მასვა ნამი ცის. მექმენ მფარველად. თვითონ განსაჯე, ვით შემიზლია, მპყრობელმა მიწის, უარვყო აღლა ჩემი ბრძანება, როცა ის უკვე ქვეყანამ იცის? 4.37.ეგ იქნებოდა ხომ ისეთივე, რომ მტერი ომში იხმო პირველად, მაგრამ შეშინდე და უკუიქცე. სურთ რამა ნახონ გაუჭირველად, მე კი განვდევნო? ეს ყველა მთავარს მოეცვენება გასაკვირველად. თავი მეოთხე 4- 38 „ იტყვიან: ტახტზე დიდხანს ჯდომისგან გახადო მეფე ჩლუნგი გონებით. რა ვუთხრა ბრძენებს და დარბაისელთ, ვით ვიამაყო სიტყვის ქონებით? ან კვაზალიას როგორ ვაუწყო ეგ აზრი შენგან ჩანაგონები. 4- 39 „ მეც ხომ დავიწვი და დავიფერფლე, როდესაც სიტა, როგორც კინარი, დაიწყებს წუხილს დევნილ რამაზე. და ქვეყნისაგან დანაცინარი იამას სახლში უნდა შევიდე სამარადისო ძილით მძინარი. 4- 40 „ გსურს კვაზალია დავთმო, უარვყო დავთმო სიცოცხლე, ტახტი სვიანი მაგრამ ვით ძალმიძს რამას მოვშორდე, როცა ვჭვრეტ, არად მჩანს ზიანი, და თავს ვგრძნობ ისე მხნედ და ძლიერად, როგორც ჭაბუკი სახე- მზიანი. 4- 41 „ქვეყანა უფრო გაძლებს უმზეოდ და ბრინჯი უწყლოს მოვა ნახარი, ვიდრე ურამოდ მე შევძლებ ყოფნას. ნუღა ჯიუტობ,მაქვს დანახარი შენს წინ, ვით მთხოველს მოწყალებისთვის, თავი მოსილი ვერცხლით, ჭაღარით.“ 4- 42 ასე შესთხოვდა ის კეიკეის, მაგრამ კვლავ ცოლმა შესძახა მკვახედ: „ ადექ, მეფეო, ვით დამნაშავე ძირს ნუ აგდიხარ, ნურცა ცახცახებ. თუ ასრულება არ გინდა აღთქმის, უარყავ ბარემ მეფისა სახეც. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
karpaki |
![]()
პოსტი
#622
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
-------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
georgios |
![]()
პოსტი
#623
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
karpaki
ციტატა შენ თბილისის ფორუმზეც ხომ არ ხარ? იქაც დადეს ეგ ვიდეო დღეს. ![]() -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
karpaki |
![]()
პოსტი
#624
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
karpaki შენ თბილისის ფორუმზეც ხომ არ ხარ? იქაც დადეს ეგ ვიდეო დღეს. ![]() არა ჩემი მეგობარია ის ვინც დადო და მე სკყიპეთი მომართვეს ![]() ისე იქაც ვარ მაგრამ არ ვპოსტავ მეზხარება ![]() -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
georgios |
![]()
პოსტი
#625
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
karpaki
ციტატა არა ჩემი მეგობარია ის ვინც დადო და მე სკყიპეთი მომართვეს ისე იქაც ვარ მაგრამ არ ვპოსტავ მეზხარება ფორუმ.ჯი-ზე და ჩარჩ.ჯი-ზე ხშირად შეიმჩნევა სინქრონული მოქმედებები. ![]() -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
karpaki |
![]()
პოსტი
#626
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
karpaki ფორუმ.ჯი-ზე და ჩარჩ.ჯი-ზე ხშირად შეიმჩნევა სინქრონული მოქმედებები. ![]() ![]() უბრალოდ ჩარჩი ახურდავებს აპოლოგეტიკად ![]() -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
georgios |
![]()
პოსტი
#627
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
karpaki
ციტატა ერთიდაიგივე სასტავია რელიგიის და ფილოსოფიის განყოფილებაშI ფორუმ.ჯი-ზე ძალიან ბანძი განყოფილებაა რელიგია-ფილოსოფია. მანდ ხალხი შედის საჩხუბრად და ერთმანეთი რომ ლანძღონ. რამდენჯერმე კითხვა დავსვი იმაზე, რაც არ ვიცოდი და პასუხს ვერ ვეღირსე. არადა რომ ჰკითხო, ბრდღვნიან, ისე იციან რელიგიები. -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
karpaki |
![]()
პოსტი
#628
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
karpaki ფორუმ.ჯი-ზე ძალიან ბანძი განყოფილებაა რელიგია-ფილოსოფია. მანდ ხალხი შედის საჩხუბრად და ერთმანეთი რომ ლანძღონ. რამდენჯერმე კითხვა დავსვი იმაზე, რაც არ ვიცოდი და პასუხს ვერ ვეღირსე. არადა რომ ჰკითხო, ბრდღვნიან, ისე იციან რელიგიები. იმიტომაც მეზარება მანდ წერა ![]() ენთუზიასტი უნდა იყო თან მოდერი გაქანებული კათოლიკეაა -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
georgios |
![]()
პოსტი
#629
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,263 რეგისტრ.: 13-August 11 წევრი № 11,439 ![]() |
karpaki
ციტატა იმიტომაც მეზარება მანდ წერა ენთუზიასტი უნდა იყოთან მოდერი გაქანებული კათოლიკეაა მნათეუსი იშვიათად წერს, დათიკო გაქანებული მართლმადიდებელია და ტაბა გაქანებული ათეისტი. ![]() -------------------- დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა - ხატების სევდას, ფრესკების სევდას... |
karpaki |
![]()
პოსტი
#630
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
karpaki მნათეუსი იშვიათად წერს, დათიკო გაქანებული მართლმადიდებელია და ტაბა გაქანებული ათეისტი. ![]() ![]() კაი ხანია მაგდ არ ვყოფილვარ ![]() -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#631
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
ქვემოთ ჩემი კომენტარი წაიკითხე? ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
karpaki |
![]()
პოსტი
#632
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
-------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#633
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
karpaki
ვერ ნახე? ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
karpaki |
![]()
პოსტი
#634
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
karpaki ვერ ნახე? ![]() ეხა სახლიდან გავდივარ მეგობარს გავაცილებ პოლონეთშI მიფრინავს და მოვალ თუ არა ვნახავ ოკ? გავიქეციი -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#635
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
karpaki
კაი, აბა შენ იცი ![]() -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
.zakaria. |
![]()
პოსტი
#636
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
qetevani 7 როგორ ხარ? ვერ გიცანი უცებ ![]() GIORGI LELUASHVILI ![]() -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
karpaki |
![]()
პოსტი
#637
|
![]() ✞✞✞ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 ![]() |
karpaki კაი, აბა შენ იცი ![]() ვნახე მაგრამ რა ხეირი ![]() ამას ქვია გადარბენით რომ წაიკითხავ რაღაცას და მერე ცდილობ რომ კომპეტენტური იყო ![]() -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
A.V.M |
![]()
პოსტი
#638
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ჯერ იმას ვიტყვი რომ მაგარი ,,ჩაინიკი"ვარ კრიშნაიზმში და ეხლა ვიღებ განათლებას ამ რელიგიის შესახებ.
ხო... ეხლა რა მაინტერესებს.დამოკიდებულება თავად კრიშნას პიროვნებისადმი ვაიშნავებს როგორი აქვთ?(ადამიანი იყო და გასხივოსნდა,ღმერთი მოვიდა ქვეყნად თუ...) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#639
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
A.V.M
ციტატა ეხლა რა მაინტერესებს.დამოკიდებულება თავად კრიშნას პიროვნებისადმი ვაიშნავებს როგორი აქვთ?(ადამიანი იყო და გასხივოსნდა,ღმერთი მოვიდა ქვეყნად თუ...) კრიშნა არის ღმრთეების (ღვთაებრივი ბუნების) უზენაესი პიროვნება. მისი თავდაპირველი ფორმა არის როგოც მენახირე ბიჭი (გოვინდა) სალამურით ხელში. კრიშნა ბჰაგავად-გიტაში ამბობს, რომ როცა ქვეყნად რელიგიური მსახურება ეცემა, მაშინ იგი ევლინება დედამიწაზე, რათა კვლავ აღადგინოს იგი. (ან გზავნის ვინმე დიდ პიროვნებას, მაგ. იესოს ![]() ამიტომ მას გააჩნია მრავალი ექსპანსია (ენერგია, გამოვლინება) და ავატარა. მაგალითად, მისი ერთ-ერთი ავატარაა უფალი რამა, რომლის შესახებაც მოგვითხრობს "რამაიანა"(რომელსაც მე ვდებ ნაწილ-ნაწილ). ავატარა ნიშნავს მას, ვინც სულიერი სამყაროდან ეშვება. კრიშნაიტები მხოლოდ კრიშნას ეთაყვანებიან როგორც ღმერთს და სხვას არავის. რავიცი, ეს მოკლედ კითხვასთან დაკავშირებით. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
![]()
პოსტი
#640
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
გასაგებია და კრიშნას ცოლი ყავდაო თუ როგორღაც და ე.ი. დიდი ხანი ცხოვრობდა?
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 01:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი