IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ხატმებრძოლთა არგუმენტაცია, საუკეთესო ღვთისმეტყველური არგუმენტაცია ხატთა დასაცავად
აკაკი
პოსტი May 17 2010, 02:19 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ხატმებრძოლთა არგუმენტაცია

ეს არგუმენტაცია იყო დაფუძნებული ძველაღთქმისეულ აკრძალვაზე, აგრეთვე წმ. იოანე ღვთისმეტყველის პირველ ეპისტოლეში ნათქვამ სიტყვებზე - „ღმერთი არავის სადა უხილავს“ (1 ინ. 4:12), და მისსავე სახარებაში თქმულზე: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (ინ. 1:18). ამ დროს მდუმარედ უვლიდნენ გვერდს ამავე სტროფის გაგრძელებას: „მხოლოდშობილმან ძემან, რომელიც იყო მამის წიაღში, მან განგვიცხადა“(ინ. 1:18).

ხატმებრძოლები აცხადებდნენ შემდეგს:

- თქმა იმისა, რომ ქრისტეს ხატი განასახიერებს მის კაცობრივ ბუნებას ღვთაებრიობის გარეშე, ნესტორიანობში (ნესტორის მწვალებლობაში) დაბრუნებას ნიშნავს;

- პირიქით, ცნობა იმისა, რომ ხატი წარმოადგენს მის ღვთაებრიობას, კაცობრივი ბუნების გარეშე, შეუძლებელია, რადგან ღმერთის გამოსახვა შეუძლებელია (არიანელობის მწვალებლობა);

- მასში კაცობრივის და ღვთაებრივის აღრევის დაშვება მონოფიზიტურ მწვალებღობში ჩავარდნას ნიშნავს.

ხატმებრძოლები აცხადებდნენ, რომ მათ პოზიციას მხარი დაუჭირა ქალკედონის კრებამ (IV მსოფლიო კრება, 451 წ.), რომელმაც განაცხადა, რომ ქრისტეში ორი ბუნება შეერთებულია „განუცალკევებლად და შეურევნელად“. მათი თქმით, აქედან მომდინარეობს მათი უსათუო უარყოფა ქრისტეს ხატისა, როგორც მატერალური გამოსხულებისა.



საუკეთესო ღვთისმეტყველური არგუმენტაცია ხატთა დასაცავად

ხატთა თაყვანისცემის დამცველი არგუმენტაციის მთავარი არქიტექტორები იყვნენ იოანე დამასკელი (650-730), თეოდორე სტუდიელი (759-826) და პატრიარქი ნიკიფორე (დაახ. 750-828). მათი მტკიცებულებები მოკლე გადმოცემით შემდეგში მდგომარეობს.

- უფალმა თავისი განკაცებით მოსეს სჯული ახალი აღთქმით გაამდიდრა და განმარტა. მან განგვიცხადა ჩვენ ჭეშმარიტი ღმრთის შემეცნება და განგვათავისუფლა მანამდე გარდაუვალი კერპთაყვანისმცემლობისგან. ძველ აღთქმაში იყო მხოლოდ სიტყვა, განკაცების შემდეგ მას მოჰყვა ხედვა.

ძე - მამის ხატია, როგორც ამტკიცებს თავად იესო: „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ (ინ. 14:9). ეს თემა ვითარდება იოანეს სახარებაში და კვლავ იწევს წინა პლანზე წმ. მოციქულ პავლეს მიერ, რომელიც ხედავდა ქრისტეში „ხატს უხილავი ღმრთისა“(კოლ. 1:15), რომელშიც შეიქმნა და აღმოცენდა ყოველივე. უხილავი მამის ხატი, როგორც განაცხადა 325 წელს I მსოფლიო კრებამ ნიკეაში, თავის მხრივ ატარებს ღვთაებრივ ბუნებას და მხოლოდ სულიწმიდა იძლევა უხილავი ღმრთის ხატის შემეცნებას. არ იყო დაბრმავებული ქრისტეს თანამედროვეთა უმრავლესობა როდესაც ვერ დაინახა მასში რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ იოსების, ხუროს შვილი?

გარდა ამისა, „მას შემდეგ, რაც ქრისტე იშვა დედისაგან, რომლის გამოსახვაც შესაძლებელია, მასაც, ბუნებრივია, იგივე ხატება აქვს, როგორიც შეესაბამება მისი დედის სახეს. და თუ შეუძლებელი იქნებოდა მისი გამოსახვა ხელოვნების მეშვეობით, ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ის მხოლოდ მამისაგან იშვა და არ განკაცებულა“ (თეოდორე სტუდიელი, მე-3 უარყოფა, თ.II, პგ.99, გვ.417);

- თავის აღდგომით, რისი წინარესახეც იყო მისი ფერისცვალება თაბორის მთაზე, ქრისტემ აკურთხა და გარდაქმნა მატერია, რომელსაც ახლა ძალუძს, წარმოსახოს თავად იესო და ცხონების საიდუმლო.

განკაცება ამართლებს და პოსტულირებს ხატს, რადგან ხატის მეშვეობით ღმერთი მოიცავს მატერიას და აღორძინებს მას, იმოსება-რა სხეულით, რომელიც თავის მხრივ ღვთისმტვირთველი ხდება („ღმრთის ტაძარი და მტვირთველი“ - კორ. 3:17, 15:49 და II კორ. 6:16).

„მე არ ვეთაყვანები მატერიას, - წერდა იოანე დამასკელი, - ვეთაყვანები ღმერთს შემოქმედს, რომელიც ჩემს გამო მატერიალური გახდა და მატერიაში დაიდო ბინა და მატერიის მეშვეობით ისურვა ჩემი გადარჩენა“ („ღვთაებრივ ხატებათა შესახებ“, I,16 პგ.94 გვ.1245 AC). ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი, განკაცებული სული, მაღლდება ხორციელისგან სულიერისაკენ!

- ქალკიდონის კრებამ მკაფიოდ განსაზღვრა ორი ბუნება („ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი“), მაგრამ ხატმებრძოლებს ეს დაავიწყდათ. არსებობს „ჰიპოსტასური ერთობა“, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთმა კაცობრივი ბუნება იტვირთა. ამიტომ, ქრისტეს ხატი არ არის არც მისი ღვთაებრიობის გამომხატველი, არც მისი ადამიანობის, არამედ მისი პიროვნების გამომხატველია, რომელიც აერთიანებს თავის თავში ამ ორ ბუნებას. სხვაგვარად რომ ითქვას, ხატი წარმოადგენს მარადიული სიტყვის განკაცებულ პიროვნებას, და არა მის ადამიანურ ბუნებას, ღვთაებრივისგან დაცილებულს.

- ამიტომ ლოგიკურია, რომ ქრისტეს ხატი, როგორც ასეთი, შეიცავს ქრისტეს პიროვნებას. ხატი ხსნის გამოსახული არსობის გარკვეულ მყოფობას და შეუძლია, იყოს მორწმუნეთა თაყვანისცემის საგანი. ეს თაყვანისცემა მიეკუთვნება არა ნივთიერებას, არამედ მყოფობას.

ხატსა და მის პროტოტიპს შორის კავშირი არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს მათ გატოლებას. ამიტომ პიროვნების გამოსახულება, ვის სახელსაც ატარებს ხატი, ეკუთვნის იმ პიროვნებას, ხოლო „პატივი, რომელიც მიეგება ხატს, ეკუთვნის მის პირველსახეს“ (II ნიკეის კრება).

- მაცხოვრის ხატთან შედარებით, სახარება - სიტყვიერი ხატია. თეოდორე სტუდიელმა ასე უპასუხა ხატმებრძოლებს, რომლებიც ვერ ბედავდნენ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხატების დასაბუთებას:

„ქრისტეს არანაირად არ დაუვალებია თავისი სიტყვების ჩაწერა, თუნდაც მცირე ჩანაწერების სახით. ამისდა მიუხედავად მისი ხატი ჩაიწერეს მოციქულებმა და დღემდე ინახება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის, რაც წარმოდგენილია ნაწერისა და ქაღალდის მეშვეობით, ხატზე წარმოსახულია სხვადასხვა ფერითა და სხვა ნივთიერებით“. (Refutatio I, X, PG 99, 340 d).

„მთავარია, - წერს ლეონიდე უსპენსკი, - რომ ხატისათვის ბრძოლა ეკლესიის ისტორიაში ორი ეპოქის ზღვარს ემთხვევა, რომლებიც გამოხატავენ განკაცების დოგმატის ორ განსხვავებულ ასპექტს“.

პირველი ეპოქის განმავლობაში, რომელიც თავისი არსით ქრისტოლოგიური იყო და უკავშირდებოდა მსოფლიო კრებებს, ხატი „პირველ რიგში მოწმობდა განკაცების ფაქტზე“. მეორე ეპოქა, პნევმატოლოგიური, გრძელდებოდა IX ს-იდან XVI ს-მდე და პასუხობდა მოთხოვნილებას, მისცემოდა „სულიწმიდასა და მის ადამიანში მოქმედებას, ე.ი. განკაცების ეფექტს“ კაპიტალური განსაზღვრება. ხატი გახდა წმ. ირინეოს ლიონელის განთქმული მტკიცებულების ილუსტრაცია, რომელსაც იმეორებდნენ საუკუნეების მანძილზე: „ღმერთი იქცა ადამიანად, რათა ადამიანს შესძლებოდა, გამხდარიყო ღმერთი“. გარდასახული ადამიანის ხატი წარმოაჩენს სულიწმიდის მოქმედებას.

ბოლო სიტყვა იოანე დამასკელს დავუტოვოთ: „ნათელია, რომ როცა ხედავ უსხეულოს შენს გამო განკაცებულს, მაშინ შეჰქმენი მისი ადამიანური სახის გამოსახულება. როცა უხილავი იმოსება სხეულში და ხილული ხდება, მაშინ გამოსახე გამოცხადებულის მსგავსება. როცა ის, ვინც, თავისი ბუნების აღმატებულობის გამო, მოკლებულია სხეულსა და ფორმას, ზომას, ხარისხს, წონას, ვინც, ღვთიური ბუნების მქონემ, მონის სახე მიიღო, ამით შეიზღუდა ზომითა და ხარისხით და სხეულებრივი სახე მიიღო, მაშინ დაწერე დაფებზე და გამოფინე დასანახავად ის, ვინც ისურვა, ხილულად გამოგვცხადებოდა (PG 94, col. 1239).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი May 17 2010, 04:05 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



აკაკი

მარტო ეგ არგუმენტაცია არ ყოფილა... თითქოს მიზანმიმართულად გამოტოვეთ ყველა დანარჩენი...



აი ესაა უფრო ნორმალური არგუმენტები ამ თემისთვის, მგონი შეეფერება რომ სრულად იყოს წარმოჩენილი ეგ ერესი... smile.gif

მთავარი მესამე მცნება და შემდეგ მეორე რჯულში არსებული:

15. წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს - სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს. დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ! (მეორე რჯული 27:15)

და

15. ძალზე ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან,

16. რომ არ გაირყვნათ და არ გაიკეთოთ ქანდაკი, რაიმე კერპის ხატი მამრის თუ მდედრის გამოსახულება,

17. რაიმე ცხოვვლის გამოსახულება, რაც დედამიწაზეა, რაიმე ფრინველის გამოსახულება, ცაში რაც დაფრინავს,

18. მიწაში ქვემძრომის გამოსახულება, რაიმე თევზის გამოსახულება, რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.

(მეორე რჯული 4 თავი)


პ.ს. ბიბლიაში მხოლოდ ქერუბიმებთა ქანდაკებების არსებობა დასტურდება... მას კი არავინ ეთაყვანებოდა...




--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 17 2010, 04:29 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Otherguy
ყურადღება მიაქცია, საწინააღმედგო არგუმენტაციებსაც
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 17 2010, 04:50 PM
პოსტი #4


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



http://church.ge/index.php?s=&showtopic=10...indpost&p=56264


ეს თემა ნახეთ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 17 2010, 05:09 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



რა არის კერპი?

კერპი არის წარმართული "ღმერთების" ე.ი არაჭეშმარიტი ღმერთის ფორმით გამოსახვა, ანუ თაყვანისცემა გამოსახულებისა როგორც "ღმერთისა"

ის რასაც ჩვენ მართლმადიდებლები ვეთაყვანებით არა ღმერთის გამოსახულება, არამედ მისი ხატია.

წარმართებისაგან განსხვავებით, ჩვენ ვეთაყვანებით ჭეშმარიტებას (რომელი არს), რომელსაც სამართლიანად ეწოდება ხატი.

წარმართები კი ეთაყვანებიან არაჭეშმარიტებას, მაგ. ოქროს ხბოს, როგორც "ღმერთს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 17 2010, 06:09 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



წმინდა იოანე დამასკელი
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

თავი ოთხმოცდამეცხრე

ხატთა შესახებ


რადგან გვკიცხავენ ზოგნი იმის გამო, რომ თაყვანსვცემთ და პატივს მივაგებთ ჩვენი მაცხოვრის და ჩვენი დედოფლის, აგრეთვე დანარჩენ წმინდანთა და ქრისტეს მსახურთა ხატებს, ისმინონ მათ, რომ დასაბამიდან ღმერთმა საკუთარი ხატისებრ შექმხა ადამიანი. მართლაც, სხვა რის გამო ვცემთ თაყვანს ურთიერთს, თუ არა იმიტომ, რომ ღვთის ხატისებრ ვართ შექმნილნი? როგორც ამბობს ღმერთშემოსილი და საღვთოთა მხრივ ფრიად [განსწავლული] ბასილი, „ხატის პატივი პირველსახეზე გადადის“, ხოლო პირველსახეა გადმოსახატი, რომლისგანაც იქმნება გადმონაღები. რის გამო სცემდა თაყვანს მოსესეული ხალხი წრიულად კარავს, რაც ატარებდა ზეციურთა, უფრო კი მთელი ქმნილების, ხატსა და სახეს? უთხრა კიდეც ღმერთმა მოსეს: „იხილე და გააკეთე ყოველივე იმ სახის მიხედვით, მთაზე რომ გამოგიჩნდა შენ“ (გამოსვლ. 25,40). ამასთან, ის ქერუბიმებიც, სალხინებელს რომ ჩრდილავდნენ, ადამიანის ხელით არ იყო ქმნილი? ან კიდევ სახელგანთქმული ტაძარი იერუსალიმში, განა ისიც ხელითქმნილი და ადამიანთა ოსტატობით აგებული არ იყო?

საღვთო წერილი გმობს კერპკვეთილობათა თაყვანისმცემლებს, მაგრამ - აგრეთვე იმათაც, რომლებიც მსხვერპლს სწირავენ ეშმაკებს. მართალია, ელინებიც სწირავდნენ მსხვერპლს და იუდეველებიც, მაგრამ ელინები - ეშმაკებს, იუდეველები კი - ღმერთს. ამიტომ, ელინთა მსხევრპლი უკუგდებული და დაწყევლილი იყო, ხოლო მართალთა მსხვერპლი კეთილად შეიწყნარებოდა ღვთისგან, რადგან როდესაც მსხვერპლი შესწირა ნოემ, „იყნოსა ღმერთმა კეთილსურნელების სუნი“ (შესაქ. 8,21), ანუ ესათნოვა მას სურნელება კეთილი არჩევანისა და მისდამი კეთილგანწყობისა.

ამრიგად, ელინთა კერპკვეთილობანი უკუგდებულია და აკრძალული როგორც ეშმაკთა გამოსახულებანი. ამასთან, ვის ძალუძს შექმნას მსგავსება უხილავი, უსხეულო, გარეშეუწერელი და დაუსახველი ღვთისა? მართლაც, უკიდურესი სიშლეგეა და უღვთოება ღვთიურობის დამსახველობა. ამიტომაც, ძველი აღთქმის ჟამს არ იყო ჩვეულება ხატთა. გამოყენებისა, მაგრამ როდესაც ღმერთი თავისი თანალმობიერი გულმოწყალების გამო ჭეშმარიტად გახდა ადამიანი ჩვენს გამოსახსნელად, - არა ისე, როგორც აბრაამს ეჩვენა იგი ადამიანის სახით, ანდა - როგორც წინასწარმეტყველთ, არამედ როდესაც ჭეშმარიტად გახდა იგი ადამიანი არსების მიხედვით, როდესაც იცხოვრა მან მიწაზე, დაჰყო ადამიანებთან, ისაკვირველთმოქმედა, ივნო, ჯვარს ეცვა, აღდგა და ამაღლდა, როდესაც ჭეშმარიტად მოხდა ეს ყოველივე და დასანახი გახდა ადამიანებისათვის, ამასთან აღიწერა კიდეც ჩვენდა შესახსენებლად და სასწავლად, რომლებიც იმჟამად იქ არ ვიყავით, რომ ჩვენ, ვერმხილველთ, სმენის გზით გვერწმუნა და უფლისმიერი ნეტარება მოგვეპოვებინა, ხოლო რადგან ყველა არ იყო მცოდნე ასოთა და არც ჰქონდა კითხვის გულმოდგინება, მამებმა ამგვარად თანაგანჭვრიტეს, რომ ყოველივე ეს, როგორც რამ რჩეულნაღვაწნი1, ხატებში აღწერილიყო შემოკლებულ მოსახსენებლად. ამიტომაა, რომ ხშირად, როდესაც არ ვფიქრობთ უფლის ვნებულებაზე, ვნახავთ თუ არა ქრისტეს ჯვარცმის ხატს, მაცხოვნებელი ვნებულება გაგვახსენდება, დავეცემით და თაყვანს ვცემთ მას, თუმცა - არა ნივთს, არამედ ხატწერილობას, ისევე როგორც თაყვანს ვცემთ არა სახარების ნივთს, ანდა ჯვრის ნივთს, არამედ - დასახულობას, რადგან რით სხვაობს ჯვარი, რომელსაც არ აქვს უფლის დასახულობა, იმისგან, რომელსაც აქვს? ასევეა ღვთის დედასთან დაკავშირებითაც, რადგან მისდამი პატივისცემა მისგან ხორცშესხმულისკენ ადის. მსგავსადვე, წმინდანთა სიქველენიც გვამზადებენ ჩვენ მხნეობისათვის, მათი სათნოებისადმი მოშურნეობისა და ბაძვისათვის და ღვთის სადიდებლად, რადგან, როგორც ვთქვით, კეთილგონიერ თანამონათა მიმართ პატივისცემა დასტურია საერთო მეუფისადმი კეთილგანწყობისა და ხატის პატივისცემა პირველსახეზე გადადის. ესაა დაუწერელი გადმოცემა, ისევე, როგორც აღმოსავლეთით თაყვანისცემა, ჯვრის თაყვანისცემა და სხვა მრავალი, ამათი მსგავსი.

გავრცელებულია ერთი ამბავიც: ავგაროზმა, ედესელთა ქალაქის მეფემ, მხატვარი მიავლინა, რომ მას უფლის ხატის მსგავსება გამოესახა, მაგრამ როდესაც მხატვარმა ვერ შეძლო ეს (უფლის პირისახისგან გამომკრთალი ბრწყინვალების გამო), მაშინ თვით უფალმა საკუთარ ცხოველმყოფელ პირისახეს ზედდაადო სამოსელი, გადაბეჭდა სამოსზე თავისი გამოხატულება და ასე გაუგზავნა იგი ამის მოსურნე ავგაროზს.

ამასთან, ის, რომ მოციქულებმა უმრავლესი რამ დაუწერლად გადმოგვცეს, ამას წერს პავლე, წარმართთა მოციქული: „ამრიგად, ძმანო, იდექით და დაიცავით ჩვენი გადმოცემანი, რაც გისწავლიათ ჩვენი სიტყვისა თუ ეპისტოლის მიერ“ (2 თეს. 2,15). და კორინთელთა მიმართ: „ხოლო გაქებ თქვენ, ძმანო,რომ ყველაფერი გახსოვთ ჩემი და როგორც გადმოგეცით თქვენ, ისე გიპყრიათ გადმოცემანი“ (1 კორ. 11,2)2.

-------------------------------------------------------------------------------------
1. ბერძ. άριστείαι (შდრ. ლათ. praeclara facinora).

2. ზოგ ბერძნულ ხელნაწერში (ნაწილობრივ, ეფრემისეულ თარგმანშიც) გვხვდება შემდეგი ტექსტობრივი დამატება: „გაგვიგია, რომ მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ დახატა უფალი და მისი დედა, რომელთა ხატებიც, როგორც ამბობენ, აქვს რომაელთა ქალაქს და რომლებიც იერუსალიმშია კრძალვით დასვენებულნი, რადგან იოსებ იუდეველიც, ზოგიერთების თქმით, გვაუწყებს, რომ იმ გამოსახულების შესაბამისად, რაც იერუსალიმში აქვთ და რასაც რომაულს უწოდებენ, შემდეგი სახით იხილვებოდა უფალი: წარბშეყრილი, თვალმშვენიერი (εΰόφυαλμον), გრძელი პირისახის, დახრილი და კეთილაღნაგი (εύήλικα), - ცხადია მაშინ, როდესაც იგი, ადამიანად ჩენილი, ადამიანებთან იმყოფებოდა“.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი May 17 2010, 07:01 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(აკაკი @ May 17 2010, 05:09 PM) *

რა არის კერპი?

კერპი არის წარმართული "ღმერთების" ე.ი არაჭეშმარიტი ღმერთის ფორმით გამოსახვა, ანუ თაყვანისცემა გამოსახულებისა როგორც "ღმერთისა"

ის რასაც ჩვენ მართლმადიდებლები ვეთაყვანებით არა ღმერთის გამოსახულება, არამედ მისი ხატია.

წარმართებისაგან განსხვავებით, ჩვენ ვეთაყვანებით ჭეშმარიტებას (რომელი არს), რომელსაც სამართლიანად ეწოდება ხატი.

წარმართები კი ეთაყვანებიან არაჭეშმარიტებას, მაგ. ოქროს ხბოს, როგორც "ღმერთს"


ძველ აღთქმაში ღმერთი ადამიანის გამოსახულებასაც კრძალავდა და რა შუაშია აქ ოქროს ხბო?

პ.ს. საპირისპირო არგუმენტები წავიკითხე, საერთოდ ეს თემა ჩემთვის არც ისე დიდი მნიშვნელობისაა, რადგან ხატებისადმი დამოკიდებულება არის მნიშვნელოვანი და არა მათი გაკეთება... ეხლა მრევლის დიდი ნაწილი როგორ ეპყრობა ხატებს - ეგ ცალკე თემაა...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 17 2010, 07:12 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Otherguy

ოქროს ხბო არაფერ შუაშია ეგ მაგალითად მოვიყვანე.

ის იყო ძველი აღქთქმა, მაგრამ როცა აღსრულდა ძველი აღთქვა და ხორცი შეისხა ღმერთმა ჭეშმარიტმა და გახდა ჭეშმარიტი ადამიანი ისევე როგორც ჭეშმარიტი ღმერთია, ჩვენსშორის იყო, და გვითხრა თავადაც ღმერთკაცმა, ღვთის ძემ იესომ, რომ ვინც მე მიხილა მამა იხილა, სწორედ ამ სიტყვებით არის ახსნილი და გადმოცემული თუ რას ნიშნავს ხატი, აი ეს არის ხატი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 17 2010, 09:22 PM
პოსტი #9


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა(მხევალი ნინო @ May 17 2010, 04:50 PM) *




ლინკი, რომელიც აქ დევს და ეს თემა რომელიც გახსნა აკაკიმ, ფაქტიურად ერთი და იგივე საკითხს ეხება. ჩემს მიერ დადებულ ლინკში არის აინტერესო არგუმენტები. თუ ვინმეს გაინტერსებთ ეს საკიტხი უფრო ღრმად, შეგგიძლიათ ლინკი ნახოთ.

მანამდე მოდერ დავარწმუნებ, რომ ეს იდენტური თემებია და გავაერთიანებთ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 17 2010, 11:01 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მხევალი ნინო
ხო სწორი იქნება თU გაერთIანდება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd July 2025 - 08:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი