![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#4561
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
რაო, რა ხდება?
![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
mata |
![]()
პოსტი
#4562
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 ![]() |
k@the
ციტატა რაო, რა ხდება? გამარჯობა იკა ცოტა დავაბნიე მემგონი ![]() |
ikanosi |
![]()
პოსტი
#4563
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ციტატა იმის თქმა გინდა, რომ სიცოცხლეშივე ცხონდება ზოგი??? (ეგრე გამოგივიდა) გადამრევს ეგ ![]() k@the ........„რასაცა გასცემ, შენია, რაც არა — დაკარგულია”, — მახსოვს დიდხანს შემაყენა. ამისთანა სიტყვებზედ უყვარდა იმას შედგომა და ბაასი. მაშინდელი სიტყვები, რა მაშინდელი! რაც რამ უთქვამს ჩემთვის, დღევანდლამდინ სიზმარივით დამახსოვდა. — გესმის ეგა? — მკითხა, — სახარებაში ქრისტე-ღმერთი ერთს იგავსა ბძანებს, თუ არ მოგწყინდება, გეტყვი. თურმე ყოფილა ერთი ბატონი, რასაკვირველია, მოსამსახურეებიც ჰყოლია. თითონ სხვაგან დაუპირებია წასვლა, დაუბარებია მოსამსახურეები და ფული დაურიგებია; ერთისათვის ბევრი მიუცია, მეორისა და მესამისათვის ერთი-ერთმანეთზედ ნაკლები და უთქვამს: ასარგებლეთ და, როცა მოვალ, სარგებლით დამახვედრეთო. თითონ წასულა. იმ ორ მოსამსახურეს ჭკვა უხმარიათ, ბატონის ბძანება აუსრულებიათ და, რაცა ჰქონიათ მიბარებული, ერთი იმოდენა კიდევ მოუგიათ. მესამე კი ერთი უჯიშო რამა ყოფილა, უმადლო, მცონარე; უფიქრია — მოგებას ვინა ჩივის, ესეც არ დავკარგოვო. აუღია და მიწაში ჩაუფლავს. ბატონი რომ მობრუნდა, მოიწონა ორივე მსახურის მადლიანი საქციელი, მესამეს კი გაუწყრა, წაართო ის ფული და იმათ მისცა ვისაც მოგებით ეარნათ. მესამე კი ხელცარიელი დარჩა. მიწაში ჩაფლა საწყალმა — არ დამეკარგოსო, მაგრამ ბოლოს მაინც კიდევ დაჰკარგა. რომ გაეცა კი, იმისი იქნებოდა. ბატონი ღმერთია, იმისი მსახურები — ჩვენა ვართ. ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება, ცოტას — ცოტა. იმისთვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, — იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა — დაკარგულია”. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცსა თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ. მატა მეუბნება ეს ასე არ არისო ![]() -------------------- ფარით ან ფარზე
|
mata |
![]()
პოსტი
#4564
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 ![]() |
ციტატა მატა მეუბნება ეს ასე არ არისო ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#4565
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
mata
საღამო მშვიდობის ![]() ikanosi აბა როგორ არისო? ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ikanosi |
![]()
პოსტი
#4566
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
mata
http://church.ge/index.php?showtopic=8200&hl= აქ გადმობარგდი, სხვათა აზრიც მაინტერესებს. k@the თქვენც მიიღეთ პოლემიკაში მონაწილეობა -------------------- ფარით ან ფარზე
|
k@the |
![]()
პოსტი
#4567
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ikanosi
ჯერ კარგად ვერ გავიგე, მსჯელობა რას შეეხება. ჯობია არ გავცეთ და რაც სიკეთე გვაქვს თავად მოვიხმაროთ, რადგან დაბრუნდება თუ არა, არავინ იცისო? ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ikanosi |
![]()
პოსტი
#4568
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
ციტატა ჯობია არ გავცეთ და რაც სიკეთე გვაქვს თავად მოვიხმაროთ, რადგან დაბრუნდება თუ არა, არავინ იცისო? მგონი მაგის თქმა უნდა -------------------- ფარით ან ფარზე
|
mata |
![]()
პოსტი
#4569
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 ![]() |
ციტატა ჯობია არ გავცეთ და რაც სიკეთე გვაქვს თავად მოვიხმაროთ, რადგან დაბრუნდება თუ არა, არავინ იცისო? ციტატა მგონი მაგის თქმა უნდა ![]() ![]() ![]() უბრალოდ იკამ რა ახსნაც დადო, იმაზე მე ვთქვი, რომ არ არის სწორი და მთელი შემდგომი კამათი იმას მიეძღვნა, რომ იკა ამტკიცებდა რომ ილია მართალია და მე ვამტკიცებდი რომ ილია არ არის მართალი. ხოლო სინამდვილეში რას ნიშნავს ეს ფრაზა, ამაზე ჯერ ერთი სიტყვაც არ მითქვამს. |
k@the |
![]()
პოსტი
#4570
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ikanosi
ჰმ, მატას რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ვერ გაგიგია რას ამბობს ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ikanosi |
![]()
პოსტი
#4571
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
k@the
თემა გავხსენი მისთვის mata შენ კიდევ კეთილი ინებე და ჩამომიყალიბე მანდ რისი თქვა გწადია ![]() -------------------- ფარით ან ფარზე
|
mata |
![]()
პოსტი
#4572
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 ![]() |
ikanosi
ციტატა შენ კიდევ კეთილი ინებე და ჩამომიყალიბე მანდ რისი თქვა გწადია როგორც იქნა დაინტერესდი ![]() მაცადე ცოტა და ეხლავე ჩამოვაყალიბებ ყველაფერს ![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#4573
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
mshvidoba forums,rogor.xart? momenatret zalian, 2 saati undeba gverdis chamotvirtvas ds tqvens ambebs ver movde fexdafex, aqet tu daapirot shemexmianet:)
-------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
.zakaria. |
![]()
პოსტი
#4574
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 ![]() |
mshvidoba forums,rogor.xart? momenatret zalian, 2 saati undeba gverdis chamotvirtvas ds tqvens ambebs ver movde fexdafex, aqet tu daapirot shemexmianet:) kato_Bato როგორ ხარ? როგორ ისვენებ ? როგორი ამინდებია? ხალხი არი? -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
mata |
![]()
პოსტი
#4575
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 ![]() |
ე.ი. რას მოგვითხრობს რუსთაველის ეს აფორიზმი "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია"
რას მოგვითხრობს და ადამიანი როდესაც აკეთებს სიკეთეს, ეს არ უნდა იყოს არავითარი მიზნით. ანუ ადამიანს იმიტომ კი არ უნდა დაეხმარო, რომ მისგანაც სანაცვლოს მოელოდე, ან ვინმესგან სხვისგან. არც იმის გამო უნდა დაეხმარო ადამიანს, რომ ღმერთმა გაცხონოს შემდეგში (ესეც მიზანია და იმიტომ). თუ რაღაცის გამო აკეთებ სიკეთეს, მაშინ შენ ამაში შენ ინტერესებს დებ და ეს არ არის ნამდვილი სიკეთე. სიკეთე უნდა გავაკეთოთ უანგაროდ!!! უანგარო სიკეთე გულისხმობს ისეთი სიკეთის გაკეთებას, როდესაც არავითარ პირად ინტერესს არ დებ შენ ამ საქციელში. ეს რაც შეეხება იმას, თუ როგორი სიკეთე უნდა გააკეთო. ეხლა რაც შეეხება იმას თუ როგორ შეიძლება, რომ ეს დაგიბრუნდეს: როცა ადამიანი ასეთ სიკეთეს აკეთებს, ანუ უანგარო სიკეთეს, ამ შემთხვევაში ეს არ არის სპეციალურად გაკეთებული, ეს მასში შინაგანად არის გამჯდარი და არ უკვირს რომ უანგაროდ აკეთებს რამეს, ამით არც თავს იწონებს. ეს მისთვის არაფერია, უფრო სწორედ ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია, ცხოვრების წესია. ჩვენ კი როცა რაღაცა სიკეთეს ვაკეთებთ ხოლმე სულ გვახსოვს, რომ გავაკეთეთ... ერთმანეთს ვეუბნევით, რომ იცი რაა აი მე იმას ესა და ეს მივეცი. ვთქვათ ჩემ მეგობარს უჭირდა და მე 500$ ვაჩუქე. ამას მთელი ცხოვრება ამბობენ ხოლმე, რომ ოდესღაც აი ასეთი სიკეთე გააკეთეს და ამითი თავს იწონებენ. გახსოვს მე რომ შენ 500$ მოგეცი, აბა ეგ უნდა მითხრა??? რაც მე შენზე პატივი მაქვს ნაცემი ... აი ასეთი საუბრები ხომ დღევანდელი ჩვეულებრივი ცხოვრების ატრიბუტებია. ეს იმიტომ რომ სიკეთეს ვაკეთებთ ანგარებით. შეიძლება არ ვუთხრათ პირში ერთმანეთს, მაგრამ ზუსრგს უკან ხო ვიტყვით, ან ფიქრებში მაინც ხო ვიფიქრებთ. თუ ფიქრებში ამ უკმაყოფილებას ვუშვებთ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სუფთა გულით არ გაგვიკეთებია ის სიკეთე. ხოლო ის, ვინც უანგაროდ ეხმარება, მას არც ახსოვს, რომ ვის როდის რა გაუკეთა. მაგ. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: კაცი დაეხმარა გაჭირვებაში მყოფ ბიჭს (რაღაც სიკეთე გაუკეთა) და შემდეგ გავიდა 5 წელი. ეს კაცი რომელიც დაეხმარა, ამ ხუთი წლის მანძილზე წავიდა საერთოდ და თავისთვის ცხოვრობდა, არც უნახია ის ვისაც დაეხმარა, არც არაფერი მოუთხოვია და არც არაფერი შეუთვლია. 5 წლის შემდეგ ესენი ხვდებიან ერთმანეთს და რა ხდება: გამარჯობა, როგორა ხარ, მოიკითხავენ ერთმანეთს და ეს ბიჭი, რომელიც ადრე გაჭირვებაში იყო დღემდე ახსოვს ამ კაცის სიკეთე და დღემდე მადლიერია მისით, რადგან მას როცა ძალიან უჭირდა დაეხმარა ეს კაცი და თანაც იმის მერე არც არაფერი მოუთხოვია. ეს ბიჭი აღფრთოვანებულია ამ კაცის საქციელით და მთელი ამ ხუთი წლის მანძილზე ახსოვდა, ეს ადამიანი, მისი სიდიადე ვერ დაივიწყა და ვერც დაავიწყდებოდა. მას არც მერე არ მოსთხოვდა ის კაცი თავისას და არც აგრძნობინებდა იმას რომ ოდესმე დაეხმარა.... ამაშია სწორედ უანგარო სიკეთის კეთების სიდიადე, რომ ის ვინც აკეთებს, იმას არც კი ახსოვს და ხშირად სხვები ახსენებენ, ხოლმე თავის გაკეთებულ საქმეებს. რუსთაველიც სწორედ ამას გულისხმობდა სიკეთის არ დაკარგვაში და უკან დაბრუნებაში. "რასაცა გასცემ შენია" ანუ იმ ბიჭს მთელი ცხოვრება ახსოვდა ამ კაცის სიკეთე და თვითონ გამკეთებელს კი აღარ ახსოვდა. როცა აკეთებ ნამდვილ, ჭეშმარიტ სიკეთეს, სწორედ ამ გაგებით "არ იკარგება" ის. ანუ ასეთი სიკეთე ყოველთვის ახსოვთ და ყოველთვის ცოცხლობს. აი ასეთ "გაცემაზეა" საუბარი რუსთაველთან და არა ისეთ გაცემაზე, რომ "ბევრი გაქვს- ბევრი მოგეთხოვება, ცოტა გაქვს -ცოტა მოგეთხოვება" ... ასე რომ სიკეთის კეთება საკმაოდ ძნელი საქმეა და ყველას არ შეუძლია ეს უანგაროდ გააკეთოს. მეტიც, თუ არ დააინტერესე რაღაცით , შეიძლება საერთოდ არავის დაეხმაროს. ხოლო თუ გაიგებს, რომ ეს მის ინტერესებშიც შედის(სარგებელს თუ ხედავს), მაშინ დაეხმარება გაჭირვებულს. |
ikanosi |
![]()
პოსტი
#4576
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 ![]() |
mata
ეს იქით გადააკოპირე, ეს საOFF-ე თემაა და აქ არ მიღირს კამათი -------------------- ფარით ან ფარზე
|
mata |
![]()
პოსტი
#4577
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 ![]() |
ikanosi
აქ საკამათო არაფერია. უბრალოდ მე დავწერე ამ აფორიზმის განმარტება. მისი არსი რაშიც მდგომარეობს. ეს რუსთაველის სიბრძნეა და მემგონი არ არის ამაში საკამათო არაფერი. |
k@the |
![]()
პოსტი
#4578
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ჩვენს ქუჩაზე ამ წუთას მათხოვარი დადის აკორდეონით და სხვადასხვა მელოდიებს ასრულებს. ეხლახანს "ვიხადილა ნა ბერეგ მარუსია" დაუკრა აშკარად ![]() ![]() სიკეთის შესახებ გეთანხმები მატა, თუმცა ისიც არის, რომ ჩვენთან სიკეთეს ისე იღებენ ახლობლები, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს და მადლიერების გამოხატვა გვიჭირს ხოლმე. სხვაგან, სულ მცირე სიკეთესაც ამჩნევენ, რადგან იქ ეგეთები იშვიათად ხდება, თანაც ვალში დარჩენა არ უყვართ, თუ ძალიან ახლობლად არ გთვლიან. ![]() ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
mata |
![]()
პოსტი
#4579
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 ![]() |
k@the
ციტატა ბევრი აკეთებს სიკეთეს და არც ამბობს, არც აყვედრის, უბრალოდ ასეთები ჩუმად არიან და არ ჩანან. რათქმაუნდა, ჩემო კარგო ![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#4580
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
mata
ნამდვილად ![]() თანაც ძალით ვერ დასტყუებ ადამიანს სიკეთეს, სიკეთე სიკეთით უნდა დაიმსახურო. ![]() ![]() იკა, მაპატიე შენს ახალგახსნილ თემაში რომ არ ვკამათობთ ![]() მგონი საკამათოც არაფერია ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st August 2025 - 10:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი