IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

404 გვერდი V « < 228 229 230 231 232 > »   
Closed TopicStart new topic
> გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები, N +1 ნაწილი :D
ikanosi
პოსტი Jul 15 2010, 10:52 PM
პოსტი #4581


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა(mata @ Jul 15 2010, 10:39 PM) *

ikanosi

აქ საკამათო არაფერია. უბრალოდ მე დავწერე ამ აფორიზმის განმარტება. მისი არსი რაშიც მდგომარეობს.

ეს რუსთაველის სიბრძნეა და მემგონი არ არის ამაში საკამათო არაფერი.

შენ ამბობ რომ უანგაროდ უნდა გავცეთო, ამაში გეთანხმები მაგრამ როდესაც გასცემ ქვეცნობიერად მაინც იცი რას ჩადიხარ.
მაშ სად არის ის შენი? (რასაცა გასცემ შენია) იმ ქვეყნად მარტო ის წაგვყვება რასაც გავცემთ.
უფალიც ამბობს რომ ვინც ერთი ჩემი მცირეთთაგანი შემოსა მან მე შემმოსაო.
ილიაც ამას ამბობს მაგრამ შენ ჯიუტობ, თუმცა იდეურად მეთანხმები. მგონი უნდა ხვდებოდე რომ რასაც გავცემთ ის იგივე ჩვენ წაგვადგება. რადგან უფალი ამბობს რომ ვინც მოწყალებას გასცემს მას მე ათმაგად მივაგებო.
შენ იფიქრებ რომ ანგარების გამო ვლაპარაკობდე, არა...ქრისტეს სიყვარულის გამო რადგან თავად თქვა ვინც აღასრულებს მამის ჩემის ზეციერის ნებას ის ძმაც არის ჩემი და დაცო.

შენი ლოგიკით იმ დასკვნამდე შეიძლება მივიდეთ კიდეც რომ ვერაფერი გავცეთ იმის შიშით რომ ანგარებად ჩაგვეთვლებაო biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 15 2010, 11:04 PM
პოსტი #4582


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



ikanosi
ციტატა
მაშ სად არის ის შენი? (რასაცა გასცემ შენია)


სად არის და იმ ადამიანების გულში და გონებაში, რომელსაც ეხმარები. სიკეთე იქ კი არ არსებობს, სადაც გამკეთებელი სუბიექტი გაიძახის კეთილი ვარ კეთილიო და ამას დავეხმარე და იმას დავეხმარეო.

ნამდვილი სიკეთე მაშინ კეთდება, როცა ამას სხვები აღიარებენ. ასე ცოცხლობს სიკეთე და არსებობს მუდამ, სიკვდილის შემდეგაც კი ახსოვთ ხოლმე ასეთი სიკეთე ამ ადამიანებს და იმ მკვდარს მუდამ იგონებენ და ახსენდებათ მისი სიდიადის გამო. ამაზე მეტი "დაბრუნება" და "წინ დახვედრა" რაღა გინდა. გასცა იმ კაცმა ისეთად, რომ მისია ეს სიკეთე, რადგან მკვდარიც კი ახსოვთ და უყვართ ამ სიკეთის გამო.

იკა რავიცი მეტი როგორღა ავხსნა აღარ ვიცი. დავიღალე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 15 2010, 11:13 PM
პოსტი #4583


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



mata
ციტატა
სიკეთე იქ კი არ არსებობს, სადაც გამკეთებელი სუბიექტი გაიძახის კეთილი ვარ კეთილიო და ამას დავეხმარე და იმას დავეხმარეო.

მე სად ვთქვი ბუკი და ნაღარა დაკარით არიქა სიკეთე ჩავიდინე და ძეგლი დამიდგით მეთქი.

მგონი ჩემ ნაწერს არ კითხულობ ბოლომდე და კონტექსტიდან გლიჯავ მხოლოდ სიტყვებს


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 15 2010, 11:15 PM
პოსტი #4584


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



რა გინდა იკა გამაგებინე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 15 2010, 11:23 PM
პოსტი #4585


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
რა გინდა იკა გამაგებინე?

არაფერი, ბაასი ჭკვის საზდოა


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 15 2010, 11:32 PM
პოსტი #4586


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



ikanosi
ოკ. მარა ეხლა უნდა წავიდე. ძილის დრო მაქვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 15 2010, 11:33 PM
პოსტი #4587


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



mata
ციტატა
ოკ. მარა ეხლა უნდა წავიდე. ძილის დრო მაქვს.

ტკბილი ძილი kiss1.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 16 2010, 10:30 AM
პოსტი #4588


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398




შრომობთ?



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 16 2010, 02:47 PM
პოსტი #4589


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(terra @ Jul 16 2010, 08:30 AM) *

შრომობთ?


ეტყობა ყველა შრომობს. მარტო მე ვისვენებ ჯერ-ჯერობით biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari-mari15
პოსტი Jul 16 2010, 06:40 PM
პოსტი #4590


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,149
რეგისტრ.: 11-March 09
წევრი № 6,625



დედა აქ რა ხდებააა, თვალს თუ ცოტა მოაშორებ ისეთ ამბებს ატეხავენ რო დედა შვილს არ აიყვანს ხელში,
მშვიდობა თქვენდა , აბა როგორ ხართ


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 16 2010, 06:41 PM
პოსტი #4591


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ერთი კითხვა მაქვს, აი მე მაგალითად აღსარების შემდგომ შევცოდე, ის ცოდვა მიმეტევება თუ არა ზიარებისას? თუ შემდგომი აღსარებისას უნდა ვუთხრა?

mari-mari15
kiss1.gif კარგად


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 16 2010, 06:45 PM
პოსტი #4592


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



რატომ ემართებათ კარგ ადამიანებს ცუდი რაღაცეები?

ახლა განვიხილოთ ბოროტების ცნება. ვინმემ შეიძლება დასვას კითხვა: "თუ ღმერთი ყოვლადმოწყალეა და არაფერი ხდება მისი ნების გარეშე, მაშინ რატომ არსებობს ამქვეყნად ბოროტება? როგორ შეუძლია მწყალობელ ღმერთს რომ ბოროტება დაუშვას? მეორე მხრივ კი, თუ რაიმე ღმერთის ნებისგან დამოუკიდებლად არსებობს, განა ეს არ ნიშნავს, რომ ბოროტებაც ისეთივე ძლიერია, როგორიც ღმერთი? იქნებ ეშმაკი ღმერთზე უფრო ძლიერია?"

ამ კითხვაზე პასუხი იწყება იმით, რომ ღმერთი მართლაც ყოვლადმოწყალე და ყოვლადკეთილია. მართალია, რომ მილიონობით ადამიანს სუფთა სასმელი წყალიც კი არა აქვს, მილიონობით ადამიანი შიმშილით კვდება, თითქმის ყველგანაა გვალვები, ქარიშხლები ან ომები. როგორ ავხსნათ ეს? წარმოიდგინეთ ციხე. როცა იქ ხართ, იმასაც ხვდებით, რომ ეს არც კურორტია და არც სასახლე. ციხე გამოსწორებისთვის და განწმენდისთვის არსებობს და არა გართობისთვის. ეს მატერიალური სამყარო - ციხეა, და თავისი ბუნებით იგი ტანჯვის და უბედურების სამეუფოა. მატერიალურ სამყაროში ყოველთვის იქნება ომები, ყოველთვის იქნება ავადმყოფობა და სიკვდილი, ეს არაბუნებრივი მოვლენები იმიტომ არსებობს, რომ ჩვენ აქ არაბუნებრივ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვასწოროთ სიტუაცია, თუ საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ ნების თავისუფლებას.

ბოროტება რეალურია ჩვენთვის იმ დონეზე, რა დონეზეც საკუთარ თავს მატერიასთან, ანუ არაბუნებრივთან ვაიგივებთ. რეალობა და ბოროტების სინამდვილე ადამიანის აღქმაზე და აზროვნებაზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ სუფთა ცნობიერება გვაქვს, მაშინ ვაცნობიერებთ, რომ ერთადერთი რეალობა - სულიერი სამყაროა. რაც უფრო დაბინძურებულია ჩვენი ცნობიერება მატერიით, მით უფრო მეტ გავლენას ახდენს ჩვენზე მატერიალური სამყარო თავისი ტანჯვით და უბედურებებით.

ამგვარად, ბოროტება არ არსებობს, ამავე დროს მთელი მატერიალური კოსმოსი გაჯერებულია ბოროტებით. ჩვენი დროის დაბალგანვითარებული ცნობიერება იზიდავს ბოროტებას, და ღმერთი ამას უშვებს. რატომ? იმიტომ რომ ტანჯვა და ქმედებების შედეგები უბიძგებენ ადამიანს აბსოლუტური სიკეთისკენ, ისევე როგორც მშობლის მიერ შვილის დასჯა აღუძრავს შვილს კარგად მოქცევის სურვილს.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბავშვის დასჯა ცუდია, მაგრამ სინამდვილეში ეს მშობლის სიყვარულის გამოხატულებაა. ადამიანები საკუთარი ქმედებებით იწვევენ, რომ დასჯილნი იყვნენ, მაგრამ ეს უნდა განვიხილოთ, როგორც ნეგატიური საქმიანობის ბუნებრივი შედეგი. ასეთი მიდგომა გვეხმარება, რომ დავაფასოთ სულიერი ზრდის შესაძლებლობები, რომლებიც ცხოვრების გზაზე შემხვედრ სირთულეებში დევს.

ამის არასწორად გაგებას მივყავართ იქამდე, რომ ადამიანები ღმერთს და ბოროტებას ურთიერთგამომრიცხავ ცნებებად თვლიან. მაგრამ უფრო სწორი და ტრანსცენდენტული თვალთახედვით ეს ორი ურთიერთწინააღმდეგობა განუყოფლადაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ისევე როგორც მონეტის ორი მხარე. და ისევ გვაქვს არჩევანი - ვემსახუროთ ღმერთს თუ ვემსახუროთ საკუთარ თავს. მიზეზი, რომლის გამოც ამ ციხეში მოვხვდით, საკუთარი თავის მსახურების სურვილია. ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი: არ ვემსახუროთ ღმერთს, და ამ არჩევანის შედეგით ვიტანჯებით.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari-mari15
პოსტი Jul 16 2010, 06:51 PM
პოსტი #4593


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,149
რეგისტრ.: 11-March 09
წევრი № 6,625



ციტატა
ერთი კითხვა მაქვს, აი მე მაგალითად აღსარების შემდგომ შევცოდე, ის ცოდვა მიმეტევება თუ არა ზიარებისას? თუ შემდგომი აღსარებისას უნდა ვუთხრა?

თუ აღსარების მერე შეცოდე და არ მოგინანიებია როგორ მიგეტევებააა?


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 16 2010, 07:45 PM
პოსტი #4594


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



დემონები: ვინ არიან ისინი?

ამბობენ, რომ ყველანაირი ბოროტება ეშმაკისგან მოდის. იმისათვის, რომ ბავშვები კარგად მოიქცნენ, მათ ხანდახან აშინებენ: "ცუდად თუ მოიქცევი გუდიანი კაცი წაგიყვანს!" ბავშვი იზრდება, "გუდიანი კაცი" ეშმაკად იქცევა, და შიში რჩება. ეშმაკები იმდენად რეალურნი არიან, რამდენადაც თქვენ გინდათ ეს. თუმცა თუ თქვენ არ აღიარებთ მათ ძალაუფლებას, ისინი ვერაფერს დაგიშავებენ. შეშლილ ადამიანს თოკი გველად ეჩვენება და შესაბამისად მოქმედებს. ნორმალური ადამიანი ხედავს, რომ ეს თოკია და არ ეშინია. მსგავსად ამისა ჩვენ შევქმენით მრავალი ისეთი საგანი, რაც მხოლოდ იმიტომაა რეალური, რომ ჩვენ მივეცით ამის უფლება. ჩვენს ცხოვრებაში ის ჭარბობს, რაზეც ენერგიის კონცენტრირებას ვახდენთ. პირველხარისხოვან მნიშვნელობას ვანიჭებთ მრავალ სიტუაციას, რომელთაც სინამდვილეში მნიშვნელობა არა აქვთ. და პირიქით, ცნობიერებიდან ვშლით ბევრ რაღაცას, რასაც პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ეს გვაჩვენებს, თუ როგორი ძლევამოსილია ჭკუა. თუ მას ნებას მივცემთ, შეუძლია იმოქმედოს, როგორც ჩვენმა პირადმა დემონმა. თუ რაიმეს ჭკუით ვაღიარებთ, შესაბამისად მოქმედებაც გვიწევს. მაგალითად თუ ვინმე მეუბნება: "შენ ისე საძაგლად გამოიყურები, რომ ზიზღს იწვევ ჩემში!" - მე შემიძლია სხვადასხვაგვარად მოვიქცე. შემიძლია ეს სიტყვები აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მივიღო და გავბრაზდე. შემიძლია შეურაცხმყოფელს სამაგიერო გადავუხადო. შემიძლია სარკეში ჩავიხედო და გავარკვიო, მართლა საძაგლად გამოვიყურები თუ არა. შემიძლია პლასტიკურ ქირურგს მივმართო. ან - უბრალოდ არ მივცე საკუთარ თავს უფლება, რომ ეს გამოწვევა მივიღო. თუ არ მივიღებ მას, არაფრის გაკეთება არ მომიწევს იმისათვის, რომ შევეწინააღმდეგო. არაფრის დამტკიცება არ მომიწევს და არ მომიწევს საკუთარი საქციელის რამენაირად შეცვლა. როგორც კი ჭკუასთან ვაიგივებთ საკუთარ თავს და ვიღებთ იმას, რასაც ჭკუა გვთავაზობს, ჩვენ ვიღებთ არა მხოლოდ აზრებს, არამედ შესაბამის ემოციებს, ასოციაციებს და ქმედებებს. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს, მთელ კომპლექტს ვიღებთ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ საშუალება, რომ ჭკუასთან აღარ გავაიგოვოთ საკუთარი თავი, აღარ უნდა ვიმოქმედოთ მისი ბრძანებებით, იმისათვის, რომ ყველანაირი სირთულე სულიერი ზრდისთვის გამოვიყენოთ.

არსებობს ნეგატიური გავლენის მრავალი ფორმა. ერთ-ერთი მათგანია - აზროფორმების საშუალებით მოქმედება. ყოველი აზრი, რომელსაც ამ პლანეტის მცხოვრებლები გამოვიმუშავებთ, გადადის ეთერში, ჰაერის ნატიფ ასპექტში. აზროფორმები საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ და გავლენას ახდენენ ინდივიდებზე და კოლექტივებზე. რაც უფრო ნეგატიურია აზროფორმები, მით უფრო სავალალოა მათი გავლენა. მსგავსი იზიდავს მსგავსს. ინდივიდუალური ცნობიერება ჯგუფური ხდება, რომელიც გამოვლინდება, როგორც ჩვენი პლანეტის კოლექტიური ცნობიერება.

ჩვენი ჭკუა შესაძლებელია მავნე არსებების საყუდარი გახდეს. სწორედ მათგან მოდის ძლივსშესამჩნევი ხმები, რომლებიც ჩვენს გარშემო ტრიალებენ. სწორედ ისინი ელოდებიან, როდის იქნება ვინმეს ცნობიერება მათთან უნისონში. სწორედ ისინი არიან ის რისკის მოყვარულები, რომლებიც გვაიძულებენ საფრთხეში ჩავიგდოთ საკუთარი თავი ან სხვა ადამიანები. ესენი არიან არსებები ნატიფი სამყაროებიდან. მათ ხმაზე რეაგირება სამი საშუალებითაა შესაძლებელი: ვუარყოთ ისინი, როგორც არარსებულნი; მივიღოთ როგორც რეალობა და ამოვიგდოთ თავიდან რასაც გვეუბნებიან; და ბოლოს, მივიღოთ როგორც რეალობა და მოვიქცეთ იმის შესაბამისად, რასაც გვეუბნებიან. ქმედება განისაზღვრება ადამიანის მდგრადობით აზროფორმების გავლენისადმი. ნაკლებად მდგრადი ადამიანები, რომლებიც აძლევენ თავს ნეგატიურ ენერგიაზე გადაწყობის უფლებას, მათი ზეგავლენის ქვეშ იქნებიან. ხმები მათთვის რეალური ხდება და შედეგად მათ შეუძლიათ გიჟური ქმედებები ჩაიდინონ. ხოლო თუ ჩვენ ვუარყოფთ ნეგატიურ ინფორმაციას, ეს არსებები არათუ ვერ მოქმედებენ ჩვენზე, არც კი შეეცდებიან ჩვენთან მოახლოებას. ამიტომ ჩვენთვის ისინი აღარ წარმოადგენენ რეალობას.

უარყოფით ენერგიებთან კავშირში შესვლა შეიძლება ოკულტიზმის, მაგალითად სპირიტიზმის საშუალებით. სულების გამოძახება საშიშია, მაშინაც კი, თუ ეს ხუმრობის ან გართობის გამო ხდება, რადგან ქმედების ამ ფორმამ შეიძლება დემონური ენერგია მოიზიდოს. ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სპირიტულ და მსგავს სეანსებში, ხანდახან ნეგატიური არსებების გავლენას გრძნობენ და შეიძლება შეპყრობილებიც კი გახდნენ. სწრაფად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სატანიზმს იყენებენ. ზოგიერთი მაღალი სამხედრო ჩინის პიროვნება ან ოლიგარქიის მაღალი საფეხურების წარმომადგენელი "სატანის ეკლესიაში" შედიან, მრავალი საიდუმლო ორგანიზაცია კი ეშმაკს ეთაყვანება.

ჩვენს დროში უნდა გავაძლიეროთსაკუთარი თავი იმ ბოროტების წინააღმდეგ, რაც ჰაერში ტრიალებს. ადრე კეთილი და ბოროტი ძალები არ იკავებდნენ ერთი და იმავე სამყაროს. სულიერი საწყისი ადამიანში საკმარისად ძლიერი იყო, რათა სიკეთეს და ბოროტებას ცალცალკე ეარსებათ. დროთა განმავლობაში ატმოსფერო ცოდვით გაიჟღინთა და სიკეთემ და ბოროტებამ დაიწყო ერთად თანაარსებობა - არა მხოლოდ ერთ სამყაროში, არამედ მოგვიანებით ერთ ადამიანშიც. თანამედროვე ადამიანი საკუთარ თავში მოიცავს უმაღლეს და უმდაბლეს "მეს", და ისინი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს. ზოგიერთში მდაბალი "მე" დომინირებს და ისინი ცოდვებში იძირებიან, "მაღალი" მე იფარება ავხორცობით, ბრაზით და სიხარბით. ასეთი ადამიანები კარგავენ საკუთარი სხეულის ფლობის და მართვის უნარს. ისინი კარგავენ თავისუფლებას და ხდებიან სათამაშოები საკუთარი ჭკუის და გრძნობების ხელში. საჭიროა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ამ დამონების მიზეზები, რამეთუ ჩვენი ქმედებები ცხოვრებაში უშუალოდ ახდენს გავლენას იმაზე, თუ რა გვემართება სიკვდილის დროს და სიკვდილის შემდეგ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Jul 16 2010, 08:12 PM
პოსტი #4595


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



Atman

ნუ შეგვჭამე შენ კიდევ ვაჰ biggrin.gif







ინტ არ მაქვს sad.gif მომენატრეთ tongue.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 16 2010, 09:47 PM
პოსტი #4596


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
დემონები: ვინ არიან ისინი?


ცუდები არიან.... გამიგია თუ მოინდომეს ფიზიკურადაც შეეხებიან ადამიანსო, რატომ ვერ გავიგე? რა წესია, თან მე ვერ დავუშავებ ვერაფერს, ის კი კარგად დამიშავებს, ეგ სადაური სამართალია, ოხ... წუთისოფელო user.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 16 2010, 09:51 PM
პოსტი #4597


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ქევანა
ჭეშმარიტი სენსეი ეძიე biggrin.gif სენსეი სპლინტერს გაგაცნობ თუ გინდა


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 16 2010, 09:52 PM
პოსტი #4598


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ikanosi
გამაცანი biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 16 2010, 09:57 PM
პოსტი #4599


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ქევანა
წინათ 4 კუ მივიყვანე, რავიცი კმაყოფილები დარჩნენ თუ ჭკვიანად ისწავლი მერე მაგათაც გაგაცნობ biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 16 2010, 09:57 PM
პოსტი #4600


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Atman

ავტორი მიუთითე ხოლმე, საიდან თარგმნი თუ არ შეწუხდები.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

404 გვერდი V « < 228 229 230 231 232 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd August 2025 - 12:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი