IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სიმვოლო სარწმუნოებისა
ნოე
პოსტი Sep 17 2010, 02:11 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 137
რეგისტრ.: 19-January 10
წევრი № 7,999



შედგენილი მსოფლიოსა კრებასა ზედა ქალაქსა შინა დორპატისასა და გამოცხადებული სამეფოსა ქალაქსა შინა ქვათათისს, ადგილობრივსა კრებასა
ზედა მესამისა დასისა, წელსა დასაბამიდან "კვალისა" მეშვიდესა, ხოლო გაჟორდანიებისა მისისაგან მესამისა


1) მწამს ერთი მარკსი, ტომითა ურიასტანელი, თავბრუდამსხმევი ყოველთა უმეცრებით-მოცულთა ჩჩვილთა და უპოვართა, მოჯადოებული სახელ-განთქმულისა გეგელის მიერ, მამა-შემქმნელი ყოვლისა მეცნიერებისა, არსისა და უარსისა, გარეშე რომლისა არა იყვნენ მეცნიერნი უცხონი სოფელსა ამას შინა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
2) და ერთი ოდენ ჭეშმარიტი მოციქული მისი ჟორდანია, გურჯისტანელ მარკსად წოდებული, რომელი მარკსისგან გამოვალს, მის მიერვე გაცოფებულ არს მსგავსად ჯიბლაძისა და მისთანათა, უარ-მყოფელი ყოველთა მეცნიერთა გარეშე მისსა, რომელი ჩვენის, რომელი ჩვენი დასის თავად აღსაარებულ და ხელ-დასმულ იქმნა წინასწარმეტყველისა გიორგის მიერ უწინარეს დაბადებისა მისისა , ჟამსა მას გოდებისა, დასაფლავებასა ზედა ინგოროყვასისა, ნათელი ნათლისგან, მეცნიერი ჭეშმარიტი, მეცნიერისგან უჭეშმარიტეტისა , ქმნილი და არა შობილი, თანაარსი მოძღვრისა მისისა, რომლისგან შეიქმნა ყოველივე მეცნიერებისა;
3) რომელი ჩვენთვის, მესამე დასის კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გადმოხტა ცისკიდით, დასავლით კერძო და ფრთანი შეისხა წინასწარმეტყველისა გიორგისაგან და განკაცდა და მყრობელ არს დროშისა მის, შთაბარებულსა წინამორბედისა მისისა გიორგის მიერ;
4) რომელი ჟამსა ამას არა ჯვარცმულ არს, არცა ვნებულ და არცა დაფლულ მსგავსად წინამორბედისა მისისა, არამედ ჯვარცმელ არს ყოველთა მათ, რომელნიცა არიან გარეშე ჩვენსა;
5) რომელის სდგას თავსა შინა მესამისა დასისასა მსგავსად წერილისა წინასწარმეტყველისა მის გიორგისა;
6)და ამაღლებულ არს მერყავსა ტახტსა ზედა "კვალისასა" და მჯდომარე არს მარჯვენით ხელდამსმელისა მისისა;
7)და მოვლენია არს დიდებით ქვეყანასა ამას გურჯისტანისასა განსჯად ყოველთა ცხოველთა და მკვდართა ეროვნებათა და მრთელისა კაცთა ნათესავისა მსგავსად მაზაკვალისა (ლიცემერი: გიორგი წერეთლის ფსევდონიმი იყო), რომლისა სიჭაბუკესა არა აქვს დასასრული;
8) და ერთი წმინდა სულიერი, წინასწარმეტყველი და წინამორბედი ჟორდანიასი გიორგი, რომელი გურჯისტანისგან გამოვალს, გურჯისტანეთგან და აისტანელთაგან ჟორდანიასთანა და ჯიბლაძესთანა თაყვანისმცემლების და იდიდების ამა ჟამსა შინა, რომელი იტყოდა და აწცა იტყვის ივანიკასა და გოჯაპირას მიერ;
9) ერთი წმინდა მართლ-მადიდებელი და სამახარაძო მესამე დასი და ყორანი მისი "კვალი";
10) აღვიარებ ერთსა ოდენ მცნებასა გაჟორდიანიებულის მარკსისა და გამარკსებულის ჟორდანიასასა მოსატყუებლად ყოველთა ცოდვათა ურიგობათა, უწესობათა და სულელობათა;
11) მოველი სასოებით დამხობასა ყოველთა წოდებათა და ეროვნებათა და უწინარესყოველთა გურჯისტანის განადგურებასაცა;
12) და ცხოვრებასა გაღატაკებულთა , გაუმეცრებულთა და მხეცებრის ბრძოლით გაპირუტყვებულთა ბრბოთა მერმისა მის საუკუნისასა, ამინ.

ილია ჭავაჭავაძე


--------------------
1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Sep 17 2010, 02:20 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



ნოე
ეს რა არის?


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოე
პოსტი Sep 17 2010, 02:24 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 137
რეგისტრ.: 19-January 10
წევრი № 7,999



ციტატა(starscream @ Sep 17 2010, 03:20 PM) *

ნოე
ეს რა არის?

ჭავჭავაძე, ილია (1837-1907)

სიმვოლო სარწმუნოებისა : უცნობი პამფლეტი / ტექსტი გამოსაც. მოამზადეს...აპოლონ სილაგაძემ და ვახტანგ გურულმა. - თბ. : სამშობლო, 1997 ("სამშობლო"-ს სტ.).

პამფლეტი აღმოაჩინეს 1995 წელს. პირველად გამოქვეყნდა გაზეთში "სვობოდნაია გრუზია" იმავე წლის მაისში



--------------------
1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Sep 17 2010, 05:02 PM
პოსტი #4


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ამაზე არის გახსნილი თემა
http://church.ge/index.php?showtopic=8212&...%83%A1%E1%83%90


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 17 2010, 05:46 PM
პოსტი #5


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ნოე
ნუ ჯერ ეს ერთი, ასეთი თემა გვაქვს biggrin.gif
და მეორე, ვერ გავიგე რა უნდა ვქნათ smile.gif

ერთხელად დავწერე და კიდევ დავწერ, არ მომწონს ეს პამფლეტი smile.gif

ზომაზე მეტი შეურაცხყოფაა და თან მრწამსია გამოყენებული : (
არა მჯერა რომ ილიასი იყოს


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოე
პოსტი Sep 17 2010, 06:00 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 137
რეგისტრ.: 19-January 10
წევრი № 7,999



ქევანა
ვერც მე გავიგე და იმიტო გავხსენი თემა რა არის ეს :X პამფლეტი რა არის?

ხო არ ვიცოდი თუ იყო ბოდიშით დახურეთ


--------------------
1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მახოროგა
პოსტი Sep 17 2010, 08:23 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 19-July 10
მდებარ.: თბილისი
წევრი № 9,164



ციტატა(ქევანა @ Sep 17 2010, 05:46 PM) *

ნოე
ნუ ჯერ ეს ერთი, ასეთი თემა გვაქვს biggrin.gif
და მეორე, ვერ გავიგე რა უნდა ვქნათ smile.gif

ერთხელად დავწერე და კიდევ დავწერ, არ მომწონს ეს პამფლეტი smile.gif

ზომაზე მეტი შეურაცხყოფაა და თან მრწამსია გამოყენებული : (
არა მჯერა რომ ილიასი იყოს



მაშინ რატომ არ დახურეთ?


--------------------
„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 18 2010, 02:54 PM
პოსტი #8


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
მაშინ რატომ არ დახურეთ?

კულტურა-ხელოვნების განყოფილებაში არ არის smile.gif
ამიტომ მე ვერ დავხურავ smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 03:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი