სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| gabrieli. |
May 29 2010, 06:35 PM
პოსტი
#21
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 298 რეგისტრ.: 25-December 09 მდებარ.: გორი წევრი № 7,861 |
|
| კანუდოსელი |
May 29 2010, 07:38 PM
პოსტი
#22
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ჭელიძე რად გინდათ?...აგრესიული მღვდლების ქადაგება არ ჯობია?
ზოგიერთი ძალიან მოდაშია დღეს...დილიტ ილოცეო რომ დაგარიგოს - ამასაც ყვირილით აკეთებენ და მერე იმით ამართლებენ თავს - ბოლო ჟამში ვართ და სად არის დიპლომატიის დროო -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
| gabrieli. |
May 29 2010, 07:47 PM
პოსტი
#23
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 298 რეგისტრ.: 25-December 09 მდებარ.: გორი წევრი № 7,861 |
|
| ქევანა |
May 29 2010, 09:22 PM
პოსტი
#24
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
კანუდოსელი
ციტატა ჭელიძე რად გინდათ?...აგრესიული მღვდლების ქადაგება არ ჯობია? მოთხოვნაა ჭელიძეზე, ვა ის 273 ლექცია კარგია, მაგრამ იქნებ თემატურად განალაგოთ რა, თორე 1 გბ ჩემთვის დიდია -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
| ikanosi |
May 29 2010, 09:24 PM
პოსტი
#25
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ქევანა
თემატურად არის შიგნით დალაგებული და გაერთიანებული -------------------- ფარით ან ფარზე
|
| ქევანა |
May 29 2010, 09:24 PM
პოსტი
#26
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ikanosi
აუჰ, მაშ ერთიანად უნდა გადმოვწერო ადგილ მინდ სხვა, ტექსტის სახით არ დაიდება? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
| ikanosi |
May 29 2010, 09:26 PM
პოსტი
#27
|
![]() ირაკლი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ქევანა
ტექსტის რა მოგახსენო... 1GB-ს ცოცხით გაასუფთავებ -------------------- ფარით ან ფარზე
|
| მარიამი |
May 29 2010, 09:50 PM
პოსტი
#29
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
შეიცოდეთ ჩემი ისედაც გადავსებული ვინჩესტერი
უნდა გამოვძებნო ადგილი და გადავიწერო -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
| ქევანა |
May 29 2010, 10:00 PM
პოსტი
#30
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
მადლობ აფხაზ, წავიღე ვორდით
ციტატა ტყის ორივე მხრიდან კი ყოველწამს მოსალოდნელია ნებისმიერი სახის ურჩხულის თავდასხმა მოგზაურზე, რომელმაც ეს ბილიკი უნდა განვლოს. საფრთხე ყოველი ფეხის ნაბიჯზეა და ეს საფრთხე შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ბილიკზე მავალი პიროვნებისთვის, თუკი ეს უკანასკნელი არ იქნება მთლიანად თვით მოზღუდული, გარე მოზღუდული, პირველ რიგში საუფლო, ბიბლიური მცნებებით. როგორც ეს თავის დროზე მოსე წინასწარმეტყველის შესახებ სწავლებისას წარმოაჩინა გრიგოლ ნოსელმა, რომელსაც ის კიდობანი რაშიც მოსე ჩასვეს, რომ ის მდინარეში არ დაღუპულიყო, წარმოუჩნდება მცნებათა სიმბოლოდ, რომ როგორც იმ კიდობანმა გადაარჩინა მოსე მდინარისგან, ასევე ამ ცხოვრების მდინარისგან, კიდობნისებრ, ფიცრებისებრ, მტკიცედ შეკრული რაღაც ნავთსაყუდელი, ანუ იგივე მცნებათა საფარველი და აბჯარი, დაგვიცავს ჩვენ. აი ამგვარი საფარველით აღჭურვილი პიროვნება, რომელსაც აბჯარი ასხმული აქვს, თავდასაცავი იარაღი ხელთ უპყრია, უდიდესი სიფრთხილით მსვლელობს წინ აღნიშნულ ბილიკზე, რომ უვნებლად გავიდეს მეორე ნაპირზე და გადალახოს ეს ტყე ამა ცხოვრების სიბნელისა და უკუღმართობისა. მართლაც ჩვენ თუ ჩვენს თავს წარმოვიდგენთ უკვე სიმბოლურად კი არა პირდაპირი მნიშვნელობით აი ამგვარი ტყის პირას, და აუცილებლად იმ პასუხისმგებლობის მქონედ შევიგრძნობთ თავს, რომ თუ ეს ტყე არ გადავლახეთ იმ ტყის ნაპირას დარჩენა თავისთავად სიკვდილის მომასწავებელია, იმიტომ, რომ მშობლიური ქალაქი მხოლოდ იმ ტყის შემდეგაა, და წინ მივისწრაფით რა სამშობლოსაკენ, ჩვენი მშობლიური ქალაქისკენ თუ სოფლისკენ, ადვილია და ძნელი არ იქნება წარმოვიდგინოთ თუ როგორი სირთულეები შეიძლება გველოდეს წინ ამ გაუვალი, უღრანი ტყის ვიწრო ბილიკზე წინსვლისას, ყოველგვარი სახის დაბრკოლებანი, რა თქმა უნდა, იქ თავს იჩენს. დასტურ ეჰ, როგორ მეძნელება კარგის გამორჩევა ნარევიდან პ.ს. აფხაზ, სად გააქრე ის პოსტი? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
| afxazi |
May 29 2010, 10:06 PM
პოსტი
#31
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ქევანა
ციტატა სხვა, ტექსტის სახით არ დაიდება? რამდენიმეს წაგაკითხებთ სათაური პირობითია გრიგოლ ნეოკესარიელის შრომა “გამოსათხოვარი სიტყვა”. მადლიერების შესახებ ჩვენ განვიხილავდით წმ. გრიგოლ ნეოკესარიელის მოძღვრებას და ვეხებოდით საკითხს იმის შესახებ, თუ რა ახსნა უნდა მიეცეს გრიგოლ ნეოკესარიელისგან ორიგენეს განსაკუთრებულ ქებას, როგორც პედაგოგისას. დასკვნას წინარე საუბრისას შეგახსენებთ, რომ ეკლესიური სწავლებით ყოველთვის შემფასებლობითი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამა თუ იმ პიროვნების მოღვაწეობასთან და მოძღვრებასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ის უნდა დავგმოთ და იმაში არ უნდა გავუხდეთ მას თანაზიარი რაც ცდომილებაა, იქნება ეს სამოღვაწეო თუ სამოძღვრო ცდომილება, მაგრამ რაც ღირსეულია და რაც ეკლესიისგან მიღებული და შეწყნარებულია, რაშიც ეკლესიას ხსენებული პირებისადმი საყვედური არ უთქვამთ, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დღეს რევიზია მოვახდინოთ ეკლესიური დამოკიდებულებისა და ხსენებულ პირებს არც იმ ნაწილში აღარ ვენდოთ თითქოს, რაშიც ეკლესია ძველთაგანვე მათ გარკვეულ ღირსებას მიაგებდა. ეს, კვლავ ავღნიშნავთ, ეხება არა მხოლოდ მოძღვრებას, სადაც აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ცდომილი, ერეტიკული, გაუკუღმართებული სწავლებანი, მეორე მხრივ კი ღირსეული და დღესაც გამოსაყენებელი და მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან თანმხვედრი ნაწილები, არამედ მოღვაწეობასაც, რომ რაც კი ღირსეულია, რაც კი მართლმადიდებლური მოძღვრების განმტკიცებას ხელს უწყობს ეს მხარეები, ეს თვისებები მოღვაწეობისა, ჩვენ სავსებით უშიშრად შეგვიძლია მივიღოთ და ამის გამო პატივი განვუკუთვნოთ ამგვარ თვისებათა და ამგვარ მოქმედებათა აღმსრულებელ პიროვნებას საკუთარ მოღვაწეობაში, ხოლო რაც მიუღებელია და რაც არათანახმიერია მართლმადიდებლური ცხოვრების წესთან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განიშორება ჩვენგან. ორიგენეს მოღვაწეობაშიც ძველთაგანვე, როგორც ავღნიშნავდით, მისი პედაგოგიური ღვაწლი გამორჩეულად დაფასებული იყო და სწორედ ორიგენეს პედაგოგიური ღვაწლის განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ მოგვცა ჩვენ და განაპირობა ის, რომ ალექსანდრიაში კატეხიზმური სკოლა, რომელიც მართალია ორიგენეს არ დაუფუძნებია მაგრამ რომლის წინამძღვარიც ის იყო გარკვეულ პერიოდში, აი ამ სასწავლებელმა თავის მწვერვალს მიაღწია სწორედ ორიგენეს პედაგოგიური ღვაწლით. ისევე როგორც ამავე ღვაწლის შედეგი იყო ის, რომ ალექსანდრიის ტიპის ქრისტიანული კატეხიზმური სკოლა გაიხსნა პალესტინის კესარიაში. ამასთან ორიგენეს პედაგოგიური ღვაწლი მართლაც ღირსეულადაა დაფასებული იმ ღირსეული მოღვაწეების მხრივაც, რომლებიც ორიგენემ ჩვენ დაგვიტოვა. ეს ღირსეული მოწაფეები გახლავთ ჩვენს მიერ წინა ლექციებზე განხილული დიონისე დიდი ალექსანდრიელი, ამჟამად განსახილველი წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი, წმ. პამფილი კესარიელი და სხვები. რამდენადაც ეს ხალხი კანონიზებული წმინდანები არიან და რამდენადაც მათი აღმზრდელი სწორედ ორიგენე იყო და ამას ისინი ხაზგასმით მიუთითებენ და აღნიშნავენ, ვფიქრობთ უეჭველი დასკვნა გამომდინარეობს, რომ ორიგენეს პედაგოგიურ მოღვაწეობას ძალიან ბევრი ღირსება ჰქონდა, ბევრი დადებითი მხარე ჰქონდა. შესაბამისად უკვე ადვილი ასახსნელია და ადვილად პასუხგასაცემია ის კითხვა, რაც თავში დავსვით, რომ შექება ორიგენესი, როგორც პედაგოგისა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იმიტომ, რომ რაშიცაა ანათემირებული ორიგენე ჩვენც იმაში უნდა მოვიკვეთოთ იგი, მაგრამ რაშიც არ არის ეს ანათემა ყველაფერზე განვავრცოთ. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია და ეს უკვე თვით ჩვენივე თავის დაგმობა და განშორებაა ეკლესიური მოძღვრებისგან. ასე რომ რადგანაც ეკლესიას ორიგენეს პედაგგიური ღვაწლი არათუ არ დაუგმია, პირუკუ ღირსება განუკუთვნა მას და მისი მოწაფეები ხმამაღლა ღაღადებენ ამ ღირსებას, ჩვენც ორიგენეს ზოგადად ცხოვრებასა და მოღვაწეობაში მისი ეს პედაგოგიური საქმიანობა, როგორც ერთი ღირსეული ნაწილი ამ პიროვნებისა, ამგვარად უნდა გამოვყოთ. ამითვე უნდა ავხსნათ ისიც, რომ გრიგოლ ნეოკესარიელი ასეთ ქება-დიდებას განუკუთვნებს მას. ასე რომ გრიგოლ ნეოკესარიელი აქებს ორიგენეს თავისი მოღვაწეობისა და მოძღვრების მხოლოდ თირსეულ ნაწილში, იმ ღირსეულ ნაწილში, რაც ეკლესიამ მთლიანობაში მიიღო და გაიზიარა, და რა თქმა უნდა, მოიკვეთს და არანაირად არ იღებს ორიგენეს მოღვაწეობისა და მოძღვრების უღირს ნაწილს. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელი, რომელიც ძალიან აქებს ორიგენეს, როგორც პედაგოგს, მისი მოძღვრების გამზიარებელიც უნდა ყოფილიყო და ორიგენისტული სწავლებანი თავჩენილი იქნებოდა გრიგოლ ნეოკესარიელის შრომებში, მაგრამ მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, ჯერ წარმოუდგენელიცაა თავისთავად, იმიტომ, რომ ჯერ კანონიზებული წმინდანია გრიგოლ ნეოკესარიელი და ისედაც, ფაქტობრივადაც, მისი შრომები ნათლად ადასტურებენ იმ უწმინდეს მართლმადიდებლურ სწავლებას, რაც გრიგოლ ნეოკესარიელის შრომებში არის მთლიანობაში გამჟღავნებული, ყოველგვარი ორიგენისტული ჩრდილისგან ყოვლითურთ განშორებული და მკვეთრად დამადასტურებელი იმისა, რომ აქებს რა გრიგოლ ნეოკესარიელი ორიგენეს მხოლოდ თავისი მოღვაწეობისა და მოძღვრების ღირსეულ, შეუმცდარ ნაწილში აქებს მას, მაგრამ ამავე დროს განიშორებს მის ყოველგვარ ცდომილებას და ეს განშორებაც თვალსაჩინოა, რადგანაც მის შრომებში ორიგენისტულ ცდმილებათა ნიშან-წყალიც კი არსად არ გამოკრთება. ეს ერთი მხარე, რის გამოც გრიგოლ ნეოკესარიელისგან აღვლენილი ქება ორიგენესადმი, როგორც პედაგოგისადმი, ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ, და მეორე მხარე: არ აქვს მნიშვნელობა იმას აუცილებლად ორიგენე იქნება ანათემირებული პიროვნება თუ ვთქვათ თუნდაც ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი პიროვნება, როდესაც ვინმეს, როგორც პედაგოგს, როგორც მოძღვარს ვაქებთ, უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ამ ქებას მხოლოდ იმ ყოფით სინამდვილეს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მხოლოდ ჩვენს თაობას არ განვუკუთვნებთ. ნებისმიერი ძეგლი, ეკლესიის წიაღში შექმნილი, მუდმივი სარგებლობის დანიშნულებისაა. ე.ი. მომავალი თაობებისთვისაც ის აუცილებლად სასარგებლო უნდა იყოს. ასეთ დროს რაღაც მოვლენის, ამ შემთხვევაში დავუშვათ პედაგოგიური ღვაწლის, წარმოჩენისას და ამ პედაგოგიური ღვაწლს მოცემულ კონკრეტულ შემტხვევაში, რა თქმა უნდა, კონკრეტული პიროვნება ჰყავს ადრესატად, მაინც რამდენადაც ეს წარმოჩენა სამომავლო თაობებისთვისაც არის მიმართული, ნებისმიერი აღმწერი, ნებისმიერი ამ მოვლენის რაობის გამომკვეთი და ჩამომყალიბებელი, ცდილობს, რომ აიღოს პრაქტიკული სინამდვილიდან კონკრეტული მასალა, მაგრამ იდეალურამდე აამაღლოს იგი, იდეალური ნიმუში მოგვცეს, რომ მომავალ თაობებს მარადიულ წინამძღვრად სანიშნედ მათი მოღვაწეობისა, გაუხდეს ის ნიმუში, რასაც ის წარმოადგენს. ე.ი. როცა ჩვენ გვინდა ნიმუში მივცეთ შთამომავლობას, აი ამ ნიმუშის მიცემისას პიროვნების ყველაზე უფრო ღირსეული თვისებები, ღირსეული შტრიხები იწევს წინა პლანზე, მათი აღნიშვნა ხდება. შესაბამისად პრაქტიკასთანაც და კონკრეტულ შემთხვევასთანაც თანხვედრაა, რომ ყოფითი რეალობიდანაა აღებული ეს ნიმუში, მაგრამ ამღლებულია მაინც ყოფით რეალობაზე გაცილებით მეტად, რომ მომავალ თაობებს ერთი კონკრეტული პიროვნება კი არ მიეცეს ნიმუშად, არამედ ამ კონკრეტული პიროვნებიდან გამომდინარე, განზოგადებული, ყველაზე უფრო ღირსეული თვისებებით წარმოდგენილი მყარი მაგალითი განეკუთვნოს, განეკუთვნოს მათი მოღვაწეობის უმყარეს სანიშნედ. ამგვარადვე ორიგენეს, როგორც პედაგოგის, დახასიათებისას აშკარად ჩანს, რომ გრიგოლ ნეოკესარიელი ცდილობს მარადიული და იდეალური მოძღვრის ნიმუში მისცეს შთამომავლობას, რომ ყველა სწორედ ამ ნიმუშის მიხედვით მოღვაწეობდეს და იმ სიმაღლემდე ასვლას ცდილობდეს, რა სიმაღლესაც ეს ნიმუში თავის თავში გულისხმობს. ეს ორი ძირითადი მხარე გახლავთ იმის საფუძველი, რომ გრიგოლ ნეოკესარიელი ასეთი განსაკუთრებული ქება-დიდებით ამკობს ორიგენეს, როგორც პედაგოგს. მაგრამ ჩვენ ავღნიშნავდით, რომ ნებისმიერი წინადადება, ნებისმიერი მუხლი ამ ძეგლისა, რაც არ უნდა კონკრეტულ ფაქტს ეხებოდეს და კონკრეტულ ფაქტს აღნიშნავდეს და ინფორმატიული ხასიათისა და დანიშნულებისა იყოს, ამავე დროს აუცილებლად საღვთისმეტყველო ღირებულების შემცველიცაა, იმიტომ, რომ ამ ძეგლს სწერს არა მხოლოდ ინფორმატორი და უბრალოდ აღმწერი, არამედ უდიდესი ღვთისმეტყველი. ავღნიშნავდით, რომ თვით შესავალიც ამ ნაშრომისა დადასტურებაა იმისა, რაც ეხლა ვთქვით. კერძოდ რა კუთხით გახლავთ დადასტურება? გრიგოლ ნეოკესარიელი იწყებს და განიზრახავს რა აი ამგვარი საქმის აღსრულებას, რომ ჩვენს წინაშე წარმოაჩინოს ის სასწავლებელი, სადაც ის სწავლობდა და ის პედაგოგი, რომელიც მის სწავლებას უწინამძღვრებდა, ვისგანაც უდიდესი სარგებელი მიიღო, ამგვარი აღწერილობის დატოვება შთამომავლობისათვის, თვით აღწერის წარმოება და შესრულება იმდენად აღმატებულ და მისთვის შეუძლებელ საქმედ ესახება, რომ მისივე სიტყვებით იგი ყოვლითურთ შეეცდებოდა ეს ღვაწლი თავიდან აეცილებინა. ასეთ სიმბოლოსაც გვთავაზობს გრიგოლ ნეოკესარიელი, რომ ის მხატვარი ვინც ფერთა ხელოვნება იცის და ამ ფერების შესაბამისი მასალაც ხელთ აქვს, რა თქმა უნდა, კეთილსახოვნად გამოსახავს და დახატავს იმას, რისი დახატვაც მას განზრახული აქვს. მაგრამ რა ჰქნას იმან, ვისაც მხოლოდ ნახშირი აქვს ხელთ, როგორ დახატოს, გამოხატოს და აჩვენოს ის ათასგვარი ფერადოვნება, რაც ამ ბუნებაში არსებობს. აი ამგვარი მხატვრის მდგომარეობაში ვარ მეო, ამბობს გრიგოლ ნეოკესარიელი, რადგან არანაირი სიტყვა-ხელოვნებითი განსწავლა არ მიმიღია, სიტყვიერად რაიმე მოვლენის აღწერა, გადმოცემა, მსმენელთათვის უწყება, მე არ შემიძლია და ეს ყოველივე ჩემთვის უაღრესად რთულია და ჩემს შესაძლებლობებეზე ბევრად აღმატებული. მხოლოდ ჩემს ხელთ არსებული ნახშირით თუ შემიძლია შორეული კონტური მოვხაზო იმისა, რის აღწერასაც მე შევეცდებიო. ე.ი. ჩემგან შეუძლებელია ეს საქმეო, - ამბობს გრიგოლ ნეოკესარიელი, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც იწყებს თავისი დასახული მიზნის განხორციელებას, იწყებს და გულმოდგინეობს იმას, რომ აღგვიწეროს ერთი მხრივ სწავლებითი პროცესი ხსენებულ სასწავლებელში და მეორე მხრივ თავისი პედაგოგის ღირსებანი. როგორც ავღნიშნეთ ხაზგასმით ამბობს, რომ მისთვის ეს შეუძლებელია და მის შესაძლებლობებზე ბევრად აღმატებული. მეორე მხრივ კი როგორც ვნახეთ მაინც შუდგა ის ამ საქმეს და შეასრულა კდიეც. გრიგოლი თვითონვე განგვიმარტავს, თუ რატომ ხდება, რომ იგი ამგვარ, მის შესაძლებლობებეზე ბევრად აღმატებულ საქმეს, შეეჭიდება და შეუდგება ამ საქმის განსრულებას. გრიგოლ ნეოკესარიელი ამბობს: “მართალია ეს საქმე ჩემთვის უაღრესად რთულია, ჩემს შესაძლებლობებზე ბევრად აღმატებული, მაგრამ იმდენი სიკეთე მივიღე ამ სასწავლებლისგან და ხსენებული სასწავლებლის წინამძღვრისგან, იმდენად მადლიერი ვარ მათი (ერთი მხრივ სასწავლებლისა და მეორე მხრივ პედაგოგისა), რომ ამ მადლიერების არ გამოხატვა უფრო დიდი და უფრო მძიმე შეცოდება და ცდომილება მგონია, ვიდრე ის, რომ საკუთარ შესაძლებლობებეზე ბევრად აღმატებული საქმის განხორციელებას ვეცადო. ისიც არ არის მართებული, რომ რაც ჩვენ არ შეგვიძლია იმის აღსრულებას შევეჭიდოთ, მაგრამ გაცილებით დიდი ცოდვა და დიდი ცდომილებაა, რომ მადლიერება, რაც ჩვენ გვაქვს ამა თუ იმ პიროვნებისადმი, აი ეს მადლიერება არ გამოვხატოთ, სხვა თუ არაფერი მადლიერების აღმნიშვნელი სიტყვა არ მივაწოდოთ იმ პიროვნებას, რომელმაც ესოდენი ღვაწლი გასწია ჩვენდამი და ამით უმადურები გამოვჩნდეთ. საშინელი რამ მგონია უმადურობა, საშინელი და ყოვლად საშინელი”. რა თქმა უნდა, ასეთი მკვეთრი ხაზგასმა ისეთი პიროვნებისგან, როგორიც გრიგოლ ნეოკესარიელია, თავის უაღრესად ღრმა საღვთისმეტყველო საფუძვლებს გულისხმობს. ქევანა ციტატა პ.ს. აფხაზ, სად გააქრე ის პოსტი? laugh.gif დევიდ კოპერფილდი? ეს ფორუმი ვერაა ცოტა. ამ დებულებაში ბევრი რამ გამოძახილია, გამოძახილია პირველ რიგში საკუთრივ ადამიანის დაცემისა, რაც სწორედ უმადურობის საფუძველზე მოხდა. მართლაც ადამიანის პირველდაცემა, პირველქმნილი ცოდვა, სწორედ უმადურობას ეფუძნება, რადგანაც ყოვლითურთი სიკეთე მიეგო ადამიანს, რაშიც მას არავითარი დამსახურება არ ჰქონდა. შექმნა რა ადამი და ევა ღმერთმა, ყველანაირი სიკეთით გამსჭვალა ისინი, პირველქმნილი ადამიანი ღვთის ხატებით იქნა დაჯილდოებული და მსგავსებით ღვთისა უკლებლივ ყველა სათნოებით შემკობილი, ღვთის ძეობილობა მას მიემადლა დასაბამშივე, დამკვიდრდა შვების ადგილას (სამოთხესა შინა შვებისასა), სადაც ყოვლითურთ განიშვებდა და განიხარებდა, კვლავ ავღნიშნავთ, არანაირი დამსახურების გამო. მიუხედავად ამისა ადამიანმა საკუთარი ნებით ამ უზენაეს, ყოვლისმცოდნე და ყოვლის მამა-შვილურად მსწავლელ მოძღვარს, თვითნებურად ზურგი აქცია და სხვა მოძღვარს დაუგდო ყური. აქ არაა საუბარი იმაზე ყური რომ დაუგდო, მთავარია ამის შემდეგ როგორ მოიქცა იგი. ადამიანს შეეძლო არ დაეჯერებინა გველის სიტყვები და არ ემოქმედა გველის სიტყვების შესაბამისად, მაგრამ ის უკვე მაინც დიდ ცდომილებაში იქნებოდა, იმიტომ, რომ ყური დაუგდო სხვა მოძღვარს, სხვა პიროვნებას, მისთვის სრულიად უცხოს, მისდამი არანაირი სიკეთის არ მბოძებელს, მაშინ როცა ყოვლადი სიკეთის მომნიჭებელს ზურგი აქცია და აქცია თვითნებურად, დაუკითხავად. აი ესაა განსაკუთრებული უმადურობა როდესაც ჩვენ ვინმე ყველანაირ სიკეთეს მოგვაგებს, აბსოლუტურად უშურველად და უსასყიდლოდ, მხოლოდ ჩვენი სიკეთის მოსურნეობით და ამ დროს მას ზურგს შევაქცევთ ურიდად, კადნიერად, ამპარტავნულად და ვიღაც სხვას მივაპყრობთ ჩვენს ყურთასმენას, სულიერსა თუ ხორციელს. ესაა მკვეთრი გამოხატულება უმადურობისა და ადამიანის დაცემა სწორედ უმადურობამ, მადლიერების დაშრეტამ, განაპირობა. ასევე ისმის, რა თქმა უნდა, გამოაძახილი კიდევ უფრო არქაული მოვლენისა, როდესაც ზეცით ანგელოზი დაეცა. ესეც მკვეთრი გამოახატულებაა უმადურობისა, რადგანაც შემოქმედისგან ყველა სიკეთე მიღებული ანგელოზი, დაწინაურებული, ყოვლად ბრწყინვალე, რომელსაც სინათლის მატარებელი ეწოდებოდა, ანუ ლუციფერი (ეს სახელი, რომელიც მას საკუთარ სახელად მაინც შერჩა და ეშმაკის აღმნიშვნელია, თავისი თავდაპირველი მნიშვნელობით სინათლის მატარებელს გულისხმობდა, დაცემული ანგელოზის პირველადი მდგომარეობის ამსახველია იყო, ისევე როგორც მისი ბერძნული შესატყვისი ეოსფოროსი, ანდა ფოსფოროსი, ან ძველი ქართული მთიები),Yყველა იმ სიკეთის, იმ განსაკუთრებული სიუხვით მადლის მონიჭების შესაბამისად, მადლიერების გამოხატვის ნაცვლად აუმხედრდა თავის მწყალობელს, განიკუთვნა რა თავისი თავისადმი ყველა ეს სიკეთე, განიკუთვნა იმგვარად, რომ თითქოს თავისეული იყო ეს ყოველივე და არა სხვისგან ბოძებული, არა ღვთისგან ბოძებული. მან არათუ მადლიერება გამოხატა ესოდენ სიკეთეთა გამო, მისდამი, ყოვლად კეთილისადმი და ერთადერთი კეთილისადმი (რადგანაც არავინაა კეთილი ღვთის გარდა), არამედ იამპარტავნა, იუკადრისა, რომ სხვისგან ქონოდა ბოძებული ეს ყოველივე. საკუთარი თავი წარმოაჩინა ღირსად ამ ყოველივესი და ამ ყოველივეს პატრონად, მეუნჯედ, რითაც ყოვლითურთ განიშორა მადლიერება, დაიშრიტა ანუ ჩაქრა მაში მადლიერება და სრული უმადურობა ანუ უმადურობითი სიბნელე დამკვიდრდა მასში, რაც არის იგივე მისი დაცემა. ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაშიც, როდესაც პირადი დაცემულობანი ხდება, უეჭველად ყველგან, ყველა შემთხვევაში სახეზეა უმადურობა, უმადურობა ღვთისადმი, უმადურობა ჩვენი კეთილის მყოფელებისადმი ამ ქვეყნად, უმადურობა თუნდაც საკუთარი თავის, ჩვენი პიროვნების, ღვთვბოძებული უბიწოებისადმი და შეურყვნელობისადმი, რაც ბავშვობიდან ღვთისგან გვაქვს მონიჭებული (როგორც ეს ეკლესიისგან დოგმატად არის აღიარებული, რომ ჩვილები არიან პიროვნულად ყოვლითურთ უზაკველნი, ყოვლითურთ შეურყვნელნი), რომ ჩვენ ამ საბოძვარსაც უმადურნი ვუხდებით, იმიტომ, რომ როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: გავიზრდებით რა (ძველ ქართულად “შეგვეძინება რა სიორძილე გუამისაი”) ჩვენზეა უკვე დამოკიდებული ბავშვურ უმანკოებას შევინარჩუნებთ თუ არა. უმრავლესობა, რა თქმა უნდა, შეგნებულად, თითქოს ერცხვინებოდეს, ამ უმანკოებას განერიდება, განეკრძალვის და ამჯობინებს, რომ უკეთურობაში იყოს ყოვლითურთ განფრდილი, ვიდრე იმ საბოძვარის კეთილად დამცველი და კეთილად დამმარხველი თავის თავში, რაც ბავშვურ, აბსოლუტურ უმანკოებას გულისხმობს, გარდა პირველ ცოდვისა. ე.ი. ყველაფრისადმი უმადურნი ვხდებით, როდესაც ვცოდავთ. აი ეს ყველაფერი ხმიანებს გრიგოლის ზემოთ მოტანილ სიტყვებში, რა სიტყვებიც მას პირველ რიგში საკუთარი თავისადმი აქვს ნათქვამი, რომ რაიმეთი ცოდვილი არ აღმოჩნდეს. უმადურობა გრიგოლს უფრო მძიმედ აღუჩნდება, ვიდრე მის შესაძლებლობებეზე ბევრად აღმატებული საქმის დაწყება და ამ საქმის განსრულება. ამიტომ ხდება, რომ იგი თუნდაც ამ სულიერი ნახშირით აღჭურვილი და სხვა არანაირი გამომსახველობითი შესაძლებლობების მქონე, არანაირი ფერთა ნაირგვარობის მფლობელი, მაინც იწყებს მისთვის უაღრესად რთულად აღსასრულებელი საქმის შესრულებას, რადგანაც აი ეს მეორე მხარე აშინებს, ესაა ის რაც ნესტარივით განეწონება მას და წინისკენ აქეზებს, კეთილი საქმის აღსრულებისკენ აქეზებს, რომ უმადური არ გამოჩნდეს, რადგანაც უმადურობა ყოვლად საშინელია. ასე რომ, რამდენადაც ძალუძს ადამიანს, თუნდაც რომ შეუსაბამო იყოს იმ სიკეთისადმი, რაც მას მიეგო, მაინც რამდენადაც ძალუძს აუცილებლად მადლიერება უნდა გამოხატოს და ესაა დადასტურება მისი კეთილშობილებისა, მის კვლავ ღვთის შვილობისა, რაც გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრებაში, არა მხოლოდ ამ მუხლით, არამედ მთელი მისი მოღვაწებით სრულიად ცხადად და აშკარად გამოვლენილა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
| მმკ |
May 29 2010, 11:15 PM
პოსტი
#32
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 27-May 10 წევრი № 8,912 |
afxazi
ციტატა ედიშერმა კი არ ამხილა, მე მგონი საბოლოოდ დაუკარგა კამათის სურვილი არქიმანდრიტ რაფაელსაც და არქიმანდრიტ ლაზარესაც. ...მაგალითისათვის, არქიმანდრიტ ლაზარესა და არქიმანდრიტ რაფაელს, რომლებსაც ასე ხშირად სწამებენ ცილს, უწოდებენ რა “შპიონებს”, “ისრაელის აგენტებს” თუ “რუსების მოგზავნილებს”, მრავალი სტატია და წიგნი აქვთ დაწერილი და გამოქვეყნებული. ეს წიგნები დიდი ტირაჟებით გამოიცემა საქართველოში, რუსეთსა და ბულგარეთშიც. ამ წიგნებთად დაკავშირებით ყოველი მხრიდან მოდის მართლმადიდებელთა გამოხმაურებები და ჯერ არავისგან გვსმენია, რომ ეკლესიის სწავლების საფუძველზე ვინმეს ავტორები ემხილებინოს რაიმე ერესში ან არაეკლესიურ სწავლებაში. ბუნებრივად ისმის კითხვა: კი მაგრამ, ეს როგორ იქნება? პიროვნებებზე ახვავებენ ცილისწამებებს და არავის უნდა, შეამოწმოს მათი მართებულობა - თუ რას ემყარება ეს ბრალდებები? არადა, ამაზე იოლი რა იქნება? დასახელებული პირები ხომ არა მალავენ თავიანთ მოსაზრებებს და, რამდენადაც ვიცით, მზად არიან თავიანთი მართლმადიდებლური შეხედულებები ხმამაღლა და დაუფარავად განაცხადონ? სასულიერო აკადემიის პატროლოგიის კათედრის გამგემ ე. ჭელიძემ არქიმანდრიტ რაფაელის ნაშრომებში თითქოს “იპოვა” ერთგვარი “ნესტორიანელობის ერესი” და მთელ საქართველოს მოჰფინა, მამა რაფაელი ერეტიკოსიაო, რაც სასულიერო აკადემიის გაზეთებშიც დიდი ტირაჟით დაიბეჭდა. მაშინვე ეს “ცნობა” რადიო “თავისუფლების ხმამ” მთელს მსოფლიოში გაავრცელა. არქიმანდრიტი რაფაელი წესით, თუ მართლა ერეტიკოსი იყო იერარქებს, საქმის გულდაგულ გამოძიებისა და მწვალებლობის დადასტურების შემდეგ, სასწრაფოდ უნდა განეკვეთათ ეკლესიიდან, განეკვეთათ მოძღვარი, რომელმაც გაბედა, რომ წერილობით ექადაგა ნესტორიანელობის ერესი. ისინი ვალდებულნი იყვნენ, დაებარებინათ ორივე მხარე და მოესმინათ როგორც ბრალმდებელისათვის, ისე ბრალდებულისათვის. ჩვენთვის ცნობილია, რომ მამა რაფაელმა მაშინვე წერილობით მიმართა აკადემიის რექტორს და შესთავაზა, იმავე აკადემიის გაზეთის ფურცლებიდან ეპასუხა ნებისმიერ ბრალდებაზე, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიუღია. გამოდის, რომ ბრალს სდებენ და თავისმართლების საშუალებას კი არ აძლევენ. ამ თემაზე დაწერილი მისი სტატიები ხელნაწერებად რჩებიან, ცილისწამება კი მორწმუნეთა გულებში ნავარდობს. არადა საკმარისი იყო გადაეშალათ მიტროპოლიტ მაკარის “დოგმატური ღვთისმეტყველების” სახელმძღვანელო, რომელიც აღიარებულია ეკლესიის მიერ და ენახათ მე-2 ტომის 139-ე თავი (გვ. 93-100), რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ე. ჭელიძის მიერ გაკრიტიკებულ არქიმანდრიტ რაფაელის სწავლება სინამდვილეში არის მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება. http://religia.ge/article2.html -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ ჩვენო სიწმინდით მშობელო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, ჩვენო სიქადულო-მართლმადიდებლობავ!" წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი |
| agmsarebeli |
May 30 2010, 12:58 AM
პოსტი
#33
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხელოვნურად გინდა ამ ადამაინების გადაკიდება. ედიშერის მომხრეების რეაქცია გასაგებია და შენიც უკვე გამოკვეთილია. ედიშერზე რომ მსჯელობ უარყოფით პლანში იქნებ თქვა რა გაქვს მის მიერ დაწერილი წაკითხული და მერე უწოდე ,,ერეტიკული" აზრის მატარებელი. ფაქტი დადე და არა ვიღაცის შეხედულება. თუ ფაქტი არ შეგიძლია, მაშინ გაჩუმდი, არ გაქვს უფლება აქა ლანძღვა გინება-ატეხო და ისიც ცილისმწამებლურად. ვთხოვ განყოფილების მოდერს, რომ შენგან მოითხოვოს ბოდიშის მოხდა ამ კაცის შეურაცხყოფისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში აგეკრძალოს ამ თემაში მასზე დაპოსტვა.
მმკ თუ მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირია მაშინ ყველაფერი ნათელია |
| მმკ |
May 30 2010, 12:29 PM
პოსტი
#34
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 27-May 10 წევრი № 8,912 |
agmsarebeli
ციტატა ფაქტი დადე და არა ვიღაცის შეხედულება. თუ ფაქტი არ შეგიძლია სწავლება ძველი აღთქმის წმინდანების, და ახალი აღთქმის - ავაზაკის და სიდონიას ნათლობის შესახებ რაც შეეხება ძველი აღთქმის მართალთ. როგორც ცნობილია ყველა მათგანი ნათლობის გარეშე აღესრულა ანუ პირველცოდვით დამძიმებულნი წავიდნენ ამქვეყნიდან, მაგრამ დღეს ისინი ცათა სასუფეველში მკვიდრობენ. ურყევი რჯულდებაა რომ სასუფეველში ვერ შეაღწევს ვერანაირი სახის ცოდვილი, მით უმეტეს პირველცოდვის მქონე. ამასთან ისიც ურყევია და შეუძრავი, რომ ყველა ჩვენთაგანში პირველცოდვის აღმომფხვრელია მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღება. მაშ, როგორღა მკვიდრობენ ცათა სასუფეველში ძველი აღთქმის მართალნი, პირველცოდვით აღსრულებულნი? ცხადია და ყოვლად უეჭველია, რომ მათგან პირველცოდვა უკვე აღხოცილია, მაგრამ აღმხოცელი ხომ მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღებაა? დიახ, ნათლისღებაა ერთადერთი აღმხოცელი პირველცოდვისა. შესაბამისად, თუ ძველი აღთქმის მართალთ ცათა სასუფევლის მკვიდრად ვრაცხავთ (და ეს უეჭველია) მაშ მათგან აღხოცილი ყოფილა პირველცოდვა, ხოლო რადგან პირვალცოდვის აღმხოცელი მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღებაა, უთუოდ და გარდაუვალად ისინიც ნათელღებულებად უნდა შევრაცხოთ (კვლავ ავღნიშნავთ, რომ ცათა სასუფეველში შესულთათვის მარადიულად ერთი გასაღებია-ნათლისღება. ეს გასაღები უნდა ეპყრას ხელთ ყოველ ადამიანს, ძველი აღთქმისა იქნება იგი თუ ახალი აღთქმისა, რადგან სასუფევლის ბჭენი სხვა საშუალებით არ გაიხსნება). მაგრამ როგორ შევრაცხოთ ისინი ნათელღებულებად, როდესაც უნათლავად და პირველცოდვით აღესრულნენ? ცხადია, მათზე მართლმადიდებლური ნათლისღების ხილული სახე არანაირად არ აღსრულებულა, რადგან ამგვარი რამ ყოვლად შეუძლებელი იყო (საუფლო განგებას ხსენებულ მართალთა ხორციელ სიცოცხლეში ეს ნათლობა საერთოდ არ ჰქონდა დაწესებული). სწორედ ამიტომ შეენდობათ მათ ამქვეყნიური უნათლავობა (ანუ ნათლობის ხილული სახის ვერმიმღებლობა) და ისინი ინათლებიან ჯოჯოხეთში, რაჟამს იქ მაცხოვარი ჩადის, მაგრამ ინათლებიან საკუთარი რწმენით და მაცხოვნებელი სულით და, ცხადია, არანაირად -წყლის პროცედურით, ანუ არანაირად-ნათლობის ხილული წესით, რაც, კვლავ ავღნიშნავთ, შენდობილია მათთვის და შენდობილია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აღნიშნულიხილული წესის შესრულება,როგორც ვთქვით, ყოვლად შეუძლებელი იყო (ჯოჯოხეთში წყლით ვერ მოინათლებოდნენ). ამრიგად, როდესაც ძველი აღთქმის მართლებს "უნათლავებს " ვუწოდებთ, ვუწოდებთ მარტოოდენ იმ აზრით, რომ მათზე არ აღსრულებულა ნათლობის ხილული წესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს ისინი საერთოდ უნათლავები ანუ პირველცოდვით შებორკილები დარჩნენ და სასუფეველშიც ასე უხილავად იმყოფებიან. პირიქით, მათ მიიღეს უფლისმიერი ნათლისღება, მაგრამ-ნათლისღება მხოლოდ სულით და საკუთარი რწმენით, და ეს, როგორც ავღნიშნეთ, შენდობილია მათთვის, რადგან ნათლობის ხილული წესის მათზე აღსრულება ამქვეყნიდანაც და ჯოჯოხეთშიც აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. იგივე ითქმის კეთილგონიერ ავაზაკთან დაკავშირებითაც, რომელსაც ჯვარზე არანაირი წყლის დასხმა, ცხადია, არ მიუღია მაცხოვრისგან, რადგან შეუძლებელი იყო ეს, მაგრამ იგი ნათელღებული (ანუ, რაც იგივეა, პირველცოდვისგან გათავისუფლებული) გახდა საკუთარი რწმენით და მაცხოვრისეული ცხოველსმყოფელი სულით (სულიწმინდით) , და არა მხოლოდ ნათელღებული გახდა, არამედ - სავსებით ჯოჯოხეთგარიდებულიც და დახშული სამოთხის პირველგამღებიც. ამასვე ვიტყვით უფლის კვართითურთ დაფლულ სიდონიასთან დაკავშირებით, რომელიც ცხადია, ცხონებაშია და რომლის ცხონებულობას თუმცა ჩვენი ოპონენტებიც აღიარებენ, მაგრამ მაინც ბორგნეულობენ, რადგან "ფრიად სჭირთ". მათი მოსაზრება ამგვარია:სიდონია თურმე აღესრულა სულიწმინდის მოფენამდე. ეს იმას ნიშნავს,რომ მის ძმას ელიოზს, რომელმაც მაცხოვრის კვართი მიიღო მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, უსწრაფესად, სულიწმინდის მოფენამდე ჩამოუბრძანებია იგი მცხეთაში და კვართის შემტკბობელი სიდონიაც ამ დღესასწაულამდე აღსრულებულა, რის გამოც ისიც, როგორც თვლიან ძველი აღთქმის მართლებთან ერთად ცხონებულა როგორც წევრი ძველი აღთქმის ეკლესიისა, რადგან ახალი აღთქმის ანუ ქრისტეს ეკლესია სულიწმინდის მოფენისას ფუძნდება. აღნიშნული მსჯელობა, ზემოგანხილული არაერთი ბრზნობის მსგავსად, უაღრესი უვიცობის ნაყოფია. მართალია, მაცხოვნებელი ეკლესია სულიწმინდის მოფენისას ფუძნდება, მაგრამ ძველი აღთქმის მართალთა აღმოყვანება ჯოჯოხეთიდან ამ დღეს კი არ ხდება, არამედ მაცხოვრის ჯვარცმიდან მესამე დღეს, მისი ძლევაშემოსილი აღდგომისას. სწორედ ამ დღეს ხდება ძველი აღთქმის მართალთა ცხონებაში შესვლა და ეს უდიადესი მოვლენა ერთგზისია. ცხადია, არავინ იტყვის, რომ ელიოზმა შაბათსვე ჩამოასვენა კვართი მცხეთაში და სიდონიაც შაბათსვე აღესრულა. მაშ, რამ აცხოვნა სიდონია, რით მოინათლა იგი? კვართის შემტკბობი ქალწული აცხოვნა და მონათლა მოწამეობრივმა აღსასრულმა, საკუთარმა რწმენამ და მაცხოვნებელმა სულმა, ხოლო ნათლობის ხილული სახის აღუსრულებლობა შეენდო მას, რადგან ამგვარი რამ ყოფითად, ფიზიკურად ყოვლად შეუძლებელი იყო (ვისგან მოინათლებოდა?) ედიშერ ჭელიძე. 1. ჯოჯოხეთში ნათლობაზე რომელიმე ღვთისმეტყველი საუბრობს და ამბობს რამეს? მე არ გამიგია, ეს მგონი რაღაც ახალია, ჯოჯოხეთში ნათლობა. 2. სიდონია მოწამეობრივად არ აღსრულებულა, არსად სწერია ამის თაობაზე. -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ ჩვენო სიწმინდით მშობელო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, ჩვენო სიქადულო-მართლმადიდებლობავ!" წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი |
| კანუდოსელი |
May 30 2010, 12:40 PM
პოსტი
#35
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ისე, კარელინისტ-აბაშიძისტებს ერთი არგუმენტი აქვთ ხოლმე ედიშერის წინააღმდეგ: თუ ჩვენ მწვალებლები ვართ, რატომ არ განგვკვეთს ეკლესიაო?
რახან პატრიარქი არ განგვკვეთსო, ე.ი. ედიშერი ცდებაო პ.ს. ისეთივე დასკვნაა, როგორიც ლოგიკა, ვერაფერს იტყვი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
| afxazi |
May 30 2010, 12:47 PM
პოსტი
#36
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
მმკ
ციტატა 1. ჯოჯოხეთში ნათლობაზე რომელიმე ღვთისმეტყველი საუბრობს და ამბობს რამეს? მე არ გამიგია, ეს მგონი რაღაც ახალია, ჯოჯოხეთში ნათლობა. არაფერი წაგიკითხავს კი მარა. ეს ედიშერის მოძღვრება კი არა საეკელსიო სწავლებაა. წაიკითხე წმინდა სოფრონ იერუსალიმელის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და სხათა უამრავი სწავლება იმის შესახებ, რომ მაცხოვარმა ნათლისღებისას ყველა ძველი აღთქმის მართალთ სცა ანთელი. ამ ბროშურის ლინკი ამ თემაშიც დევს და გაეცანი. თუმცა მე არ მაქვს სურვილი რაიმეს ახსნის. მე არ ვიცი ვინ ხარ და რა გამოძრავებს, მაგრამ რჩევას მოგცემ, რომ არ გინდა გამაღიზიანებელი პოსტები. მე არა მგონია ნადმვილად ამ კავშირის წევრი იყო, ვფიქრობ სპეციალურად ხსნი ასე ვთქვათ ოპოზიციურ თემებს. ამიტომ ყურადრებით იყავი და მოერიდე მსგავს ნაწერებს. თუმცა კავშირის წევრიც რომ იყო ამ შემთხვევაშიც მოერიდე გამაღიზიანებელ პოსტებს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
| კანუდოსელი |
May 30 2010, 12:52 PM
პოსტი
#37
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მე არა მგონია ნადმვილად ამ კავშირის წევრი იყო, ვაი... ეს უკვე მეორე სიგნალია მამმა მია...მოკლედ ვირტუალი დასაგმობია დოგმატურად -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
| მმკ |
May 30 2010, 01:19 PM
პოსტი
#38
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 27-May 10 წევრი № 8,912 |
afxazi
ციტატა წაიკითხე წმინდა სოფრონ იერუსალიმელის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და სხათა უამრავი სწავლება იმის შესახებ, რომ მაცხოვარმა ნათლისღებისას ყველა ძველი აღთქმის მართალთ სცა ანთელი. წამიკითხავს, მაგრამ არავინ სწერს რომ ჯოჯოხეთში მოინათლნენ. წმ. სიდონია მოწამეობრივად აღესრულა? არა. რატომ წერს ედიშერი მასზე როგორც მოწამეზე? -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ ჩვენო სიწმინდით მშობელო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, ჩვენო სიქადულო-მართლმადიდებლობავ!" წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი |
| agmsarebeli |
May 30 2010, 04:17 PM
პოსტი
#39
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
შე დალოცვილო მე თვითონ გადმოვწერე წმინდა სოფრონ იერუსალიმელის ეგ ქადაგება ხელნაწერიდან, სადაც წმინდა მამა ამბობს, რომ მაცხოვრის ნათლობით მოინათლა მთელი მოდგმა, ბუნება და ძველი აღთქმის მართლები ჯოჯოხეთში. ასე, რომ შენ თუ არ იცი, ნუ ამბობ ამას რომელი ღვთისმეტყველი ამბობსო. წაიკითხე ნათლისღების დღესასწაულის საკითხავები და ნახავ ვინ როგორ მოინათლა. გამახსენდა, ედიშერმა ერთ თქვენს წევრს მისცა წმინდა სოფრონის ქადაგების ბერძნული ტექსტი, ანუ ორიგინალი და შესთავაზა XIX საუკუნის წიგნში ენახა მართლა წერდა თუ არა წმინდა მამა ასეთ რამეს. და იცით რა გააკეთა მან(მმკ-მ)? უკან დაუბრუნა, პასუხით ეს წიგნი ჩვენ(ანუ მოძღვარითურთ) არაფერში გვჭირდებაო. ასე, რომ თვალები აახილე. თუ მაინც არ გაჩერდები ამ საკითხზე, გთავაზობ წავიდეთ ხელნაწერთა ინსტიტუტში ა ერთად ვნახოთ ისედაც ცხადი ჭეშმარიტება. იმედია მთაწმნდელთ თარგმანებს ენდობი. სიდონიაზე მოგვიანებით დავწერ, რომ რაე გაურკვევლობა არ დაგრჩეს. მე ისევ ვიმეორებ, ბოდიში გაქვს მოსახდელი.
ის უფრო დიდი უაზრობაა, რომ ძველი აღთქმის მართლები უნათლვად შეიყვანო სასუფეველში. ვითომ ღმერთი რამით იყოს შემოზღუდული და არ შეეძლოს ჯოჯოხეთშიც კი ნათელი სცეს მათ. |
| მმკ |
May 30 2010, 05:14 PM
პოსტი
#40
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 27-May 10 წევრი № 8,912 |
ციტატა სადაც წმინდა მამა ამბობს, რომ მაცხოვრის ნათლობით მოინათლა მთელი მოდგმა, ბუნება და ძველი აღთქმის მართლები ჯოჯოხეთში ეხლა შენი ნათქვამი და ედიშერის ერთი და იგივეა? შენ ამბობ რომ როცა მოინათლა ქრისტე მოინათლა ძველი აღთქმის მართლები ჯოჯოხეთშიო, ედიშერი ამბობს რომ მართალთა სულებზე ჯოჯოხეთში "ინათლებიან საკუთარი რწმენით და მაცხოვნებელი სულით"-ო, აბა ნახე ფსალმუნში რა წერია „რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიხსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთსა შინა აღგიაროს შენ“ (ფს. 6,6) -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ ჩვენო სიწმინდით მშობელო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, ჩვენო სიქადულო-მართლმადიდებლობავ!" წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th January 2026 - 03:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი