IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

40 გვერდი V « < 35 36 37 38 39 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმიდა მამათა გამონათქვამები მარხვის შესახებ
marine
პოსტი Jul 12 2024, 08:24 PM
პოსტი #721


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარხვა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა ქრისტიანული ღვაწლი, უნდა წარიმართოს უხმაუროდ, დაფარულად, ისე, რომ ჩვენმა მარჯვენამ არ იცოდეს, რას აკეთებს მარცხენა. იმიტომ რომ თუ ჩვენ თვითონ წარმოვაჩენთ ჩვენს კეთილ საქმეებს და მათზე ვილაპარაკებთ, ადამიანები შეგვაქებენ, მაგრამ ჩვენი საზღაური ამით დასრულდება, ამით შემოიფარგლება და ღმერთისგან ჯილდოს აღარ მივიღებთ"

/მეუფე შიო მუჯირი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 14 2024, 06:26 PM
პოსტი #722


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შეიყვარე მარხვა, ლოცვა, მოწყალება - ეს განგვიღებს ზეცას"

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 24 2024, 06:13 PM
პოსტი #723


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე როდესაც ვმარხულობდი, დემონი ჩემთან ბერის სახით მოვიდა; ხელში თითქოსდა პურები ეჭირა და შემდეგი რამ შემომთავაზა - შეწყვიტე შენი დიდი მარხვა და საკვები მიიღე, რადგან შენ ადამიანი ხარ და დასნეულების საფრთხე გემუქრება. მივუხვდი მას ცბიერებას და მაშინვე ლოცვაზე დავდექი. მან ეს ვერ აიტანა და გაქრა - კარში კვამლის სახით გაიარა"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2024, 06:43 PM
პოსტი #724


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იოანე ოქროპირი წერდა: "რაი სარგებელ არს მარხვაი, ოდეს გონებაი ყოველითავე უკეთურებითა სავსე იყოს, ოდეს სხუათა განიკითხვიდეთ და თქუენ დირე თუალთა შინა გეტვირთოს და ყოველსავე მაჩუენებლობით იქმოდით? რამეთუ პირველ ყოვლისა ჯერ არს, რაითა ზუაობისგან შორს-ჰყნით თავნი თქუენნი, რაითა მოიღოთ სიყუარული, სიმშვიდე, სიმდაბლე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2024, 01:12 PM
პოსტი #725


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმ. კასიანე რომაელი თავის სიტყვაში "განსჯისათვის" ამბობს: "ერთნაირად მავნეა ორივე უკიდურესობა: მეტისმეტი მარხვაცა და მუცელღორობაც, უზომო მღვიძარებაცა და ძილით გაძღომაც, და საერთოდ, ყოველგვარი გადაჭარბება. ისეთებიც მინახავს, ნაყროვანებამ რომ ვერაფერი დააკო და მეტისმეტმა მარხვამ კი დასცა". წმ. მამების ამგვარი მსჯელობი საფუძველზე გირჩევ, მიხედო კუჭის ავადმყოფობას. თევზის წვნიანიც ჭამე, რძეც დალიე და სხვაც ყველაფერი, რაც საჭიროა, ოღონდ ეს საშუალებები მიიღე, როგორც წამალი და არა როგორც რაღაც პირის ჩასატკბარუნებელი. "ვნებების მოკვლა გვისწავლია და არა ხორცის", უთხრა პიმენ დიდმა ერთ-ერთ ძმას, რომელმაც დაინახა, რომ ღმრთის ეს დიდი სათნომყოფელი ფეხს იბანდა. კურთხევა ღმრთისა იყოს შენზედა"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2024, 08:02 PM
პოსტი #726


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარიამ ეგვიპტელს სულ რამდენიმე მარცვალი და დილის ნამი ჰყოფნიდა სიცოცხლისათვის და უდაბნოს პაპანაქებისა თუ ყინვის გასაძლებად. სერაფიმე საროველი ბალახით იკვებებოდა და ყოველდღე მძიმე ფიზიკურ შრომას ეწეოდა. ისინი მადლით საზრდოობდნენ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2024, 11:37 AM
პოსტი #727


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჭეშმარიტი და სწორი მარხვა ყოველივე ბოროტებისგან თავშეკავებაა. ქრისტიანო, თუ გინდა, რომ მარხვამ სარგებლობა მოგიტანოს, მაშინ ხორციელ მარხვასთან ერთად სულიერადაც იმარხულე და იმარხულე ყოველთვის. როგორც შენს მუცელს უწესებ მარხვას, ასევე განუწესე მარხვა ბოროტ აზრებსა და ახირებებს"

/წმ. ტიხონ ზადონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2024, 04:57 PM
პოსტი #728


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც გემოთმოყვარეობა წარმოშობს ცოდვათა მრავალრიცხოვან ნაყარას, ასევე მარხვა ძირია ყველა სათნოებისა და დასაწყისია ღვთაებრივი მცნებებისა.

რამეთუ გულის შემუსვრილების გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტი სინანულის მიღწევა. ხოლო გულს შეუმსრავს და საკუთარი ცოდვების გამო წუხილს აიძულებს საკვებისა და ძილის შეზღუდვა, გრძნობათა შეკავება. ამიტომაც, როგორც ის სახარებისეული მდიდარი თავს ეუბნება: ჭამე და სუ და იხარებდ" და საწყალმა საკუთარი თავი მარადიული ცეცხლის ღირსად ჰყო, ასევე ჩვენც, ძმებო, პირიქით ვუბრძანოთ თავს მარხვა და თავშეკავება, მღვიძარება და თავის შეზღუდვა, დამდაბლება და შეჭირვება ჩვენი ცხონებისათვის"

/წმ. ტიხონ ზადონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2024, 07:15 PM
პოსტი #729


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თავშეკავება

"ზედმეტი საკცებისა და სასმელისგან თავშეკავვება, გაანსაკუთრებით, ზედმეტი ღვინის მოხმარებისგან. ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვების ზუსტად შესრულება. ხორცის ალაგმვა საკვების ზომიერი, გამუდმებული და ერთნაირი მიღებით, რისგანაც საერთოდ, ყველა ვნება იწყებს მოსუსტებას, განსაკუთრებით კი თავმოყვარეობა, რომელიც ხორცის, მუცლისა და მისი მოსვენების მდუმარე სიყვარულისგან შედგება"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 13 2024, 08:34 PM
პოსტი #730


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რამდენადაც თავშეუკავებლობა საზიანოა, იმდენად ანდა კიდევ უფრო მეტადაც საზიანოა უზომო მარხვა. სხეულის სისუსტე, რომელიც ცოტა ჭამისგან მოდის, ლოცვების საჭირო რაოდენობითა და საჭირო ძალით არსრულების საშუალებას არ იძლევა"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 13 2024, 08:34 PM
პოსტი #731


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რამდენადაც თავშეუკავებლობა საზიანოა, იმდენად ანდა კიდევ უფრო მეტადაც საზიანოა უზომო მარხვა. სხეულის სისუსტე, რომელიც ცოტა ჭამისგან მოდის, ლოცვების საჭირო რაოდენობითა და საჭირო ძალით აღსრულების საშუალებას არ იძლევა"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 21 2024, 03:03 PM
პოსტი #732


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[სქემარქიმანდრიტი ვიტალი სიდორენკო] სუფრიდან ყველაფერს ერთად იღებდა, თეფშზე ილაგებდა, ერთმანეთში ურევდა და ჭამდა. თან იღიმეობდა. ყველას ეუბნებოდა:

არანაირი საჭმელი არ მოიძულოთ. მას ღმერთი გვაძლევს. რა საუბარია: "ეს მარილიანია, ის უგემური? სიტყვა - უგემური - დაივიწყეთ. უფალს ყველაფრისთვის ჰმადლობდეთ". ამას საკუთარი მაგალითით გვიჩვენებდა და საერთოდაც, არაამქვეყნიური იყო"



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 4 2024, 08:30 PM
პოსტი #733


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა სერაფიმეს [საროველი] საკვებისადმი დამოკიდებულებაც ისეთივე ასკეტური იყო, როგორც სხვა ყველაფერი მის ყოველდღიურობაში. თავიდან მისი საკვები გამხმარი პური იყო, რომელიც მონასტრიდან მოჰქონდა კვირაში ერთხელ. ბოსტნეული საკუთარ ბოსტანში მოჰყავდა. შემდეგ კი მონასტრიდან პურის მოტანა შეწყვიტა, რათა სავანე არ შეეწუხებინა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 15 2024, 12:09 PM
პოსტი #734


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარხვა ლოცვასთან ერთად ღმერთთან აერთებს"

/სქემ-არქიმანდრიტი საბა (ოსტაპენკო)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 15 2024, 12:38 PM
პოსტი #735


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც სიმდაბლით და კეთილკრძალულებით თავს იკავებს ჭამა-სმისაგან, უარყოფს ამქვეყნიურობას, მას მიაქვს საჩუქრები სამ მეფესთან ერთად იესო ქრისტესთან"

/სქემ-არქიმანდრიტი საბა (ოსტაპენკო)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 15 2024, 08:46 PM
პოსტი #736


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც არ ეწინააღმდეგება წინასწარმეტყველებს და აკვდინებს თავის ხორცს (სხეულს), ის მარხულობს იესო ქრისტესთან ერთად"

/სქემ-არქიმანდრიტი საბა (ოსტაპენკო)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2024, 09:14 PM
პოსტი #737


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხორცის დათრგუნვით ოდნავ მაინც დავსჯი ჩემს თავს ხორცის ცოდვილი სურვილების დაკმაყოფილებისათვის! ხორცის დათრგუნვით საქმით ვაჩვენებ, რომ საკუთარ თავს ვურისხდები ჩემ მიერ ჩადენილი შეცოდებებისთვის, თავს განვიკითხავ, გულწრფელად მსურს და ვეძებ გამოსწორებას! შენ თვითონ, ჩემო ხორცო, მარხვით, მღვიძარებითა და ეკლესიაში დგომით შევიწროებულო, უშუამდგომელო საკუთარ თავსა და სულს უხვი შენდობისათვის"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2024, 05:27 PM
პოსტი #738


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარხვა ღვთის დადგენილებაა. პირველი მცნება, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას მისცა, მარხვის მცნებაა. იგი ჩვენთვის იყო საჭირო სამოთხეში, ჩვენს დაცემამდე, მით უფრო საჭიროა დაცემის შემდეგ. სამოთხეში მოცემული მარხვის მცნება სახარებაში მეორდება. აზრით ავმაღლდეთ მარხვის შესახებ ღვთის დადგენილებამდე და ამ დადგენილების ჭვრეტით, სული გავაცოცხლოთ მარხვის ღვაწლით.

მარხვის ღვაწლი მხოლოდ სხეულს არ განეკუთვნება. მარხვის ღვაწლი მხოლოდ სხეულისთვის არ არის სასარგებლო და საჭირო. იგი სასარგებლო და საჭიროა, უპირატესად, გონებისა და გულისთვის. "ეკრძალენით თავთა თქვენთა, ნუუკუე და მძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა". სოფლის მაცხოვარმა ამ სიტყვებით გაგვიმხილა განსაკუთრებული ყურადღების ღირსი შედეგი, რომელიც საჭმლისა და სამელის ზედმეტი მოხმარებისგან მოდის, საშინელი შედეგი, სულის დამღუპველი შედეგი"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2024, 08:03 PM
პოსტი #739


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარხვისთვის ჯილდო მზადდება ზეცაში, როცა მისთვის უცხოა თვალთმაქცობა და ამპარტავნება. მარხვა მოქმედებს, როცა მასთან შეერთებულია მეორე დიდი სათნოება - ლოცვა. და როგორ მოქმედებს? არამარტო ადამიანის სხეულში ლაგმავს ვნებებს, არამედ ბოროტ სულებთან ბრძოლას იწყებს და ამარცხებს მათ"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2024, 08:31 PM
პოსტი #740


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მარხვით ალაგმული სხეული ადამიანის სულს აძლევს თავისუფლებას, ძალას, სიფხიზლეს, სიწმინდეს, დახვეწილობას, მხოლოდ ასეთი განწყობით შეუძლია ჩვენს სულს წინაღუდგეს თავის უხილავ მტრებს"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

40 გვერდი V « < 35 36 37 38 39 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 03:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი