IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

93 გვერდი V « < 70 71 72 73 74 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ხალხური სიმღერა, სჯა-ბაასი და ჩანაწერები
salamura-tamta
პოსტი Apr 17 2008, 11:40 PM
პოსტი #1421


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 701
რეგისტრ.: 4-January 08
წევრი № 3,551




ციტატა
დიდი ხნის დადარაჯების შემდგომ, როგორც იქნა მოვუსმინე დიდი პაატას "ბინდისფერია სოფელი" ვითომდა რემიქს ,ეს მოხერხდა რადიო "არ დაიდარდოს დახმარებით". განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო "ლექსო აგმოთქომ"-ს დროს ერთი ტონით აწევის მომენტი. "დიდებული" ჩახვევები აქვს, მიკვირს რომ არავინ "ახვევინებს". მე პირადად მაგარი ვიცინე, მაგრამ ჩემთან მყოფი ადამიანები კი ბევრი იგინებოდა. და რატომ?


იმიტომ რომ ესეთ ანომალიურ რაღაცეებზე ყველას სხვადასხვანაირი რეაქციები აქვტ ხოლმე,ზოგი გინებას იცკებს ზოგი სიცილს ზოგიც ფრჩხილების ჭამას... biggrin.gif მე მაგალითად ჯერ შემეცოდა და მერე ცემა მომინდა მაგ ადამიანის... laugh.gif


--------------------
გაზაფხულდა ბუჩქის ძირას
ტაქსი დგას და შოფერს ძინავს! [url=http://smiles.33b.ru/smile.127320.html][img]http://s16.rimg.info/fdb94f042286817326dd849859e7bd47.gif[/img][/url]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 26 2008, 09:08 PM
პოსტი #1422


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა(tetete @ Apr 22 2007, 05:21 PM) *

ვეშაპო
გაიხარე რა ძალიან მინდოდა გვიმღერია_(3000წელზედ მეტი).ბევრიც ვეძებე მარა......... rolleyes.gif

ასეთი კარგი ხალხი სად იმალება? biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი May 6 2008, 11:06 PM
პოსტი #1423


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



მოდი ,ნახოთ ვენახი - ანჩისხატის გუნდი

მოდი ,ნახოთ ვენახი - სამტრედიის რკინიგზის კლუბის თვთმოქმედი ანსამბლი სერგო მუქერიას ხელმძღვანელობით - 1960-ანი წლები


ციტატა
გაიხარე რა ძალიან მინდოდა გვიმღერია_(3000წელზედ მეტი).ბევრიც ვეძებე მარა.........


გვიმღერია (3000 წელზედ მეტი) - ანჩისხატის გუნდი




--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rachuka
პოსტი May 15 2008, 08:13 PM
პოსტი #1424


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 12-May 08
წევრი № 4,801



ანჩისხატი - იმერული.

http://www.link.ge/file/40065/Anchisxati---Imeruli.mp3.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cash
პოსტი May 19 2008, 07:35 PM
პოსტი #1425


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 126
რეგისტრ.: 4-March 08
წევრი № 4,083



გამარჯობათ...
უკაცრავად და ვერ მეტყვით ამ ფერხულს რომელი გუნდი ასრულებს? smile.gif

http://bin.ge/file/169780/-naya-derevnya---Perhuli.mp3.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი May 22 2008, 02:18 PM
პოსტი #1426


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



cash
მაკვანეთის გუნდი გიგო ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cash
პოსტი May 25 2008, 11:03 AM
პოსტი #1427


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 126
რეგისტრ.: 4-March 08
წევრი № 4,083



ციტატა(Nanio @ May 22 2008, 02:18 PM) *

cash
მაკვანეთის გუნდი გიგო ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით



დიდად გმადლობ yes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი May 26 2008, 02:24 PM
პოსტი #1428


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



cash
ციტატა
დიდად გმადლობ

არაფრის a075.gif


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G A B O
პოსტი Jun 1 2008, 05:16 PM
პოსტი #1429


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 307
რეგისტრ.: 7-May 07
წევრი № 1,860



www.mrcamsi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯეგე
პოსტი Jun 5 2008, 02:33 PM
პოსტი #1430


ღორონთქ გოგიმორძგვან!
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 231
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: ორბიტა
წევრი № 970



დიდგორის თემაში იკითხეს სიმღერა "ძაბრალეს" შესახებ და....


ძაბრალე



ავ სულებზე მრავალი თქმულება და ლექსია შემორჩენილი მეგრულ ზეპირსიტყვიერებაში. ერთი ნაწილი ამ თემაზე შექმნილი ლექსებისა იმ აზრს გამოხატავს, რომ ავი, ბოროტი სული დღენიადაგ ტყე–ღრეში ცხოვორობს და მრავალის სახის მაცდურობით შეუძლია ავნოს ადამიანს. ასეთები არიან ოჩოკოჩები, ტყაშმაფები, ჭინკები და ა.შ.

არის ისეთი აზრიც, რომ ავი სულები თვით ადამიანთა შორის მოიპოვებიან. ისინი ცხოვრებისეულ თვისებათა გარდა გრძნეულური, ეშმაკისეული თვისებების მატარებელნი არიან. თავს ისე მოგაჩვენებენ, როგორც მათ სურთ. მაგალითად, წარმოგვიდგებიან უფრო კატის სახით და ღამღამობით მგლებზე მჯდომნი დათარეშობენ. ასეთი ბოროტებით სავსე ეშმაკეული თვისების მქონე არსება მაცდურებით მოქმედებს ადამიანთა მიმართ, გათვალავს მას და სხვა.

ტყის ავი სულის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ სასიმღერო–საცეკვაო ლექსში გამოხატული „ძაბრალე“, რომლისაც ახლო წარსულშიც ეშინოდათ. მისი ძირეული სახელწოდება ძ(ვ)აბრარე უნდა იყოს, რაც მეგრულად მუხანათს ნიშნავს. თავისი შინაარსით მას ლეგენდარულ ეპოქაში აქვს ფესვები გადგმული; ლექსი საფერხულო ცეკვის მისამღერებლად ყოფილა გამოყენებული და გამოხატავდა ალქაჯის სახით ტყიდან მოვარდნილი ძ(ვ)აბრას (მუხანათი და ბოროტი სულის) თავდასხმის მოლოდინში მის წინააღმდეგ შურისგებით ამოქმედებული ადამიანის საბრძოლო განწყობილებას. დროთა განმავლობაში, მეცნიერების განვითარებასთან ერთად, ლეგენდარულ წარმოდგენებსაც გამოეცალათ შინაარსი და ძ(ვ)აბრარე სახელმაც ფორმა ძაბრალე მიიღო, ხოლო მუხანათის, ავსულის წინააღმდეგ მებრძოლმა გმირმა მასხარას მნიშვნელობა მოიპოვა. ძ(ვ)აბრარეს წაბაძვით, მის პარალელურად, გაჩნდა სახუმარო–საცეკვაო ლექსის ვარიანტები, რომლებიც გუნდური ცეკვის მაგივრად სოლოთი სრულდება. ამ სახით წარმოიქმნა „ჯანსულო“. „ჯანსულოს“ ახლანდელი ტექსტის ავტორ–მთქმელებად იონა და ბართლომე სართანიები ითვლებიან, ხოლო ცეკვის ახალი რეპერტუარის შემქმნელად და მის პირველ შემსრულებლად დ. კიტიას აღიარებენ. ამჟამად ეს ორი სიმღერა „ძაბრალე (ძ(ვ)აბრარე)“ და „ჯანსულო“ ერთმანეთის პარალელურად არსებობს. მეორე პირველის წაბაძვით შექმნილა, მაგრამ მასაც აქვს რაღაც თავისი პირველწყარო.

პავლე და ბეგლარ აკობიების მიერ შექმნილი ძ(ვ)აბრარე – ძაბრალე კეთილი სულის სადიდებლად შექმნილ ლექსადაა მიჩნეული, რაც სინამდვილეს მოკლებულია, ვინაიდან სხვადასხვა მხარეში (ოქუმში, აბაშაში და ზუგდიდში) ჩაწერილი ვარიანტები თავისი შინაარსით ავი სულის წინააღმდეგ ბრძოლის ტენდენციების მატარებელია, რაც უშუალოდ გამოსახულია თვით ლექსში. აგერ ფრაგმენტიც:

„ჰაი ძაბრა სქანი ღურა
სი მაზაკვალ ჩვინდი ლულა
ჰე ბოშეფი სო რე მუურს
ცანცალქ გემიოლუ გურს
ქჷმმეხვარით არძაქ ვარა
ვორწყექ მუჭო ობჭკუმუნს“

ჰაი, ძ(ვ)აბრა, შენი სიკვდილი,
შე მზაკვარო, ცხვირ მოღრეცილო!
ეჰე, ბიჭებო, ეგერ მოდის!
კანკალი ამივარდა გულის!
მომეშველეთ ყველა თორემ,
ვხედავ როგორ შემჭამს!



ამ სტრიქონებიდან აშკარად იგრძნობა ძ(ვ)აბრას მიმართ სიძულვილისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის განწყობა. კარგი იქნება თუ ხალხური სიმღერის გადაკეთებას არ მიმართავენ ცალკეული პირები, რომლებიც საკუთარი ფანტაზიით ქმნიან ლექსის პირვანდელი შინაარსისაგან დაშორებულ გადმოცემებს,რაც ჭეშმარიტად ხალხური შემოქმედების სიწმინდეს ზიანს აყენებს.

ძ(ვ)აბრაზე შექმნილ ლექს–სიმღერების წყებას განეკუთვნებიან: თქმულებები ოჩოკოჩზე, ტყაშმაფაზე, ჭინკებზე, მაზაკვალებზე და ა.შ.

სხვათა შორის, ოჩოკოჩი „ვაცკაცადაა“ გაგებული. სინამდვილეში კი მეგრულში „ოჩე“ დიდს, ვეებას ნიშნავს. ოჩეშ ხვე დო ხვარიელი – დიდი ყანის ხვავი და ბარაქა მოგცემოდესო. ქართულში ოჩოფეხა დღეს დიდ, გრძელ და უშნოფეხებას ნიშნავს და მას ხისგან გამოთლილ, ტბორებსა და ტალახებში სასიარულო საშუალებასაც ეძახიან.

კალისტრატე სამუშია,
ქართული ხალხური პოეზიის საკითხები,
მეგრული ნიმუშები,
1979წ. თბილისი.




მიმაგრებული ფაილი  Zabrale.pdf ( 26.84კილობიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 2949


--------------------
მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა
დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ
უჩა ზღვაში ქვარა!
-------------------------------------
ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა,
ვამიწუა ანწი ვარი,
გემიჸუნწი ოჯალეში,
დომიხვამი ჸუდე–კარი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jun 5 2008, 04:56 PM
პოსტი #1431


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ჯეგე

დიდი მადლობა ასეთი დეტალური ინფოსათვის smile.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jun 7 2008, 08:40 PM
პოსტი #1432


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805





დათ, მემგონი აკადემიური ანსამბლისგან იმით განვსხვავდებით რომ ყველანი ვცდილობთ მაქსიმალურად დავიყვანოთ ჩვენი შემოქმედება ტრადიციულამდე და გლეხურამდე. შენ თუ მართლა ეგრე ფიქრობ რაც დაწერე გამოდის რომ ყველა კუთხის სიმღერას ერთნაირად ასრულებ და არც მღერის მანერას განასხვავებ და არც არაფერს. ძალიან გამიკვირდა.



--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jun 7 2008, 09:02 PM
პოსტი #1433


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



tamta-tamta-ს მოსაზრების ციტირება

,,ხალხური სიმრერის საკონცერტო ვარიანტებს ნამდვილად აქვთ ტონალობა. ტონალობის გარეშე შეგიძლია ყანაში იმღერო და არც არავინ განგიკითხავს"



tamta-tamta

პირველ რიგში კომენტარი მინდა გავაკეთო ხალხური სიმღერის ,,ტონალობაზე". არ ვიცი როგორ სწავლობდით და რას სწავლობდით, მაგრამ ტრადიციულ ხალხურ სიმღერას რომ ტონალობა არ აქვს ეს ყველა რიგითმა მცოდნემ იცის. არ მახსენდება სპეციალისტი კონსერვატორიაში, რომელიც თვლიდა (იმედია ახლა მაინც არავინ თვლის ეგრე), რომ თუნდაც უბრალოდ სცენაზე შესრულებისას ხალხურ სიმღერას ტონალობა აქვს. თუმცა მახსენდება კუკური ჭოხონელიძის ძალზედ სერიოზული ნაშრომი კილოსთან და ხალხურ სიმღერაში ზოგადად კილოს საკითხის შესახებ. ჩემი აზრით კილოს და ტონალობის ცნების განსაზღვრა არ უნდა იყოს რთული. ცხადია ,,შავნაბადა" ვერ იმღერებს ყველა სიმღერას შესაბამის კილოში, რაშიც მას ადგილობრივი გლეხები ასრულებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ დათო ადრინდელზე ბევრად უკეAთ ასრულებს სვანურ სიმღერას მისთვის სახასიათო მღFერის მანერითა და შესაბამისად კილოთი, ვიდრე ამას ადრე შეძლებდა სანამ უშუალო შეხება არ ექნებოდა სვანეთთან და იქაურ მომღერლებთან. ვგონებ გინდოდათ გეთქვათ ტემპერირებულ წყობაში უფრო მღერიან სცენაზე ვიდრე კილოშიო, ტონალობას პრინციპულად ვერ დააქრმევ, ვინაიდან ტონალობა მთელოი სისტემაა ფუნქციონალური და თუ ხალხური სიმღერის ელემენტარულად ჰანგს მაინც შეინარჩუნებ როგორც არ უნდა იმღერო ვერ მოხვდები ტონალობაში, ვინაიდან ტონალობა ტონიკის, სუბდომინანტისა და დომინანტის არსებობას გულისხმობს, და მთელი აკორდიკის ფუნქციონალურ დაქვემდებარებას ტონიკაზე. ამრიგად, თუ ტემპერირებულად მღერას გულისხმობთ, ჩემი აზრით სერიოზული შეურაწყოფა მიაყენეთ დათოს. ტემპერირებულ წყობაში აკადემიური ტიპის ანსამბლები მღერიან, რაც დაშორებულია ტრადიციულ მღერასთან, თუმცა მათაც თავისი ადგილი და მნიშვნელობა აქვთ. დათოსთვის კი ვგონებ ვერაფერი შეფასებაა, როცა ბიჭი ზრუნავს ხალხური სიმღერის ტრადიციული ვარიანტების შესრულებასა და ტრადიციული ფორმებით შესრულებაზე.

ზემოთწერილის შემდეგ გთხოვთ ნუ აღმიქვავთ ,,ოპოზიციად", და ნურც იმის უფლებას მისცემთ თავს რომ რომელიმე ადამიანის მოწინააღმდეგე ძალად შემრაცხოთ, მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენი შეხედულებები არ გავიზიარე ,,ტონალობასთან" დაკავშირებით.


რაც შეეხება ტონალობას და კილოს სიამოვნებით გავნაგრძობ თქვენთან პოლემიკას.


პატივისცემით


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tsintsa
პოსტი Jun 8 2008, 05:55 PM
პოსტი #1434


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 13-June 07
წევრი № 2,179



N. R.

smile.gif
აქ იმ ტონალომაზეა საუბარი საიდანაც ორიენტაციას იღებ სიმღერის დაწყების წინ როდესაც სცენაზე ღელავ, თითოეულმა ინდივიდმა თავისთვის მოსახერხებელ დიაპაზონში იმღეროს.

მე არ მესმის რას ქვია გლეხური ნამღერი სცენაზე 3 წლის ნამუშევარის მიერ და რა ვქნა... შეიძლება შესრულდეს ფოკლორული სიმღა იმავე ხაიათში მაგრამ მშიერი გლეხივით დაქანცული ხმით არ ვიმღერებ რახან ის ისე მღერის ან არ შევეცდები უკბილო მოხუცს ენის ჩლიფინში მივბაძო.

რაც შეეხება ჩემს მიერ ნათქვამს რომ ზოგის კრიტიკა ასეთი იყო და ზოგის ისეთი ეს ბუნებრივია და არვის არ უნდა ეწყინოს რომ ყველას ნათქვამ აზრს არ გავითვალისწინებ ისევე როგორც ყველას სხვა და სხა პრეტენზია აქვს ასევე მე რაღაცეებს მივიღებ და რაღაცეებს ვერა თუმცა მადლობას ყოველთვის გულით ვეტყვი ყველას


--------------------
8-9 დეკემბერს სვანეთის საღამო გაიმართება. 8 ოქტომბერს სვანურ მუსიკალურ ფოლკლორს წარმოგვიდგენს სოფ. ლატალის გუნდი, კონცერტი გაიმართება უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში. 9 ოქტომბერს ფოტო-ხელნაწერი და სხვა დოკუმენტური მასალის გამოფენა იქნება სამების ახალგაზრდულ ცენტრში .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jun 9 2008, 12:23 AM
პოსტი #1435


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(tsintsa @ Jun 8 2008, 05:55 PM) *

N. R.

smile.gif
აქ იმ ტონალომაზეა საუბარი საიდანაც ორიენტაციას იღებ სიმღერის დაწყების წინ როდესაც სცენაზე ღელავ, თითოეულმა ინდივიდმა თავისთვის მოსახერხებელ დიაპაზონში იმღეროს.




მაპატიე დათო, მაგრამ ხალხურ სიმღერასთან დაკავშირებით ,,ტონალობის" ტერმინის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში აბსურდულია, და განვმარტე კიდეც რატომ. თუ სხვა რამის თქმა გინდათ შეგიძლიათ დააკონკრეტოთ. აშკარად ურევთ ტერმინებს. სიმღერის დაწყების წინ ,,ტონალობის" აღება არ ხდება, არასწორი მნიშვნელობით ხმარობ ტერმინს. რაც შეეხება ღელვას და კამერტონის აუცილებლობას, ცხადია მართალი ხარ და ამაში გეთანხმები.

ციტატა(tsintsa @ Jun 8 2008, 05:55 PM) *

N. R.



მე არ მესმის რას ქვია გლეხური ნამღერი სცენაზე 3 წლის ნამუშევარის მიერ და რა ვქნა... შეიძლება შესრულდეს ფოკლორული სიმღა იმავე ხაიათში მაგრამ მშიერი გლეხივით დაქანცული ხმით არ ვიმღერებ რახან ის ისე მღერის ან არ შევეცდები უკბილო მოხუცს ენის ჩლიფინში მივბაძო.



ცხადია მაგას არავინ გთხოვს რომ გლეხივით ,,იჩლიფინო", თუმცა ასე ვერ მოვიხსენიებდი მათ ნამღერს. აქ იმაზეა საუბარი, რომ ჩვენი ორიენტაცია გლახურისკენ, ნამდვილი ფოლკლორისკენ მიდის, და ეს ცალსახა მიმართულებაა თუნდაც შენი ანსამბლის, მე ასე ვიცოდი. მეორეა რომ არ გახდები ვიღაცის კოპიო, თუნდაც გლეხის, მაგრამ მაინც ხომ ეს მიმართულება გვაქვს?


მოკლედ როცა გნახავ მაშინ გავნაგრძოთ ამ საკითხებზე საუბარი. უხერხულია მეგობართან ამ ფორმით, ფორუმებით საუბარი, მითუმეტეს კამათი. თუმცა ჩემი აზრით ამაშიც არაფერია ცუდი რომ განსხვავებული აზრი გვქონდეს smile.gif


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tsintsa
პოსტი Jun 9 2008, 10:43 AM
პოსტი #1436


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 13-June 07
წევრი № 2,179



N. R.

"ჩლიფინი" არც უზრდელობას ნიშნავს და არც შეურაცყოფაა და კამერტონზე სიმღერის დაწყების წინ ბგერის მიცემას ტონის მიცემაც ქვია smile.gif
და ტონალობა კიდე სულ სხვა მცნებაა, მე საუბარი მაქ ტონის მიცემაზე რაც შემდგომ საღვრავ ყველა სიმღერის ტონალობას და ხალხურში შეძლებისდაგვარად, მაგალითად ძირითადად თუ ნოტებზე გადაიტან მიქსოლიდიურ და ეოლიურ კილოში ან კიდევ სხვა და სხვა მონაცვლეობა ხდება smile.gif


--------------------
8-9 დეკემბერს სვანეთის საღამო გაიმართება. 8 ოქტომბერს სვანურ მუსიკალურ ფოლკლორს წარმოგვიდგენს სოფ. ლატალის გუნდი, კონცერტი გაიმართება უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში. 9 ოქტომბერს ფოტო-ხელნაწერი და სხვა დოკუმენტური მასალის გამოფენა იქნება სამების ახალგაზრდულ ცენტრში .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jun 9 2008, 02:46 PM
პოსტი #1437


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



tsintsa


სადმე მიწერია რომ ან უზრდელობაა ან შეურაწყოფა-მეთქი? გარკვევით მიწერია რომ ეგრე არ მოვიხსენებდი-თქო. ძალიან ცუდია როცა სულ სხვანაირად გებულობს ადამიანი ნაწერს. უბრალოდ აღვნიშნავ რომ ეგ ტერმინი არ მომწონს, როცა მაგ ტერმინს ხმარობენ რაღაც არ მსიამოვნებს და ვსიო, მეტი არაფერი.


სიმღერის დაწყებისას რომ ბგერის არა, ხმის მიცემას რომ ტონის მიცემასაც უწოდებენ ეგ მეც კარგად ვიცი. მაგრამ ამ შემთხვევაში რა შუაში იყო? სად ,,ტონი" და სად ,,ტონალობა", ხომ სხვადასხვაა (როგორც თავად აღნიშნე).

ისევ იგივეს იმეორებ. ,,ხალხური სიმღერის ტონალობა" - არ არსებობს ეგეთი ცნება. არასწორად ხმარობ მაგ ტერმინს. ტონალობა და კილო ფუნქციონალური სისტემებია. თავი რომ გაიგიჟო თუ რომელიმე ხალხური სიმღერის მღერა გინდა ტონალობაში ვერ იმღერებ, იმიტომ რომ ტონალობა ფუნქციონალურ სისტემას გულისხმობს და მეტს არაფერს, კილოში კი ყველა შემთხვევაში იქნები, თუნდაც ტემპერირებულად იმღერო, იმიტომ რომ ბანის საფეხურების მიმართება საყრდენ ტონთან შენარჩუნებული გაქვს, ანუ ჰანგს ხომ არაფერს უშვები. ტონალობაში იმღერება ქალაქური სიმღერები, ქუთაისური და გურული.


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jun 9 2008, 02:57 PM
პოსტი #1438


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



tsintsa


და კიდევ ერთი, შენ და tamta-tamta აშკარად სხვადასხვა რამეზე გაქვთ საუბარი.


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tsintsa
პოსტი Jun 9 2008, 03:40 PM
პოსტი #1439


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 13-June 07
წევრი № 2,179



N. R.

შენ არ მოგწონს სიტყვა ჩლიფინი და სხვა სინონიმი თუ გინდა შემაშველე smile.gif

ტონის მიცემაზეა აქ საუბარი და არა მთელი მელოდიის სტრუქტურაზე და მის მელოდიურ მდებარეობაზე. და ტონის მიცემა რატო არის უცხო არ ვიცი მუსიკოსებისთვის.

რაც შეეხება ხალხურ კილოს ყველა სიმღერას აქვს თვისი ტონალობა და მდებარეობა თუნდაც იმ კილოში ნამღერს.

თუ სიმღერა იწყება გარკველუი სიმღლიდან და მთლიან მელოდიაში არსებულ ყველაზე მაღალ ბგერას ან დაბალ ბგერას აქვს გარკვეული სიმაღლე მაშინ თუ სიმღერის დაწყების სიმაღლეს შევცვლით მთელი მელოდიის მდგომარეობა შეიცვლება smile.gif ამიტომ ხმარობენ კამერტონს რომ ისეთ მელოდიურ მდებარეობაში იმღერონ სადაც უფრო ტავისუფლად იგრძნობენ თავს რა არის ამაში გაურკვეველი ხალხნო მუსიკოსები არ ხართ?


--------------------
8-9 დეკემბერს სვანეთის საღამო გაიმართება. 8 ოქტომბერს სვანურ მუსიკალურ ფოლკლორს წარმოგვიდგენს სოფ. ლატალის გუნდი, კონცერტი გაიმართება უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში. 9 ოქტომბერს ფოტო-ხელნაწერი და სხვა დოკუმენტური მასალის გამოფენა იქნება სამების ახალგაზრდულ ცენტრში .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jun 9 2008, 04:01 PM
პოსტი #1440


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(tsintsa @ Jun 9 2008, 03:40 PM) *

N. R.

შენ არ მოგწონს სიტყვა ჩლიფინი და სხვა სინონიმი თუ გინდა შემაშველე smile.gif

ტონის მიცემაზეა აქ საუბარი და არა მთელი მელოდიის სტრუქტურაზე და მის მელოდიურ მდებარეობაზე. და ტონის მიცემა რატო არის უცხო არ ვიცი მუსიკოსებისთვის.

რაც შეეხება ხალხურ კილოს ყველა სიმღერას აქვს თვისი ტონალობა და მდებარეობა თუნდაც იმ კილოში ნამღერს.

თუ სიმღერა იწყება გარკველუი სიმღლიდან და მთლიან მელოდიაში არსებულ ყველაზე მაღალ ბგერას ან დაბალ ბგერას აქვს გარკვეული სიმაღლე მაშინ თუ სიმღერის დაწყების სიმაღლეს შევცვლით მთელი მელოდიის მდგომარეობა შეიცვლება smile.gif ამიტომ ხმარობენ კამერტონს რომ ისეთ მელოდიურ მდებარეობაში იმღერონ სადაც უფრო ტავისუფლად იგრძნობენ თავს რა არის ამაში გაურკვეველი ხალხნო მუსიკოსები არ ხართ?



შენ არ კითხულობ ჩვენს ნაწერებს და არ გასხოვს ვის რა აზრი აქვს? სისულელედ მიმაჩნია აზრი რომ კამერტონის გამოყენება არ შეიძლება ხალხურ მუსიკაში biggrin.gif ან რა შუაშია აქ კამერტონი და ტონის აღება?


მე მხოლოდ ერთს გეუბნები ცალსახად, რომ ,,ყველა სიმღერას აქვს თვისი ტონალობა" ეს არასწორი დეფინიციაა ტერმინის. ტონალობა მხოლოდ სისტემას გულისხმობს. და შენ რამდენადაც ვხვდები საუბარი რეგისტრზე გაქვს? biggrin.gif გეხვეწები დაფიქრდი რააა biggrin.gif

პ.ს. მუხუცებს თავისებური გამოთქმა აქვთ, ასაკის თუ ფიზიკური შესაძლებლობების შესაბამისად (ვგულისხმობ რომ ზოგიერთი მომღერალი უკბილობის გამო სხვანაირ ბგერებს გამოსცემს) ____ ასე ვიტყოდი biggrin.gif:D:D


ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ცოტაც გავიცინოთ biggrin.gif


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

93 გვერდი V « < 70 71 72 73 74 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 07:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი