IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

93 გვერდი V « < 74 75 76 77 78 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ხალხური სიმღერა, სჯა-ბაასი და ჩანაწერები
Nanio
პოსტი Jun 14 2008, 07:46 PM
პოსტი #1501


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ვეშაპო
ციტატა
ბერძნების წყობა ცოტა უფრო მდიდარია

რა თქმა უნდა იქ თუ მიქსოლიდიური, ფრიგიული, ეოლიური, მიქსოლიდიური და ა.შ კილოები იყო და საქართველოში ერთი კილო მაშინ ჩვენზე მდიდარი ყოფილა.

კი მაგრამ აღმოსავლეთის მთიანეთში განსხვავებული წყობა რომ გვხვდება?


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 14 2008, 07:56 PM
პოსტი #1502


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Nanio
ციტატა
რა თქმა უნდა იქ თუ მიქსოლიდიური, ფრიგიული, ეოლიური, მიქსოლიდიური და ა.შ კილოები იყო და საქართველოში ერთი კილო მაშინ ჩვენზე მდიდარი ყოფილა.

ერიჰაა!
ამდენი ხანი ვლაყბობ და შენ თურმე კილოს გულისხმობ. IPB-ს სურათი

მოდი აგიხსნი.
კილო არის ტონალობის ვარიანტი.
ანუ ბახის ესა და ეს ნაწარმოები ჟღერს დო მაჟორში, ხოლო ქრისტე აღსდგა მიქსოლიდიურ კილოში.

ქართველებს იგივე კილოები გვაქვს, რაც ბერძნებს და კიდევ უფრო მეტი, ფშაური სამნაირი კილოს ხარჯზე.
ამ მხრივ ნამდვილად ბერძნებზე მდიდრები ვართ.

ეხლა გეტყვი წყობაში რა იგულისხმება.

ვთქვათ გვაქვს სოლ მიქსოლიდიური კილო, რომელში შემავალი ბგერებიც არის:
სოლ, ლა, სი, დო, რე, მი, ფა

ქართულ წყობაში სი არის ოდნავ დაბალი, დო ოდნავ მაღალი, მი ისევ ოდნავ დაბალი და ფა ისევ მაღალი.

ანუ კილო ისევ მიქსოლიდიურია, მაგრამ პიანინოზე დაკრულისაგან განსხვავდება თავისი ჟღერადობით.

ხოლო, ჩვენ თუ ერთი გვაქვს მიქსოლიდიური კილო, ბერძნებს უფრო მეტი აქვთ და ა.შ.

ციტატა
კი მაგრამ აღმოსავლეთის მთიანეთში განსხვავებული წყობა რომ გვხვდება?

აღმოსავლეთ საქართველოში (ძირითადად მთაში) განსხვავებული კილოები გვხვდება და მას ფშაური კილო ეწოდება, რომელიც სამნაირია.
ერთერთ მათგანში გადიდებული სეკუნდა გვხვდება და შესაბამისად მაგ შემთხვევაში წყობაც იცვლება მხოლოდ განსხვავებული ნოტებისთვის.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Jun 14 2008, 08:05 PM
პოსტი #1503


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ციტატა
ვთქვათ გვაქვს სოლ მიქსოლიდიური კილო, რომელში შემავალი ბგერებიც არის:სოლ, ლა, სი, დო, რე, მი, ფაქართულ წყობაში სი არის ოდნავ დაბალი, დო ოდნავ მაღალი, მი ისევ ოდნავ დაბალი და ფა ისევ მაღალი.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ დაუშვათ არტემის ჩანაწერით იხელმძღვანელე, როგორ უნდა მიხვდე რომელი ბგერაა სი და რომელი ბგერაა დო?
ან ქორიძის ნოტში როგორ უნდა მიხვდე რომელ ტონალობაშია ჩაწერილი?
ეს ხომ პირობითია ყველაფერი?


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 14 2008, 08:08 PM
პოსტი #1504


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Nanio
ციტატა
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ დაუშვათ არტემის ჩანაწერით იხელმძღვანელე, როგორ უნდა მიხვდე რომელი ბგერაა სი და რომელი ბგერაა დო?

IPB-ს სურათი

მეკაიფები თუ მართლა მეკითხები?

ვთქვათ არტემი იწყებს წმინდა ნინოს ტროპარს რაღაც ბგერიდან.
შენ მიხვალ პიანინოსთან და ნახავ, რომ ეს ბგერა ემთხვევა ნოტა "ლა"-ს (სიტყვაზე). IPB-ს სურათი

შემდგომ უკვე კილოს გარკვევა ადვილია, ხოლო მახვილი სმენისთვის ისიც ადვილი აღსაქმელია, ამ კილოში რომელი ბგერაა ოდნავ მაღალი და რომელი ოდნავ დაბალი.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Jun 14 2008, 08:10 PM
პოსტი #1505


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ვეშაპო
ციტატა
ნ ქორიძის ნოტში როგორ უნდა მიხვდე რომელ ტონალობაშია ჩაწერილი?

აქ როგორ ხდება?


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 14 2008, 08:21 PM
პოსტი #1506


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Nanio
ციტატა
აქ როგორ ხდება?

I ხმა კანონიკურია.
რასაც არტემი ამბობს I ხმაში, ის არის ქორიძეშიც.
ხოლო, თუ I ხმა იცი, კილოც იცი.
კახური საგალობლებიდანაც შეიძლება გამოიყვანო ქორიძის საგალობლების კილო-ტონალობები.
ასევე არის საგალობლები, რომელიც ტყიბულის რაიონის ერთერთ სოფელშია ჩაწერილი (ზუსტად არ მახსოვს რომელში), ფოლკლორის კათედრაზე ინახება.

ასევე გამოცდილებითა და ცოდნით შეიძლება ლოგიკურად ამოხსნა საგალობლის კილო, მაგალითად ნახო კადანსები (მუხლების დამთავრების ადგილები).


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zedazneli
პოსტი Jun 15 2008, 07:42 PM
პოსტი #1507


ilia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 315
რეგისტრ.: 3-March 08
მდებარ.: Rustavi
წევრი № 4,070



ინტ. მქონდა გამორთული და აქ თურმე რეები მომხდარა smile.gif ნანიო ნუ გამაგიჟე კაცო, რაც გესმის არქივში იმ ბგერათრიგს, რომ პიანინოზე გადაიტან (ანუ იმ ბგერათრიგზე ააწყობ პიანინოს), და ზუსტად იმას, რომ დაუკრავ რაც ჩანაწერში ჟღერს, ამის მერე შეიძლება კიდევ ეჭვი შეგეპაროს კაცს იმაში, რომ ის კილო ზუსტია თუ არა??? გავოგნდი რა!


--------------------
ჩვენს ტკბილ და გამწარებულ სამშობლოს გაუმარჯოოოს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zedazneli
პოსტი Jun 15 2008, 07:54 PM
პოსტი #1508


ilia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 315
რეგისტრ.: 3-March 08
მდებარ.: Rustavi
წევრი № 4,070



და ნუთუ იმის გაგება არ შეგიძლია, რომ საგალობელი (დასავლური კილო, თუნდაც კახურიც) შეუძლებელია სხვადასხვა ბგერათრიგში ეგალობათ?
პ.ს. ხუნდაძემ და კარბელაშვილებმა ნეტა როგორ მოახერხეს ერთად გალობა? იქნებ ესეც არ გჯერა? (და თუ რაიმე სხვაობას ნახავს ვინმე ბგერათრიგში, ეს ჩემი აზრით არის ძველი მგალობლების კონტაქტის ნაკლებობის ბრალი და განსხვავება ისეთი მცირედია, რომ ძირეულად არაფერს ცვლის). თავიდან იყო ერთი კილო. ეს არის ჭეშმარიტება, თან ისეთი, რომ კამათი სისულელეა! ერთხელ მაინც ვისაც უცდია არქივიდან ნოტებზე გადატანა, ყველა ამ აზრზეა და ყველა იზიარებს მალხაზის აზრს და ესეც ბუნებრივია.

პ.ს. ანჩისხატის გუნდმა ძველი ქართული გალობის აღდგენა რომ დაიწყო, ზოგისთვის (დღეს ყველა დიდებულ გალობას ეძახის) სასაცილო იყო. ვერ აღიქვამდა ხალხი. იმდენი ხანი არ ჟღერდა ტაძარში ნამდვილი, კანონიკური საგალობლები, რომ მათთვის ეს სიახლე იყო, ისეთივე როგორც ჩვენთვის ის ეგრეთწოდებული სიონური საგალობლები smile.gif ეხლაც იგივე ხდება. მალხაზმა "ვაი-ვაი მეცნიერებს" ისიც კი ვერ გააგებინა, რომ ყველა მათი გამოკვლევა, რომელიც ეხება ქართული გალობის აგებულებას, კილოს და ა.შ. უბრალოდ უვარგისია. ფუჭი შრომაა. რატომ? იმიტომ, რომ ტემპერაციაში ნათარგმნს იკვლევენ. ეს იგივეა, რომ "ვეფხისტყაოსანი" თარგმნო ინგლისურად და მერე დაიწყო კვლევა tongue.gif


--------------------
ჩვენს ტკბილ და გამწარებულ სამშობლოს გაუმარჯოოოს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Jun 15 2008, 10:05 PM
პოსტი #1509


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



zedazneli
ციტატა
პ.ს. ხუნდაძემ და კარბელაშვილებმა ნეტა როგორ მოახერხეს ერთად გალობა? იქნებ ესეც არ გჯერა?

პიანისტი რომელიც დაუკრავს დო მაჟორში, ის დომინორში ვეღარ დაუკრავს?


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Jun 15 2008, 11:02 PM
პოსტი #1510


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



Nanio
ციტატა
პიანისტი რომელიც დაუკრავს დო მაჟორში, ის დომინორში ვეღარ დაუკრავს?

შენ სადა ბანაობ ბიჭოო?? რა შუაშია კილო და ბგერათრიგი კაცო ?? შენ კილოს გულისხმობ , ის კიდო წყობას ვააახ ! შენ რომ იმღერო ტემპერაციაში და სხვა ვინმემ ძველ წყობაში , გამოვა რამე??


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 16 2008, 12:25 PM
პოსტი #1511


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Nanio
ციტატა
პიანისტი რომელიც დაუკრავს დო მაჟორში, ის დომინორში ვეღარ დაუკრავს?

თვითონ მოიფიქრე, თუ ვინმემ გიკარნახა? IPB-ს სურათი

Didgoreli
ციტატა
შენ რომ იმღერო ტემპერაციაში და სხვა ვინმემ ძველ წყობაში , გამოვა რამე??

ნამდვილად არაფერი გამოვა. no.gif


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Jun 16 2008, 12:57 PM
პოსტი #1512


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



Didgoreli
ციტატა
შენ სადა ბანაობ ბიჭოო??

სად და გოგორიკიძეზე a075.gif

Didgoreli
ციტატა
შენ კილოს გულისხმობ , ის კიდო წყობას ვააახ !

პასუხი აგერ არის.
ციტატა
ეს არის ჭეშმარიტება, თან ისეთი, რომ კამათი სისულელეა! ერთხელ მაინც ვისაც უცდია არქივიდან ნოტებზე გადატანა, ყველა ამ აზრზეა და ყველა იზიარებს მალხაზის აზრს და ესეც ბუნებრივია.


ვეშაპო
ციტატა
თვითონ მოიფიქრე, თუ ვინმემ გიკარნახა?

მიკარნახეს.

მოკლედ, მე რასაც ვამბობ ან ძალით არ იგებთ ან არ გინდათ გაიგოთ და ამიტომ
ვწყვეტ კამათს და ძალიან გთხოვთ თქვენც არ მომწეროთ არაფერი a075.gif


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 16 2008, 01:35 PM
პოსტი #1513


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Nanio
ციტატა
მოკლედ, მე რასაც ვამბობ ან ძალით არ იგებთ ან არ გინდათ გაიგოთ და ამიტომ
ვწყვეტ კამათს და ძალიან გთხოვთ თქვენც არ მომწეროთ არაფერი

არც გამოცდაზე მოგწერო ნიშანი? IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Jun 16 2008, 01:48 PM
პოსტი #1514


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ვეშაპო
ციტატა
არც გამოცდაზე მოგწერო ნიშანი?

არა biggrin.gif


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qarcivadze
პოსტი Jun 16 2008, 06:49 PM
პოსტი #1515


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,460
რეგისტრ.: 30-January 07
წევრი № 971



ტყუილად ეკამათებით ჩემს ძმას
ციტატა
ქართულ წყობაში სი არის ოდნავ დაბალი, დო ოდნავ მაღალი, მი ისევ ოდნავ დაბალი და ფა ისევ მაღალი.

ეს მაგარ უაზრობად მიმაჩნია (ბოდიშს ვიხდი)


--------------------
იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 16 2008, 09:08 PM
პოსტი #1516


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



qarcivadze
ციტატა
ეს მაგარ უაზრობად მიმაჩნია (ბოდიშს ვიხდი)

მეც სრულ უაზრობად მეჩვენება მათემატიკური ალგორითმები და ფიზიკის მემბრანული თეორიები, ვინაიდან მაგის გაგებაში არა ვარ. yes.gif

P.S.
ბოდიშს ვიხდი მათემატიკოსებთან და ფიზიკოსებთან.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Jun 17 2008, 12:55 PM
პოსტი #1517


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ვეშაპო
ციტატა
მეც სრულ უაზრობად მეჩვენება მათემატიკური ალგორითმები და ფიზიკის მემბრანული თეორიები, ვინაიდან მაგის გაგებაში არა ვარ.

ვიცით აზრზე რომ არ ვართ a075.gif

P.S ჩემმა ძმამ მათემატიკა მართლა ძაან მაგრად იცის a075.gif

ისე ერთი ანზორის უნდა ვკითხო ბაბუამისი თუ ელაპარაკებოდა ბგერათრიგზე biggrin.gif


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 17 2008, 02:25 PM
პოსტი #1518


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Nanio
ციტატა
ვიცით აზრზე რომ არ ვართ

შენ ცოტათი აზრზე მოსული ხარ.

ციტატა
ისე ერთი ანზორის უნდა ვკითხო ბაბუამისი თუ ელაპარაკებოდა ბგერათრიგზე

ბაბუამისი როგორ უნდა დალაპარაკებოდა, ნოტის გაგებაში არ იყო. IPB-ს სურათი

თუმცა, ძველ დროში პითაგორას აქვს შესწავლილი ეგ საკითხი (მაგანაც არ იცოდა ნოტები) და მის ბგერათწყობას დღეს პითაგორას წყობას ეძახიან, რომელიც თავისუფალ წყობასთანაა ახლოს.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Jun 17 2008, 03:30 PM
პოსტი #1519


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ვეშაპო
ციტატა
შენ ცოტათი აზრზე მოსული ხარ.

მადლობ biggrin.gif

ციტატა
ბაბუამისი როგორ უნდა დალაპარაკებოდა, ნოტის გაგებაში არ იყო.

ხოდა დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი რა იყო არ იცოდა ვითომ? ხომ ეტყოდა რე დაადაბლე და მი აამაღლეო laugh.gif


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 17 2008, 03:49 PM
პოსტი #1520


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Nanio
ციტატა
ხოდა დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი რა იყო არ იცოდა ვითომ? ხომ ეტყოდა რე დაადაბლე და მი აამაღლეო

დო, რე მი, ფა სოლ, ლა და სი შეიძლება კი იცოდა, რაშიც დიდი ეჭვი მეპარება (მისი ნევმირებული ბლოკნოტის შემხედვარე), მაგრამ თუკი იცოდა, ძალიან დიდი ეჭვი მეპარება ცოდნოდა, ესა თუ ის საგალობელი, რომელ კილოში ჟღერდა (მიქსოლიდიურში, დორიულში, ეოლიურში და ა.შ.).

მისი შენიშვნა დადაბლებისა და ამაღლების შესახებ ტემპერირებულ წყობაში მოაზროვნე ყმაწვილის მიმართ, ალბათ უფრო მარცვლების დასახელებით შემოიფარგლებოდა.

მაგალითად:

ქრი-სტე ცოტა მაღლა ეიღე ბიძიკო და აღ-დგა ცოტა დაადაბლე და ა.შ. a075.gif

ნუ იქნები მასეთი გულუბრყვილო და ყველაფერს ნოტებს ნუ დაუკავშირებ.
ეგ ხალხი ბუნებრივად მღეროდა მაგ წყობაში, დაბადებიდან მასეთი ბგერათწობა ესმოდა.
ჩვენ დაბადებიდან ტემპერირებული წყობა გვესმის.

თვალსაჩინო მაგალითი იყო თქვენივე კონცერტზე სიმღერა "ბედინერას" (თუ სწორად მახსოვს) დაბოლოებები.
ჩანაწერში უსმენდით, რომ მთლად ისეთი ბგერა ვერაა, რაც როიალზე მოიპოვება და გადაწყვიტეთ, მაინც შეგეფარდებინათ რომელიმე ნოტისთვის.
სამწუხაროდ ეგ არჩევანიც მცდარი იყო, ნახევარი ტნით დაბალი ნოტა რომ შეგერჩიათ, გაცილებით მართებული იქნებოდა.
შეიძლება ითქვას, სიმღერა გააფუჭეთ.

მერე კიდევ, შენ თვითონ ამბობ, რომ ინდური ოქტავა 24 ნოტისაგან შედგება (მართალია შენს ძმას სრულ უაზრობად მიაჩნია პიანინოს გარეშე სხვა ნოტების არსებობა, მაგრამ მაგას რა მიაჩნია ამ შემთხვევაში დიდად საინტერესო არაა, ისევე, როგორც მე, რა მიმაჩნია ბირთვულ ფიზიკაში).
რატომ არის დასაშვები ინდური ბგერათრიგის ანალიტიკურად შესწავლა, ხოლო ქართულის არა?
მით უმეტეს, როცა მშვენიერი აუდიო მასალა გვაქვს?
მაშინ, როცა ბევრი ჩანაწერის ნოტი ჰერცებშია გაზომილი და ნოტებს შორის მანძილიც ცენტებში დაანგარიშებული?

მე გირჩიე, წაგეკითხა მალხაზის საიპლომო ნაშრომი.

მანდ არის პითაგორას წყობაში, თავისუფალ წყობაში, ტემპერირებულ წყობაში და ქართულ წყობაში ნოტებს შორის მანძილი რამდენ ცენტს უდრის.
ძალიან ადვილად დასანახია სხვაობები.
გირჩევ, გადახედო.

ხო კიდევ, ტემპერირებული ოქტავა იყოფა ნახევარ ტონებად.
ხოლო ინდური ოქტავა, ვინაიდან მასში 2-ჯერ მეტი ნოტია, ვიდრე ტემპერირებულ ოქტავაში, გამოდის, რომ მეოთხედ ტონებად იყოფა.
შენს ძმას მეოთხედი ტონი ვერ წარმოუდგენია რა არის და მეექვსედს წარმოიდგენს? IPB-ს სურათი
ქართულ წყობის იმ ნოტების სხვაობა, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, ტემპერირებულთან შედარებით სწორედ მაგხელაა.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

93 გვერდი V « < 74 75 76 77 78 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th July 2025 - 04:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

TOP.Internet.ge TOP.GE BOOM.GE