ბანაკი პატრიოტი, შემეცნებით გასართობი და ახალგაზდული პროეტი. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბანაკი პატრიოტი, შემეცნებით გასართობი და ახალგაზდული პროეტი. |
უბისელი |
Jun 19 2010, 11:46 AM
პოსტი
#1
|
ჩაკრულო ჯგუფი: Members პოსტები: 148 რეგისტრ.: 9-October 07 მდებარ.: უბისა წევრი № 2,924 |
2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით უნდა გაკეთებულიყო ისეთი პროგრამა სადაც ახალგაზდობა შეძლებდა დასვენებას გართობას და დროის ტარებას ... ამასთან დაკავშორებით ჩამოყალიბდა კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში ბ/ტ ლადო ვარძელაშვილის ხელმძღვანელობით ბანაკი პატრიოტი ... ეს პროეტი ითვალისწინებს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლების ერთად შეკრებას გაცმობას და სხვა მრავალ დეტალს რაც ნელ ნელა საუბარში დაფიქსირდება
ბანაკ პატრიოტს აქ ბევრი დადებითი მხარე როგორც უარყოფითი მაგრამ დადებითი მხარეები იმდენად ბევრი აქ რო მის უარყოფითს ფარავს ... ამბობენ რო ბანაკ პატრიოტში ასწავლიან პატრიოტიზმს და საინტერესოა 10 დღეში შეილება ადამიანი პატრიოტად ჩამოყალიბდეს ? 2010 წელს ბანაკები გაიხსნება
შაორი ანაკლია საგარეჯო ყვავილნარი სქური ვარციხე მე პირადად ლიდერ ინსტრუქტორი ვარ ბანაკების . როგორ მოვხვდე ბანაკში? თუ ხარ 15-დან 23 წლის და გინდა საზაფხულო პატრიოტულ ბანაკში წასვლა, შენი ქალაქის/სოფლის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში უნდა მიიტანო 1. ჯანმრთელობის ცნობა 2. პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობის ასლი. როდესაც საბუთებს მიითაანთ , ნაკადის დაწყებამდე 2 ან 3 დღით ადრე მოგცემენ ბანაკის საგზურს, რომლის ერთი ნაწილი დარჩება ადგილობრივი მმართველობის ორგანოში, ხოლო მეორე ნაწილს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან და ჯანმრთელობის ცნობასთან ერთად ბანაკში წაიღებ. ბანაკში სახლიდან უნდა წაიღო 1. თეთრეული. 2. პირსახოცი. 3. სპორტული ფეხსაცმელი. 4. კბილის ჯაგრისი და პასტა. 5. საპონი. 6. სავარცხელი და პირადი მოხმარების სხვა ჰიგიენური ნივთები. ბანაკში ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ჩაგიყვანენ თავიანთი ხარჯებით. სამწუხაროდ,ბანაკში ვერ წახვალ,თუ: » საგზური, რომლითაც ბანაკში მიდიხარ, სხვის სახელზეა შევსებული; » არ ხარ 15-23 წლის; » მიმდინარე წელს უკვე ნამყოფი ხარ ბანაკში და მეორეჯერ ცდილობ წასვლას; » ბანაკში ჩასვლისას თან არ გექნება გარკვევით შევსებული, ბეჭედდასმული საგზური და ჯანმრთელობის ცნობა; » შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს (ამ შემთხვევაში იმ ორგანიზაციის ხარჯით დაგაბრუნებენ სახლში, ვინც ბანაკში ჩაგიყვანა). ] ინფორმაცია დავაკოპირე ubisa.ge-დან სად გამეხსნა არ ვიცოდი და გავხესენი აქ იმედია არ მიწყენთ თუ გადატანა საჭირო გადაიტანეთ თუ გნნებავთ დახურეთ -------------------- ~~~ვიყოთ ერთობით თან გავერთობით ~~~ ~*~ ჩვენ ვართ გურჯები სამშობლოს ბურჯები ~*~ ~~ | ტაში ბიჭო ბანელებო თქვეპირდოუბანელებო | ~~ |
.zakaria. |
Jun 19 2010, 03:05 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
ისა და უკაცრავად ეს ლიდერი რასნიშნავს? ანუ ლაგერის სმატრიაში ხართ?
-------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
abo |
Jun 19 2010, 03:13 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ციტატა ისეთი პროგრამა სადაც ახალგაზდობა შეძლებდა დასვენებას გართობას და დროის ტარებას ... მიუხედავად არცერთი ზემოდდასახელებულის წინააღმდეგი არა ვარ, და არც მოწინააღმდეგე არ მიმაჩნია ნორმალურად, მაგრამ აქვე ავღნიშნავ, ეს უკანასკნელი მომხიბვლელი, შეფარული და არაქრისტიანული ფორმით ხორციელდება. ციტატა ამბობენ რო ბანაკ პატრიოტში ასწავლიან პატრიოტიზმს smile.gif და საინტერესოა 10 დღეში შეილება ადამიანი პატრიოტად ჩამოყალიბდეს ? კარგია რომ კითხვა თავად გაგიჩდა. ეს ახალგაზრდობის მასიური გამოყეყეჩების (ისევე როგორც პიონერები.) და კოსმოპოლიტური იდეების გავრცელების მექანიზმია, რომელსაც პატრიოტიზმთან საერთო არაფერი აქვს. სასაცილოა ახლანდელი მთავრობა და პატრიოტიზმი. მე უარყოფითს მივეცი ხმა. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
ეკატო |
Jun 19 2010, 04:32 PM
პოსტი
#4
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
რა საინტერესო შედეგი აქვს გამოკითხვას
გამოდის რომ ეს ბანაკი მარტო ლიდერებს მოსწონთ ვინც არ ყოფილხართ ამ ბანაკში, ძალიან გთხოვთ ნუ იტყვით რომ არ მოგწონთ, თქვენ ხომ არ გინახავთ abo ციტატა მიუხედავად არცერთი ზემოდდასახელებულის წინააღმდეგი არა ვარ, და არც მოწინააღმდეგე არ მიმაჩნია ნორმალურად, მაგრამ აქვე ავღნიშნავ, ეს უკანასკნელი მომხიბვლელი, შეფარული და არაქრისტიანული ფორმით ხორციელდება. დარწმუნებული ვარ თუნდაც ერთI დღე რომ გაატაროთ ამ ბანაკში, ამ ზარს შეიცვლით მე 4 ზაფხული გავატარე პატრიოტულ ბანაკში, აქედან 3 წელი ლიდერი ვიყავი, მინდა გითხრათ რომ იქ კარგის გარდა არაფერი ხდება, თუ რა თქმა უნდა თვითონ ბავშვი არ არის სხვა რამისთვის წასული. მე ამ ბანაკში იმდენი რამე ვისწავლე დ აიმდენი მეგობარი შევიძინე მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ გული მტკივა როცა ასე დაუმსახურებლად აკრიტიკებენ ამ პროგრამას. ციტატა ეს ახალგაზრდობის მასიური გამოყეყეჩების (ისევე როგორც პიონერები.) და კოსმოპოლიტური იდეების გავრცელების მექანიზმია, რომელსაც პატრიოტიზმთან საერთო არაფერი აქვს. მიკვირს ასე რომ ფიქრობთ, მითUმეტეს რომ იქ ერთი დღეც კი არ ყოფილხართ. არ ვიცი ასეთი აზრი რატომ გაქვთ. იქნებ გეკითხათ ვინმესთვის ვინც ამ ბანაკებშია ნამყოფი ერთ რამეში დაგეთანხმებით, რომ 10 დღეში პატრიოტიზმს ვერავის ასწავლიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ცუდი პროგრამაა და უნდა მოვსპოთ და გავანადგუროთ. იმ 4 ზაფხულის განმავლობაში რაც მე ბანაკში ვიყავი, უამრავი ისეთი ბავშვი შემხვდა ვისაც არც სოფელი აქვს და არც სადმე წასასვლელი ზაფხულში, მათთვის იქ ყოფნა ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა, ყველა მადლობებს გვიხდიდა თუნდაც იმ 10 დღის ლამაზად გატარებისთვის. ნაკადის დამთავრებისას ძალიან ბევრს სახლში წასვლაც არ უნდოდა, სულ ტირილით ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. შოდიდან ადვილია ყველაფრის გაკრიტიკება, ასე არ შეიძლება -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
ქევანა |
Jun 19 2010, 04:52 PM
პოსტი
#5
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ეკატო
ხო იცი რატომ აქვს ბანაკს ცუდი სახელი უფროს თაობაში? მე არცერთი პასუხი არ მაწყობს და ამიტომ მეოთხე პასუხიც მინდა: არ ვიცი ან თავს ვიკავებ კომენტარისგან ან რამე მასეთი, თორე ასე გამოკითხვა უსამართლობაა : ) მე რომელი შემოვხაზო? : ( -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
starscream |
Jun 19 2010, 07:40 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 686 რეგისტრ.: 17-June 10 წევრი № 9,023 |
.zakaria.
ციტატა ისა და უკაცრავად ეს ლიდერი რასნიშნავს? ანუ ლაგერის სმატრიაში ხართ? გამიგია ბანაკში ახლო მდებარე ბუჩქები განსაკუთრებული ტრაექტორიით მოძრაობენო -------------------- Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah
Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again |
lch |
Jun 19 2010, 08:31 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ციტატა ბანაკი პატრიოტი, შემეცნებით გასართობი და ახალგაზდული პროეტი. მიშას ერთერთი უმსგავსი გამონაგონი... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
abo |
Jun 19 2010, 08:53 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ეკატო
ციტატა blink.gif მიკვირს ასე რომ ფიქრობთ, მითUმეტეს რომ იქ ერთი დღეც კი არ ყოფილხართ. არ ვიცი ასეთი აზრი რატომ გაქვთ. იქნებ გეკითხათ ვინმესთვის ვინც ამ ბანაკებშია ნამყოფი ახლა ჩემთვის გვიანაა პატრიოტულ ბანაკში დასვენება, მაგრამ როცა ბავშვობაში პიონერთა ბანაკში ვისვენებდი მეც ანალოგიური აზრის ვიყავი, აღტაცებული ბავშვებთან ურთიერთობით, მაგრამ ილიჩის იდეებით თავგამოტენილი. კითხვით ძმისშვილო ბავშვს რა შევეკითხო, ის ხომ კმაყოფილი ვარო მეტყვის. პონტი ყველა ახალგაზრდას მოწონს. მე ყოველთვის შედეგით ვმსჯელობ. მხოლოდ შედეგს ძირფესვიანად ვერ აგიხსნი. მოკლედ კი გეტყვი. უაზრობაზე ტაშისდამკველი ახალგაზრდობის სიჭარბე ხსირად სწორედ მაქედანაა გამოწვეული. აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
მხევალი ნინო |
Jun 19 2010, 09:49 PM
პოსტი
#9
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ამ თემას ამ განყოფილებაში რა უნდა, ვინმე ხომ არ ამიხსნის?
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
m16 |
Jun 19 2010, 10:02 PM
პოსტი
#10
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
ციტატა » საგზური, რომლითაც ბანაკში მიდიხარ, სხვის სახელზეა შევსებული; მე სხვისი სახელით ვიყავი შარშან -------------------- :)
|
უბისელი |
Jun 19 2010, 10:34 PM
პოსტი
#11
|
ჩაკრულო ჯგუფი: Members პოსტები: 148 რეგისტრ.: 9-October 07 მდებარ.: უბისა წევრი № 2,924 |
http://www.myvideo.ge/?video_id=174209 ესა დოკუმენტური ფილმი ამ პროეტზე ნახეთ დაგაინტერესებთ.....
ბანაკის სტრუქტურა ბანაკის მმართველობითი ორგანოა ბანაკის საბჭო, რომელშიც გაერთიანებულნი არიან: ბანაკის უფროსი, ბანაკის უფროსის მოადგილეები, ბანაკის უფროსის თანაშემწე, ლიდერთა კოორდინატორი, სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორი, კულტ-მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორი და ყველა ლიდერი. ბანაკის ხელმძღვანელობის ფუნქციური დატვირთვა ბანაკის უფროსი - ბანაკის სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და ბანაკის წევრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბანაკის საბჭოს ხელმძღვანელობა ბანაკის უფროსის მოადგილეები - საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხების განხორციელება და მონიტორინგი ბანაკის უფროსის თანაშემწე - ბანაკის უფროსის დახმარება ბანაკის მართვასა და დასახული პედაგოგიური ამოცანების შესრულებაში ლიდერთა კოორდინატორი - ბანაკის ლიდერთა მუშაობაზე დაკვირვება, შეფასება და ჩანაწერების გაკეთება; ლიდერთა შერჩევაში მონაწილეობის მიღება; ბანაკის აქტივობებში ლიდერებისათვის დახმარების გაწევა ლიდერი - რაზმის საქმიანობის წარმართვა ბანაკის გრძელვადიანი და მიმდინარე გეგმების შესაბამისად, რაზმის რეგულარული შეკრების ჩატარება, ჩანაწერების გაკეთება, ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი - ბანაკის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების შინაარსობრივი და ტექნიკური, მხატვრულ-ესთეტიკური უზრუნველყოფა, რაზმების შემოქმედებითი აქტივობების კონსულტირება სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორი - ბანაკის სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობებისა და შეჯიბრებების დაგეგმვა და ჩატარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა _____ ბანაკური ცხოვრება ბანაკის ცხოვრება მიმდინარეობს სპეციალურად განსაზღვრული დღის განრიგის მიხედვით. დილა იწყება გამამხნევებელი ვარჯიშით, ახალგაზრდებს მთელი დღე დატვირთული აქვთ კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებებით. საყოფაცხოვრებო პირობები - ბანაკი ფუნქციონირებს საველე პირობებში და აგებულია კოტეჯების სისტემაზე. კვება - ბანაკში არის სამჯერადი კვება არსებული სტანდარტებისა და კალორაჟის დაცვით. პირადი ჰიგიენის საკითხები - ბანაკში მუდმივად მოდის ცივი და ცხელი წყალი, არსებობს კეთილმოწყობილი სველი წერტილები, ხდება ბანაკების სტერილიზაცია და დაქლორვა. იკრძალება ბანაკის ტერიტორიაზე ყველა სახის ალკოჰოლური სასმელის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის შეტანა! საბანაკო ღონისძიებები გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით ბანაკებში განსხვავებული დღის განრიგი მოქმედებს, რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესს ეფუძნება. მიმდინარეობს სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები. ბანაკში 10 დღის მანძილზე ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: კულტურული გაცნობის საღამო - როგორც წესი, ტარდება პირველ დღეს და მისი მიზანია ბანაკის მონაწილეთა შესაძლებლობების გამოვლენა, ერთმანეთის უკეთ გაცნობა. ნომრებს ამზადებს ყველა რაზმი დამოუკიდებლად და ღონისძიებაზე, პირველი რაზმიდან ბოლო რაზმამდე, ყოველი მათგანი წარადგენს საკუთარი რაზმის სახელს, დევიზს და შეძახილს, შემდგომ კი რაზმის წევრები წარმოადგენენ მომზადებულ ნომრებს (ცეკვა, სიმღერა, ლექსი და სხვა). ბანაკის გახსნის საღამო - ტარდება მეორე დღეს. სხვადასხვა რაზმის წევრები კულტ-მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორის ხელმძღვანელობით ერთობლივად ამზადებენ სხვადასხვა ნომრებს (ცეკვა, სიმღერა, ლექსი და სხვა). იუმორის საღამო - მონაწილეები იყოფიან გუნდებად და ერთმანეთს თავიანთ ინტელექტუალურ, იუმორისტულ, მუსიკალურ და სხვა შემოქმედებით შესაძლებლობებში ეჯიბრებიან. საქართველოს საღამო - ღონისძიების მიზანია საქართველოს სხვადასხვა მხარის ტრადიციების, გამორჩეული თავისებურებების და წეს-ჩვეულებების წარმოჩენა, ამიტომ ყველა ნომერი მხოლოდ და მხოლოდ ქართულია და პატრიოტული ხასიათისაა. ღონისძიება ხელს უწყობს ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. ”აბა ლიდერებო” - ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ლიდერები. ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა ნომრებს (ცეკვა, სიმღერა, ლექსი და სხვა) და ეჯიბრებიან ერთმანეთს საინტერესო და მხიარულ თამაშებში. ”აბა გოგონებო და აბა ბიჭუნებო” - დაახლოებით იგივე სახის ღონისძიებაა, როგორიც ”აბა ლიდერებო”, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მასში მონაწილეობენ ბავშვები. ეს საღამო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ყველაზე დიდ მხიარულებას იწვევს. პოდიუმი - მონაწილეები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებს ეროვნულ, კლასიკურ, სპორტულ და ავანგარდულ სტილში. სპორტული ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის შემდეგ იწყება საბანაკო ჩემპიონატი სპორტის სხვადასხვა სახეობებში. 10 დღის განმავლობაში შეჯიბრებები ტარდება ფეხბურთში, ფრენბურთში, კალათბურთში, მკლავჭიდში, პინგ-პონგსა და ჭადრაკში. ასევე სისტემატურად ტარდება შეჯიბრებები ”მხიარულ სტარტებში” როგორც რაზმის შიგნით, ასევე რაზმებს შორის. შემეცნებითი ”ბრეინ რინგი” - ინტელექტუალური თამაში, რომლის მიზანია ახალგაზრდობის ინტელექტუალურ განვითარების ერუდიციის გაღრმავების, სწრაფი აზროვნებისა და აზრის ლაკონურად გადმოცემის უნარის გამომუშავებისთვის ხელშეწყობა. -------------------- ~~~ვიყოთ ერთობით თან გავერთობით ~~~ ~*~ ჩვენ ვართ გურჯები სამშობლოს ბურჯები ~*~ ~~ | ტაში ბიჭო ბანელებო თქვეპირდოუბანელებო | ~~ |
უბისელი |
Jun 19 2010, 11:01 PM
პოსტი
#12
|
ჩაკრულო ჯგუფი: Members პოსტები: 148 რეგისტრ.: 9-October 07 მდებარ.: უბისა წევრი № 2,924 |
ს
ეკატო ლიდერი ხარ? ყველაფერში მასიმალურად გეთანხმები... ამ პროექტს ის აქ მინუსი რო წესით აპოლიტიკურია მარა რატომღაც უფროსები პარტიული ნიშნით არიან და ბევრი ნაციონალების აქტივისტია ლიდერად. მიშას ერთერთი უმსგავსი გამონაგონი... იქნებ ჩამოვყალიბდეთ რის გამო.. აი მე კი ყველაზე კაი პროქტად მიმაჩნია... და დავკონკრეტდები თუ მოისურვებთ. მე სხვისი სახელით ვიყავი შარშან შენ გონია ვერავი მიხდა ყველასაც ეცოდინებოდა ბანაკში ლიდერებსაც და უფროსობასაც... მერე როგორ მოგეწონა ? .zakaria. გამიგია ბანაკში ახლო მდებარე ბუჩქები განსაკუთრებული ტრაექტორიით მოძრაობენო იცი რა არის გოგო თუ სულით მომლხენია კიდ ბანაკში იყოს გიდ დედამისის გვერძე მაინც იზავს თავის საქმეს... ეგ შენ არ უნდა აკადრო შენ თავს გოგომ. ურალოდ ბანაკში იმდენი ხალხია რო ნამდვილად ვერ მოახერხებ ხალხის თვალს მოეფარო. აბა სად ხედავ ბუჩქებს ? -------------------- ~~~ვიყოთ ერთობით თან გავერთობით ~~~ ~*~ ჩვენ ვართ გურჯები სამშობლოს ბურჯები ~*~ ~~ | ტაში ბიჭო ბანელებო თქვეპირდოუბანელებო | ~~ |
terra |
Jun 19 2010, 11:03 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
abo
ციტატა უაზრობაზე ტაშისდამკვრელი ახალგაზრდობის სიჭარბე ხშირად სწორედ მაქედანაა გამოწვეული. +3 და არა მხოლოდ უაზრობაზე. ზოგჯერ - დანაშაულზეც. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
უბისელი |
Jun 19 2010, 11:04 PM
პოსტი
#14
|
ჩაკრულო ჯგუფი: Members პოსტები: 148 რეგისტრ.: 9-October 07 მდებარ.: უბისა წევრი № 2,924 |
დ
abo +3 და არა მხოლოდ უაზრობაზე. ზოგჯერ - დანაშაულზეც. უკაცრავად მარა რა უაზრობა ან რა დანაშაული ? იასა უაზრობა რო ყოველ საღამოს სპექტაკლებს დგავენ საქართველოს კუთხებზე თუ რაზე თან უმეტეს შემთხვევაში თვითონ წერენ სპეკტაკლებს ლიდერის გარეშე... თუ ის რო ბრეინრინგში ან სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობენ ან იქნებ იმაში რო კავეენს დგავენ და ჰიმნზე გულზე ხელს იდებენ და ჩერდებიან?.. ან თუნდაც პოეზიასა და სიმღერაში ეჯიბრებიან ერთმანეთს ? ამაზე ტაშის კვრა არის უაზრობა ? ან რა დანაშაული ? -------------------- ~~~ვიყოთ ერთობით თან გავერთობით ~~~ ~*~ ჩვენ ვართ გურჯები სამშობლოს ბურჯები ~*~ ~~ | ტაში ბიჭო ბანელებო თქვეპირდოუბანელებო | ~~ |
nat_uly |
Jun 19 2010, 11:08 PM
პოსტი
#15
|
natalia ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 8-March 07 წევრი № 1,304 |
მე კის მივეცი ხმა.
მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ვინც იყო იმათგან ვიცი რომ ისეთი არაფერი მომხდარა იქ. უბრალოდ ცუდი სახელით სარგებლობს. ვისაც დასვენება უნდა იმათთვის ქალაქიდან გასვლის კარგი საშუალებაა -------------------- მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი... |
terra |
Jun 19 2010, 11:08 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
უბისელი
ციტატა უკაცრავად მარა რა უაზრობა ან რა დანაშაული ? საკუთარ თავზე ნუ მიიღებ მაინც და მაინც. გამოზრდილ თაობაზეა აქ საუბარი. როგორც კომუნიზმი ზრდიდა პიონერებს, ასევე ცდილობს დღევანდელი მთავრობა, თავისი უპირობო მეხოტბეების გამოზრდას. თუმცა, ამაზე მსჯელობის გაღრმავება არ ღირს, შორს წაგვიყვანს. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
უბისელი |
Jun 19 2010, 11:11 PM
პოსტი
#17
|
ჩაკრულო ჯგუფი: Members პოსტები: 148 რეგისტრ.: 9-October 07 მდებარ.: უბისა წევრი № 2,924 |
terra ამ პროექტში გახსნის მერე სულ მოვნაწილეობ და როგორ გაგვზარდეს ბანაკში ან რას გვინერგავენ იქნებ მითხრა მე ვერ ვხდები.. რო პასუხი გაგცე.. შენ თუ პიონერთა ბანაკსა და ამ პროქტს შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავ ნამდვილად მიკვირს.. დარწმუნებული ვარ არცერთ ბანაკში არ ყოფილხარ -------------------- ~~~ვიყოთ ერთობით თან გავერთობით ~~~ ~*~ ჩვენ ვართ გურჯები სამშობლოს ბურჯები ~*~ ~~ | ტაში ბიჭო ბანელებო თქვეპირდოუბანელებო | ~~ |
terra |
Jun 19 2010, 11:18 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
უბისელი
ციტატა დარწმუნებული ვარ არცერთ ბანაკში არ ყოფილხარ ამ ბანაკებისთვის ნამეტანი ბებერი ვარ, 23-ს გადავცილდი უკვე, მაგრამ პიონერთა ბანაკებს ნამდვილად მოვესწარი, თავისი მაგიდის ქვევიდან ამოტყეპებული კარაქიანი პურებით, ხაზზე დგომით, საყვირებით და მეწამული დროშის აღმართვით. საწყენად არ მითქვამს ძამიკო გავიარეთ.. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
უბისელი |
Jun 19 2010, 11:36 PM
პოსტი
#19
|
ჩაკრულო ჯგუფი: Members პოსტები: 148 რეგისტრ.: 9-October 07 მდებარ.: უბისა წევრი № 2,924 |
უბისელი ამ ბანაკებისთვის ნამეტანი ბებერი ვარ, 23-ს გადავცილდი უკვე, ერთ ერთი ბანაკის უფროსი 32 წლისა ბევრია 25-27 წლის ლიდერებიც ასე რო არანაირად არ არის დიდი... ზუსტად ლიდერობის ასაკი გაქ რა.. შენი თაობის ლიდერები არიან სულ. ციტატა მაგრამ პიონერთა ბანაკებს ნამდვილად მოვესწარი, თავისი მაგიდის ქვევიდან ამოტყეპებული კარაქიანი პურებით, ხაზზე დგომით, საყვირებით და მეწამული დროშის აღმართვით. სად კომუნისტური კარაქიანი პური და სად ეხლანდელი კაი კარტოფილი გრეჩიხა კაი ხორცი და რამე.. შენ საჭმლით თუ საზღვრავ ძაან ნ კაი მენიუ აქ. ბევრს სახლშიც არ აქ ის. დილით გამამხნევებელ ვარჯიშზე იასნია უნდა მოგროვდეს ყველა მონაწილე და ერთად ივარჯიშოს.. დროშის აწევა კი ეს ელემენტარული პატივისცემის გამომხატველია შენი ქვეყნის წინაშე.. პატრიოტიზმია ეგეც დროშის პატივისცემა გარკვეულწილად. არ მეთანხმები ?. ციტატა საწყენად არ მითქვამს ძამიკო არ მწკენია გენაცვალე არანაირად. მე კის მივეცი ხმა. მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ვინც იყო იმათგან ვიცი რომ ისეთი არაფერი მომხდარა იქ. უბრალოდ ცუდი სახელით სარგებლობს. ვისაც დასვენება უნდა იმათთვის ქალაქიდან გასვლის კარგი საშუალებაა ელემენტარული არ აქ იმის საშვალება ბევრს რო ქობულეთი ან ბათუმი მოინახულოს და დაისვენოს. ცუდი სახელი იმიტო აქ რო მიშამ ის ბუჩქები მოხია ხშირად იცის უადგილო რაგაცეების წამოძახილი.... -------------------- ~~~ვიყოთ ერთობით თან გავერთობით ~~~ ~*~ ჩვენ ვართ გურჯები სამშობლოს ბურჯები ~*~ ~~ | ტაში ბიჭო ბანელებო თქვეპირდოუბანელებო | ~~ |
terra |
Jun 19 2010, 11:52 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
უბისელი
გაიხარე -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 05:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი