IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

51 გვერდი V « < 34 35 36 37 38 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ნაციონალური ცეკვა
ვეშაპო
პოსტი Jun 6 2007, 11:27 PM
პოსტი #701


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



ბექა.შუხოშვილი†
ციტატა
მე პირადად კლასიკა მირჩევნია


piligrimi
ციტატა
მეც კლასიკა მომწონს


makuna7474
ციტატა
მეც კლასიკა მომწონს


ამ ფორუმს და ამ განყოფილებას არ ვგულისხმობ.
ზოგადად დღევანდელ საქართველოს ვგულისხმობ.

თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ ამ განყოფილების გარეთ ლექსენისტები ჭარბობენ ამ ფორუმშიც.
რავი, ძალიან ბევრს უყვარს ღამის კლიუბები. IPB-ს სურათი

piligrimi
ციტატა
უკვე "შენობითზეც" გადავედით


შენი დაწყებულია.
აი:
piligrimi
ციტატა
ნებას დამრთავ აწი შემოვიხედო ხოლმე


ისე, N.R. არ გამიბრაზოთ, მაგაზე სიმპატიური ფოლკლორისტი დღეს საქართველოს არ ყავს. wink.gif


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jun 7 2007, 12:14 AM
პოსტი #702


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ვეშაპო
"ვინ არის შენი სიმპატიური???????!!!!!!!" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

2kiss.gif ვგიჟდები ამ ადამიანზე
აააა ბატონოო!!!!!" ესეც თქვენ სიახლე" smile.gif

,,მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახ. ადათწესების შექმნა, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია", ,,ფერხული-ოსხაპუე", ,,სართულიანი ფერხული" (,,ზემყრელო", ,,აბარბარე", ,,მირმიქელა" და სხვ. ). აგრარული შინაარსის მასკარადი ,,ბერიკაობა", ,,მფერხაობის დღე", და სხვ. ბუნების მწარმოებელ ძალებსა და მათთან დაკავშირებულ შრომის პროცესებს ეძღვნება. მასობრივ, (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა ,,სახიობა" , რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო(ეს ალბათ ჩვენს ,,სახიობელ" ძმებს დააინტერესებდა ნ.რ.). სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე.წ. ქალ-ვაჟიანით. ჩვენს დრომდე მოღწეულ რომანტიკული ხასიათის ცეკვებიდან უძველესია ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი - ცეკვა ,,ქართული" (ძველად ეწოდებოდა ,,სადარბაზო", ,,სანადიმო", ,,საარშიყო", ,,დავლური", ,,ლეკური"). წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა ,,ქართული", ,,ხორუმი", ,,ფერხული ორსართულა", ,,სამაია", ,,ცერული", ,,მთიულური", ,,ბაღდადურ-ყარაჩოხლურ-კინტაური" და სხვ."
---------- ლ. გვარამაძე



--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Jun 7 2007, 12:20 AM
პოსტი #703


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ციტატა(ვეშაპო @ Jun 7 2007, 12:27 AM) *

ბექა.შუხოშვილი†
piligrimi
makuna7474
ამ ფორუმს და ამ განყოფილებას არ ვგულისხმობ.
ზოგადად დღევანდელ საქართველოს ვგულისხმობ.

თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ ამ განყოფილების გარეთ ლექსენისტები ჭარბობენ ამ ფორუმშიც.
რავი, ძალიან ბევრს უყვარს ღამის კლიუბები. IPB-ს სურათი

piligrimi
შენი დაწყებულია.
აი:
piligrimi
ისე, N.R. არ გამიბრაზოთ, მაგაზე სიმპატიური ფოლკლორისტი დღეს საქართველოს არ ყავს. wink.gif



ჩვენც ავდგეთ და ამ ფორუმის აზრი გავიგოთ, მერე დაზუსტებით ვიტყვით ლექსენისტები ჭარბობენ თუ არა
და ვსიო

ხო ასე კამათით პატარა ბავშვებს ვემსგავსებით, რომ ვსდიოთ ვისი დაწყებული რა არის,
უბრალოდ არავინ არავის გაბრაზებას არ ცდილობს და მორჩა

იმედია უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს და დავრწმუნდებით ყველა რომ მაგაზე სიმპატიური ფოლკლორისტი დღეს საქართველოს არ ყავს smile.gif smile.gif


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jun 8 2007, 11:26 AM
პოსტი #704


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



წაიკითხეთ ვინმემ ამდენი რომ ვწერე?

თუ ესეც ეწერა აქ?
smile.gif


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jun 8 2007, 11:41 AM
პოსტი #705


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



http://church.ge/index.php?showtopic=1861

ფოლკლორის მოყვარულებო, აქ შემოიხედეთ რა...


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Jun 12 2007, 12:48 PM
პოსტი #706


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



გურული საცეკვაო ფოლკლორი



ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნება, ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად ჩვენს ეროვნულ სიამაყეს წარმოადგენს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ჩვენც სწორედ ქართული ცეკვისა და სიმღერის მეშვეობით გაგვიცნეს და შეგვიყვარეს კიდეც. მრავალი წლების მანძილზე ქორეოგრაფია იხვეწებოდა და იღებდა დასრულებულ სახეს, ისეთს როგორიც დღეს არის. თითოეულ ცეკვაში ჩადებულია დიდი აზრი, ამა თუ იმ კუთხის ადათ_წესები, ხალხის მოქმედება და მათი ხასიათი. ცეკვაშია გამოხატული ქართვეკი კაცის გუნება_განწყობილება და გარკვეული ისტორიული წყაროები.
საქართველოს ყოველი კუთხე განსაკუთრებულია თავისი უმშვენიერესი ცეკვით. ასევე აღსანიშნავია ერთ_ერთი ულამაზესი კუთხე გურია, რომელიც დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ ფიცხი და ხუმრობის მოყვარული ხალხი ცხოვრობს, რომლებიც ასახულია მათ ცეკვაში.
გურიის ფოლკლორული ხელოვნების ის ნაწილი, რომელიც ჩვენამდე მოვიდა, უდიდეს ისტორიულ და ესთეტიკურ ფასეულობას წარმოადგენს.
გურიის საწეკვაო ფოლკლორის შესწავლას სხვადასხვა დროს გარკვეული ამაგი დასდეს ცნობილმა მკვლევარებმა: დ.ბაქრაძემ, დ.ჯანელიძემ, ლ.გვარანაძემ, ა.თათარაძემ, აპ.წულაძემ, გ.სალუქვაძემ და რ.ჭანიშვილმა. მათ ნაშრომებში, ხელნაწერებსა და მოგონებებში ძალიან საინტერესო მასალები მოიპოვება გურული ხალხური ცეკვების თავისებურებების შესახებ.
ამასთან იგრძნობა რომ ბევრი რამ აღნიშნულ მკვლევარებამდე ფრაგმენტული სახითაა მიღწეული, ხოლო ბევრიც უკვე დავიწყებულია, ან უკეთეს შემთხვევაში ძველ ფორმებში ახალი შინაარსია ჩადებული.
გურული საცეკვაო ფოლკლორის შესწავლა ბოლომდე ამოწურული არ არის. ამ კუთხეში არსებობს ისეთი ცეკვები, რომლებიც ჩვენამდე მოღწეული არ არის, დროთა სვლამ მათი სახელწოდებებიც კი მივიწყებას მისცა.


გურიის გეოგრაფიული, ისტორიული და სოციალური გარემო


დასავლეთ საქართველოს ულამაზეს კუთხეს გურიას დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით მდინარე რიონი, აღმოსავლეთით_აჭარა_გურიის ქედი და სამხრეთით მდინარე ჭოროხი.
ძველად გურია დაყოფილი იყო სამ გეოგრაფიულ რეგიონად: ზემო, შუა და ქვემო გურია. ზემო გური ერქვა სუფსა_გუბაზეულის ხეობებს, ქვემო გურია_ტერიტორიას ჩოლოქსა და ჭოროხს შორის და დანარჩენი ტერიტორიის სახელწოდება იყო შუა გურია.
გურია საისტორიო წყაროებში მოიხსენიება მერვე საუკუნეში. მემატიანეს ცნობით, მურვან ყრუს შემოსევისას უკანდახეულმა არაბებმა გაიარეს ,,გზა გურიისა". მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად გურიის საერისთაოს ტერიტორიაზე წარმოიქმნა გურიის სამთავრო, რომელიც იმერეთის სამეფოს ექვემდებარებოდა.
გურიის საერისთაოს გამგებელ და მფარველ ხელისუფალს ,,გურიელი" ეწოდებოდა, მეთერთმეტე საუკუნიდან გურიის ერისთავებად ისხდნენ ვარდანისძეთა წარმომადგენლები, რომლებიც მეთხუთმეტე საუკუნიდან მთავრებად იწოდებოდნენ.
მეცნიერი ქ.ჩხარტიშვილი თვლის, რომ სიტყვა ,,გურიელი" როგორც გურიის გამგებელი, ნახსენებია მეთორმეტე საუკუნის ძეგლში. იოანე ბაგრატიონის იშვიათი ცნობით, დ.აღმაშენებლის წინააღმდეგ აჯანყებულა შოთა გურიელი. ისტორიკოს დ.ბაქრაძის ცნობით, პირველად ნახსენებია მეცამეტე საუკუნეში რუსუდან მეფის დროს, ხოლო პირველი ისტორიულად ცნობილი პიროვნება კახაბერ ვარდანის ძე, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნეში მოღვაწეობდა.
მეთექვსმეტე საუკუნის შუა წლებში როსტომ გურიელის დროს, გურიის სამთავროს შემოუერთდა აჭარა და ჭანეთი. ამ პერიოდში გურიის ლაშქარი აქტიურად მონაწილეობდა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში სამცხე_საათაბაგოს ტერიტორიაზე.
ოსმალებმა მიიტაცეს გონიოს მხარე და გურიას უშუალოდ დაუმეზობლდნენ, რის გამოც გურიის სამთავრო ოსმალეთის გავლენის სფეროში მოექცა. 1609 წელს მამია გურიელმა აჭარიდან განდევნა ოსმალები მაგრამ მათთან ომის გაგრძელება ვერ შეძლო და იძულებული გახდა აჭარა დაეთმო. 1769 წელს ზავის მიუხედავად, ოსმალები გურიაში მაინც შეიჭრნენ, მაგრამ მომავალ წელს იმერეთისა და გურიის ლაშქარმა იგი გაათავისუფლა.1810 წელს მამია გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო, რის შემდეგაც ოსმალოთა შემოსევები შედარებით შემცირდა.
გურიის ისტორიულმა წარსულმა, გამუდმებულმა შემოსევებმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გურიის საცეკვაო ფოლკლორის ჩამოყალიბებაზე, მის რეპერტუარზე.


გურული ტანსაცმელი


ეროვნულ ჩაცმულობას ხანგრძლივი განვითარების გზა აქვს განვლილი. მისი ჩაცმისა და ტარების წესი უკავშირდებოდა კლიმატურ_გეოგრაფიულ, სოციალურ_ ეკონომიკურ, სქესობრივ_ასაკობრივ პირობებს. ასევე დიდი ადგილი ეთმობა ხალხის ხასიათსაც. გურულები მეტად სწრაფი და მოქნილნი არიან. აქედან გამომდინარე გურულებმა შექმნეს ისეთი ტანსაცმელი რომელიც ხელს არ შეუშლიდათ მოძრაობაში. ლიტერატურაში გურული მამაკაცის სამოსს ჩაქურა ეწოდება. იგი მეტად პრაქტიკულია და მომხმარებელს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს.
ჩაქურაზე მამაკაცებს აბრეშუმის კუბოკრული სარტყელი ,,თოლა ბულუსი" ჰქონდათ შემორტყმული, რისი საშვალებითაც მეომრები იარაღს იმაგრებდნენ.
გურულები ასევე იცვამდნენ ჩოხას და თავზე ყაბალახს იხურავდნენ. ჩოხის მაგივრად ასევე ხმარობდნენ მოკლე გადასაცმელ_,,ჭონიას".
რაც შეეხებათ ქალებს, ისინი იცვამდნენ უმეტესად გრძელ კაბას. მამაკაცების მსგავსად, მათაც კაბაზე სარტყელი ერტყათ. მას ქსოვდნენ შალის ძაფისაგან და ბოლოვდებოდა ფოჩებით. კაბის გარედან ეცვათ მოსასხამი და ზემოდან ჩასაცმელი კოფთა. კაბის შიგნიდან პერანგი, ხოლო პერანგის შიგნით მუხლამდე შარვალი.
თ. სახოკიას ცნობით გურიაში შეხვდებოდით ქართულ ჩიხტი_ კოპსაც, მაგრამ მეტად უხდებათ თავზე ვაჟურად შემოხვეული აბრეშუმის ყაბალახები, გარდა აბრეშუმისა ხმარობდნენ მაუდის ყაბალახებსაც.
ქალის თავკაზმულობის განსხვავებულ სახეს ვხვდებით სოფ. ზოტში. აქ ქალს თავზე როგორც წესი, ეხურა თავსაკრავი, ხოლო ლეჩაქს იხურავდა სანამუსოდ, გასათხოვარი ქალი მას ვერ დაიხურავდა. 12 წლიდან გოგონას თავზე უნდა დაეხურა ,,ეჰრამი", გოგონას მოწიფულობის ხანა თავზე დახურვით განისაზღვრებოდა.
ფეხზე ქალები იცვამდნენ მუხლამდე შალის მოქსოვის წინდასა და ქალამანს. ქალის თავსაბურავის თავისებურება სოფ. ზოტში განპირობებული იყო ოსმალეთის გავლენით.
გურიაში გავრცელებული იყო სამი ტიპის ჩაცმულობა: გურული, რომელიც მეცხრამეტე საუკუნიდან ამოვიდა ხმარებიდან, ქართული_რომელიც გურიაში გავრცელდა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში და ძირითადად გლეხები იცმევდნენ, _რუსული, რომელიც მეოცე საუკუნის 30 იანი წლებიდან გამოიყენებოდა გურიაში.



შრომის სიმღერები და მუსიკალური საკრავები



ნადი _ ერთობლივი შრომის ფორმაა, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო ცნობილი. იგი წარმოიშვა ადამიანთა ურთიერთდახმარების მიზნით. მასში მოწვეულ მუშათა რაოდენობა სხვადასხვა იყო, მაგრამ რვა კაცზე ნაკლები არ შეიძლებოდა. როგორც აპ. წულაძე გადმოქვცემს ნადის რიცხვი ისაზღვრებოდა მომღერლების მიხედვით. ერთ პირ ნადში 8_12 კაცი შედიოდა, ორ პირში 16_24 და ასე. ნადში შესრულებულ სიმღერას ,,ნადურს" უწოდებდნენ, რომელიც სხვადასხვა ფორმისაა და მას თოხნისა და სამუშაოდან სახლში დაბრუნების დროს ასრულებდნენ.
სიმღერა მუშაობის დროს ამხნევებს და სტიმულს აძლევს ნადში მომუშავეს. სიმღერის რიტმს მომღერალიც და არამომღერალიც ემორჩილება და მას რიტმულად აყოლებს თოხს. სიმღერა იწყება ნელი ტემპით, შემდეგ სიმღერის ტემპი ვითარდება, თოხის დარტყმაც შესაბამისად ჰყვება. ტაქტის დაცვა სავალდებულოა, მის დამრღვევს ცალკე განაპირას მიუჩენდნენ ხოლმე ადგილს.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ ყანის მეპატრონე ნადს უმასპინძლდებოდა. მასპინძლობისას მივიდოდნენ ნადურის სიმღერით და თოხებით მიადგებოდნენ ეზოში რომელიმე ხეს და თოხებით ჭრიდნენ, რაც უფრო დიდ ხეს წააქცევდნენ მით უფრო სასახელო იყო.
ლ.გვარამაძე საინტერესო ცნობას გვაწვდის ხის მოთხრის ჩვეულებასთან დაკავშირებით: ,,ხის ამოგლეჯა, ყველა ნიშნის მიხედვით რიტუალი იყო, რომელიც ძველად საცეკვაო მოძრაობებით სრულდებოდა. მოჭრილი ხის გარშემო საფერხულო წრე იკვრებოდა, საფიქრებელია რომ ხის დაცურებისას საფერხულო ცეკვები სრულდებოდა. ხის ერთობლივი ამოგლეჯის დროს აქეთ_იქით რყევა საფერხულო ცეკვის ჩანასახზე მიუთითებს. ,,ნადურის" დამთავრების შემდეგ მღეროდნენ ,,ელესას".



,,ე ლ ე ს ა"



ერთობლივი შრომის ფორმას უკავშირდება აგრეთვე გურული სიმღერა ,,ელესა". იგი სრულდებოდა ტვირთის აწევა_გადანაცვლების დროს. მძიმე ტვირთი გადაჰქონდათ ხელით, რადგან უსწორმასწორო გზებზე შეუძლებელი იყო ურმით ტვირთის ზიდვა. მიუვალი ადგილებიდან ტვირთის გადმოსაზიდად საჭირო იყო ხალხი. ტვირთის აწევისას ერთსულოვნება უნდა ყოფილიყო, რადგან საკმარისი იყო რომელიმე მათგანის, არასცორი მცდარი მოძრაობა შეესრულებინა, რომ თანამონაწილეების სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო.
ტვირთის ზიდვის დროს მონაწილეები მღეროდნენ, ,,ელესას". ზოგიერთისათვის იქნებ დაუჯერებელიც იყოს ამ დროს სიმღერა, მაგრამ გურულებისათვის უსიმღეროდ მძიმე ტვირთის აწევა წარმოუდგენელი იყო. სიმღერის დამწყები_მთქმელი, საქმის ბელადი სარდალი გახლდათ. წინამძღოლს ყველა მონაწილე უსმენდა. სანამ ტვირთი სახიფათო ადგილას იყო მანამდე ,,ელესა" ერთპირი იყო, როცა ტვირთს სამშვიდობოზე გადაიტანდნენ, მაშინ სიმღერა ორპირად უფრო მხიარულად ჩაღდებოდა.
,,ელესა" უტექსტო სიმღერა იყო. ეს სიმღერა ქორწილის შემდეგაც სრულდებოდა. მას აპ.წულაძე ,,სუფრის ელესას" უწოდებს.
ტერმინ ,,ელესას" ეტიმოლოგია მეცნიერულად დასაბუთებული არ არის. ხალხური თქმულებით სახელწოდება საკუთარი სახელის ელენეს შემოკლებულ ფორმასთან ელესთან დაუკავშირებიათ. ელენე მრისხანე ქალბატონი იყო, რომლის ყმებსაც ტყიდან საწნახელი უნდა გამოეთრიათ, რომ არ დაგორებოდათ. ელეს მოურავი ყმებს წარამარა ელენეს სახელით აფრთხილებდა. არის მეორე ვერსიაც სახელწოდების შესახებ, თითქოს ,,ელესა" სოფელ ლესაში იმღერეს პირველადო.
,,ნადი" და ,,ელესა" საყურადღებოა ქორეოგრაფიული კუთხით, რადგან მათში არსებული სიმღერის რითმი და ამ რიტმში გადაადგილება საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ აქ ოდესღაც არსებობდა ქორეოგრაფიული ელემენტებიც.



გურიის საცეკვაო ფოლკლორი
"გურული ფერხული"




"ფერხული" წრიული ფორმის უძველესი მასობრივი ცეკვაა, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანასა და კუთხეში ასრულებენ, მათ შორის საქართველოშიც. ქართული "საფერხულო" რეპერტუარი მეტად მრავალფეროვანია სადაც თავმოყრილია საქართველოს ყველა რეგიონისათვის დამახასიათებელი "ფერხულები", მათგან აღსანიშნავია გურული ტრადიციული "ფერხული", რომელიც განვითარებული წყობის სრულიად ორიგინალური წყობაა. იგი ქართულ ხალხურ საცეკვაო ხელოვნებას სართულებიანი "ფერხულის" სახით შემორჩა. გურულ - აჭარული ფერხულის ხალხური ვარიანტი ორპირულია და სამი ნაწილისაგან შედგება: 1. წყნარი 2. შედარებით აჩქარებული 3. ჩქარი. აღნიშნული ნაწილები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც მელოდიითა და რიტმით ასევე საცეკვაო ტექნოლოგიით.
სართულებიანი "ფერხულის" შესახებ შ. ასლანიშვილი შემდეგ ცცნობას გვაწვდის: "სამსარტულიანი ფერხული თუშეთში მინდვრის საზაფხულო სამუშაოების წინ სრულდებოდა, სწორედ იმ დროს როცა ადგილობრივი ღვთაების - ლაშარის ჯვრის - დღესასწაული იწყებოდა. ამ ცეკვას უძველესი სასიმღერო მელოდია ლაშარის სიმღერაც ახლა.
აპ. წულაძენაშრომში "ეთნოგრაფიული გურია" სხვადასხვა ცეკვებთან ერთად განიხილავს გურულ "ფერხულსაც" მისი აზრით ეს ცეკვა სრულდებოდა მზის კულტის პატივსაცემად. "ფერხულით" ცეკვა თავდებოდა, ეს იყო ასე ვთქვათ უკანასკნელი ცეკვის აპოთეოზი.......
ჯერ დინჯი შემდეგ კი თანდათან სწრაფი. ფერხულს საკუთარი სიმღერა და ტექსტი აქვს:
"ეწერში კახამბალები, ზედ შეყურულა ქალლები
ზოგ მოკვდომია ქმარები, ზოგს საყვარელი ძმანები,
ძმანების მომტირალებსა კიდევ სხვაზე აქვთ თვალები
ფერხული იცოდნენ ოსართულიანიდა მეტიც"

აპ. წულაძის შეხედულებას მზის კულტთან დაკავშირებით კიდევ უფრო ამტკიცებს ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება სვანური "ლამპარის" შესახებ, სადაც იგი აღნიშნავს რომ "ასეთივე ჩვეულება გურიაშიც სცოდნიათო"
საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული სამსართულიანი ფერხულის შესახებ ქ. კასრაძეს: "ფერხული" - ეს პრექართული სამსართულიანი ცეკვა წარმოადგენს წარმართულ რელიგიურ მოდელს. მზის სიმბოლიკის დემონსტრაციას. ამ ცეკვის თორმეტკაციანი შიდასაფერხულო ცეკვა მზის დისკოს სიმრგვალისაა და მისი გლობალური სფეროს ინტერპრეტაციაა წელიწადის 12 თვე.
ამრიგად მეცნიერთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს რომ სართულებიანი პრინციპით გადაწყვეტილი ცეკვა - "ფერხული" საბრძოლო შინაარსისაა და იგი ერთ-ერთი საშუალება იყო მტრის მიერ დაკავებული ციხე-სიმაგრის ასაგებად. მეორე ნაწილი კი თვლის რომ "ფერხული" რიტუალურია და იგი ასტრალური სხეულებისადმი ზესწრაფვისაკენ, კერძოდ მზის კულტის სათაყვანებელ ფერხულს წარმოადგენს.
გურული ფერხულის გასცენიურებული ვარიანტი პირველად 1951 წელს შეასრულა ოზურგეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა სადაც, ქორეოგრაფია გიორგი სალუქვაძეს ეკუთვნოდა.



"ფარცა - კუკუ"




"ფარცა - კუკუ" უძველესი გურული ცეკვაა, ისტორიულად ცნობილია რომ მას ძირითადად ქალები ასრულდნენ მონაწილეები დაწყვილდებოდნენ და ბუქნისმაგვარი მოძრაბებით სიმღერას რიტმულად ფეხებს აყოლებდნენ. გ. შარაშიძის განმარტებით: "ფარცა-კუკუ" ძველებური ცეკვაა ასრულებდნენ წყვილწყვილად დაწყობილი, ქალები მუხლებს მოხრიდნენ, კაბას ლამაზად შემოიკეცდნენ, ტაშისკვრით უვლიდნენ და აყოლებდნენ შემდეგ დიალოგს: "ფარცა - კუკუ ფარცადინა, ყურსა სისხლი რამ გადინა - უპასუხებდა მეორე"
გურული ცეკვა "ფარცა-კუკუს" შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის აპ. წულაძე. მისი აზრით ფარცა კუკუ ყველაზე უძველესი ცეკვაა. ცეკვავდნენ ქალები უფრო გათხოვილები იშვიათად ვაჟები - უფრო ქალებს აჯავრებდნენ ცეკვის მანერით და ცეკვის დროს სიმღერის ტექსტის მიხედვით, უნდა ვიფიქროთ რომ ეს ცეკვა ქართველი ამორძალების ცეკვა უნდა იყოს.
მეცნიერი გვარამაძე "ფარცა-კუკუს" ვაჟთა ცეკვად მიიჩნევს. მისი აზრით ცეკვა "ფარცა-კუკუ" დროთა განმავლობაში ცვლილებები განიცადა, ცეკვაში მამაკაცების გარდა ქალებიც ჩაერთნენ რამაც იგი უფრო ხალისიანი გახადა. გვარამაძემ აღნიშნული ცეკვის წარსულს ვაჟთა უძველეს ცეკვა "კოჭაში" ეძებს, რომელიც თავისი ქორეოგრაფიული ლექსიკით მართლაც წააგავს ამ უძველეს ცეკვას. "ფარცა-კუკუ" მჭიდრო შეკრული წრით გავს ცეკვა ლაზურს იგი აგებულია განუწყვეტლივ ხტუნვით მოძრაობებზე, ბუქნაზე რომლის დროსაც ორივე ფეხი ჰაერში განზე იშლება მოღუნულ მდგომარეობაში. თავისი საფუძვლით - ბუქნით "ფარცა-კუკუ" ძველებურ ვაჟთა ცეკვას "კოჭას" ენათესავება, ცეკვა გაჟღენთილია სპორტული აზარტით.
საინტერესო ხალხურუ თქმულება არსებობს "ფარცა-კუკუს" სასიმღერო ტექსტის შესახებ. "ფარცა-კუკუ" და "ფარცადინა" ძმები ყოფილან "ფარცა-კუკუ" ომში წასულა და სახელი მოუხვეჭავს ხოლო "ფარცადინა" კი დამალულა. ომის დამთავრების შემდეგ მას ყური გაუჭრია ჩოხა სისხლით შეუღებავს და ისე დაბრუნებულა სოფელში. იმ ვერსიას რომ თითქოს "ფარცა-კუკუ" და "ფარცადინა" ორი სხვადასხვა პერსონაძის სახელია გვარამაძეც მართებულად თვლის. მეცნიერი ბადრი ცხადაძე არ იზიარებს გვარამაძის მოსაზრებას მიგან განსხვავებით აღნიშნავს რომ "ფარცა-კუკუ" და "ფარცადინა" ერთი და იგივე პერსონაჟის სახელებია, მისი აზრით "ფარცა-კუკუ" ორი სიტყვის შერწყმის სედეგად არის მიღებული, სადაც "ფარცა-ფარსაგ" ნიშნავს ფარცას და "ფარცა დინა" - ფარსაგ დინას. "ფარცა-კუკუ" ფარსაგი, ცუდი ფეხ-ტანმრუდი დედოფალაა, რაც შეეხება ფარცადინას, მეცნიერის განმარტებით "დინა" სვანურად გოგოს ნიშნავს.
ამრიგად "ფარცადინა" და "ფარცა-კუკუ" ერთი და იგივე მოცეკვავის ეპითეტია. ამრიგად თუ გავითვალისწინებთ ბადრი ცხადაძის განმარტებას "ფარცა-კუკუ" მართლაც ქალთა ცეკვაა, როგორც გადმოგვცემს ამას გ. შარაშიძე და აპ. წულაძე.
გურული ცეკვა "ფარცა-კუკუს" სცენიური ვარიანტი პირველად დადგა ქორეპგრაფმა გ. სალუქვაძემ 1951 წელს სადაც მამაკაცებთან ერთად ცეკვას ქალებიც ასრულებდნენ.


'"კალმახური"



გურული საცეკვაო ფოლკლორიდან აღსანიშნავია ცეკვა "კალმახური" რომელიც ძირითადად ინდივიდუალურად სრულდებოდა. მისი შემსრულებელი უნდა ყოფილიყო კალმახივით ცოცხალი, სხარტი და მოძრავი.
საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული მეცნიერ წულაძეს. "გურიაში სურებელ რამიშვილს ჰქონდა საკუთარი საგვარეულო ლოცვა "ჭაბუკობა" - ეს დღეობა იციან ადრე გაზაფხულზე და იმ დღეს ზვარაკად ჭურის პირზე ცოცხალ კალმახს დაკლავდნენ ეს არის ჭაბუკობის - ახალგაზრდობის, ტრფობის რიტუალი. წულაძის აზრით ცეკვა "კალმახური" ამასთან უნდა იყოს კავშირში, რადგან კალმახი მეტისმეტად მოქნილი და სიცოცხლით სავსე თევზია.
გურიაში კალმახის ზვარაკად დაკვლის რიტუალი აღწერილი აქვს ნ. თოფურიასაც. მისი გადმოცემით უხვმოსავლიანობის მიზნით გურიაში საკალანდო ქვევრის თავზე გურულები კალმახს კლავდნენ, მეცნიერი იქვე აღნიშნავს: თევზის ქერცლით დაფარული ღვთაებების გამოსახულებები შესაძლებელია აგრეთვე ნაყოიერების მომნიჭებელ ძალად ითვლებოდა. ამრიგად აპ. წულაძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ცეკვა კალმახური სათავეს იღებს ქვევრის თავზე ზვარაკად დაკლული კალმახის რიტუალიდან სავარაუდოდ მართალია და მიგვაჩნია რომ აღნიშნული ცეკვა ნაყოფიერების კულტთან უნდა იყოს დაკავშირბული რადგან როგორც აღინიშნა წარსულში ქარტველს ტომთათვის თევზი ნაყოფიერების მიმნიჭებელ ღვთაებად ითვლებოდა, ხოლო გურულების წარმოდგენით კალმახი წმინდა თევზი იყო: "რამდენიმე თევზს მაგალითად კალმახს თავის არეში ძვლებს შორის აქვს ერთ ერთი ძვალი რომელიც მას შემდეგ გაუჩნდა რაც იესო ქრისტემ კალმახს ხელით პირჯვერი გარდასახა და დალოცა იგი. ადრე კი ეს ჯვარი თითქოსდა არ არსებობდა ან მას არ ჰქონდა ჯვრისებრი ფორმა".
ცეკვა კალმახური სასცენო ვარიანტი პირველად შეასრულეს 1954 წელს მერვე რესპიბლიკურ ოლიმპიადაზე მახარაძის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა ცეკვა დადგა და მხატვრულად გააფორმა ქორეოგრაფმა გ. სალუქვაძემ მასვე ეკუთვნის მელოდია და სასიმღერო ტექსტიც. სალუქვაძემ ეროვნულ ფესვებზე ნასაზრდოები ცეკვა კალმახური საფუძვლიანად შეცვალა, მან აღნიშნული ცეკვის შინაარსი დაუკავშირა კოლექტიურ შრომას (თევზის ჭერის პროცესს) სადაც მოცეკვავე ვაჟები მებადურების როლს ასრულებდნენ, ხოლო გოგონები კი ტანის ნაზი რხევით კალმახებს ბაძავდნენ.
ეს ცეკვა აგებული იყო გურულ საცეკვაო ლექსიკაზე და გამოყენებული იყო აჭარული ცეკვა "ლაზურის" კომპონენტები. მოძრაობები და პლასტიკა იმპროვიზირებული იყო ცეკვის სახელწოდების შესაბამისად.



"მიმიკით ცეკვა"


ქართულ საცეკვაო ფოლკლორში მრავლად გვხვდება სახუმარო შინაარსის ცეკვები რომლებიც ძირითადად გართობა-თამაშის მნიშვნელობას ატარებდა. მათ შორის აღსანიშნავია "მმიკით ცეკვა", რომელიც აღწერა აპ. წულაძემ. მისი გადმოცემით ორი ვაჟი იწყებს ცეკვას ჯერ შეხვდებიან სერიოზულად მერე ერთი მეორეს ტუჩის, ხელის ფეხისა და უკანა ნაწილის სხვადასხვა სასაცილო მოძრაობებით ერთიმეორეს ემანჭებიან, მაიმუნობენ და ეს სიცილს იწვევს.
გურული სახუმარო ხასიათის მისმიკით ცეკვას წულაძე ცეკვა "ქაჯურს" ამსგავსებს, რომელიც უნახავთ 1934 წელს გურიაში მოგზაურობისას საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ თანამშრომლებს.
საინტერესო ცნობას გვაწვდის ცეკვა "ქაჯურის" შესახებ სოფელს ზემოხევში მცხოვრები ახმედ ქარცივაძე მისი გადმოცემით, აღნიშნული ცეკვა აჭარაშიც სრულდებოდა მას ძირითAდად ერთი შემსრულებელი ცეკვავდა. '"იყო ცეკვა ქაჯური, რომელიც ჩვენში არ იყო იგი თურქული ან სომხური თუ იყო, გამოვიდოდა ერთი კაცი, იკლაკნებოდა, ათამაშებდა ხელებს, ფეხებს, კისერს, თვალებს, უკანალს.
ამრიგად, როგორც ლიტერატურული წყაროებიდანაა ცნობილი, გურიაში გავრცელებულ " მიმიკით ცეკვასა" და ცეკვა "ქაჯურს" მხოლოდ მამაკაცები ასრულებდნენ აღნიშნულ ცეკვებს ახასიათებთ ძირითადად ქვედა ტანის აქტიური მოძრაობები.



"მოკვლა - გაცოცხლება"


წყვილურ ცეკვათა რიცხვს მიეკუთვნება გურიაში გავრცელებული ცეკვა - პანტომიმა "მოკვლა - გაცოცხლება", სადაც მოცეკვავეები პლასტიკისა და ქორეოგრაფიული ლექსიკის საშუალებით გადმოსცეენ შემდეგ სიუჟეტს: "ორი ვაჟი ცეკვავს, ცეკვის დროს ვითომ წაიჩხუბებს, ერთიმეორეზე, (რომელიც მას შემდეგ გაუჩნდა) ხანჯლით მიიწევენ (ისე რომ ცეკვა არ წყდება. ერთი ძლევს და მეორეს "მოკვლას" - წააქცევს, გულზე ხელებს დაუკრებს - "გაასწორებს". გარშემო ცეკვით უვლის". ცეკვის დროს მიუახლოვდება, ყურს დაადებს რწმუნდება, რომ მკვდარია, აღარ სუნთქავს, თავით საკურთხს დაუდებს, კიდევ გარს უვლის ხანჯალს ამოიღებს და შეულოცავს, რაღაც გაუგებარ სიტყვებს ჩასჩურჩულებს, მერე ამ შელოცვით ხანჯალს მიცვალებულს სცემს და მიცვალებულიც გაცოცხლდება, წამოიჭრება და ორივე მომღიმარი ცეკვავენ.
ამრიგად ცეკვა "მოკვლა - გაცოცხლება", სიუჟეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უნდა მიეკუთვნებოდეს უძველესი ცეკვების ჯგუფს, რადგან ცეკვაში იგრძნობა მაგიისა და ჯადოქრულ - საწესო ქმედებათა კვალი, აღნიშნულ ცეკვაში აგრეთვე ვხვდებით ქრისტიანული სარწმუნოებისათვის დამახასიათებელ ნიშნებსაც, რომელიც სავარაუდოდ ცეკვამ შემდგომ შეიძინა.




ცეკვა "ხანჯლებით"


საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე მისი ერის ყოფაში საბრძოლო ხელოვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ეს თავისებურად აისახა ქორეოგრაფიაშიც. სადაც გადმოცემულია ბრძოლის სცენები. საბრძოლო იარაღებისა და საცეკვაო მოძრაობების მეშვეობით შემსრულებლები ცეკვასთან ერთად გვიჩვენებენ იარაღის ხმარების საოცარ უნარ-ჩვევებს, ასეთ ცეკვათა რიცხვს მიეკუთვნება დ. ბაქრაძის მიერ ნაშრომში "არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში" აღწერილი "ცეკვა ხანჯლებით". მისი გადმოცემით გურული "ცეკვა ხანჯლებით" შემდეგნაირად სრულდებოდა: "ცვეულებრივი შუა ადგილას გამოდის ორი გურული და ცეკვავს ამხანაგების სიმღერის ხმაზე, ორივე იშიშვლებს ხანჯლებს და ოსტატურად და მარჯვედ აკეთებენ სხვადასხვა ილეთს. უწინარეს ყოვლისა მოცეკვავე ელვისებურად იწყბს ტრიალს და იქნევს ხანჯალს შემოჯარულ მაყურებელში. ამ დროს თითოეულ მოცეკვავეს კიდევ ორ ხანჯალს აძლევენ, ერთი მათგანი სწრაფად იქნევს ხანჯალას და გამალებით ირტყამს პირით გვერდებზე, იღლიებში მკლავებზე, ნაკვეთებზე და ზურგს უკან კისერზე; შემდგომ ისე აკეთებს რომ ცეკვას არ წყვეტს, ამ დროს მისი მოწინააღმდეგე პარტნიორის ირგვლივ ტრიალებდა და ანჯლებით საშიშ მოძრაობებს აკეთებდა, შემდეგ ერთ-ერთი მოცეკვავე პარტნიორს თავთან ხანჯალს დაუტრიალებდა, შეჩერდებოდა და 'მოწინააღმდეგის" მიერ გაწვდილ ხანჯლებს ზედ გადაახტებოდა და, როცა მოცეკვავეები დაიღლებიან, მატ ხმლებს აწვდნიან და ორი კაცი იწყებს ფარიკაობას და ენით აუწერელ სიმკვეირცხლეს იჩენენ. ბოლოს როცა მხანჯლებს მათ პარტნიორებს დაუბრუნებენ, ზედიზედ დაცლიან დამბაჩებს და შაშხანებს, ამით აძლევენ ნიშანს, რომ ახლა სხვებსაც აქვთ უფლება, ჩაერთონ ცეკვა-თამაშში. შემდეგ ისინი ჩერდებიან. ტაშს დაუკრავენ და ამით უხმობენ ცეკვის მსურველებს... მსურველებიც არ დააყოვნებენ, სასწრაფოდ გამოეყოფოდნენ საერთო წრეს და დაწყვილდებოდნენ. ცეკვა მთავრდებოდა საერთო ეროვნული "ლეკურით".


გურულ - აჭარული "ხორუმი"




უძველესი გურულ - აჭარული ცეკვა "ხორუმი" მიეკუთვნება საბრძოლო შინაარსის საფერხულო ცეკვების ჯგუფს, სადაც მოცეკვავენი სხეულის მოძრაობებით გადმოსცემენ ცეკვის შინაარსს. იგი სიუჟეტური ცეკვაა, სადაც გადმოცემულია მეომრის გმირობა და თავდადება, მათ მიერ საკუთარი მისა-წყლის დაცვა და მტრის დამარცხება.
ძველ ხალხებს მეომართა ცეკვები ოდითგანვე ჰქონიათ, ბრძოლის წინ სახელგანთქმული მეომრები ცეკვავდნენ და ამით ომში წასვლაზე თანხმობას იძლეოდნენ. ასეთი ცეკვები საბრძოლო მომენტებიდან შედგებოდა და თანდათანობით საცეკვაო ფორმას იღებდა. ძველი ბერძნები ცეკვას დიდად აფასებდნენ, რადგან კარგი მოცეკვავე, კარგი მეომარიც იყო.
ქართველებისათვის საბრძოლო ცეკვები უძველესი დროიდანაა ცნობილი, რასაც IV საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსის ქსენოფონტეს ცნობა ადასტურებს. მოსინიკები ცეკვის სუნარს ზენაარს მიაწერდნენ, ამიტომ არც ერთ შემთხვევას არ უშვებდნენ ხელიდან რომ თავიანთი საცეკვაო ხელოვნება არ ეჩვენებინათ. ისინი თურმე ბრძოლის დაწყების წინაც ცეკვავდნენ, ხოლო მტრის დამარცხებისა და გაქცევის შემდეგ მოკლულებს თავებს აჭრიდნენ, ფეხებით ათამაშებდნენ და მათ მხიარულებს საზღვარი არ ჰქონდა. მტერზე გამარჯვებულმა მოსინიკებმა მოკლულთ თავები დასჭრეს და თავისი მტრებისა და ბერძნების დასანახათ აღმართეს. თან ცეკვავდნენ და მღეროდნენ სრულიად თავისებურ ჰანგზე."
უძველეს დროში "ხორუმის" მსგავსი ცეკვის არსებობას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი მოცეკვავე ბრინჯაოს ფიგურები. პირველად ამ არქეოლოგიურ მასალას ნ. პანტიუხოვმა მიაქცია ყურადღება და ამ საკითხზე გამოკვლევაც დაწერა, რასაც გამოეხმაურა შ. ამირანაშვილი და აღწერა ფიგურების საცეკვაო მდგომარეობები. ამ საკითხს ყურადღება მიაქცია დ. ჯანელიძემაც.
ცეკვა "ხორუმი" იყოფა ეპიზოდებად, რომლებიც ერთიანი სიუჟეტური ხაზით უკავშირდებიან ერთმანეთს: 1. მეომართა დასაბანაკებელი ადგილის ძებნა, 2. მტრის დაზვერვა, 3. იერიში, 4. გამარჯვება და ზეიმი, რომელიც ხალხურ ვარიანტში "გადახვეული ხორუმის" სახით სრულდება., თუმცა შეიძლება Aაღნიშნული დასკვნითი ნაწილი გამოვხატოთ ჩვეულებრივი ლხინის სახითაც. ცეკვა "ხორუმ"-ის რა ვარიანტიც არ უნდა იყოს დადგმული, მისი შინაარსი ამ ოთხივე ნახილისაგან უნდა შედგებოდეს. "ხორუმი" ძირითადად ერთმწკრივად ანუ მწყობრის სახით სრულდება.
"გადახვეული ხორუმი" მხოლოდ ქობულეთშია გავრცელებული. თუმცა მისი ნიშან -თვისებები აჭარის მაღალმთიანი რაიონების მესვეურებმაც გაითავისეს და ცეკვის მანერას მთის ხასიათიც შეუხამეს. ცეკვა გვხიბლავს სხეულის უჩვეულ მიხვრა მოხვრით, გასმების რთული მიმოქცევით, ილეთების სიუხვით.
"გადახვეული ხორუმი" გამარჯვებულ პატრიოტთა ზეიმის წარმომჩენი კომპოზიციაა, მის ერთ-ერთ ფრაგმენტში გასმების მიმოქცევით ნათლად ჩანს დამარცხებული მტრის ჩაქოლვა, რომელიც "ჩამორებულში" გადაიზრდება და გამარჯვებულთა საზეიმო ხასიათს ღებულობს. გადახვეული ხორუმი ცეკვის დასკვნით ნაწილს წარმოადგენს, სადაც მოცეკვავეების მიერ შესრულებული მოძრაობები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს მტერს ფეხებით თელავენო.
საინტერესო ცნობას გვაწვდის ცეკვა "ხორონის" შინაარსის შესახებ ა. ქათამაძე. მისი გადმოცემით: იყო ორი ძმაი, ხასიე და ხუსიე. მტრის შემოსევის დროს ხუსიემ უღალატა ამხანაგებს და მიემხრო მტერს. მერმე შემოესია მტრის ჯარით. მტერი დახოცეს და ხუსიე ცოცხალი ჩაიგდეს ხელში, ჯერეთ აწვალეს და მერმე თავი წააჭ


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jun 12 2007, 01:03 PM
პოსტი #707


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



დედა,რავარი ,,პიარშიკები'' ყოფილხართ ეს გურულები,კაცოbiggrin.gif
საცა არ გავიხედე სულ გურიაზეა გახსნილი თემები dry.gif

მდააა,ვაღიარებ რომ ამ კომპონენტშიც გვჯობიხართ იმერლებს user.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Jun 12 2007, 01:08 PM
პოსტი #708


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



QUOTE(მაეასი @ Jun 12 2007, 12:03 PM) *

დედა,რავარი ,,პიარშიკები'' ყოფილხართ ეს გურულები,კაცოbiggrin.gif
საცა არ გავიხედე სულ გურიაზეა გახსნილი თემები dry.gif

მდააა,ვაღიარებ რომ ამ კომპონენტშიც გვჯობიხართ იმერლებს user.gif




მერედა მეც რო იმერელი ვარ smile.gif

ეგ არ ნიშნავს იმას რომ სხვა კუთხის კულტურა და ადათ წესები არ შევისწავლოთ ....

ამიტომ მომდევნოზე სხვა კუთხეებს გავაკეთებ... გული არ დაგწყდეს biggrin.gif


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jun 12 2007, 01:20 PM
პოსტი #709


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(shakuna_ @ Jun 12 2007, 10:08 AM) *

მერედა მეც რო იმერელი ვარ smile.gif

ეგ არ ნიშნავს იმას რომ სხვა კუთხის კულტურა და ადათ წესები არ შევისწავლოთ ....

ამიტომ მომდევნოზე სხვა კუთხეებს გავაკეთებ... გული არ დაგწყდეს biggrin.gif

არა,გასაგებია,მარა ამდენი გურია გამიგია,კაცო biggrin.gif

სხვა რომელიმე კუთხეზე რომ გაგეხსნა ქე გევიგებდი,მაგრამ კიდო გურია?! laugh.gif

არა,ეს ხუმრობით,მართლა საინტერესოა...

და თუ მოახერხებ კიდე ბევტი ასეთი თემები გახსენი smile.gif

პ.ს.ნამეტანი გამეხარდა შენი იმერლობის ამბავი laugh.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Jun 12 2007, 06:51 PM
პოსტი #710


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



მოჭარბებული გურული ქსტრემიზმი ფორუმზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ახალი პრობლემა თუ, გამოსავალი ქართულ რეალობაში biggrin.gif biggrin.gif
აბა გამოდგებოდა ეს ციტატა რომელიმე გადაცემის დასაწყისში


ხო მართლაც საინტერესო ინფორმაცია იყო, ასე არ ჯობია
იმედია უახლოეს მომავალშიც იქნება სხვა კუთხეებზე და ამაზე არ გაჩერდებით
თორემ მიკერძოება გამოვა........................

და ისე მიუხედავად ასეთი სიჭარბისა ქართული ცეკვების სახეობისა გურიაში (რაც ნამდვილად არ ვიცოდი)
მაინც არაა მათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ცეკვა, ეხლა იტყვით აგერ ფარცა და ხორუმიო დამიჯერეთ მოცეკვავეების უმრავლესობასაც რომ კითხოთ ნამდვილად არ გეტყვით ეს გურული წარმოშობის ცეკვააო
ასე რომ არა მგონია ეს მარტო გურიისთვის იყოს დამახასიათებელი და მას ინდივიდუალობის და უპირატესობას ანიჭებდეს, თუმცა არ გამოვრიცხავ ხორუმი თავად შეიცავდეს რაღაც კონკრეტული გურიაში მიგნებულ ილეთებს
და კიდევ ერთი ვინმემ რომ მოინდომოს ამ ცეკვების აღდგენა, რომელიმე ქორეოგრაფმა მას რათქმა უნდა მოუწევს მისი დახვეწა და ახალი ელემენტების შეტანა მისთვის სასცენო ხასიათის მისაცემად და ამ დროს კვლავ იქნება ბრალდებები რომ აი ხალხური აღარ არის და ტრადიციულიო, ანუ ხალხი რასაც არ იცნობს კარგად არატრადიციული გონია.

ხო ბევრ რამე მივედ-მოვედე იმედია გურულები არ მიწყენთ smile.gif


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jun 12 2007, 06:54 PM
პოსტი #711


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(piligrimi @ Jun 12 2007, 06:51 PM) *

ხალხი რასაც არ იცნობს კარგად არატრადიციული გონია.



ეს საიდან მოიტანე?! biggrin.gif თანაც ყველა ილეთს ,,შუბლზე" ახატია როგორი წარმომავლობისაა, საერთოდ რომ არც იცოდე ცეკვა


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Jun 12 2007, 07:04 PM
პოსტი #712


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ციტატა(N. R. @ Jun 12 2007, 07:54 PM) *

ეს საიდან მოიტანე?! biggrin.gif თანაც ყველა ილეთს ,,შუბლზე" ახატია როგორი წარმომავლობისაა, საერთოდ რომ არც იცოდე ცეკვა



ხალხში ფოლკლორისტები არ მიგულისხმია
ეს უფრო ფართო საზოგადოება რომელთა უმრავლესობა წარმოდგენაც არ აქვს საერთოდ ილეთი სად იწყება და სად მთვარდება, არათუ მისი წარმომავლობა.
თუმცა გეთანხმები რომ უმრავლეს შემთხვევაში და არა ყოველთვის ადვილი დასადგენია მისი წარმომავლობა


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jun 12 2007, 07:12 PM
პოსტი #713


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



shakuna_
მადლობა შაკუნას! საკურსოსში გამოვიყენებ მასალებს smile.gif ველოდებით ახალ პოსტებს !!! biggrin.gif

piligrimi
კარგი ადამიანი ხარ


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Jun 13 2007, 12:20 AM
პოსტი #714


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



QUOTE(N. R. @ Jun 12 2007, 06:12 PM) *

shakuna_
მადლობა შაკუნას! საკურსოსში გამოვიყენებ მასალებს smile.gif ველოდებით ახალ პოსტებს !!! biggrin.gif




აუცილებლად გაგრძელება იქნება მაგრამ რატომღაც მინდოდა რომ ჩემი თემა ცალკე ყოფილიყო... რაღაცნაირად მიმაკერეს აქ sad.gif ნუ არაუშავს თუ ასეა საჭირო....


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jun 13 2007, 01:07 AM
პოსტი #715


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



shakuna_
შენი ნაშრომი ასე იოლად არ დაიკარგება! პირობას გაძლევ smile.gif ველოდებით სიახლეებს


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 13 2007, 01:22 AM
პოსტი #716


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



shakuna_
ციტატა
აუცილებლად გაგრძელება იქნება მაგრამ რატომღაც მინდოდა რომ ჩემი თემა ცალკე ყოფილიყო... რაღაცნაირად მიმაკერეს აქ ნუ არაუშავს თუ ასეა საჭირო....

შენ თქვი, რას აპირებ საერთოდ.
მარტო გურულით გინდა შემოიფარგლო, თუ საერთოდ, ყველა კუთხეების საცეკვაო-სათამაშო ტრადიციების განხილვას აპირებ?

ეხლა, შენ რაც გიწერია, პრინციპში შეიძლება ცალკე თემებადაც გავიდეს, ეგ უფრო ცეკვა-თამაშობების რანგში გადის, საიდანაც დღევანდელი ვაიქორეოგრაფები "ვითომ" საზრდოობენ.
მე კი ვიცი, რომ არ საზრდოობენ, მაგრამ ამ ფორუმში ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც მეცნიერული არგუმენტი არაფრად უღირს და აქტიურად გონია, რომ მისი ქორეოგრაფი თავის საქმეში რომის პაპია.

რავი, დაწერე რას აპირებ, თუ ცალკე ისეთი შინაარსის პოსტების კეთებას აპირებ, როგორიც ა. წულაძის "ეთნოგრაფიულ გურიაშია" მოცემული და ამ მხრივ ბევრი მასალა გაგაჩნია, მაშინ მართლაც უპრიანი იქნება ამ თემის ისევ გაყოფა.
თუ ეს ერთი ცალკეული სემთხვევა იყო, მაშინ ჯობია ისევ აქ იყოს.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Jun 13 2007, 01:38 AM
პოსტი #717


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ხალხო ძაან ბევრი არ დაპოსტოთ რაა... ცოტა თავი შეიკავეთ ივლისის შუა რიცხვებამდე, biggrin.gif თორე მე გავსკდები შურით და კიდე ამ თემაში შემოსვლის სურვილით smile.gif smile.gif
ისე მინდა თქვენი პოსტების წაკითხვა რო.... მაგრამ რა ვქნა ვეღარ ვახერხებ და... unsure.gif სანამ არდადეგები დაიწყება აზრები შეინახეთ რაა... wink.gif
ძაან ბევრი არ დამიგროვოთ წასაკითხი რაა laugh.gif და კიდე გული არ დამწყვიტოთ იმაზე რო ვერ შემოვდივარ... sad.gif
იმედია ზაფხულისთვისაც შემოინახავთ კარგ აზრებს...

გაიხარეთ ყველამ და უფალი გფარავდეთ!!! 2kiss.gif 2kiss.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 13 2007, 01:46 AM
პოსტი #718


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



makuna7474
ციტატა
ხალხო ძაან ბევრი არ დაპოსტოთ რაა... ცოტა თავი შეიკავეთ ივლისის შუა რიცხვებამდე,

ჩვენ ივლისის შუა რიცხვებამდე ჩავპოსტავთ, მერე დასასვენებელად წავალთ და შენია ბურთი და მოედანი, იკითხე და პოსტე მერე რამდენიც გინდა სექტემბრის შუა რიცხვებამდე. IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Jun 13 2007, 01:51 AM
პოსტი #719


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(ვეშაპო @ Jun 13 2007, 02:46 AM) *

makuna7474

ჩვენ ივლისის შუა რიცხვებამდე ჩავპოსტავთ, მერე დასასვენებელად წავალთ და შენია ბურთი და მოედანი, იკითხე და პოსტე მერე რამდენიც გინდა სექტემბრის შუა რიცხვებამდე. IPB-ს სურათი

ვაა...
ეგრე არ მინდა... sad.gif sad.gif
გიჟი არ ვარ...
ეგენი ელაპარაკებიან საკუთარ თავს tongue.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Jun 13 2007, 11:13 AM
პოსტი #720


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



QUOTE(ვეშაპო @ Jun 13 2007, 12:22 AM) *

shakuna_

თუ ეს ერთი ცალკეული სემთხვევა იყო, მაშინ ჯობია ისევ აქ იყოს.



მოკლედ მე ვაგრძელებ სხვადასხვა კუთხეებზე და როგორც კი მომდევნო თემის დადებას გადავწყვეტ მაშინ გამოვყოთ ცალკე კარგით??? მე საერთოდ მინდა ქართული ქორეოგრაფიის , ფოლკლორის შესახებ რამოდენიმე ნაშრომი დავდო და უბრალოდ ვინმეს ეს თემები რომ აინტერესებდეს ვერ ნახავს ფიზიკურად .....
თქვენც კარგად ხედავთ რომ მასალა დიდია smile.gif wink.gif


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

51 გვერდი V « < 34 35 36 37 38 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 08:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი