![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#101
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"უნდა აღინიშნოს, რომ ბილწსიტყვაობა ცდილობს ადამიანისათვის ყველაზე წმინდა დაამციროს, გალანძღოს, ლაფში გასვაროს.
ამიტომ ბილწ ლანძღვაში ხშირად გაისმის ღმერთის სახელი, უფრო ხშირად კი სიტყვა - დედა, რომელიც წყალწაღებული არამზადების გარდა ყველასათვის ძვირფასია. ეს ტალახის ნაკადიც არ არის, ეს რაღაც ფეკალური მასაა, რომელიც ნარწყევივით იფრქვევა პირიდან. არსებობს ფსიქიური დაავადება, როცა ადამიანი საკუთარი უწმინდურობით სახეს ითხუპნის და ჭამს მას. სიგიჟის ამ სახეობით იტანჯებოდა, მაგალითად, ცნობილი მწერალი გი დე მოპასანი, რომელიც ლიტერატურული სიბინძურიდან ფეკალოფაგიაზე გადავიდა. ბილწსიტყვაობა რაღაცით ჰგავს ამ ფსიქიკურ დაავადებას. ადამიანი სირცხვილის გრძნობისაგან თავისუფლდება და ამაშიც ასევე ხედავს თავისუფლებას. ზოგიერთ ისტერიკს ავადმყოფობის გამწვავებისას სხვების თვალწინ გაშიშვლების სიმპტომი აღენიშნება. ცნობილ დაწესებულებაში ეს პროცესი ერთგვარი სახის ხელოვნებად იქცა. არსეგბითად ბილწმესიტყვეც შიშვლდება ყველას თვალწინ და თითქოს იძახის: "შემომხედეთ როგორი გმირი ვარ, ჩემში წვეთიც არ დარჩა სირცხვილისა!" მისტიკური შინაარსით, ბილწსიტყვაობა ბნელი ძალების მოხმობაა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#102
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მოზარდ ბიჭუნებს "მოდურად გაშიშვლებული" დედების შემყურეთ უადვილდებათ ყველაზე საშინელი ცოდვა "დედის გინება"!
/არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#103
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"თანამედროვე საოჯახო თუ სასკოლო აღმზრდელობითი მეთოდებისა და განათლების სისტემის სრული უნიათობისა და უკუღმართობის, საზოგადოების ზნეობრივი დაცემულობისა და მისი სულიერი სიღატაკის, ჩვენი ღვთისაგან ღრმა განდგომილებისა და საყოველთაო აპოსტაზიის ყველაზე თავლსაჩინო გამოხატულებად, ერთგვარ "ლაკმუსის ქაღალდად", თავისებურ დემონურ-რიტუალურ "შელოცვად" ქცეული შეგინების სწორედ ეს ფორმულა გამოდგება: "ჩემი დედა..." აგრეთვე: "... ის შვილი ვიყო".
/აკაკი მინდიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#104
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმ. მამათა განმარტებით, დედის მაგინებელი ბილწავს და შეურაცხყოფს დედის წმინდა სახელს... უპირველეს ყოვლისა, - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელს, რადგან სწორედ დედა ღვთისაა, როგორც წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის მამები გვასწავლიან, ყველა ჩვენგანის უპირველესი დედა, საერთო შემწე და შუამდგომელი უფლის წინაშე;
შემდეგ შეურაცხყოფს საკუთარ დედას, ვინც ტკივილებში შობს და მუდამდღE ზრუნავს შვილზე; დედის მაგინებელი იმავდროულად შეურაცხყოფს დედა-ენას, რომელ ენაზეც იგინება და - დედამიწას, რომლიდანაც ღმერთმა შექმნა ჩვენი სხეული, დედამიწას, რომელიც გარდაცვალების შემდეგ კვლავ თავის გულში - თავის წიაღში ჩაგვიკრავს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი აღარ არის ის, რასაც წმ. მამები დედის მაგინებელთა შესახებ ამბობენ" ვინც იგინება, ვინც ბილწ სიტყვებს წარმოთქვამს, მისი მფარველი ანგელოზი ტირის, ეშმაკი კი - ხარობს; დედა ღვთისმშობელი ასეთ ადამიანს განეშორება და წყევტს მის მფარველობას, ხოლო ღმერთი სხვადასხვა განსაცდელს, ავადმყოფობასა და უბედურებას უგზავნის და უმრავლებს გამოსასწორებლად და სინანულში მოსაყვანად. სასულიერო პირებს, ღვთისმსახურებს შენიშნული აქვთ, რომ ბილწსიტყვაობის, განსაკუთრებით კი დედის გინების მოყვარულნი სინანულსა და ზიარების გარეშე კვდებიან. ამრიგად, "ბიბლიიდან" გამომდინარე, გინება, ბილწსიტყვაობა - დემონთმსახურებაა; მაგინებელი, მაწყევარი და ბილწი პირის ადამიანი ეშმაკის მსახურია!" /აკაკი მინდიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#105
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ვისაც გვსურს ამ სულიერი კეთრისაგან - გინებისა და ბილწსიტყვაობის მომაკვდინებელი ვნებისაგან განთავისუფლება და მარადიული სატანჯველისაგან - გადარჩენა, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ, ცოდვებისა და ცოდვითი მიდრეკილებებისაგან გულის განწმენდისათვის - ლოცვებითა და მარხვებით, ბიბლიის - "ღვთის სიტყვის" - ყოველდღიური კითხვითა და შეთვისებით (ღვთის სიტყვითა და ლოცვით ყოველივე განიწმინდება, - ბრძანებს პავლე მოციქული), ეკლესიაში ღვთისმსახურებასა და წმ. საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობით, საკუთარი ცოდვვების, მათ შორის, ბილწსიტყვაობის ცოდვების აღიარებით უხილავად ღვთისა და ხილულად მღვდლის წინაშე, რადგან მხოლოდ მღვდელმსახურებს მიანიჭა უფალმა "უსაშინლესი ძალა" (ეფრემ ასურის გამოთქმაა) ჩვენი ცოდვების მიტევება-არმიტევებისა"
/აკაკი მინდიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#106
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"გინებისმოყვარეობა უღმერთობის განსაკუთრებული ნიშანია. გინება და ღვთისმგმობელობა ძველ აღთქმაში შეჩვენებული იყო ღვთისგან და მაგინებელი კაცი სიკვდილით ისჯებოდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#107
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ღვთისგან მიტოვებულნი, უმადლოდ დარჩენილნი და შეჩვენებულნი არიან მშობლების მაგინებელნიც, - ისინი შეჩვენებულნი იქნებიან მარადისობაშიც და საუკუნო სატანჯველში აღმოჩნდებიან, თუ არ შეინანებენ და არ განიწმინდებიან ამ ცოდვისგან, თუ ერთხელ და სამუდამოდ არ მიატოვებენ დედ-მამის მაგინებლობას. აი, რას აცხადებს მათ შესახებ უფალი-ღმერთი:
"წყეულიმც იყოს დედ-მამის მაგინებელი"; "დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი"; "ვინც დაწყევლის თავის მამასა ან დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს"; "ვინც თავის მამასა და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს". ხოლო, პირიქით, დედ-მამის პატივისმცემელ შვილებს ღვთისგან ყოველი სიკეთე და ხანგრძლივი სიცოცხლე აქვთ აღთქმული ამქვეყნად; "პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას, როგორც გვიანდერძა უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ დღეგრძელი იყო, კარგად იცხოვრო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#108
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მაშ ასე, თუკი გონებაში სალანძღავი სიტყვები გაჩნდებიან, ისინი დემონის წინააღმდეგ მიამრთე: ის არის ამ სიტყვების ავტორი, ამიტომ შენ მას კუთვნილს უბრუნებ"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#109
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ჰოი, ყოვლისმპყრობელო, რატომაა, რომ გველიც კი არ გაგინებს შენ? რატომ შექმენი შEნ გველი უფრო მიმსგავსებული ანგელოსს, ვიდრე ადამიანი?"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#110
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმინდაო ღმერთო, დაიფარე ჩვენი ენა ლანძღვა-გინებისგან და გადაარჩინე ჩვენი სიცოცხლე მაგინებლებისგან"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#111
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ლანძღვა-გინება - ყარს! უკაცრავად...
და ყველასაგან, ვინც იგინება, ბედნიერება დაუკითხავად, ღვთის მადლთან ერთად გაედინება" /ირაკლი ასლანიკაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#112
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როცა ვინმე გვერდით გინებითა და ყვირილით ჩაივლიდა და ირგვლივ მყოფნი მას განიკითხავდნენ და აუგს ამბობდნენ, ბერი [მამა ვიტალი სიდორენკო] პასუხობდა: "მე ისე მესმის, თითქოს ტროპარს გალობდეს!" ხოლო თუ ვინმე იგინებოდა, ამბობდა: "რას ამბობთ! ის ხომ დაუჯდომელს კითხულობს გალობით!" ამით გვიჩვენებდა, რომ საკუთარ დაბინდულ გრძნობებს, თვალებს, ყურებს არ უნდა მივაყურადოთ და ვენდოთ - ამით ვერ დაეხმარებით, ბოროტება ასე არ მარცხდება; მას სძლევს მხოლოდ სიკეთე, მხურვალე ლოცვა, აღიარება იმისა, რომ თავად გამოსწორება არ ძალგვიძს. სიყვარული და ღვითს მოხმობა შენც შეგცვლის და გარშემომყოფებსაც"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#113
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მე გთხოვდი, რომ იერუსალიმში შენი მომლოცველობის შესახებ მოგეთხრო, შენ ის ბრწყინვალედ აღწერე. მკითხველთა სულიერი სარგებლობისათვის, შენივე ნებართვით, ვაქვეყნებ წერილის ნაწილს.
"ოცი წელი ვემზადებოდი იერუსალიმში მომლოცველობისათვის, სულ ვამზადებდი საკუთარ თავს, მთელი სულით ვგრძნობდი, რომ უნდა წავსულიყავი, მაგრამ უფალმა თავად უფალმა დამიდგინა დრო. თანასოფლელებმა უკვე დაცინვა დამიწყეს, მაგრამ ამას არ ვნაღვლობდი. ღმერთმა სიზმრად წინასწარმეტყველება გამომიგზავნა. ვიგრძენი, რომ ის უნდა ასრულებულიყო. ეს კი ამგვარად მოხდა: ოცი წლის წინ ხელთ ერთი წიგნი ჩამივარდა, მეფე მილანის მოგზაურობის შესახებ იერუსალიმსა და აღმოსავლეთში, ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე იგი. ვიდრე ვკითხულობდი, განუწყვეტლივ ვფიქრობდი: უფალო, მაკურთხებ კი მე, ცოდვილს, რომ მოვიხილო ის ადგილები, სადაც მაცხოვარი ჩემთვის ევნო? მაღალო ღმერთო, მომანიჭე იერუსალიმის ნახვის სიხარული! იმ ღამესვე სიზმრად ბერის სამოსში გამოწყობილი ყმაწვილი ვიხილე. იგი მომიახლოვდა და გვერდით დამიდგა, მაგრამ ის თითქოს ვერც მამჩნევდა, შემდეგ აღმოსავლეთისკენ შებრუნდა, ქედის მოდრეკა იწყო და კრავის კისერზე შებმული ზანზალაკის მსგავსი ხმით ალაპარაკდა: "ძალი და დიდება, ხელმწიფება და მეუფება, სიხარული, კეთილსურნელება და გალობა. ამინ, ამინ, შენ უზენაესო ღმერთო!" როცა მან ეს ყველაფერი წარმოთქვა, მიწამდე ქედი მოიდრიკა, ემთხვია მას და ჩემსკენ მობრუნებულმა წარმოთქვა: "იცოდე, რომ მალე იქ გაემზავრები, სადაც გსურს, მხოლოდ შეწყვიტე ბილწსიტყვაობა". - ვაიმე, - ვფიქრობდი გამოფხიზლებული - ზეცისთვისაც კი ცნობილია ჩემი ბილწსიტყვაობის შესახებ! - ბევრს კი ვილანძღებოდი. რა უნდა მექნა?! საჭირო იყო ამისგან განკურნება. ჩემი მფარველი ანგელოზისადმი ვედრება დავიწყე, რადგან ღრმად მწამდა, რომ ძილში სწორედ იგი გამომეცხადა. აზრად მომივიდა, ლანძღვის ნაცვლად შემდეგი სიტყვები წარმომეთქვა: "დაე მზემ გაგათბოთ!" დიახ, ისინი მე ლანძღვას გადამაჩვევენ! ასეც მოვიქეცი, როგორც კი ლანძღვას დავაპირებ, მაშინვე წამოვიძახებ: "დაე მზემ გაგათბოს!" და აღარ ვილანძღები. ასეა უკვე ოცი წელიწადი. მხოლოდ წელს ავისრულე ის, რაც აღთქმული მქონდა და ასე მსურდა. მხოლოდ წელს შეწყვიტეს ჩემი დაცინვა. დიდება მაღალ ღმერთს, მეუფება და ხელმწიფება. ამინ" /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#114
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"პატერიკებში ამგვარი შემთხვევა არის მოთხრობილი: ერთ ბერს უფლის ნებით სულიერი თვალი აეხილა და დაინახა ის, რაც ჩვეულებრივი მოვკდავის თვალისათვის შეუმჩნეველი იყო: კერძოდ, მან დაინახა, რომ ტრაპეზის დროს ვინც ენას არ აჩერებდა, ბილწისტყვაობდა, ან ვისმე განიკითხავდა, მათ საჭმელში დემონები აფურთხებდნენ, ხოლო ვინც მდუმარედ, მშვიდად მიირთმევდა, მათ ანგელოზები აჭმევდნენ საკუთარი ხელით. იქნებ ამ საშინელების ცოცხლად წარმოდგენამ მაინც წაგვგვაროს ენის უაზროდ ტრიალის სურვილი და მოთხოვნილება"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#115
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,620 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"გინების წარმომთქმელი ადამიანი იზიდავს ბოროტ ძალას და სულიერ მსხვერპლს სწირავს მას"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2025 - 10:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი