IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

20 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > »   
Closed TopicStart new topic
> "ქრისტეს სიყვარულით", დევიდ ჰეთევეი
mata
პოსტი Jul 17 2010, 01:10 PM
პოსტი #261


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



zecis moqalaqe

აკი ჩვენ სანთელს არ ვანთებთო? huh.gif



მოიცა დავაკონკრეტო კითხვა, თორე მგონი გაუგებრად დავწერე.

თქვენ ხო სანთელს არ ანთებთ და ავატარზე რატო გაქვთ სანთელი? (მაგის კითხვა მინდოდა) smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zecis moqalaqe
პოსტი Jul 17 2010, 01:43 PM
პოსტი #262


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 10-December 08
წევრი № 6,091



mata
მოგახსენებ smile.gif სანთელს იმ მიზნით რომ ლოცვის დროს ავანთოთ არ ვაკეთებთ ასე უბრალოდ იმიტომ რომსახარებაში რამე მაგდაგვარი არასოდეს წამიკითხავს smile.gif(თუმცა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს) სანთელი სახარებაში გამოყენებულია და აზრობრივი დატვირთვა ის აქვს რომ სანთელი ბნელში ანათებს, და ამიტომ ქრისტიანები სანთელი ნათელი უნდა ვიყოთ იმ ადამიანებისთვის ვინც ბნელში ცხოვრობს არამარტო ჩვენი სიტყვებით არამედ საქმითsmile.gif
შესაბამისად ამიტომ მაქვს სიმბოლურად სანთელი ავატარზე, გაიხარე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 17 2010, 01:54 PM
პოსტი #263


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



zecis moqalaqe

კარგი უშუალოდ წარმოვადგენ ამ ზემოთ მითითებულ საიტზე განთავსებულ "ქადაგებას".



ღმერთი მკურნალია!


ავადმყოფობა, - ეს არის ადამიანის ერთ-ერთი უდიდესი მტერი. კაცობრიობის ისტორიაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სხვადასხვა ავადმყოფობებმა და ეპიდემიებმა.

დღეს, XXI საუკუნეში, მაღალი ტექნოლოგიების და მეცნიერული მიღწევების ეპოქაში, ავადმყოფობა აღარ უნდა წარმოადგენდეს გადაუჭრელ პრობლემას. მედიცინაში ბოლო ათწლეულების მიღწევებმა დიდი შეღავათი მისცა ადამიანს ავადმყოფობასთან ბრძოლაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მრავალი ავადმყოფობა კვლავ ანგრევს ბევრის ცხოვრებას, ბედნიერებასა და სიცოცხლეს. წარმოუდგენლად დიდი ნაწილი ადამიანებისა იტანჯება და უამრავ ფულს ხარჯავს განკურნების მცდელობაში.

კიბო, ინსულტი, თანდაყოლილი პათოლოგიები, შიდსი. . . აი, არასრული ჩამონათვალი იმ ავადმყოფობებისა, რომელთა წინაშეც ხშირად მედიცინა უძლურია. მიუხედავად მწარე რეალობისა არის გამოსავალი, არსებობს იმედი ეს არის უფალი იესო ქრისტე. სწორედ, ქრისტეა მკურნალი და მისთვის არ არსებობს ისეთი ავადმყოფობა, რომლის განკურნებაც მას არ შეეძლოს.
ადამიანის ცოდვით დაცემამ გაუხსნა კარი ქვეყნიერებაზე ავადმყოფობასა და წყევლას. ბიბლია ამბობს: ,,ამიტომ როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა." მაგრამ არის კეთილი უწყება, იესო ქრისტემ აიღო ჩვენი ცოდვები და ავადმყოფობა და მიალურსმა გოლგოთის ჯვარზე და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.ქრისტეს სიკვდილით და მისი მკვდრეთით აღდგომით, განკურნება გახდა უტყუარი ფაქტი. ხართ ავად?- გახსოვდეთ, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის, არსებობს იმედი. ღმერთის სიყვარული და იესო ქრისტეს გოლგოთაზე დაღვრილი სისხლი არის საკმარისზე მეტი იმისთვის, რომ განიკურნოთ და მიიღოთ გამოჯანსაღება.

უფალი, დედამიწაზე ცხოვრობის დროს, დადიოდა და კურნავდა ყოველ სნეულს. ბიბლია ამბობს, რომ იესო გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა. რასაც ის აკეთებდა გუშინ, აკეთებს დღესაც. სახარებაში არის ასეულობით მაგალითი თუ როგორ კურნავდა იესო ყველას და ეს უნდა იყოს დიდი სიხარულის მომგვრელი ჩვენთვის.

ბევრი აღიარებს იესოს როგორც უფალს, მაგრამ ღმერთს სურს, რომ მას ვიცნობდეთ როგორც მკურნალს. ქრისტე - ეს არის ღმერთის დიდებული ძე, კაცობრიობის მხსნელი, მკურნალი. ჩემო ძვირფასო მეგობარო თუ იტანჯები ავადმყოფობით, თუ დაიღალე და იმედი დაკარგე, მინდა კვლავაც გაგამხნევო. ნუ გეშინია! ქრისტეს შეუძლია დაგიბრუნოს ჯანმრთელობა. როგორი უიმედოც არ უნდა იყოს შენი მდგომარეობა, იესო შეცვლის შენს ბედს და მომავალს. დაიჯერე, ეს არ არის ადამიანური ფუჭი დაპირება!

მე მტკიცედ მჯერავს ღვთაებრივი განკურნების, რადგანაც, სწორედ მე ვარ ერთ-ერთი იმ მრავალთაგან, ვინც მიიღო სასწაულებრივი განკურნება მძიმე სენისგან. ამ სიტყვების წაკითხვისას ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა: კი მაგრამ როგორ განვიკურნო? ჩემო მეგობარო ცოცხალი რწმენის გარეშე ამ ყველაფერს ძალა არა აქვს. ნუ ეცდები დაიმსახურო განკურნება. ღმერთი უსასყიდლოდ მადლით გვაძლევს გადარჩენას და განკურნებას. ერთადერთი, რაც გჭირდება არის ირწმუნო. ბიბლია ამბობს: ,,რწმენა არის მოსმენისაგან, მოსმენა ქრისტეს სიტყვისაგან."

ირწმუნე იესოსი, მისი სიტყვის. იესოს სიტყვა გააცოცხლებს თქვენს რწმენას. თუ კი, არაფერი მოგისმენია იესოზე და თუ დღემდე არ წაგიკითხავს მისი სიტყვა, შენ აუცილებლად გჭირდება დაუთმო დრო უფალს, მოუსმინო მას და მისცე ადგილი შენს ცხოვრებაში. გჯეროდეს აუცილებლად მოვა განკურნება და შენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება!




ვთხოვ წაიკითხოს ყველამ და აზრი დაწეროს.

ციტატა
ბევრი აღიარებს იესოს როგორც უფალს, მაგრამ ღმერთს სურს, რომ მას ვიცნობდეთ როგორც მკურნალს


ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე, ცხადია, რომ აქ მკურნალში სხეულის მკურნალი იგულისხმება.

ეს არის უდიდესი შეცდომა და არასორად მიწოდებული სარწმუნოება ადამიანებისათვის. რა თქმა უნდა, ღმერთს ნებისმიერი სნეულების განკურნება შეუძლია, მაგრამ ის არის უპირველესად სულის მკურნალი. ქრისტიანობის არსი სორედ ესაა.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 17 2010, 01:57 PM
პოსტი #264


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

ეგ არის ტენდენცია, რომელიც ყველა ადამიანშია, ანუ ღვთაებრივი ძალის საკუთარი მიზნებისთვის (კონკრეტულად ჯანმრთელობისტვის) გამოყენება.

სანამ სხეულად აღვიქვამთ თავს და სხეულზე ვნერვიულობთ, ეს სენი ყველა რელიგიაში იქნება (შეიძლება არა თავად რელიგიია იდეოლოგიაში, არამედ ადამიანებში).

ეს მატერიალიზმის შედარებით ნატიფი გამოხატულებაა, მაგრამ თითის გაშვერას, ჯობია საკუთარ თავშიც დავინახოთ მსგავსი ქვეცნობიერი თუ ცნობიერი მიდრეკილებები.

როცა მსგავსი მიდრეკილება ადამიანთა დიდ ჯგუფს უჩნდება, ჩნდება სექტა, რელიგიის სხვა მიმართულება და ა.შ.

შევცვალოთ საკუთარი თავი და 1000 შეიცვლება ჩვენს გარშემო.

როცა ერთ თითს სხვა ადამიანისკენ, ან სხვა რელიგიისკენ ვიშვერთ, 3 თითი ჩვენ საკუთარ თავზე მიგვითითებს...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 17 2010, 01:59 PM
პოსტი #265


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman

ციტატა
ეგ არის ტენდენცია, რომელიც ყველა ადამიანშია, ანუ ღვთაებრივი ძალის საკუთარი მიზნებისთვის (კონკრეტულად ჯანმრთელობისტვის) გამოყენება.


იდეაში გეთანხმები, მაგრამ ეს როგორ გავიგო:

ციტატა
ეს მატერიალიზმის შედარებით ნატიფი გამოხატულებაა, მაგრამ თითის გაშვერას, ჯობია საკუთარ თავშიც დავინახოთ მსგავსი ქვეცნობიერი თუ ცნობიერი მიდრეკილებები.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 17 2010, 02:01 PM
პოსტი #266


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi
ციტატა
იდეაში გეთანხმები, მაგრამ ეს როგორ გავიგო:ციტატაეს მატერიალიზმის შედარებით ნატიფი გამოხატულებაა, მაგრამ თითის გაშვერას, ჯობია საკუთარ თავშიც დავინახოთ მსგავსი ქვეცნობიერი თუ ცნობიერი მიდრეკილებები.


როგორ უნდა გავიგოთ და მართლმადიდებლურ მრევლშიც ძალიან ბევრს აქვს მსგავსი მიდრეკილება (ძირითადად გაუცნობიერებელი).


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 17 2010, 02:05 PM
პოსტი #267


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman

ციტატა
როგორ უნდა გავიგოთ და მართლმადიდებლურ მრევლშიც ძალიან ბევრს აქვს მსგავსი მიდრეკილება (ძირითადად გაუცნობიერებელი).


ეს ცხადია, მაგრამ მე ვსაუბრობ ქრისტიანობაზე, ქრისტეს მიერ კაცობრიობისათვის მიცემულ აღთქმაზე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 17 2010, 02:13 PM
პოსტი #268


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ჰოდა მაგ აღქმას ძალიან ცოტა გებულობს სწორად.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 17 2010, 02:17 PM
პოსტი #269


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



წავიკითხე ეს ზემოთ მოცემული ქადაგება და მე ვფიქრობ, რომ ყოველშემთხვევაში ამაში ცუდი და ბოროტული ზრახვები არ დევს. როცა ადამიანი ჩამოდის იმის გასაკეთებლად, რომ ავადმყოფ ხალხს, მისცეს გადარჩენის იმედი და განკურნების , ამაში მე ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ.

მარა ისეთი შტაბეჭდილება მრჩება, რომ ამ კაცის მიმდევრები ზირითადად ფიზიკურად ავადმყოფები არიან და იმათ რა ქნან ვისაც არაფერი აწუხებთ, მანდ რისთვის იარონ, მაგათ შეკრებებზე.

აი მე მაგალითად სრულიად ჯანმრთელი ვარ. არასოდეს არაფერს შევუწუხებივარ და არც წამლებს არ ვსვავ. ე.ი. მანდ ჩემი ადგილი არ არის ხო? რავიცი, მე ასე დავასკვენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 17 2010, 02:24 PM
პოსტი #270


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



პირველი პროსტესტანტები?!

ციტატა

48. მე ვარ პური ცხორებისაჲ. 49. მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოწყდეს. 50. ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა; უკუეთუ ვინმე ჭამოს მისგანი, არა მოკუდეს. 51. მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა. 52. ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარ-მე ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად? 53. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. 54. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. 55. რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს. 56. და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა. 57. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ. 58. რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა. არა ეგრეთ, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ და მოსწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე. 59. ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაპერნაუმს. (იოანე 6:48:59)



60. მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე: ვის ჴელ-ეწიფების სმენად მისა?
61. იცოდა იესუ თავით თჳსით, რამეთუ დრტჳნვენ მოწაფენი მისნი ამისჳს, და ჰრქუა მათ: ესე დაგაბრკოლებსა თქუენ?
62. უკუეთუ იხილოთ ძე კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ?
63. სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება.
64. არამედ არიან ვინმე თქუენგანნი, რომელთა არა ჰრწამს. რამეთუ იცოდა იესუ პირველითგან, თუ ვინ არიან იგინი, რომელთა არა ჰრწამს, ანუ ვინ არს მიმცემელი მისი.
65. და ეტყოდა: ამისთჳს გარქუ თქუენ: ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა მამისაგან ჩემისა.
66. ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა. (იოანე 6:60:66)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 17 2010, 02:28 PM
პოსტი #271


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



mata

ციტატა
აი მე მაგალითად სრულიად ჯანმრთელი ვარ. არასოდეს არაფერს შევუწუხებივარ და არც წამლებს არ ვსვავ. ე.ი. მანდ ჩემი ადგილი არ არის ხო? რავიცი, მე ასე დავასკვენი.


აი ამაზე მაქვს საუბარი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 17 2010, 02:31 PM
პოსტი #272


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



Atman

afxazi
ავადმყოფობა არ გამოგიცდიათ და ადვილად ჭიკჭიკებთ

ციტატა
მე მტკიცედ მჯერავს

ეგ კარგი იყო biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 17 2010, 02:37 PM
პოსტი #273


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ikanosi

ციტატა
ავადმყოფობა არ გამოგიცდიათ და ადვილად ჭიკჭიკებთ


ეს რაღა შუაში იყო.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 17 2010, 02:39 PM
პოსტი #274


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ეს რაღა შუაში იყო.

ციტატა
სანამ სხეულად აღვიქვამთ თავს და სხეულზე ვნერვიულობთ, ეს სენი ყველა რელიგიაში იქნება

ამას მე დავეთანხმე? biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 17 2010, 02:43 PM
პოსტი #275


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ikanosi

ციტატა
ამას მე დავეთანხმე? biggrin.gif


აააა biggrin.gif biggrin.gif

იდეა, იდეა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ELBIQ
პოსტი Jul 17 2010, 03:24 PM
პოსტი #276


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 15-December 06
წევრი № 692



მე მართლა ძალიან მაინტერესებდა და წავედი. აი რა ხდებოდა მოკლედ ავღწერ.
თავიდან რაღაც ქორეოგრაფიული დადგმა იყო საქართველოს ისტორიაზე....შემდეგ ქადაგება რომ იესო ყველას ჭირდება. ამის შემდეგ 4-5 სიმღერა იყო თუ გალობა....თანამედროვე ინსტრუმენტებზე. მერე ჩამოსული სტუმარი წარადგინეს...იქადაგა მარკოზის სახარებიდან ოთხ ადამიანის რწმენაზე და მოშურნეობაზე ვინც დავდრომილი მეგობარი იესოსთან მიიყვანა (სახურავიდან რომ ჩაუშვეს ხალხის სიმრავლის გამო) ასევე გაამახვილა იმ ადამიანებზე ყურადგება ვინც ურწმუნოები იყვნენ იმ სახლში და უფალს თავის გულში ასამართლებდნენ -ეს კაცი ღმერთს გმობსო აბა ვის შეუძლია დედამიწაზე ცოდვების მიტევება ადამიანებისთვისო...ნუ მოკლედ. შემდეგ პირველად მოსულებს მონანიებისაკენ მოუწოდა....ილოცა მათთან ერთად....მერე ავადმყოფების განკურნებაზე ილოცა და უთხრა მე უბრალო ადამიანი ვარ განკურნებით იესო კურნავსო...ოღონდ ეს რწმენით უნდა მიეღოთ ვისაც განკურნება უნდოდა...მერე თქვა ვინც განიკურნეთ ისინი ამოდით და უფალს დიდება მიაგეთ თქვენი განკურნებისთვისო... რავი ავიდნენ ზოგიერთები ზოგმა ფილტვებზე ოპერაცია გავიკეთე და ვერ ვსუნთქავდიო....ეხლა კარგად ვსუნთქავო....ზოგმა მუცელი მომირჩაო მოკლედ ზოგმა რა თქვა ზოგმა რა....მერე ერთი კაცი ავიდა კოჭლი ვიყავი ჯოხით თავდიოდი შევხედე თუ არა დევიდს ჯოხი გადავაგდეო....მისი ჯოხი ვიღაცამ აიღო და სცენაზე გადააგდო...ერთი კაცი იყო რომელიც იძახდა საერთოდ ვერ დავდიოდიო ისიც მხარზე ჯოხგადაკიდევული თავის ფეხით ჩამოვიდა სცენიდან. (იმ კაცზე მეუღლემ მითხრა მე დავინახე ორმა კაცმა ხელით როგორ შემოიყვანაო) ერთი სიტყვით მე არ ვიცი ეს ადამიანები რა მდგომარეობაში იყვნენ სანამ სცენაზე ავიდოდნენ იმის დასამოწმებლად რომ განიკურნენ მაგრამ რაც მე ვიცი აი ეს არის.
ადამიანი რომელიც გუშინ ჩემთან ერთად წამოვიდა ამ მსახურება ჰქვია თუ ქადაგებაზე ჩვენი ოჯახის ახლობელია საერთოდ არ გასულა წინ სალოცავად მაგრამ მხედველობა დაუბრუნდა...მანამდე ახლო მხედველი იყო ისე რომ მესიჯებს თუ დიდი ასოებით არ გაუგზავნიდი ვერ კითხულობდა. ბოლოს როცა ვიღაც უკრაინელი ამბობდა აბა დავასახელებ ავადმყოფობას და მისგან ვინც განიკურნა ხელი აიწიოსო....პირველი რაც გამოაცხადა მხედველობა ვის დაგიბრუნდათ მან აიწიოს ხელიო ...ჩემმა ახლობელმა რომ ხელების ქნება დაიწყო მეთქი რა დაემართა და ვკითხე....გოგო გადარეული იყო სიხარულით განვიკურნეო მე კიდე გაკვირვებული ვუყურებდი...როგორ ხედავდი მეთქი ვკითხე და ეხლა როგორ ხედავ...(თან ქართველი არ არის და ქართულად სასაცილოდ ლაპარაკობს) ბუნდოვანად ბუნდოვანად აი რაღაცნაირად დაბურუსებულად laugh.gif ეხლა სუფთად ვხედავ....თან წიგნი ამოიღო და კითხვა დაიწყო კარგად ვხედავ ადრე ვერ ვკითხულობდიო.
აი ეს იყო რაც გუშინ ჩემს თვალ წინ მოხდა....ერთი სული მაქვს დღეს როდის ვნახავ ამ გოგოს რომ კიდევ დაწვრილებით გამოვკითხო დღეს როგორ ხედავდა რა ხდებოდა მის სამსახურში და ა.შ. რავიცი ეხლა ურწმუნოებაში შეიძლება ვინმემ ჩამითვალოს მაგრამ 'დავერაი ნო პრავერაის' პრინციპით კიდევ გულდასმით მინდა გადავამოწმო smile.gif

დღესაც წავალ და ვნახოთ ხვალ რა ამბების მომტანი ვიქნები biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Jul 17 2010, 05:17 PM
პოსტი #277


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



არა მე ვერ ვხვდები რა პრობლემას ნახულობთ იმაში, თუ ადამიანი შეევედრება უფალს ქრისტეს სახელით მისი სხეულის განკურნებისთვის და მიიღებს ამას?

ეს ხომ ბიბლიურ დროშიც ხდებოდა... შენ მეტყვი ეს სულს არ კურნავსო, მაგრამ მე გეტყვი, რომ 10-დან 1-მაც რომ ირწმუნოს ამ სასწაულის გამო და ცოდვები მოინანიოს ესეც საქმეა.
ქრისტეს დროსაც იყო უამრავი ხალხი, რომელთაც განკურნების შემდეგაც არ მიაგეს დიდება ღმერთს (ათი კეთროვნის ისტორია), მაგრამ სულაც არ დაუკარგავს ქრისტეს ხალისი ავადმყოფებისათვის ლოცვისა...

ისე არა მგონია იგივე თეოლოგიური პრობლემები გქონოდათ ეს კაცი წვერმოშვებული, დიდი ჯვრით, მართლმადიდებლობის სახელით რომ ქადაგებდეს.

წაიკითხეთ ბიბლია და თუნდაც წმინდანების ისტორიები და აღმოაჩენთ რომ ფიზიკური განკურნება მათი ცხოვრების თანამდევი ნიშნები იყო...
თქვენ ჰათიევის იმიტომ არ გწამთ რომ იგი თანამედროვეა "შარვალკასტუმიანი" და წმინდანი ასეთი ვერ წარმოგიდგენიათ (ნუ ყველას არ ეხება)... მაგრამ არ მიკვირს არც ბიბლიური წმინდანები მოწონდათ მათ თანამედროვეებს და არც ის წმინდა მამები, რომელთა ხატებიც ახლა ეკლესიაში კიდია და უამრავი ხალხი ეამბორება. (თუმცა არ მგონია მათ ეს დაედოთ მცნებათ)

მოკლეთ ვფიქრობ აღარ უნდა მეტი დასაბუთება. თუ საჭიროა შემიძლია რამოდენიმე ათეული ამონარიდი შემოგთავაზოთ ახალი აღთქმიდან, რომ სხეულებრივი განკურნება ქრისტიანული ქადაგების განუყოფელი ნაწილია... ანდა ჩემს მოწერას იქნებ დაგეთმოთ ორი-სამიოდე საათი და თვითონ წაგეკითხათ მოციქულთა საქმენი....


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 17 2010, 09:28 PM
პოსტი #278


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



კიდევ ის მაინტერესებს... მოციქულები ეპისტოლეებს, რომ უკითახვდნენ ხალხს... იმ დროს ხალხს კითხვები, რომ გაუჩნდებოდა და ეკითხებოდნენ სიტყვით არ პასუხობდნენ? და არ ასწავლიდნენ? ... თუ რას ეუბნებოდნენ . . . ვერ გიპასუხებ... რაც დავწერე ეს არის მარტოვო? თუ ცოტა ადრე უნდა დაგესვა კითხვა სანამ ეპისტოლეს ვწერდიო?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zecis moqalaqe
პოსტი Jul 17 2010, 11:57 PM
პოსტი #279


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 36
რეგისტრ.: 10-December 08
წევრი № 6,091



ციტატა(afxazi @ Jul 17 2010, 01:54 PM) *


ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე, ცხადია, რომ აქ მკურნალში სხეულის მკურნალი იგულისხმება.

ეს არის უდიდესი შეცდომა და არასორად მიწოდებული სარწმუნოება ადამიანებისათვის. რა თქმა უნდა, ღმერთს ნებისმიერი სნეულების განკურნება შეუძლია, მაგრამ ის არის უპირველესად სულის მკურნალი. ქრისტიანობის არსი სორედ ესაა.

იცი რა მიკვირს? ვინ უარყოფს რომ იესო სულის მკურნალია? პირიქით ქრისტე იმისთვის მოვიდა რომ ადამიანები სიკვდილიდან სიცოცხლეში გადაეყვანა მაგრამ ქრისტე რომ მკურნალია მაგას რათ უნდა ბევრი ლაპარაკი smile.gif და ამის შესახებ როცა ადამიანს ეუბნები ვინც ეს არ იცის განა ამაში ცუდი რა არის?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 18 2010, 12:11 AM
პოსტი #280


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



zecis moqalaqe
ქართველმა არ იცის ქრისტე ვინ არის?

ერთგვარი შეურაცხჰყოფაა ქართველების ეს..

რომ სხვა სექტის მიმდევარი ჩვენ მართლმადიდებლებს გვეუბნება (როგორც "წარმართებს") "იწამეთ ქრისტე" .....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

20 გვერდი V « < 12 13 14 15 16 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th July 2025 - 11:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი