![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#301
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
zecis moqalaqe
ღმერთმა სწორ გზაზე გატაროს ძმაო შენ შენი შეხედულება გაქ ყველაფრისადმი მარა მე ჩემ აზრზე ვრჩები რომ ასეთი შეკრებების ამხელა რეკლამას და პროპაგანდას იმედი არ უნდა უწევდეს ! იმიტომ რომ 20 საუკუნეა ჩვენი ქვეყანა მართLმადიდებელია და თან სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულია რამდენი ხანია, და ფულის გამო სული და სინდის ნამუსი არ უნდა გაყიდონ! ![]() ![]() ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
anunaki |
![]()
პოსტი
#302
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 56 რეგისტრ.: 3-July 10 წევრი № 9,103 ![]() |
-------------------- ღვთაება |
zecis moqalaqe |
![]()
პოსტი
#303
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 10-December 08 წევრი № 6,091 ![]() |
zecis moqalaqe ღმერთმა სწორ გზაზე გატაროს ძმაო შენ შენი შეხედულება გაქ ყველაფრისადმი მარა მე ჩემ აზრზე ვრჩები რომ ასეთი შეკრებების ამხელა რეკლამას და პროპაგანდას იმედი არ უნდა უწევდეს ! იმიტომ რომ 20 საუკუნეა ჩვენი ქვეყანა მართLმადიდებელია და თან სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულია რამდენი ხანია, და ფულის გამო სული და სინდის ნამუსი არ უნდა გაყიდონ! ![]() ![]() ![]() კი რათქმა უნდა ყველა თავის აზრი აქვს მაგრამ იმაში არ გეთანხმები რომ არ უნდა აკეთებდეს იმედი ასეთ რეკლამას! ყველა სახის რეკლამა უნდა კეთდებოდეს და ხალხი თავად წყვიტავდეს სად და როგორ წავიდეს არჩევანის საშუალებას თუ არ დაუტოვებ ადამიანს ეს ყველაზე ცუდი რამ არის! ჯერ ერთი 20 საუკუნოვანი ქრისტიანობაა და არა მართლმადიდებლობა კიდევ, ქრისტემ როცა დაარსა ეკლესია პირველი რაც დაავალა ეს იყო მახარებლობა, ანუ ეკლესია მახარობლური ხასიათის და ბუნების მატარებელი უნდა იყოს ასე რომ ესე ![]() ![]() |
llaasshhaa |
![]()
პოსტი
#304
|
![]() ლაშა ქებაძე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 ![]() |
![]() მდა ![]() -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
აკაკი |
![]()
პოსტი
#305
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
zecis moqalaqe
სახარება ყველგან არის და იყო ნაქადაგები სანამ ევანგელისტობა (ანუ ეს მიმდევრობა) ჩამოყალიბდებოდა... დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ასე აღარ დადის კარგაკარ საქადაგებლად... ყველამ იცის მის შესახებ... ვისაც სურს თავად მივა ეკლესიაში... აი თქვენს "სარწმუნოებას" კი ქადაგება სჭირდება ვინაიდან რაღაც "ახალია" სხვაა.... დევიდმა რა არ იცოდა რა ქვეყანაშ ჩამოდიოდა? სადაც ასე მტკიცეა მართლმადიდებლობა და ასე იცნობეს ქრისტეს და მის სიტყვცას.. არ იცოდა? იცოდა.. მაგრამ დევიდი ჩვენ არ გვიქადაგებს ქრისტე ისე, როგორც ჭეშმარიტი ეკლესია.... ის სხვა რამის საქადაგებლად ჩამოვიდა... |
zecis moqalaqe |
![]()
პოსტი
#306
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 10-December 08 წევრი № 6,091 ![]() |
zecis moqalaqe სახარება ყველგან არის და იყო ნაქადაგები სანამ ევანგელისტობა (ანუ ეს მიმდევრობა) ჩამოყალიბდებოდა... ყველგან არის ნაქადაგები? იცი რამდენი ხალხია ქვეყნად? იცი რამდენი ენაა რომელზე ბიბლია არ არსებობს? დღესაც კი მახარებლები("ევანგელისტები") დადიან კომუნისტურ და სხვადასხვა ქვეყნებში სადაც კვდებიან ქრისტეს სახელის გამო ![]() შეიძლებ უნაკლო არავინ არის მაგრამ მახარობლები ქადაგებენ ქრისტეს გადარჩენას და მადლობა ღმერთს ამისთვის, ევანგელისტები კი არ ჩამოყალიბდნენ ყოველთვის იყვნენ სახელში არ არის საქმე, მახარობელი სულის მატარებელი ადამიანები მოციქულებიდან მოყოლებული იყვნენ, ვინც არ არჩიეს ოთახში ტკბილად ჯდომა და რაღაც რიტუალების ჩატარება(თუმცა ამაში შეილებ ცუდი არაფერი იყოს) და ქრისტეს საქადაგებლად წავიდნენ სხვადახვა ქვეყნებში და რაიონებში ; მათი მიზანი სახარების ქადაგება იყო. შემდეგ ამ ადამიანებს დაერქვათ ევანგელისტები ანუ მახარებლები და ხალხს გონიათ რომ მაშინ ჩამოყალიბდნენ როცა სახელი დაერქვათ, მახარობელი კონკრეტული მიმდინარეობა არ შეილება იყოს მახარობელი მართლმადიდებელიც პროტესტანტიც და სხვა მიმდინარეობაც ყველა უნდა იყვნენ ვისაც ქრისტე უყვარს! ბოდიში თუ რამე არასწორად ვთქვი, არ შეიძლება იმის თქმა რაც არ ვიცი და თუ ვიტყვი უნდა ვთქვა რომ ეს ჩემი აზრია და არა ფაქტი |
lingvo |
![]()
პოსტი
#307
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
zecis moqalaqe
დაგვანებეთ თავი არ შეიძლება? არ გვინდა თქვენი მოსმენა. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
zecis moqalaqe |
![]()
პოსტი
#308
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 10-December 08 წევრი № 6,091 ![]() |
ვინ სად გექაჩება კაცო შენ ხომ მთელი საქართველო არ ხარ, ვისაც არა და არა
![]() ![]() ![]() |
mata |
![]()
პოსტი
#309
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 ![]() |
lingvo თუ არ გინდა მათი მოსმენა, რატომ უსმენ?
მოკლედ მე პირადად ვიტყვი, რომ ამ ადამიანის ჩამოსვლამ და ზოგადად მის გარშემო ატეხილმა ამბებმა, ბევრი ინფორმაცია მომცა. რითიც ფრიად კმაყოფილი ვარ ![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#310
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
მოტყუებულებით, გათიშულებით და დაზომბირებულებით სავსე სპორტის სასახლე
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, რაიონებიდან და სოფლებიდან მოტყუებით ჩამოყვანილი ხალხი, მათ შორის არასრულწლოვანები, სპორტის სასახლეს ატირებულები ტოვებდნენ და უფალს შენდობას სთხოვდნენ. მათ შორის ზოგს ეგონა, რომ სპორტის სასახლეში კონცერტს მოისმენდა, ზოგი იქ ფილმის სანახავად ჩამოვიდა გორიდან, დუშეთიდან, ლაგოდეხიდან... მოტყუებულებს შორის თბილისელებიც იყვნენ. სპორტის სასახლე ხალხით თითქმის გავსებული იყო და იქ მხოლოდ მოტყუებულები არ იყვნენ. პრესა.გე იმ ღონისძიების ირგვლივ გიამბობთ, რომლის რეკლამა ცენტრალურ ტელეარხებზე უკვე რამდენიმე დღეა გადის – ინგლისიდან ჩამოსული ვინმე დევიდ ჰეთევეი, იესოს სახელით ხალხს სპორტის სასახლეში ეპატიჟება. იმ იმედით, რომ ბრმებს მხედველობა დაუბრუნდებოდათ, ხეიბრები სიარულს დაიწყებდნენ და ყრუ–მუნჯები ალაპარაკდებოდნენ, ადამიანები სპორტის სასახლეში მივიდნენ. ღონისძიება 18 საათზე დაიწყო. ჩვენ იქ თითქმის ერთი საათით ადრე მივედით და დარბაზში შევედით. იმათ, ვისაც ხელში ყვითელი ფერის, ეგრეთ წოდებული ბილეთები ეჭირათ, თეთრ გახამებულ პერანგებში გამოწყობილი, ხელში რაციებ მომარჯვებული ახალგაზრდები ეუბნებოდნენ, რომ ქვემო იარუსებზე დამსხდარიყვნენ; თეთრ ბილეთიანებს ზედა იარუსებზე უშვებდნენ. ისინი, ვინც წესრიგს ამყარებდნენ, სამკერდე ნიშნებზე ეწერათ – “წესრიგის დამცველი – ჯონი“, “წესრიგის დამცველი – თაზო“... მათმა ნაწილმა გვითხრა, რომ რომ ევანგელისტური ეკლესიიდან იყვნენ; ნაწილმა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა – “ახლა სამსახურში ვარ, მე ვერაფერს გეტყვითო“. არცერთმა “წესრიგის დამცველმა“ არ გვიპასუხა ვინ მისცა მათ რაციები; ძვირადღირებული უფერო ყურთსასმენები და ჰალსტუხებზე მიმაგრებული პატარა მიკროფონები. ისინი მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ “სამსახურში“ იყვნენ და იცავდნენ წესრიგს. თეთრ, ასევე გახამებულ პერანგებში გამოწყობილ ახალგაზრდა გოგონებს, სამკერდე ნიშნები ჰქონდათ მიმაგრებული, წარწერით – “მლოცველი“. როცა დარბაზში შემოსულებს სპორტის სასახლეში მოსვლის მიზეზს ვეკითხებოდით, გვპასუხობდნენ “იესოს შვილები ვართო“. ზოგი ჩვენს კითხვას უპასუხოდ ტოვებდა, ზოგმა გვითხრა, რომ ფილმის სანახავად მოვიდნენ. სანამ დარბაზს ჩააბნელებდნენ და შეკრებას გახსნილად გამოაცხადებდნენ, ორმა, ლოყებ შეფაკლულმა გოგონამ გვითხრა, რომ დუშეთიდან კონცერტის საყურებლად ჩამოვიდნენ. დარბაზში ყველა ასაკის ადამიანს ნახავდით, დაწყებული 7–8 წლის ბავშვებიდან, 80–ს მიტანებულებით დამთავრებული. იქ მყოფებს შორის მრავლად იყვნენ სამცხე–ჯავახეთიდან ჩამოყვანილი სომხები; გარდაბნიდან და მარნეულიდან ჩამოყვანილი აზერბაიჯანელები. სანამ ღონისძიება დაიწყებოდა, ფოიეში გამოვედით და ვნახეთ შინდისფერ შარვლებსა და გრძელ, შავ ხალათებში გამოწყობილი 20–მდე ახალგაზრდა გოგონა. მათ ხელში თიხის ფიალები ეჭირათ, თვალზე თეთრი და შავი ფერის საღებავებით ფოთლისმაგვარი ფორმა ჰქონდათ მიხატული, ტუჩები შავად შეღებილი. როგორც თავად გვითხრეს, პროტესტანტები იყვნენ და ამ ღონისძიებაზე ცეკვა უნდა შეესრულებინათ. მას შემდეგ რაც დარბაზში შუქები ჩააქვრეს, შავ ხალათში გამოწყობილები, ზედა იარუსებიდან პარტერში, ანთებული ფიალებით ჩავიდნენ. ამ დროს, ძალიან მაღალ ხმაზე აწეული მუსიკა უკრავდა. ჩაბნელებულ დარბაზში სცენაზე ცეკვა დაიწყეს. ჩვენ ამ დროს დარბაზი დავტოვეთ და გარეთ გამოვედით. სპორტის სასახლის ცენტრალურ შესასვლელთან იდგნენ “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრები და იმათ, ვინც დარბაზში შედიოდნენ, აწვდიდნენ საპატრიარქოს განცხადების ასლსს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით დღეს გავრცელდა და რომელშიც საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის მრევლს სთხოვდა, სპორტის სასახლეში დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისგან თავი შეეკავებინა. ზოგი ამას ყურადღებას არ აქცევდა და მაინც შედიოდა; ზოგი გაკვირვებას გამოხატავდა – “ეს არ ვიცოდიო“ და დარბაზში შესვლისგან თავს იკავებდა. სპორტის სასახლიდან გარეთ 15–16 წლის გოგონები და ერთი ახალგაზრდა მანდილოსანი გამოვიდა. როცა შეკრების დატოვების მიზეზით დავინტერესდით, 19 წლის საჩხერელმა გოგონამ ასეთი რამ გვითხრა: “საჩხერიდან 8 “მარშუტკა“ წამოვიდა. გვითხრეს, სამდღიანი ქადაგებაა, ადამიანები სხვადასხვა დაავადებებისგან იკურნებიანო“. 15 წლის საჩხერელი გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა – “აქ რამ მომიყვანაო“ და უფალს შენდობას სთხოვდა. მან, ისევე, როგორც არაერთმა ადამიანმა, დარბაზიდან გარეთ გამოსვლის შემდეგ შეიტყო, რომ საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის მრევლს, ამ ღონისძიებაზე დასწრებისგან თავშეკავებას ურჩევდა. გორის რაიონის სოფელ სკრიდან ერთი მიკროავტობუსით 15–დან 21 წლამდე ასაკის გოგონები ჩამოიყვანეს. მათ შეკრება დაწყებისთანავე დატოვეს, გარეთ იდგნენ და მის დასრულებას ელოდებოდნენ. როგორც თავად მიამბეს, მშობლებმა კონცერტზე დასასწრებად გამოუშვეს. დარბაზიდან გამოსვლის მიზეზი ასე ახსნეს –“მართლმადიდებელი ვართ და აქ მოტყუებით ჩამოგვიყვანეს. გვითხრეს, რომ ეს შეკრება ქრისტიანული იყო, მართლმადიდებლობასთან კავშირში; კონცერტს ვუყურებდით და უკან იმ დღესვე დაგვაბრუნებდნენ. მშობლებმა უპრობლემოდ ამიტომ გამოგვიშვეს. დარბაზში, რომ შევედით, თავი ცუდად ვიგრძენით, ცუდი აურა ტრიალებდა და ამიტომ გარეთ გამოვედით“. წილკნიდან ხალხი ერთი მიკროავტობუსით ჩამოიყვანეს. როგორც მძღოლმა გვითხრა, მათ შორის ძირითადად ორმოცდაათანელები იყვნენ. დარბაზიდან ერთი ოჯახის ოთხი წევრი გამოვიდა, მათ შორის ერთი 3–4 წლის ბავშვი იყო. დარბაზიდან გამოსვლის მიზეზი ასე აგვისხნეს – “სადარბაზოებში თავიანთი გაზეთები დაგვირიგეს, ტელევიზიით რეკლამებიც ვნახეთ. გვეგონა ქრისტეზე ფილმი გადიოდა, მოცლილები ვიყავით, მოვედით, მაგრამ შიგნით დიდი სისულელე დაგვხვდა. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, აქ ჩვენი ადგილი არ არის“. ნავთლუღელმა ბოშებმა (დაახლოებით 15 ადამიანი) დარბაზში შესვლისგან თავი მას შემდეგ შეიკავეს, რაც საპატრიარქოს განცხადების შინაარსი გაიგეს. მათ თან ახლდა 5 წლის ყრუ–მუნჯი გოგონა. “ჩვენ ნავთლუღელი “ციგნები“ ვართ, მართლმადიდებლები. გვითხრეს, რომ თუ აქ მოვიდოდით, ყრუ–მუნჯი ბავშვი ლაპარაკს დაიწყებდა“, – გვითხრა ერთ–ერთმა ახალგაზრდა ქალმა, სანამ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას დატოვებდნენ. სპორტის სასახლის გარშემო უამრავი მიკრო ავტობუსი და ათეულზე მეტი დიდი, ორსართულიანი ავტობუსი იდგა. ერთ–ერთი ავტობუსის მძღოლმა გვითხრა, რომ გორიდან ხალხით სავსე 3 ავტობუსი ჩამოვიდა. ზესტაფონიდან დაახლოებით 10 მიკროავტობუსით ჩამოიყვანეს ხალხი. შეკრება დაახლოებით ნახევარი საათის დაწყებული იყო, როცა სპორტის სასახლიდან ინვალიდის ეტლით ახალგაზრდა ბიჭი გამოიყვანეს. მას თან მშობლები ახლდნენ. გვითხრეს, რომ ბაღდათის რაიონიდან, სოფელ წითელხიდიდან იყვნენ – “ჩემს შვილს, წელიწადნახევრის უკან ტყვია მოხვდა, რის გამოც დაინვალიდდა, ვეღარ დადის. ჩვენს სოფელში რაღაც ფერადი გაზეთები დაარიგეს, რომელზეც ეწერა, რომ ინგლისიდან ჩამოსული კაცი ბრმებს მხედველობას უბრუნებდა, ხეიბრებს კურნავდა. იქ მითითებულ ტელეფონის ნომერზე დავრეკე და მითხრეს – “იესო იწამე და დევიდი შენს შვილს განკურნავსო“. მე და ჩემმა მეუღლემ ბავშვი ამ იმედით წამოვიყვანეთ. გვითხრეს, რომ ყველა ერთად ქუთაისიდან გამოვიდოდით. მართლაც ასე მოხდა. დღეს ქუთაისიდან ხალხი ორი ავტობუსით წამოიყვანეს. შიგნით რომ შევედით, მივხვდით, რომ აქ რაღაც ცუდი ხდება, მოვტყუვდით. უკან დასაბრუნებელი საშუალება არ გვაქვს; იძულებულები ვართ ამ შეკრების დასრულებას დაველოდოთ და უკან იგივე ავტობუსით დავბრუნდეთ“. “გორიდან 3 ავტობუსი წამოვიდა. ჩვენ ორმოცდაათიანელები ვართ. გვითხრეს, რომ აქ ხეიბრებს კურნავენ. მე მარჯვენა მხარე პარალიზებული მაქვს. გარეთ იმიტომ გამოვედით, რომ მოგვშივდა და ისევ უკან შებრუნებას ვაპირებთო“, – გვითხრა დაახლოებით 45–48 წლის მამაკაცმა, რომელსაც გვერდზე ედგნენ 17–18 წლის ბიჭები. ლანჩხუთიდან 2 მიკროავტობუსით წამოიყვანეს ხალხი, რომელთა მძღოლებმა გვითხრეს, რომ ხალხის მობილიზებას ორგანიზება ორმოცდაათიანელებმა გაუკეთეს; მგზავრებს შორის მართმადიდებლებიც ყოფილან – “მთელი გზა პირჯვარს იწერდნენ. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც თბილისში თავისი საქმისთვის წამოვიდა. აი, მე მაგალითად, ეს ტელეფონი შევიძინე, აგერ ჩემმა მეგობარმა დიდი ხნის უნახავი შეყვარებული ნახა. “მარშუტკაში“ იყვნენ ისეთებიც, ვისაც თბილისი ნანახი არ ჰქონდა, ისინი საკატაოდ წამოვიდნენ“. შეკრება დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. ტელევიზიების წარმომადგენლებს ის, რაზეც ზემოთ გიამბეთ, არ გადაუღიათ, რადგან ისინი დარბაზში იყვნენ შესულები და იქ მუშაობდნენ. როცა გარეთ გამოსულებს ვკითხეთ, თუ რა ხდებოდა შიგნით, გვითხრეს, რომ “ძალიან რთული იყო, ამდენი გათიშული, დაზომბირებული ადამიანის ცქერა“. P.S. პრესა.გე–ს მიერ, რეპორტაჟული სტილის მასალაში მოყვანილი თითოეული სიტყვა ეფუძნება კონკრეტული ადამიანების მონათხრობებს. ხელში ფურცელი და პასტა გვეჭირა, ადამიანებს ჩვენს თავს ვაცნობდით და ჩანაწერებს მხოლოდფ ამის შემდეგ ვაკეთებდით. წყარო: http://presa.ge/index.php?text=news&i=12146 [ნინო მიქიაშვილი] presa.ge -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
mata |
![]()
პოსტი
#311
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 ![]() |
lingvo
ციტატა მე არ ვუსმენ, უბრალოდ ძალადობაა ადამიანებზე ვისაც არ უნდა და მიანც ქდაგებთ. არაუშავს ლინგვო, ნუ წუხართ, ყველა მაინც თავის რწმენაზე დარჩება ბოლოს ![]() |
zecis moqalaqe |
![]()
პოსტი
#312
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 10-December 08 წევრი № 6,091 ![]() |
lingvo
აუუუუ კარგი რა მართლა კარგი პროტესტანტებზე 10 15 წლისწინანდელი სტატიები წაიკითხე სულ ცილისწამებებია და მსგავსი რაღაცეები, მეთვითონ ვარ მომსწრე მოხუცებს ალაპარაკებდნენ და მერე უმონტაჯებდნენ და რაღაც სისულელეებს აცხადებდნენ, და სამწუხარო ის არის რომ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
alex_b |
![]()
პოსტი
#313
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
k@the
რა გაბრაზებული პოსტი გაქვს ![]() ციტატა ანუ, ჰეთევეი უკვე წმინდანიც ყოფილა... თან შედარებებია ბიბლიურ წმინდანებთან საოცარი. "ხოლო ქრისტემ, თავისი სხეულის ერთხელ შეწირვით სამუდამოდ წმინდანებად გახადა ისინი, რომლებიც იწმინდებიან". - შენ გამოიცანი საიდანაა ეს ფრაზა ![]() ELBIQ ციტატა არ ვიცი რამდენად სერიოსულად გაინტერესებს ეს მაგრამ შენ წარმოიდგინე გუშინ მართლა გადავამოწმე და დეტალურად გამოვკითხე რა ხდებოდა მეორე დღეს ისე თუ არ მოგერიდება (ანდა რაა მოსარიდებელი) მეტი დამარწმუნებლობისათვის იქნებ მეტი დეტალი ჩაწერო, კონკრეტულად ის თუ ვინ არის ეს გოგო სად ცხოვრობს, რა ქვია და ა.შ. რავიცით და გამოგონილი პერსონაჟია ![]() ![]() თუმცა მე პირადად ამ ისტორიაში საერთოდ არაფერი მიკვირს, ვინაიდან ბევრი მსგავსი ჩემი თვალით მინახია, და უფრო დიდებიც. mata ციტატა მე ცოდვას ყოველთვის ვაღიარებ თუ ეს საჭიროებამ მოიტანა,ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადამიანის წინაშე, მარა როგორც ასეთი მივიდე ვიღაცასთან და ჩემი ცოდვები მოსანანიებლად მოვუყვე - ეგ გამორიცხულია. უბრალოდ არ მაქვს იმედი იმისა, რომ ცოდვების მონანიება ასე იოლად ხდებოდეს. ბიბლიას თუ კითხულობ? ნუ ალბათ კი მაგრამ თუ გჯერა? აბა მაშინ როგორ იგემ ამ ფრაზას? "თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, ის ერთგული და მართალი მოგვიტევებს და გაგვცწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან" და სხვა უამრავი მსგავსი ფრაზა llaasshhaa ციტატა ხალხს ეკითხებოდნენ ვინ არის დევიდიო და არ ვიციო მეგობარო ისე გადაცემის მომზადების თუ იცი რამე, ნუ ზოგადად ისეთი ტელევიზიების მეთოდიკისა როგორიც იტვ-ა? იმას გადაიღებენ რაც ჭირდებათ, დარწმუნებული ვარ ბევრი სწორადაც უპასუხებდა, მაგრამ რა თქმა უნდა იმას არ გაუშვებდნენ, გადაეკიდნენ ერთ საწყალმ მოხუცს და გაატელევიზორეს, გეგონება ეგ ბებიაა და მთელი პროტესტანტობა... ციტატა ვიციო ერთი გოგო კიდე ჯვარი ეკეთა და ვაიმე სასწაულებო მოახდინაო ისაო ესაო ჭკუაზე არ იყო ეჰჰჰ ისე როგორ გგონია იმ გოგოს რომ დალაგებულად ეპასუხა, გამოვიდოდა ტელევიზორში? ალბათ უნდოდა Iტვ-ში გაჩითვა და დაიბნა რა ![]() ისე როგორ ჭამთ ამას მოაზროვნე ხალხი ![]() აკაკი ციტატა ის ქალიც როგორ შეჩერდა ხომ ხედავთ: itv.ge ს რეპორტაჟში, რომ ჰკითხეს: მართლმადიდებელი ხარო? არაო! აბაო? და მერე შეჩერდა... როგორ ეთქვა ფიქრობდა ეგ იმიტომ, რომ მანდ რელიგიური სექტა და მიმდინარეობა კი არა ქრისტიანობა იქადაგებოდა... ნუ ხართ ჩაკეტილი სექტანტები რა ;( ზრდასრული ხალხი ხართ ბოლოსდაბოლოს -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
mata |
![]()
პოსტი
#314
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 728 რეგისტრ.: 1-January 10 წევრი № 7,899 ![]() |
alex_b
ციტატა ბიბლიას თუ კითხულობ? ნუ ალბათ კი მაგრამ თუ გჯერა? აბა მაშინ როგორ იგემ ამ ფრაზას? "თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, ის ერთგული და მართალი მოგვიტევებს და გაგვცწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან" გასაგებია თქვენ რასაც მეუბნევით. მე ჩემ ცოდვებს ვაღიარებ, ოღონდ ცოტა სხვანაირად. არ მინდა ახლა ამაზე საუბარი. |
anunaki |
![]()
პოსტი
#315
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 56 რეგისტრ.: 3-July 10 წევრი № 9,103 ![]() |
-------------------- ღვთაება |
k@the |
![]()
პოსტი
#316
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ნუ ხართ ჩაკეტილი სექტანტები რა ;( ზრდასრული ხალხი ხართ ბოლოსდაბოლოს ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
lingvo |
![]()
პოსტი
#317
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
ELBIQ |
![]()
პოსტი
#318
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 15-December 06 წევრი № 692 ![]() |
ციტატა სე თუ არ მოგერიდება (ანდა რაა მოსარიდებელი) მეტი დამარწმუნებლობისათვის იქნებ მეტი დეტალი ჩაწერო, კონკრეტულად ის თუ ვინ არის ეს გოგო სად ცხოვრობს, რა ქვია და ა.შ. ეს გოგო არის ჩვენი ოჯახის ახლობელი კონკრეტულად ჩემი ბავშვი და მისი შვილი ერთ კლაში სწავლობენ...მეუღლე რომ დადიოდა მშობელთა კრებებზე ასე დაახლოვდა ჩვენს ოჯახთან....ცხოვრობს ბეჟანიშვილზე მუშაობს 'ტკბილი ქვეყანა' რომ არის საკონდიტრო საცხობი. გვარი არ ვიცი სახელი ვფიქრობ საჭირო არ არის...ყავს მეუღლე და ორი ბავშვი გოგო და ბიჭი. ეროვნებით არ არის ქართველი...მაგრამ საქართველოში დაბადებული გაზრდილია...მშობლებიც აქ ცხოვრობენ. ციტატა რავიცით და გამოგონილი პერსონაჟია არც ასეთი ტყუილი სიხარული უნდათ პროტესტანტებს, და არც ასეთი სიცრუე გასტანს დიდხანს თუმცა მე პირადად ამ ისტორიაში საერთოდ არაფერი მიკვირს, ვინაიდან ბევრი მსგავსი ჩემი თვალით მინახია, და უფრო დიდებიც. მოკლედ ვის ჯერა ვის არ ჯერა რბილად რომ ვთქვა არ მაინტერესებს......რაც ვნახე ის გაგიზიარეთ.....ან თუ გაიზიარა ვინემ ეგეც საკითხავია. ჯოხებს რომ ყრიდნენ და სცენაზე დარბოდნენ განვიკურნეო მათზე ხომ არ მითქვამს ასე დარწმუნებით რამე? იმიტომ რომ არ ვიცნობ არც ერთ განკურნებულ კოჭლს, ვინც ხელჯოხი გადააგდო და ისე დაუბრუნდა თავის ადგილს......ხოლო რაც ჩემს ახლობელს დაემართა აი ამაზე კი თავს ვდებ და სულ არ მაინტერესებს ვის ჯერა და ვის არა. თუ აქ პროტესტანტები ხართ ან ჩვეულებრივ ინტერესის გამო წასულები ამ ქადაგებაზე და იცნობთ რომელიმე განკურნებულს დაწერეთ თქვენც დეტალურად რა მოხდა...პირადად მე ძალიან მაინტერესებს. |
alex_b |
![]()
პოსტი
#319
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
lingvo
ციტატა თბ.სასულიერო აკადემიის სექტოლოგიის ლექტორი, მღვდელი იაკობ ჩიჩილიძე - დევიდ ჰეთევეის (ევანგელისტთა მწვალებლობის) შესახებ 18.7.2010 ამ ქადაგებას ხვალ გავარჩევ და დავდებ ELBIQ ციტატა მოკლედ ვის ჯერა ვის არ ჯერა რბილად რომ ვთქვა არ მაინტერესებს......რაც ვნახე ის გაგიზიარეთ.....ან თუ გაიზიარა ვინემ ეგეც საკითხავია. მე პირადად მჯერა მაგრამ ის, რისი დაწერაც გთხოვე, ხალხის დასარწმუნებლად რომ ყოფილიყო იმიტომ გთხოვე. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
alex_b |
![]()
პოსტი
#320
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 ![]() |
ELBIQ
ციტატა მოკლედ ვის ჯერა ვის არ ჯერა რბილად რომ ვთქვა არ მაინტერესებს......რაც ვნახე ის გაგიზიარეთ.....ან თუ გაიზიარა ვინემ ეგეც საკითხავია. მე პირადად მჯერა მაგრამ ის, რისი დაწერაც გთხოვე, ხალხის დასარწმუნებლად რომ ყოფილიყო იმიტომ გთხოვე. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 03:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი