![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
lelenika |
![]()
პოსტი
#21
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 912 ![]() |
ციტატა მოდი და ნუ გალანძღავ რა რა სისასტიკეა ![]() ![]() ![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#22
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
ისტორიული მიმოხილვა ინკვიზიციის შესახებ (და არა მარტო ინკვიზიციის)
მე პირადად დიდი ინტერესით წავიკითხე. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
![]()
პოსტი
#23
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა აუჰ რას გადავრჩენილვარ კაცო! ჩვენთან პლატოზე ამოსასვლელში კათოლიკებმა საელჩო გააკეთეს. საელჩოს წინ ასფალტი ამობორცეს-მანქანებმა რომ ნელა გაიარონ. არადა აღმართია და ყველა გამვლელი მაგათ გინებაშია. სკოლის წინ! გასაგებია ეგ ბორცვები. ხოდა მეც , როგორც მორწმუნემ, გინება არა და, უკმაყოფილება გამოვთქვი. თურმე მადლობელი უნდა ვიყო სახლში ყოველი მისვლის წინ, სარზე რომ არ მსვავენ. რატომ? ეგ ცუდი დამოკიდებულებაა.... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Mesxi |
![]()
პოსტი
#24
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 16-October 06 წევრი № 279 ![]() |
ეხლა ზოგიერთმა ანათემასაც შეიძლება გადამცეთ მაგარამ არსებობს წყაროები სადაც წერია, რომ დავით აღმაშენებელმა, როდესაც 1122 წელს თბილისი აიღო მან 600 კაცი ძელზე გააცვა და ჯარს იმის უფლება მისცა , რომ 3 დღე თბილის ეოხრებინათ. აღარაფერს ვიტყვი თამარ მეფის ბასიანის ბრძოლის შესახებ. იქ უარესი რაღააცეები მოხდა. ამ წყაროებს გვაწვდის არაბი, სპარსი, და მათ შორის ქართული წყაროები.
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#25
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ეხლა ზოგიერთმა ანათემასაც შეიძლება გადამცეთ არც არავინ აპირებს, მაგრამ ერთი შეცდომა დაუშვი, აქ არაა საუბარი, რას სჩადის ვინმე მეფე ან დედოფალი, ასევე ის სჯის თუ არა ის სხვათ თავისი პოლიტიკური მიზეზების გამო , არამედ რელიგიაზეა საუბარი და მხოლოდდამხოლოდ ქრისტეს სახელით მოკვდინებაზე და წამებაზე, ასე რომ პრინციპულად განსხვავებულია ეგ ორი შემთხვევა და ამ თემას არ შეეფერება, აქ ინკვიზიციაზეა საუბარი და არა ზოგადად სიკვდილის დასჯაზე! ციტატა ნუ განკიცხავ სხავს ჯერ ჩვენს ცოდვებს მივზედოთ ეს სწორია, თუმცა შავზე, რომ შავია თქვა არავინ კრძალავს... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
kato_Bato |
![]() ![]()
პოსტი
#26
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ჩვენს შემთხვევაში ასეთი "სიყვარული" სიტყვით გამოიხატება, მთელი დღის განმავლობაშვი ვსხედვართ და ვწერთ ღმერთის სახელით იმას, რაც უმეტეს შემთხვევაში სულაც არ უთქვამს უფალს, ან უარეს შემთხვევაში ჩვენ ვერ გაგვიგია.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, ამ ფორუმზე ხალხი შემოდის და არაფერს წერს იმის გამო რომ ჩვენი "ფოტოშოპში" გაკეთებული შარავანდედი აღიზიანებს... უნდა გვახსოვდეს, რომ სიტყვითაც შეიძლება ადამიანის მოკვლა და წამება... შეიძლება ძალიან ბევრი ვარდება განკითხვის ცოდვაში ჩვენს გამო. რაღაც მეჩვენება რომ , პასუხისმგებლობა რა არის დაგვავიწყდა... იქნებ ჯობია ფორუმი დავასვენოთ რამდენიმე ხანს, მოვერიოთ ყველა წყენას და გაღიზიანებას და მერე გავხსნათ ისევ? ანუ წავიდეთ უდაბნოში ![]() ჩვენ ისეთ მესანთლეებს ვგავართ, ჩხუბ -ჩხუბით რომ ყიდდეს სანთლებს და ხატებს, რომლებიც არც მათ შეუქმნიათ და არც მათ გარეშე შეწყვეტენ არსებობას... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
kato_Bato |
![]() ![]()
პოსტი
#27
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
მაპატიეთ, ოფთოფიქისათვის, შედარება შენია? ![]() მეც მაპატიეთ ოპტოპიკი ![]() ![]() მაგდენს მაინც გავქაჩავდი ![]() პ.ს. kairos რაია მერე?? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
geller04 |
![]()
პოსტი
#28
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 10-February 07 მდებარ.: UNITED STATES წევრი № 1,048 ![]() |
მართლა რა ბნელოები იყვნენ შუა საუკუნეებში. ყველაფერს რასაც ქრისტიანობა კრძალავდა იმას სჩადიოდნენ იესოს სახელით. მაგათ და ამჟამინდელ მუსულმან ტერორისტებს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ
-------------------- ქართველი ამერიკელი
|
lelenika |
![]()
პოსტი
#29
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 120 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 912 ![]() |
ციტატა მართლა რა ბნელოები იყვნენ შუა საუკუნეებში. ყველაფერს რასაც ქრისტიანობა კრძალავდა იმას სჩადიოდნენ იესოს სახელით. მაგათ და ამჟამინდელ მუსულმან ტერორისტებს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ შენ ეგ თქვი რა ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#30
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
რას იტყოდით აღმოსავლეთში გავრცელებულ, დასჯის მეთოდებზე? კერძოდ მწვალებელთა სოფლების გადაწვაზეე, თვალდათხრაზე და ა.შ?
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
judi |
![]()
პოსტი
#31
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 156 ![]() |
საშინელებაა, რაც ვნახე და წავიკითხე.. გაუმართლებლად მიმაჩნია და ალბათ ასეთი მიდგომა სწორედ არამართლმადიდებლური მიდგომის შედეგია..
-------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#32
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა რას იტყოდით აღმოსავლეთში გავრცელებულ, დასჯის მეთოდებზე? კერძოდ მწვალებელთა სოფლების გადაწვაზეე, თვალდათხრაზე და ა.შ? ისევე დასაგმობია, როგორც ინკვიზიცია,ნუ ახლა ეს ჩემი აზრია ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
![]()
პოსტი
#33
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა ისევე დასაგმობია, როგორც ინკვიზიცია,ნუ ახლა ეს ჩემი აზრია რასაკვირველია, მაგრამ ნიშნავს თუ არა იმპერატორის გარე ეპისკოპოსად მოხსენიება, თეოკრატიას? და შესაბამისად ძალადობა, ეკუთვნის თუ არა ეკლესიას? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
![]()
პოსტი
#34
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
იმპერატორი შეიძლება შეადგენდა ეკლესიის ნაწილს, ესეც სწორედ მისი ჩარევით მოხდა
![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
![]()
პოსტი
#35
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა იმპერატორი შეიძლება შეადგენდა ეკლესიის ნაწილს, ესეც სწორედ მისი ჩარევით მოხდა , მაგრამ მისი ქმედება არ განიხილება ეკლესიის ქმედებად, უფრო მეტიც, გარე კი არა შიგა ეპისკოპოსის ქმედებაც არ განიხილება ეკლესიის ქმედებად, ეკლესია მოქმედებს სინოდის დადგენილებით, ძალადობას კი სინოდი არ ამტკიცებს! ხო აი თემა უკვე გაიმართა.... მადლობა ![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
lado s |
![]()
პოსტი
#36
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-December 06 წევრი № 738 ![]() |
ათენის სინოდის პასუხი რომის პაპის ლეონ XIII-ის
ენციკლიკაზე, აღმოსავლეთის ეკლესიების რომთან შეერთების შესახებ ათენი 1895წ. ...მსოფლიო ისტორიაში აღწერილია მრავალი ბოროტმოქმედება, რაც ამა თუ იმ პიროვნებას, ანდა მთელ ერს ჩაუდენია სხვა რომელიმე ერის წინააღმდეგ; ცნობილია, კერძოდ, დამარცხებული მოწინააღმდეგის დამცირება-შეურაცხყოფის ამსახველი საშინელი სცენები, მაგრამ ბოროტმოქმედებანი, რომლებიც შუა საუკუნეების პაპისტურ ეკლესიაში აღსრულებულა პაპებისა და მათი ერთგული ხელქვეითების მიერ ერთმორწმუნეთა და ხშირად თვისტომთა მიმართ, ავაზაკობის ნებისმიერ აღწერას აღემატება. ლათინების ავკაცობა წარუხოცელ ლაქად ადევს მსოფლიო ისტორიას და განსაკუთრებით პაპისტურ ეკლესიას. კაცობრიობის არსებობის მანძილზე ყველაზე პირქუში და ბარბაროსული, ყველაზე სასტიკ ბოროტმოქმედებათა ეპოქა მაშინ დაიწყო, როცა დასავლეთის ხალხები “წმიდა ინკვიზიციის” დამკვიდრებით გაუგონარი ტირანიის ქვეშ აღმოჩნდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის გონებამ დაცემულობის აპოგეას მიაღწია ინკვიზიციის ველურობაში და სისხლისმოყვარებაში, ფეხქვეშ გათელა ბუნების წესები და სინდისის კანონები, თანაც ყოველივე ჩადენილი იქნა ერთმორწმუნეთა და თვისტომთა, უდანაშაულო ადამიანთა მიმართ! ახლაც კი “წმიდა ინკვიზიციის” ხსენებაზე მათ, ვინც იცის მისი მნიშვნელობა, უსიამოვნო განცდა ეუფლება, რადგან ამ სიტყვებზე ყველას ახსენდება პაპიზმის გულქვაობა, ბარბაროსობა, უმეცრება და ბრიყვული ცრუმორწმუნეობა. ინკვიზიციის საძულველი სასამართლოების გამოგონების ავადსახსენებელი პატივი პაპ ინოკენტი III-ს (1198-1216) ეკუთვნის. “სასულიერო პირთა გარყვნილებისა და თავად პაპების საქციელის შემხედვარე მრავალი ადამიანი დაბრკოლდა” და რომის ეკლესიას ჩამოშორდა. ინოკენტი III-მ ერეტიკოსების (ე.წ. ალბიგოელების) გონზე მოსაყვანად და პაპიზმის წიაღში მათ დასაბრუნებლად სხვა საშუალებებთან ერთად “წმიდა ინკვიზიციაც” გამოიგონა და მისი წარმართვა დაავალა იმ ხანად დაარსებულ მქადაგებელ ძმათა ორდენს, რომელსაც შემდგომში “დომინიკანელთა” ორდენი ეწოდა; ძმობამ რომის ეკლესიის მეთაურის არჩევანი სავსებით გაამართლა და სრულიად დააკმაყოფილა პაპის სისასტიკე. მართალია, დასაწყისში ინკვიზიციის მთავარი მიზანი მწვალებლობათა აღმოფხვრა იყო, მაგრამ ინკვიზიციამ იმთავითვე მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი მოქმედების არეალი და შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე პაპების მფარველობითა და უფლებების ბოროტად გამოყენებით წარმოუდგენელი ბოროტმოქმედებანი ჩაიდინა. პაპი ლეონ XIII, რომელიც განსჯის უნარით გამოირჩევა, ნაცვლად იმისა, რომ როგორმე გამოითხოვოს ღვთისაგან შენდობა ინკვიზიციის უკანონო სასამართლოების გამომგონებელი და მხარდამჭერი თავისი წინამორბედი პაპების მძიმე ცოდვებისა, ენციკლიკების შედგენაზე კარგავს დროს და სხვადასხვა საშუალებას მიმართავს თავისი უკანონო ეკლესიის წიაღში ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიების მისაზიდად, იმ წმიდა ეკლესიებისა, რომლებიც ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას მტკიცედ იმარხავენ და დღემდე შეურყვნელად ინარჩუნებენ უფლისა და მისი წმიდა მოციქულების სწავლებას. რაც შეეხება პაპებს, მათ შეცვალეს და დაამახინჯეს ეს სწავლება, თუმცა თავიანთ თავს მაინც პეტრე მოციქულის უცდომელ მემკვიდრეებს უწოდებენ. საკმარისია თვალი გადავავლოთ ინკვიზიციის საშინელებათა აღწერას, რომ დავრწმუნდეთ, თუ როგორი უზარმაზარი უფსკრული გააჩინა ინკვიზიციამ ჭეშმარიტ ქრისტიანებსა და პაპისტურ ეკლესიას შორის, რომელიც, თუკი, რა თქმა უნდა, ნამდვილად ერთობა სწადია სხვა ეკლესიებთან და არა მათი დამონება, უპირველეს ყოვლისა ვალდებულია უარყოს და დაგმოს ყველა პაპი, ინოკენტი III-დან დაწყებული უკანასკნელამდე, რომლის დროსაც ჯერ კიდევ მოქმედებდა ინკვიზიცია. სანამ პაპის ეკლესია არ დაგმობს ინკვიზიტორი პაპების არაადამიანურ და ბარბაროსულ ქმედებებს, მას არ ექნება უფლება ეკლესიათა გაერთიანებაზე ისაუბროს. სიცრუის რა იეზუიტური ხრიკებიც არ უნდა იხმარონ პაპისტებმა თავიანთი მიზნების მისაღწევად, მათ ქმედებას შედეგად მხოლოდ განყოფის გაღრმავება მოჰყვება. “წმიდა ინკვიზიციის” უღმერთო სასამართლოების (მათ არაადამიანურობისა და სისასტიკის მწვერვალს ცნობილი ტორკვემადას დროს მიაღწიეს) დაარსების დროიდან “სასარგებლო” საქმიანობისათვის ფართო ასპარეზი მიეცა ყოველი ჯურის ნაძირალას, რომლებმაც ჯაშუშობას მიჰყვეს ხელი. საკმარისი იყო რომელიმე მათგანი მისულიყო ინკვიზიტორთან და დაესმინა, რომ ადამიანს დაუყოვნებლივ დამნაშავედ ცნობდნენ და გარდა იმისა, რომ ჯოჯოხეთის საუკუნო სატანჯველის ღირსად ჩათვლიდნენ, ინკვიზიციის მიწიერ ტანჯვასაც უმალვე განაცდევინებდნენ. ადამიანები სიკვდილით ისჯებოდნენ რელიგიის ან მის მსახურთა წინააღმდეგ წარმოთქმული რაიმე სიტყვისათვის, ანდა, მაგალითად, როდესაც ინკვიზიციის განაჩენის აღსრულებაზე დასწრებისას თუნდაც უნებლიედ (მიმიკით, სხეულის მოძრაობით და ა.შ.) ინკვიზიტორთა გაკიცხვას გამოამჟღავნებდნენ. ძალიან ხშირად ადამიანი ბოროტების მსხვერპლი ხდებოდა თავისი სიმდიდრის, ნიჭიერების, ან სხვა რაიმე თვისების გამო, რაც რატომღაც გულზე არ ეხატებოდათ დომინიკანელთა ორდენის “ღირს” მამებს; საქმის ყოველგვარი გამოძიების გარეშე ასეთ ცოდვილს იჭერდნენ, ართმევდნენ ქონებრივ უფლებებს და შეაჩვენებდნენ არა მხოლოდ მას, არამედ მესამე თაობამდე მთელ მის შთამომავლობას. შემდეგ ასეთ პიროვნებას უსჯიდნენ საშინელ სიკვდილს – ცოცხლად დაწვას. მოსარჩლეები და მოწმეები არ არსებობდნენ, არ იყო არანაირი კანონიერი საშუალება უდანაშაულოდ მსჯავრდადებულის გასამართლებლად, რადგან ვერავინ ბედავდა სიკვდილმისჯილის სასარგებლოდ ხმის ამოღებას; ყველამ წინასწარ უწყოდა, რომ უბედურის დასაცავად წარმოთქმული ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო, რომ ინკვიზიციის კოცონზე აღმოჩენილიყო თავად ქომაგიც. მოჩვენებითი სასამართლოს ფორმალობათა აღსრულებისა და განაჩენის ხელმოწერის შემდეგ იწყებდნენ მსჯავრდადებულის სიკვდილით დასჯისათვის მზადებას, რათა ეს ცერემონია, მორწმუნეთა ჭკუის სასწავლებლად, რაც შეიძლება საზეიმოდ შეესრულებინათ. ინკვიზიციის ამგვარ საზეიმო სიკვდილით დასჯას ეწოდებოდა “საქმე სარწმუნოებისა” (აუტო-და-ფე) და იგი “უცდომელი” პაპის კურთხევით კვირა დღეს სრულდებოდა შემდეგი თანმიმდევრობით: დანიშნულ კვირა დღეს გამთენიიდან გაისმოდა ზარების საზეიმო რეკვა. ყველას უხმობდნენ ცოდვილის კოცონზე დაწვის ჭკუის სასწავლებელ სანახაობაზე. ამ საშინელ და ამაზრზენ სანახაობაზე დასასწრებლად ბეჯითად და მოწიწებით მიიჩქაროდნენ პირველ რიგში ყველაზე მდიდარი და გამოჩენილი მოქალაქეები, რომ ინკვიზიციის მოწინააღმდეგეებად არ ჩაეთვალათ, რის გამოც თავადაც კოცონზე აღმოჩნდებოდნენ. როდესაც დადგებოდა სიკვდილით დასჯის ჟამი, ციხიდან გამოდიოდა მწყობრი რელიგიური პროცესია. წინ მიდიოდნენ “წმიდა” დომინიკეს ორდენის მონაზვნები, მათ მიჰყვებოდნენ სარწმუნოების წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებში დადანაშაულებული პირები, რომლებიც ჯერჯერობით, მათივე სულიერი გადარჩენის მიზნით, “სინანულის” (მუქარისა და წამების) სხვადასხვა კანონს ექვემდებარებოდნენ; შემდეგ მიჰქონდათ წმიდა ჯვარი, ხოლო ღვთის გულმოწყალებისა და კაცთმოყვარების ამ წმიდა ნიშნის შემდეგ მოდიოდნენ ინკვიზიციის გუშაგებით გარშემორტყმული უბედური სიკვდილმისჯილები, მწუხარებითა და სასოწარკვეთილებით განადგურებულნი, ღონემიხდილნი, ფეხშიშველნი, საგანგებო მოსასხამებში გახვეულნი, თავზე კონუსისებური ქუდით. მათ მოსასხამებსა და ქუდებზე გამოსახული იყო დემონები, ჯოჯოხეთის ცეცხლი და სხვ. შემდეგ მოჰქონდათ იმ მსჯავრდებულთა პორტრეტები, რომელთაც გაქცევით უშველეს თავს, ასევე იმ მსჯავრდებულთა ნეშტებს მოასვენებდნენ, რომლებიც სიკვდილით დასჯამდე გარდაიცვალნენ ინკვიზიციის ციხეებში. შავ კუბოებზე, რითაც ეს ნეშტი მოჰქონდათ, ასევე დახატული იყო ჯოჯოხეთის ნაირგვარი სატანჯველი. ბოლოს მოდიოდნენ სასულიერო პირები და პაპისტური ორდენების ბერ-მონაზვნობა. ამგვარი მწუხარე პროცესია ქალაქის მთავარი ქუჩების გავლით მიემართებოდა ტაძრისაკენ. იქ რომელიმე ფანატიკურად განწყობილი დომინიკანელი თავის მგზნებარე ქადაგებაში ხოტბას შეასხამდა “წმიდა” ინკვიზიციის “კეთილ ნაყოფს” და იმ საძაგელ ცერემონიებს. შემდეგ წარმოთქვამდნენ საშინელ ანათემებს უცოდველი პაპისა და მისი ერთგული მსახურების ყველა მოწინააღმდეგის მიმართ და ყველას გასაგონად კითხულობდნენ საინკვიზიციო სასამართლოს უკანონო განაჩენს. მსჯავრდებულები ხელში ჩამქრალი სანთლებით იდგნენ და განაჩენს ისმენდნენ. განაჩენის წაკითხვის შემდეგ სიკვდილმისჯილებს ხელებს უკრავდნენ და კვლავ მწყობრად ფსალმუნთა და წმიდა საგალობელთა გალობით “ღვთისმოსავი” ხალხით გადაჭედილ ფართო მოედანზე გადიოდნენ; იქ რელიგიური მანიით შეპყრობილ პაპის ეკლესიის მონაზონთა ფანატიკური სიძულვილის უდანაშაულო მსხვერპლთა მისაღებად უკვე გიზგიზებდა კოცონები. მაგრამ მანამდე ყოველგვარ მფარველობასა და ნუგეშისცემას მოკლებულ უბედურ სიკვდილმისჯილებს, ყველაზე ახლობელი და ძვირფასი ადამიანებისგანაც მიტოვებულებს (რადგან ადამიანთა ამ მსხვერპლშეწირვის დამსწრეთა ერთი ამოოხვრა, ერთი ცრემლიც კი საკმარისი იყო, რომ თავადაც ისეთივე საშინელი სიკვდილით მომკვდარიყვნენ), თითქოს დაცინვით ეკითხებოდნენ – სურდათ თუ არა სიკვდილი კათოლიკური სარწმუნოების აღიარებით. ვინც “სიყვარულით აღსავსე” დომინიკანელებს ამ კითხვაზე დადებითად პასუხობდა, იღებდა განსაკუთრებულ უპირატესობას – ჩამოახრჩობდნენ და შემდეგ ცეცხლში ჩააგდებდნენ. ხოლო ვინც უთანხმოებას გამოხატავდა პაპის ეკლესიისა და მისი უცოდველი მეთაურის მიმართ, მას ცოცხლად წვავდნენ, რაც თავად პაპს და მის გულმოდგინე მსახურებს უდიდეს სულიერ კმაყოფილებასა და სიხარულს ანიჭებდა. ასე მთავრდებოდა ეს საშინელი ცერემონიები, რომლებიც ინკვიზიციის არსებობის მანძილზე მუდამ ერთსა და იმავე არაადამიანურ ხასიათს ატარებდა... |
მნათე |
![]()
პოსტი
#37
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
lado s
ვაააუ გაიხარეეე, აღარ მახსოვდა სად ამოვიკითხე ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
lado s |
![]()
პოსტი
#38
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-December 06 წევრი № 738 ![]() |
რამეში რას გულისხმობ? მე ბევრი რამე მაქვს, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ დავწერ? ინკვიზიციაზე ქართულად სხვა არ ვიცი.
|
მნათე |
![]()
პოსტი
#39
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა რამეში რას გულისხმობ? მე ბევრი რამე მაქვს, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ დავწერ? ინკვიზიციაზე ქართულად სხვა არ ვიცი. რადგან ამ თემაში გკითხე, ინკვიზიციას ვგულისხმობდი-ლოგიკურია არა? ![]() კარგი. მადლობა. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Murzayani |
![]()
პოსტი
#40
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 57 რეგისტრ.: 10-January 07 მდებარ.: Gldani!!! წევრი № 842 ![]() |
კათოლიკე ხალხი დღესაც ინანიებს იმ დროინდელ ცოდვებს, ანუ იმას, რომ მათი კათოლიკე მორწმუნე წინაპრები ინკვიზიციას-უსისხლოდ სიკვდილით დასჯას იყენებდნენ!!!
-------------------- ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 07:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი