![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#101
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ციტატა მე ყველა რელიგიის აღმსარებელს ვცემ პატივს, ყველა ადამიანს თავისი თავი აქვს მხრებზე და თავისი ფასეულობები, მაგრამ მადლობელი ვიქნები, თუ იმ ფასეულობებს თავს არავინ მომახვევს და ჩემს გადარწმუნებას არ შეეცდება, სამაგიეროდ არც მე მოვახვევ თავს არაფერს, მხოლოდ ვეცდები პირადი მაგალითით ვაჩვენო მე რა მწამს. ხოლო ციტატები და ისტორუილი ფაქტები თუ არ მექნება იარაღად, არც ეგ შემაშინებს, ცარიელი ცოდნა ბევრი არაფრის მომტანია, სიყვარულის და რწმენის გარეშე. სუპერ სიტყვებია ![]() ![]() ეგრეა.. შენის ნებართვით ამ გენიალურ სიტყვებს ჩემთან წავიღებ ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ანანო |
![]()
პოსტი
#102
|
![]() დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 ![]() |
თემას თუ არ გადაუხვევთ და უფრო მეტ მასალას დადებთ, მართლმადიდებლურ მასალას ინდუისტურ რელიგიების შესახებ, ძალიან კარგი იქნება. საერთოდ, რატომ გონიათ ახალმოსულ ფორუმელებს, რომ აქ იდეალური ადამიანები დახვდებიან, რომელთათვისაც ცინიზმი და ყოველგვარი მიწიერი ცოდვა უცხოა, არ მესმის. ამ ფორუმზე იკრიბებიან უმეტესად ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იყონ მართლმადიდებლები ისე, როგორც ამას მაცხოვარი გვასწავლის. თუმცა, ვინ როგორ ახერხებს ამას, არავის გასარჩევი არ უნდა იყოს წესით. გარემოებამ მოიტანა ამ თემის გახსნის აუცილებლობა ფორუმზე, რადგან მოგვიმრავლდნენ ფორუმელები, რომლებიც განსხვავებულად აზროვნებენ, განსხვავებული ფასეულობები გააჩნიათ და რწმენაც. (არავინ მიიღოს შეურაცხყოფად) მართლმადიდებლისთვის კი, პირველ რიგში უცხო რელიგიების მიმდევრებისაგან კი არ სჭირდება სწავლება, რამდენად კარგია ის უცხო რელიგია, ან რამდენად ახლოსაა ის რელიგია მართლმადიდებლურთან, არამედ წმინდა მამათა სწავლებები და მართლმადიდებლური შეხედულებები, თუ რითი განსხვავდება ეს უცხო რელიგია ჩვენი რელიგიისაგან და რა არის მასში მიუღებელი ჩვენთვის. ფორუმი ერთ დიდ აპოლოგეტიკის განყოფილებად ვერ იქცევა, არადა რატომღაც ყველა განყოფილებაში, სწორედაც რომ მართმადიდებლობის დაცვაა საჭირო. რატომ აღარ იხსნება თემები, სადაც წერია წმინდა მამები რას გვირჩევენ, თუ როგორ ვიცხოვროთ და ა.შ. ვითომ ვედები ამას უკეთესად ახერხებენ? დილას ადრე ადგომა რომ კარგია, რათ უნდა მაგას მთელი ფილოსოფია? რა არის კარგი და რა ცუდი, ამას მართლმადიდებლობაც კარგად გვასწავლის, ვინ როგორ ასრულებს ეგაა თორემ... მე ყველა რელიგიის აღმსარებელს ვცემ პატივს, ყველა ადამიანს თავისი თავი აქვს მხრებზე და თავისი ფასეულობები, მაგრამ მადლობელი ვიქნები, თუ იმ ფასეულობებს თავს არავინ მომახვევს და ჩემს გადარწმუნებას არ შეეცდება, სამაგიეროდ არც მე მოვახვევ თავს არაფერს, მხოლოდ ვეცდები პირადი მაგალითით ვაჩვენო მე რა მწამს. ხოლო ციტატები და ისტორუილი ფაქტები თუ არ მექნება იარაღად, არც ეგ შემაშინებს, ცარიელი ცოდნა ბევრი არაფრის მომტანია, სიყვარულის და რწმენის გარეშე. ამიტომ, იქნებ განვაგრძოთ ამ თემაში, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით საკითხის განხილვა. ყოველგვარი შეურაცხყოფების და საკუთარი ცინიკური კომენტარების გარეშე. სიამოვნებით წავიკითხავ და გავეცნობი. მაპატიეთ, გამიგრძელდა სიტყვა, არადა ბოლო დროს ეს იშვიათად ხდება. ![]() მიყვარხართ ![]() -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
TragicomiX |
![]()
პოსტი
#103
|
EGOCIDE ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 27-June 10 წევრი № 9,080 ![]() |
Funkenstein
ციტატა ატმან შენა ხაარ? ![]() mata ციტატა სად დადიხარ,რომელ ტაძარში, კრიშნაიდებთან? არა ,ჩვეულებრივ ერთ-ერთ მართლმადიდებულ ეკლესიაში. |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#104
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ღმერთმა გაგახაროს, ანუკა! სწორედ ამას ვისახავდი მიზნად, როცა ეს თემა გავხსენი. ინდუისტური რელიგიების მიმდევრებს თავის სასარგებლოდ რამდენიმე თემა გაუხსნიათ. ცხადია, მათ ამის უფლება აქვთ, მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებლებსაც გვაქვს უფლება ვილაპარაკოთ ჩვენი სარწმუნოების ერთადერთობაზე და ჭეშმარიტებაზე. ცხადია, რომ ორი ჭეშმარიტება არ არსებობს. არავინ არავის აყენებს შეურაცხყოფას, მაგრამ სიმართლე მწარეა და ამას ყოველი როდი აღიქვამს მშვიდად. ჯერ ნ. ტრუბეცკოის ნაშრომს გამოვაქვეყნებ, შემდეგ კი წმიდა მამათა დამოკიდებულებასაც გავეცნობით რეინკარნაციასთან დაკავშირებით. მართლმადიდებლებმა უნდა იცოდნენ თავისი სარწმუნოება და ისიც, თუ როგორ ებრძოლონ არამართლმადიდებლურ, მწვალებლურ შეხედულებებს. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#105
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
Fee
ციტატა დაწერილის გაგების უნარი შენ არ გაქვს ვის რისი უნარი აქვს, მოდი ობიექტურად სხვებმა შეაფასონ... ციტატა დავწერე არ ვარ კრიშნაიდი და მაინც კრიშნაიდს მიწოდებ და რაღაზე გელაპარაკო ძალზედ სასიხარულოა თუ კრიშნაიდი არ ხარ. მოგესალმები! რას ნერვიულობ?! ციტატა მე არავის ვიცავ და არც არავის ვამტყუნებ. ეს არ არის მართლმადიდებლური პოზიცია. ეს არის ის ნელთბილობა, უფალს რომ სძაგს: აპოკალიპსისიში უფალი ლაოდიკიის ანგელოზს ეუბნება: "ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან. რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო" წმინდა მამათა განმარტებით ეს სიტყვები ნიშნავს: "როდესაც ჩვენს ნებას მედიდურობა და ამქვეყნიური სიბრძნის სიყვარული შეიპყრობს, მაშინ ის ყოველგვარი კიცხევის ღირს შუალედს დაიკავებს ორგვარ მისწრაფებას შორის და განეწყობა სწორედ ისე დაითმინოს ხორციელი ვნებანი, რომ ამისგან არ განიცადოს რაიმე იწროება, რაც თან სდევს სულის მოთხოვნილებებს. კერძოდ, ხორცის უტანჯველად მიაღწიოს სხეულებრივ უბიწოებას, მძღვიძარების გარეშე მოიპოვოს გულის სიწმიდე, ხორცის განსვენებით მოიხვეჭოს სულიერ სათნოებათა სიუხვე, გააფთრებულ ბოროტსიტყვაობათა დაუთმენლად მიიღოს მოთმინების მადლი, ქრისტესადმი მორჩილების გარეშე ამქვეყნიური პატივი, ღვთისმოსაობის უბრალოებას მისდევდეს ქედმაღლობით, თქვას სიმართლე ისე, რომ ამისთვის უმცირესი შეურაცხყოფაც კი არ შეხვდეს - და, საერთოდ, მიაღწიოს მომავალ ნეტარებას წუთისოფლის სიამეთა დათმობის გარეშე. ასეთ ნებას არავინ მიჰყავს ჭეშმარიტ სრულყოფამდე. იგი სულებს გულისამრევ ნელთბილობაში ამყოფებს და იმგვარად აქცევს მათ, როგორებიც არიან ისინი, ვისაც უფალი აპოკალიფსისში ამუნათებს: "ვიცი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი; ჯერ-იყო რაითამცა ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაი შენი პირისაგან ჩემისა" (ღირ. იოანე კასიანე რომაელი). თუკი დავრჩებით ამგვარ ნელ-თბილ (ანუ გულგრილ) მდგომარეობაში, აღმოგვანთხევს უფალი თავისი პირიდან, როგორც ბრძანებს: "არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ... მეგულების აღმოგდებაი შენი პირისაგან ჩემისა". იმათზე კი, რომლებიც უფალმა მიიღო თავისი სიყვარულის წიაღში და შემდეგ სარწმუნოებაზე გული აიყარეს, უფალი სამართლიანად ბრძანებს, რომ ერთგვარი ზიზღით აღმოანთხევს; რამეთუ ბიწიერად მცხოვრები, ან წარმართი უფრო ადვილად მოიქცევა ცხოვნებად და მიაღწევს სულიერი სრულყოფილების სიმაღლეს, ვიდრე ის, ვინაც დაიდგა რა უღელი ქრისტესი, არ შეუდგა სრულყოფილების გზას და ჩააქრო სულიერი მოშურნეობის ცეცხლი" (ღირ. იოანე კასიანე რომაელი). "უფალი განუწყვეტლივ აკაკუნებს ჩვენი გულის კარებზე, რათა გავუღოთ, შემოვიპატიჟოთ და ჩვენს სულებში დაივანოს. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს, ჯერ არს, გარკვეული ზომით იწვოდე და, ასევე, ცივიც იყო. ჭეშმარიტად, ცივს, ან მხურვალე სარწმუნოებაში უმწიფარს, ყოველთვის აქვს იმედი მიიღოს იგი, ხოლო ნათლისღებით განხურვებული, მაგრამ შემდეგ უდებებით განგრილებული ადრე არჩეული სარწმუნოების უარყოფით კარგავს ცხოვრების სასოებას. რაიმე საქმეში შუალედურობის უარყოფა არ შეიძლება, ამიტომაც ქორწინება, რომელიც შუალედურია უბიწოებასა და სიძვას შორის, მიიღება, მაგრამ სარწმუნოებაში ამას (შუალედურობას) ფასი არა აქვს. როგორც ნელთბილი წყალი არის გულის ამრევი, ასევე მძულხარო შენ და საძაგელი საკვებივით აღმოგანთხევო სატანჯველად, რამეთუ "ეკალთაგან სიმდიდრისა სოფლისათ მოაშთვე თესლი იგი სიტყვისა საღმრთოისა" (ლკ. 8:7). არ უწყი შენი სულიერი სიგლახაკე და შინაგანი (სულიერ) თვალთა სიბრმე და კეთილ საქმეთაგან განშიშვლება" (ანდრია კესარიელი). "ძლიერ სცდები, თუკი მდიდრად მიიჩნევ საკუთარ თავს ამ წუთისოფელში. ისმინე, რას ბრძანებს შენი უფალი აპოკალიფსისში: "რამეთუ იტყვი: მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაი მეხმარების. და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ. განგაზრახებ შენ, რაითა იყიდო ჩემგან ოქროი გამოხურვებული ცეცხლით, რაითა განჰმდიდრდე, და სამოსელი სპეტაკი რაითა შიეიმოსო, და... არა გამოცხადნეს სირცხვილი სიშიშულისა შენისაი, და საოლავი, რაითა იოლნე თუალნი შენნი და ჰხედვიდე" (გამოცხ. 3:17-18). მაშ ასე, თუ ბევრი გაქვს და მდიდარი ხარ, გირჩევ, ქრისტესგან იყიდო ოქრო, ცეცხლით გაწმენდილი, რათა მისი ცეცხლით აღმოშანთო შენი უკეთურობანი და წარდგე მის წინაშე, როგორც ოქრო - საკუთარ მოწყალებათა და სიმართლის საქმეებით განწმენდილი. იყიდე "სამოსელი სპეტაკი", რათა ადამის შეცოდებით განშიშვლებული და დღმდე საკუთარი უგვანობით შეძრწუნებული შეგმოსონ ქრისტეს ნათელი სამოსით. და შენ, ქრისტეს ეკლესიაში მყოფო მდიდარო და წარჩინებულო, იცხე თვალზე, მაგრამ ეშმაკის "საგრემილველი" (სურმა) კი არა, "საოლავი" ქრისტესი", რათა შეძლო, იხილო ღმერთი, და სათნოეყო უფალს შენი კეთილი საქმეებითა და მოწყალებით" (წმ. კვიპრიანე კართაგენელი). გულისხმაყავ ასევე, რას ეუბნება ღმერთი სარდეს ეკლესიის ანგელოზს: "ხოლო სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც აქვს შვიდი სული ღვთისა და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი: სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, და მკვდარი კი ხარ. იფხიზლე და განამტკიცე დანარჩენი, რაც უახლოვდება სიკვდილს, რადგანაც ვერ ვნახე, რომ შენი საქმენი გასრულებულიყვნენ ჩემი ღვთის წინაშე. გახსოვდეს, რაც მიგიღია და მოგსმენია, დაიცავი და მოინანიე; ხოლო თუ არ იფხიზლებ, მოვალ შენთან, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ" წმ. ანდრია კესარიელის განმარტებით: ""იქმენ მღვიძარე" - უდებების ძილი განაგდე და ასონი შენნი, რომელთაც ურწმუნოებისთვის სიკვდილი ელით, განამტკიცე, რამეთუ კეთილ საქმეთა დაწყების მოსურვება კი არ მოაწევს გვირგვინს, არამედ მათი აღსრულება. მაშ, გაიხსენე, რა გერგო და გესმა, მოციქულთაგან ბოძებული დაიცევ, ხოლო უდებება შენი შეინანე. "მოვიდე შენ ზედა ვითარცა მპარავი" და სამართლიანადაც, რამეთუ არავინ უწყის საკუთარი სიკვდილის ჟამი და ჟამი სამყაროს აღსასრულისა. მღვიძარეთათვის ეს არის ნუგეში, ხოლო უდებთათვის, - მპარავი, რომელსაც სულიერი სიკვდილი მოაქვს" (ანდრია კესარიელი)". ციტატა შენ ის გწამს , იმას ის. რატომ ლანძღავ? განა ლანძღვა და ცილისწამება ქრისტეანობაა??? თუ ასე გიყვარს შენი რელიგია, იქადაგე ის, დაანახე სხვებს როგორ გაგაკეთილშობილა და იქნება მოგბაძონ შენ ფიქრობ რომ ვლანძღავ, არა და არ ვლანძღავ. მე ანგარიშს არ ვუწევ სხვა რელიგიებს, მწვალებლობებს. მე ამ ფორუმში მართლმადიდებელ ქრისტეანებსაც, სარწმუნოებით, ჩემს გულთან ძალიან ახლოს მდგომ ადამიანებსაც, ვედავები ზოგიერთ საკითხზე და იმიტომ კი არა რომ მძულს ისინი (ღმერთმა დამიფაროს!), არამედ იმიტომ, რომ მინდა უკეთესად იყოს ყველაფერი, ვიდრე ახლაა... ასეა აქაც, ამ მეგობრებმა, რომლებიც კრიშნაიზმს მისდევენ, თუ იგრძნეს, რომ პატივსაცემია მათი რელიგია და ანგარიშს ვუწევთ, უფრო მეტად დამკვიდრდებიან საკუთარ ცთომილებაში, ამიტომ ცოტა მწარედ ველაპარაკები, რათა დაინახონ, მართლმადიდებლობის გარდა არცერთი სხვა სარწმუნოება (თვით ქრისტეანობის შიგნითაც კი) ანგარიშგასაწევი რომ არ არის. მესმის, რომ ეს მტკივნეულად იქნება მიღებული (და ნახავ, ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, რამდენი ირონია, ღვარძლი და დაცინვა გადმოიღვრება მათგან ჩემი მიმსამართით), მაგრამ სხვაგვარად შეუძლებელია დააფიქრო ადამიანი იმ გზაზე, რომელსაც შესდგომია. არ მეთანხმები იმაში, რომ როცა ხედავ კაცს თვალები აუხვევია და ქარაფს მისდგომია, უნდა დაუყვირო, შესძახო, და ხელიც კი სტაცო (ფიზიკურ შეურაცხყოფას არ ვგულისხმობ) და მიიკრა გულში, უფსკრულში რომ არ გადაიჩეხოს, შემდეგ მოხსნა სახვევები თვალიდან და დაანახო რის წინაშე იდგა?! მგონი მადლობას გეტყვის გადარჩენისთვის. მე არ მსურს ვინმეს გულში ცუდი შთაბეჭდილება დავტოვო, მაგრამ სიმართლეს ყველა ერთნაირად როდი აღიქვამს. თუ რამე გაწყენინე მომიტევე. ღმერთმა გიშველოს. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#106
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
k@the
სრულიად მართალი ბრძანდებით. სწორედ ამას ვაპირებთ მომავალშიც. ეს თემა სწორედ იმას ემსახურება, რასაც თქვენ ბრძანებთ. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
Fee |
![]()
პოსტი
#107
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 59 რეგისტრ.: 18-April 10 წევრი № 8,647 ![]() |
არაფერზე ვნერვიულობ
![]() გასაგებია შენი პოზიცია, ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, სხვადასხვანაირად გვესმის და აღვიქვამთ, ამიტომ აზრი არ აქვს ჩვენს დიალოგს ![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#108
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
სატანის ციტადელი ნ. ტრუბეცკოის "ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა" მიხედვით გაგრძელება თავი 7 ასეთია ზოგადად ძველი ბრაჰმანიზმის მსოფლმხედველობა. ეს ყველაფერი არის ინდუისტური რელიგიური შეგნებიდან ვარუნას, ამ ერთადერთი შემოქმედისა და ყოვლისმპყრობელის, განდევნის შედეგი. აქედანვეა ღმერთების ზნეობრივი დაცემაც და ჭეშმარიტი, ღვთაებრივი ატრიბუტებისგან მათი განძარცვაც, რასაც, თავის მხრივ, მოჰყვა - ადამიანის მისწრაფება მაგიურ ძალასთან მიმართებაში გატოლებოდა ღმერთებს. გაჩნდა სამყაროს ბრმა ბედისწერის იდეა, რომელშიც ღმერთები და ადამიანებიც მონაწილეობენ, და რომლიდანაც გამოსავალი არ არსებობს. ამ ეპოქის რელიგიურ მოღვაწეებს აშინებთ ის ბნელი უფსკრული, რომლის წინაშეც აღმოჩნდა რელიგიური შეგნება. სამყაროს წრებრუნვის უაზრობა თავისი სულთა გადასახლებებით, ბრაჰმის "დღეებით" და "ღამეებით", ამასთანავე ყველა არსებისთვის საბედისწერო აუცილებლობა, რომელსაც ღმერთებიც ექვემდებარებიან, მონაწილეობა მიიღონ ამ წრებრუნვაში აშინებდა და ამავდროულად აღაშფოთებდა ადამიანის ცნობიერებას. ისინი, ვინც მიეჩვია ღმერთებთნა, როგორც თანასწორ არსებებთან ბრძოლას, ინდუსი მოაზროვნეები ამჯერად აუჯანყდნენ თვით სამყაროს აგებულებას, ამ არავისგან დაწესებულ, მაგრამ მაინც აუცილებელ კანონს, რომელიც საშინელი იყო თავისი უცილებლობით და აღმაშფოთებელი უაზრობით. რელიგიურმა აზროვნებამ დაისახა მოეძებნა გამოსავალი ყოფიერების წრებრუნვიდან, ცხადია, საკუთარი ძალებით და ღვთის დახმარების გარეშე, რაც სრულიად ლოგიკურია, რადგან ღმერთები თვითონაც ამ წრებრუნვას არიან დაქვემდებარებულნი და არ შეუძლიათ მისგან გათავისუფლება, ბრაჰმა კი (თუ საერთოდ არის შესაძლებელი ღმერთი ვუწოდოთ მას) თვითონაც არის ამ უაზრო წრებრუნვის ერთგვარი გამოხატულება. ყოფიერების წრებრუნვიდან გამოსვლის პრობლემაზე გაძლიერებულად მუშაობს ძველი ბრაჰმანიზმის ეპოქის მიწურულის რელიგიური აზროვნება. ჩნდება რამოდენიმე ფილოსოფიური სისტემა, რომელშიც ამ საკითხს მთავარი ადგილი უჭირავს. უმეტესწილად ხსნას რომელიღაც საიდუმლოს ჭვრეტაში ხედავენ. ხოლო თუ რა უნდა ჭვრიტონ და შეიმეცნონ დამოკიდებულია სისტემის ხასიათიდან. არსებობდა მონისტური და დუალისტური სისტემები. პირველთაგან უმთავრესია "ვედანტას" (Vedanta "ვედების დასრულება") სისტემა, რომლის მიხედვითაც არაფერი არსებობს ერთი, განუყოფელი და უცვალებელი სულიერი სუბსტანციის (Brahman ან Atman) გარდა; ყოველი ადამიანი წარმოადგენს ამ სუბსტანციას, არა სახეცვლილ (რადგან ის უცვალებელია), ან მის ნაწილს (რადგან ის განუყოფელია), არამედ, უბრალოდ, მთლიან სუბსტანციას. სამყაროს მოჩვენებითი მრავალფეროვნება და მთელი კოსმიური წრებრუნვა სულთა გადასახლებებითურთ, განადგურებითა და კვლავშექმნითურთ და ა. შ. არის სიცრუე, ტყუილი (maya), რომელიც გამოწვეულია უცოდინრობით (avidya); როგორც კი ადამიანი შეიმეცნებს თავისი სრულ იდენტურობას აბსოლუტურ სულთან, დაუყოვნებლივ გამოვა ამ წრებრუნვიდან; მისი სხეულის ხილვადობა ჯერ კიდევ შენარჩუნდება გარკვეული დროის განმავლობაში, მეთუნის ჩარხის ტრიალის მსგავსად, რომელმაც ეს ესაა დაასრულა თიხის ჭურჭლის ჩამოსხმა, მაგრამ მის სულს უკვე აღარ გააჩნია ინდივიდუალური არსებობა და სიკვდილის შემდეგ არსად გადასახლდება, არამედ ისე დაიძინებს, რომ არაფერი დაესიზმრება. დუალისტურ სისტემას კი წარმოადგენს ფილოსოფოს კაპილას სისტემა, რომელსაც ეწოდება "სანკხია", და მასთან შერწყმული ფილოსოფოს პატანჯალის სწავლება "იოგა" (თეორიული ნაწილი). ამ სწავლების მიხედვით სიცოცხლე წარმოიშვება ორი სუბსტანციის: სულიერისა (Purusha, Atman) და მატერიალურის (Prakrti), შეერთების შედეგად, რომლებიც სრულიად განსხვავებულნი არიან ერთურთისგან, მაგრამ ვერ შეიმეცნებენ ამ სხვაობას და ერთურთისკენ მიიზიდებიან. საკმარისია ადამიანის სულმა ნათლად შეიგნოს თავისი ბუნების განსხვავებულობა მატერიის ბუნებისგან და ღრმად განიმსჭვალოს ამ შეგნებით, რომ ის მყის გათავისუფლდება სხეულთან კავშირისგან და სიკვდილის შემდეგ დაკარგავს მატერიის მიერ მიზიდვის უნარს (ანუ მატერიის მიზიდულობისგან გათავისუფლდება): ასეთი სული უკვე არსად გადასახლდება, არამედ სიკვდილის შემდეგ სულიერ სუბსტანციაში აითქვიფება. ყოველგვარი ყოფიერება არის ტანჯვა, ამიტომაც, ყოფიერების წრებრუნვიდან გამოსვლა აღნიშნული წესით ყველასთვის რეკომენდირებულია. იოგას სკოლამ შეიმუშავა ფსიქოფიზიკურ ვარჯიშთა მთელი სისტემა, რომელიც ხელს უწყობს სულის სხეულისგან ემანსიპაციას და სულიერ და მატერიალურ სუბსტანციებს შორის განსხვავებათა წვდომას. ნაწილობრივ ეს ვარჯიშები წარმოადგენენ იმ ასკეტურ ქმედებათა შემდგომ სრულყოფას, რომლებიც ადრე სულ სხვა მიზნით აღესრულებოდა. როგორც ამ გადმოცემიდან ჩანს, ხსენებული ფილოსოფიური სისტემები გვერდს უვლიან ღმრთის იდეას, ასევე სიკეთისა და ზნეობრიობის ცნებებს. თუმცა მათი ადეპტები ჯერ კიდევ ვერ ბედავენ აშკარად გაწყვიტონ კავშირი "გაბატონებულ რელიგიასთან". თითოეული ასეთი სისტემა, უკიდურეს შემთხვევაში სიტყვით მაინც, აღიარებს მთელ "წმიდა წერილს", ღებულობს საწესჩვეულებო კანონს და კასტურ წყობილებას. მაგრამ ლოგიკა ითხოვდა ამ ცრურწმენებისგან გათავისუფლებასაც და ეს კავშირი სწორედ ბუდიზმმა გაწყვიტა. გაგრძელება იქნება -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dilaadriano |
![]()
პოსტი
#109
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 26-July 10 წევრი № 9,199 ![]() |
ძველმართლმადიდებელო
ტრუბეცკოის ამ ოპუსმა ერთი ჩემი ტავგადასავალი გამახსენა ბაქოში გახლდით იქაურ ინტელიგინციასთან კაი სმა-ჭამის შემდეგ რამდენიმე ადამიანი განვმარტოვდით ქეიფის გასაგრძელებლად ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა მწერალმა რომელმაც ჩემდა გასაკვირად სიტყვა-სიტყვით იცოდა ქრისტეანული წმინდა წერილი გაბედა და სულ სულელები გვეძახა ქართველებს აქაოდა რა მაგარი ხალხი ხართ და ამ სისულელეების როგორ გწამთო ტრუბეცკოი რომ ინდური რელიგიების მცოდნეა მაგაზე ნაკლებად არ იყო ინფორმირებული ქრისტეანობაზე ჰოდა სულ სულელები გვეძახა რელიგია რწმენის გარეშე ერთი დიდი სისულელეა და არც იმ მეცნიერების მწამს რომლებიც თავად სხვა აღმსარებლობის მქონენი სხვათა რწმენაში რომ ეძიებენ დირეს |
Funkenstein |
![]()
პოსტი
#110
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 ![]() |
ბაქოში გახლდით იქაურ ინტელიგინციასთან კაი სმა-ჭამის შემდეგ რამდენიმე ადამიანი განვმარტოვდით ქეიფის გასაგრძელებლად ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა მწერალმა რომელმაც ჩემდა გასაკვირად სიტყვა-სიტყვით იცოდა ქრისტეანული წმინდა წერილი გაბედა და სულ სულელები გვეძახა ქართველებს აქაოდა რა მაგარი ხალხი ხართ და ამ სისულელეების როგორ გწამთო რაც მთავარია შენც ხომ უსმენდი მის შეურაწყობას პირდაღებული. აი ეს არის ტრაგედია რომ ჩეჭმარიტების დაცვის შნოც რომ აღარ გვაქვს და ვიღაც წარმართის საგადაოა მართლმადიდებლობა ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#111
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
dilaadriano
ციტატა რელიგია რწმენის გარეშე ერთი დიდი სისულელეა და არც იმ მეცნიერების მწამს რომლებიც თავად სხვა აღმსარებლობის მქონენი სხვათა რწმენაში რომ ეძიებენ დირეს აბა რა გითხრა, შეიძლება ეგრე წმიდა მამებზეც ილაპარაკო, რადგან სხვა რელიგიებში ისინიც ეძებდნენ "დირეებს" და პოულობდნენ კიდეც. არც ის არის ლოგიკასთან ახლოს, ვიღაც აზერბაიჯანელის მაგალითზე რომ უარვყოთ მეცნიერული დასკვნა. თანაც ადვილი შესამჩნევია, რომ ინდუიზმის სისტემები ვითარდება პრინციპით "ქვემოდან ზემოთ", ანუ ის არის არა გამოცხადებითი, როგორც სამი ძირითადი რელიგია: ქრისტეანობა, იუდაიზმი და ისლამი, არამედ ადამიანის დილოსოფიური აზროვნების ნაყოფი, რომელიც ცდილობს მის მიერვე შექმნილი ლაბირინთიდან თავის დაღწევას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dilaadriano |
![]()
პოსტი
#112
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 26-July 10 წევრი № 9,199 ![]() |
|
აკაკი |
![]()
პოსტი
#113
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
dzvelmartlmadidebeli
საკითხავია ისლამი გამოცხადებითია ჭეშმარიტად თუ არა? ანუ იმას ვამბობ, რომ მუჰამედს მართლა გაბრიელმა უკარნახა? თუ მოიგონა? |
dilaadriano |
![]()
პოსტი
#114
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 26-July 10 წევრი № 9,199 ![]() |
dilaadriano აბა რა გითხრა, შეიძლება ეგრე წმიდა მამებზეც ილაპარაკო, რადგან სხვა რელიგიებში ისინიც ეძებდნენ "დირეებს" და პოულობდნენ კიდეც. არც ის არის ლოგიკასთან ახლოს, ვიღაც აზერბაიჯანელის მაგალითზე რომ უარვყოთ მეცნიერული დასკვნა. თანაც ადვილი შესამჩნევია, რომ ინდუიზმის სისტემები ვითარდება პრინციპით "ქვემოდან ზემოთ", ანუ ის არის არა გამოცხადებითი, როგორც სამი ძირითადი რელიგია: ქრისტეანობა, იუდაიზმი და ისლამი, არამედ ადამიანის დილოსოფიური აზროვნების ნაყოფი, რომელიც ცდილობს მის მიერვე შექმნილი ლაბირინთიდან თავის დაღწევას. გეთანხმები ინდური და ჩინური რელიგიები ჩვენსგან იმდენად შორსაა რომ მათში მხოლოდ ფილოსოფიური აზროვნების ნაყოფს ვხედავთ მერწმუნე ძმაო dzvelmartlmadidebeli საკითხავია ისლამი გამოცხადებითია ჭეშმარიტად თუ არა? ანუ იმას ვამბობ, რომ მუჰამედს მართლა გაბრიელმა უკარნახა? თუ მოიგონა? აქ უკვე ყოველივე შენსრწმენაზეა დამოკიდებული არ ვიცი გოეთე ავტორიტეტად ჩავთვალო თუ არა მაგრამ ფაუსტში როდესაც გრეთხენი ფაუსტს ეკითხება ღმერთის თუ გწამსო ფაუსტი პასუხობს: ბრძენი ან მღვდელი ამ შეკითხვაში აუცილებლად დაცინვას იგრძნობდნენო |
აკაკი |
![]()
პოსტი
#115
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
|
dilaadriano |
![]()
პოსტი
#116
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 26-July 10 წევრი № 9,199 ![]() |
არ მიწყინო მეგობარო მაგარმ თუ გწამს მსგავსი კითხვები სხვას არ უნდა დაუსვა ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#117
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
dilaadriano
რატომ? ![]() მე, რომ მწამს ხომ უნდა ვიცოდე ჭეშმარიტება მწამს თუ არა, მართალი ვარ თუ არა რწმენაში ![]() კარგი არაუშავს შენ მუსლიმი ხარ? |
Funkenstein |
![]()
პოსტი
#118
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 ![]() |
დამარხულ არს ენა ქართული ![]() განმიკითხავ? იქნებ დაფიქრებულიყავი ჯერ? არა უბრალოდ დამაინტერესა, ხომ ვერ შეეწინააღმდეგეთქო? ეს განკითხვა არ არის ეს არის ჩვენი უმრავლესობის სისუსტე რომ ვერ ვართ სათანადოდ მყარად თეოლგიურ საკითხებში. არა რა არის იცი კველაზე ცუდი აი ჩვენთან სტუმრად რომ იყოს ჩამოსული მუსულმანი შანსი არ არის ქართველმა მართლმადიდებლემა დაუწყოს იმას თავის რწმენაზე ხუმრობა, მარა ისისნი აი სულ ბოღმა ახჩობთ სულ, იმოტომ რომ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდებიან თუ რამხელა უფრსკლულია მაცხოვარსა და სხვა მაგათ წარმართ წინასწარმეტყველებს შორის და აი ეს აგიჯებთ და აცოფეფთ და აგრესიას ესეთი შეტევებით იხშობენ. |
dilaadriano |
![]()
პოსტი
#119
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 26-July 10 წევრი № 9,199 ![]() |
dilaadriano რატომ? ![]() მე, რომ მწამს ხომ უნდა ვიცოდე ჭეშმარიტება მწამს თუ არა, მართალი ვარ თუ არა რწმენაში ![]() კარგი არაუშავს შენ მუსლიმი ხარ? რწმენა უკვე ცოდნაა რწმენაში სიმართლეს რაც შეეხება მგონი არ უნდა იყოს "სიმართლე" ის სიტყვა რომელიც რწმენასთან დაკავშირებით შეიძლება ვიხმაროთ უკეთესი იქნებოდა გეხმარა უბრალოდ სიტყვა "რწმენაში" რადგან რწმენა თავის თავში უკვე სიმართლესაც გულისხმობს. მუსლიმზე დასმული კითხვა კი ყველაზე მეტად მეამა ![]() არა უბრალოდ დამაინტერესა, ხომ ვერ შეეწინააღმდეგეთქო? ეს განკითხვა არ არის ეს არის ჩვენი უმრავლესობის სისუსტე რომ ვერ ვართ სათანადოდ მყარად თეოლგიურ საკითხებში. არა რა არის იცი კველაზე ცუდი აი ჩვენთან სტუმრად რომ იყოს ჩამოსული მუსულმანი შანსი არ არის ქართველმა მართლმადიდებლემა დაუწყოს იმას თავის რწმენაზე ხუმრობა, მარა ისისნი აი სულ ბოღმა ახჩობთ სულ, იმოტომ რომ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდებიან თუ რამხელა უფრსკლულია მაცხოვარსა და სხვა მაგათ წარმართ წინასწარმეტყველებს შორის და აი ეს აგიჯებთ და აცოფეფთ და აგრესიას ესეთი შეტევებით იხშობენ. ძმაო თეოლოგიურ საკითხებში გარკვეულობა არავის აძლევს უფლებას სხვის რწმენაზე იხიხთხითოს ამის ნათელი მაგალითი იყო თავად ის მუსლიმი ადამიანმა რწმენა ჯერ საკუთარ თავში უნდა დაიცვას და თუ ამას მოახერხებს ( რაც ერთობ რთული საქმეა) შემდგომ გადავიდეს სხვათა მოქცევაზე |
Funkenstein |
![]()
პოსტი
#120
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 ![]() |
ძმაო თეოლოგიურ საკითხებში გარკვეულობა არავის აძლევს უფლებას სხვის რწმენაზე იხიხთხითოს ამის ნათელი მაგალითი იყო თავად ის მუსლიმი ადამიანმა რწმენა ჯერ საკუთარ თავში უნდა დაიცვას და თუ ამას მოახერხებს ( რაც ერთობ რთული საქმეა) შემდგომ გადავიდეს სხვათა მოქცევაზე კაი ბატონო მაშინ ველოდოთ ისეთი რწმენის მიღწევას რომ ჰაერში ავიწიოთ ლოცვის დროს და მაგის შემდეგ ავუხსნათ სხვებს რომ რომცაგვეუბნებიან თეთრი შავიაო რომ ტქვენ ცდებიტ ბატონო რადგან ეს შავი კი არა თეთრიათქო. რა, ის პოეტი რომ ჩვენ რწმენას განიკითხავდა რა ზნეობრივი მწვერვალებითვის ქონდა მიღწეული? მე იმაში არ გეწინააღნდეგები რომ საქმე არის მტავარი რწმენაში მარა სიტყვიერი დაცვაც ხანდახან საჭიროა ხოლმე. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 11:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი