IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > »   
Closed TopicStart new topic
> ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა
mata
პოსტი Jul 27 2010, 05:24 PM
პოსტი #141


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



terra
ციტატა
ცოტა ფაქიზად, მატა


ოკ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Jul 27 2010, 05:29 PM
პოსტი #142


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა(Funkenstein @ Jul 27 2010, 02:19 PM) *

მართლმადიდებლობას დაცვა კი არ სჭირდება არამედ აღმსარებლობა a075.gif

+

100%იანი ხარ გიგი rolleyes.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 27 2010, 05:35 PM
პოსტი #143


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



აკაკი
ციტატა
არ შეურაცხვჰყოფ არამედ გამოვააშკარავებ მის სიცრუეს და ვამხილებ


და ვინ ხართ თქვენ სხვის სარწმუნოებას რო ააშკარავებთ და ცრუსა და მართალს არჩევთ, ვინ მოგცათ იმის უფლება რომ სხვისი რწმენის ნაკლოვანებები არჩიოთ?

მილიონობით ხალხი სცემს თაყვანს ალაჰს და სწაამს მისი. დღე და ღამე ლოცულობენ და ეს რელიგია მათთვის წმინდათა წმინდაა და თაობები იზრდება ამ საწრმუნოებაზე.
დაფიქრდით უბრალოდ იმაზე, რომ მილიონობით ხალხს სწაამს და ამ ხალხს ვცეთ პატივი, არ შეიძლება?!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 27 2010, 05:59 PM
პოსტი #144


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(mata @ Jul 27 2010, 05:24 PM) *

terra
ოკ smile.gif


ჭკვიანი გოგო, ოღონდ, ოოოოდნავ იმპულსური smile.gif)))



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 27 2010, 06:02 PM
პოსტი #145


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



მე მარტო ტერას ვუჯერებ ამ ფორუმზე, მეტი არავის !! rolleyes.gif





პ.ს. არ მენდო ტერა saidumlo.gif ვბოდიალობ რაღაცას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 27 2010, 06:08 PM
პოსტი #146


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



mata

მე უკვე კაი ხანია მოწამლული ვარ უნდობლობით
და ეს ერთხელ მაინც მომეცი უფლება - გენდო smile.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 27 2010, 06:17 PM
პოსტი #147


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



terra

არა ტერა, მე როგორ უნდა მენდო? ეგ რო გითხრა მენდეთქო, მაშინ ცუდი უნდა მინდოდეს შენთვის და არანაირად smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 27 2010, 06:20 PM
პოსტი #148


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



mata

smile.gif



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 27 2010, 07:12 PM
პოსტი #149


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



mata
ხომ ვთქვი, რომ პატივს ვცემ smile.gif... მაგრამ ვააშკარავებ მათი სარწმუნოების სიცრუეს... და ვამხილებ, შემდეგ თვითონ გადაწყვეტს....

არა იმიტომ, რომ გავაღიზიანო.. არამედ სიყვარულისათვის რადგან იღუპებიან...
გარდა ამისა შეიძლება ჩემი ძმა შეცდეს... ამიტომ უნდა იცოდეს სად არის სიმართლე
"თუკი შენი ძმა არ გიყვარს რომელსაც ხედავ, როგორღა გეყვარება ღმერთი რომელსაც ვერ ხედავ" (იოანე) ანდა "იყვარებოდეთ ურთიერთარს" (იესო / იოანე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 27 2010, 08:12 PM
პოსტი #150


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



სატანის ციტადელი

ნ. ტრუბეცკოის: "ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა" მიხედვით.


თავი 8



ბუდიზმი, რომლის დამფუძნებელია პრინცი Siddhartha (ზიდჰარტა) ზედმეტსახელად Cakyamuni (საკიამუნი) ანუ Buddha (ბუდა), წარმოადგენს დამოუკიდებელ სწავლებას, რომელიც, უეჭველად Samkhya-Yoga (სამკხია იოგა)-ს სისტემის ნიადაგზე განვითარდა. კაპილასთან და პატანჯალისთან ერთად ბუდა აღიარებდა, რომ სამყარო არავის მიერ იყო შექმნილი, არამედ აღმოცენდა ავტომატურად, მატერიისადმი სულიერი სუბსტანციის მიდრეკილების წყალობით.

ის ასევე აღიარებდა, რომ ყოველგვარი ყოფიერება არის ტანჯვა, რომლის მიზეზს ორი სუბსტანციის (მატერიალურისა და სულიერის) განსხვავებულობაში ხედავდა, რომელთა შეერთებითაც წარმოიშვება ყოველგვარი ყოფიერება. მაგრამ მიზეზს იმისა, რომ სული მიუხედავად ყოველივესი მაინც მატერიას უერთდება, ბუდა ხედავდა არა იმაში, რომ სულიერ სუბსტანციას შეგნებულია არა აქვს თავისი საფუძვლიანი განსხვავება მატერიალური სუბსტანციისგან, არამედ იმაში, რომ სულს ახასიათებს წყურვილი ან სწრაფვა (trscna) სიცოცხლისკენ.
ამის შესაბამისად ყოფიერების წრებრუნვიდან გამოსავალს ბუდა უთითებს მიდრეკილებათა მოსპობაში. ყოველი ცოცხალი არსების აღმოცენება დაფუძნებულია სურვილზე: ერთის მხრივ - ჩასახვა არის სქესობრივი მიდრეკილების შედეგი, ხოლო მეორეს მხრივ- ყოველი დაბადებული არსება, კარმის შესახებ სწავლების თანახმად, ასეთად იმიტომ დაიბადა, რომ თავის ადრინდელ ინკარნაციაში მოცემულმა სულმა ჩაიდინა სხვადასხვა საქციელი, რომლებიც გამოწვეული იყო მიდრეკილებებითა და სურვილებით.

მიდრეკილების მოსპობა შესაძლებელი რომ ყოფილიყო, სიცოცხლე, ყოფიერება შეწყდებოდა. ბუდას სწავლებით, ადამიანის სული გარემოცულია ერთგვარი გარსით (samskara), რომელზეც აღიბეჭდება ადამიანის ნაფიქრალი, სურვილები და გრძნობები, რომელსაც ადამიანი განიცდის მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამის წყალობით სული საკუთარ თავს აღიქვამს ინდივიდუუმად (namarupa), ხოლო საკუთარი ინდივიდუალობის განმტკიცება შობს სიცოცხლისკენ სწრაფვას. ადამიანის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლისადმი სწრაფვის ამ მიდრეკილების გამო კაცის სული უეჭველად გადასახლდება სხვა ცოცხალ არსებაში, რომელიც კვლავ და კვლავ სიცოცხლისადმი იმავე სწრაფვის ძალით უეჭველად ჩაიდენს გარკვეულ საქციელს. საქციელს თან სდევს აზრები, სურვილები და გრძნობები, რომლებიც კვლავ გარემოიცავენ სულს და აყალიბებენ ახალ გარსს მთელი თავისი შემდგომი შედეგებითურთ.

ამგვარად, საქმის ნორმალური მსვლელობის პირობებში სულთა გადასახლება და ყოფიერების წრებრუნვა არასოდეს დასრულდება. იმისთვის, რათა შეწყდეს ეს ბოროტება, უნდა მოისპოს მისი პირველმიზეზი. ადამიანმა უნდა მოსპოს საკუთარ თავში ყოველგვარი ინტერესი და სწრაფვა სიცოცხლისადმი. მან უნდა იცხოვროს ისე, რომ არ გააჩნდეს არც გრძნობა, არც სურვილი, არც შთაბეჭდილებები, რომლებიც შემდეგ შესაძლოა აისახონ მისი სულის გარშემო წარმოქმნილ გარსზე.

ამგვარად, ის ხელს უშლის ახალი გარსის წარმოქმნას და ამასთანავე, კლავს რა საკუთარი ინდივიდუალურობის გრძნობას, სულის ძველ გარსსაც არღვევს. ეს არის სრული უვნებობის, პასიურობის და გულგრილობის მდგომარეობა და, არსებითად, ფსიქიური სიცოცხლის რაიმე გამოვლინების სრული შეწყვეტა, რომელსაც ბუდისტური ტერმინოლოგიით ნირვანა ეწოდება.

ადამიანის სული, რომელიც ნირვანას მიაღწევს, სიკვდილის შემდეგ უკვე აღარ გადადის ახალ სხეულში. ის "ძლევს შობასა და სიკვდილს" და უკვე აღარასოდეს შეუერთდება მატერიალურ სუბსტანციას. ის უკვე აღარ არსებობს, რადგან არსებობა, ყოფიერება არის სულიერი სუბსტანციის შეერთება და მატერიალურთან.
ნირვანის მისაღწევად ბუდამ დასახა ორი გზა. ერთის მხრივ ეს არის ფსიქოფიზიკური ვარჯიშები, მედიტაციის კონცენტრირება, სუნთქვის შეკავება და სხვა, რომელიც თავისი ხერხებით იოგას სისტემის იდენტურია. მეორე გზა კი არის საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვა და სიყვარული ყოველივე არსებულისადმი (metta). თუმცა ეს მეორე გზა არის პირველის ნაწილი, ასევე განსაკუთრებული ფსიქოფიზიკური ვარჯიში.

სიყვარული, მოწყალება, თანაგრძნობა - ეს ყველაფერი ბუდისტისთვის გრძნობები კი არ არის, რადგან გრძნობები მის სულში არ უნდა დარჩეს, არამედ მხოლოდ შედეგი, საკუთარი ინდივიდუალობისა და პირადი სურვილების სრული დაკარგვის შედეგი: ასეთი ფსიქიური მდგომარეობის დროს ადამიანს არაფრად უღირს საკუთარი თავი გაწიროს მოყვასისთვის, რადგან, რაკიღა საკუთარი სურვილი არ გააჩნია, ის, ბუნებრივად, ადვილად აღასრულებს სხვათა სურვილს.

დათრგუნო საკუთარი ნება იმდენად, რომ შენი საქციელი განპირობებული იყოს მხოლოდ სხვა ადამიანის ნებიტ, რეკომენდირებულია როგორც ერთ ერთი ვარჯიში. ყოვლისმიმტევებლობა განიხილება როგორც საშუალება გრძნობათა მოსასპობად: გულგრილობა (upekkha) თავის დასრულებას ჰპოვებს მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ მტერს მოეპყრობა ზუსტად ისე, როგორც მეგობარს; როდესაც ის გულგრილია სიხარულისა და ტკივილისადმი, პატივისა და უპატივობისადმი.

გზა ნირვანისკენ იმდენად ძნელია, რომ ერთი ცხოვრების შემდეგ, სიკვდილისა და სულის სხვა სხეულში გადასახლება ანგარიშში ეთვლება. ადამიანი, რომელიც გზაზეა ნირვანისკენ და რომელსაც შეუძლია მიაღწიოს ნირვანას ერთ ერთ თავის მომდევნო ინკარნაციის დროს, ეწოდება Bodhisattva (ბოდჰისატვა); ნირვანას მიღწეული კაცი, რომელსაც ამ დროს ვერ შეუნარჩუნებია სხვათა სწავლების უნარი, Pratekabuddha (პრატეკაბუდა)-დ იწოდება; ადამიანი, რომელმაც მიაღწია ნირვანას და სხვასაც შეეწევა ამ გზაზე Buddha (ბუდა)-დ იწოდება.

ეს არის ბუდიზმის სიწმინდის სამი კატეგორია. ბუდა-საკიამუნი თანამიმდევრული იყო. მან უარყო "წმინდა წერილის" ავტორიტეტი, რომელსაც პირმოთნედ აღიარებდნენ სხვა სკოლები. უარყო მან კასტური წყობაც. ძველ ღმერთებს, ინდრასა და ბრაჰმას ჩათვლით, ბუდა-საკიამუნი არ უარყოფდა, მაგრამ მიიჩნევდა, რომ მათ წინაშეც იგივე პრობლემა იდგა ყოფიერების წრებრუნვიდან გამოსვლისა, რომელიც დგას ადამიანთა წინაშე და მიიღწევა ნირვანით. და რადგან ეს ღმერთები ნირვანაში ვერ ჩავარდნენ და ყოფიერების წრებრუნვაში აგრძელებენ ცხოვრებას, არა მარტო ყოველი ბუდა ან პრატეკა-ბუდა, არამედ ბუდად გახდომის ყოველი კანდიდატიც კი, ანუ "ბოდჰისატვა", შეუდარებლად მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი ღმერთი.

ამგვარად, აქ მთავრდება ღმერთების ჩამოქვეითება, რომელიც ჯერ კიდევ ძველი ბრაჰმანიზმის ეპოქიდან დაიწყო. თუკი ძველი ბრაჰმანიზმის ეპოქის დასაწყისში ადამიანები ცდილობდნენ გატოლებოდნენ ღმერთებს, ამჯერად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ისინი აღემატებიან ღმერთებს. და ასეთ ადამიანთა რიცხვი, უნდა ითქვას, მცირე როდია: ჩრდილოელი ბუდისტები სრულ ბუდად მიიჩნევენ ათეულობით ადამიანს, ხოლო ბოდჰისატვებად - ათასებს.


გაგრძელება იქნება


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 27 2010, 09:42 PM
პოსტი #151


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



აკაკი
ციტატა
ხომ ვთქვი, რომ პატივს ვცემ

აბა როდის?
ციტატა
მაგრამ ვააშკარავებ მათი სარწმუნოების სიცრუეს... და ვამხილებ

და თქვენ რა ინტერესი გაქვთ ამის?
ციტატა
სიყვარულისათვის

ციტატა
შეიძლება ჩემი ძმა შეცდეს

გასაგებია თქვენი პასუხი, მაგრამ მე პირადად თქვენს ე.წ. "მხილებებში" ვერავითარი სიყვარული ვერ დავინახე. თქვენ მუსულმანებისთვის ყველაზე წმინდათაწმინდა წიგნს მოიხსენიებთ, როგორც "სასაცილო წიგნს"; მუჰამედის სიტყვას უწოდებთ მონაჩმახს და თავად მუჰამედი გამოგყავთ, როგორც ვიღაც სულელი.... აქლემის რძე და შრდი არაფერს არ არჩენსო, რაღაცეები დაესიზმრაო; მის სიტყვებს ეკიდებით და ცდილობთ მასში დასაცინი მოძებნოთ.
აკაკი თქვენი "მხილებები" ცინიზმის შემცველია და მე ამ ყველაფერში მაპატიე მაგრამ სიყვარულს ვერ ვხედავ. იქ სადაც სიყვარულია, ცინიზმს რა უნდა?!

რაც შეეხება "შეიძლება ჩემი ძმა შეცდეს" ... რა შუაშია საერთოდ ჩემი ძმა... ეს არის სხვისი რწმენის ძაგების ხარჯზე, საკუთარი რწმენის პოპულარიზაცია, რაც ჩემზე პირადად არ მოქმედებს .

არ არის ლამაზი ეს თქვენი საქციელი ჩემ თვალში და ვისაც მოსწონს, კიბატონო - ტაში დაგიკრან

ჩემი აზრი გამოვთქვი თქვენს თამამ მხილებებთან დაკავშირებით და იმედია არ გეწყინათ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 27 2010, 09:46 PM
პოსტი #152


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ისა და აქ რა ხდება გამარკვევს ვინმე? huh.gif huh.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zanneti
პოსტი Jul 27 2010, 09:49 PM
პოსტი #153


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 372
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,684



mata
შენ გაგიგია ნუ დასცინი სხვასაო გადაგხდება თავსაო? biggrin.gif ჭკვიანის ნათქვამი უნდა იყოს მემგონი

[


--------------------
ქრისტიანული საიტები

http://wolge.org/index.php

http://qristiani.ge/qristiani.html

http://xsna.wordpress.com/

598-78-69-08 აჩიკო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 27 2010, 09:51 PM
პოსტი #154


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



afxazi
ციტატა
ისა და აქ რა ხდება გამარკვევს ვინმე?


მე ვერა



zanneti
ციტატა
შენ გაგიგია ნუ დასცინი სხვასაო გადაგხდება თავსაო?

გამიგია კიი რათქმაუნდა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zanneti
პოსტი Jul 27 2010, 09:51 PM
პოსტი #155


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 372
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,684



mata
ხოდა ვინც დასცინის სხვას გადახდება თავს biggrin.gif


--------------------
ქრისტიანული საიტები

http://wolge.org/index.php

http://qristiani.ge/qristiani.html

http://xsna.wordpress.com/

598-78-69-08 აჩიკო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 27 2010, 09:53 PM
პოსტი #156


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



zanneti
ციტატა
ხოდა ვინც დასცინის სხვას გადახდება თავს


ოო რავიცი, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს. არავისი დაცინვა არ გამიხარდება არასოდეს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zanneti
პოსტი Jul 27 2010, 09:57 PM
პოსტი #157


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 372
რეგისტრ.: 3-November 09
წევრი № 7,684



mata
ციტატა
ოო რავიცი, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს. არავისი დაცინვა არ გამიხარდება არასოდეს

ჭეშმარიტად არც მე გამიხარდება ვინმეს ცუდად ყოფნა

ბიბლიაში წერია რასაც დათესავ იმას მოიმკიო, თუ ვინმე ვინმეს დასცინის თავად მასვე მოიმკის



--------------------
ქრისტიანული საიტები

http://wolge.org/index.php

http://qristiani.ge/qristiani.html

http://xsna.wordpress.com/

598-78-69-08 აჩიკო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 27 2010, 10:02 PM
პოსტი #158


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



mata
ჩემთვის უდიდესი შეურაცხჰყოფაა, როცა ალახს აიგივებენ ჩვენს ერთადერთ და ჭეშმარიტ ღმერთთან.

სატანის ნაკარნახევი (ის რაც მუჰამედს ეუწყა) ჭეშმარიტი არ იქნება, რაც ეშმაკია იგივეა მისი სიტყვაც... როგორ ვცე პატივი ეშმაკს და მის სიტყვას... არა, არამედ "წარვედ მართლუკუნ ჩემგან სატანა" ....

ვინც მყარადაა სარწმუნოებაში და ეჭვი არ ეპარება, რომ ჭეშმარიტია მისი სარწმუნოება და ღვთისაგანაა... იგი ასეთ რამეებზე არ ავარდება. (სხვისი სიტყვა არაფერს ცვლის)

აი ვისაც ეჭვი ეპარება, ამ სიტყვებს გამოეკიდება და ავარდება... და დაიწყებს წინააღმდეგობის გაწევას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 27 2010, 10:13 PM
პოსტი #159


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



აკაკი
ციტატა
ჩემთვის უდიდესი შეურაცხჰყოფაა, როცა ალახს აიგივებენ ჩვენს ერთადერთ და ჭეშმარიტ ღმერთთან. სატანის ნაკარნახევი (ის რაც მუჰამედს ეუწყა) ჭეშმარიტი არ იქნება, რაც ეშმაკია იგივეა მისი სიტყვაც... როგორ ვცე პატივი ეშმაკს და მის სიტყვას


დამშვიდდით, ეშმაკი ისეთი ძლიერიც არ არის, რომ ამდენი მილიონობით ხალხი თავისთან მიიზიდოს. ღმერთის ძლიერებაში ეჭვი ხომ არ გეპარებათ? ხოდა არამგონია ეშმაკის სახრავად გაეწირა ამდენი ხალხი ღმერთს.
მოდით ჩვენ ყველამ ჩვენს რწმენას მივხედოთ და ჩვენს ეშმაკობებს. სხვები თვითონ მიხედავენ.
ციტატა
ვინც მყარადაა სარწმუნოებაში და ეჭვი არ ეპარება, რომ ჭეშმარიტია მისი სარწმუნოება და ღვთისაგანაა... იგი ასეთ რამეებზე არ ავარდება. (სხვისი სიტყვა არაფერს ცვლის)აი ვისაც ეჭვი ეპარება, ამ სიტყვებს გამოეკიდება და ავარდება... და დაიწყებს წინააღმდეგობის გაწევას.

და საიდან მოიტანეთ, რომ მე რომელიმე რწმენაში გამყარებილი ვარ?
არც არასოდეს გამომითქვამს ამაზე პრეტენზია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 27 2010, 10:22 PM
პოსტი #160


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



mata
არ მიიზიდა თუ? smile.gif

კარგი არ გვინდა, მე ვამხილებ მხოლოდ საკუთარი სარწმუნოების დასაცავად smile.gif

რწმენის სიმყარეზე, შენს მომართ არ მითქვამს... არამედ რიგითი მუსლიმის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2025 - 10:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი