IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 8 9 10 11 12 >  
Closed TopicStart new topic
> ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა
afxazi
პოსტი Jul 30 2010, 10:25 PM
პოსტი #181


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



mata

ციტატა
და მართლა ესე ვფიქრობ და რა გამოვდივარ ახლა თქვენს თვალში, სექტანტი?


biggrin.gif

მე მგონი შენ რაღაცზე ან ვიღაცაზე გაბრაზებული ხარ. უბრალოდ შენს მიერ წარმოთქმული ფრაზა თანხმობაში არ არის მართლმადიდებლურ სწავლებასთან, სექტანტი ხარო და ასეთები, ამას არავინ გეუბნება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 30 2010, 10:30 PM
პოსტი #182


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



afxazi

რატო უნდა ვიყო გაბრაზებული?! ყველა კარგად მექცევა ამ ფორუმზე. არა, ცდებით. გასაგებია, რომ თანხმობაში არ არის მართლმადიდებლურ სწავლებებთან, ვაღიარებ.

მე არა ვარ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. ამაზე არც ვდებ თავს smile.gif
ვერ მოვდივარ მართლმადიდებლობასთან სრულ თანხმობაში და რა ვქნა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 30 2010, 10:33 PM
პოსტი #183


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



mata

ციტატა
რატო უნდა ვიყო გაბრაზებული?! ყველა კარგად მექცევა ამ ფორუმზე. არა, ცდებით. გასაგებია, რომ თანხმობაში არ არის მართლმადიდებლურ სწავლებებთან, ვაღიარებ.


შეიძლება ვცდები. ყოველშემთხვევაში მე ასე მეჩვენება.

ციტატა
ვერ მოვდივარ მართლმადიდებლობასთან სრულ თანხმობაში და რა ვქნა.


მასში არსებული "ხარვეზების" გამო?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 30 2010, 10:37 PM
პოსტი #184


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



afxazi
ციტატა
მასში არსებული "ხარვეზების" გამო?


არა, მაგის გამო არა. "ხარვეზები" ყველა რელიგიაშია.
რავიცი, არ მიყვარს ჩარჩოებში ყოფნა და მაგიტომ თავს ვარიდებ ყოველგვარ რელიგიას. ყველას პატივს ვცემ და ვაღიარებ, მარა მე პირადად არც ერთში არ ვარ გაერთიანებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 30 2010, 10:39 PM
პოსტი #185


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



mata

ციტატა
არა მაგის გამო არა. "ხარვეზები" ყველა რელიგიაშია.


რა გულისხმობ ამაში არ ვიცი, მაგრამ გამოცხადებით რელიგიაში ცოტა უხერხულია ხარვეზებზე საუბარი, მაშინ როცა სრულად არ ვიცით ამ რელიგიის არსი.

აი ჩარჩოებს რატომ ახსენებ, ეს ცოტა გაუგებარია. მართლმადიდებლობა ჩარჩოებში ყოფნაა?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 30 2010, 10:47 PM
პოსტი #186


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



afxazi
ციტატა
გამოცხადებით რელიგიაში ცოტა უხერხულია ხარვეზებზე საუბარი

გამოცხადებულის ჭეშმარიტებაში ეჭვი არ მეპარება. ხარვეზებში იგულისხმება ღვთის სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია. ღვთის სიტყვა, მაინც ღვთისაა და მისი განმარტება 100% სიზუსტით რო ვერ მოხდება ნუ ეს ბუნებრივია, რაც არ უნდა განსწავლულმა განმარტოს.

ჩარჩოებში კი ვგულისხმობ დოგმებს, რომლების შესრულებასაც გვავალდებულებს მართლმადიდებლობა. ნუ ეს არ არის მარტო მიზეზი რათქმაუნდა, ბევრი სხვა ნიუანსიც არის, მარა ძირითადი პრინციპში ესაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 30 2010, 10:53 PM
პოსტი #187


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



mata

ციტატა
გამოცხადებულის ჭეშმარიტებაში ეჭვი არ მეპარება. ხარვეზებში იგულისხმება ღვთის სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია. ღვთის სიტყვა, მაინც ღვთისაა და მისი განმარტება 100% სიზუსტით რო ვერ მოხდება ნუ ეს ბუნებრივია, რაც არ უნდა განსწავლულმა განმარტოს.


მაგრამ ეს არ არის თვითონ ქრისტიანობის ბრალი. მისი სიღრმე, ცხადია, ამოუვსებელია, მაგრამ ადამიანს მარადიულ განღმრთობას აზიარებს.



ციტატა
ჩარჩოებში კი ვგულისხმობ დოგმებს, რომლების შესრულებასაც გვავალდებულებს მართლმადიდებლობა. ნუ ეს არ არის მარტო მიზეზი რათქმაუნდა, ბევრი სხვა ნიუანსიც არის, მარა ძირითადი პრინციპში ესაა.


აი ამაში კი ვერ დაგეთანხმები. მე ვფიქრობ, რომ ეს განწყობა უფრო საკითხის არასწორად აღქმის ბრალი უფროა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 30 2010, 10:55 PM
პოსტი #188


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



afxazi
ციტატა
მე ვფიქრობ, რომ ეს განწყობა უფრო საკითხის არასწორად აღქმის ბრალი უფროა.

შეიძლება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Aug 3 2010, 06:39 PM
პოსტი #189


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



სატანის ციტადელი

ნ. ტრუბეცკოის "ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა" მიხედვით

(გაგრძელება)

თავი 10



ბუდიზმი არის იმ ლოგიკური გზის ბოლო ეტაპი, რომელზეც შედგა ინდური რელიგიური თვითშეგნება ვედური პერიოდის მიწურულს. ამის იქით არსად იყო წასასვლელი. მაგრამ თვით ეს გზაც არ ყოფილა შექმნილი საშუალო ადამიანისთვის. მოხოლოდ ძალზედ ამაყი და გამბედავი ადამიანები მიჰყვებოდნენ მას და მიდიოდნენ ბოლომდე.

სხვები პრობლემის არა ლოგიკური, არამედ ფსიქოლოგიური გადაწყვეტის გზას ირჩევდნენ. ეს არის გზა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ე. წ. ახალ ბრაჰმანიზმამდე ანუ ინდუიზმამდე. ადრეულ მკვლევართაგან ზოგიერთი, ბუდიზმში, რომელიც ნამდვილად უარყოფდა კასტურ წყობას, უმთავრესად ხედავდა სოციალურ სწავლებას და მის წარმატებას ხსნიდნენ მით, რომ ამ სწავლებას მხარს უჭერდა მოსახლეობის დაბალი ფენის დიდი მასა.
მაგრამ, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. სრულიად უბრალო ხალხისთვის ბუდისტური თეორიები საკმაოდ განყენებული და გაუგებარი იყო, თანაც უჩვეულოც, რადგან უბრალო ხალხი მიჩვეული იყო ღმერთებს.

ისტორიული მოწმობების მიხედვით, ბუდიზმი ჯერ გავრცელდა უმაღლეს კასტებში, და მის სწრაფ პოპულარობას ხელს ძირითადად მეფეები უწყობდნენ. ხელმძღვანელობდნენ თუ არა ეს უკანასკნელნი პოლიტიური მოსაზრებებით, რადგან მოგვთა კასტას კასტების იერარქიაში "მეფეებზე" უფრო მაღალი ადგილი ეპყრა, ან ჭეშმარიტად და გულწრფელად ემხრობოდნენ საკიამუნის სწავლებას, თქმა ძნელია. ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ბუდას სიცოცხლეშივე მის სწავლებას მიემხრო მეფა მაგადხა ბიმბისარა, მისი სიკვდილის შემდეგ კი მეფე მაგადხები, ბიმბისარას შთამომავლები (Caicunaga-ს დინასტიიდან), მოგვიანებით, მეფეები მაურიას დინასტიიდან (ჩანდრაჰუპტის შთამომავლები) და ბოლოს, მეფე კანიშკა ანუ კანერკი (ინდოსკვითებიდან). ესენი დიდი მოშურნეობით ავრცელებნდნე ბუდიზმს თავიანთ ქვეშევრდომთა შორის და ბუდიზმის პროპაგანდის მიზნით განსაკუთრებულ მისიებსაც კი აგზავნიდნენ საზღვარგარეთ.

ასე გასძლო ბუდიზმმა ინდოეთში დაახლოები 700 წელი. მაგრამ, მიუხედავად ხელმწიფეთა უძლიერესი მხარდაჭერისა ბუდიზმმა მაინც ვერ შესძლო ბრაჰმანიზმის გამოდევნა. ამ უკანასკნელს მისდევდა ბრაჰმანთა კასტა, რადგან ამ კასტის ცალკეული წარმომადგენლები არ გადადიოდნენ მოდურ და ოფიციალურად აღიარებულ ბუდიზმში, და როგორც ჩანს, ბრაჰმანიზმი პოპულარული იყო ხალხის მასებშიაც.

ასეთ, ერთგვარად დაფარულ, იატაკქვეშა მდგომარეობაში, ძველი ბრაჰმანიზმი მნიშვნელოვნად შეიცვალა. როდესაც ის ისევ ამოვიდა ზედაპირზე და ღიად დაიწყო ბრძოლა ბუდიზმის წინააღმდეგ, თვითონ უკვე არც კი ჰგავდა ძველ ბრაჰმანიზმს. ეს იყო ახალი ბრაჰმანიზმი, რომელიც იშვა ძველისგან ბუდიზმთან მისი ჯერ საიდუმლო, და შემდეგ კი ღია ბრძოლის პროცესში. ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა ახალი ბრაჰმანიზმი, რომელიც ბატონობს კიდევაც თანამედროვე ინდოეთში, მაშინ როდესაც ბუდიზმი შევიწროვებულ და მოქცეულ იქნა ცეილონსა და კაშმირში, შემდეგ კი ინდოჩინეთში, ტიბეტსა და მონღოლეთში.

ახალი ბრაჰმანიზმი ძველისგან ძირითდად განსხვავდება მისწრაფებით მისცეს მორწმუნეს ერთი, აბსოლუტური და ამასთანავე პირადი ღმერთი. ამაში უნდა დავინახოთ რეაქცია უღმრთო ბუდიზმის წინააღმდეგ, თანაც ამ რეაქციაში მოგვ-ბრაჰმანთა კასტას ხალხის ფართო მასებიც თანაუგრძნობდა, რომელსაც არასოდეს ესმოდა "რელიგაი ღმრთის გარეშე" და არასოდეს წყვეტდა ღრმთის თაყვანისცემას.

მაგრამ, რელიგიური შეგნების ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება მხოლოდ ძველი ბრაჰმანიზმის საშუალებებით შეუძლებელი იყო. ძველი "დიდი ღმერთები" უკვე საკმაოდ განძარცულები იყვნენ დიდების შარავანდედიდან. მათ შორის ძნელი იყო ღმრთაებრიობაზე პრეტენზიის მქონე "აბსოლუტური ღმერთის" პოვნა.

ღმერთი ბრაჰმა, რომელმაც წინ ძველი ბრაჰმანიზმის დროს წამოიწია, საკმაოდ ჰგავდა ფილოსოფიურ ალეგორიას, და მისმა თაყვანისცემამ, რომელიც უეჭველად არსებობდა მოგვთა კასტაში, სახალხო ფენებში ფეხი ვერ მოიკიდა. სამაგიეროდ, ამ სახალხო ფენაში განსაკუთრებულად სცემდნენ პატივს ღმერთთა და ნახევრადღმერთთა მთელ რიგს, რომელიც მათი "წმიდა წერილის" მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული და ნაწილობრივ იყნენ არაარიული წარმოშობის. ინდოეთის სხვადასხვა ადგილას ეს ხალხური ღმერთები განსხვავდებოდნენ თავიანთი სახითაც, სახელებითაც და ზნეობითაც, მაგრამ ყოველ ადგილას აუცილებლად არსებობდა ერთი რომელიმე სახე, რომელიც ადგილობრივ რელიგიურ ცნობიერებაში მთავარი ღმერთის როლს თამაშობდა. იმისათვის, რათა სათავეში ჩასდგომოდნენ ეროვნულ რელიგიურ ცნობიერებას, ბრაჰმანებს სჭირდებოდათ ერთმანეთისთვის დაეკავშირებინათ ეს ღმერთები ძველი პანთეონის ფიგურებთან და მიუწვდომელი და ყოვლადძლიერი ღმრთისადმი ხალხის სტიქიური მისწრაფება თუნდაც ორთოდოქსალური ბრაჰმანიზმის ფორმებში მოექციათ.

ადგილობრივი ღმერთების ძველბრაჰმანულ პანთეონთან იდენტიფიკაციისთვის საჭირო იყო ამოერჩიათ ყველაზე ნაკლებად "კომრომეტირებული" "ღმერთი". ამგვარი კანდიდატი კი აღმოჩნდა ორი: რუდრა, ზედწოდებით შივა, და ვიშნუ. ინდოეთის ცალკეულ ადგილებში ხელსაყრელი პირობები აღმოჩნდა შივასთვის, სხვა ადგილებში კი - ვიშნუსთვის.

ამგვარად, ახალი ბრაჰმანიზმი გამოდის ორი მიმართულების - შივაიზმისა და ვიშნუიზმის სახით, გამომდინარე იქიდან, სად რომელს აღიარებენ მთავარ ღმერთად, შივას თუ ვიშნუს. მრავალჯერ უცდიათ ერთ მთლიანობად შეეკავშირებინათ ეს ორი მიმართულება, რამაც არანაირი შედეგი არ გამოიღო: ინდოეთში დღემდე არ არის ერთი რელიგია. მრავალი ახალბრაჰმანული სექტა თეორიულად აღიარებს ე. წ. ტრიმურტის, ანუ ინდუისტურ სამებას: ვიშნუ-ბრაჰმა-შივას, როგორც ღვთაებრივი არსების სისრულეს (ბრაჰმა - შემოქმედი, შივა - გამანადგურებელი, ვიშნუ - განმგებელი), მაგრამ ამ სექტებიდან ერთნი ფიქრობენ, რომ ამ სამეულში ბრაჰმა და შივა შობილნი არიან ვიშნუს მიერ, ხოლო სხვები პირიქით - ვიშნუ და ბრაჰმა იშვნენ შივასგან (ბრაჰმაიტები, ანუ მორწმუნეები, რომლებიც ტრიმურტის უმთავრეს პირად მიიღებდნენ ბრაჰმას, არ არსებობს).

მაშასადამე, ვინ არიან ამ ახალი ბრაჰმანიზმის უმთავრესი ღმერთები - ვიშნუ და შივა? ვიშნუ Pr-ვედაში ნახსენებია იშვიათად. მის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის არის ინდრას ამხანაგი და თანამშრომელი; და რომ მან სამი ნაბიჯით გაიარა მთელი სამყარო. ბრაჰმანებში ამ მითს ასე ჰყვებიან:

როდესაც ერთმა ბოროტმა დემონმა ღმერთებს მთელი სამყარო მოსტაცა, ღმერთებმა მას მიუგზავნეს ვიშნუ ქონდრისკაცის სახით და თხოვნით დაეთმო ღმერთებისთვის ის სივრცე, რომელსაც ეს ჯუჯა კაცი სამი ნაბიჯით დაფარავდა. როდესაც დემონი დათანხმდა, ვიშნუ უეცრად უზარმაზარ გოლიათად გარდაიქცა, პირველი ნაბიჯით მან მთელი დედამიწა გაიარა, მეორით - ჰაერი, და მესამით - ცა. ასე, რომ დამარცხებული და შერცხვენილი დემონი იძულებული გახდა უკან დაებრუნებინა ღმერთებისთვის მთელი სამყარო, თვითონ კი ჩავიდა ქვესკნელში.
ამგვარად, უკვე უძველესი დროიდანვე ვიშნუს სახელს უკავშირდება გარეგნობის შეცლის განსაკუთრებული შეხედულება. ხალხთა მასებში ამ ღმერთ-მაქციას სახეცვალებებთან მრავალრიცხოვანი ფანტასტიკური ლეგენდაა დაკავშირებული. იყო რა თავიდანვე ინდრას თანამგზავრი და თანაშემწე, სხვა ღმერთებზე ინდრას აღზევების ეპოქაში ვიშნუც აღზევდა. თანდათანობით მეფესთან მეზობლობა შესაძლებლობას აძლევდა მას გაბრწყინვებულიყო მისი დიდების ანარეკლით, და მისავე შემწეობით ინდრას შემწეობით. თუმცა, ურიცხვი ლეგენდისა და მითის ეს გმირი, თანდათანობით, ინდრაზე უფრო პოპულარული ხდება, რომელსაც უკვე მეომართა კასტის მეპატრონედ მიიჩნევე, და არა როგორც ღმერთთა ყოვლისშემძლე მეფედ. ახალმა ბრაჰმანიზმმაც მოხდენილად გამოიყენა ღმერთ-მაქციას ეს პოპულარობა. ადგილობრივ ღმერთთა და პოპულარულ გმირთა მთელი პლეადა ამ, სახეცვალებადი ღმერთ-მაქციის გარდასახვებად ცხადდება.

მოიცვა რა ყველა პოპულარული მითოლოგიური ხატი მათთან დაკავშირებული მითებითურთ და წარმოდგენებითურთ, ვიშნუს სახე სამყაროს თვითმპყრობელის ზომამდე გაიზარდა. დანარჩენი ღმერთები ან მის მიერ არიან შექმნილნი, ან კიდევ წარმოადგენენ მის გარდასახვებს (ავატარებს). ბრაჰმანთა ფილოსოფიურად მოაზროვნე რელიგიურმა შეხედულებამ არ დააყოვნა და ამ სხვადასხვა სახის უფორმო მითოლოგიური წარმოდგენათა გროვის ქვეშ დააშენა უფრო სისტემატური ფუნდამენტი.

წარმოდგენას "გარდასახვათ" შესახებ თან სდევს "ემანაციის" იდეა. ვიშნუ აღმოჩნდა აბსოლუტური მსოფლიო სული, ღმერთები და სამყარო კი მისი ემანაციება. მისტიკურ პოემაში ბაგარად გიტა (Bagarad gita), რომელიც შედის მაჰაბჰარატას (Mahabharata) ეპოსში, ვიშნუ თავის თაყვანისმცემლებს საკუთარ ჭეშმარიტ სახეს წარმოუჩენს, თანაც აღმოჩნდა, რომ მისი სხეული უსასრულოა და შედეგება ღმერთების, დემონების, ნახევრადღმერთების, გმირების და ცოცხალ არსებათა სხეულებისგან.

ამგვარად, გარდასახვის იდეა მიდის პანთეიზმტან. ვედანტას ფილოსოფიური სკოლა, რომელიც თავის არსებობას აგრძელებს ახალ ბრაჰმანიზმში, განსაკუთრებით პოპულარულია ვიშნუიტებს შორის. ხალხამდე ვიშნუიზმის ეს ფილოსოფიური გადამუშავება, ცხადია, ვერ დადიოდა. ხალხს ვიშნუიზმში მოსწონდა არა ბუნდოვანი მითოლოგიური გასჯა სამყაროს ბუნების ემანაციაზე, არამედ გაუთავებელი მითების ცოცხალი ფერები, რომელიც ვიშნუს სახელთან იყო დაკავშირებული. ხალხი პატივს მიაგებდა ვიშნუს მის "გარდასახვებში" - ძველი ეპოსის მითოსურ გმირებში - კრიშნასა და რამაში, რომლებიც ხან ურჩხულებად, ხან ნახევრადცხოველებად და ზოგჯერ ცხოველებად გარდაისახებოდნენ.

ვიშნუს თითოეულ გარდასახვაზე არსებობს მრავალრიცხოვანი მითი, რომელთაც თავისი ხასიათით არაფერი აქვთ საერთო ვიშნუიტ-მისტიკოსთა თეორიებთან. ვიშნუ ანუ მისი გარდასახვები ამ მითებში გამოდიან სრულიად ანტოპომორფული ნიშნებით, თანაც ვიშნუსთვის დამახასიათებელია დაუოკებელი ვნება.


გაგრძელება იქნება


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Aug 3 2010, 11:08 PM
პოსტი #190


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



სატანის ციტადელი

ნ. ტრუბეცკოის "ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა" მიხედვით


თავი 10

გაგრძელება



ინდოეთის სხვა ნაწილებში მთავარ ღმერთად იქცა შივა. ამ ღმერთის ნამდვილი და უძველესი სახელია რუდრა. ამ სახელით გამოდის ის ვედებში ველურ ცხოველთა სასტიკი და შემაძრწუნებელი ღმერთის სახით, რომელიც ცხოვრობს უღრან ტყეებსა და მთებში, შიშის ზარს სცემს ადამიანებს და ასნებოვნებს მათ ათასგვარი დაავადებებით. ძველი ბრაჰმანიზმის ეპოქაში ამ ღმერთ-მაქციას სასტიკი ხასიათი კიდევ უფრო ძლიერდება. მისდამი მსხვერპლშეწირვის დროს ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ როგორც კი შეიწირავს, არ დარჩნენ ახლო მახლო და რაც შეიძლება ჩქარა გაეცალონ იქაურობას. მისი სახელის ხმობა არ არის რეკომენდირებული. ამიტომაც უწოდებენ მას სხვადასხვა ზედწოდებებით, უფრო მეტად ეფემერული სახელებით: თუმცა ერთი ასეთი სახელი - Civa "მოწყალე", "კეთილგანწყობილი" - იმდენად ჩვეული ხდება, რომ ძალიან მალე ეფემერული სახელწოდებიდან ღმერთის კერძო სახელად გარდაიქცა და ძველი სახელი რუდრა კი განდევნა.

რუდრა-შივა ვედებშიც და ბრაჰმანებშიც წარმოდგენილია როგორც ძალზედ წყენია და შურისმგებელი რიტუალის უმცირესი დარღვევისთვისაც კი, რომელშიც ის თავისი პრესტიჟის დამცირებას ხედავს. ამ ღმერთის ორმა ძირითადმა თვისებამ - მისი ცხოვრებამ ველურ, უდაბნო ადგილებსა და მისმა მეტისმეტმა სიფაქიზემ რიტუალის საკითხებში - განაპირობა მისი მომავალი კარიერა ინდოეთის რელიგიურ შეგნებაში, რომელიც ძველი ბრაჰმანიზმის დროიდან დაყუდებული ასკეტი, რომელიც ზედმიწევნით იცავს რიტუალს და განმარტოებასა და მყუდროებაში ატარებს ვარჯიშებს, განიხილებოდა როგორც მაღალი არსება, რომელიც სამყაროზე საკვირველი ძალაუფლების მოპოვების გზაზეა. რუდრა-შივას სახელის გამოუთქმელობა, მისი მიუწვდომლობა - ეს ყველაფერი ხელს უწყობს მას დაიკავოს სამყაროს მბრძანებლის ადგილი.

და ბოლოს, შესაძლოა, მის სახეს შეერწყა ინდუსტანის არაარიელი მოსახლეობის რომელიღაც მთავარი დემონის სახე: ეს ვარაუდი ახსნიდა, მაგალითად, შივას სახის სიშავეს, რომელსაც მიაწერს მას ბრაჰმანიზმი. როგორც უნდა იყოს, შივა ინდოეთის მოსახლეობის უმეტესობისთვის გახდა უმთავრესი ღმერთი. ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო გადამუშავება არსებობს შივაიზმშიც, რომელმაც მიიღო ის შედეგი, რაც ვიშნუიზმშიც, მიუხედავად ვიშნუსა და შივაზე არსებული სხვადასხვა შეხედულებებისა.

ფილოსოფიურ აზროვნებაზე სულ უფრო მოქმედებდა შივას - უდიდეს მოსაგრე-ანაქორეტის სახე. რადგანაც სასწაულთმოქმედი ძალა ყოველთვის უკავშირდებოდა ასკეტთა კონცენტრირებულ სავარჯიშოებს, შივა ამ ძალის განხორციელება, ანუ თვით ეს ძალა, ყოფიერების პრინციპი და წყარო გახდა.

ღმერთები და სამყარო მისი მაგიური ძალის მიერ შექმნილი აღმოჩნდა. პანთეიზმში გადახრა აქ იმაზე უმცირესი არაა, ვიდრე ვიშნუიზმში. მაგრამ თუ ფილოსოფოს-ღვთისმეტყველთა შორის ვიშნუიზმსა და შივაიზმს შორის განსხვავება მცირეა, ხალხის მასებში იგივეს თქმა შეუძლებელია. შივაიზმი გამოირჩევა მაგიისადმი მიდრეკილებით და უჩვეულო სისხლისმოყვარებით, რომელიც ადამიანთა მსხვერპლშეწირვებამდე მიდის.

ინდოეთის სამხრეთში, ის დაკავშირებულია "ლინგუსის" (ფალოსის) კულტთან, რომელიც არის თვით შივას სიმბოლო. საერთოდ სახალხო შივაიზმში შივა წარმოუდგენიათ როგორც სასტიკი, საშინელი დამანგრეველი ღმერთი. მას გამოსახავენ ბადითა და სამკაპით, რომელსაც თავზე მთვარე ადგას და ადამიანის თავის ქალებით არის მორთული. უმთავრესი ღმერთის გარდა (ვიშნუ ვიშნუიტებთან და შივა შივაიტებთან), ახალი ბრაჰმანიზმი აღიარებს ასევე მრავალ უფრო დაბალი კატეგორიის ღმერთებსაც. ოღონდ ზოგიერთი მათგანი, თანაც საკმაოდ პატივდებულნი, განეკუთვნებიან უფრო ძველ ღმერთებს ვედური პანთეონიდან.

მათგან უმრავლესობა ისევ ამოტივტივდა ადგილობრივი ხალხური კულტებიდან, შესაძლოა არაარიულიდანაც კი. განსაკუთრებით ღირსშესანიშნავია ქალღმერთთა კულტი, რომელიც სრულიად უცხოა ვედებისთვის.
დიად ღმერთებს თავიანთი მეუღლეები ჰყავთ. ვიშნუს მეუღლე, ღმერთქალი ლაკშმი ანუ შრი (თავდაპირველად ეს იყო ორი განსხვავებული ღმერთქალი), წარმოადგენს სილამაზის, სიმდიდრისა და ბედნიერების ქალღმერთს. ისიც გარდასახვების ისეთივე უნარს ფლობს, როგორსაც მისი მეუღლე, რის გამოც მას აიგივებენ მრავალ ადგილობრივ ქალღმერთთან და ეპიკურ გმირ ქალებთან.

შივას მეუღლეა ღმერთქალი დურსა ანუ პარვატი (ასევე კალი) - ყველაზე შემაძრწუნებელი სახე ყველა იმ სახისგან, რაც კი შეუქმნია ინდუსთა წარმოსახვას. მას გამოსახავენ დამანჭულს, უამრავი ხელით და დაღვლარჭნილს. მასაც ადამიანების თავებისგან შეკოწიწებული მძივი ჰკიდია მკერდზე. მას მსხვერპლად სწირავდნენ ადამიანებს (ამბობენ, რომ ფანატიკოსები დღემდე სწირავენო მას ადამიანებს, ოღონდ ფარულად, რადგან ოფიციალურად ასეთი მსხვერპლშეწირვები აკრძალულია ხელისუფალთა მიერ), და ამ ღმერთქალის კულტი ყოველთვის დაკავშირებული იყო ველურ ორგიებთან.

გარდა ამ ქალღმერთებისა, ინდუიზმში გვხვდება უამრავ ახალი ღმერთი, რომლებიც ზოგჯერ წარმოდგენილია ნახევრადმხეცთა სახით და გამოირჩევიან უცნაურობითა და სისასტიკით; ღმერთების გარდა ინდუიზმში თაყვანისცემის საგანს წარმოადგენენ წმინდა გველები.

ინდუიზმში ყველაფერი განცვიფრებს, ყველაფერი აგიჟებს წარმოსახვას. ტაძართა არქიტექტურა დიადია და უცნაური, ღმრთისმსახურება გაკვირვებს სიმდიდრით, ღმერთთა ქანდაკებები - საშინელი ფანტასტიკიტ. ასევე მკაფიოდ ფანტასტიკური და უცნაურად დახლართულია ინდუიზმის მითები, რომელიც გაუვალ ტროპიკულ ტყეს გაგონებს, რომელიც ერთმანეთთან გადახლართული ლიანებივითაა გადაწნული... თავისი ამ ნიშანთვისებებით ინდუიზმმა დაამარცხა ბუდიზმი: სახალხო წარმოსახვისთვის მკაფიო ფერები და საშინელი ხატებები უფრო მეტს მეტყველებდნენ, ვიდრე ბუდისტი ბერების ფილოსოფია, რომლებიც, თვითონვე, ძალიან მალე, ყველაზე საძაგელ ფარისევლებად და პირმოთნეებად გარდაიქცნენ.


გაგრძელება იქნება


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Aug 9 2010, 12:27 PM
პოსტი #191


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



თავი 11


ინდოეთის რელიგიური აზროვნების მთელს ევოლუციას თვალს თუ გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ვედური პერიოდის დასასრულის დასაწყისიდან ეს აზრი სრულიად ლოგიკურად გარდაუვალი გზით ვითარდება. ამ მომენტიდან, როგორც ყოველგვარი ზნეობრივი იდეისგან განძარცულმა, დამათრობელ "სომამდე" გაუმაძღარმა, ღმერთმა ინდრამ ინდუსთა რელიგიური ცნობიერებიდან სრულიად განდევნა ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და ყოვლადკეთილი შემოქმედის ცნება. ამ მომენტიდან წარმოდგენა ღმერთზე თანდათანობით უნდა შეცვლილიყო მათი დიდების შარავანდედიდან განმოსვისკენ, რასაც, პარალელურად, უნდა მოჰყოლოდა ადამიანის აღზევება და გაღმერთება. პატივაყრილ ღმერთებს შეეძლოთ შეცვლილიყვნენ აბსოლუტური ყოფიერების ან მსოფლიო სულის ერთგვარ სუროგატებად, - რაც მოხდა კიდეც ძველ ბრაჰმანიზმში (brahman-ის იდეა). მაგრამ ცოცხალი ღმერთის ასეთი ფილოსოფიური განყენებულობით ვერ დააკმაყოფილებდა რელიგიურ ცნობიერებას. მსოფლიო სულიერი სუბსტანციის იდეა კი არ ავსებდა, არამედ მხოლოდ ფარავდა იმ სიცარიელეს, რომელიც რელიგიური ცნობიერებიდან გონიერი ყოვლისმპრობელის გაქრობით რომ გაჩნდა. საჭირო იყო ამ სიცარიელის დანახვა და ამიტომაც, შემდგომ ლოგიკური სვლა გახდა "რელიგია ღმერთის გარეშე", რომელმაც შედეგად მოიტანა ადამიანის აღზევება ღმერთებზე და კაცის გაღმერთება.

ყოველივე ამას ჩვენ ვპოულობთ ბუდიზმში. მაგრამ პარალელურად, ადამიანის გაუგონარი ამპარტავნებით მიმდინარეობს პირქუში პესიმიზის განვითარება, რომელიც ასევე ბუდიზმში აღესრულება, იმის აღიარებით, რომ ადამიანის უმაღლესი მიზანი არის ნირვანა - სულიერი თვითმკვლელობა.

ამ სასტიკი თნამიმდევრობის ბუნებრივი რეაქცია იყო ნამდვილი, დიდი ღმერთის წყურვილი. ამ წყურვილმა მისცა ახალი ცხოვრება ინდუიზმს - სახალხო ბრაჰმანიზმს, ოღონდ გარკვეული ფილოსოფიური დამუშავების შემდეგ. იმ პრობლემების გადაუჭრელად, რომლებზე ფიქრი უცილობლივ მიდიოდა ბუდიზმთან, ინდუიზმს უნდა შეენიღბა ეს პრობლემები უცნაური ფანტასტიკით, რომელიც ანცვიფრებს და აშფოთებს წარმოსახვას, მაგრამ ამავე დროს ადუნებს და აძინებს ღრმა რელიგიურ გრძნობას.

რელიგიურ ცნობიერებაში არსებული სიცარიელის ამოსავსებად და ძველი, დიდებისგან განძარცული ღმერთების შესაცვლელად, ინდუიზმს უნდა შეექმნა ახალი ყოვლისმპყრობელი ღმერთები, რომელთაც აბსოლუტურობის ხასიათი ექნებოდათ. მაგრამ ამ ახალი და დიდი ღმერთების მასალად მაინც ძველი დემონები გამოიყენეს, რომლებთანაც ოდითგანვე არ იყო დაკავშირებული რაიმე ზნეობრივი იდეა (მაქცია - ვიშნუ და ტყის კაცი - შივა). ისინი მხოლოდ განაახლეს სხვადასხვა ადგილობრივ, ნაწილობრივ არაარიულ, პოპულარულ ღმერთებთან შერწყმით. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ ეს ახალი ღმერთები იმ სახით, რომლითაც წარსდგნენ ისინი ფართო მასების ცნობიერების წინაშე, ძველისგან განსხვავდებოდნენ მხოლოდ თავიანთი შემზარავობით, დამთრგუნველი მიუწვდომლობით და თავიანთი სახეების ველური, მყვირალა სიმკვეთრით.

ფილოსოფიურ რეფლექსიას კი არ შეეძლო მათგან სხვა რაიმე გამოექანდაკებინა, თუ არა მხოლოდ გაეუფერულებინა და გაეუსახურებინა ისინი და გარდაექმა თითქმის განყენებულ ცნებებად, რომელიც თავისთავად ჩაიძირებოდა უკიდეგანო ზღვაში პანთეიზმისა.

ქრისტეანული თვალსაზრისით ინდოეთის რელიგიური განვითარების მთელი ისტორია მიმდინარეობს სატანის განუწყვეტელი ბატონობის ნიშნით. ეს ბატონობა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ინდუისტურ რელიგიურ ცნობიერებაში თუმც ბუნდოვნად, მაგრამ მაინც, ჭეშმარიტი შემოქმედი და ყოვლისგანმგებელი ღმრთის არსებული იდეა გადაწეულ იქნა მეორე პლანზე და წინა პლანზე კი წამოწეულ იქნა მთელი დემონური გალერეა.

შემდეგ, ძველი ბრაჰმანიზმის ეპოქაში, მისი შიშისმომგვრელი და უზნეო დემონთადმი პირმოთნე თაყვანისცემის კვალად, გამოჩნდა მისწრაფება მათ ძლიერებასთან გატოლებისა, აქედან კი ღვთისმსახურებისა და ასკეზის გამოყენება მაგიური მიზნების მისაღწევად. ამპარტავნების განვითარებასთან ერთად, ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი უფსკრულის პირას დააყენა, არ შეიძლება არ შეძრწუნდეს როდესაც ამ უფსკრულში ჩაიხედავს, რადგან შემაძრწუნებელი და უაზროა ის სამყარო, სადაც არ არსებობს გონიერი ღმერთი და მთელი სივრცე საშინელი დემონებითაა სავსე. ამიტომაც, ჩნდება ამქვეყნის კანონზომიერებებისგან სადღაც წასვლის, ამ ამაზრზენი და უაზრო წრებრუნვებისგან თავის განრიდების მისწრაფება. და, აი აქ, ბუდიზმის სწავლებაში, სატანა შთააგონებს ადამიანს საშინელს აზრს თვითმკვლელობისა, საკუთარი სულიერი ცხოვრების განადგურებისა მისთვის, რათა ადამიანის სული აითქვიფოს უფსკრულში, გარდაიქცეს არარად, სიცარიელედ.

ეს საშინელი და შემაძრწუნებელი აზრი, სატანამ ინდუიზმში გაამპარტავნებულ და "ღმერთებზე" აღზევებულ ადამიანს მომხიბლავი ფორმით მიაწოდა, რომელიც ინდოეთის რელიგიურ აზროვნებას დღემდე ეუფლება. შემდეგ გაჩნდა ნამდვილი და მიუწვდომელი ღმრთისადმი თაყვანისცემის რეაქცია. მაგრამ, როდესაც ადამიანმა ზურგი აქცია უფსკრულს, რომლის წინაშეც ის ბუდიზმმა დააყენა, ზურგი აქცია მას იმიტომ, რომ თაყვანისცემის ღირსი ღმერთის პოვნა ჰსუროდა, თავისდა უნებურად, ღმერთის ნაცვლად ისევ სატანის კლანჭებში მოექცა. ამჯერად მან აიძულა ადამიანი ფეხქვეშ გაგებოდა და დღემდე ასე ფეხებთან გართხმული აკავებს მას და თრგუნავს.

კბილებდაღეჭილი და საზარელი ათხელიანი ღმერთქალი კალი, თავისი ეტლით მიჰქრის, მის ბორბლებქვეშ კი სიცოცხლეს ამთავრებენ ფანატიკოსი შივაიტები, - რა არის ეს თუ არა სატანის ადამიანზე სრული ძლევის შესაზარი სიმბოლო...

IPB-ს სურათი

ქალღმერთი კალი


დასასრული იქნება


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Aug 13 2010, 02:16 PM
პოსტი #192


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



თავი 12


(დასასრული)


ახლა დავუბრუნდეთ საკითხს, რომლითაც დავიწყეთ. შეიძლება თუ არა მოხდეს ქრისტეანობისა და ინდოეთის მისტიკის სინთეზი? შეიძლება თუ არა ქრისტეანობა თანაცხოვრობდეს ინდოეთის რელიგიებთან ისე, რომ ამ თანაცხოვრებისგან აღმოცენდეს რაღაც ახალი, ორივე მხარისთვის მისაღები "უმაღლესი" რელიგია? რა თქმა უნდა, არა.

ქრისტეანობა, რომელიც ყოველთვის ხაზს უსვამს მეტაფიზიკური, ღმრთის საწინააღმდეგო ბოროტების არსებობას, რომელიც საძაგელია ღმრთისთვის, და ინდოეთის რელიგიური აზროვნება, რომელმაც არასოდეს იცოდა სიკეთისა და ბოროტების პრობლემა, - ეს არის ორი ურთიერთგანსხვავებული მსოფლმხედველობა. ქრისტეანობა ინდოეთის რელიგიური განვითარების ყველა ეპოქაში გრძნობს სატანის სუნთქვას. მხოლოდ ერთის შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს კაცს, რომ რაღაც მსგავსებაა ინდოეთის რელიგიური ცხოვრების ზოგიერთ გამოვლინებასა და ქრისტეანული ცხოვრების მსგავს გამოვლინებებს შორის (მაგალითად. ხორცის მოკვდინება და "გონებრივი მოსაგრეობა" ბრაჰმანიზმში, ყოვლისმიმტევებლობა და თავგანწირვა ბუდიზმში). მაგრამ ეს მხოლოდ ერთის შეხედვით. ამ სწავლებების უფრო ახლოს გაცნობა აჩვენებს, რომ ყველა ეს მოქმედება ინდოეთში მიმართულია მიზნებისკენ, რომელიც სრულიად განსხვავებულია ქრისტეანული სათნოებებისგან. თვით ფაქტიც კი, რომ ეს ქმედებები, რომლებიც ინდუსებთანაც და ქრისტეანებთანაც ვლინდებიან სულიერი განვითარების უმაღლეს საფეხურებზე, ინდუსებთან ყოველთვის გამოიყენება სატანური მიზნებისთვის (მაგიური ძალის მოპოვება ან სულიერი თვითმკვლელობა - "ნირვანა"), რაც მხოლოდ აღრმავებს უფსკრულს ინდუისტურ რელიგიებსა და ქრისტეანობას შორის და შეუძლებელს ხდის ნებისმიერ კომპრომისს ამ ორ რელიგიას შორის.

შეუძლებელი არსებობდეს კომპრომისი ღმერთსა და სატანას შორის. ამასთანავე, ქრისტეანული თვალსაზრისით, ინდოეთი არის სატანის ყველაზე მყარი ციტადელი. ინდუისტური რელიგიების მიმდევართა ცნობიერებაში მყარად ფესვგადგმული სწავლებები სულთა გადასახლების და "ღმერთ" ვიშნუს "ავატარების" (გარდასახვების) შესახებ, სახარების ქადაგება ინდოეთში პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან წარმოდგენა ღმრთის ძის შესახებ, რომელიც განკაცდა, ყოველ ინდუსში მყისიერ აღქმულ იქნება ან როგორც "ღმერთ" ვიშნუს ერთ ერთი "განსხვავებული" გარდასახვა (რომელთა შორისაა ცხოველთა სხეულებში: ლომში, თევზში და გარეულ ღორში გარდასახვები), ან კიდევ სულთა გადასახლების წრებრუნვის ერთ ერთი ეტაპი. ასე რომ, ღმრთის ძის განკაცება მყისიერ გაუფასურდება და ვეღარ გახდება ის განუმეორებელი და კოსმიური მნიშვნელობის ერთჯერადი აქტი, როგორიც არის ის ქრისტეანობისთვის. თვით "ღმერთკაცობის" ცნება ინდუსის გონებაში ღებულობს სრულიად სხვა მნიშვნელობას გამომდინარე იქიდან, თუ რა მნიშვნელობას აძლევს ინდუსი სიტყვას "ღმერთი".

ამგვარად, ქრისტეანობის მიღება ინდუსს შეუძლია მხოლოდ უდიდესი შინაგანი ძალისხმევის შედეგად, რომლითაც უნდა მოახდინოს საფუძვლიანი გადატრიალება წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებულ და დედის რძესთან ერთად შესისხლხორცებულ რელიგიურ ფსიქოლოგიაში. მან უნდა დაანგრიოს ეს ფსიქოლოგია საძირკვლამდე, თან ისე, რომ ქვა ქვაზე არ დარჩეს მისგან. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ინდუსთა შორის ქრისტეანობისკენ მოქცევა საკმაოდ იშვიათია.

სანამ არ მოხდება ასეთი გადატრიალება ინდუსის ცნობიერებაში, ქრისტეანს არ შეუძლია არ უყუროს მას, როგორც სატანის თაყვანისმცემელს და ყოველგვარი აზრი კომპრომისზე ქრისტეანობასა და ინდოეთის რომელიმე რელიგიას შორის, კატეგორიულად უნდა იქნეს უარყოფილი. ამით არის განპირობებული ჩვენი დამოკიდებულება თეოსოფიისადმი. ღმრთის ეშმაკთან შერიგების მცდელობა ქრისტეანობისთვის ყოველთვის იქნება მკრეხელური.
აღმოსავლური მართლმადიდებლობა, რომელიც წარმოადგენს ყველაზე წმიდა სახეს ჭეშმარიტი ქრისტეანობისა; რომელმაც დაიცვა თავი ამქვეყნიური ძალაუფლების სატანური საცთურისგან, რომელსაც ქადაგებს კათოლიციზმი და მოიგერია ადამიანის გონებისადმი პრიმატის მინიჭების ამპარტავნული იდეა, რასაც ქადაგებს პროტესტანტიზმი, - ეს აღმოსავლური მართლმადიდებლობა, ყოველთვის უნდა დარჩეს იმ საგანძურად, რომელსაც თვალის ჩინივით უნდა იცავდეს ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტეანი.

ჩვენი სარწმუნოება არ უნდა გავცვალოთ არც ერთ სხვა რელიგიაზე, რომელშიც ფარულად თუ ცხადად უბერავს სატანის სული.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 13 2010, 02:53 PM
პოსტი #193


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



dzvelmartlmadidebeli

ძალიან საინტერესოა, და ინფორმაციული... კარგად არის ახსნილი და გადმოცემული სიცრუე smile.gif გმადლობ შრომისათვის ღმერთი შეგეწიოს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 13 2010, 03:16 PM
პოსტი #194


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ამხელთ ხო? გენაცვალეთ ჯიგარში! ეგრე უნდათ მაგათ! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



ციტატა
ქრისტეანობა ინდოეთის რელიგიური განვითარების ყველა ეპოქაში გრძნობს სატანის სუნთქვას.


ქრისტიანობა გრძნობს თუ მართლმადიდებლობა? იმიტომ რომ მე პირადად ინკვიზიციების ეპოქაში, ჯვაროსნულ ეპოქებში და მსგავს უბედურებებში უფრო ვგრძნობ სატანის სუნთქვას!

თანაც აბსოლუტური უმეცრებაა ინდუისტური რელიგიების ერთ კონტექსტში განხილვა, იმიტომ რომ მათ შორის უამრავი დოგმატური და არსობრივი განსხვავებებია.

ბრაჰმანიზმე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. ეგ რელიგია კი არა რელიგიის გამოყენებაა ადამიანური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის (რის ტენდენციაც ქრისტიანობაშიცაა და სხვა რელიგიებშიც).

რატომღაც ყველა ზოგადად და აბსტრაქტულად კრიტიკოსობს, მაგრამ უშუალო დიალოგში არავინ შედის თუნდაც შრილა პრაპჰუპადას რომელიმე სულიერ შვილთან. ყველა ის ბრალდება, რაც ზემოთ წავიკითხე, მხოლოდ ბჰაგავად-გიტა რომ წაიკითხოთ თავისი კომენტარებით, აბსოლუტურად გაბათილებული იქნება ოდნავ საღი და ამავდროულად წინასწარაგრესიულად განუწყობელი ობიექტური აზროვნების ადამიანისთვის!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 13 2010, 03:17 PM
პოსტი #195


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



რას გინდა ატმან, აპოლოგეტიკას სწავლობენ biggrin.gif
ჯერ ბევრი შეცდომები აქვთ, მაგრამ მერე დახვეწავენ biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 13 2010, 03:34 PM
პოსტი #196


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ქევანა

კარგი მასწავლებელი მაინც ყავდეთ რო ასწავლოს მერე... biggrin.gif

მე ერთი პერიოდი ვეძებდი ხოლმე ნაკლებს პრაპჰუპადას მოძღვრებაში (იმიტომ რომ საეჭვოდ ბუნებრივი და ახლობელი იყო ჩემთვის ერთი წაკითხვისთანავე და ვიფიქრე ეშმაკი ხომ არ მაცდუნებსთქო biggrin.gif ), მაგრამ ასეთ სტატიებს რომ ვკითხულობდი და მერე პრაპჰუპადას კომენტარებს ვადარებდი, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი მის ჭეშმარიტებაში.

ეს არის ეგოისტური და ამორჩევითად კრიტიკული სუბიექტური ხედვა ინდუისტური რელიგიებისა. მითუმეტეს თავად პრაპჰუპადაც ებრძვის ინდუისტური რელიგიის ნაკლოვანებებს (რომელიც ხალხის ნაკლოვანებებია სინამდვილეში და არა რელიგიის), მაგრამ ზიზღით და დაკნინებით არ აკეთებს ამას, უბრალოდ აცნობიერებს, რომ ეს რაღაც დონეა და ამ დონეზე მაღლა უნდა დადგეს ადამიანი.

ჯერ მარტო ისიც ვერ გავაგებინე ამათ, რომ ინდრა ნახევარღმერთია და არა ღმერთი და ინდრას თაყვანისმცემელი ძალიან ცოტაღა თუ იქნება ინდოეთში.

რაც შეეხება იმპერსონალიზმს, ანუ უპიროვნო ბრაჰმანის გაღმერთებას, ამას ყველაზე მეტად ებრძვის პრაპჰუპადაც და მთელი პერსონალური რელიგიებიც და ამ ბრძოლაში მეც მზად ვარ დავეხმარო ქრისტიანობას (რადგანაც ბუდიზმისადმი ტენდენცია ბევრ ქართველს აქვს ჩვენს დროში), მაგრამ ის არგუმენტები, რითაც ბუდიზმს აკნინებენ როგორც წესი გაუთვითცნობიერებელი ქრისტიანები, უბრალოდ სასაცილოა და მე რომ ბუდისტი ვიყო არც კი მოვისმენდი!



მეზარება ახლა, თორე ამ სტატიებს დავყვებოდი და მისხალ-მისხალ ავუგებდი წესს. უბრალოდ დროს და ენერგიას არ დავხარჯავ მაგისთვის, იმიტომ რომ ვისაც გაგება არ უნდა მაინც ვერ გაიგებს და უფრო დიდ გაღიზიანებას გამოვიწვევ ისედაც აგზნებულ გონებებში! თან ღირსეული ოპონენტიც არ მყავს...

კურაევი იყო ერთხელ კრიშნაიტებთან და სიტყვით გამოვიდა. განაცხადა, რომ ქრისტიანზე არანაირი მატერიალური გუნა (ეს ტერმინი ბჰაგავად-გიტას შესწავლის შემდეგ გაიგო რას ნიშნავს) არ მოქმედებს და ქრისტიანი ყველანაირი ცრურწმენისგან თავისუფალია, მაგალითად კი ის მოიყვანა, რომ ერთხელ ჩინეთში თავის თანამორწმუნე მართლმადიდებელ ჩინელებთან ერთად მშვენივრად გეახლათ არაყს, რომელშიც გველი იყო (წიწაკა რო აგდია ხოლმე არაყში ეგეთ სტილში), ჰოდა ერთმა კრიშნაიტმა კითხა, მაგის მერე იესოს ლოცვა კარგად წავიდაო? ნუ წაუყრუა კურაევმა რა თქმა უნდა, თუმცა მთელი მონოლოგი ძალიან ლამაზი, ლოგიკური, დახვეწილი და უნაკლო ჰქონდა smile.gif

მე უბრალოდ არ მესმის როგორ შეიძლება არაყი დალიო, ხორცი შეჭამო და მერე მთელი მოწიწებით ღმერთს ევედრო ცოდვების მიტევება. ეს იგივეა ტალახში იდგე, ამოსვლა არ გინდოდეს (თუმცა შეგეძლოს) და ღმერთს ევედრებოდე მომკიდე ხელი და ამომათრიე ტალახიდანო!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 13 2010, 03:37 PM
პოსტი #197


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Atman
ეჰ, ხორციეს მეტი ტალახი თუ ვერ შეამჩნიე კარქა ყოფილა საქმე... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 13 2010, 03:40 PM
პოსტი #198


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ბჰაგავად გიტას მიხედვით არსებობს სამი სახის რელიგია:

სათნოების, ვნების და უმეცრების მოდუსის ქვეშ:

ციტატა
კბილებდაღეჭილი და საზარელი ათხელიანი ღმერთქალი კალი, თავისი ეტლით მიჰქრის, მის ბორბლებქვეშ კი სიცოცხლეს ამთავრებენ ფანატიკოსი შივაიტები, - რა არის ეს თუ არა სატანის ადამიანზე სრული ძლევის შესაზარი სიმბოლო...


ეს უმეცრების გუნის მიმანიშნებელია.

ციტატა
აღმოსავლური მართლმადიდებლობა, რომელიც წარმოადგენს ყველაზე წმიდა სახეს ჭეშმარიტი ქრისტეანობისა;


ეს ვნების... (ანუ ამბობს, მხოლოდ მე და არავინ სხვა).

აკაკი
ციტატა
ეჰ, ხორციეს მეტი ტალახი თუ ვერ შეამჩნიე კარქა ყოფილა საქმე...


ხორცი ისეთი ტალახია, რომლის მოშორებაც ადვილად შეიძლება, უბრალოდ გაცნობიერება არ გინდათ მაგის... მე ამის თქმა მინდა მხოლოდ, თორე ის ვნებები, რომელიც ძნელად ასაფხეკია, ყველა რელიგიის და ყველა ერის ხალხს აქვს, მაგრამ იმაზე მაინც უნდა გვეყოს გონება, რომ რაც ადვილად შორდება ის მაინც მოვიშოროთ!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Aug 13 2010, 03:46 PM
პოსტი #199


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Atman

რომ შესცოდავ, როგორ ინანიებ?



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 13 2010, 03:50 PM
პოსტი #200


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518






წინადადება მაქვს. ეს სტატია უკვე მორჩა, ახლა დავდოთ ზავი და არც თქვენ აკრიტიკოთ ის რაც არ გესმით, და მეც წყნარად ვიქნები. წინააღმდეგ შემთხვევაში სურვილი მიჩნდება რომ დავიცვა ის, რასაც უსამართლოდ აკრიტიკებთ.

მთავარი ჭეშმარიტება და სიმართლის მთავარი იარაღი (ჩემთვის რა თქმა უნდა) ბჰაგავად-გიტაა თავის კომენტარებიანად და თუ კამათია მის ირგვლივ ვიკამათოთ მაშინ!

terra
ციტატა
რომ შესცოდავ, როგორ ინანიებ?


შეცდომას ვაცნობიერებ (თუ მივხვდი რა თქმა უნდა რომ შეცდომაა) და ვცდილობ მეორედ აღარ დავუშვა, ამისთვის კი ღმერთს ვთხოვ წყალობას (კონკრეტული ლოცვა არ მაქვს ამისთვის, შინაგანად ხდება ეს).

მას შემდეგ, რაც მივხვდები რომ ეს ვნება დავამარცხე, საერთოდ ვივიწყებ მას (იმიტომ რომ გახსენება უფრო იზიდავს ცოდვას, თუკი უკვე შეცვლილი ხარ და იმ ცოდვას აღარ იმეორებ).

საბოლოოდ კი ღმერთის წყალობაზე ვარ დამოკიდებული, რადგანაც ამის გარეშე ვერც ერთ ცოდვას ვერ გადავაგდებთ.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 8 9 10 11 12 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2025 - 12:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი