IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 10 11 12  
Closed TopicStart new topic
> ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Aug 30 2010, 08:08 PM
პოსტი #221


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



იური მაქსიმოვი

მართლმადიდებელი მამები რეინკარნაციის შესახებ

ორ ნაწილად

ნაწილი მეორე



წმ. გრიგოლ პალამა


რეინკარნაციის თანამედროვე მიმდევრები არცთუ იშვიათად იმოწმებენ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადამიანი, რომელიც ვითომცდა "იხსენებდა" თავის წარსულ ცხოვრებას, იტყობინებოდა ისეთ რამეს, რაც მისთვის წინასწარ შეუძლებელია ცნობილი ყოფილიყო, მაგალითად ის, რომ ვიღაცამ სადღაც დამარხა განძი, ან ალაპარაკდა რომელიღაც ძველ ენაზე და მისთანანი, - მაგრამ, რატომღაც ამგვარი ცნობები, როგორც წესი, შემოიფარგლება მხატვრული ლიტერატურით, კინოფილმებით და ყვითელი პრესით, ხოლო მასალა, რომელსაც რეალურად იწერენ მეცნიერები, სულ სხვას ღაღადებს, - კერძოდ კი იმას, რაზეც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი.

ამ სტროფების ავტორს კარგად ახსოვს პრესაში ერთ დროს გაშუქებული ისტორია პატარა მოსკოველი ბიჭის შესახებ, რომელიც უეცრად "ძველსლავურ" ენაზე ალაპარაკდა. მის მშობლებს ეს ენა მართლაც "ძველსლავურად" მოეჩვენა, მაგრამ როდესაც მეცნიერები მოიწვიეს, დადგინდა, რომ ბიჭუნამ არ იცის ძველსლავური ენა, ლაპარაკობს თანამედროვე რუსულზე და მხოლოდ რამოდენიმე არქაიზმებს ურევს მასში, ზოგჯერ უადგილოდაც. ხოლო, როდესაც ფსიქოლოგებიც ჩაერთვნენ ამ საქმეში, აღმოჩნდა, რომ ბიჭუნამ ეს არქაიზმები ისწავლა მისი გარდაცვლილი ბაბუისგან, ხოლო თავისი "ძველსლავურ" ენაზე მეტყველებით მას სურდა მშობლების ყურადღება გადაეტანა არაორდინალურ საგანზე, რადგანაც ისინი გაყრას აპირებდნენ.

თუმცა, ყველა შემთხვევა როდი აიხსნება ასე, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ყოველი მათგანის უკან იდგეს რომელიმე რეალური ფაქტი, რომელიც ცნობილია ჟურნალისტებისთვის, ოღონდ დროებით აღმოჩნდა მეცნიერთა ყურადღების მიღმა. შესაძლოა, რომ ვინმემ, რომელიც ამტკიცებს, რომ ახსოვს თავისი ადრინდელი ცხოვრება, მოიტანოს ფაქტები, რომლებიც სცდება იმის ჩარჩოებს, რაც მან ამ ცხოვრებაში იცის. წმინდა გრიგოლ პალამაც სწორედ ამგვარი მოვლენების წყაროზე ლაპარაკობს: "თუ გაარჩევ, რა მნიშნვნელობა აქვს გარეშეთა ფილოსოფოსთათვის მცნებას "შეიცან თავი შენი", აღმოაჩენ ბოროტი სწავლების ქვაკუთხედს: აღიარებენ რა სულთა გადასახლებას, ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანი მიაღწევს თვითშემეცნებას და აღასრულებს ამ მცნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შეიტყობს, რომელ სხეულთან იყო დაკავშირებული ადრე, სად ცხოვრობდა, რას აკეთებდა და რას ასწავლიდნენ; ხოლო "ამცნებს" მას ამას მხოლოდ ბოროტი დემონი, რომელსაც საკუთარი ნებით დამონებია და დიდის გულისყურით აყურადებს" (Святитель Григорий Палама. Триады в защиту священно-безмолвствующих, I.1.10).

წმინდა ირინეოსის არგუმენტები ეხება ზოგადს, - მართლაც, მოგონებები ადრინდელ ცხოვრებებზე კაცთათვის უჩვეულოა და არასაზოგადო; მაშინ როდესაც, წმ. გრიგოლ პალამას შენიშვნა ეხება კერძოს და გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ამა თუ იმ კაცს ეჩვენება, რომ მან გაიხსენა ადრინდელი ცხოვრების დეტალები.
სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და, არა მარტო ქრისტეანობა, არამედ ბუდიზმიც აღიარებს ბოროტი სულების არსებობას, რომელთა მიზანია ადამიანის გადაგდება ჭეშმარიტების გზიდან. მათ შეუძლიათ ადამიანს შთააგონონ ათასგვარი ხილვები და ჩვენებები. ეს ყოველივე დეტალურად არის აღწერილი ბუდას კლასიკურ ბიოგრაფიებში, ეპიზოდში, როდესაც დემონი მარა ცდილობდა მის ცდუნებას სხვადასხვა ხილვებით.
ასე, რომ არა მარტო ქრისტეანული მსოფლმხედველობის კონტექსტში, არამედ ბუდისტური ცნებების კონტექსტშიაც, სრულიად მართებულია წმ. გრიგოლის შენიშვნა, რომელიც ამ უცნაურ "ხილვებს" დემონური წარმომავლობით რომ ხსნის.


წმ. გრიგოლ ნოსელი


აკრიტიკებდა რა ორიგენისტებს, რომლებსაც სჯეროდათ სხეულის გაჩენამდე სულთა წინარე არსებობა, წმ. გრიგოლ ნოსელი წერდა, რომ "მათი მეცნიერება აღიარებს სულთა გადასახლებას, როგორც ერთი მათი ბრძენკაცი ამტკიცებდა, რომ "ჯერ იყო კაცი, შემდეგ შეიმოსა დედაკაცის სხეული, დაფრინავდა ფრინველებთან ერთად, იყო მცენარე, გახდა თევზი და ცხოვრობდა წყალქვეშ და მისთანანი"... ამგვარი სისულელის მიზეზი არის ის აზრი, რომლის თანახმადაც სულები სხეულთა წინარე არსებობენ... თუ სული რომელიღაც ცოდვის გამო განიდრიკება ზნეობრივი ცხოვრების წესისგან და ერთხელ მაინც იგემებს ხორციელ ცხოვრებას, - გამიწიერდება; ხოლო სხეულში ცხოვრება, - მარადიულ და უსხეულო არსებობასთან შედარებით, - უეჭველად არის უფრო ვნებიანი და სულიც, რაკიღა ასეთ ცხოვრებაში უფრო მეტი მიზეზია ცოდვითი ცხოვრებისა, გარდაუვალად უფრო ცოდვილი და ვნებიანი ხდება, ვიდრე ადრე იყო. ადამიანის სულის ვნებითობა კი არის პირუტყვს მიმსგავსება. სული, რომელიც ასე ცხოვრობს, პირუტყვივით ცხოვრობს და ერთხელ ცოდვის გზაზე შემდგარი, თუნდაც პირუტყვულ მდგომარეობაში მყოფი, უკვე ბოროტებაში დამკვიდრების მიდრეკილებას ვეღარასოდეს შეწყვეტს, ამიტომაც, მათი ლოგიკის თანახმად, ის დავა უგრძნობელ მცენარეთა დონემდე... ამიტომაც, მას უკვე აღარასოდეს ექნება უკეთესობისკენ დაბრუნების შესაძლებლობა" (Святитель Григорий Нисский. "Об устроении человека", 28).
ამრიგად, წმ. გრიგოლ ნოსელი აყალიბებს ერთ ერთ "კლასიკურ" არგუმენტს რეინკარნაციის წინააღმდეგ, რომელსაც მოგვიანებით ხშირად იმეორებდნენ და აზუსტებდნენ.

აი, მაგალითად, რას წერს არქიეპისკოპოსი იოანე (შახოვსკი): "შეუძლებელია ცოდვილი ცხოვრებისთვის თვით სამართლიანი მსჯავრის მიღებაც კი რეინკარნაციის სწავლების მიხედვით. "დაცემული" ადამიანები ისჯებიან გარდასახვებით, სადაც, ერთის მხრივ, თავიანთ ახალ და რადიკალურად დეგრადირებულ მდგომარეობაში არ ძალუძთ შეიგნონ თავიანთი ადრინდელი საქციელი და არც სასჯელის ზომა, რომლითაც ადრინდელი ცოდვებისთვის დაისაჯნენ; მეორეს მხრივ - ისინი უმყარესად "მკვიდრდებიან" თვით ამ ფორმებში, თავიანთ დაცემულ მდგომარეობაში. ცხოველში გარდასახულთ არ შეუძლიათ შეაფასონ თავიანთი წარსული ცხოვრება, გააკეთონ ჯეროვანი დასკვნები და გამოსწორდნენ. ამიტომაც, გამოდის ფიქტიური მისაგებელი" (Архиепископ Иоанн (Шаховской). О перевоплощении // «Листья древа». Нью-Йорк, 1964).

"სინამდვილეში, - შენიშნავს, ვ. კ. შოხინი, - ადრინდელი მეძავი, რომელიც გახდა ღორი, თავის "ღორულ ყოფაში" ვერანაირად შეაფასებს წარსული "კარიერისთვის" მიღებული სასჯელის არაადეკვატურობას, და ვერც ჯეროვან დასკვნებს გააკეთებს თავისთვის, შედეგად, გამოსწორება მისთვის იქნება შეუძლებელი. გარდაიქცევიან რა უდაბლეს ცხოველებად და დემონებად, დასასჯელები, პირიქით, კიდევ უფრო უნდა დამკვიდრდნენ თავიანთ დეგრადაციაში იქიდან გამოსვლის უმცირესი შანსის გარეშე" (Шохин В.К. Учение о реинкарнации и карме: Заметки востоковеда).

ამის შესახებ ლაპარაკობს რაფაელ კარელინიც: "ზნეობრიობა შეიძლება იყოს იქ, სადაც არის საკუთარი საქციელის შეფასება. ზნეობრიობა იქ არის, სადაც არსებობს ნორმა და მისი საქმიანობის ნიმუშები. არ შეიძლება ჭიას ვუწოდოთ უზნეო, თუკი ის ჭამს ბრინჯს ბრაჰმანის ბოსტანში, ან ზნეობრივად, თუკი ამ ჭიას აკენკავს ყორანი. სადღაა მათი შინაგანი სტიმული უფრო მაღალ ფორმაში გარდასახვისთვის? თუ მიღებულ გამოცდილებაში, მაშინ რაში მდგომარეობს ეს გამოცდილება? იმაში ხომ არა დილით გაშალო კოკორი და საღამოს დახურო? ან ჭიის კარმამ რატომ უნდა გადააქციოს ის ბზიკად? და რით არის ბზიკი ჭიაზე უკეთესი? რა ცხოვრებისეულ გამოცდილებას და როგორ კარმას იძენს ბზიკი? მოშხამოს და თაფლი მოჰპაროს ფუტკარს? მაგრამ, არ შეიძლება მას ვუწოდოთ ქურდი, რადგან ის ამას აკეთებს თავისუფალი ნებისა და არჩევანის უფლების გარეშე. მაშ, რა არჩევანს სთავაზობს მას კარმა? თუ ქურდის სული ჩაასახლეს ბუზის სხეულში, განა ამით უკეთესი შეიქნება მისი სული? რას ისწავლის ის სანეხვეებსა და სანაგვეებში სეირნობით? (Архимандрит Рафаил (Карелин). Оживший зверь).


ნეტარი თეოდორიტეს არგუმენტი:


სულთა გადასახლების წინააღმდეგ სხვა, მეტად მნიშვნელოვან არგუმენტს აყალიბებს მამა ანდრია ჰვილი ოლინტერი: "ადამიანი შექმნილია სრულყოფილად თავისი ბუნებით. რეინკარნაცია კი ხლიჩავს ამ მთლიანობას, ინდივიდუალობის სრულყოფილებას" (Иерей Андрей (Хвыля-Олинтер). О реинкарнации (переселении душ)).

ხოლო ადამიანის სულიერ-ხორციელი ერთობის, მისი მთლიანობის რეინკარნაციისეული გახლეჩვა ეწინააღმდეგება სამართლიანი მიგების პრინციპს. კარგად ბრძანებს ნეტ. თეოდორიტე კვირელი: "განა იქნება ასეთი მსჯავრი სამართლიანი, თუკი, ურწმუნოთა აზრით, სხეულები არ აღსდგებიან და დაისჯებიან მხოლოდ სულნი? სული, რომელიც სცოდავდა სხეულთან ერთად, თვალების მეშვებით დაუშვა შური და უჯერო სურვილები, ყურების მიერ ისმენდა უსჯულო ქადაგებებს და სხეულის ყოველი ნაწილის მიერ შეითვისებდა ამა თუ იმ უჯერო სურვილს... ამიტომაც, განა სამართლიანია მხოლოდ ერთი დაისაჯოს ამ შეცოდებისთვის... სამართლიანი იქნებოდა განა, სხეული, რომელიც სულთან ერთად იხვეჭდა სათნოებათა გვირგვინებს, დარჩენილიყო მტვრად, ხოლოდ სული ძლევამოსილად და გვირგვინმოსილად ყოფილიყო აღიარებული? და თუ ეს უსამართლობაა, ცხადია, ჯერ უნდა აღსდგეს ხორცი, და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეუერთდეს მას სული და ორივემ აგოს პასუხი განვლილი ცხოვრებისთვის. ეს თქვა ღვთაებრივმა მოციქულმაც: " რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი" (2 კორინთ. 5:10). ამის თანხმიერია დავით ფსალმუნმგალობელიც: " და შენი არს, უფალო, წყალობაჲ, და შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ" (ფსალმ. 61:13) (Блаженный Феодорит Киррский. Сокращенное изложение Божественных догматов, 20).

ნიკოლოზ სერბიელი წერს: "თქვენ ამ რეინკარნაციის შესახებ გსმენიათ ოკულტისტთა შეკრებებზე და კითხულობთ არის თუ არა თანხმობაში ეს ქრისტეს სწავლებასთან? ეჰ, ძმანო, ოღონდაც არ გევლოთ იმ შეკრებებზე, არამედ მისულიყავით ეკლესიაში და გესმინათ სახარების, რომელიც მდიდრისა და ლაზარეს იგავში ბრძანებს, თუ როგორ მოკვდა გლახაკი, რომელსაც უფალმა უწოდა ლაზარე, და შემდგომ კი მოკვდა მდიდარი, რომლის სახელს უფალი არც კი ახსენებს. ლაზარეს სულმა განიხარა ზეციური სიხარულით, ხოლო უსახელოდ მკვდარი მდიდრის სული შთავარდა ჯოჯოხეთში. ნუთუ ზეციურმა სიბრძნემ, ჩვენმა მაცხოვარმა იესუმ, ამ იგავით ერთხელ და სამუდამოდ არ მოჰკვეთა ყოველგვარი საფუძველი სულთა გადასახლების არსებობისთვის? განა მან, რომელმაც უწყის ყოველი საიდუმლო ცისა და მიწისა, მთელი სიცხადით არ დაამოწმა, რომ სულები სხეულიდან სხეულში კი არ გადასახლდებიან, არამედ პირდაპირ და სამუდამოდ გადადიან იმ სამკვიდრებელში, რომელიც დაიმსახურეს ამ ცხოვრებაში!

დე იყოს ეს თქვენთვის მკაცრი გაფრთხილება, რომ არ ინუგეშოთ თავი აზრით, თითქოსდა როდესაც მოკვდებით, დედამიწას მოევლინებით სხვა სხეულში, შემდეგ კიდევ სხვა სხეულში და ასე უთვალავჯერ, და გექნებათ დრო გამოსწორებისთვის. საშინელი, მაგრამ სანუგეშო ჭეშმარიტება არის იმაში, რომ ადამიანს მიეცა მხოლოდ ერთი ცხოვრება დედამიწაზე, შემდეგ კი - მსჯავრი. და მხოლოდ ამ მოკლე ვადაში შეუძლია მას დაიმსახუროს მარადიული საცხოვრისი, ან მარადიული სატანჯველი" (Святитель Николай Сербский. Душа Сербии. М.: Изд-во Сретенского монастыря, 2006).

სხვა წიგნში, სადაც ის განმარტავს უფალ იესუ ქრისტეს სიტყვებს, რომელიც მან ჯვარზე წარმოთქვა, ნიკოლოზ სერბიელი წერს: "ეს სიტყვები ითქვა კიდევ იმიტომ, რომ ესმოდეთ და იცოდნენ ბუდისტებმა, პითაგორელებმა, ოკულტისტებმა და ნებისმიერი ჯურის ფილოსოფოსებმა, რომლებიც ათასგვარ ზღაპრებს თხზავენ სულთა გადასახლებაზე სხვა ადამიანებში, ცხოველებში, მცენარეებში, მწერებში, ვარსკვლავებში და მინერალებში, - განაგდონ ფანტაზიები და იხილონ, სად მიდის მართალი კაცის სული: " მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა" (ლუკა 23:46).

"ინდოეთს პესიმიზმისგან ჭეშმარიტება იხსნის... როდესაც ინდოეთი შეიგნებს, რომ ამ სამყაროს ჰყავს თავისი შემოქმედი, აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული, რომ არსებობს სხვა სამყარო, სადაც არ არის არც სნეულება, არც სულთქმა; როდესაც საყოველთაო სიხარული, ვითარც ნათელი ბნელს, განაქარვებს და განაგდებს პესიმიზმს, მაშინ უარყოფენ ინდოელები ცრუ სწავლებას რეინკარნაციის შესახებ და მიხვდებიან, რომ სული, როდესაც ის გამოდის თავისი სხეულიდან, ამ შეზღუდული სამყაროდან სხვა სამყაროში გადადის, თავის სამეფოში, საიდანაც წარმოიშვა და არასოდეს გადასახლდება სხეულიდან სხეულში" (Св. Николай Сербский. Индийские письма, 52).


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Aug 30 2010, 08:33 PM
პოსტი #222


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



გაიხსენეთ ვინ არის კამასუტრას ავტორი, ჯერ მაგიტომ უნდა ვცეთ პატივი user.gif


--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
crazy_priest
პოსტი Aug 30 2010, 08:48 PM
პოსტი #223


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 12-June 08
წევრი № 5,065



Atman
შენთან ერთი თხოვნა მაქვს. შენ გეცოდინება, შივას მანტრა მჭირდება სასწრაფოდ. მოკლე რომ იყოს და ეფექტური


--------------------
....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TragicomiX
პოსტი Aug 31 2010, 06:26 PM
პოსტი #224


EGOCIDE
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 27-June 10
წევრი № 9,080



crazy_priest

ციტატა
შივას მანტრა მჭირდება სასწრაფოდ.



http://www.youtube.com/watch?v=F0f2Pn_n8ks

ისე არ გირჩევ, ატმანიც იგივეს გირჩევდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gio9
პოსტი Nov 9 2010, 04:26 PM
პოსტი #225


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 3-November 10
წევრი № 9,782



Atman

რეინკარნაციის იდეა სატანისგან მოდის და აი რატომ:

შეკითხვა:
როდის უფრო ბეჯითად მოემზადება ადამიანი გამოცდის ჩასაბარებლად. თუ მან იცის რომ მხოლოდ ერთხელ აქვს გამოცდაზე გასვლის საშუალება, თუ მაშინ, როდესაც მას შეუძლია დაუსრულებლივ გამოცდაზე გასვლა სანამ არ ჩააბარებს.
ლოგიკური პასუხია: თუ ადამიანმა იცის რომ მას გამოცდის ჩაბარების შანსი მხოლოდ ერთხელ მიეცემა, იგი უფრო ბეჯითად მოემზადება მის ჩასაბარებლად)

ანუ:
როდესაც ადამიანმა ჩადენილი მოუნანიებელი ცოდვის შედეგზე -მარადიული სატანჯველის თავიდან აცილებაზე დაიწყო ფიქრი, სატანამ მაშინ მიაწოდა ადამიანს რეინკარნაციის ცნება, რაც გულისხმობს შემდეგს: თუ შესცოდე ამ ცხოვრებაში და არ მოინანიე, შენ კიდევ მრავალჯერ მოგეცემა საშუალება შესცოდო, მანამ სანამ არ მოინანიებ საბოლოოდ. ანუ არაა აუცილებელი მოინანიო ცოდვა, საბოლოოდ ოდესმე ხომ მოინანიებ მას. ხოლო ჩადენილი და მოუნანიებელი ცოდვისთვის დროებითი ტანჯვა გელის (სხვა სხეულში) და შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება.

ანუ- რეინკარნაციის აზრი მდგომარეობს შემდეგში: ნუ გეშინიათ შეუნანიებელი ცოდვების, რადგან (ჩადენილი ცოდვის გამო ტანჯვა მარადიული არ არის) საბოლოოდ, რომელიმე ცხოვრებაში მაინც მოინანიებთ და სამოთხეში მოხვდებით.
ანუ რეინკარნაციის იდეის თანახმად არაა აუცილებელი ჩადენილი ცოდვის სინანული,
ასეთი იდეა კი მხოლოდ და მხოლოდ ეშმაკისგან შეიძლება მოდიოდეს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 28 2011, 04:28 PM
პოსტი #226


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მართლმადიდებლობა უმაღლესი ჭეშმარიტებაა
შეიძლება ზოგი გარეგნულად რომ უყურებს მას,სრულყოფილი არ ეგონოს ის,მაგრამ მას ყველა მისი ჭეშმარიტი მიმდევარი იცნობს.არ შეიძლება მასზე წინ რამის დაყენება


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 13 2011, 11:00 PM
პოსტი #227


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა
დრო მომწიფდა ფორუმი დატოვო.


ციტატა
კარგი წავედი. ოღონდ უმორჩილესად გთხოვთ, კრიშნას ნუ აკრიტიკებთ! იმედია გაითვალისწინებთ თხოვნას.

ციტატა
აბა ჰე იმედია ბოლო პოსტია.

ყოჩაღ თქვენ!რა მაგრად გიყვართ ადამიანები.ესეც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 14 2011, 01:00 AM
პოსტი #228


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



mociquli qristesi
დაწყნარდი smile.gif

როდინდელ ამბებს ქექავ... და რატომ?

ასე ერთეული შემთხვევითა და ერთეული მართლმადიდებლით ნუ საზღვრავ მთელ მრევლს. ყველა ერთნაირი ხომ არ იქნება?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 14 2011, 03:50 PM
პოსტი #229


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა
როდინდელ ამბებს ქექავ... და რატომ?

იქნებ არ შეიძლება?ვინ დაადო ამ თემას ტაბუ?smile.gif

ციტატა
ასე ერთეული შემთხვევითა და ერთეული მართლმადიდებლით ნუ საზღვრავ მთელ მრევლს.

მერე ვინ გითხრა რო მთელ მრევლს ვსაზღვრავ?ვისი დამსახურებაცაა ატმანის გასვლა იმათზე ვამბობ,პროსტა არ მომეწონა მაგათი საქციელი...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 10 11 12
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2025 - 12:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი