IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Closed TopicStart new topic
> ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა
ლეონტი
პოსტი Jul 19 2010, 03:08 PM
პოსტი #41


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ჰო კი და მერე ამოვბეწდოთ და გავამრავლოთ კიდო.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2010, 03:21 PM
პოსტი #42


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,127
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(აკაკი @ Jul 19 2010, 03:06 PM) *

მემგონი ეწყინა?! sad.gif


არაფერი საწყენი არ ყოფილა ზედა პოსტებში. კრიშნა რომ მრუში იყო, თვითონ ატმანმაც კარგად იცის. პირდაპირ წერია მის ცხოვრებაში, როგორ მრუშობდა.

ციტატა(აკაკი @ Jul 19 2010, 03:06 PM) *

ეს პოსტები წასაშლელია.... ყველა წაიშალოს მთავაირ პოსტის გარდა და დარჩეს მარტო ნაშრომები და მის ირგვლივ გაკეთებული პოსტები

მე ვთვლი რომ არ უნდა წაიშალოს. ყველამ უნდა იცოდეს ვინ იყო კრიშნა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 19 2010, 03:29 PM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(ლეონტი @ Jul 19 2010, 03:01 PM) *

აბა ჰე იმედია ბოლო პოსტია.
თუ არა ,არ ყოფილხარ სიტყვის კაცი.


რატო ექცევი მაგ კაცს ასე? smile.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2010, 03:31 PM
პოსტი #44


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,127
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ატმანმა ფორუმი კი არ უნდა დატოვოს, ფორუმზე უნდა დატოვოს უხამსი რელიგიის ქადაგება.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 19 2010, 03:33 PM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(marine @ Jul 19 2010, 03:31 PM) *

ატმანმა ფორუმი კი არ უნდა დატოვოს, ფორუმზე უნდა დატოვოს უხამსი რელიგიის ქადაგება.


+



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 19 2010, 04:28 PM
პოსტი #46


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



Atman
ციტატა
ვედებზე საკმაოდ ვრცლად ვილაპარაკე ამ თემაში და შეგიძლია გადახედო:


გადავხედე მაგრამ, "ვრცელი ლაპარაკის" ნაცვლად სურათების გროვა ვნახე.


ციტატა
პატივი ეცითქო არავინ გტხოვს, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. თხოვნაა უბრალოდ, თუ გაითვალისწინებ გამიხარდება.


კი ბატონო, მაგრამ ვისთვის რა არის შეურაცხყოფა განა გასარკვევი არ არის? ჩვენი სარწმუნოებრივი სწავლებიდან გამომდინარე, კრიშნაიზმის "სურები" თუ "ასურები" ჩვენთვის არიან ჩვეულებრივი დემონები (მათ წმიდა ანგელოზთა დარადაც კი ვერ ჩავთვლით) და ეს შეურაცხყოფად არ უნდა მიიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოვა, უარი უნდა ვთქვათ საკუთარი რელიგიის დოგმატურ სწავლებებზე და მოწიწებით მოვეპყრათ იმ არსებებს, რომელთაც ქრისტეანობა ეშმაკებს უწოდებს? გაგებით უნდა მოეკიდოთ ამ ამბავს შენ და შენი მეგობრები.

ციტატა
ტრუბეცკოიზე უკეთ ვერკვევი ვედებში. ეს არ ნიშნავს რომ მასზე ჭკვიანი ვარ. თანაც ტრუბეცკოიმ იმ მიზნით დაიწყო ვედების გაცნობა, რომ ერესი "ამოეთხარა" იქიდან და გაეკრიტიკებინა. წეღანაც ვთქვი და ისევ ვიმეორებ, როცა ნაგავს მთელი გულით ეძებ, ყველგან იპოვნი. განსხვავება ისაა, რომ არც ერთი თავმოყვარე ინდუისტის ან თუნდაც ბუდისტის (ბუდიზმი ათეიზმია) სტატია არ მინახავს, რომელიც ბიბლიაში იჩხრიკებოდეს და ნაგავს ეძებდეს.


ძალიან საეჭვოა ტრუბეცკოიზე უკეთ ერკვეოდე ვედებში. მე შენ შეკითხვა დაგისვი ვედები სად წარმოიშვა თქო და პასუხი არ გამეცი. ველოდები ამ კითხვაზე პასუხს და მერე გეტყვი ტრუბეცკოიზე უკეთ ერკვევი ვედებში თუ არა. მის მიზანში "ერესები" ამოეთხარა ვედებიდან სულაც არ არის საძრახისი. ის კაცი ინდუისტური სისტემების ზეგავლენისგან იცავდა მის თანამედროვე ინტელიგენციას და ახალგაზრდობას და რაში შეცდა? შენ ტრუბეცკოის კრიტიკა თუ გინდა მის მიერ გადმოცემული მასალა გააკრიტიკე.

ან როცა ამბობ: "არც ერთი თავმოყვარე ინდუისტის ან თუნდაც ბუდისტის (ბუდიზმი ათეიზმია) სტატია არ მინახავს, რომელიც ბიბლიაში იჩხრიკებოდეს და ნაგავს ეძებდეს"-ო. ე. ი. თქვენი და საერთოდ ნებისმიერი მწვალებლობის მამხილებელი სწავლებების და ისტორიის გამოააშკარავება "ნაგვის" ქექვაა? ან ის გინდა თქვა, რომ მე "ნაგავში ვიქექები"? თუ მე ნაგავში ვიქექები, მაშინ უნდა უწყოდე, რომ ეს ნაგავი შენი რელიგიაა, რომელში ქექვა სულაც არ მსიამოვნებს მაგრამ, რადგან მრავალი ახალგაზრდა გისმენს უნდა ვქექო კარგად რომ აყროლდეს და კაციშვილი არ გაეკაროს...

ციტატა
მე არ მიპოვნია ნაგავი ბიბლიაში, იმიტომ რომ ჭეშმარიტებას ვეძებ მანდ და არა ნაგავს. ვინც ეძებს მხოლოდ ის პოულობს. არანაირ შეურაცხყოფას არ ვაყენებ სულიწმინდას და ნუ მოგაქვს თავი "მსხვერპლად"


ნაგავი ბიბლიაში არ არის! მე კი თავი "მსხვერპლად" არ მომაქვს! ნეტავი ოდესმე ვიყო მართლმადიდებლობისთვის თავდადებული მსხვერპლი...

ციტატა
ბავშვურია ეს შენი კამათი და სიტყვებზე გამოკიდება. ყველა თითქოს "წინააღმდეგობას" თავისი ახსნა აქვს, მაგრამ არ მაქვს იმის დრო, რომ შენ გირჩიო ვედები.


ჩემი კამათის "ბავშვურად" გამოცხადება შენს ინტელექტს ვერ აამაღლებს ჩემს თვალში, სხვა უფრო კორექტულ და მისაღებ ხერხს მიმართე... გულწრფელად გირჩევ...

არ მითხოვია შენთვის ვედები გამირჩიე-თქო. არც გთხოვ, რადგან არა მგონია შენ ეს შეგეძლოს. ვედებზე უზარმაზარი, უფრო კომპეტენტური ლიტერატურა არსებობს და თუ დამჭირდა იქ გავეცნობი.

ციტატა
პირად შეურაცხყოფებს მოეშვი. ისევ მართლმადიდებლობას აყენებ მაგით ჩრდილს. შენ საკუთარ თავზე აღარაფერს ვამბობ.


მართალი ხარ. ცოტა ფიცხი ვარ! ჯობია საქმეზე ვილაპარაკოთ.

ხედავ რა ობიექტური ვარ! biggrin.gif

ციტატა
დედობილია და არა დედინაცვალი


აქაც გეთანხმები, დედობილი უფრო ზუსტია. მამობილიც ჰყავდა მგონი კრიშნას.

ისე, რამდენს ტუტუცობდა ეგ ოხერი ბავშვი არა?

აგერ, მოჰკიდა ხელი ვირს ფეხში და პალმის კენწეროზე შემოსტყორცნა...

IPB-ს სურათი

აქ კიდევ ზეთს თუ კარაქს (რა მნიშვნელობა აქვს) იპარავს ეგ ოხერი!...

IPB-ს სურათი

ხედავ დედას როგორ არ უჯერებს, ხან ზეთს იპარავს (მგონი "კარაქი" არასწორად დავწერე, მაგრამ, არის რაიმე შეღავათი ამაში? "აქლემის და ნემსის ქურდი ხომ ორივე ქურდია"), ხან კიდევ ცხოველებს აწვალებს. თანაც სიყრმეში ... მოზრდილ ასაკში რომ უარესს იკადრებდა რაღა გასაკვირია... დატუქსავდა დედიკო ასეთ ტუტუცს აბა რას იზამდა...

IPB-ს სურათი


ციტატა
აქ იმდენად არა, მაგრამ სხვა თემაში მიაყენა კრიშნას შეურაცხყოფა. თანაც აქვს აშკარად მიდრეკილება თან თვითონ არაფერიც არ იცის, ტრუბეცკოის ნაშრომს თარგმნის კაი ხო ჩუმად ვარ ჯერ-ჯერობით.


დიახ, ძლიერი მიდრეკილება მაქვს უცხო რელიგიის "ღმერთებს" ეშმაკები ვუწოდო...

თვითონაც ბევრი არ ვიცი, სწორი ხარ, მაგრამ კრიშნაიზმთან ზედაპირული გაცნობაც საკმარისია, იმისთვის, რომ უარვყო და ეშმაკეული ვუწოდო.

"ჯერ ჯერობით თქვენი სიჩუმე" ალბათ დიდი გრიგალის მაუწყებელი უნდა იყოს არა?

აბა თქვენ იცით! მე მზად დაგხვდებით!


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 19 2010, 04:48 PM
პოსტი #47


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



სატანის ციტადელი


ნიკოლაი ტრუბეცკოის ნაშრომის - "ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა" მიხედვით



1.

ჩვენს არამდგრად, ევროპული კულტურისადმი დაეჭვებისა და იმედგაცრუებათა ეპოქაში, ჭეშმარიტების გზას ამცდარი ადამიანები ხშირად თავიანთ მზერას აღმოსავლურ კულტურას მიაპყრობენ და ქრისტეანობასა და "აღმოსავლურ რელიგიათა" ერთგვარი სინთეზის შექმნაზე ოცნებობენ.

ამ იდეის მიმდევრები დიდი ხანია გაჩნდნენ ანგლოსაქსურ ქვეყნებში, სადაც უეკლესიო და დოგმატებისგან განძარცული ქრისტეანობა რაღაც ფარისევლურ პირმოთნეობად იქცა. სწორედ იქ ჩაისახა თეოსოფია, რომელმაც ჩვენს ინტელიგენციაში, რომელიც თითქმის საუკუნის განმავლობაში ჩამოაშორეს ეკლესიას და ამის გამო ცუდად იცნობს მართლმადიდებლობას.

ინტელიგენციაში, რომელიც თავის რელიგიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს ყველგან, სადაც კი მოესურვება, მაგრამ არა მართლმადიდებლობაში, რომელიც წინასწარვე გაკოტრებულად რომ ჰყავს გამოცხადებული, მყარი ქრისტეანული მსოფლმხედველობის უქონლობა შესაძლებლობას უსპობს მას დაინახოს ის უღრმესი განსხვავება, რომელიც არსებობს ქრისტეანობასა და აღმოსავლურ-მისტიკურ ფილოსოფიური სისტემებს შორის.


2.

მოციქული იოანე ამბობს: "საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად" (1 იოანე 4:1). ამ მცნების დაცვა განსაკუთრებულად საჭიროა დღეს, როდესაც "უსჯულოების საიდუმლო" ასე ზეიმობს.

დღეს თვით განათლებული და მორწმუნე ადამიანებიც კი უაღრესად არასწორად შეიმეცნებენ მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას სატანაზე, როგორც რეალურად არსებულ არსებაზე, რომელიც დემონთა მთელი ხროვის ბელადი და მეთაურია.

თუკი ვირწმუნებთ სატანის არსებობას და იმას, რომ ის გამუდმებით ეძებს ხელსაყრელ შემთხვევას ადამიანთა საცთუნებლად, როგორც პეტრე მოციქული ბრძანებს: "იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს" (1 პეტრე 5:8) და, რომ ამ მიზნით ხშირად ეცხადება მათ ყველაზე მომხიბლავი და მაცთუნებელი ფორმით, - ჩვენთვის ნათელი გახდება თუ როგორი კოლოსალური განსაცდელის ქვეშ იმყოფება ყოველი მისტიკოსი, რომელიც ღვთიურ გამოცხადებათა ძიებაშია; გამოცხადება კი ეშმაკისგანაც შეიძლება მოვიდეს და საღმრთო გამოცხადებისგან მისი განსხვავება ადვილი როდია.

მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, გარდაცვლილი ადამიანის სულს, რომელიც ეს ესაა გამოეყო თავის სხეულს, სხვადასხვა სახით ესხმიან თავს ეშმაკნი, და მის დაპატრონებას ცდილობენ. ოდენ მადლით გარემოცულ და მფარველი ანგელოზით დაცულ ქრისტეანი მართლმადიდებელის სულს თუ ძალუძს, სძლიოს და თავი დააღწიოს იმ ურიცხვ დაბრკოლებას, რომელსაც სიკვდილის პირველივე წუთებიდანვე უქმნიან მას დემონები.
ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ადამიანის გარდაცვალებისას ლოცვა და სინანული, ამიტომა აქვს ასეთი უდიდესი მნიშვნელობა ზიარების საიდუმლოს და ეკლესიის გაძლიერებულ ლოცვას გარდაცვლილი სულის საცხოვნებლად გარდაცვალებიდან მე-3, მე-9 და საერთოდ, მთელი 40 დღის განმავლობაში, ე. ი. იმ დროს, როდესაც ქრისტეანის სული საზვერეებს გადის და მეზვერეთა, ანუ დემონთა მიერ გამოიცდება.

მეტ-ნაკლებად იგივე მოსდით იმ ადამიანთა სულებსაც, რომლებიც სიცოცხლეშივე იმდენად არიან სხეულებრივი გარსისგან ემანსიპირებულნი, რომ შეუძლიათ უშუალო კონტაქტები დაამყარონ სულიერ სამყაროსთან. ამგვარი ადამიანების სულს სხვადასხვა სახით თავს ესხმიან დემონები და ვაი მათ, თუ ამ "ექსტაზის", ანუ "თავისი თავისგან გამოსვლის" ჟამს მათი საკბილონი გახდებიან.

ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმასაც, "გამოსვლა საკუთარი თავიდან" ღვთისადმი ლოცვით და სულიერ-ზნეობრივი მისწრაფების შედეგია თუ ცნობისმოყვარეობის ან მაგიური ძალის მოპოვების მიზნით ხორციელდება.
თუ პირველ შემთხვევაში თვით ღვთისკენ ლოცვითი მისწრაფება, ლოცვის, როგორც შინაგანი, ასევე გარეგნული გამოხატულებებით, სატანის ხრიკების საწინააღმდეგო უძლიერეს იარაღს წარმოადგნს, მეორე შემთხვევაში, დაუცველი სული, ფაქტობრივად ეშმაკის მახეში ებმება.

ამგვარად, სანამ ადამიანი წარმართ მისტიკოსთა რელიგიურ-მისტიკურ გამოცდილებას ეზიარებოდეს, მას მართებს მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრებასთან და წმ. მამათა გამოცდილებასთან მათი შეჯერება, რათა დაწვრილებით გამოიძიოს, მოციქულ იოანეს სიტყვისამებრ - "ღვთისგან არიან ისინი თუ არა".


3.

ადამიანმა ლოცვაში შეიძლება ითხოვოს ყველაფერი: საკუთარი ცოდვების მიტევება თუ მტრის წარწყმედა და ეს ლოცვა შეიძლება შესმენილ იქნეს, ოღონდაც ეგ არის, - ვინ შეისმენს მას. ღმერთი წმიდა გულიდან გამომავალ ლოცვას შეიწყნარებს, გულიდან, რომლისთვისაც უცხოა ამპარტავნება, სიძულვილი, შური და ვერცხლისმოყვარება, თავისუფალია ყოველგვარი ბოროტებისგან და ღმრთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულის სულით არის განმსჭვალული. სატანა კი იმ ლოცვებს ღებულობს, რომლებიც ან ადამიანის საზიანოდ, ან უშუალოდ მის მიმართ არის აღვლენილი და რომელთა შესრულების შემდეგაც ადამიანის სულის დასაკუთრების შესაძლებლობა ეძლევა.

მორალურად გულგრილ პოლითეიზმში არ არსებობს ნებადართული და აკრძალული ლოცვები. პოლითეისტი ყველაფერზე ლოცულობს და თავის ლოცვებს მიმართავს არა ერთი კულტის ან ერთი ობიექტისადმი არამედ მრავალთადმი და ასოციაციით თავის ლოცვათა თითოეულ განსაზღვრულ კატეგორიას რომელიმე რელიგიურ წარმოდგენასთან აკავშირებს.

ფსიქოლოგიურად პოლითეისტური პანთეონის თითოეული "ღმერთი" ასოციაციათა მთელ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრული კატეგორიის ლოცვით პროცესსა და თვით ამ პროცესშივე, მლოცველის შეგნებაში წარმოქმნილ ფუნქციურად მოცემული კატეგორიის ლოცვებს უკავშირდება.

ამ თვალსაზრისით, პოლითეისტური პანთეონი მთლიანობაში მოთხოვნილებათა იმ საერთო ჯამის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს, რომელთა შესახებაც საჭიროდ და შესაძლებლად თვლის ლოცვას ესა თუ ის ხალხი. მაგრამ თუ იგივე საკითხს მივუდგებით არა ფსიქოლოგიური, არამედ ქრისტეანული დოგმატიკის თვალსაზრისით და თუკი თითოეულ "ღმერთს" განვიხილავთ არა მხოლოდ როგორც ლოცვის ობიექტს, არამედ როგორც ლოცვის სუბიექტს, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ "ღმერთების" უმრავლესობა ეშმაკებია.

ისტორიული ევოლუციის პროცესში იცვლება წარმოდგენები პოლითეისტური პანთეონის "ღმერთებზე" და ლოცვათა სხვადასხვა კატეგორიებიც ცვლილებებს განიცდის. სხვადასხვა "ღმერთებზე" არსებული ერთნაირი წარმოდგენები ერთიანდება, ზეგავლენას ახდესნ ერთმანეთზე და, ბოლოს, ერთ წარმოდგენაში ერწყმის კიდევაც ერთმანეთს.

ახალ მოთხოვნილებასთან ერთად ჩნდება ახალი ლოცვები, რომლებიც ან ქმნიან თავიანთ, ახალ "ღმერთებს", ანდა უკვე არსებულ ლოცვათა ამა თუ იმ კატეგორიას უერთდებიან, რითაც შესაბამისად ავსებენ ან საერთოდ ცვლიან მის სახეს.

ქრისტეანული თვალსაზრისით, ეს ევოლუცია სულ სხვაგვარად ფასდება. დემონი ყოველთვის რჩება დემონად. იგი შეიძლება გარდაისახოს ცხოველიდან ადამიანად, საზარელიდან მომხიბლავად, მაგრამ, არსებითად, ზებუნებრივი არსება, რომლის შესახებაც თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ღებულობს და აღასრულებს იმ ლოცვებსა და ვედრებებს, რომლებიც ცოდვილი ვნებებისა და ბოროტი მიდრეკილებებისგან მომდინარეობენ, ყოველთვის ბოროტად და ამორალურად რჩება, რამეთუ თავის თაყვანისმცემელთა ბინძური ინსტინქტების წამქეზებელია.
შევეცადოთ, ამ მხრივ გავაანალიზოთ და განვიხილოთ ინდოეთის რელიგიათა ისტორიული განვითარება.


4.

ვედური პერიოდი. ინდრა და ვარუნა.

ინდოეთის რელიგიათა ისტორიული განვითარების უძველესი პერიოდი იწოდება ვედურ პერიოდად, ამ პერიოდის რელიგიურ ნაწარმოებთა კრებულების ვედების (vedas) მიხედვით.

ვედებიდან ყველაზე საყურადღებოა ორი: რიგვედა და ატარვავედა. ასევე, ვედური პანთეონიდან განსაკუთრებით წინ წამოწეულია ორი მკაფიო ფიგურა ვარუნა და ინდრა.

ვარუნა. ვედურ ჰიმნებში გამოიხატება, როგორც ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე, ყოვლადნეტარი და ყოვლისგანმგებელი ღმერთი. მან შეჰქმნა ცა და მიწა და მათ შორის არსებული ჰაეროვანი სამყარო. დედამიწაზე მდინარეთათვის გაკვალა გზანი, ცაში ვარსკვლავები დაასხა, ჰაერში კი ქარებს სავალი განუჩინა.

სამყაროში ყოველივე მოძრაობს მისგან დადგენილი კანონებით. მან იცის წარსული, აწყმო და მომავალი. მან არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ადამიანთა ზნეობრივი არსებობისთვის საჭირო კანონებიც დაადგინა და ითხოვს კიდევაც მის შესრულებას. მისი მოტყუება შეუძლებელია, ზნეობრივი დანაშაულისთვის იგი მოუვლენს ადამიანს მძიმე სულიერ მდგომარეობას, სინდისის ქენჯნასა და საკუთარი ცოდვილი მდგომარეობის მტკივნეულ შეგრძნებას, რომელთაგან განთავისუფლება მხოლოდ სინანულით თუა შესაძლებელი.

ვარუნა ერთადერთი ღმერთია, რომელსაც სინანულის ლოცვითა და საგალობლებით მიმართავდნენ და რომლის მიმართ ადამიანური სისუსტისა და ცოდვილიანობის ღრმა შეგნებით იყვნენ გამსჭვალულნი.

სრულიად საპირისპირო სახე აქვს ღმერთ ინდრას. მასში განხორციელებას პოულობს ადამიანის ყველაზე გაუმაძღარი და ბილწი ინსტინქტები, ხორციელი სიამოვნებისკენ ლტოლვა (ძველ ვედებში შემორჩენილია ინდრას ყველაზე საძრახისი სასიყვარულო თავგადასავლები). ინდრა არავითარ ზნეობრივ მოთხოვნებს არ უყენებს თავის თაყვანისმცემელს (მისი მოთაფლვა მხოლოდ მათრობელა სასმისით, "სომა"-თი შეიძლება).

ვარუნას და ინდრას "სატელიტები ვარუნას და ინდრას დაჯგუფებულნი არიან მათი სატელიტები, უფრო მცირე მასშტაბის "ღმერთები".

ვარუნას გარშემო მყოფ რამდენიმე თანმხლები სატელიტის გარდა (რომელთა რიცხვი განსაზღვრული არ არის და ხშირად 5-დან 12-მდე მერყეობს), მას თან ახლავს ე. წ. "მსტოვრები", გუშაგები, რომელნიც თვალმახვილნი არიან და ამცნობენ ვარუნას ყოველივეს, რაც სამყაროში ხდება.

ინდრას გარშემო კი დგანან მოუსვენარი და მეომარი სულები და რამდენიმე მეორეხარისხოვანი ფიგურა, როგორიც არის ორიგინალური მაქცია "ღმერთი" ვიშნუ და პუშანი, რომელსაც ფაფაჭამიასაც ეძახიან.

ვედური პანთეონის დანარჩენი "ღმერთები" მორალური მოთხოვნილების უქონლობითა და სამსხვერპლოსადმი გაუმაძღრობით გამოირჩევიან. თუ არა მსხვერპლშეწირვით, მათი გულის მოგება ყოვლად შეუძლებელია. მათგან აღსანიშნავია ტყუპი მხედრები ნასატიები (Nasatias), მათი გულის მოგება მხოლოდ მსხვერპლით არის შესაძლებელი, ხოლო მსხვერპლშეწირვის შემდეგ სამყაროს მწყობრი კანონზომიერების დარღვევასაც არ ერიდებიან, ოღონდ კი დაეხმარონ მათ მავედრებელს, დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი ისევ და ისევ მსხვერპლს მოითხოვენ. მორწმუნეთადმი დამოკიდებბულებით ისინი უფრო ღმერთ ინდრას მოგვაგონებენ.

მათივე მსგავსია საზარელი ღმერთი რუდრა. ყველა ეს "ღმერთები" იმით არიან საინტერესონი, რომ თავიანთი ხასიათით მკვეთრად საწინააღმეგონი არიან ვარუნასი. კერძოდ, თუკი ვარუნა ადამიანებისგან ზნეობრივ კანონთა აღსრულებას ითხოვს, აშვინები და რუდრა მხოლოდ მსხვერპლშეწირვას ეხარბებიან. თუკი ვარუნა მის მიერვე შექმნილი სამყაროს კანონზომიერებებსა და ურყევობას თვალს ადევნებს, აშვინებს მხოლოდ ამ კანონზომიერებათა, ანუ მწყობრი სამყაროს დარღვევა აინტერესებთ.


5

საბედისწერო არჩევანი

ვედური პანთეონის ამ სურათს თუ ქრისტეანული თვალსაზრისით შევაფასებთ, ღვთაებრივი პრედიკატის ღირს სახედ მხოლოდ ვარუნას სახე წარმოგვიდგება, მისი სატელიტები კი მეტ-ნაკლებად შეესაბამებიან ანგელოზებს. ყველა დანარჩენი "ღმერთები" აშკარა დემონები არიან. ვედები ვარუნასაც და ინდრასაც ღმერთებს უწოდებს, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ ამგვარი მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.

ვარუნას სახეს პანთეონში არათუ რაიმე განსაკუთრებული ადგილი უკავია, არამედ რადიკალურად საწინააღმდეგოც არის ყველა დანარჩენი "ღმერთისა", რომელთაგან ყველაზე მკვეთრი სახე აქვს ინდრას. ისინი არავითარ ზნეობრივ მოთხოვნილებებს არ უყენებენ ადამიანს, მეტიც, თვითონაც უზნეონი არიან. ყოველი მათგანის ყიდვა სულ იოლია, სამსხვერპლო შესაწირავის მეოხებით. რომელიმე ადამიანს თუნდაც იმის მეასედიც რომ ჩაედინოს, რასაც სახელგანთქმული ინდრა აკეთებს, მას ვარუნას წინაშე დიდი სინანული მოუწევდა.

ერთსა და იმავე რელიგიურ ცნობიერებაში ამგვარი რადიკალურად განსხვავებული სახეების დიდხანს დარჩენა შეუძლებელი იყო. ინდოელ ქურუმთა რელიგიურ ცნობიერებაში მთელი სიმძაფრით უნდა წამოჭრილიყო დილემა: ვარუნა თუ ინდრა? ან ვარუნაა ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა დანარჩენი, სამყაროში მის მიერ დადგენილ წესრიგს და მის მიერვე დადგენილ ზნეობრივ საზღვრებს რომ გადალახავს, ბოროტი დემონი და ეშმაკია; თუ არადა, მაშინ ჭეშმარიტ ღმერთებს "სომა"-თი გაუმაძღარი და თავიანთი ეგოისტური ინტერესების თავგამოდებული დამცველი არსებები წარმოადგენენ და მაშინ ვარუნა საჭირო არ ყოფილა.

ამ პრობლემის გადაჭრას ვედურ პერიოდში ჯერ კომპრომისით შეეცადნენ; კერძოდ ვედებში გაჩნდა ჰიმნები, რომლებიც ერთდროულად ვარუნასაც ეძღნებოდა და ინდრასაც, შეეცადნენ ორივე ღმერთის მოქმედების არეალი შეეზღუდათ; მაგრამ კომპრომისი შეუძლებელი გახდა, უნდა გაკეთებულიყო არჩევანი და ვედური პერიოდის დასასრულს ამ არჩევანში უპირატესობა მოიპოვა ინდრამ.

შესაძლებელია, ეს არჩევანი რიგმა ისტორიულმა პირობებმაც განაპირობა. კერძოდ, პენჯაბიდან სამხრეთის მიმართულებით ინდუსებს ინდოსტანის შავკანიან მოსახლეობასთან განუწყვეტელი და შეუპოვარი ბრძოლა ჰქონდათ. მეფე-დამპყრობელი ეროვნული გმირის სახე გახდა, ამიტომაც ლოცვები ბრძოლის ველზე გამარჯვებათა მომნიჭებლის, ინდრას სახელზე აღევლინებოდა.

ასეა თუ ისე, ვედები ბოლოდროინდელ პერიოდში ჰიმნებისა და საგალობლების უმეტესობა ინდრას აღევლინება. ყველაზე გვიანდელ პერიოდში კი, ე. წ. "მეათე მანდალში" კონკრეტულად ვარუნასადმი მიძღვნილი ჰიმნები საერთოდ არ გვხვდება, მაშინ, როდესაც უამრავია კონკრეტულად ინდრასადმი მიძღვნილი ჰიმნი.

ინდრასადმი მიძღვნილი ჰიმნები სულ უფრო და უფრო ამაღლებული და მკაფიო ხდება, ვარუნას სახე კი ფერმკრთალდება. დაბოლოს, უკვე ატარვავედაში (XX, 106) ვარუნა თაყვანს სცემს ინდრას, შედეგად, ინდური რელიგიის განვითარების შემდგომ, ე. წ. "ძველი ბრაჰმანიზმის" ეპოქაში, ინდრა უკვე ღმერთების მეფედ იწოდება, ვარუნას კი მესამეხარისხოვანი (ზღვის ღმერთის) ადგილი ენიჭება.

ვარუნაზე ინდრას გამარჯვების ფაქტი ინდოეთის რელიგიის მკვლევართაგან ჯეროვნად არ არის შეფასებული, მაშინ, როდესაც ამ ფაქტს ისეთი შედეგები მოჰყვა, რამაც მთელი ინდური რელიგიური აზროვნების განვითარება განსაზღვრა.

გაგრძელება იქნება.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 19 2010, 08:12 PM
პოსტი #48


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



კრიშნას ცოლებზე რომ ლაპარაკობთ ისაო ესაო, რა სოლომონ ბრძენს და დავით მეფსალმუნეს არ ჰყავდათ N რაოდენობის ცოლი და საყვარლები? sad.gif biggrin.gif

და ვუაბშე, კრიშნა რადჰას ღალატობდა? ohmy.gif dry.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Fee
პოსტი Jul 19 2010, 08:33 PM
პოსტი #49


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 18-April 10
წევრი № 8,647



dzvelmartmadidebeli
" ხან კიდევ ცხოველებს აწვალებს". __ეს ფრაზა კი ნამდვილად სასაცილოა biggrin.gif მაშინ როცა შენი მუცლის გამო ცხოველებს კლავენ biggrin.gif უკაცრავად მე არც კრიშნაიდი ვარ და არც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. (თქვენი გაგებით a075.gif )

ისეკი სხვის კრიტიკას ისევ საკუთარი რელიგიის ქადაგება ჯობია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 19 2010, 10:30 PM
პოსტი #50


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



ციტატა(ქევანა @ Jul 19 2010, 08:12 PM) *

კრიშნას ცოლებზე რომ ლაპარაკობთ ისაო ესაო, რა სოლომონ ბრძენს და დავით მეფსალმუნეს არ ჰყავდათ N რაოდენობის ცოლი და საყვარლები? sad.gif biggrin.gif


სოლომონი იყო ადამიანი, ხოლო ყველა ადამიანი ვნებებითაა შეპყრობილი, კრიშნა კი თქვენთვის არის "ღმერთი". სწორედ იმიტომაც ხართ ცრუ რელიგიის მიმდევრები, რომ თქვენი ღმერთები ადამიანების ვნებებს ვერ გასცილებიან. ამგვარი "ღმერთი" შემირცხვენია! ქრისტეანული რელიგიის ეშმაკიც კი ჯობია თქვენს კრიშნას. ეშმაკს არ ჰყოლია 16 000 ცოლი. თქვენი კრიშნა კი მგონი სექსუალური მანიაკია. იქნებ ამაყობთ კიდეც ასეთი "ჯეელი" და ქალების მუსუსი "ღმერთი" რომ გყავთ.

ფუი ეშმაკს!


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 19 2010, 10:41 PM
პოსტი #51


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



Fee
ციტატა
" ხან კიდევ ცხოველებს აწვალებს". __ეს ფრაზა კი ნამდვილად სასაცილოა მაშინ როცა შენი მუცლის გამო ცხოველებს კლავენ უკაცრავად მე არც კრიშნაიდი ვარ და არც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. (თქვენი გაგებით )


სასაცილო ის კი არ არის "ჩემი მუცლის გამო" რომ კლავენ ცხოველებს, მე უძლური ადამიანი ვარ და ჩემმა ღმერთმა ჩემი უძლურება გაითვალისწინა და დაუშვა ადამიანებს ეჭამათ ცხოველის ხორცი, სასაცილო ისაა, თქვენთან ღმერთი რომ აწამებს ცხოველებს. ჩვენი ღმერთი ამას არ იქმს.

თქვენ, ჩემო ბატონო, შენ და ატმანა, ვერ ხედავთ თქვენს "ღმერთს" ადამიანური თვისებები რომ გააჩნია და ყოველმხრივ ადამიანურ ვნებებსა ჰყავს შეპყრობილი. ქურდი, მპარავი, სადისტი, გარყვნილი აი, ის რეალური თვისებები, რომელიც თქვენს ღმერთს ახასიათებს მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე.

ახასიათებს რაიმე ჩვენს ღმერთს, წმიდა სამებას რაიმე ამდაგვარი?

ან ახასიათებდა განკაცებულ ძე ღმერთს რაიმე ადამიანური ვნება? განა ჩვენს სახარებაში არ წაგიკითხავთ თქვენ, რომ ის ყოველმხრივ მსგავსი იყო კაცისა, გარდა ცოდვისა?!

თქვენი "ღმერთი" ჩემნაირია და ჩემნაირი საკუთარი თავიც მეზიზღება, რის გამოც ქრისტეს შევტირი შეწყალებას. ღმერთმა დამიფაროს თაყვანი ვცე არსებას, ჩემგან რომ არაფრითაა განსხვავებული.

ფუი ეშმაკს, კიდევ ერთხელ!



--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 19 2010, 11:33 PM
პოსტი #52


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
კრიშნა კი თქვენთვის არის "ღმერთი".

ჩემთვის არ არის biggrin.gif

მე კრიშნაიდი არ ვარ, არც ატმანია კრიშნაიდი ცნობისათვის, უბრალოდ კრიშნა მოსწონს, ეგ ერთი,

მეორეც, მე ვუყურებ კრიშნას და რამას როგორც მითოლოგიურ პერსონაჟებს,

მესამეც, წაკითხულის გააზრების ტესტი უნდა შეგავსებინო, მაგისტრანტებს აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდაში ეგეთი პუნქტი, მე თუ მკითხავთ ყევლას სჭირდება ასეთი ტესტის გავლა smile.gif

და მეოთხეც, რა კარგი პასუხია, სოლომონი ადამიანი იყოო : D


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 19 2010, 11:35 PM
პოსტი #53


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
და მეოთხეც, რა კარგი პასუხია, სოლომონი ადამიანი იყოო : D

გეფიცებით ჭეშმარიტებას ამბობს biggrin.gif
ციტატა
მე კრიშნაიდი არ ვარ, არც ატმანია კრიშნაიდი ცნობისათვის, უბრალოდ კრიშნა მოსწონს, ეგ ერთი,

აღარ აპირებს ეგ დაბრუნებას?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 19 2010, 11:48 PM
პოსტი #54


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ikanosi
ციტატა
გეფიცებით ჭეშმარიტებას ამბობს

ციც biggrin.gif

მეც ადამიანი ვარ, თუ მასეა.. laugh.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 19 2010, 11:50 PM
პოსტი #55


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ქევანა
ხოდა სოლომონის ბოლო იცი შენ


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 19 2010, 11:53 PM
პოსტი #56


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ikanosi
ვაიმე იკან, მცხელა ეხლა მე და შენელებულად ვაზროვნებ, ხოდა მერე მაგით რა გინდა მითხრა? biggrin.gif არ დაიზარო გამიშიფრე


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 19 2010, 11:57 PM
პოსტი #57


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ქევანა
მე კიდევ სიცხე მაქვს ამ გაგანია სიცხეში biggrin.gif და ვის აქვს შენელებული აზროვნება... ხოდა ამიტომ იფიქრე biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 20 2010, 12:06 AM
პოსტი #58


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ikanosi
2kiss.gif

გაჩუმდი თორე კიდე მიიღებ biggrin.gif

სითხეს ხომ სვავ ბევრს?

წადი დაიძინე, ლეპტოპი ხომ არ გაქვს და ლოგინში ხომ არ მიიწვინე? იცოდე თუ ფეხზე ხარ, მოვალ და ძალით დაგაგდებ ლოგინში, კაცს სიცხე ჰქონდეს და ფეხზე იდგეს არ გამიგია მე unsure.gif

სოლომონზე კიდე ვიფიქრებ, ხვალ მაინც ხომ მივხვდები laugh.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 20 2010, 12:17 AM
პოსტი #59


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ქევანა
ციტატა
სითხეს ხომ სვავ ბევრს?

შენს სახელზე გადავკრავ ახლა biggrin.gif
ციტატა
წადი დაიძინე, ლეპტოპი ხომ არ გაქვს და ლოგინში ხომ არ მიიწვინე? იცოდე თუ ფეხზე ხარ, მოვალ და ძალით დაგაგდებ ლოგინში, კაცს სიცხე ჰქონდეს და ფეხზე იდგეს არ გამიგია მე

არ მეძინება :| არ კია არა ვერ მეძინება biggrin.gif

ციტატა
ოლომონზე კიდე ვიფიქრებ, ხვალ მაინც ხომ მივხვდები

თუ არადა მოვა თემის ავტორი და აგიხსნის დაწვრილებით


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 20 2010, 11:50 AM
პოსტი #60


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



ქევანა
ციტატა
მესამეც, წაკითხულის გააზრების ტესტი უნდა შეგავსებინო, მაგისტრანტებს აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდაში ეგეთი პუნქტი, მე თუ მკითხავთ ყევლას სჭირდება ასეთი ტესტის გავლა


შენი დასატესტები და საცდელი კურდღლები კრიშნაიტებში მოიძიე. kiss1.gif

ციტატა
მე კრიშნაიდი არ ვარ, არც ატმანია კრიშნაიდი ცნობისათვის, უბრალოდ კრიშნა მოსწონს, ეგ ერთი,


რა აქვს მოსაწონი მაგ უბედურს?

თქვენ ბიძიებო ხომ არ გვეკაიფებით? laugh.gif

ციტატა
და მეოთხეც, რა კარგი პასუხია, სოლომონი ადამიანი იყოო


და რა, ადამიანი არ იყო? biggrin.gif


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 04:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი