IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Closed TopicStart new topic
> ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა
marine
პოსტი Jul 20 2010, 12:21 PM
პოსტი #61


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Jul 19 2010, 04:28 PM) *



აგერ, მოჰკიდა ხელი ვირს ფეხში და პალმის კენწეროზე შემოსტყორცნა...


აქ კიდევ ზეთს თუ კარაქს (რა მნიშვნელობა აქვს) იპარავს ეგ ოხერი!...


პატარაობაში ქურდი და დაუნდობელი თუ იყო, დიდობაში მისი მრუშობა აღარ უნდა გაგვიკვირდეს. თუ ღმერთი ყოველგვარ სიწმინდეს არის მოკლებული, მის მიმდევრებს რაღა უნდა მოვთხოვთ.


ციტატა(ქევანა @ Jul 19 2010, 08:12 PM) *

კრიშნას ცოლებზე რომ ლაპარაკობთ ისაო ესაო, რა სოლომონ ბრძენს და დავით მეფსალმუნეს არ ჰყავდათ N რაოდენობის ცოლი და საყვარლები? sad.gif biggrin.gif


ქე, აქ ღმერთზეა საუბარი და არა ადამიანებზე.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 20 2010, 04:57 PM
პოსტი #62


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



სატანის ციტადელი


ნიკოლაი ტრუბეცკოის ნაშრომის - "ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა" მიხედვით


გაგრძელება


დასაწყისი იხ. აქ:


http://church.ge/index.php?showtopic=8214&st=40


ძველი ბრაჰმანიზმი


ინდური რელიგიის ისტორიის შემდგომი პერიოდი ძველ ბრაჰმანიზმად იწოდება. ეს პერიოდი ხასიათდება კულის გართულებით, რამაც, ერთის მხრივ გამოიწვია დიდი რელიგიური ლიტერატურისა და რიტუალურ საღვთისმსახურებო სახელმძღვანელოთა და, მეორეს მხრივ, კასტების, ანუ პროფესიონალ მოგვ-ბრაჰმანთა გამოჩენა.

ეს არის ვედურიდან აბუდისტურ ხანაში გარდამავალი პერიოდი. რელიგიური აზრი უკვე ამჟღავნებს ინდრას ვარუნაზე გამარჯვების პირველ სედეგებს და ამზადებს იმ ატმოსფეროს, რომელშიც ჩაისახა ბუდიზმი.
მას შემდეგ, რაც რელიგიური ცნობიერებიდან განიდევნა ერთადერთი ღმერთი-შემოქმედი, ყოვლისმპყრობელი და ამასთანავე ღვთაებრივი პრედიკატის ღირსი ერთადერთი სახე, რომელიც თავის მხრივ მორალურ კანონებზე წარმოდგენებთან იყო დაკავშირებული, ინდუსის თვალში, სამყაროს სურათი რადიკალურად უნდა შეცვლილიყო.
არავითარი ზნეობრივი ღირებულებანი, არავითარი გონიერება, სამყაროში მხოლოდ ფიზიკური ძალა და ჯადოქრობა მეფობს. საკულტო რიტუალის ყოველი ნიუანსის დაცვით მოგვს ან ქურუმს შეუძლია მოთაფლოს ერთი ან რამდენიმე ე. წ. "ღმერთი" და აიძულოს, მისი ინტერესების შესაბამისად, აღასრულოს ესა თუ ის სასწაული. ან გამოიწვიოს მისთვის სასურველი ესა თუ ის მოვლენა. აქედან მომდინარეობს ის უპირველესი მნიშვნელობა, რაც ამ პერიოდში ენიჭება ქურუმთა ხელოვნებას, სარიტუალო და საღვთო ლიტერატურის ცოდნას.

თუკი "ღმერთები" ზნეობრივად არაფრით განსხვავდებიან და არც არაფრით აღემატებიან ადამიანებს, და მაინც სამყაროს შემოქმედნი არიან, მაშინ ნათელია, რომ ყოველივე, რასაც ისინი აღასრულებენ, ხელმისაწვდომი და შესაძლებელია ადამიანებისთვისაც, თუკი ისინი შესძლებენ იმავე მაგიურ ძლიერებას მიაღწიონ, რასაც "ღმერთები" ფლობდნენ.

უბრალო ადამიანი სასურველი სასწაულის მისაღწევად მოგვთან დადის, უხდის მას გარკვეულ საფასურს, ხოლო ეს უკანასკნელი მსხვერპლშეწირვის საფასურად ქრთამავს, ანუ მოისყიდის "ღმერთს" და ავალებს შეკვეთის შესრულებას.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსხვერპლშეწირვას ძალუძს სასწაულების მოხდენა. თუკი მსხვერპლშეწირვას ასეთი მნიშვნელობა მიენიჭა, ადვილი წარმოსადგენია, რა როლი უნდა მინიჭებოდა იმ რიტუალებს, რომლებიც წინ უსწრებდა მას. ანუ მარხვას, გონებრივი და ფიზიკური ძალების კონცენტრირებას, სითბოს დაგროვების, ანუ "გახურების" რიტუალებს. ისინი დამოუკიდებელ და თავისთავად მაგიურ ქმედებებად წარმოგვიდგებიან.
აქედან, თუკი "ღმერთი", რომელსაც მსხვერპლს სწირავს ადამიანი, ზნეობრივად არაფრით განსხვავდება მისგან და იმავე მეთოდით აღწევს სასწაულებს, რითაც ადამიანი ახერხებს ამას მისივე მეშვეობით, თვით ღმერთებიც მოგვებად წარმოგვიდგებიან, რომლებიც გამუდმებით აწარმოებენ ვარჯიშებს, რომლებიც წარმატებული მსხვერპლშეწირვისთვის არის საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ ძალუძთ სასწაულის მოხდენა.
ღმერთების მაგიური ძალა (prabhava) სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მათ მოსამზადებლად ასკეზის უფრო დიდი რაოდენობით ენერგია დააგროვეს, ვიდრე ნირმალურმა მოგვებმა.

რაკი ეს საიდუმლო ნაპოვნია, ადამიანი უცებ იღებს ახალ დავალებას: დააგროვოს მოსამზადებელი ასკეზის ენერგია იმ რაოდენობით, რათა მან სასწაულთა ქმნა შეძლოს უშუალოდ, "ღმერთების" დახმარების გარეშე და გაუტოლდეს ღმერთებს. ცალკეული ადამიანები უდიდესი ენთუზიაზმით შეუდგებიან ხოლმე ამგვარი მიზნის აღსრულებას.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ ინდური რელიგიური ცნობიერებიდან ინდრას მიერ ვარუნას გამოდევნის ლოგიკურ შედეგებს. თუკი ვედური პერიოდის დასაწყისში ადამიანი მიზნად ისახავდა და თავს ავალდებულებდა ვარუნას გზებით ევლო და მისი მოთხოვნები შეესრულებინა, ვარუნას დამხობის შემდგომ ადამიანის მიზანი მაგიური ძლიერების დაგროვება გახდა, რითაც ღმერთებთან გატოლებას შეეცადა.

ადამიანმა ყოველგვარი ზნეობრივი პასუხისმგებლობისა და შემოქმედ-ყოვლისმპყრობელი ღმერთისადმი მორჩილების გარეშე მოინდომა გაღმერთება.

ძველი ბრაჰმანიზმის მითები სავსეა იმ სახელგანთქმულ ასკეტთა ცხოვრების აღწერით, რომელნიც გაბედულად შეუდგნენ მაგიური ძლიერების მოპოვების ამ გზას. თავის მხრივ, "ღმერთები" გამუდმებულ შიშში ცხოვრობენ და თვალ-ყურს ადევნებენ მოკვდავთ, რათა ვერავინ დააგროვოს ასკეტური ენერგიის ის რაოდენობა, რაიც საკმარისი იქნებოდა ღვთაებრივის ტოლფასი მაგიური ძალის მისაღებად. როგორც კი "ღმერთები" შეიტყობენ, რომ ამა თუ იმ ტყეში ცხოვრობს და ასკეტურ ენერგიას აგროვებს რომელიმე "muni", ისინი იმწუთასვე ცდილობენ ხელი შეუშალონ მას. ამ საქმეში მათ ხშირად ეხმარება მზეთუნახავი (asparas), რომელსაც მიუგზავნიან ხოლმე ამ ადამიანს, რათა ყურადღება დაუფანტონ. ამაყ "მუნისა" და "ღმერთებს" შორის იწყება პაექრობა. ხშირად "მუნი" ჭრილობებსა და მთელ რიგ დაზიანებებსაც კი აყენებს "ღმერთებს".


IPB-ს სურათი

asparas


ამგვარი მითები ძლიერ დამახასიათებელია ძველი ბრაჰმანიზმისთვის. აქ ღმერთები და ადამიანები ერთმანეთის მოპაექრეები არიან, რამაც რელიგიური ცნობიერება "ღმერთების" უძლეველობის დაკნინებამდე და დამცირებამდე მიიყვანა. ამის გამო რელიგია უკვე აღარ არის რელიგია და, გასაგებია, რომ რელიგიური აზროვნება აქ ვერ შეჩერდებოდა. ამასთანავე, წარმოდგენა სამყაროზე, როგორც თვითნება და ახირებულ ჯადოქართა ბრძოლის ველზე, ნამდვილად ეწინააღმდეგება ბუნებრივ მოვლენათა ფაქტობრივ სინამდვილეს, სამყაროს საერთო წყობას. ეს ფაქტი კი სამყაროს წყობის (არსებობის) რაღაც სხვა, ღვთაებრივი სუბსტრატის არსებობას ვარაუდობს და ძველი ბრაჰმანიზმი მის პოვნას ბრაჰმის იდეაში აპირებდა.

სიტყვა brahman საკუთრივ ღვთისმსახურებას ნიშნავს. თუ ვედისტურ ეპოქაში ღვთისმსახურება განიღმრთობოდა და ხან "ღმერთი" brahspati-ს ხან კიდევ brahmanspati-ს სახეს ღებულობდა და ღვთაებრივი მოგვის როლს თამაშობდა, ძველი ბრაჰმანიზმის ეპოქაში, როდესაც მსხვერპლშეწირვამ და მასთან დაკავშირებულმა ასკეტურმა ვარჯიშებმა დამოუკიდებელი კოსმიური სახე მიიღეს და ღმერთებისა და ადამიანებისთვის მაგიური ძლიერების წყაროდ იქცნენ, ბრაჰმის მცნებამ სრულიად ახალი და განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ანუ: მაგიური ძლიერების წყაროდან ის ყოფიერების წყაროში ყოფიერების ერთგვარ "რეზერვუარად" გადაიქცა. ანუ სუბსტანციად იქცა, რომელიც ყოფიერების სისრულეს არის დაუფლებული.

ბრაჰმა ერწყმის ატმანს (atman), ანუ სამყაროს სულს, ივარაუდება, რომ სამყაროში ყოველივე არსებული აუცილებლად შეიცავს თავის თავში ბრაჰმის იმ ნაწილს, რომლის გარეშე არ არსებობს ყოფიერება. ყოველივე წარმავალია ბრაჰმის გარდა. ყველაფერი ინგრევა (ბრაჰმის "ღამეები") და მერე, შესაძლოა, ისევ შეიქმნას (ბრაჰმის "დღეები") - ბრაჰმა კი რჩება. ამ ეპოქაში ბრაჰმა უმთავრესად რაღაც განყენებული ცნებაა ("აბსოლუტური ყოფიერება", "სუბსტანცია") და არა ანთროპომორფული ან, საერთოდ, გონიერი არსება.

ბრაჰმის, როგორც ყოველივე არსებულის (მათ შორის ღმერთებისაც) საერთო და, ასე ვთქვათ, პასიური წყაროს იდეა ბრაჰმანიზმის მთავარი, დომინანტური იდეაა. ბრაჰმა წარმოდგება, როგორც აბსოლუტური ღმერთის სუროგატი, სწორედ რომ სუროგატი, რამეთუ რაიმე მორალურ, ზნეობრივ არსს ბრაჰმის იდეა არ შეიცავს. ბრაჰმა, მოცემული იდეის თანახმად, წარმოადგენს "სიცოცხლის საწყისს" და არა ცოცხალ პიროვნებას.
ბრაჰმის იდეასთან დაკავშირებულია სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ ეპოქისა, - ანუ სწავლება სულთა გადასახლების შესახებ.

თუკი, ბრაჰმის იდეის თანახმად, ყოველივე ერთი და იგივე მასალისგან - ბრაჰმის სუბსტანციისგან შეიქმნა, იშლება პრინციპული ზღვარი არა მხოლოდ ღმერთსა და ადამიანს შორის, არამედ ადამიანსა და ცხოველს შორისაც.
სულთა გადასახლების საფუძვლები, შესაძლებელია, შორეულ წარსულში ანიმიზმისა და ტოტემიზმის გადმონაშთებში ძევს, მაგრამ ამის შესახებ ვედებში მინიშნებაც კი არ გვხვდება და, როგორც სისტემატური მოძღვრება, პირველად ძველი ბრაჰმანიზმის ხანაში ამ ეპოქის მთავარ და ახალ იდეასთან - ბრაჰმასთან დაკავშირებით შემოდის.

ამ იდეის თანახმად, სული არის ბრაჰმის ნაწილი. ის, წყდება რა თავის წყაროს, უერთდება სხეულს, მაგრამ საბოლოოდ მაინც უნდა დაუბრუნდეს ამ თავის პირველწყაროს და ისევ შეერწყას ბრაჰმას, ოღონდ ამისთვის განვითარების რამდენიმე სტადია უნდა გაიაროს და განიწმინდოს მატერიასთან კავშირისგან.

ზუსტად არის დადგენილი სულის განვითარების სტადიები. თავიდან ის ცხოვრობს (არსებობს) მატლებში და სხვა მის მსგავს არსებებში, შემდგომ გადასახლდება შედარებით პატივდებულ და ბოლოს დაბალი კასტის ადამიანის სხეულში, მისი სიკვდილის შემდეგ კი ზემდგომი კასტის წარმომადგენლის სხეულში და ა. შ. ასე გრძელდება გადასახლება, ვიდრე სული არ ჩასახლდება უმაღლესი კასტის წარმომადგენლის, ანუ ქურუმის სხეულში. მხოლოდ ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ დგება მატერიისგან "განთავისუფლების" ჯამი და სული თავისი გადასახლების ერთ-ერთ რომელიმე საფეხურზე რაიმე დანაშაულს ჩაიდენს ეს წესი დაირღვევა და ადამიანს უმდაბლეს საფეხურში მოუწევს გადასახლება. რაც უფრო მძიმეა დანაშაული, მით უფრო დაბალია საფეხური, რომელშიც გადასახლდება "დასჯილი" სული.


IPB-ს სურათი

რეინკარნაციის მსხვერპლი laugh.gif (ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად) (ჩვენთვის ეს ხუმრობაა, მაგრამ კრიშნაიტებისა და რეინკარნაციის აღმსარებელთათვის მოსალოდნელი რეალობა, რომლისაც უნდა სწამდეთ).

ყოველი არსების ეს უნარი, - თავისი საქციელით განსაზღვროს თავისი სულის შემდგომი გზა, კარმად იწოდება. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სწავლება კარმის შესახებ მორალურია და შეიძლება წარმოადგენდეს ერთგვარ სტიმულს სათნო ცხოვრებისთვის, მაგრამ სინამდვილეში ძველი ბრაჰმანიზმის ეპოქისთვის კარმის იდეა, არც მეტი, არც ნაკლები, ოდენ კასტური წყობილების მისტიკური გამართლებაა.

ცოდვები, რომელთა გამოც ადამიანის სული უმაღლესიდან უმდაბლეს არსებამდე (საფეხურამდე) ეშვება, ძირითადად მდგომარეობს რიტუალების დარღვევაში, უფროსის უპატივცემულობაში, სიძუნწეში, განსაკუთრებით მოგვთა მიმართ გამოჩენილ სიძუნწეში და სხვა.

უფრო მაღალზნეობრიობის საწინააღმდეგო ხასიათის ცოდვები ასევე კასტური წყობის პოზიციიდან ფასდება. ასე, მაგალითად, უმაღლესი კასტის ადამიანი მკვლელის სული ჯოჯოხეთში მიდის (naraloka), საიდანაც მას კასტურ საფეხურებზე აღმასვლა უკვე თავიდან, მატლებიდან უწევს. თუ იმასაც მივუმატებთ, რომ ერთი და იგივე ცოდვისთვის უმაღლესი კასტის წარმომადგენელი უფრო მსუბუქად ისჯება (შედარებით უფრო დაბალი, მსუბუქი გადასახლება), ვიდრე დაბალის კასტისა, მაშინ ცხადი ხდება, რომ მორალზე, ამ სიტყვის ჩვენებური გაგებით, ლაპარაკიც კი ზედმეტია.

გაგრძელება იქნება.


შენიშვნა: თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ მისი წოდებრივი მდგომარეობა იმ ქმედებათა მექანიკური შედეგია, რაც წინა ცხოვრებაში ჩაუდენია და მის ამჟამინდელ საქციელზე ბევრად იქნება დამოკიდებული მისი მომავალი ცხოვრება და სოციალური მდგომარეობა, რომ ეს ბუნების კანონია და არა ვინმეს მიერ მოგონილი თეორია, მაშინ იგი სოციალური უთანასწორობის არარსებობასაც ირწმუნებს: იქ, სადაც კარმული განვითარების პრინციპებს აღიარებენ, "სოციალური საკითხი" არ დგას.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Fee
პოსტი Jul 20 2010, 09:05 PM
პოსტი #63


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 18-April 10
წევრი № 8,647



ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Jul 19 2010, 10:41 PM) *

Fee
სასაცილო ის კი არ არის "ჩემი მუცლის გამო" რომ კლავენ ცხოველებს, მე უძლური ადამიანი ვარ და ჩემმა ღმერთმა ჩემი უძლურება გაითვალისწინა და დაუშვა ადამიანებს ეჭამათ ცხოველის ხორცი, სასაცილო ისაა, თქვენთან ღმერთი რომ აწამებს ცხოველებს. ჩვენი ღმერთი ამას არ იქმს.

თქვენ, ჩემო ბატონო, შენ და ატმანა, ვერ ხედავთ თქვენს "ღმერთს" ადამიანური თვისებები რომ გააჩნია და ყოველმხრივ ადამიანურ ვნებებსა ჰყავს შეპყრობილი. ქურდი, მპარავი, სადისტი, გარყვნილი აი, ის რეალური თვისებები, რომელიც თქვენს ღმერთს ახასიათებს მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე.

ახასიათებს რაიმე ჩვენს ღმერთს, წმიდა სამებას რაიმე ამდაგვარი?

ან ახასიათებდა განკაცებულ ძე ღმერთს რაიმე ადამიანური ვნება? განა ჩვენს სახარებაში არ წაგიკითხავთ თქვენ, რომ ის ყოველმხრივ მსგავსი იყო კაცისა, გარდა ცოდვისა?!

თქვენი "ღმერთი" ჩემნაირია და ჩემნაირი საკუთარი თავიც მეზიზღება, რის გამოც ქრისტეს შევტირი შეწყალებას. ღმერთმა დამიფაროს თაყვანი ვცე არსებას, ჩემგან რომ არაფრითაა განსხვავებული.

ფუი ეშმაკს, კიდევ ერთხელ!

როცა იმ დასკვნამდე მიხვალ რომ ღმერთი ერთი და დიდია რომ, ჩემი ღმერთი და შენი ღმერთი არ არსებობს მაშინ ვისაუბროთ smile.gif გასაგებად დავწერე ზემოთ რომ კრიშნაიდი არ ვართქო, ცილისწამება ცოდვაა მგონი rolleyes.gif ნუ შენ უძლური ხარ და ღმერთი გაპატიებს laugh.gif
არცერთი რელიგია არ ქადაგებს სადიზმს, ქურდობას და გარყვნილებას. არ გვინდა ასეთი უაზრო რადიკალიზმი, პატივი ვცეთ ერთმანეთს და სხვა რელიგიებს, თუ პატივს არ სცემ ნუ აძაგებ მაინც.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 20 2010, 09:18 PM
პოსტი #64


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



marine
ხო, სოლომონი ადამიანი იყო smile.gif

dzvelmartlmadidebeli
ბიძია, ერთი ცალი თვალით დამანახა ვინ ხარ, ხმა გამაგონა laugh.gif

მეორე სურათი ცოტა უხამსია და ჩაასწორე, ეგ არ გეწყინოს ოღონდ rolleyes.gif

ციტატა
ხან კიდევ ცხოველებს აწვალებს. თანაც სიყრმეში ...

ხო ისა,
ეგ ცხოველი ვისაც კრიშნა "აწვალებს" დემონია, რომელსაც ვირის ფორმა აქვს მიღებული,




--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 20 2010, 09:33 PM
პოსტი #65


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
, რომელსაც ვირის ფორმა აქვს მიღებული,

უკეთესი ვერაფერი შეარჩია? biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 20 2010, 09:59 PM
პოსტი #66


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



Fee
ციტატა
ნუ შენ უძლური ხარ და ღმერთი გაპატიებს


ერთნაირად უწევთ საკუთარ თავს რეკლამას: "უძლური ხარ", "ტესტირება უნდა ჩაგიტარო"... შენ რა ძლიერი ხარ? რაში ხარ ძლიერი? ჩემი უძლურებით ვარ ძლიერიო, პავლე მოციქული ამბობდა. თუ მე რამეში უძლური ვარ სულაც არ არის ეს საძრახისი, მთავარია თქვენთან დავაში ვარ მართალი.

ციტატა
როცა იმ დასკვნამდე მიხვალ რომ ღმერთი ერთი და დიდია რომ, ჩემი ღმერთი და შენი ღმერთი არ არსებობს მაშინ ვისაუბროთ


ღმერთი ერთია და ჭეშმარიტად დიდი და ის არის მამა, ძე და სულიწმიდა. თქვენი კრიშნა კი თვითონ არის დემონი. მე ერთხელ უკვე დავწერე, რომ ჩემი სარწმუნოების მიხედვით, ყველა სხვა "ღმერთი" დემონია: "ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფსალმუნი).

ციტატა
არცერთი რელიგია არ ქადაგებს სადიზმს, ქურდობას და გარყვნილებას.


რელიგია, რომლის ღმერთი თვითონ ქურდობს და 16 000 ქალთან სქესობრივ კონტაქტს ამყარებს, სწორედაც რომ აქეთკენ უბიძგებს თავის ადეპტებს... ღმერთს თუ აქვს ამის უფლება, კაცს ვინღა დაუშლის.

მოციქულმა პავლემ თქვა: "მობაძავ ჩემდა იყავით, როგორც მე ქრისტესა". ჩვენ მოციქულებსა და ქრისტეს ვბაძავთ, ის კი არ იპარავდა, არ მრუშობდა, იყო უბიწო, უმანკო და წმიდა. ქრისტესა და კრიშნას (ან ნებისმიერი ინდუისტური ღმერთის) შედარება ნათლად გვიჩვენებს თუ რომელი ღმერთი უფრო ზნეობრივია და კეთილი.

ციტატა
სურათი ცოტა უხამსია და ჩაასწორე, ეგ არ გეწყინოს ოღონდ


ციტატა
უკეთესი ვერაფერი შეარჩია?


რეინკარნაციის იდეის კრიტიკისთვის, სურათის ქვეტექსტი სრულიად გასაგებია...

დაბოლოს, როგორც კი გავხსენი ახალი თემა: "ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა", იმწამსვე დაიწყო თქვენი კრიტიკა და თავდასხმები. მსუბუქი მუქარები... ირონიაც გაისმა თქვენი მხრიდან... თან გინდათ, რომ ჩუმად გიყუროთ და ხმაც არ ამოვიღო... ძალიან გაუთამამებიხართ თქვენ ფორუმის ადმინისტრატორებს... ძალიან...

ამ თემის გახსნით მე სურვილი მქონდა (და მაქვს ეხლაც) გამომექვეყნებინა ნაშრომები (ძირითადად ქართულ ენაზე, ყველასთვის მისაწვდომი რომ ყოფილიყო), რომლებიც აჩვენებდნენ ინდუისტური რელიგიების სიმცდარეს და ქრისტეანობის ჭეშმარიტებას. თქვენი პროტესტი ამის წინაშე, არის ბრძოლა ქრისტეანობის, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და მე, თუკი მე მეხება საქმე, უკან დახევას არ ვაპირებ.

თემებიც გაგიხსნიათ თქვენი სარწმუნოების პოპულარიზაციისთვის და ვგონებ არც არავინ გეწინააღმდეგებათ.

სამწუხაროდ, საქართველოში ინდუისტურ რელიგიებს ცუდად იცნობენ, ამიტომაც საჭიროა ამგვარი თემა და მასთან დაკავშირებული ნაშრომების გამოქვეყნება, რომ ადამიანებმა შესძლონ ქრისტეანობისა და ინდუისტური სისტემების ურთიერთშედარება და საჭირო დასკვნების გაკეთება.

დაიწყო ეს საქმე და თქვენმა თავდასხმებმაც არ დააყოვნა...

თქვენ თუ გაქვთ შესაძლებლობა პოპულარიზაცია გაუწიოთ ინდუიზმს (ყველა მის გამოვლინებას) თქვენს მიერ გახსნილ თემებში, მგონი მეც და ნებისმიერ ფორუმელს აქვს ასევე უფლება, პოპულარიზაცია გაუწიოს თავის სარწმუნოებას.

მე მართლმადიდებელი ვარ და მინდა ინდუიზმი განვიხილო მართლმადიდებლური სარწმუნოების შუქზე. თქვენი წინააღმდეგობა კი თქვენს კადნიერებას წარმოაჩენს ჩემი სარწმუნოების წინაშე.

თქვენ კრიჭაში უდგეხართ ჩემს ღმერთს. ნება თქვენია. ღმრთისაა სამართალი და მან მოგაგოთ, მე კი დამშვიდებული განგვაგრძობ ჩემს საქმიანობას და მომავალში კვლავაც დავდებ ინდუისტური სისტემების მამხილებელ მეცნიერთა გამოკვლევებსა და წმიდა მამათა სწავლებებს.



--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 20 2010, 10:09 PM
პოსტი #67


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



dzvelmartlmadidebeli
ყველა ერთ ჩარხში რომ გაგვატარე რაა ეგ? biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 20 2010, 10:41 PM
პოსტი #68


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



ikanosi
ციტატა
ყველა ერთ ჩარხში რომ გაგვატარე რაა ეგ?


ვერ გავარჩიე რომელია თქვენში მართლმადიდებელი და რომელი კრიშნაიდი... biggrin.gif

მგონი ყველანი კრიშნაიდები ხართ... happy.gif





ბიბლია რეინკარნაციის შესახებ


ბიბლიური სწავლება ცხოვრების მიზნის, მომავალი სამსჯავროსა და ცხოვნების შესახებ ხასიათდება ლოგიკურ ერთობით, თანამიმდევრულობით და საღვთისმეტყველო სრულყოფილებით. ის არავითარ საფუძველს არ იძლევა სულთა გადასახლების (რეინკარნაციის) იდეის გასაზიარებლად.

დასაბამიდანვე უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს: "პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი" (დაბ. 3:19). ყველაფერი დღესავით ნათელია.

იგივეა ნათქვამი იობის წიგნშიც: "თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი სუნთქვა, ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწად მიიქცევა ადამიანი" (იობი 34: 14-15). აქდან სრულიად ცხადი უნდა იყოს, რომ ადამიანს დედამიწაზე მხოლოდ ერთხელ ეძლევა სიცოცხლე, რომელიც მას მისმა შემოქმედმა ღმერთმა მიანიჭა.

აი, როგორ არის გამოხატული ეს ფსალმუნში: "კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით, ძენო ადამისანო!" (ფსალმ. 89:4); "დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან" (ფსალმ. 103:29). არავითარ შანსს არ უტოვებს რეინკარნაციის იდეის მომხრეებს ეკლესიასტეს წიგნიც: "მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა" (ეკლ. 12:7).

ის, რომ ადამიანის სიცოცხლე განუმეორებელია ბრწყინვალედ არის გადმოცემული მოციქულ პავლეს მიერ ებრაელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში: "ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა. ასევე ქრისტეც, ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, - მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად" (ებრ. 9:27-28).


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 20 2010, 11:03 PM
პოსტი #69


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ვერ გავარჩიე რომელია თქვენში მართლმადიდებელი და რომელი კრიშნაიდი...

მგონი ყველანი კრიშნაიდები ხართ...

ცილს გვწამებ მეგობარო


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 21 2010, 12:53 AM
პოსტი #70


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



ikanosi
ციტატა
ცილს გვწამებ მეგობარო


ცილისწამება სულ სხვა რამეა. წესით უნდა არკვევდე.

მართლმადიდებელი თუ ხარ მაგას რა ჯობია.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Jul 21 2010, 10:52 PM
პოსტი #71


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



dzvelmartlmadidebeli
ციტატა
ვერ გავარჩიე რომელია თქვენში მართლმადიდებელი და რომელი კრიშნაიდი... მგონი ყველანი კრიშნაიდები ხართ...

აბა ეგ ვერ გაგირჩევია აქ და რა დაგიჯეროთ? biggrin.gif
ეეჰჰჰ... ამ თემაზე სხვა კომენტარს ვერ გავკეთებ...
P.S. (მართლმადიდებელი ვარ ბიძია ცნობისათვის) tongue.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 22 2010, 02:09 AM
პოსტი #72


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



izi-bartki
ციტატა
აბა ეგ ვერ გაგირჩევია აქ და რა დაგიჯეროთ?


ეგ რომ ძნელი გასარჩევია სულაც არ არის ჩემი ბრალი... ამ საკითხში მათი პოზიციის ბუნდოვანების ბრალია...

ციტატა
მართლმადიდებელი ვარ ბიძია ცნობისათვის


კაი, ბიძიკო, კაი!


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Fee
პოსტი Jul 22 2010, 01:00 PM
პოსტი #73


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 18-April 10
წევრი № 8,647



ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Jul 20 2010, 10:41 PM) *

ikanosi

ბიბლია რეინკარნაციის შესახებ


ბიბლიური სწავლება ცხოვრების მიზნის, მომავალი სამსჯავროსა და ცხოვნების შესახებ ხასიათდება ლოგიკურ ერთობით, თანამიმდევრულობით და საღვთისმეტყველო სრულყოფილებით. ის არავითარ საფუძველს არ იძლევა სულთა გადასახლების (რეინკარნაციის) იდეის გასაზიარებლად.

დასაბამიდანვე უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს: "პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი" (დაბ. 3:19). ყველაფერი დღესავით ნათელია.

იგივეა ნათქვამი იობის წიგნშიც: "თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი სუნთქვა, ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწად მიიქცევა ადამიანი" (იობი 34: 14-15). აქდან სრულიად ცხადი უნდა იყოს, რომ ადამიანს დედამიწაზე მხოლოდ ერთხელ ეძლევა სიცოცხლე, რომელიც მას მისმა შემოქმედმა ღმერთმა მიანიჭა.

აი, როგორ არის გამოხატული ეს ფსალმუნში: "კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით, ძენო ადამისანო!" (ფსალმ. 89:4); "დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან" (ფსალმ. 103:29). არავითარ შანსს არ უტოვებს რეინკარნაციის იდეის მომხრეებს ეკლესიასტეს წიგნიც: "მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა" (ეკლ. 12:7).

ის, რომ ადამიანის სიცოცხლე განუმეორებელია ბრწყინვალედ არის გადმოცემული მოციქულ პავლეს მიერ ებრაელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში: "ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა. ასევე ქრისტეც, ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, - მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად" (ებრ. 9:27-28).

აქ არაფერია ნათქვამი სულის შესახებ, მიწად რომ ვიქცევით ეგ ფაქტია.
რეინკარნაციის ვისაც სჯერავს, იმისიც სჯერავს რომ საბოლოოდ ის ღმერთთან მივა, განთავისუფლდება დაბადება_სიკვდილისგან.

სუსტი არგუმენტები მოგყავს a075.gif

ხო, მართლა და შენს ცილისწამებაზე აღარაფერს ვამბობ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 22 2010, 01:09 PM
პოსტი #74


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
რეინკარნაციის ვისაც სჯერავს, იმისიც სჯერავს რომ საბოლოოდ ის ღმერთთან მივა, განთავისუფლდება დაბადება_სიკვდილისგან.

სჯერა
ციტატა
სუსტი არგუმენტები მოგყავს

ციტატა
"ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა. ასევე ქრისტეც, ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, - მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად" (ებრ. 9:27-28).

არაფერი სუსტი არა, თავს ნუ დაიბრმავებთ


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jul 22 2010, 01:15 PM
პოსტი #75


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ციტატა(izi-bartki @ Jul 21 2010, 11:52 PM) *

dzvelmartlmadidebeli

აბა ეგ ვერ გაგირჩევია აქ და რა დაგიჯეროთ? biggrin.gif
ეეჰჰჰ... ამ თემაზე სხვა კომენტარს ვერ გავკეთებ...
P.S. (მართლმადიდებელი ვარ ბიძია ცნობისათვის) tongue.gif

ირონიული მართლმადიდებლი ხარ შენ გენაცვალე? smile.gif
ალბად კრიშნაიდ მეგობარს იცავ ხო smile.gif
ეტყობა კარგი ადამიანია და ადამიანურად გიყვარს,მაგრამ ცინიზმი რა უფლებით?
არა მგონია შენ მართლმადიდებელი იყო.მართლმადიდებლობისგან ძალიან შორსაა ცინიზმი.
ცნობისთვის მე მინდა ვიყო მართლმადიდებელი და ვერ ვარ.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 22 2010, 01:19 PM
პოსტი #76


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



karpaki
ხოდა ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე დირე და მერე გაწვდი სხვის ბეწოს.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jul 22 2010, 01:21 PM
პოსტი #77


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ციტატა(ikanosi @ Jul 22 2010, 02:19 PM) *

karpaki
ხოდა ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე დირე და მერე გაწვდი სხვის ბეწოს.

ცინიზმი მართლმადიდებლობისგან შორსაა.
არ უნდა ამას დირე და ბეწვი.

არ მაინტერესებს ეხლა შენი ტლიკინი ამაზე და არც არავისი.
გავედი მე.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 22 2010, 01:27 PM
პოსტი #78


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ცნობისთვის მე მინდა ვიყო მართლმადიდებელი და ვერ ვარ.

ციტატა
ცინიზმი მართლმადიდებლობისგან შორსაა.

ციტატა
რ მაინტერესებს ეხლა შენი ტლიკინი ამაზე და არც არავისი.

ხოდა იმშვიდე smile.gif საკუთარ ნაკლოვანებებს მიხედე


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jul 22 2010, 01:31 PM
პოსტი #79


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ციტატა(ikanosi @ Jul 22 2010, 02:27 PM) *

ხოდა იმშვიდე smile.gif საკუთარ ნაკლოვანებებს მიხედე

არ მაინტერესებს მეთქი და მაინც წერ.

იმშვიდე

ეგ სიტყვა აქ ისწავლე ამ ფორუმზე? გავლენა აშკარაა smile.gif

იქნებ აღსარებაც ჩამომეწერა აქ შენთვის და შეგენდო ბარემ? biggrin.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 22 2010, 01:34 PM
პოსტი #80


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



karpaki
ციტატა
არ მაინტერესებს მეთქი და მაინც წერ.

ვინ გითხრა მერე მიპასუხეო biggrin.gif
ციტატა
იქნებ აღსარებაც ჩამომეწერა აქ შენთვის და შეგენდო ბარემ?

არა ჩემთან ეგ არა, იცი სადაც


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2025 - 01:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი