IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Closed TopicStart new topic
> ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა
karpaki
პოსტი Jul 22 2010, 01:41 PM
პოსტი #81


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ციტატა(ikanosi @ Jul 22 2010, 02:34 PM) *

karpaki

ვინ გითხრა მერე მიპასუხეო biggrin.gif

არა ჩემთან ეგ არა, იცი სადაც

არც შენ ხარ მართლმადიდებელი smile.gif
სხვას რომ მიუთითებ ნაკლოვანებებზე როგორ იქნები მართლმადიდებელი?
ან როცა ცინიზმს იყებენ ქრისტიანული აზრის დასაცავად?
ან როცა სიმართლეზე თვალს ხუჭავ და სხვასაც მოუწოდებ ამისკენ?

ჯობია ეგ ყველაფერი გააკეთო,თუ მის სურვილი გაქვს,მაგრამ მართლმადიდებელის ტრაფარეტის გარეშე.
სურვილი იყო მართლმადიდებელი არ აკნინებს მართლმადიდებლობას,როცა საქციელს ვერ უსადაგებ და როცა გარკვევით ამბობ მართლმადიდებელი ვარ და შენი აზრის დასაცავად იყენებ ცინიზმს,იყენებ მეგობრებს,რომ დაგეთანხმონ და იყენებ მეთოდს,დახუჭო თვალი სიმართლეზე,უფლებას გართმევს თავი მოიწონო ტიტულით,რომელიც არ შეგესაბამება.

ეხლა გავედი მართლა და შემდეგ პოსტს,რომელსაც ვერ ვნახავ ავტომატურად ვერ ვუპასუხებ,სხვათაშორის თავიდანვე აღვნიშნე რომ არ მსურს ამ საკითხზე ჩახვევა,თუ იმდენი არ გსმის რომ უბრალოდ აღიარო,რომ მართლმადიდებლობა ცინიზმისგან შორსაა,მაშინ რა ვუყოთ ეხლა.ნამდვილად არ ამატირებს ეს უმეცრებაც.


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 22 2010, 01:48 PM
პოსტი #82


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ან როცა სიმართლეზე თვალს ხუჭავ და სხვასაც მოუწოდებ ამისკენ?

სად დავხუჭე?
ციტატა
სხვას რომ მიუთითებ ნაკლოვანებებზე როგორ იქნები მართლმადიდებელი?

მე მხოლოდ შეგახსენე
ციტატა
არც შენ ხარ მართლმადიდებელი

არადა ვარ


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 22 2010, 02:09 PM
პოსტი #83


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



ციტატა(Fee @ Jul 22 2010, 01:00 PM) *

აქ არაფერია ნათქვამი სულის შესახებ, მიწად რომ ვიქცევით ეგ ფაქტია.
რეინკარნაციის ვისაც სჯერავს, იმისიც სჯერავს რომ საბოლოოდ ის ღმერთთან მივა, განთავისუფლდება დაბადება_სიკვდილისგან.

სუსტი არგუმენტები მოგყავს a075.gif

ხო, მართლა და შენს ცილისწამებაზე აღარაფერს ვამბობ smile.gif


სულის შესახებ რატომ უნდა იყოს ნათქვამი. ეს ადგილები სულის არსებობის დასამოწმებლად კი არ ამოვიწერე, არამედ იმის საჩვენებლად, რომ ადამიანი ერთხელ იბადება და ერთხელ კვდება... თქვენ დაწერილის გაგების უნარი არ გაქვთ და იმას როგორ გაიგებთ სუსტია არგუმენტი თუ ძლიერი?


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 22 2010, 03:12 PM
პოსტი #84


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,991
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დედამიწაზე ერთხელ მოვდივართ და საკმაოდ მძიმე ჯვარს ვტვირთულობთ.
ღმერთმა დამიფაროს რომ კიდევ მოვიდე დედამიწაზე საცხოვრებლად smile.gif
ბედნიერებაა რომ რომ რეინკარნაცია არ არსებობს, თორემ რა იცხოვრებდა რამდენჯერმე smile.gif ჭეშმარიტება მხოლოდ მართლმადიდებლობაშია!!! შორს კრიშნა ჩვენგან smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Jul 22 2010, 03:26 PM
პოსტი #85


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ცხონების შესახებ

რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა; იშვიათად თუ ნახავს ადამიანი ამის საპირისპირო, სანუგეშო მაგალითს! გამონაკლისად იქცა ერთდროულად სახელითა და საქმით ქრისტიანი, იმ ხალხს შორისაც კი, ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს.

თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას ახლა განუწყვეტლივ იმეორებენ: „რატომ არ უნდა სცხონდნენ წარმართები, მაჰმადიანები, და ეგეთ წოდებული მწვალებლები? მათ შორის ბევრი კეთილშობილი ადამიანია. მათი წარწყმედა ღმერთის მოწყალე ბუნების საწინააღმდეგო იქნებოდა!.. დიახ, სწორედ, რომ მიუღებელია ეს აზრი ადამიანის საღი აზროვნებისთვის! - ხოლო რაც შეეხება მწვალებლებს, ისინი ხომ იგივე ქრისტიანები არიან. ჩვენ, მართლმადიდებლები, ვსცხონდებით, ხოლო სხვა სარწმუნოების მიმდევარნი წარწყმდებიან, - ამის თქმა უგუნურებაა და უკიდურესი ამპარტავნებაც“.

სათქმელის სიცხადეს მრავლისმეტყველებით რომ არ ვავნო, ამიტომ ვეცდები მოკლედ გიპასუხოთ:

ქრიტიანებო! ცხონებაზე მსჯელობთ და იცით კი, რა არის ცხონება? ანდა რისთვის სჭირდება იგი ადამიანს? და ბოლოს, იცით კი ქრისტე - ცხონების ერთადერთი საშუალება.

წმიდა კათოლიკე („კათოლიკე“ საყოველთაოს ნიშნავს - საიტის ავტორის შენიშვნა) სამოციქულო ეკლესიის სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი გახლავთ: ხსნა სულისა (ცხონება) მდგომარეობს ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენაში. ეს კავშირი კაცობრიობამ ადამის პირველქმნილი ცოდვით დაკარგა, მთელი მოდგმა ადამისა დაღუპულ არსებათა წყებაა. წარწყმედა ყველა ადამიანის ხვედრია, კეთილისა და ბოროტისა.

„უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“ (ფს. 50, 7), წმიდა მღვდელმთავარი იაკობი თავის მშვენიერ, უმანკო იოსებსა და თავის თავზე ასე ამბობს: „შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად“ (დაბ. 37, 35) მიწიერი ცხოვრების შემდეგ ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ ძველი აღთქმის არა მარტო ცოდვილნი, არამედ მართალნიც. ასეთი ძალა აქვს ჩვენს ადამიანურ სიკეთეს. ასეთივე ფასი აქვს ჩვენი ცოდვილი ბუნებიდან შობილ სათნოებას! ცხონებისათვის, ანუ ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენისათვის აუცილებელი გახდა გამოხსნა. გამოსყიდვა ცოდვისა. კაცობრიობის ხსნა მოხდა არა ანგელოზის, ან მთავარანგელოზის, ან კიდევ რომელიმე სხვა, უმაღლესი მაგრამ სასრული და შექმნილი არსების მიერ, არამედ თვით უსაზღვრო ღმერთის მიერ. უფალმა თავს იდვა კაცთა მოდგმის კუთვნილი სასჯელი. ჩვენი ღვაწლის ყველა ნაკლი მისმა უდიდესმა ღირსებამ დაფარა, შეავსო. ადამიანური, უმწეო კეთილი საქმეების ნაცვლად მოგვცა ერთი, ყოვლის შემძლე კეთილი საქმე: რწმენა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიმართ. ჰკითხეს იუდეველებმა ქრისტეს: „რაი ვუყოთ, რაითა ვიქმოდეთ საქმესა ღმრთისასა? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმე ღმრთისა, რაითა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა“ (ინ. 6, 28-29).

ცხონებისათვის ერთი კეთილი საქმე გვესაჭიროება: სარწმუნოება. მაგრამ სარწმუნოება საქმეცაა. სარწმუნოებით, მხოლოდ სარწმუნოებით და უფლისაგან ბოძებული ეკლესიური საიდუმლოებების მეშვეობითაა შესაძლებელი ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენა. ამაოდ ფიქრობთ და ამბობთ, რომ კეთილი ხალხი, თუნდაც წარმართი ან მაჰმადიანი იყოს, მაინც ცხონდება, ანუ ღმერთთან ერთად იქნება მარადისობაში. ცდებით! ჭეშმარიტი ეკლესია, როგორც ძველი აღთქმისა, ისევე ახლისაა, ყოველთვის აღიარებდა, რომ სულის ხსნის ერთადერთი საშუალება არის მაცხოვარი. ადამიანი თავისი დაცემული ბუნების გამო, უდიდესი სათნოებებითაც რომ იყოს დაჯილდოებული, მაინც ჯოჯოხეთისთვისაა განწირული.

გაიხსენეთ, რომ ძველი აღთქმის მართალნი, მნათობნი, გაბრწყინებულნი სულითა წმიდითა, წინასწარმეტყველნი და საკვირველთმოქმედნი, რომელთაც სწამდათ მაცხოვრის მოსვლა, მის განკაცებამდე მაინც ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ. მაშ როგორღა გინდათ, რომ ცხონდნენ წარმართნი და მაჰმადიანები, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ისინი კეთილნი გეჩვენებიან, თუკი მათ არც შეიცნეს და არც იწამეს მაცხოვარი? ცხონება ხომ ერთადერთი, ვიმეორებთ, ერთადერთი საშუალებითაა შესაძლებელი - იესო ქრისტეს რწმენით.

ქრისტიანენო! შეიცანით ქრისტე! - გაიგეთ, რომ არ იცნობთ მას, აღიარეთ, რომ უარყოფდით მას, თუკი თვლიდით, რომ ცხონება მხსნელის გარეშე, რაღაც კაცობრივი სიკეთეების გამოც მიეცემა კაცს. ის, ვინც შესაძლებლად თვლის ცხონებას იესო ქრისტეს რწმენის გარეშე იგი უარყოფს ქრისტეს და შესაძლოა უნებლიეთ, ღმრთის გმობის ცოდვაში ვარდება.

„რამეთუ ვიტყვით განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თვინიერ საქმეთა შჯულისათა, სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა ყოველთა ზედა მორწმუნეთა რამეთუ არა არს განწვალება. - ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესო ქრისტესითა“ (რომ. 3, 22-24). თქვენ მიპასუხებთ, რომ წმიდა მოციქული იაკობი მოითხოვს უსათუოდ კეთილ საქმეებს; იგი გვასწავლის, რომ სარწმუნოება საქმეების გარეშე მკვდარია: „ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ-არს“ (იაკობ 2, 26); მაგრამ აბა კარგად დააკვირდით, რას მოითხოვს წმიდა მოციქული იაკობი, და თქვენ ნახავთ, რომ იგი, როგორც ყველა ღვთივსულიერი მწერალი წმიდა წერილისა, მოითხოვს სარწმუნოებრივ საქმეებს, და არა კეთილ საქმეებს. ამის მაგალითად მას პატრიარქ აბრაამის რწმენის დამადასტურებელი საქმე მოჰყავს; აბრაამს ერთადერთი შვილი უნდა შეეწირა მსხვერპლად უფლისათვის. ეს იყო ამ ამბის შინაარსი. საკუთარი შვილის მსხვერპლად შეწირვა ადამიანური გონების მიხედვით სრულებითაც არაა კეთილი საქმე. ეს საქმე იმდენადაა კეთილი, რამდენადაც ღვთის ნებას აღსრულებას, სარწმუნოების საქმეს წარმოაჩენს. ჩაიხედეთ ახალ აღთქმაში, ან მთელ წმიდა წერილში და ნახავთ, რომ იგი ღმრთის მცნებების აღსრულებას მოითხოვს და მათ აღსრულებას ეწოდება საქმე. უფლის მცნებების დაცვით ხდება სარწმუნოება ცოცხალი. ამის გარეშე იგი მკვდარია. ნახავთ იმასაც, რომ ჩვენი დაცემული ბუნების ნამოქმედარი კეთილი საქმეები, გამომდინარე გრძნობებიდან, ვნებებიდან, გულის ნაზი განცდებიდან და აღტყინებიდან, აკრძალულია და დაგმობილი. თქვენ კი სწორედ ეს კეთილი საქმეები მოგწონთ წარმართებსა და მაჰმადიანებში და გსურთ, რომ ისინი ცხონდნენ ამ საქმეების წყალობით, თუნდ არც კი სწამდეთ ქრისტე. უცანურია თვენი მსჯელობა საღი აზროვნების შესახებ. საიდან, რატომ ფიქრობთ, რომ გაქვთ ეს საღი აზროვნება? თუ კი თქვენ ქრისტიანი ხართ, მაშინ წარმოდგენაც ქრისტიანული უნდა გქონდეთ ამ საკითხის შესახებ და რაღაც ყურმოკრულ სწავლებებს არ უნდა გამოედევნოთ. სახარება გვასწავლის, რომ დაცემით ადამიანმა ცრუ აზროვნება შეიძინა და ეს ყალბი აზროვნება, მიუხედავად მისი ღირსებებისა და ამსოფლიურ მეცნიერებებში მისი განსწავლულობისა, მაინც ინარჩუნებს დაცემული ბუნების ყველა თვისებებს. უნდა უარვყოთ იგი და სარწმუნოება გავიხადოთ წინამძღოლად. თავის დროზე ასეთებს ღმერთი მიანიჭებთ ჭეშმარიტ ანუ სულიერ აზროვნებას; აი ასეთი აზროვნება შეიძლება და საჭიროცაა, რომ ვაღიაროთ საღ გონებად. იგია განცხადებული სარწმუნოება, ასე მშვენივრად აღწერილი წმიდა მოციქულ პავლეს მიერ ებრაელთა მიმართ ეპისტოლის მე-11 თავში. სულიერი აზროვნების საფუძველი ღმერთია, ამ მტკიცე ლოდზე დაშენებული იგი არ ირყევა და არც ეცემა, ხოლო იმას, რასაც თქვენ საღ აზრს უწოდებთ, ჩვენ, ქრისტიანენი ცდომილებად, სიბნელედ და ავადმყოფობად შევრაცხავთ. იგი კი მხოლოდ სარწმუნოების მახვილით, ჩვენი ცრუ აზროვნების მიერ დაგროვებული მთელი ცოდნის მოკვეთით განიკურნება. და თუკი მას მაინც საღ აზროვნებად მიიჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი რაღაც მერყევ, განუსაზღვრელ, გაუგებარ და მუდმივად ცვალებად საფუძველზე დგას, იცოდეთ, სწორედ ეგ აზროვნება იქნება, ქრისტეს უარყოფამდე რომ მიგიყვანთ. თვენ კი რას გეუბნებათ თქვენი საღი აზრი? იმას, რომ კეთილი ხალხის წარწყმედა, რომელბსაც არა სწამთ იესო ქრისტე, ეწინააღმდეგება თქვენს საღ აზროვნებას! უფრო მეტიც, თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი კეთილი ხალხის წარწყმედა ეწინააღმდეგება ღმრთის მოწყალებას! თქვენ უსათუოდ ზეციდან გექნებოდათ გამოცხადება იმის შესახებ, თუ რა ეთანხმება და რა არა ღმრთის მოწყალებას! - არა? - კი მაგრამ, თქვენი საღი აზრი რომ ამას გეუბნებათ? ოჰ, ეს თქვენი საღი აზრი!.. კი, მაგრამ თქვენი საღი აზროვნების იმედად როგორ ასკვნით, რა ეთვისება და რა არა ღმრთის მოწყალებას? საიდან მოიტანეთ, რომ ძალგიძთ საკუთარი, შეზღუდული, ადამიანური გონებით განსაჯოთ, თუ რა არის ღმრთისათვის სათნო? ნება მიბოძეთ, ჩვენი აზრი გითხრათ: სახარებამ, იგივე ქრისტეს სწავლებამ, იგივე წმიდა და კიდევ სხვაგვარად წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიამ, ღმრთის მოწყალებასთან დაკავშირებით, რისი დატევნაც კი შეეძლო კაცის გონებას, ყველაფერი გვაუწყა; რა ამაოა და ფუჭი ადამიანის ტვინის ჭყლეტა, როცა იგი განუსაზღვრელი ღმერთის განსაზღვრას ლამობს, როცა ცდილობს, აუხსნელი თავისი წარმოდგენის მიხედვით ახსნას.

ახსნას ვინ?.. ღმერთი? ასეთი წამოწყება სატანური წამოწყებაა!.. შენ, რომელიც თავს ქრისტიანს უწოდებ, და ამავე დროს არ იცნობ ქრისტეს მოძღვრებას! თუკი ამ მადლმოსილი, ზეციური მოძღვრებიდან ვერ გაგვიგია, რომ ღმერთი კაცის გონებისათვის შეუცნობელია და მიუწვდომელი - წადი სკოლაში, ყური დაუგდე, რას ასწავლიან ბავშვებს. მათემატიკის მასწავლებელი მათ უხსნის, რომ უსასრულობა, როგორც განუსაზღვრელი სიდიდე, არ შეიძლება ემორჩილებოდეს იმ კანონებს, რომელსაც ემორჩილება განსაზღვრული სიდიდეები - რიცხვები, რომ მისი შედეგები, შესაძლოა, სრულიად საწინააღმდეგო იყოს რიცხვთა შედეგებისა... შენ კი გინდა, კანონები დაუწესო ღმერთის გულმოწყალებას და ამბობ, ეს ეთანხმება მას, ეს კი - ეწინააღმდეგებაო, - იმისდა მიხედვით, თუ როგორ ეთვისება იგი შენს საღ აზრს, შენს წარმოდგენებსა და შეგრძნებებს! რატომ გგონია, რომ ღმერთს ყველაფერი ისე უნდა ესმოდეს და ისე გრძნობდეს, როგორც შენ გრძნობ და გესმის? არადა სწორედ ამას მოითხოვ ღმრთისაგან. აი, ყოვლად განუსჯელი და უდიდესი სიამაყით აღსავსე წამოწყება! მაშ საღი აზრისა და თავმდაბლობის არქონაში მაინც ნუ სდებ ეკლესიას ბრალს, ეგ შენი, საკუთრივ შენი ნაკლია! წმიდა ეკლესია კი განუხრელად მიჰყვება თავად ღმერთის მიერ განცხადებულ სწავლებას ღვთაებრივი ქმედების შესახებ. მას მორჩილად მისდევენ რწმენით განათლებული მისი ჭეშმარიტი შვილები, რომელთაც დადრიკეს ღმერთთან მორკინალი, მზვაობარი გონება. ჩვენ გვწამს, რომ ღმერთის შესახებ მხოლოდ იმის ცოდნაა ჩვენთვის შესაძლებელი, რაც თავად უფალმა გამოგვიცხადა! რომ იყოს სხვა გზა ღმერთის შემეცნებისა, რომელსაც საკუთარი ძალისხმევით გავუკვლევდით ჩვენს გონებას, მაშინ ადამიანს არ მიეცემოდა ზეციური გამოცხადებანი. აუცილებელია ისინი ჩვენთვის და ამიტომაც გვეძლევა. რა ამაოა და მცდარია კაცობრივი ნააზრევი, ადამიანური გონების მიმოკვეთება!

თქვენ ამბობთ, მწვალებლები იგივე ქრისტიანები არიანო, საიდან მოიტანეთ? თუ არა უკიდურესი უმეცარი, ქრისტიანი რომ ჰქვია და არაფერი იცის კი ქრისტეს შესახებ. სხვა ვინ გაბედავს და იტყვის, თითქოს ისეთივე ქრისტიანია, როგორც რომელიმე მწვალებელი. ხოლო წმიდა ქრისტეანული სარწმუნოება არაფრით განირჩევა წყევის შვილთა ღმრთის მგმობი მწვალებლობისაგან! ჭეშმარიტი ქრისტიანები სხვაგვარად მსჯელობენ ამის შესახებ! წმიდა მოწამეთა ურიცხვმა საკრებულომ მოწამეობრივი გვირგვინები მწვალებლობასთან ბრძოლაში დაიდგა. მათ უსასტიკესი, ხანგრძლივი ტანჯვა-წამება და სატუსაღოები არჩიეს ღმრთის მგმობი სწავლების გაზიარებას. მსოფლიო ეკლესია ყოველთვის აღიარებდა, რომ მწვალებლობა მომკავდინებელი ცოდვაა, რომ ადამიანი, რომელიც ამ საშინელი სენითაა შეპყრობილი, - მკვდარია სულით, - განშორებულია ღმრთის მადლისა და ცხონებისაგან, თანაზიარია ეშმაკისა და მისი დამღუპველი საქმეებისა. მწვალებლობა გონების ცოდვაა, იგი უფრო სატანისეულია, ვიდრე ადამიანური. იგი ასულია ეშმაკისა და მის მიერ გამოგონილი ეს უსჯულოება ახლოა კერპთაყვანისმცემლობასთან.

ეკლესიის წმიდა მამები კერპთაყვანისმცემლობას - უსჯულოებას, ხოლო მწვალებლობას - ბოროტის მსახურებას უწოდებენ. კერპთმსახურებისას ეშმაკი თვითონ იღებდა ღმრთის კუთვნილ პატივს დაბრმავებული ადამიანებისაგან, ხოლო მწვალებლობით იგი მათ თავისი უმთავრესი ცოდვის, ღმრთის გმობის თანაზიარად იხდის: ის ვინც ყურადღებით წაიკითხავს „საეკლესიო კრებათა აქტებს“, ადვილად დარწმუნდება, რომ მწვალებელთა ხასიათი მთლიანად სატანურია, დაინახავს მათ საშინელ თვალთმაქცობას: განუზომელ სიამაყეს, მათ საქციელს, რომელიც მუდამ სიცრუითაა განმსჭვალული, დაინახავს მათ ბილწ ვნებებს, იმას რომ თუკი მიეცათ შესაძლებლობა, ყოველთვის მზად არიან ჩაიდინონ საზარელი ბოროტმოქმედება. განსაკუთრებით თვალში საცემია მწვალებელთა შეურიგებელი სიძულვილი ჭეშმარიტი ეკლესიის შვილების მიმართ, რომელთა სისხლიც მათ მთელი არსებით სწყურიათ! მწვალებლობა გულის განძვინებასთან, გონების საშინელ დაბნელებასა და დაზიანებასთანაა დაკავშირებული. იგი მყარად მკვიდრდება მის მიერ მოწამლულ სულში და მეტად ძნელია ადამიანის განკურნება ამ მძიმე სენისაგან. ყოველი მწვალებლობა შეიცავს სული წმიდის გმობას: იგი ან სული წმიდის დოგმატს გმობს, ანდა სული წმიდის მოქმედებას, მაგრამ აუცილებლად გმობს სული წმიდას. ყოველგვარი მწვალებლობის არის არის გმობა ღმრთისა. წმიდა ფლაბიანემ, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, რომელმაც საკუთარი სისხლით აღბეჭდა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობა, კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრების განჩინება ერესიარქ ევტიქიზე ამგვარად გადმოსცა: „ევტიქი, აქამომდე ხუცესი, არქიმანდრიტი, სავსებით მხილებულია, როგორც თავისი წარსული მოქმედებით, ასევე - აწინდელი ახსნა-განმარტებებით, ვალენტინისა და აპოლინარის ცდომილებაში და მათი ღმრთის გმობის ჯიუტად დაცვაში, - მითუმეტეს, რომ მან არ შეიწყნარა ჩვენი რჩევა-დარიგებანი - მიეღო ჭეშმარიტი სწავლება. ამიტომაც ვტირით და მოვთქვამთ მის დააღუპვასა და საბოლოო წარწყმედას, და სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა ვაცხადებთ, რომ იგი ღმრთის გმობაშია ჩავარდნილი, რომ მას ჩამორთმეული აქვს სამღვდელო წოდება, აღკვეთილი აქვს ჩვენთან ერთობა და ეკრძალება მონასტრის განმგებლობა. ამით ჩვენ ვაუწყებთ ყველას, რომ ვინც კი ამიერითგან ისაუბრებს მასთან ან ინახულებს მას, თავადაც განკვეთა ელის“. ეს განჩინება მიიღო მთელმა ეკლესიამ, ესაა მსოფლიო ეკლესიის მოკლე განჩინება მწვალებელთა თაობაზე, იგი დაამტკიცა ქალკედონიის მეოთხე მსოფლიო კრებამ. ევტიქის მწვალებლობის არსი ის იყო, რომ იგი უარყოფდა ეკლესიის სწავლებას მაცხოვრის ორი ბუნების შესახებ - იგი აღიარებდა მასში მხოლოდ ღვთაბრივ ბუნებას. თქვენ მეტყვით - ეგ არის და ეგ, მეტი ხომ არაფერიო?! სასაცილოა, ერთის მხრივ, თავისი უმეცრების გამო, ხოლო, მეორე მხრივ, თავისი არსით და შედეგებით მეტად სავალალოა ის პასუხი, რომელიც ერთ-ერთმა ძლიერმა ამა სოფლისამ გაუგზავნა ალექსანდრიის პატრიარქს, წმიდა ალექსანდრეს, არიოზის მწვალებლობის შესახებ. ეს პიროვნება ურჩევს პატრიარქს შეინარჩუნოს მშვიდობა, არ წამოიწყოს დავა, რომელმაც შეიძლება ქრისტიანული სულისათვის ეგზომ მიუღებელი განხეთქილება გამოიწვიოს. იგი წერს, რომ ვერ ამჩნევს არიოზის სწავლებაში რაიმე საძრახისს; მხოლოდ სიტყვებშია განსხვავება და მეტი არაფერიო! „ეს განსხვავება სიტყვებში“ - შენიშნავს ისტორიკოსი ფლერი, რომელშიც თითქოს არაფერია „საძრახისი“, უარყოფს იესო ქრისტეს ღვთაებრიობას, რომ ყველა მწვალებლობა, მიუხედავად თავისი სხვადასხვაობისა, ერთი მიზნისაკენ ისწრაფოდა - ისინი უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას და ამახინჯებდნენ მისი განკაცების დოგმატს. უახლესი მწვალებლები კი უარყოფენ სული წმიდის მოქმედებას. მწვალებლებმა საშინელი გმობით უარყვეს საღმრთო ლიტურგია, ეკელსიის ყველა საიდუმლო, ყოველივე ის, რაშიც მსოფლიო ეკლესია სული წმიდის მოქმედებას აღიარებს: ყველაფერ ამას მათ კაცობრივი დადგინებანი უწოდეს, უფრო კადნიერად კი - ცრურწმენა, შეცდომა! რა თქმა უნდა, მწვალებლობაში თქვენ ვერ ხედავთ ქურდობას და ძალადობას. იქნებ ამიტომაც არ მიგაჩნიათ იგი ცოდვად? მაგრამ აქ უარყოფილია ძე ღმრთისა, უარყოფილია და დაგმობილია სული წმიდა, ეგ არის და ეგ, მეტი არაფერი! ღმრთის გმობის სწავლების მიმღებელი და დამმარხველი, ეს ვინც წარმოთქვამს ღმრთის გმობას, არც ავაზაკია და არც მპარავი, თავისი დაცემული ბუნების შესაბამისად კეთილ საქმეებსაც იქმს, ის მშვენიერი ადამიანია! როგორ იქნება, რომ ღმერთმა ასეთი კაცი არ აცხონოს!.. მიზეზი თქვენი უკანასკნელი ცდომილებისა, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენისა, ქრისტეანობის ჯეროვანი არცოდნა გახლავთ!

ასეთი უმეცრება უმნიშნველო ნაკლი როდია! მას შეიძლება დამღუპველი შედეგებიც მოჰყვეს, მით უმეტეს ახლა, როცა ასე მომრავლდა წიგნები ქრისტეანული სათაურითა და სატანური შინაარსით. სწორედ ჭეშმარიტი ქრისტეანული სწავლების არცოდნის შედეგად შეიძლება, რომ მცდარი და ღმრთის მგმობი აზრი სიმართლედ მიიღოთ, შეითვისოთ იგი და მასთან ერთად მარადიული სიკვდილიც. ღმრთის მგმობი არ ცხონდება! წერილში განჟღავნებული თქვენი ყველა მიუხვდომლობა უკვე საშიშ შემასმენლად ევლინება თქვენივე ცხონებას. მათი არსი ქრისტეს უარყოფაა! ნუ ეთამაშებით საკუთარ ცხონებას, ნუ ეთამაშებით! თორემ მარადიული ტირილი იქნება თქვენი ხვედრი. შეუდექით ახალი აღთქმის და მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა კითხვას (და არა ტერეზასი, ფრანცისკელისა და სხვა დასავლელი შეშლილებისა, რომელთაც მათი მწვალებლური ეკლესია წმიდანებად ასაღებს!); შეისწავლეთ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამებისგან, როგორ გავიგოთ სწორად წმიდა წერილი, როგორი ცხოვრება, აზრები და გრძნობები შეჰფერის ქრისტეანს. წმიდა წერილითა და ცოცხალი სარწმუნოებით შეიცანით ქრისტე და ქრისტეანობა. ეცადეთ სანამ დადგებოდეს საშინელი ჟამი ღმრთის სასმჯავროს წინაშე წარდგომისა, მოიპოვოთ განმართლება ღმრთისა მიერ, რომელიც უსასყიდლოდ ეძლევა უფლისაგან ყოველთა კაცთა, ქრისტეანობის მეშვეობით.

„რა არის მართლმადიდებლობა?“ (ნაწილი I), თბილისი, 2001 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 22 2010, 03:45 PM
პოსტი #86


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Funkenstein

ჯიგარ.

ვ იაბლოჩკო.



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TragicomiX
პოსტი Jul 22 2010, 04:59 PM
პოსტი #87


EGOCIDE
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 27-June 10
წევრი № 9,080



ამ თემის გამო დავრეგისტრირდი.

ბევრს ვერაფერს ვიტყვი ინდუიზმზე და კრშნაზე გარდა ერთისა , მაჰა მანტრას დამსახურებაა, რომ დღესდღეობით თავს ისევ მართლმადიდებლად ვთვლი და უფრო მეტად დავაფასე ქრისტიანობა.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 22 2010, 05:35 PM
პოსტი #88


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



TragicomiX

და ჯაპას ნაცვლად იესოს ლოცვა თუ გიცდია?
ისევე კომპლექსურად და სისტემატურად, როგორც მაჰა მანტრა.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 22 2010, 05:37 PM
პოსტი #89


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



TragicomiX გამარჯობა. კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე smile.gif

ციტატა
მაჰა მანტრას დამსახურებაა, რომ დღესდღეობით თავს ისევ მართლმადიდებლად ვთვლი და უფრო მეტად დავაფასე ქრისტიანობა.

ეს ვერ გავიგე, რანაირად?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TragicomiX
პოსტი Jul 22 2010, 06:12 PM
პოსტი #90


EGOCIDE
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 27-June 10
წევრი № 9,080



terra


ციტატა
იესოს ლოცვა თუ გიცდია?



კი მიცდია და ჩემი დაკვირვებით ერთი-მეორეს ხელს არ უშლის, პირიქით.




mata

ციტატა
ეს ვერ გავიგე, რანაირად?


სიმართლე გითხრა მეც არ მესმის ,ფაქტია რომ ეკლესიაში სიარულის ხალისი დამიბრუნდა,მართალია ხშირად არ დავდივარ მაგრამ ადრე სულ არ დავდიოდი.

--------------------------------

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Jul 22 2010, 06:17 PM
პოსტი #91


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



dzvelmartlmadidebeli
ციტატა
მგონი ყველანი კრიშნაიდები ხართ...

ohmy.gif

ღმერთმა დამიფაროს biggrin.gif




--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 22 2010, 06:18 PM
პოსტი #92


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



TragicomiX
ციტატა
კი მიცდია და ჩემი დაკვირვებით ერთი-მეორეს ხელს არ უშლის, პირიქით.

აჰა, გასაგებია smile.gif
მგონი მაინც მაჰა მანტრა ჯობია.
იესოს ლოცვა რაღაცნაირად დამთრგუნველია, სულ შეწყალებას ითხოვ პერმანენტულად და თავს ცოდვილად გრძნობ.

აი ჯაპა და კირტანი სულ სხვაა, ხალისს და სულიერ სიხარულს განიჭებს.
მეთანხმები? piqri.gif



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 22 2010, 06:26 PM
პოსტი #93


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



TragicomiX

იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს. (ლუკა 11:35)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
TragicomiX
პოსტი Jul 22 2010, 06:30 PM
პოსტი #94


EGOCIDE
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 27-June 10
წევრი № 9,080



terra



ციტატა
მგონი მაინც მაჰა მანტრა ჯობია.
იესოს ლოცვა რაღაცნაირად დამთრგუნველია, სულ შეწყალებას ითხოვ პერმანენტულად და თავს ცოდვილად გრძნობ.

აი ჯაპა და კირტანი სულ სხვაა, ხალისს და სულიერ სიხარულს განიჭებს.
მეთანხმები? piqri.gif


თუ ამ სიტყვებს პირდაპირ ამბობ , ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე, ვერანნაირად ვერ დაგეთანხმები, მაჰა -მანტრას დამსახურებაა, რომ ქრისტიანული ლოცვების აღქმა გააზრება გამიადვილა და რობოტივით აღარ ვიმეორებ როგორც ადრე ვაკეთებდი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 22 2010, 06:36 PM
პოსტი #95


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



TragicomiX

ქვეტექსტით ვამბობ.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Fee
პოსტი Jul 22 2010, 06:53 PM
პოსტი #96


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 18-April 10
წევრი № 8,647



ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Jul 22 2010, 02:09 PM) *

სულის შესახებ რატომ უნდა იყოს ნათქვამი. ეს ადგილები სულის არსებობის დასამოწმებლად კი არ ამოვიწერე, არამედ იმის საჩვენებლად, რომ ადამიანი ერთხელ იბადება და ერთხელ კვდება... თქვენ დაწერილის გაგების უნარი არ გაქვთ და იმას როგორ გაიგებთ სუსტია არგუმენტი თუ ძლიერი?

დაწერილის გაგების უნარი შენ არ გაქვს a075.gif 2ჟერ დავწერე არ ვარ კრიშნაიდი და მაინც კრიშნაიდს მიწოდებ და რაღაზე გელაპარაკო smile.gif მე არავის ვიცავ და არც არავის ვამტყუნებ. შენთვის თუ ქრისტიანობაა ხსნა, სხვისთვის კრშნაა და არ შეიძლება სხვისი სიწმინდეების შელახვა.
რელიგიური ომები არ იარსებებდა ყველას ასე რომ ეფიქრა. შენ ის გწამს , იმას ის. რატომ ლანძღავ? განა ლანძღვა და ცილისწამება ქრისტეანობაა??? თუ ასე გიყვარს შენი რელიგია, იქადაგე ის, დაანახე სხვებს როგორ გაგაკეთილშობილა და იქნება მოგბაძონ smile.gif
ეს ფორუმი წესით ყველაზე კეთილი ადამიანებით უნდა იყოს სავსე, მეგონა ყველაზე "ცუდი" მე ვიქნებოდი აქ, მაგრამ.........

გავედი ამ თემიდან აზრი არ აქვს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Jul 22 2010, 09:14 PM
პოსტი #97


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(TragicomiX @ Jul 22 2010, 06:30 PM) *

terra
თუ ამ სიტყვებს პირდაპირ ამბობ , ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე, ვერანნაირად ვერ დაგეთანხმები, მაჰა -მანტრას დამსახურებაა, რომ ქრისტიანული ლოცვების აღქმა გააზრება გამიადვილა და რობოტივით აღარ ვიმეორებ როგორც ადრე ვაკეთებდი.

ატმან შენა ხაარ? laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 22 2010, 09:37 PM
პოსტი #98


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



TragicomiX
ციტატა
სიმართლე გითხრა მეც არ მესმის ,ფაქტია რომ ეკლესიაში სიარულის ხალისი დამიბრუნდა,მართალია ხშირად არ დავდივარ მაგრამ ადრე სულ არ დავდიოდი.


სად დადიხარ,რომელ ტაძარში, კრიშნაიდებთან?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 22 2010, 10:13 PM
პოსტი #99


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Funkenstein @ Jul 22 2010, 09:14 PM) *

ატმან შენა ხაარ? laugh.gif


აუ არა რა sad.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 22 2010, 10:21 PM
პოსტი #100


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



თემას თუ არ გადაუხვევთ და უფრო მეტ მასალას დადებთ, მართლმადიდებლურ მასალას ინდუისტურ რელიგიების შესახებ, ძალიან კარგი იქნება.

საერთოდ, რატომ გონიათ ახალმოსულ ფორუმელებს, რომ აქ იდეალური ადამიანები დახვდებიან, რომელთათვისაც ცინიზმი და ყოველგვარი მიწიერი ცოდვა უცხოა, არ მესმის. ამ ფორუმზე იკრიბებიან უმეტესად ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იყონ მართლმადიდებლები ისე, როგორც ამას მაცხოვარი გვასწავლის. თუმცა, ვინ როგორ ახერხებს ამას, არავის გასარჩევი არ უნდა იყოს წესით.

გარემოებამ მოიტანა ამ თემის გახსნის აუცილებლობა ფორუმზე, რადგან მოგვიმრავლდნენ ფორუმელები, რომლებიც განსხვავებულად აზროვნებენ, განსხვავებული ფასეულობები გააჩნიათ და რწმენაც. (არავინ მიიღოს შეურაცხყოფად) მართლმადიდებლისთვის კი, პირველ რიგში უცხო რელიგიების მიმდევრებისაგან კი არ სჭირდება სწავლება, რამდენად კარგია ის უცხო რელიგია, ან რამდენად ახლოსაა ის რელიგია მართლმადიდებლურთან, არამედ წმინდა მამათა სწავლებები და მართლმადიდებლური შეხედულებები, თუ რითი განსხვავდება ეს უცხო რელიგია ჩვენი რელიგიისაგან და რა არის მასში მიუღებელი ჩვენთვის. ფორუმი ერთ დიდ აპოლოგეტიკის განყოფილებად ვერ იქცევა, არადა რატომღაც ყველა განყოფილებაში, სწორედაც რომ მართმადიდებლობის დაცვაა საჭირო.

რატომ აღარ იხსნება თემები, სადაც წერია წმინდა მამები რას გვირჩევენ, თუ როგორ ვიცხოვროთ და ა.შ. ვითომ ვედები ამას უკეთესად ახერხებენ? დილას ადრე ადგომა რომ კარგია, რათ უნდა მაგას მთელი ფილოსოფია?
რა არის კარგი და რა ცუდი, ამას მართლმადიდებლობაც კარგად გვასწავლის, ვინ როგორ ასრულებს ეგაა თორემ...

მე ყველა რელიგიის აღმსარებელს ვცემ პატივს, ყველა ადამიანს თავისი თავი აქვს მხრებზე და თავისი ფასეულობები, მაგრამ მადლობელი ვიქნები, თუ იმ ფასეულობებს თავს არავინ მომახვევს და ჩემს გადარწმუნებას არ შეეცდება, სამაგიეროდ არც მე მოვახვევ თავს არაფერს, მხოლოდ ვეცდები პირადი მაგალითით ვაჩვენო მე რა მწამს. ხოლო ციტატები და ისტორუილი ფაქტები თუ არ მექნება იარაღად, არც ეგ შემაშინებს, ცარიელი ცოდნა ბევრი არაფრის მომტანია, სიყვარულის და რწმენის გარეშე.

ამიტომ, იქნებ განვაგრძოთ ამ თემაში, მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით საკითხის განხილვა. ყოველგვარი შეურაცხყოფების და საკუთარი ცინიკური კომენტარების გარეშე. სიამოვნებით წავიკითხავ და გავეცნობი.

მაპატიეთ, გამიგრძელდა სიტყვა, არადა ბოლო დროს ეს იშვიათად ხდება. smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2025 - 01:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი