IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

ონლაინ ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> "და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა..."
lamara
პოსტი Aug 9 2010, 10:13 AM
პოსტი #21


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 565
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



აკაკი
მე კითხვა სხვაგვარად დავსვი: ცოდვაა თუ არა-მეთქი. რაკი წმიდანები თხოვდნენ, ე.ი. ცოდვა არ ყოფილა. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს ღვთის ნება, ამაზეც მოგახსენეთ, რომ "მამაო ჩვენოს" სიტყვები: "იყავნ ნება შენი" აქაც რომ გამოვიყენოთ-მეთქი და ძალისაებრ ჩვენისა მოგვეცეს ტუ ეს არის ღვთის ნება (ანუ, სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც). ხიბლი ნებისმიერმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს, თუ რამეს მხოლოდ ჩვენ გონებაზე დაყრდნობით ვითხოვთ. აქ კი სხვა შემთხვევაა: ჯერ ერთი აქ გულიც მონაწილეობს და მეორე(არანაკლებ მნიშვნელოვანი) აქ ღვთის ნების მორჩილებაცაა, რაც ხიბლს აბსოლუტურად გამორიცხავს, რადგან ხიბლში მყოფ ადამიანს არა აქვს მორჩილება.
თქვენი სიფრთხილე სწორია, მაგრამ არც მე დამიკარგავს იგი, როცა უფალს ვთხოვე თუ ეს შენი ნებაც არის და თვლი, რომ შევძლებ და ეს სასარგებო იქნება ორივესთვის, მაშინ მომივლინე-მეთქი. ამიტომ ამისრულდა კიდეც ეს თხოვნა. თავიდან არ დამიწერია ჩემი პირადი გამოცდილება, რადგან ფორუმელთა აზრი მაინტერესებდა. თქვენ კი ზუსტად მამა ანდრიასავით მიპასუხეთ smile.gif ანუ ცოდვა არ არის, მხოლოდ გაფრთხილდი ხიბლში არ ჩავარდეო smile.gif

აბე

შენ სულ სხვა მხარეს წაიყვანე მსჯელობა. მე მხოლოდ მისთვის ლოცვას არ ვგულისხმობდი. ეგ თავისთავად. მე ვთქვი, რომ მისთვის განსაცდელის შემსუბუქება და მისი გაზიარება რომ ვითხოვოთ-თქო. შენ რაც თქვი სწორია, ანუ ეგ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მერე გიწერია ისიც, რომ მხოლოდ ლოცვით არ უნდა შემოვიფარგლოთო. საქმითაც გამოვხატოთ მისდამი სიყვარულიო, ამაში რას გულისხმობდი? და თუ ისე ვილოცებთ, როგორც მე ვთქვი, ეს ლოცვა საკმარისი არ იქნება, თუ ღვთის ნებით, მისი განსაცდელი გავიზიარეთ, ანუ თუ მოგვეცა?
ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ჩემი ძმა, ღვიძლ ძმას ვგულისხმობ, იყო ავად, გაცივდა, ძალიან მაღალი სიცხეები ჰქონდა, გვეშინოდა, რადგან ხანგრძლივად გაუგრძელდა, და მაშინ ვითხოვე, სანამ ექიმს დაუკავშირდებოდნენ (დაკავშირება ვერ მოასწრეს) ეს მაშინვე შესრულდა: ჩემ ძმას მაშინვე შეუმსუბუქდა მდგომარეობა, მე კი შედარებით მსუბუქი ფორმით დავავადდი და მალე ორივე გამოვჯანმრთელდით. smile.gif




--------------------
[font=Georgia][size=2]
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 9 2010, 11:02 AM
პოსტი #22


მე ქრისტესი ვარ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,348
რეგისტრ.: 21-May 09
მდებარ.: Tbilisi, Vaja Pshavela
წევრი № 7,018



lamara
თუ ღმერთს ნებავს რაიმე შენზედ აღსრულდეს, თხოვნა არ არის საჭირო, იგი ხომ ასრულდება მაინც smile.gif

შეიძლება ეს "იყავნ ნება შენი"-ც ხიბლით იყოს ნათქვამი, ვითომ გულით მაგრამ არა, უფრო გონებით, რომ ამით თითქოს მის ნებას ვმორჩილებთ.


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
- ქადოშ, ქადოშ, ქადოშ ადონაი საბაოთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Aug 9 2010, 12:47 PM
პოსტი #23


აბესალომ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,575
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(lamara @ Aug 9 2010, 11:13 AM) *

აბე

შენ სულ სხვა მხარეს წაიყვანე მსჯელობა. მე მხოლოდ მისთვის ლოცვას არ ვგულისხმობდი. ეგ თავისთავად. მე ვთქვი, რომ მისთვის განსაცდელის შემსუბუქება და მისი გაზიარება რომ ვითხოვოთ-თქო. შენ რაც თქვი სწორია, ანუ ეგ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მერე გიწერია ისიც, რომ მხოლოდ ლოცვით არ უნდა შემოვიფარგლოთო. საქმითაც გამოვხატოთ მისდამი სიყვარულიო, ამაში რას გულისხმობდი? და თუ ისე ვილოცებთ, როგორც მე ვთქვი, ეს ლოცვა საკმარისი არ იქნება, თუ ღვთის ნებით, მისი განსაცდელი გავიზიარეთ, ანუ თუ მოგვეცა?
ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ჩემი ძმა, ღვიძლ ძმას ვგულისხმობ, იყო ავად, გაცივდა, ძალიან მაღალი სიცხეები ჰქონდა, გვეშინოდა, რადგან ხანგრძლივად გაუგრძელდა, და მაშინ ვითხოვე, სანამ ექიმს დაუკავშირდებოდნენ (დაკავშირება ვერ მოასწრეს) ეს მაშინვე შესრულდა: ჩემ ძმას მაშინვე შეუმსუბუქდა მდგომარეობა, მე კი შედარებით მსუბუქი ფორმით დავავადდი და მალე ორივე გამოვჯანმრთელდით. smile.gif
ზოგადად, ღმერთს გულს დავწყვიტავთ იმ შემთხვევაში თუ ადამიანის მხოლოდ სხეული გვეყვარება და არა სული.

ანუ ლოცვის დროს პირველ რიგში სულიერი გაძლიერება, ცოდვათა მიტევება, სიმდაბლის, სინანულის განცდა, ღვთის სასოების მიცემა უნდა ვითხოვოთ ამ ადამიანისათვის და მერე საჭმელი, ტანსაცმელი, სახლ-კარი და რაღა თქმა უნდა ჯანმრთელობა.

ხოლო საქმითაც პირველ რიგში სულიერ დახმარებაზე უნდა ვიზრუნოთ - დაველაპარაკოთ და თუ ვინმეს ემდურის, დავარწმუნოთ რომ აპატიოს, რომ თვითონაც უშვებს შეცდომებს და ეს აღსარებაში უნდა თქვას, ეკლესიაში უნდა იაროს, ილოცოს, იმარხულოს (თუ ეს შესაძლებელია)... ავუხსნათ, რომ აუცილებელზე აუცილებელია სიმდაბლე... დავეხმაროთ იმაში რომ ცხოვრებას სხვანაირად შეხედოს, რომ დაინახოს სხვა ადამიანებში ის საოცრება, რაც მასში არ არის... და მრავალი სხვა რამ... შეიძლება უბრალოდ გავამხნევოთ და დავაიმედოთ, მივცეთ ღვთის სასოება, რომ ამ განსაცდელიდან ღმერთი აუცილებლად გამოიყვანს, თუ ღმერთის გზას აირჩევს... მოკლეთ, კონკრეტული რეცეპტი არსად არ წერია, როდის როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანს სულიერად, ამას ცხოვრება გვიჩვენებს თვითონ... აი როდესაც სულიერად დავეხმარებით, მერე უშუალოდ ამ გაჭირვების გადალახვაშიც უნდა დავეხმაროთ და ამით ღმერთს არათუ არ განავრისხებთ,არამედ სათნო-ვეყოფით მას და გავახარებთ, რამეთუ საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ ჩვენი მოყვასი სულიერადაც და ხორციელად წინ წავა... smile.gif

რაც შეეხება ფრაზას "იყავნ ნება შენი", ეს ძალიან ღრმა ფრაზაა და მრავალ ასპექტში შეიძლება დავინახოთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად შეიძლება უფალს ვუთხრათ: "ღმერთო, ვხედავ, რომ ეს ადამიანი სულიერადაც მოძლიერდა და შენზე სასოებაც ისწავლა, მაგრამ ჩვენი გულთა-მხილველი შენა ხარ უფალო და შენ უკეთ იცი იგი მართლაც მოძლიერდა სულიერად საკმარისად თუ მე მეჩვენება ასე. ამიტომ, თუ ჯერ ხორციელად არ მოძძლიერებულა (არ ვგულისხმობ მხოლოდ ჯანმრთელობას), იყოს ნება შენი, რადგანაც შენ უკეთ იცი რამდენი ხანი სჭირდება მას ეს განსაცდელი"... შეიძლება კიდევ სხვანაირად გავიგოთ... მოკლედ, ასე ვერ ამოვწურავთ ჩვენ ამ ფრაზას ვერასდროს. smile.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Aug 9 2010, 01:48 PM
პოსტი #24


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 565
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



აკაკი
ციტატა
თუ ღმერთს ნებავს რაიმე შენზედ აღსრულდეს, თხოვნა არ არის საჭირო, იგი ხომ ასრულდება მაინც

ისე გამოგდით, თითქოს ლოცვა სულ არ იყოს საჭირო smile.gif ღმერთს რაც ნებავს შენი ნებაც თუ არაა არ დაგაძალებს. მისგან ძალადობა არ იქნება. ლოცვით შენ შენს სურვილს გამოხატავ და თუ ეს შენთვის საზიანო არაა გისრულდება.

მე , მოჩვენებითადარ მითქვამს "იყავნ ნება შენი". თუ როდისმე მილოცია, მხოლოდ გულით და გონებით ერთდროულად, გულის გარეშე ლოცვა არც არსებობს. ლოცვის კითხვა და ლოცვა არაა ერთი და იგივე. ისიც მშვენივრად ვიცი, რომ "კაცი ცრუ და მზაკვარი სძაგს უფალსა". ასე, რომ "ვითომ გულით"- ჩემთვის არ არსებობს, რაც გულით არ მინდა იმას არასდროს ვითხოვ.
აბე

ციტატა
ზოგადად, ღმერთს გულს დავწყვიტავთ იმ შემთხვევაში თუ ადამიანის მხოლოდ სხეული გვეყვარება და არა სული.

ეგეთი რამ არ არსებობს. თუ გიყვარს ადამიანი, ვინც უნდა იყოს ის, ე.ი. გიყვარს სულიც და სხეულიც, რადგან ადამიანი არის სულის და სხეულის ერთობლიობა და არა მხოლოდ სული ან მხოლოდ სხეული.


--------------------
[font=Georgia][size=2]
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 9 2010, 02:11 PM
პოსტი #25


მე ქრისტესი ვარ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,348
რეგისტრ.: 21-May 09
მდებარ.: Tbilisi, Vaja Pshavela
წევრი № 7,018



lamara
გასაგებია, მაგრამ განსაცდელის მოთხოვნის მაგვირად ვფიქრობ უმჯობესია შნაგანი განწყობა გვქონდეს ასეთი, რომ მივიღებთ ყოველივეს უფლისაგან და დავითმენთ.

ისე ლოცვა როგორ ისწავლე, რა ხერხებს მიმართე... მეც განმსწავლეsmile.gif


--------------------
IC | XC
---+---
NI | KA

უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. (იგავთა 2:10-12)

- ადონ იეშუა ჰამეშიახ, ბენ ელოჰიმ, თერახემ ალაი, ანი ქოთე
- ქადოშ, ქადოშ, ქადოშ ადონაი საბაოთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Aug 9 2010, 03:35 PM
პოსტი #26


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 3,384
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



აკაკი
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელისგან ისწავლე 46–53 თავები.

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/brdzola/sarchevi.htm


--------------------
უმოწყალო სული სიბრძნეს განშორდება, ხოლო მოწყალე სული სულიწმიდის მიერ მიიღებს სიბრძნეს.
წმ. ისააკ ასური
მართლმადიდებლური ფორუმის საქველმოქმედო ფონდი. http://cfc.org.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Aug 9 2010, 10:34 PM
პოსტი #27


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 565
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



აკაკი
მამა თეოდორესგანაც შეიძლება მაგის სწავლა. smile.gif

http://church.ge/index.php?showtopic=7620&...%83%A0%E1%83%94

ამ თემაშია აუდიოჩანაწერები. ლოცვა მე-9 შეხვედრის თემა იყო.


--------------------
[font=Georgia][size=2]
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Aug 10 2010, 12:42 AM
პოსტი #28


აბესალომ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,575
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა
ეგეთი რამ არ არსებობს. თუ გიყვარს ადამიანი, ვინც უნდა იყოს ის, ე.ი. გიყვარს სულიც და სხეულიც, რადგან ადამიანი არის სულის და სხეულის ერთობლიობა და არა მხოლოდ სული ან მხოლოდ სხეული.
როგორ არა... გავიხედ-გამოვიხედოთ ირგვლივ და დავინახავთ ძააააააალიან ბევრ ადამიანს, რომლებსაც თითქოს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ სინამდვილეში ერთმანეთის სულები არც კი აინტერესებთ... სამწუხაროდ და საუბედუროდ ასეთებს ყოველ დღე ვხედავ მრავლად...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Aug 10 2010, 03:32 PM
პოსტი #29


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 565
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



აბე
როცა მე ვთქვი ასეთი რამ არ არსებობს-მეთქი, ვიგულისხმე, რომ ადამიანთა ის ურთიერთობა, რომელიც შენ დაახასიათე
ციტატა
გავიხედ-გამოვიხედოთ ირგვლივ და დავინახავთ ძააააააალიან ბევრ ადამიანს, რომლებსაც თითქოს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ სინამდვილეში ერთმანეთის სულები არც კი აინტერესებთ...
არ არის სიყვარული. თუ ადამიანს მეორე ადამიანი უყვარს, მაშინ მან ამ ადამიანის სულზე უნდა იფიქროს პირველ რიგში და მერე ყველა დანარჩენზე. იმასაც გეტყვი, რომ ზოგადად ადამიანები შეიძლება იყვნან მატერიალისტები და იდეალისტები, პირველნი მხოლოდ მატერიალურზე ფიქრობენ, მეორენი, მხოლოდ სულიერზე. იმის მიხედვით რომელი ჭარბობს ადამიანში, მას შეუძლია, ან არ შეუძლია სიყვარული, კერძოდ მატერიალიზმი თუ ჭარბობს, მაშინ არ შეუძლია, რადგან ასეთი ადამიანი ყველაფერს ანგარებით აკეთებს, სიყვარული კი ანგარებას არ იცნობს. როცა ადამიანი გიყვარს, ნათესავი, ახლობელი... ვინც გინდა იყოს, პირიქით, მისთვის ნებისმიერი რამის დათმობა შეგიძლია, ყველაფერს გააკეთებ მისი კეთილდღეობისთვის და სანაცვლოდ არაფერს ითხოვ მისგან.


--------------------
[font=Georgia][size=2]
ყველაზე უღირსი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th September 2010 - 07:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი